Print

გაზ. # 10(787)

ღმერთის ბეჭდით აღბეჭვდის უმნიშვნელოვანესი ეტაპი.

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ. როგორც ვიცით, ჩვენს ირგვლივ მომხდარი მოვლენები, პრინციპით _ ვისაც ყური აქვს ისმინოს, სულიერ სამყაროში მიმდინარე პროცესების მისტერიული გამოვლინებაა. აკი ბრძანებს ბატონი ზვიად გამსახურდია _ '... გრძნობადი, რეალური მოვლენებით ხდება ილუსტრირება სულიერი განვითარებისა~-ო (იხ. 'ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება~, თბ. 1991 წ., გვ.41). სახარებაში დაცული მინიშნება _ '... გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში~ (ლუკა 10,20), ჩვენის აზრით, ბოლო ჟამში მოსახდენზე, ანუ ასაცხადებელ-გასავლელი იმ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის თაობაზე უნდა გვეარაკებოდეს, რომელიც გამოცხადებაშია დაფიქსირებული, და ზოგადად _ 'ღმერთის ბეჭდით~ აღბეჭვდილთა თემატიკა ჰქვია. ბიბლიური სიბრძნის თანახმად _ 'როგორც ყველაფერს, რაც წუთისოფელშია შექმნილი, დასაბამი აქვს, ასევე დასასრულიც აქვს და დასასრული გამოცხადებულია~ (III ეზრა 9,5). იოანეს გამოცხადებაში ვკითხულობთ _ 'ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ღმერთის ჩვენის მონათა შუბლებს~-ო (გამოცხ. 7,3). დამოწმებული მონაკვეთი, მოცემული პროცესის _ დასასრულის შესაცნობ მინიშნებას მოიცავს. კერძოდ, აღგვიწერს იმ მოსალოდნელ მოვლენას, რაც _ ღმერთის ბეჭდით აღბეჭვდის ეტაპის დასრულებას უნდა მოჰყვეს. მითითებული ეტაპის ასრულების მისტერიული პროცესი 2010 წლის ივლისის თვეში დაიწყო. ინფორმირებულ მკითხველს კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი 'ლაზარეს ინსტიტუტის~ წევრთა ძალისხმევით _ 2010 წლის 16 ივლისს, ხულოს რაიონის სოფელ _ დიდაჭარაში, ანდრია პირველწოდებულის მიერ პირველი ქრისტიანული ეკლესიის აგების ადგილზე, ღვთის შეწევნით მოხერხდა _ რკინის ჯვრის აღმართვა; ჯვრის ცენტრში დამაგრებულ იქნა სპეციალური ჩარჩო, რომელშიც _ აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლი იქნა ჩაბრძანებული. დიდაჭარაში ასვლამდე, 'ლასკარიდან~ წამოსულებმა (რევაზ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, მინდია რეხვიაშვილი, მიხეილ(გელა), საბა და ზაალ სალუაშვილი) გონიოში მდებარე _ მატათა მოციქულის საფლავთან, რამოდენიმე სურათი გადავიღეთ. თბილისში დაბრუნების შემდეგ, დაბეჭდილი ფოტოსურათის ორ კადრზე, ერთი შეხედვით აუხსნელი ფაქტი დაფიქსირდა. სურათის პირველ კადრში, რევაზ კობიაშვილისა და მევლუდ მამადაშვილის თავზემოთ არსებული ცის ფონზე, აშკარად გამოიკვეთა _ ოდნავ წაგრძელებული ფორმის 'შავი ლაქა~. რამოდენიმე წუთის შემდგომად გადაღებულ მომდევნო სურათის გამჟღავნებულ კადრში, აღნიშნული 'შავი ლაქა~ გადაადგილებული იყო, და რევაზ კობიაშვილის თავის მარცხენა მხარეს ფარავდა. დიდაჭარიდან დაბრუნების შემდეგ დიდი დრო არ იყო გასული, როდესაც რევაზ კობიაშვილმა, ფოტოსურათზე, მის თავზე დაფიქსირებული 'შავი ლაქის~ ადგილას, უკვე ცხადად _ შეამჩნია, თავზე, თმის ძირებთან გაჩენილი შავი ლაქა, რომელიც, ერთი კვირის თავზე, თავისით გაქრა. 2010 წლის 16 ივლისიდან დაწყებული ამ 'აუხსნელი~ პროცესის პირობითი 'გაგრძელება~, უკვე 2011 წლის ივლისის თვეში დაფიქსირდა. 2011 წლის 9 ივლისს, 'ლასკარის~ სხდომაზე, ბატონმა რევაზმა მოგვიყვა, მის მიერ 7 ივლისს, სიზმრის სახით მიღებული ინფორმაციის შესახებ _ მამაკაცის ხმით მას ეუწყა: 'დაღდასმული ხარ!~- ო. იმავე სხდომაზე ერთხმად შევთანხმდით, რომ ბატონი რევაზის დაბადების დღის (10 ივლისი) წინა დღეებში მიღებული ინფორმაციით _ ბოლო ჟამში მოსახდენი პროცესის მისტერიულ მიმდინარეობაზე უნდა ყოფილიყო მინიშნება. აღნიშნული მოსაზრების გამყარება 10 ივლისის საღამოს მოხდა _ 'ლასკარის~ წევრმა ეთერ ბარამიძემ ტელეფონოთ გვაუწყა _ მის სხეულზე, ბეჭებს შორის არსებული ხერხემლის მალის გასწვრივ გაჩენილი გამოსახულების თაობაზე. 12 ივლისს, 'ლასკარში~ მოსულმა ქ-მა ეთერიმ, მის სხეულზე 7 ივლისს გაჩენილი ნიშნის ფურცელზე გადატანილი გამოსახულება მოგვიტანა, რომელიც: მხედრული _ 'ე~-სა და მის ქვეშ მიწერილი ციფრი _ '6~-საგან შედგებოდა. გამოითქვა მოსაზრება, რომ ქართულ ასო-ნიშან: 5-ე-5 რიგითი და რიცხვითი სიდიდით (5 5), ქ-ნი ეთერის დაბადების წელი, ხოლო ამ 5-ისა ('ე~) და '6~ -ის ერთებით, მიღებული ნიშნის გამოსახვის წელი, ე.ი. დაბადებიდან 56-ე, ანუ მიმდინარე 2011 წელი დაგვიფიქსირდა. 2011 წლის 16 ივლისს გამართულ 'ლასკარის~ სხდომაზე, ბ-ნი რევაზისა და ქ-ნი ეთერის მიერ მოტანილი (მიღებული) ინფორმაციის განხილვა-შეჯერებით აშკარა გახდა, რომ საქმე გვქონდა გამოცხადებაში დაფიქსირებული _ 'ღმერთის ბეჭდით~ აღბეჭვდასთან დაკავშირებულ ეტაპთან. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ბ-ნი რევაზისა და ქ-ნი ეთერის, ზოგადად 'მამაკაცისა~ და 'დედაკაცის~ არსის მატარებელ სახეებად მიჩნევის შემთხვევაში, ჩვენ, წინ გველოდა ის მოსახდენი მოვლენა, რითაც საძიებელი ბიბლიური მინიშნების მიმდინარე ეტაპის დამთავრების დაფიქსირება უნდა მომხდარიყო. ამასთანავე, ვინაიდან ბიბლიური შეგონების თანახმად _ '... მეშვიდე (აქ – ივლისის) თვის მეთხუთმეტე დღიდან კარვობის დღესასწაულია _ შვიდი საუფლო დღე~ (ლევ. 23,34), ამიტომ მოსახდენი მინიშნება 15-21 ივლისის დროითი მონაკვეთის ამოწურვის შემდეგ იყო მოსალოდნელი. ნიშნები _ „ღმერთის ბეჭდით" აღბეჭდილთა ეტაპის ასრულებისა 2011 წლის 16 ივლისს, 'ლასკარის~ სხდომაზე კიდევ ერთი მინიშნების მატარებელი ფაქტი დაფიქსირდა. ამ დღემდე სამიოდე კვირით ადრე, ტელეფონით დაგვიკავშირდა უცნობი ქალბატონი და 'ლასკარის~ სხდომაზე მოსვლის უფლება ითხოვა. სტუმარი _ ელენე ცხომელიძედ გაგვეცნო. თავისი განვლილი გზის თაობაზე თხრობის დასასრულს, ქ-მა ელენემ ერთი თვის წინ ხილვით მიღებული ინფორმაცია გაგვაცნო, რომელშიც _ სვანეთის ტერიტორიასა და ზეციდან ჩამომავალ ახალ იერუსალიმზე იყო მინიშნება.P სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ხილვაში: _ 'სვანეთი~, კოდირებულად _ 'ლასკარზე~ უნდა გვანიშნებდეს, რამეთუ ეს სვანური ტერმინი _ სულითა და ხორცით თანამოაზრეთა იმ შეკრების მიმანიშნებელი სიტყვაა, რომელიც წელიწადში მხოლოდ ხუთჯერ (შობის წინ, შობა დღეს, შობის მეორე დღეს, აღდგომის კვირაძალს და აღდგომიდან მერვე ხუთშაბათს) ეწყობა (დაწვრილებით იხ. გაზ. 'დედანი ენის სასწაული~, # 7 (26), 2000 წ., გვ. 3-12: 'საქართველო _ ეს დიდი ლასკარია!~); _ 'ზეციდან ჩამომავალი ახალი იერუსალიმით~, უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლის თაობაზე უნდა მიგვენიშნებოდეს, რომლითაც დასრულდება კიდეც ის _ 'ბოლო ჟამად~ წოდებული მონაკვეთი, რომლის მიმდინარეობის თაობაზეც ჩვენი 'ლასკარი~, აგერ უკვე თხუთმეტი წელია იუწყება. ქ-მა ელენე ცხომელიძემ, 'ლასკარში~ თავისი მესამე მოსვლის დღეს, ანუ 16 ივლისს, სხდომაზე მყოფთ _ იერუსალიმიდან ჩამოტანილი პალმის რტოებისაგან გაკეთებული ჯვრების შემცველი პაკეტები დაგვირიგა. (ამ დღის შემდეგ, თითქოს თავისი ფუნქცია ამოწურაო, ქ-ი ელენე ცხომელიძე 'ლასკარში~ აღარ გამოჩენილა). სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ქ-ნი ელენეს მიერ საჩუქრად მოტანილი პალმის რტოები, თავისებურად ეხმიანებოდა იმას, რასაც გამოცხადებაში _ 'ღმერთის ბეჭდით~ აღბეჭდილთა თაობაზე თხრობისეულ ტექსტშია დაფიქსირებული _ '... და ხელთ ეპყრათ პალმის რტოები~ (გამოცხ. 7,9). მეორეს მხრივ, ქ-ნი ელენეს გვარი: 'ცხო-მელი-ძე~, იმ დროის მოახლოებაზეც უნდა მიგვანიშნებდეს, რასაც _ მეორედ ღმერთად მომავალი ძის ('ძე~) ცხებისეული ('ცხო~) დროის დადგომის მოლოდინი ('მელი~ - მელოდები) ჰქვია. წმიდა წერილი, ბოლო ჟამში მოქმედი შესაკრებელის საქმიანობის შესახებ, ასეთ მინიშნებას იძლევა _ '... შენ თავად გაზომე დრო (კოდია) და, როცა დაინახავ, რომ ჩავლილია წინასწარმოსწავებულ ნიშანთა ნაწილი, მაშინ მიხვდები, რომ ეს სწორედ ის ჟამია, როცა მოიკითხავს უზენაესი წუთისოფელს, რომელიც მისგან არის შექმნილი~ (III ეზრა 9,1-2). 'ლასკარი~ (იგავურად _ 'შობის~, ანუ გაცხადების წინა შეკრების ადგილი), თავისი საქმიანობის პირველივე დღიდან იცავს ამ მთავარ მინიშნებას, და ამა, თუ იმ ბიბლიისეული მინიშნების თაობაზე, მხოლოდ მისი ასრულების დამადასტურებელი მოვლენის მოხდენის შემდეგ ამოწმებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოდით გავეცნოთ ბიბლიაში დაცულ იმ მინიშნებებს, რითაც _ 'ღმერთის ბეჭდით~ აღბეჭდილთა ეტაპის მისტერიული ასრულების დროითი მონაკვეთია გამოკვეთილი. ა) კოდირებული თვე _ ივლისი ზემოთ აღწერილით, ვფიქრობთ ყველასათვის ნათელი უნდა იყოს, რომ საძიებელი ეტაპი სათავეს _ 2010 წლის 16 ივლისიდან უნდა იღებდეს (ფოტოებზე გამოჩენილი მინიშნება), რომელიც უკვე 2011 წლის 7 ივლისისეულ მონაკვეთში მომხდარით ('დაღდასმული ხარ~, სხეულზე გაჩენილი ნიშანი) 'გაგრძელდა~, და 2011 წლის 16 ივლისს 'პალმის რტოების~ გამოჩენით, თითქოსდა თავის დასასრულს მიუახლოვდა. ბიბლიისეული _ მარტის თვის _ ათვლით, ივლისი რიგით _ მეხუთე თვეა. გამოცხადებაში, საძიებელი ეტაპის აღმწერ ტექსტში, დაფიქსირებულია ხუთი ანგელოზი _ '... ვიხილე ოთხი ანგელოზი... და ვიხილე სხვა (აქ _ მეხუთე) ანგელოზი, მზის აღმოსავალით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი და შესძახა ოთხ ანგელოზს...~ (გამოცხ. 7,1-2). ჩვენის აზრით, განსახილველ კონტექსტში ანგელოზთა რიცხვით, მარტის თვიდან ათვლით _ მეხუთე, ანუ ივლისის თვეში მოსახდენზე უნდა გვენიშნებოდეს. ვისაც ყური აქვს ისმინოს. ბ) კოდირებული რიცხვი _ 22 დაინტერესებულმა მკითხველმა კარგად იცის, რომ კოდირებული 'ლაზარე~, რიცხვითი სიდიდის მიხედვით: 30 + 1 + 7 + 1 + 100 + 5 = 144 -ს. მითოსური ხედვით _ 1440, 14400, 144000 და ა.შ. იგავურად 144 –ზე, ანუ ბოლო ჟამში მცხოვრებთა გასაგონად _ 'ლაზარე~-ზე მიგვანიშნებს. თხრობის გაგრძელებამდე, მოდით გამოცხადებისეული ტექსტი გავიხსენოთ _ 'და მომესმა აღბეჭდილთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი იყო...~ (გამოცხ. 7,4). 'ლაზარეს ინსტიტუტის~ მიერ გაჟღერებული თვალთახედვით, აღბეჭდილთა მოცემული რიცხვით, იგავურად, ჩვენთვის საძიებელი ეტაპის დასასრულისეული დროა დაფიქსირებული. და აი, როგორ. გამოცხადებისეული _'ას ორმოცდაოთხი ათასი~, კოდირებულ _ 144-ზე უნდა გვანიშნებდეს. თავის მხრივ, ბიბლიური მარტის თვიდან ათვლით აღებული (1, 2 ... 21, 22) 144-ე დღე, ზემოთ უკვე გამოკვეთილ _ ივლისის თვის 22-ე რიცხვზე მოდის. მოდით ეხლა, ბიბლიისეული ხედვის მეორე მინიშნება გავაანალიზოთ. ბოლო ჟამისეული კუთხით, ზემოთ მითითებული ივლისი, რიგით _ მეშვიდე თვეა. რომლის თაობაზეც ბიბლიიდან გვეუწყება _ '... მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღიდან კარვობის დღესასწაულია _ შვიდი (აქ: 15-21) საუფლო დღე... მერვე (აქ: 22-ე) დღეს წმიდა შეკრებულობა გქონდეთ. საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს~ -ო (ლევ. 23,34-36). ამდენად, ბიბლიისეული მინიშნების თანახმად გვეუწყება: _ ივლისის, ანუ მე-7 თვის 15-21 რიცხვებზე; _ ამ დროის მანძილზე მიმდინარე: 'კარვობის დღესასწაულზე~; _ მერვე, ანუ 22 ივლისის დღეზე; _ ამ დღეს გამართულ 'შეკრებულობაზე~, და _ შესაწირ 'საცეცხლო მსხვერპლზე~. ამდენად, ბიბლიაში დაფიქსირებული განხილული ორი ხედვის კუთხით, გამოიკვეთა 22 ივლისი, რომელიც: _ 1 მარტიდან ათვლით 144-ე, ხოლო _ კარვობის დღესასწაულის დაწყებიდან (15 ივლისი) მერვე დღეა. გ) 22 ივლისის დღის „საცეცხლო მსხვერპლი" მთელი მსოფლიო შესძრა 2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში დატრიალებულმა ტრაგედიამ _ 'ანდერს ბერინგ ბრეივიკი XXI საუკუნის ყველაზე თვალსაჩინო ტერორისტად იქცა... ტრაგედია ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე #1 თემად იქცა მსოფლიო პრესაში... 15 საათზე და 25 წუთზე აფეთქება ოსლოს ცენტრში, სამინისტროების რაიონში... 17 საათი და 00 წუთი ბოროტმოქმედი კუნძულ უტოიაზე საბორნე გადასასვლელზე მივიდა. ამ დროს კუნძულზე მაშათა პარტიის ახალგაზრდა პოლიტიკოსების შეკრება მომდინარეობს (700 კაცამდე). კუნძული პირველი აფეთქების ადგილს 40 კილომეტრითაა დაშორებული... ამ დროს (17.00 საათზე) ბანაკის სასადილოში მიმდინარეობს კრება... ტერორისტი გარეთ იცდის და როცა კრების მონაწილენი გამოსვლას იწყებენ, პოლიციელის ტანსაცმელში გამოწყობილი ბოროტმოქმედი სროლის დაწყებამდე განაცხადებს: 'გამოდით, ნუ გეშინიათ. თქვენ გადარჩენილები ხართ. მე პოლიციელი ვარ~ _ და იწყებს სროლას...~ (იხ. გაზ. 'საქართველო და მსოფლიო~, # 29 (120), 2001 წ., გვ.25). 32 წლის ნორვეგიელი ბოროტმოქმედის მიერ მოკლულთა საერთო რიცხვიდან _ 77, უმეტესი ნაწილი _ 69 ახალგაზრდა, კუნძულზე იქნა მოკლული. ოსლოში მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, პოლიციელთა ყურადღების სხვა მხარეს გადატანას ისახავდა მიზნად. მთავარი მოვლენა კი კუნძულზე განვითარდა. თხრობის გაგრძელებამდე უნდა ითქვას, რომ ჩვენი სათქმელი, ამჟამად, არა ამ ტრაგედიის ადამიანურად ძნელად აღსაქმელ ასპექტებს ეხება, რამაც ყველა ნორმალური ადამიანი სულიერად შეძრა, არამედ თავად იმას, თუ რისი მიმანიშნებელი შეიძლება იყოს, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრად ქცეული, ეს მოვლენა. მკითხველისათვის, ვფიქრობთ უკვე გასაგებია, რომ ყოველივეთი, ჩვენს მიერ საძიებელი ეტაპის _ დასასრულზე უნდა მიგვეთითებოდეს. გამოცხადებისეული ტექსტი, თითქმის ღიად მიგვანიშნებს 'ღმერთის ბეჭდით~ აღბეჭდილთა ეტაპის გასრულების მიმანიშნებელი მოვლენის მიმდინარეობის ადგილს _ 'ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ღმერთის ჩვენის მინათა შუბლებს~ -ო (გამოცხ. 7,3). 22 ივლისს მომხდარი მთავარი ტრაგედია, როგორც ითქვა _ კუნძულზე დატრიალდა. ტელევიზიით კარგად ჩანდა _ კუნძული, ანუ _ 'მიწა~, მის ირგვლივ არსებული წყალი, ანუ _ 'ზღვა~, და კუნძულზე გაშენებული ტყე, ანუ _ 'ხეები~. კოდირებული ტექსტის გაშიფვრისას ყოველი ნიუანსი, თავისი _ ფარული, თუ ღია დატვირთვის მატარებელია. მოდით, ამ კუთხით გადავავლოთ თვალი ზემოთ გადმოცემულში დაფიქსირებულ რამდენიმე მინიშნებას: _ ხეებში ჩაფლულ კუნძულზე განთავსებული ახალგაზრდული 'ბანაკი~, მისტერიულად ეხმიანება ბიბლიისეული _ 'კარვების~ თემატიკას; _ ტრაგედიის დაწყებამდე მიმდინარე 'კრება~, ერთგვარად წმიდა წერილში დაფიქსირებულ _ 'შეკრებულობაზე~ მიგვანიშნებს; _ თავის მხრივ მნიშვნელოვანია - 22 ივლისს კუნძულზე დატრიალებული ტრაგედიისას დაღუპულთა რიცხვი _ 69. ეს რიცხვითი სიდიდე, როგორც ვიცით, _ კირჩხიბის ზოდიაქოს სიმბოლოა, ხოლო ამ ზოდიაქოს ბოლო დღე, სწორედ _ 22 ივლისი, ანუ ტრაგედიის მოხდენის დღეა; _ დაღუპულთა შორის ერთი საქართველოდან გახლდათ: თამთა ლიპარტელიანი (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული), რომელიც უდავოდ უნდა მიესადაგებოდეს ბიბლიისეულ ტექსტში, მხოლობით რიცხვში დაფიქსირებულს _ 'საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს~ (ლევ. 23,36). დიახ, პრინციპი _ ვისაც ყური აქვს ისმინოს _ თითქმის ყველა დეტალზე ითხოვს ჩვენი ყურადღების გამახვილებას. დასკვნის მაგიერ ყოველივე ზემოთქმული, ვგონებთ გვაძლევს უფლებას, დიდის ალბათობით განვაცხადოთ, რომ _ 2011 წლის 22 ივლისი, გამოცხადებაში მოცემული _ ღმერთის ბეჭდით აღბეჭდილთა ეტაპის დასრულების დღეა. ჩვენის აზრით ესაა ის დღე, რაზეც მაცხოვრისეული სიტყვებით მიგვენიშნება _ '... გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში~ (ლუკა 10,20), ანუ დიდის ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ _ გადარჩევის პროცესი, ზეცაში, უკვე დასრულდა. წინამდებარე წერილის დასრულებამდე კი, მოდით ერთგვარად შევაჯეროთ ზემოთქმული _ ის, რომ 2011 წლის 22 ივლისი არის ღმერთის ბეჭდით აღბეჭდილთა ეტაპის გასრულების მიმანიშნებელი დღე, შემდეგი ნიშნებით გვიდასტურდება: _ ბ-ნ რევაზ კობიაშვილთან, როგორც ზოგადად 'მამაკაცის~ არსის მატარებელთან დაკავშირებული ინფორმაციით ('შავი ლაქა~, 'დაღდასმული~) გამოიკვეთა: 2010 წლის ივლისიდან _ 2011 წლის ივლისამდე არსებული დროითი მონაკვეთი; _ ქ-ნ ეთერ ბარამიძესთან, როგორც ზოგადად 'დედაკაცის~ არსის მატარებელთან დაკავშირებული ინფორმაციით გამოიკვეთა, მისი შობიდან ათვლით აღებული 56-ე, ანუ _ 2011 წელი; _ 2011 წლის 16 ივლისს ქ-ნ ელენე ცხომელიძის მიერ 'ლასკარის~ სხდომაზე მყოფთათვის დარიგებული პალმის რტოებისგან დამზადებული ჯვრის პაკეტები, თავის მისტერიულ კავშირზე მიგვანიშნებს იმასთან, რასაც გამოცხადებაში მოცემული _ '... ხელთ ეპყრა პალმის რტოები~ (გამოცხ. 7,9); _ გამოცხადებისეული ტექსტის 'ხუთი ანგელოზით~ მიგვენიშნება მარტის თვიდან ათვლით აღებულ მეხუთე თვეზე _ ივლისი; _ კოდირებული 'ას ორმოცდაოთხი ათასით~ მიგვეთითა, ერთის მხრივ 'ლაზარე~-ს ინსტიტუტზე, ხოლო მეორეს მხრივ 1 მარტიდან ათვლით 144-ე დღე _ 22 ივლისზე; _ კუნძულ უტოიაზე 'დაბანაკებულთა~ მისტერიული არსი დაუკავშირდა ბიბლიისეული 'კარვობის~ თემატიკას, რომელიც მეშვიდე თვის 15-21 რიცხვებზე მიგვანიშნებს; _ ამ დღეს კუნძულზე მიმდინარე კრება, იგავურად უკავშირდება ბიბლიისეული 'შეკრებულობის~ თემატიკას; _ გამოცხადებისეული: 'ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს~ (გამოცხ. 7,3), კოდირებულად უთითებს _ კუნძულს ('მიწა~), წყალს ('ზღვა~) და კუნძულზე გაშენებულ ტყეს ('ხეები~); _ 22 ივლისის ტრაგედიის დროს დაღუპულთა რიცხვი 69, ტავის მხრივ უკავშირდება კირჩხიბის ზოდიაქოს, და მისი გასრულების ბოლო დღეზე 'ამახვულებს~ ჩვენს ყურადღებას... ამდენად, ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს _ გამოცხადებაში დაფიქსირებული 'ღმერთის ბეჭდით~ აღბეჭდილთა ეტაპი _ 2011 წლის 22 ივლისს დასრულდა! '... მეც ამით დავასრულებ სათქმელს. თუ მწყობრად და გონივრულად დავალაგე სიტყვა, მეც ეს მინდოდა. როგორც შემეძლო ისე ვქმენ. და თუ მწირად და უღიმღამოდ გამომივიდა, ის ვქმენ, რაც ძალმედვა~ (II მაკ. 15,37-38). ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი. დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!