Print

გაზ. # 11(788)

აწყურის ღვთისმშობლის ხატის „გამოჩინების“
ბოლო ჟამისმიერი ისტორია

 

წინათქმა

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესო ქრისტეს შეწევნა, რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

აწყურის ღვთისმშობლის სახელით ცნობილი ხატის ისტორია ახ.წ. I ს-ის 20-30-იანი წლებიდან იწყება.

ქრისტეს რჯულის საქადაგებელი ადგილების გამოკვეთის მიზნით თავშეყრილ მოციქულებთან ერთად მყოფ ღვთისმშობელ მარიამს, თავის წილხვედრილად – საქართველო რგებია. საისტორიო წყაროს თანახმად, ეს უდიდესი მისია ანდრია პირველწოდებულს დაეკისრა _ `... და შემდგომად ამაღლებისა უფლისა, რაჟამს წილ-იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა წილად ხუდა მოქცევად ქუეყანა საქართველოსა. და ჩუენებით ეჩუენა მას ძე მისი, უფალი ჩუენი, და რქუა: `-, დედაო ჩემო, არა უგულვებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის. ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხუედრებულსა, და თანა წარატანე ხატი შენი ვითარიცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილ ხატი იგი შენი მკვიდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა~...
 

... მაშინ ყოვლად-წმიდამან მოითხოვა ფიცარი, დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა. და გამოისახა ხატი ესევითარი, რომელ წიაღთა თვისთა ეტვირთა გან-ორციელებული ჩვილი, ყოვლად სახიერი სიტყუაი ღმრთისა, რომელ აწ ყოველთა მიერ სახილველ არს ხატი ყოვლად-წმიდისა აწყურისა ღვთისმშობელისა~ (`ქართლის ცხოვრება~, თბ. 1955 წ., გვ. 38).

ანდრია მოციქულის საქართველოში შემოსვლის თაობაზე ლეონტი მროველი გვაუწყებს _ `მოვიდა ანდრია... და შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების, და იწყო ქადაგება სახარებისა... და აღაშენეს ეკლესია შუენიერი სახელსა ზედა ყოვლად-წმიისა ღვთისმშობელისა~ (იქვე, გვ.39).

იმავე წყაროს თანახმად, ქრისტეს რჯულის მქადაგებელ ანდრია მოციქულს, წარმართთა შორის, ისეთი დიდი ავტორიტეტი მოუპოვებია, რომ გაქრისტიანებულ ქართველებს მისი გაშვება აღარ უნდოდათ _ `... ხოლო წმიდამან მოციქულმან ანდრია შექმნა ფიცარი მსგავსი ზომისა და დასდვა ხატსა მას ზედა. და მეყუსეულად გამოისახა სახე უცვალებელი ხატისა მის და მისცა იგი მათ...~ (იქვე, გვ.39).

დიდაჭარიდან წამოსულნა ანდრია მოციქულმა _ `შთავლო ხევი ოძრახისა და მოვიდა საზღვართა სამცხისათა~ (იქვე, გვ.39). მოგვიანებით, არტემისა და აპოლონის სახელობის საკერპოში, ანდრია მოციქული _ ღვთისმშობლის ხატის მეშვეობით კერპებს შემუსრავს. გაქრისტიანებულმა ქართველებმა _ `... უმეტესი სიყუარულისა და სურვილი სურვილსა ზედა შესძინეს წმიდისა ამის ხატისა, და ცრემლითა სიხარულით ადიდებდეს მას. და დაასვენეს ყოვლად დიდებული ხატი ყოვლად წმიდისა აწყურის ღვთისმშობლისა მცირესა მას ეკუდერსა, რომელსა აწ ძველ-ეკლესიად სახელ-სდებენ~ (იქვე, გვ.42).

 მიზეზთა გამო ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ორიგინალის ბედი ჩვენთვის უცნობია. დღეისათვის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, მაცხოვრის ხელთუქმნელი გამოსახულების – ანჩისხატის გვერდით, დაბრძანებულია დედნიდან დაწერილი ასლი _ `აწყურის ღვთისმშობელი – ტრიპტიქონის ცენტრალური ჩასადგმელი ხატი. 1578-1585. 46,5 X 38,5. ოქრო, პირისახეები – ფერწერა. ხატი დაკვეთილია იმერეთის მეფის, გიორგი II-ის მიერ...~(თ. საყვარელიძე, `ქართული ხატები~ თბ, 1994 წ. გვ 20).

                          

 

გერგეტის სამებასთან მიახლებიდან

დაწყებული მისიის ისტორია

 

ბოლო ჟამში განვითარებული – აწყურის ღვთისმშობლის ხატთან დაკავშირებული ისტორია, ჩვენის აზრით _ 2009 წლის 15-16 ივლისიდან უნდა იღებდეს სათავეს.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ინიციატივით, მე-20 ს-ის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, ყოველი წლის 16 ივლისს ყაზბეგის რაიონის სოფ. გერგეტში ტარდება _ ყოვლადწმიდა სამების დღესასწაული.

ქართული კოსმოგონიური მითებიდან გვეუწყება _ `... პირველად მორიგემ რომ ხვთისშვილები ზეციდან გადმოუშვა, ისინი გერგეტს დააბინავა, გერგეტის მთის ძირში და ნებას არ აძლევდა, რომ ჯერ ხმელეთზე სახალხოდ გამოსულიყვნენ და მოქმედება დაეწყოთ...~-ო. (აპ. ცანავა, `ქართული მითოლოგია~, თბ. 1992 წ. ,გვ 4).

გარკვეული მისტერიული მინიშნებიდან გამომდინარე, გერგეტში გამგზავრების გადაწყვეტილების აღსასრულებლად, 2009 წლის 15 ივლისს თბილისიდან ხევისაკენ გავემართეთ – რევაზ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ლევან ჩოხელი, მიხეილ(გელა), საბა და ზაალ სალუაშვილები.

15 ივლისის ღამე, ყაზბეგის რაიონის სოფელ ყანობში მდებარე ბ.ნ რევაზ კობიაშვილის სახლში გავათენეთ. ერთად მოვილოცეთ ბ-ნი რევაზის ძალისხმევით კეთილმოწყობილი, ამავე სოფელში მდებარე – მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია.

ეკლესიის შიგნით სხვა მრავალთა შორის 6 ასურელი მამის _ იოანე ზედაზნელის, შიო მღვიმელის, ანტონ მარტყოფელის, დავით გარეჯელის, ისე წილკნელისა და აბიბოს ნეკრესელის _ ფრესკულმა გამოსახულებებმა მიიქცია ჩვენი ყურადღება. ჩამომსვლელთა და წმიდა მამათა ოდენობის თანხვედრა კეთილად გვენიშნა.

საქართველოში, ყველაზე მაღალ ადგილზე აღმერთულ ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესიასთან, 16 ივლისს გერგეტობაზე ასულებს, რამოდენიმე ხნიანი ინტერვალით ზარების სამგზის აგუგუნებას შევესწარით, რაც, ჩვენს გაზეთში დაბეჭდილ, სხვადასხვა წლებში გამოცხადების გზით მიღებულის აცხადებად გვენიშნა (იხ. გაზ. # 73(398) 2005 წ; # 37(677) ; # 47(687), 2008 წ.); კერძოდ, 2009 წ. 28 თებერვლით დათარიღებული ტექსტი გვაუწყებდა _ `როცა დიდი ზარი ჩამოჰკრავს, იმ წუთიდან შეემზადეთ  და ყოველ წამს მზად იყავით – ხმობის დრო ახლოვდება~-ო (იხ. გაზ. #N31(773), 2009 წ).

გერგეტობაზე მყოფებმა ორიოდე წუთიანი ჟუჟუნა წვიმა, ზეციდან წამოსული კურთხევის ნიშნად მივიღეთ. დღესასწაულიდან წამოსულებმა იქვე, სოფ. სიონში მდებარე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (IX-X ს.ს. მიჯნაზე აგებული) ეკლესია, ე.წ. `ხევის სიონი~ მოვილოცეთ და თბილისისაკენ გამოვეშურეთ.

წინათგრძნობის მიუხედავად, ძნელი იყო გადაჭრით იმის თქმა, რომ რაღაც ახალი მისიის შესრულების დრო ახლოვდებოდა. მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ, ჩვენის აზრით, ქვემოთ გადმოცემული ისტორია სწორედ _ 2009 წლის 16 ივლისის გერგეტობიდან უნდა იღებდეს სათავეს.

 

 

ბოლო ჟამისმიერი მინიშნება

 

2009 წლის 14-15 აგვისტოს გასაყარზე, `ლასკარის~ წევრს ქ-ნ მარინე შარაშენიძეს, ბ-ნ რევაზ კობიაშვილისადმი განკუთვნილი ინფორმაცია მიეწოდა. წერილობით გადმოცემული უფლის ნება _ აწყურის ღვთისმშობლის ხატის გამოჩინების აუცილებლობას გვაუწყებდა.

თავიდანვე ცხადი გახლდათ, რომ მავანთა მხრიდან დიდის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული აწყურის ღვთისმშობლის ხატის, კვლავაც დედაეკლესიისათვის დაბრუნების, წლების განმავლობაში ვერ შესრულებული მისიის წარმატებით დაგვირგვინება ჩვენს ძალებს აღემატებოდა.

`ლასკარის~ სხდომაზე მსჯელობის შედეგად გადაწყდა _ უპირველეს ყოვლისა, მუზეუმში დაბრძანებულ აწყურის ღვთისმშობლის ხატს მივახლებოდით; რაც, ღვთის შეწევნით, 2009 წლის 1 სექტემ,ბერს შევძელით კიდეც.

ბ-ნ რევაზ კობიაშვილის წინადადება _ მუზეუმში დაბრძანებული ხატისათვის მარგალიტის ყელსაბამის შეწირვის თაობაზე, სამწუხაროდ, მუზეუმის დირექციამ არ გაითვალისწინა.

მუზეუმში დაბრძანებული ანჩისხატისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატის მოლოცვა-მონახულების შემდეგ, დამზადებულ იქნა ამ ხატების გულისჯიბით სატარებელი ასლები, რომლებიც `ლასკარის~ წევრებს 5 სექტემბრის შაბათ დღეს გამართული სხდომისას დაურიგდათ.  

ჩვენის მხრიდან აღსასრულებელი _ აწყურის ღვთისმშობლის ხატის `გამოჩინებისეული~ ეტაპის პრაქტიკულ დასაწყისად, სწორედ 2009 წლის 1-5 სექტემბერი შეიძლება მივიჩნიოთ.

 

 

ანდრია პირველწოდებისეული

გზის კვალდაკვალ

 

განსახილველი ისტორიის მომდევნო ფურცლის შევსება 2010 წლის ივნისის თვეს უკავშირდება.

2010 წ. 29 ივნისის სამშაბათ დღეს, `ლასკარში~ არსებული `ქართული ხატების~ ალბომიდან, რევაზ კობიაშვილისა და მევლუდ მამადაშვილის ინიციატივით, დამზადებულ იქნა მუზეუმში დაბრძანებული აწყურის ღვთისმშობლის ხატის ორი ფოტოასლი.

აჭარაში გასამგზავრებლად განსაზღვრული ხატის, დედნისეული ზომების (46,5 X 36,5 სმ.) დაცვის მიზნით, აღნიშნული ფოტოასლების დამზადება მხოლოდ სასტუმრო აჭარის უკან განლაგებულ სახელოსნოში მოხერხდა.

როგორც აღინიშნა, საისტორიო წყაროს თანახმად დიდაჭარაში შემოსულმა ანდრია მოციქულმა, მის მიერვე აგებულ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, მისთვის გადაცემული ღვთისმშობლის ხატის ასლი დააბრძანა; თავად ხატის დედანი კი, საბოლოოდ, აწყურში იქნა დაბრძანებული (ხატის სახელდებაც აქედან მომდინარეობს).

წინასწარი მოთათბირების შემდეგ ანდრია მოციქულის _ გზასავალის, ბოლო ჟამში ასრულების მიზნით, 2010 წლის 6 ივლისს აჭარისაკენ სამკაციანი დელეგაცია გაემგზავრა. რევაზ კობიაშვილმა, მევლუდ მამადაშვილმა და მინდია სულთანიშვილმა, მატათა მოციქულის საფლავის მონახულების შემდეგ, სოფელ დიდაჭარაში აწყურის ღვთისმშობლის ხატის წინასწარ გამზადებული ერთი ასლი (სხვა შესაფერისი ადგილის არ არსებობის გამო), ამავე სოფლის სკოლის დირექტორს ბ-ნ იოსებ შევაძეს დაუტოვეს.

(მიზეზთა გამო, სოფლის მთელი მოსახლეობა მუსულმანური აღმსარებლობისაა. სოფელში, ათიოდე წლის წინათ აგებული ერთი მეჩეთია. წმ. ანდრიას მიერ აშენებული ეკლესიის ადგილზე, ნაეკლესიარი ნანგრევი ქვებისაგან შემოღობილი ადგილი და იქვე გაკეთებული წარწერიანი ფილაღაა შემორჩენილი).

იმავე დღეს დიდაჭარიდან წამოსულები აწყურში გადავიდნენ და ხატის მეორე ასლი ეკლესიაში დააბრძანეს. იქვე მყოფი ადგილობრივი მომლოცველი ქალბატონისაგან შეიტყვეს, რომ ერთი კვირის წინ, კერძოდ _ 29 ივნისს, სწორედ იმ დღეს, როდესაც ჩვენს მიერ აწყურის ღვთისმშობლის ხატის ორი ფოტოასლი იქნა დამზადებული, აწყურში მდებარე ეკლესიაში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატიდან _ მირონს დაუწყია დენა.

წმ. ანდრიას გზასავალს დადგომილებმა, აწყურის ეკლესიაში შესვლისას, წმ. ანდრიას ხატიდან ახლად წამოსული მირონი შენიშნეს, რომელიც, როგორც გამოიძიეს, მათი დიდაჭარაში ყოფნის შემდეგ უნდა ყოფილიყო დაწყებული.

ეკლესიაში, მათ თვალწინ, მათი მისიის არსის გამომკვეთი, მესამე დასტურ-მინიშნებაც მიიღეს _ ტაძარში მყოფი ყველა ხატიდან მირონმა დაიწყო დენა.

2010 წლის 10 ივლისს გამართულ `ლასკარის~ სხდომაზე, წმ. ანდრიას გზასავალზე მავალთა მიერ მომხდარის მოყოლის შემდეგ, გამოითქვა მოსაზრება _ დიდაჭარაში წმ. ანდრიას ყოფნის ადგილზე ჯვრის აღმართვის თაობაზე.

12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე შესრულებული მონახაზის საფუძველზე, მეორე დღეს _ 13 ივლისს, ღმერთის ნებით `ლასკარის~ წევრთა მიერ გაღებული შემოწირულობის ხარჯზე, რკინის ჯვრისა, და მის ცენტრში დასამაგრებელი ჩარჩო-სადგამის დამზადება შევუკვეთეთ.

სახელოსნოში წასვლამდე, `ლასკარში~ მოსულმა ბ-მა კაკო(ანგი) გოგლიძემ, წინა დღეს მომხდარი უცნაური ამბავი გვიამბო. ოთახში მარტო მყოფი ბ-ნი კაკოს თვალწინ, უეცრად, მაგიდაზე მდგარი მინის ჭიქა _ უწვრილეს ნამსხვრევებად დაიშალა.

ბ-მა კაკომ ეს უცნაური შემთხვევა, მის მიერ, რამოდენიმე დღით ადრე, ოთახის კედლიდან, წლების წინ გარდაცვლილი დედამისის სურათის ჩამოღებას დაუკავშირა. საუბრისას გამოითქვა მოსაზრება, რომ ბ-ნი კაკოს დედის _ მარიამის სურათის თავის ადგილზე დაბრუნება, გარკვეულწილად უნდა დაკავშირებოდა, ჩვენს მიერ ჩაფიქრებულის აღსრულებას.

შეპირებისამებრ, 15 ივლისს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის (კვართის) დადების _ ვლაქერნობის დღესასწაულზე, სახელოსნოდან წამოვიღეთ 3 მ. სიგრძისა და 1,2 მ სიგანის ჯვარი, ხატის ჩასასვენებლად გამიზნული ჩარჩო-სადგამით (55 X 60 სმ.).

მინდია სულთანიშვილის მანქანის სახურავზე დამაგრებული ჯვრის `ლასკარის~ სამყოფელთან მიტანისას გადაწყდა, დიდაჭარაში მცხოვრები მუსლიმანი ქართველებისათვის, საჩუქრად _ 2006 წელს დაბეჭდილი ქართულად თარგმნილი `ყურანი~ წაგვეღო.Bბ-მა კაკო გოგლიძემ იმავე დღის მიწურულს მოახერხა ყურანის `ლასკარში~ მოიტანა.

2010 წლის 16 ივლისის, პარასკევ დღის გამთენიიდან, მანქანის ზედა საბარგულზე დამაგრებული ჯვრით დაწყებული გზასავალი, მაცხოვრის მიერ _ გოლგოთის მთაზე ჯვრის ატანის მისტერიულ ასრულებად მივიჩნიეთ.

6 საათისთვის გმირთა მოედანთან, ჩვენი მანქანის (# XGX 818) მძღოლი ბ-ი მინდია სულთანიშვილი, პოლიციის პატრულის მიერ უსაფუძვლოდ იქნა დადანაშაულებული ნასვამობაზე. 150 ლარიანი ჯარიმის გასაბათილებლად, პატრულისავე მითითებით, წავედით ბაგებში განთავსებულ ნარკოლოგიურ ცენტრში. ბ-ი მინდიას სიფხიზლის დამადასტურებელი ცნობის აღება _ 30 ლარი დაჯდა. ყოველივე _ `იუდასა~ (აქ – პატრული) და `30 ვერცხლის~ მისტერიულ მინიშნებად მივიღეთ, და გზას გავუდექით.

თბილისიდან 7.30 სთ-ზე წასულნი _ რევაზ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, მინდია სულთანიშვილი, მიხეილ(გელა), საბა და ზაალ სალუაშვილები, ბათუმში 12.30 სთ-ზე ჩავედით.

მატათა მოციქულის საფლავის მოლოცვის შემდეგ, ხულოდან 7 კმ-ზე მდებარე, ზღ.დ. 1000 მ-ის სიმაღლეზე განლაგებულ სოფ. დიდაჭარაში 16.20 სთ-ზე ჩავედით. ჩვენის აზრით, სწორედ ამ დროს დასრულდა, მანქანის თავზე დამაგრებული ჯვრის (თითქისდა) _ მხრებით მისტერიული ტარების პირველი ეტაპი.

დიდაჭარაში, სოფლის ცენტრში, სკოლის წინ თავშეყრილი ადგილობრივი უხუცესების წინაშე საუბრისას, შეძლებისდაგვარად შევეცადეთ აგვეხსნა ჩვენი სტუმრობის მიზეზი. ქართულად დაბეჭდილ ყურანის ტექსტზე დაყრდნობით, მათთვის მუსლიმანური სარწმუნოების არსის ახსნის შემდეგ, საჩუქრად გადაცემული ყურანის ადგილსამყოფელად, მათ მიერ _ მეჩეთი განისაზღვრა.

იქვე განვმარტეთ ჩატანილი ჯვრის აღმართვის არსი და მიზანი, რასაც, მათი მხრიდან, აბსოლუტური გაგება მოჰყვა.

ჯვარზე საუბრის დაწყების პარალელურად ჭექა-ქუხილი გაისმა, რასაც, მცირე ხანში თავსხმა წვიმა მოჰყვა. როგორც გვითხრეს, თითქმის ორი თვის მანძილზე მიმდინარე გვალვის შემდეგ, ეს _ პირველი წვიმიანი დღე გახლდათ.

სახლის აივანზე წვიმასგარიდებულნი თითქმის ნახევარი საათით შევჩერდით. ჭვიმის გადაღების შემდეგ სკოლის დირექტორის თანხლებით, ხატთან ერთად, მანქანითვე მივედით იმ მთის ძირთან, სადაც ჯვარი უნდა აღგვემართა.

ხუთი წუთის ინტერვალით განახლებული წვიმის გამო, თითქმის ნახევარი საათი, იძულებით ვისხედით მანქანაში. ექვსი საათისთვის, ჩვენს გვერდით წარმოქმნილი ცისარტყელის გასაოცარი ფერებით მოხიბლულები, ბ-ი რევაზ კობიაშვილის ინიციატივით, აღარ დაველოდეთ წვიმის გადაღებას, გადმოვედით მანქანიდან და მთის წვერისაკენ სვლა დავიწყეთ. ორიოდე წუთში წვიმამაც გადაიღო.

ტვირთის ტარებაში სოფლის გამგებელი ჯამბული შემოგვეშველა. იარაღების ნაწილი _ იოსებს მოჰქონდა; პლასტმასის ორ დოქში ჩასხმული წყალი _ რევაზმა აიღო; მინდიამ ცემენტის ტომარას მოჰკიდა ხელი; მევლუდსა და ჯამბულს ქვიშის ტომრები ერგოთ; ხოლო მე _ ლომისა და ნიჩაბის გარდა, პარკში ჩადებული სულთმოფენობის ხატის, წმ. ანდრიას ხატის, ღვთისმშობლის დაუჯდომელი ლოცვისა და სანთლების ტარება შემხვდა წილად. საბამ და ზაალიმ _ ჯვრის ტარება იკისრეს.

აწყურის ღვთისმშობლის ხატი და ჩარჩო-სადგამის კარების შუშა მანქანაში დავტოვეთ, რათა მოსალოდნელ წვიმას არ დაესველებინა.

მცირე ხნის სიარულის შემდეგ, ჯვრის მტვირთველებს მინდია შეეშველა, ხოლო მისი სატარებელი მევლუდმა და ჯამბულმა აიღეს.

ყველაზე წინ რევაზი და იოსები მიდიოდნენ. მთის წვერთან მისულებმა მცირე ხნით შევისვენეთ. ამ დროს მთიდან ქვა-ლოდების ცვენა დაიწყო, და ჩვენი შეჩერების ადგილიდან ორი-სამი მეტრით მოცილებით, დიდი სისწრაფით ჩაეშვა ხევში.

გაირკვა, რომ ბ-ნ რევაზის _ კლდის ქიმზე ფეხის დადგმის შედეგად მოწყვეტილმა მცირე ლოდმა `აიყოლია~, თითქოსდა არ არსებული (არსად ჩანდა), სხვა ქვა-ლოდებიც. იოსების ყვირილზე დამფრთხალებმა, გვერდით ჩაქროლილი ქვა-ლოდები უმწეო მზერით გავაცილეთ.

`ლოდების ჩამოცვენამ~ _ წმ. ანდრიას მიერ კერპების მსხვრევის მისტერიულად ასრულებაზე მიგვანიშნა, რასაც `კერპებისაგან~ განთავისუფლებულ ადგილზე ჯვრის საბოლოო ატანა მოჰყვა.

ჯვრის დასამაგრებელ ადგილად იქვე არსებული წარწერებიანი ფილის გვერდზე ბ-ნ რევაზის მიერ მინიშნებული მონაკვეთი შევარჩიეთ. ორმოს ამოთხრაში რვავე დიდი მონდომებით ჩავერთეთ. დროის მოგების მიზნით _ მინდია, საბა და ზაალი, მანქანაში დატოვებული ხატისა და მინის ამოსატანად გაბრუნდნენ.

მათ მოსვლამდე თითქმის ყველაფრის გამზადება მოხერხდა. მოტანილი მინის ჩარჩოში ჩამაგრებისა  და ე.წ. ჩარჩო-სადგამში ღვთისმშობლის ხატის ჩაბრძანების შემდეგ, ჯვარიც ჩავამაგრეთ _ დაუჯდომელი ლოცვის ტექსტი ყველამ გადავინაწილეთ, სანთლები ავანთეთ, სურათები გადავიღეთ და წმ. ანდრიას მიერ 2000 წლის წინათ ფეხდადგმულ ადგილს მოწიწებით დავემშვიდობეთ.

Kკვლავ მანქანასთან დაბრუნება 9 სთ-ზე შევძელით. 6 სთ-ზე დაწყებული საქმის 9 სთ-ზე გასრულება _ სახარებაში, მაცხოვრის ჯვარცმის ტექსტში დაფიქსირებული 6-დან 9-მდე არსებული დროის მისტერიულ აღსრულებლად გვენიშნა.

Gგამგებლის ოჯახში ჯამბულისა და იოსებთან ერთად გაშლილ მცირე სუფრაზე მსხდომებმა, 1 სთ-იანი ტრაპეზის დროს გულწრფელი სიხარულით აღვნიშნეთ უდიდესი მისტერიული პროცესის აღსრულება:

_ ორიათასი წლის შემდეგ ღვთისმშობლის ხატის ჯვერზე დამაგრებულ ჩარჩო-სადგამში ჩაბრძანებითა და იქვე თან მიტანილი ხატების, ლოცვანის, სანთლებისა და ასანთის დატოვებით, თითქოსდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აღდგენა მოხდა. მისტერია აღსრულდა – თითქმის 400 წლის შემდეგ სამუსლიმანო საქართველოს ამ უდიდეს ცენტრში _ აჭარაში, კვლავ აღიმართა ჯვარი;

_ ყოველივე მოხდა მუსულმანთა წელთაღრიცხვაში დამკვიდრებული ახალი წლის ათვლის _ 16 ივლისის დღეს, რაც ახალი ეტაპის დაწყების ნიშნად მივიღეთ...

შუაღამეს მიტანებისას, დიდაჭარის ტერიტორია კვლავ დაწყებული 10 წუთიანი თავსხმა წვიმის `თანხლებით~ დავტოვეთ და, წინასწარ განსაზღვრულის თანახმად, გეზი აწყურისაკენ ავიღეთ.

საისტორიო წყაროდან ვიცით, რომ ქართლის სამეფოში მეორედ შემოსვლისას, ანდრია მოციქული აწყურში აღარ ყოფილა. თითქოსდა აღნიშნულის დასტურად, მიზეზთა გამო (ცუდი გზა, დაშვებული საბურავი, გვიანი დრო), აწყურის ტაძარში შესვლა ვეღარ მოვახერხეთ, და 17 ივლისის დილის 6 საათისათვის თბილისში დავბრუნდით.

2010 წლის 17 ივლისის შაბათ დღეს `ლასკარის~ სდომაზე დავაფიქსირეთ 16 ივლისს შესრულებული მისტერიული პროცესები:

_ `იუდასა~ და `30 ვერცხლის~ თაობაზე;

_ გოლგოთის მთისაკენ ჯვრის ტარებაში სიმონ კვირინელის შემოშველება (რომლის სახებადაც გვესახება მინდია სულთანიშვილი _ თავისი მანქანით);

_ დიდაჭარაში მცხოვრებ არაქრისტიანთა გარემოცვაში ყოფნა;Y

_ მიზეზთა გამო, 6-დან 9 სთ-მდე მიმდინარე ჯვრის ტარება-დამაგრება;

_ ანდრია მოციქულის მიერ კერპების მსხვრევის მინამგვანად ქვა-ლოდების ჩამოცვენა;

_ წმ. ანდრიას მიერ ქართლის სამეფოში მეორედ შემოსვლისას აწყურში აღარ (ვეღარ) შესვლის `ფაქტი~;

_ 2010 წლის 16 ივლისის პარასკევ დღეს, ჯვრის გოლგოთაზე აბრძანებისა და ე.წ. ახალი წლის (დროის) დასაწყისი.

ყოველივე ზემოთქმულით _ აწყურის ღვთისმშობლის ხატის `გამოჩინებასთან~ დაკავშირებული `მორიგი~ ეტაპის დასრულება დაგვიფიქსირდა.

 

 

„გამოჩინებისეული“ ეტაპის დასასრული

 

თხრობის გაგრძელებამდე, ბერი გაბრიელის ერთი მინიშნება გვინდა გავიხსენოთ _ `სანამ ერი მუზეუმიდან ანჩისხატს არ დაიბრუნებს, აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება, როგორღა გაბრწყინდება საქართველო?~.

დაინტერესებულმა მკითხველმა იცის, რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი-დედანი საქართველოში 1989 წლის 9 ოქტომბერს ჩამოაბრძანეს;

საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირთა ლოცვა-კურთხევითა და უშუალო მონაწილეობით სალიტანიო ანჩისხატი 2004 წლიდან დაბრძანდება სრულიად საქართველოს დასალოცად. ეროვნული მუზეუმის წინ, 2008 წლის 29 აგვისტოდან (ანჩისხატობიდან) კი _ მუდმივად მიმდინარეობს სადღეღამისო ლოცვა, ხოლო ყოველ საღამოს 7 სთ-ზე ერის კეთილდღეობისათვის პარაკლისი, გალობანი. აქ დაბრძანებულია სალიტანიო ანჩისხატი და მამა გაბრიელის საბერო სამოსი.

აწყურის ღვთისმშობლის ხატის `გამოჩინებასთან~ დაკავშირებული ისტორია, ჩვენის აზრით, 2011 წლის 27-28 აგვისტოს დასრულდა. და აი, როგორ.

სოფ. დიდაჭარასა და აწყურში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ზემოთქმული ხატის ასლების დაბრძანების შემდეგ, ბ-ნმა რევაზ კობიაშვილმა, მუზეუმში დავანებული ხატის ასლის დაწერა _ მხატვარ ელგუჯა ტუჩაშვილს დაუკვეთა. გადაწყდა, რომ მხატვარს ახალი ხატი `დედანზე~ არსებული დაზიანებების გარეშე დაეწერა.

აწყურის ღვთისმშობლის ხატის ახალი ასლი-დედანის ჭედური პერანგი და ხატის ჩარჩო _ მხატვარმა ემზარ ხეცურიანმა შეასრულა.

საბოლოოდ, გასრულებული _ აწყურის ღვთისმშობლის ხატის ახალი ასლი-დედანი, რევაზ კობიაშვილმა და მევლუდ მამადაშვილმა `ლასკარში~ _ 2011 წლის 26 აპრილს მოაბრძანეს.

საეკლესიო ტრადიციის თანახმად _ 28(15) აგვისტოს, მარიამობას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს (სხვათა გვერდით) დაწესებულია _ აწყურის ღვთისმშობლის ხატის თაყვანისცემა. ამავე დღეს აღინიშნება _ სიონობა.

როგორც ცნობილია _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ღამე, მოციქულებმა ლოცვით გაათენეს და, მეორე დილას, ღვთისმშობელი _ სიონიდან 1,5 კმ-ით დაშორებულ გეთსემანიაში გადაასვენეს.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით საბოლოოდ გადაწყდა, რომ ახლად დაწერილი ხატი _ 27 აგვისტოს წაგვებრძანებია ყაზბეგის რაიონის სოფ. სიონში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში. იქ, ღამისთევით ჩატარებული წირვის ასრულების შემდეგ, 28 აგვისტოს ხატი გადაგვებრძანებია გერგეტის სამების სახელობის ეკლესიაში.

ამასთანავე აწყურის ღვთისმშობლის ხატის ახალი ასლი-დედანის საბოლოო ადგილსამყოფელად, საქართველოში ყველაზე მაღალ ადგილას მდებარე _ გერგეტის სამების სახელობის ტაძარი განისაზღვრა; ხოლო სოფ. სიონის _ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიისათვის _ ხატის ფოტოასლის შეწირვა დაიგეგმა.

აწყურის ღვთისმშობლის ხატის ახალ ასლ-დედანზე ღვთისმშობელს მეწამული ფერის თავსაბურავი და მოსასხამი აქვს, ხოლო პერანგი _ ცისფერი. ყრმა მაცხოვარს ცისფერი პერანგი აცვია, ხოლო სარტყელი და ფეხებზე გადასაფარებელი ნაჭერი _ მეწამული ფერისაა.

2011 წლის მაისში ბოლოდან მოყოლებული, `ლასკარში~ დაბრძანებულმა აწყურის ღვთისმშობლის ხატის ახალმა ასლმა-დედანმა, თანდათან ფერის შეცვლა დაიწყო –ღვთისმშობელს სახეზე ცისფერი ხაზები გამოესახა; ხოლო ყრმა მაცხოვარს, ასევე ცისფერი ტონალობა: წარბ-წამწამებსა და ტუჩ-ნიკაპზე გამოეკვეთა.

ჩვენს თვალწინ მიმდინარე სასწაულის ახსნა, მხოლოდ ივლისის თვეში შევძელით. ქ-მა ეთერ ჩხეტიამ სწორედ ამ დროს მოიტანა ცირა ინწკირველის ახლად შეძენილი წიგნი _ `იესო ქრისტეს დიდმშვენიერი დიდება~ (თბ. 2000 წ.).

აღნიშნულ წიგნში, რამოდენიმე ადგილას გაბნეულია სხვადასხვა ინფორმაცია, რომლითაც იკვეთება, რომ _ `... ცისფერი და ძოწისფერი დაკავშირებულია ღმერთთან~ (იქვე, გვ. 168).

იქვე ვკითხულობთ _ `... ცოდნა, რომ ღმერთის თმა-წვერი და წარბ-წამწამები ცისფერია... დევს ქართულ ხელოვნებაში: `ლაზარეს აღდგინება~, `მირქმა~, `სულთმოფენობა~; დიდების თანაზიარ იესო ქრისტეს მოციქულებს და თვით ... სიგმაში ჩასმულ სულიწმიდა ღმერთს, ცისფერი წარბ-წამწამები და თმები აქვს~ (გვ. 177).

სახარებისეულ მინიშნებაზე დაყრდნობით _ `დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა~ (იოანე 1,1), ქ-ი ცირა ინწკირველი ძე ღმერთს, ანუ სიტყვას, აიგივებს `თავდაპირველ ენასთან~.

თავის მხრივ, ბოლო ჟამისმიერი ცნობიერებით (იოანე-ზოსიმესეული მინიშნება ქართულ ენაზე), უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადებისწინა დროში მომხდარი მინიშნებების გამხმოვანებელი `ლასკარი~, ძე ღმერთის არსის მატარებელი შესაკრებელია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ცირა ინწკირველისეული ერთი მინიშნების, მცირე კომენტარებითი სახე ასე წაიკითხება _ `... ის (აქ - `ხატი~ - გ.ს.), ვინც იხილა თავდაპირველი ენა (`ლასკარში~ ხატის მობრძანება _ გ.ს.) გახდა თანაზიარი იესო ქრისტეს დიდმშვენიერი დიდებისა (აქ – ლასკარისეული ცნობიერება – გ.ს.)... ასეთნი ფერს იცვლიან. ქართული ხატწერა და ქრისტიანული ტაძრების კედლის მხატვრობა ცხადს ხდის, რომ მათ ეცვლებათ წარბ-წამწამებისა და თმის ფერი... იესო ქრისტეს დიდმშვენიერი დიდების თანაზიარებს ცისფერი წარბ-წამწამები და თმა-წვერი აქვთ~ (იქვე, გვ. 429).

ამდენად, აწყურის ღვთისმშობლის ხატის ახალ ასლ-დედანზე ცისფერი ტონალობის გამოჩინებამ, თავის მხრივ მიგვანიშნა _ უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებისეული დრო-ჟამის მოახლოება _ `ის, ვინც იხილა თავდაპირველი ენა, გახდა თანაზიარი იესო ქრისტეს დიდმშვენიერი დიდებისა, როგორც ჩანს, ღმერთისთვის სულ სხვა, განსაკუთრებული ღირებულების მქონეა. ქრისტეშობის მეცნიერება გვასწავლის, რომ ასეთნი იცვლიან ფერს, ისე ვით ფერისცვალების მისტერიის ჟამს თაბორის მთაზე იცვალა ფერი წინასწარმეტყველთა სულის უფალმა ქრისტემ...~ (ცირა ინწკირველი, იქვე, გვ.429). ვისაც ყური აქვს ისმინოს!

2011 წლის 27 აგვისტოს გამართული `ლასკარის~ სხდომის დასასრულს, აწყურის ღვთისმშობლის ხატის ახალი ასლი-დედანის წინაშე დაუჯდომელი ლოცვის წაკითხვის შემდეგ, ოთახიდან ხატის გამოსვენებისას, ბ-მა მევლუდ მამადაშვილმა ირგვლივმყოფთ ხატის ჩარჩოს მინაზე გაჩენილი მირონის წვეთი დაანახა. მომხდარი, წინარსებული გზის დალოცვად მივიჩნიეთ და გერგეტისაკეს მიმავალ გზას დავადექით.

ჯვრის უღელტეხილიდან მოყოლებული, მანქანაში დაბრძანებულ ხატთან ერთად მსხდომნი _ რევაზ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ლევან ჩოხელი, მიხეილ(გელა), საბა და ზაალ სალუაშვილები _ სტეფანწმინდამდე, თითქმის უწყვეტად გაწოლილ, მუქ ბოლისფერ ნისლში გავეხვიეთ, და ასე გვიწევდა სიარული.

სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე იეგუდიელი, სოფ. სიონში, შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ვნახეთ. მეუფე იეგუდიელმა (ტაბატაძე) დიდის ყურადღებით მოგვისმინა და სიხარულით გვიკურთხა ახალი ხატის ასლი-დედანი, და მისი ფოტოასლი.

ცენტრში მყოფებმა შევიტყვეთ, რომ სოფ. სიონში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ღამისთევით აღსავლენ წირვას, რომელსაც მამა პავლე აღასრულებდა, დაესწრებოდა _ ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და კანადის მიტროპოლიტი მეფე დიმიტრი (შიოლაშვილი).

ჩვენს მიერ ხევში ჩაბრძანებული ორივე ხატი, სპეციალურად მათთვის დაწერილი ლოცვითურთ, სოფ. სიონის ტაძრის ცენტრში განთავსებული – ღვთისმშობლის მიძინების ხატის გვერდით დავაბრძანეთ.

წირვის დასრულების შემდეგ ზიარების მიღებამდე, ერთი მინიშნების აცხადებას შევესწარით.

ტაძარში ხატების დაბრძანების შემდეგ, წირვის დაწყებამდე ორიოდე საათი რჩებოდა. ამ დროში სტეფაწმინდაში ჩასვლა გადავწყვიტეთ. ტაძრიდან გამოსვლისას კარების ჩარჩოზე უნებური თავის მირტყმის შედეგად თავზე გაჩენილი ჭრილობიდან სისხლი წამსკდა.

Mმომხდარის ახსნა მოგვიანებით მოგვეცა. `ლასკარის~ სხდომაზე ბ-ნმა ლევან ჩოხელმა, სიზმრით მიღებული ორი ციფრობრივი მინიშნების თაობაზე მოგვიყვა, სადაც 40-სა და 51-ზე მახვილდებოდა ყურადღება. სხდომაზევე ითქვა, რომ კოდირებული _  51-ი, სახელ: `ი(10) + ე(5) + ს(20) + ო(16)~-ზე მიგვანიშნებს. თუმცა, მაშინ გაუგებარი დარჩა ციფრი `40~-ის არსი.

Aაქვე ვიტყვით, რომ ამავე სხდომაზე ქ-მა ლეილა კობახიძემ და გიმი ნეფარიძემ აღნიშნეს მათ სახლში მყოფ, შესაბამისად ანდრია პირველწოდებულისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლი-დედნის ფოტოასლის ჩარჩოს მინების გაბზარვის თაობაზე. ყოველივეს ახსნა დავუკავშირეთ ზემოთაღწერილ იმ მოვლენას, რომელიც კაკო(ანგი) გოგლიძეს შეემთხვა, და მინის ჭიქის დამსხვრევას ეხებოდა.

სოფ. სიონის ეკლესიაში ზიარების მიღებამდე, ბ-მა მევლუდ მამადაშვილმა ზიარების წინა ლოცვების ბოლო მონაკვეთის კიდევ ერთხელ წაკითხვა გადაწყვიტა. ჩვენი თხოვნით ხმამაღლა წაკითხულ ტექსტში, ყურადღება შემდეგმა მონაკვეთმა მიიქცია _ `ღმერთ-მყოფელისა სისხლისაგან შეძრწუნდი, კაცო, ჰხედვიდე რა, რამეთუ ცეცხლი არს უღირსთა შემწველი. ხორცი ღვთისა განმაღმრთობს მე და მზრდის. განაღმრთობს სულსა და ჰზრდის გონებასა უცხოდ~.

Aაქ მინიშნებული _ `სისხლისაგან შეძრწუნდი, კაცო~, თავის გატეხვისეულ ფაქტის ახსნად მივიღეთ. ჩვენი გაოცება კიდევ უფრო გაამძაფრა იმანაც, რომ აღნიშნული ტექსტი, `ლოცვანის~ წიგნის (თბ. 2005 წ.) მე-40 გვერზე იყო დაბეჭდილი, რაც ლევან ჩოხელისეული ხილვის ახსნად გვენიშნა.

მამა პავლემ წირვის დაწყებამდე მოგვიყვა სოფელში დამკვიდრებული ტრადიციის თაობაზე. მისი თქმით, ყოველ წელს, წირვის დასრულების შემდეგ, ღვთისმშობელ მარიამის ხატს, სოფლის მცხოვრებნი თურმე გადააბრძანებენ ტაძრიდან 1,5 კმ-ით მოშორებით მდებარე წმ. სამების ნიშთან, სადაც სიბნელის გასაფანტი მცირე კოცონი ენთებოდა.

სოფ. სიონის მკვიდრ ლექსო ოდიშვილის განმარტებით, ხატის გადმოსვენების საპატიო მისიას სოფელში მცხოვრები 11 ძირითადი გვარის წარმომადგენელი მორიგეობით ასრულებდა.

წირვის დასრულებისას გაირკვა, რომ მიზეზთა გამო, წირვაზე წლევანდელი წილნაყარი გვარის წარმომადგენელი არ იყო მოსული. Mმამა პავლეს ლოცვით ჩატარებული მცრე ტრაპეზის შემდეგ გადაწყდა, წმ. სამების ნიშთან ჩვენს მიერ ჩაბრძანებული აწყურის ღვთისმშობლის ახალი ხატის ასლი-დედანი გადაგვებრძანებინა. მეგზურის _ ბაკურ ოდიშვილის დახმარებით, ადგილზე მისულებმა, ნიშთან მყოფ სოფლის მკვიდრთ, ხატის შექმნის ისტორია გავაცანით, სიმბოლური ცეცხლიც ავანთეთ და დავემშვიდობეთ.

28 აგვისტოს გათენებას გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მისადგომებთან შევხვდით. Aარემარე, სოფ. სიონის მსგავსად, აქაც ნისლში იყო გახვეული. 10 სთ-ზე დაწყებულ წირვას მეუფე იეგუიდელთან ერთად მეუფე იაკობი (იაკობაშვილი) ესწრებოდა.

სოფ. სიონის ტაძრისაგან განსხვავებით, ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში, ჩვენს მიერ მიბრძანებული ხატი არა _ ცენტრში, არამედ კანკელის შესასვლელი კარების გვერდით დავაბრძანეთ.

ზიარების მიღების შემდეგ, მეუფეთა კურთხევით გამართულ ტრაპეზზე მეუფე იეგუდიელმა აღნიშნა აწყურის ღვთისმშობლის ხატის ახალი ასლი-დედანის გერგეტში მობრძანება და მას მრევლისა და სრულიად საქართველოს მფარველობა შესთხოვა.

ხატს, უკანა მხარეს ასეთი წარწერა აქვს _ `გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძრისათვის შეწირული _ ღვთის მონა: რევაზ კობიაშვილის დაკვეთით შესრულებული _ წინამდებარე ხატი, საქართველოს ხელოვნების (ეროვნულ) მუზეუმში დაცული, აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის (ხსენების დღე _ 28(15) აგვისტო) მიხედვით, დაიწერა ელგუჯა ტუჩაშვილის მიერ, შესამოსელი (ჭედური პერანგი, ჩარჩო) დაამზადა: ემზარ ხეცურიანმა. ყოვლადწმიდაო სამებაო! შენ დაიფარე მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო. შეეწიე და ხელი მოუმართე ღვთის ნების განხორციელებაში მონაწილე თითოეულ მოყვასს შენსას~.

ხატის ჩარჩოში, ბ-ნი რევაზ კობიაშვილის მეუღლის ქ-ნ ლალის მიერ შეწირული მარგალიტის ყელსაბამია ჩადებული.

აწყურის ღვთისმშობლის ხატის ახალი ასლი-დედანი, შესაბამისი ლოცვითურთ მეუფე იეგუდიელს ჩავაბარეთ, და თბილისში დავბრუნდით.

თხრობის დასასრულს, 27 აგვისტოს გამართულ `ლასკარის~ სხდომაზე, ბ-ნი რევაზ კობიაშვილის მიერ გამოცხადებით მიღებული ინფორმაციის გამნარტება გვინდა შემოგთავაზოთ. ხილვაში მას ორჯერ აჩვენეს კედელზე გამოსახული ციფრების შემდეგი კომბინაცია: `711144316~. სხდომაზე გამოითქვა აზრი, რომ

_ ციფრი: `71~ _ ასო-ნიშნებზე დაყრდნობით: `ზ(7)-ა(1)~, ქარაგმით: `ზ(ენ)ა~-ს იძახის;

_ ციფრი _ `11~, მე-11 ასო-ნიშან `კ~-ზე, ანუ გვარზე _ კ(კობიაშვილი) უთითებს;

_ ციფრი _ `4~, ოთხჯერ ასრულებული პროცესის (2009 წ. 16 ივლისი, 2010 წლის ივნის-ივლისი, და 16 ივლისი; 2011 წლის 27-28 აგვისტო) მიმანიშნებელია; ხოლო

_ ციფრები: `4316~, სიტყვა `დ(4) გ(3) ა(1) ვ(6)~-ზე ამახვილებს ჩვენს ყურადღებას.

მთლიანობაში, ციფრთა კომბინაცია: 711144316, კოდირებულად გვაუწყებს: `ზ(ენ)ა ~ ძალის დახმარებით, `კ(კობიაშვილის)~ მიერ 4-ჯერ შესრულებულ პროცესზე (`დგავ~).

აღნიშნულ ციფრთა ჯამი 7+1+1+1+4+4+3+1+6 ტოლია 28-ის, რაც 28-ე ასო-ნიშან `ჩინ~-ზე, ანუ გამოჩენებაზე მინიშნების გარდა, ამ პროცესის შესრულების თარიღზე _ აგვისტოს 28-ე დღეზე გვითითებს. 

 

 

დასკვნის მაგიერ

 

ძვირფასო მკითხველო!

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, თამამად შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ბოლო ჟამში აწყურის ღვთისმშობლის ხატის `გამოჩინებული~ ისტორია, რომელიც 2009 წლის ივლის-აგვისტოდან დაიწყო და 2010 წლის ივნის-ივლისში გაგრძელდა, საბოლოოდ _ 2011 წლის 27-28 აგვისტოს დასრულდა.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად წმ. ანდრია მოციქული დიდაჭარის გარდა, სხვა კუთხეების მსგავსად, ხევშიც უნდა იყოს ნამყოფი.

 და აი, ღმერთის შეწევნით, ბოლო ჟამის 2009-2011 წლებში მოხერხდა, და _ ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ასლები, რევაზ კობიაშვილის ინიციატივითა და `ლასკარის~ წევრთა ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს ორ კუთხეში: დიდაჭარასა და სიონ-გერგეტში დაბრძანდა.

ღვთის განგებულებით, ხევის რაიონში აწყურის ღვთისმშობლის ხატების დაბრძანებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სამი წევრი _ მეუფე იეგუდიელი (ტაბატაძე), მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი) და მეუფე იაკობი (იაკობაშვილი) დაესწრო.

2009 წლის 16 ივლისს გერგეტობის შემდეგ დაწყებული, 2011 წლის 28 აგვისტოს მარიამობა დღეს, ისევ გერგეტში დასრულდა.

ჩვენის აზრით, 2011 წლის 28 აგვისტო, აწყურის ღვთისმშობლის ხატის, ბოლო ჟამში დიდებით გამოჩინებისეული ეტაპის დასრულების დღეა. Mადლობა ღმერთს, რმ ამ პროცესის მონაწილენი გაგვხადა.

თხრობის დასასრულს კი, ბიბლიისეული ერთი მინიშნება გვინდა გაგაცნოთ _ `მაშინ შექმნის უფალი სიონის მთის (კოდია) ყოველ ადგილზე და ყოველ საკრებულოს თავზე ნისლსა და კვამლს დღისით (კოდია) და ცეცხლის ნათებას ღამით (კოდია), რადგან ყოველ დიდებას საფარველი გადაეფარება~ (ეს. 4,5).

ვისაც ყური აქვს ისმინოს.

ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

 

ხატისადმი

დაწერილი ლოცვა

 

სიწმინდით ქერუბიმთა ზედა მდგომელო

მამისა და ძის მიერ შუამავლად ჩვენთვის განწესებულო

ღვთისმშობელო მარიამ!

აწყურის ღვთისმშობლის ხატის მინამგვანი - ყრმა მაცხოვართან ერთად გამოსახული - შენი ხატის წინაშე მდგომი, შეგავედრებ სრულიად საქართველოსა და თითოეულ ჩვენთაგანს:

მოგვმადლეთ ძალა ბოროტისაგან თავის დაცვისა, რათა ცოდვათაგან განრიდებულნი შევხვდეთ ძალმოსილებით კვლავაც გამოჩინებული უფალ იესუ ქრისტეს მიერ ჩასატარებელ განკითხვის დღეს.