Print

გაზ. # 12(789)

უფალ იესუ ქრისტეს

მეორედ ღმერთად გაცხადების

ორი ეტაპის არსისმიერი ასპექტები

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადების წინარე ეტაპი, რომელსაც ბიბლიის მიხედვით _ ბოლო ჟამი ეწოდება, თავისი _ ფარული და ღია არსისმიერი ასპექტებისაგანაა შემდგარი. მათი შეცნობა კი სხვადასხვა თანამიმდევრობით ხდება, რამეთუ _ `ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში~ (ეკლ. 3,1).

 

ბოლო ჟამში მაცხოვრებელთ განსხვავებულად საპასუხისმგებლო მისიისა და მძიმე ტვირთის ზიდვა უწევთ, რამეთუ თავად ბოლო ჟამია ის განსაკუთრებული დროის მონაკვეთი, რომელშიც _ ყოველივეს შეჯერება ხდება. ამ ლაბირინთში გზის გაკვლევა _ ღმერთის შეწევნის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, ჩვენი ვალია, ღმერთისაგან, ამ მიზნით მოწვდილი ნებისმიერი ინფორმაცია _ ყველასათვის საცნაური გავხადოთ. აქ, სიძუნწე, ანუ `მიგნებულით~ თვითტკბობაში ყოფნა დაუშვებელია _ `ესეც ხომ ითქვა: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის. ყველამ გაიღოს გულის კარნახით, არა მწუხარებითა და ძალდატანებით, რადგან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს. ხოლო ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რათა ყოველთვის ყველაფერში ყოველივე საკმაო გქონდეთ, და, ამრიგად, ამრავლოთ ყოველი კეთილი საქმე~ (II კორ. 9,6-9).

წინამდებარე წერილში, ზოგადად _ მეორედ მოსვლის არსის თაობაზე გვინდა ვისაუბროთ, `კონკრეტულად~ კი _ მისი ფარული არსისმიერი მხარის რამოდენიმე აპექტი გვინდა განვიხილოთ.

დაინტერესებულმა მკითხველმა იცის, რომ, ჩვენის აზრით, განკაცებული უფალი ღმერთის პირველი და მეორე მოსვლის ფარული ასპექტი, ადამიანში _ სულისმიერი და ხორცისმიერი არსის განივთების მიხედვით შეიძლება (გ)აიხსნას.

უფალ იესუ ქრისტეს პირველად მოსვლა-გაცხადების ჟამს, შობა-ჯვარცმა-აღდგომის ეტაპის გასრულების შემდეგ, ეშმაკის ტყვეობაში მყოფი კაცობრიობის, ანუ ყოველი ადამიანის _ სულის გამოხსნა მოხდა;

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებისას, ცოცხალ ადამიანში მყოფი უკვდავი სულის ხრწნადი სხეულის ტყვეობისაგან გამოხსნა მოხდება. სასუფევლის ძეებად შერაცხვის ღირსნი _ უკვდავი სულისა და უკვდავი სხეულის მატარებელნი გახდებიან _ `... და ასე მარადის ვიქნებით უფალთან ერთად~ (I თესალ. 4,17).

ასეთ ყოფაში გადასვლის დიად წამს _ განკითხვის დღე ჰქვია, რომელი _ `განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ (ანუ ხრწნადში, მოკვდავ სხეულში ყოფნის) დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი~ (III ეზრა 7.43).

წინამდებარე წერილი მათთვისაა განკუთვნილი (აქ - გასაგები), რომელნიც უკვე იცნობენ `ლაზარეს ინსტიტუტის სარედაქციო ლასკარის~ მიერ წლების განმავლობაში გაშუქებულ თემატიკას, კერძოდ:

_ `... პირველად ღმერთად მოსვლისას _ მაცხოვარი, თავიდანვე გახლდათ ღვთაებრივი ძალის მქონებელ-მატარებელი, ანუ იგი თავიდანვე იყო _ ძე ღვთისაც და ძე კაცისაც... ასე კი იმიტომ მოხდა, რომ უფალ იესუ ქრისტეს _ თავისი მიწიური საქმიანობა, იმ არსში მყოფს უნდა შეესრულებინა, რასაც _ სრული ღმერთისა და სრული კაცის ერთება ჰქვია...

მეორედ ღმერთად მოსვლისას, გაცხადებამდე, ასევე შობით მოსული ძე კაცისა _ თავიდან მხოლოდ ადამიანური, ანუ მოკვდავი სხეულის მატარებელი იქნება, რომლის ღვთაებრივ რანგში აყვანაც, ანუ _ სრული ღმერთობის არსში დაბრუნებაც, უკვე _ გაცხადების წინ, მასზედ _ ღვთაებრივი სულის გარდამოსვლის შემდეგ მოხდება...

მეორედ ღმერთად მოსვლისას, ასევე შობით მოსული და ჩვეულებრივი კაცის, ანუ მოკვდავი სხეულით აღჭურვილი ძე კაცისა, თავის მიწიურ, ანუ მოკვდავ არსში ყოფნისეულ დროს დაამთავრებს მასზედ _ უფლის სულის გარდამოსვლის შემდეგ, როდესაც... ძე კაცისაში დღეისათვის არსებული, და თავიდანვე კოდირებული სულის არსის საბოლოოდ გახსნა, და მისი თვისობრივად ახალ ხარისხში აყვანა მოხდება, ანუ _ უხილავი ღმერთის მსგავსად, მის ხილულ ხატებაში _ უფალშიც, სრულად განივთდება სულიწმიდისეული თვისობრიობა. აი, ეს იგულისხმება _ უფლის სულის გარდამოსვლაში...

მეორედ ღმერთად მოსვლისას, ღმერთის ნებით, უნდა მოხდეს ძე კაცისას _ არა მარტო ხრწნადი სხეულის უკვდავ არსში გადასვლა, არამედ მის სულში კოდირებული _ სულისმიერი არსის სრულად გახსნა, ანუ მისი _ თვისობრივად ახალ ხარისხში გადასვლა, რასაც ძე კაცისას _ უფალ იესუ ქრისტეს არსში დაბრუნება, და _ მეორედ ღმერთის მოსვლის დიადი წამის დადგომა ჰქვია. უფლის სულის _ ძე კაცისაზე გარდამოსვლით _ დამთავრდება მოკვდავი სხეულის არსში ყოფნის დრო და დაიწყება უკვდავებისმიერი ეტაპის ათვლა...~ (`პირველი და მეორე შობაი, ანუ დედა და ძიძა~, თბ. 2007 წ., გვ.4-5).

პირველად ღმერთად მოსული უფალი იესუ ქრისტე, ნათლისღებამდე, ჩვეულებრივი, სხვათაგან `არაფრით~ გამორჩეული ცხოვრებით ცხოვრობდა, და თავისი ღვთაებრივი მისიის შესრულებას მხოლოდ ნათლისღებისა და უდაბნოში 40 დღიანი მონაკვეთის გასრულების შემდეგ შეუდგა. მის შესახებ,  წმიდა წერილებში დაწერილზე მინიშნება (დამოწმება), მაცხოვარმა სწორედ ნათლისღების შემდგომად დაიწყო.

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადებამდე, ასევე ყველასათვის ჩვეულებრივი ცხოვრებით უნდა განვლოს ბოლო ჟამად სახელდებული მონაკვეთი, შობით მოსულმა ძე კაცისამ _ `ამასაც გეტყვი: სანამდის მემკვიდრე ყრმაა, არაფრით განირჩევა მონისაგან, თუმცა ყველაფრის ბატონ-პატრონია. არამედ მამის მიერ მიჩენილ დრომდე, მზრუნველებსა და მეურვეებს ემორჩილება~ (გალ. 4,1-2).

პირველი მოსვლა-გაცხადებისაგან განსხვავებით, წინასწარ ნაუწყებ ნიშანთა ასრულება მხოლოდ _ მეორედ ღმერთად გაცხადებამდელ დროში ხდება, რომელსაც, როგორც უკვე აღინიშნა _ ბოლო ჟამი ჰქვია.

მაშასადამე, თუკი პირველად ღმერთად მოსვლა-გაცხადებისას, უფალ იესუ ქრისტეს შობამდელი დროის დადგომის თაობაზე _ არც ერთი ისეთი მინიშნება არაა, რითაც უფლის განკაცების მოახლოებული ჟამის დადგომა იქნებოდა შესაძლებელი; მეორედ ღმერთად გაცხადებამდელი დროის მონაკვეთზე (ანუ _ ბოლო ჟამზე), ბიბლიასა და სხვა წყაროებში, უამრავი ნიშანია დაფიქსირებული.

აღნიშნულის დასტურად სახარებისეული ტექსტი გავიხსენოთ _ `და როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?~ (მათე 24,3). სწორედ ამ ნიშანთა აცხადებით ვგებულობთ _ ბოლო ჟამის დადგომას.

ბოლო ჟამად სახელდებულ დროში ხდება _ ღმერთის პირველხატის, ანუ მხოლოდ ადამიანური ბუნების მქონებელი ძე კაცისას შობა _ `... აი, რარიგად განმარტავს ამას გრიგოლ ნოსელი: `და რომელი იგი აღდგეს უკანასკნელ აღსასრულსა სოფლისასა, ყოველთა მათ (აქ – ბოლო ჟამში მცხოვრებთა – გ.ს.) შორის იყოს ხატი იგი პირველი...~ (ზვიად გამსახურდია, `წერილები, ესსეები~, თბ. 1991 წ., გვ. 155).

შობით მოსული ძე კაცისას, საყოველთაო გამოჩინება არის კიდეც ის მოვლენა, რასაც უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადება ჰქვია.

გაცხადებამდელ დროში, ერთბუნოვანი ძე კაცისას ცხოვრების სხვადასხვა კუთხის ამსახველი აუარებელი ნიშანია დაცული წმიდა წერილებში (იხ. იობი 33,13-14; ზაქ. 3,1-5; III ეზრა 13,52; მათე 20,20-23; 24,36; მარკ. 10,35-40; 13,32; საქ. 3,21; I კორ. 15,23; გალ. 4,1-2 და სხვა), რომელთა შესახებაც ჩვენ მრავალჯერ გვისაუბრია (იხ. მაგ.: `ბიბლიური კანინზომიერება თუ ბიბლიური `შეუთავსებლობა?!~, გაზ. `დედანი ენის სასწაული~, # 2(31), 2001 წ., გვ. 5-12).

ბოლო ჟამში (გ)ახსნილ საკითხთა მთლიანობაში გააზრების შემდეგ, ზოგადი მცნება _ `ღმერთის მეორედ მოსვლა~, ორ პირობით მონაკვეთად შეიძლება წარმოვაჩინოთ:

_ პირველი მონაკვეთი: მთელ ბოლო ჟამს მოიცავს;

_ მეორე `მონაკვეთი~ კი, უშუალოდ ის დიადი წამია, რასაც _ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადება ჰქვია.

ამ კუთხით, ბოლო ჟამი _ `მოსვლა-გაცხადებისეული~ ეტაპების გაერთმთლიანებული დროის მონაკვეთია, რომელიც _ ძე კაცისას შობით იწყება, და მისი _ უფალ იესუ ღმერთად გაცხადებით მთავრდება. ამ ორ მონაკვეთს შორის ხდება სწორედ წინასწარმოსწავებულ ნიშანთა აღსრულებაც და გამოვლინებაც (ანუ მათი დამოწმება).

ბიბლიური მინიშნებებით, ზემოთქმული ასე გვიკონკრეტდება:

_ შობაზე: `ხოლო იესუმ მიუგო მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომელნიც გამომყევით მე, მეორედ შობისას...~ (მათე 19,28);

_ ბოლო ჟამის მიმდინარეობაზე: `... ვერავინ შეძლებს იხილოს დედამიწაზე ჩემი ძე, ან ისინი, ვინც მას ახლავან, ვიდრე საამისო დღე არ დადგება~ (III ეზრა 13,52);

_ გაცხადებაზე: `და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; და მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალით და დიდებით მრავლით~ (მათე 24,30).

ვფიქრობთ, ძნელი არ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ შობიდან-გაცხადებამდელი, და თავად _ გაცხადებისეული `დროის მინაკვეთი~, თავისი არსობრივი მნიშვნელობით, ურთიერთ განსხვავებულია.

უფალ იესუ ქრისტეს პირველად განკაცებისას, მისი ორი ბუნების (ძე ღვთისა და ძე კაცისა) ერთ არსში განივთებისა გამო, მთელ იმ პროცესს შეიძლება _ განკაცებული უფალი ღმერთის პირველი მოსვლა-გაცხადება ვუწოდოთ.

`მეორედ მოსვლა~ ოდნავ განსხვავებულია. აქ, ღვთის პირველსახება, მამის ხატად და მსგავსად ქმნილი უფალი იესუ ქრისტე, ჯერ _ შობით მოსული ძე კაცისას სახით მოდის, და ვიდრე გაცხადებამდე, მხოლოდ ადამიანური ბუნების მატარებელია. აღნიშნულისა გამო, უფალი ღმერთის, ბოლო ჟამში, ძე კაცისას სახით ხელახალ შობას, შეგვიძლია ვუწოდოთ მისი _ მეორედ (ოღონდ ჯერ მხოლოდ ერთი _ ადამიანური ბანებით) მოსვლა;

ბოლო ჟამად სახელდებული დროის დასასრულს, ანუ შობით მეორედ უკვე მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვას, უკვე _ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადება ჰქვია.

მაშასადამე გამოიკვეთა, განსახილველი დიადი მოვლენის ორი სახელდება:

_ მეორედ მოსვლა, რაც თავის თავში მეორედაც შობით მოსული ძე კაცისას დაბადებიდან-გაცხადებამდელი დროის მონაკვეთს მოიცავს; და

_ უფალი იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადება, რაც თავის თავში მეორედ უკვე მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვისეული ცნების არსობრივი მხარის მომცველია.

პირველად მოსვლა-გაცხადებისაგან განსხვავებით, როდესაც ორივე ბუნების ერთდროულად მატარებელი უფალი იესუ ქრისტე, მიზეზთა გამო, თავის თავზე ამოწმებდა, მეორედ მოსულ ძე კაცისას, თავის თავზე დამოწმება აღარ სჭირდება.

დიახ, ერთი, ანუ მხოლოდ ადამიანური ბუნების მატარებელი და შესაბამისად _ მეორედ უკვე მოსული ძე კაცისა, თავის თავზე არ დაამოწმებს, რამეთუ ბოლო ჟამად სახელდებული დროის გვირგვინი, არა _ შობა, და ამ გზით ასრულებული მეორედ მოსვლა, არამედ _ ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვა, ანუ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადება და განკითხვის დღის ჩატარებაა.

ბიბლიაში ვკითხულობთ _ `დამანახვა მან იესუ მღვდელმთავარი (აქ – მეორედ მოსული ძე კაცისას კოდირებული სახება), უფლის ანგელოზის (კოდია) წინაშე მდგარი, და სატანა, მის ხელმარჯვნივ მდგარი, მის მოსაყივნებლად. უთხრა უფალმა სატანას: გიკრძალავს უფალი, სატანავ! გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი (კოდია) ამოირჩია!...~ (ზაქ. 3,1-2).

ბოლო ჟამად სახელდებულ დროში (და მანამდეც) ეშმაკის მიერ ცდუნებული მრავალი ცრუქრისტე წარმოჩინდება, რომლებიც არად ჩააგდებენ ღმერთის მიერ პავლე მოციქულის პირით გადმოცემულ შეგონებას _ `... ვინც იქადის, უფლით იქადოდეს. რადგან ღირსეულია არა ის, ვინც თავის თავს იქებს, არამედ ის, ვისაც აქებს უფალი~ (II კორ. 10,17-18).

ამათთაგან განსხვავებით, ზემოთ უკვე დამოწმებული ძე კაცისა და ისინნი, ვინც მას ახლავან (იხ. III ეზრა 13,52),  თავიანთი ქმედებით განსხვავებულნი არიან _ `რადგანაც ჩვენ ვერა ვბედავთ თავი მივაკუთვნოთ ან შევადაროთ თვითმაქებართ, თავიანთი თავით რომ ზომავენ საკუთარ თავს, და უგულისხმონნი, თავიანთსავე თავს ედრებიან~ (II კორ. 10,12).

ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ განსახილველი კუთხით: `მეორედ მოსვლა~ და `უფალი ღმერთის გაცხადება~, ისეთივე განსხვავებული არსის მატარებელი ცნებებია, როგორც _ ძე კაცისა და უფალი იესუ ქრისტე.

პირველად მოსვლა-გაცხადებისას განკაცებული უფალი, ორივე ბუნების ერთ არსში განივთებისა გამო, ერთდროულად იყო – ძე კაცისაც და ქრისტეც, ანუ ძე ღვთისაც;

განსახილველი მოვლენის მიმდინარეობისას _ ერთი, ანუ მხოლოდ ადამიანური ბუნების მატარებელი _ ძე კაცისა, იმავდროულად _ არ არის ძე ღვთისა, ანუ _ ქრისტე, რაც თავისთავად _ ღვთაებრივი ძალმოსილებით აღჭურვილი უფალი ღმერთის არსობრივი მხარის დამტევი ცნებაა.

უფალი იესუ ქრისტე, მეორედ თავისი ღმერთად გაცხადებამდელ დროში მაცხოვრებელთა გასაგონად, ასეთ მინიშნებას იძლევა _ `... ფრთხილად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ თქვენ. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტე, და მრავალს აცდუნებენ~ -ო ( მათე 24,4-5).

კიდევ ვიმეორებთ, ცნება _ ქრისტე, განსახილველი კუთხით, იმ _ ძალმოსილებით აღჭურვილი უფალი ღმერთის არსობრივი მხარის მომცველია, რომელიც მხოლოდ _ ბოლო ჟამის გასრულებისას გაცხადდება.

ამ წამის დადგომამდე კი _ `... თუ ვინმე გეტყვით თქვენ: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ _ იქო, ნუ ერწმუნებით. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც. აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ~ (მათე 24,23-25).

ვიდრე ღამეა, როგორი განათებულიც არ უნდა იყოს არემარე, დღე არ არის. დღის ნათელი კი, მხოლოდ მზის ამოსვლის შემდეგ დგება. შესაბამისად _ მზეს, მხოლოდ ცის კაბადონზე მისი გამოჩინების შემდეგ ვიხილავთ; და რაოდენ უბადრუკი იქნება ყველა, ვინც _ ხელოვნური სინათლის შუქის გამომცემი რაიმე წყაროს მზედ დასახვას შეეცდება.

სწორედ ასევე, მეორედ ღმერთად გაცხადებამდე მიმდინარე ბოლო ჟამში, ყველა, ვინც ამა თუ იმ თვითმარქვიას _ ქრისტედ წარმოჩინებას შეეცდება, თავადვე იქნება ცრუ _ `ასე რომ, თუ გეტყვიან: აჰა (აქ – ქრისტე) უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ; და, აჰა, თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით~ (მათე 24,26).

ძე კაცისა, მხოლოდ ძალმოსილებით აღჭურვის შემდგომად ხდება ქრისტე; ანუ _ მეორედ ღმერთად გაცხადებული უფალი, დიახაც ის _ ძე კაცისაა, რომელიც ბოლო ჟამად სახელდებულ დროში, უკვე შობილი, ანუ მოსულია. Mისგან განსხვავებით, ეშმაკისაგან ცდუნებული მრავალი თვითმარქვია დაიწყებს თავის თავზე დამოწმებას _ `მიუგო იესუმ და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. Vინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან მე ვარ, და მრავალს აცდუნებენ~ (მარკ. 13,5-6).

უფალი იქვე გვაუწყებს _ `... გეტყვიან თქვენ: აგერ აქ არის, ან: აგერ, იქო; ნუ მიხვალთ და ნუ გაჰყვებით. ვინაიდან როგორც ელვა იელვებს და გაიბრწყინებს ცის ერთი კიდიდან მეორემდე, ისე იქნება ძეც კაცისა თავის დღეს~ -ო (ლუკა 17,23-24).

მეორედ მოსვლისა და მეორედ ღმერთის გაცხადების სხვადასხვა არსობრივი მხარე მოციქულთა საქმეში ასეა გადმოცემული.

ცად ამაღლების წინ მაცხოვარი ასე მიმართავს ირგვლივმყოფთ _ `... უთხრა მათ, არ არის თქვენი საქმე დღეთა და წელთა ცოდნა, რომლებიც დაადგინა მამამ თავისი ძალმოსილებით... ეს რომ თქვა, მათ თვალწინ ამაღლდა, და ღრუბლებმა აიტაცა იგი მათ თვალთაგან. და ვიდრე ისინი ცას შეჰყურებდნენ, მისი ამაღლებისას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი, თეთრი სამოსით, რომლებმაც უთხრეს მათ: კაცნო, გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესუ, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, როგორც ზეცად ამავალი იხილეთ იგი~ (საქ. 1,7; 9-11).

მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვარი, მხოლოდ ძე ღვთისას არსის მატარებელი გახლდათ, ანუ იგი უკვდავი სულისა და უკვდავი ხორცით აღჭურვილი წარუდგა მოწაფეებს. ამ დროისათვის, უფალი იესუ ქრისტე, უკვე სრულად ფლობდა ღმერთის სამივე _ მამობის, ძეობისა და სულიწმიდის თვისობრიობას (იხ. იოანე 20,22).

ღმერთის ხატად შექმნილი თითოეული ჩვენთაგანი, მამობისა და ძეობის თვისობრიობის მფლობელია, და მას _ ადამიანური ბუნება ჰქვია.

დაინტერესებულმა მკითხველმა იცის, რომ სულიწმიდის, ანუ სიცოცხლის მომნიჭებელი თვისობრიობის მატარებელი, მხოლოდ ღმერთი (აქ – მამა) და უფალია (აქ – ძე).

ჯვარცმისას, განკაცებული უფალი ღმერთის მხოლოდ _ ადამიანური, ანუ ძე კაცისას არსობრივი მხარის _ ხრწნადი, მოკვდავი სხეულის სიკვდილი აღესრულა _ `... ქრისტემ სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ ეს სხეული-ფორმა არსებობის ახალ ეტაპზე აიყვანა... აღდგომილი ქრისტეს სხეული არის `სახე~ მომავალი სხეულებრიობის იდეალის გაგებით, რამდენადაც ამგვარი სხეულები უნდა მიიღოს მთელმა კაცობრიობამ მკვდართა აღდგომის შემდეგ...~ (ზვიად გამსახურდია, იქვე, გვ. 151).

ამაღლებისას, მაცხოვარი უკვდავი სულისა და სხეულის ერთებაში მყოფი, ანუ როგორც ითქვა უკვე მხოლოდ _ ძე ღვთისას ბუნების მატარებელი გახლდათ. სწორედ ამდაგვარ არსში მყოფი გაცხადდება ბოლო ჟამის დასასრულს უფალი ღმერთი. ამ წამის დადგომამდე კი _ `... თუ ვინმე გეტყვით თქვენ: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ _ იქო, ნუ ერწმუნებით~ -ო (მარკ. 13,21), გვაფრთხილებს მაცხოვარი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თითქოსდა სამი ეტაპი გამოიკვეთა:

_ I. პირველად ღმერთად მოსვლა-გაცხადების, ანუ როდესაც უფალი იესუ ქრისტე ორი ბუნების _ ძე კაცისას და ძე ღვთისას _ ერთ არსში მატარებელია;

_ II. ბოლო ჟამში აღსრულებული _ მეორედ მოსვლა, როდესაც შობით მეორედ მოსული ძე კაცისა, მხოლოდ ერთი _ ადამიანური ბუნების მქონებელია; და

_ III. ბოლო ჟამის დასასრულს _ მეორედ ღმერთად გაცხადება, რასაც ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვა და მისი _ უფალ იესუ ქრისტედ გამოჩინება ჰქვია.

პავლე მოციქულის პირით მოწვდილი ტექსტი, იგავური ფორმით გვანიშნებს ბოლო ჟამში ასაცხადებელ ორ ეტაპს _ `ეს უკვე მესამედ მოვდივარ თქვენთან... უწინამც ვთქვი და ახლაც ვამბობ, ისევე როგორც ჩემი მეორედ მანდ ყოფნის ჟამს, და შორიდან ვწერ ყველას, ვინც სცოდა უწინ და სხვებსაც, რომ არავის დავინდობ, როდესაც მოვალ~ (II კორ. 13,1-2).

კოდირებულად მოცემულ ტექსტში:

_ `ჩემი მანდ ყოფნის ჟამი~, ეს _ მეორედ მოსვლის, ანუ ბოლო ჟამში ძე კაცისას შობის არსის დამტევია;

_ `უკვე მესამედ მოვდივარ თქვენთან~, ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვის, ანუ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადებაზე გვანიშნებს; ხოლო

_ `არავის დავინდობ, როდესაც მოვალ~, უკვე _ განკითხვის დღის არსის გადმომცემი მინიშნებაა.

ეს უკანასკნელი, მაცხოვრისეული გაფრთხილებიდან იღებს სათავეს _ `... ადგება სახლის პატრონი და ჩაკეტავს კარს, ხოლო თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და იტყვით: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ! ის კი მოგიგებთ: არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი… განმეშოროს უსამართლობის ყველა მოქმედი~ (ლუკა 13,25; 27).

პავლე მოციქულის მინიშნებაზე დაყრდნობით, ბოლო ჟამი და მისი დასრულება _ მეორე და მესამე მოსვლა-გაცხადებადD შეიძლება სახელიდვას. ამ კუთხით:

_ ბოლო ჟამი, მთელი თავისი ნიშნებით, ჩვენს თვალწინ მიედინება, ანუ _ მეორედ მოსვლა უკვე მომხდარია: ძე კაცისა შობით უკვე მოსულია;

_ წინ მოგველის `მესამედ მოსვლა~, ანუ ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვა, და მისი უფალ იესუ ქრისტეს არსით გაცხადება.

ყოველივე თქმულის შემდეგ, ზემოთ განხილული სამი ეტაპი, უკვე ასე შეიძლება დამისამართდეს:

_ პირველი მოსვლა: უფალ იესუ ქრისტეს ორივე ბუნებით მოსვლა-გაცხადება;

_ მეორედ მოსვლა: ბოლო ჟამში ძე კაცისას მეორედაც შობით მოსვლა; და

_ მესამედ მოსვლა: მეორედ შობით უკვე მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვა-გაცხადება.

დღევანდელი, ანუ ბოლო ჟამის მიმდინარეობითი ეტაპის გადმოსახედიდან:

პირველი მოსვლა _ საუკუნეთა წინ განხორციელდა;

მეორედ მოსვლა _ (ბოლო ჟამის მიმდინარეობისა გამო) უკვე მომხდარია, და

ველით, განსახილველი მოვლენის გვირგვინს _ ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვას, ანუ მის _ უფალ იესუ ქრისტედ გაცხადებას... დაილოცოს ეს დიადი წამი~

ვისაც ყური აქვს ისმინოს _ `თუ ვინმე თავის თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე, შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ, უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის~ (I კორ. 14,37-38).

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!