Print

გაზ. # 13(790)

შუა ხანის მოახლოებისეული მისტერია

 

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

დაინტერესებულმა მკითხველმა იცის, რომ ზოგადად _ საქართველოსა და ბოლო ჟამის შესაკრებელის `ლასკარის~ მიერ _ `ძე კაცისას არსის მატარებლობისეული ეტაპის~ გასრულების შემდეგ, კერძოდ _ 2009 წლის მარტი-აპრილის თვიდან, დაიწყო _ ძე კაცისას არსის ინდივიდუალური გზასავალის მისტერიული ეტაპი.

წინამდებარე წერილში, ბოლო ჟამის დამამთავრებელი, ამ ეტაპის მიმდინარეობის შესაცნობ გზაზე არსებულ ნიშანთა ნაწილზე გვექნება საუბარი.


 

 

„რვიანი“, ანუ „რვა ფრთის - რვა მეფის“,

იგივე რვა პოლიტიკური პარტიის ლიდერის

„აღზევება“

 

ჩვენს მიერ განსახილველი, ბიბლიაში არსებულ მინიშნებათა აცხადების ეტაპი _ 2010 წლის სექტემბრის ბოლოდან იღებს სათავეს. წმიდა წერილისეული ტექსტის გაცნობამდე, მოდით, მოკლედ გავიხსენოთ ის მოვლენები, რითაც ნაწინასწარმეტყველები დროის დადგომა დაგვიფიქსირდა.

საქართველოში მომქმედმა ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების ერთმა ჯგუფმა _ 2010 წლის 29 სექტემბერს, ქ. თბილისში, ფილარმონიაში `სახალხო კრების~ ფორმატით, შეხვედრა ჩაატარა.

მათი საქმიანობის პარალელურად, ოპოზიციურ პარტიათა სხვა ნაწილმა, საარჩევნო გარემოს შეცვლის მიზნით შექმნილი გაერთიანების ჩამოყალიბება გაახმოვანა, და რვა პოლიტიკური პარტიის ლიდერის ხელმოწერილი ერთობლივი განაცხადიც გააკეთა.

ე.წ. `რვიანი~, ერთი _ საპარლამენტო, და შვიდი _ პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური პარტიისაგან შეიქმნა. ესენი გახლავან _ 1. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია (ლიდერი _ გიორგი თარგამაძე), 2. ახალი მემარჯვენეები (ლიდერი _ დავით გამყრელიძე), 3. თავისუფალი დემოკრატები (ლიდერი _ ირაკლი ალასანია), 4. ეროვნული ფორუმი (ლიდერი _ კახა შარტავა), 5. რესპუბლიკური პარტია (ლიდერი _ დავით უსუფაშვილი), 6. კონსერვატიული პარტია (ლიდერი _ ზვიად ძიძიგური), 7. ხალხის პარტია (ლიდერი _ კობა დავითაშვილი), 8. საქართველოს გზა (ლიდერი _ სალომე ზურაბიშვილი).

ცრუწინასწარმეტყველ-მ.სააკაშვილის, ანუ სახელისუფლო ძალების მხრიდან, პოლიტიკურ ასპარეზზე ერთობლივად აღზევებული `რვა~ პოლიტიკური ძალისა და მათი ლიდერის მიმართ, სამოწყალოდ გაღებული `ყურადღების~ ნიშნები მხოლოდ ნოემბრის თვეში გამომჟღავნდა, და ასეთი თანამიმდევრობით გაგრძელდა:

_ გაზ. `ახალი თაობა~, 25 მარტი 2011 წ.: `...გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო მოლაპარაკების პროცესი საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით... ნოემბრიდან დეკემბრის ბოლომდე ყველა მხარეს საკუთარი ინიციატივების პრეზენტაცია უნდა მოეხდინა... ხელისუფლებამ თავისი პოზიციის პრეზენტაცია არ წარმოადგინა დეკემბრის ბოლომდე. 20 იანვრიდან განახლდა შეხვედრები... 9 მარტს წარმოადგინა გარკვეული დოკუმენტი... 9 მარტის ე.წ. დოკუმენტის აბუჩად აგდების გამო ოპოზიციურმა რვიანმა გააკეთა განაცხადი...

გუშინ ე.წ. პოლიტიკურმა `რვიანმა~ ხელისუფლება საარჩევნო საკითხზე მოლაპარაკების ჩაშლაში დაადანაშაულა...~ (იქვე, გვ. 2);

 _ გაზ. `ახალი თაობა~, 7 ივნისი 2011 წ.: `... ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე ჰქონდა და რვიანისათვის კონკრეტული პასუხი უნდა მიეცა...~ (იქვე, გვ. 5);

_ გაზ. `ახალი თაობა~, 28 ივნისი 2011 წ.: `... ცხრათვიანი მოლაპარაკების თავზე ხელისუფლებამ ოპოზიციური რვიანი მოლაპარაკების მაგიდასთან მიატოვა და საბოლოოდ ის წინადადებები შესთავაზა, რომელიც თავად აწყობდა. ამასთან, წინადადებების მიღების ვადად მკაცრად განუსაზღვრა 27 ივნისის საღამოს 18 საათი...

მმართველ გუნდთან ერთად რვიანიდან ახალმა მემარჯვენეებმა და ქრისტიან-დემოკრატებმა მოაწერეს ხელი... 8 თვიანი ერთად ყოფნის შემდეგ რვიანს ორი წევრი გამოაკლდა... ოპოზიციური `რვიანი~ ისტორიის კუთვნილება გახდა...~ (იქვე, გვ. 4).

ე.წ. საარჩევნო ცვლილებებში დაფიქსირებული `1 მილიონის~ ოდენობის მოსალოდნელ დაფინანსებას დახარბებული ე.წ. `რვიანის~ ორი წევრის საქვიელი, ყველამ _ მათი პოლიტიკური გარდაცვალების ფაქტად შეაფასა.

ამდენად, პოლიტიკურ თვალსაწიერზე ერთობლივად აღზევებული რვა პოლიტიკური ძალის, ე.წ. `იმედისმომცემი ერთობა~, 2010 წ. სექტემბრიდან ათვლით 2011 წ. 27 ივნისამდე გაგრძელდა. პოლიტიკურმა `რვიანმა~ არასრული ცხრა თვის თავზე არსებობა შეწყვიტა.

 

 

ბიბლიური შეგონება

 

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, მოდით წმიდა წერილისეულ მინიშნებებს გავეცნოთ.

ბიბლიაში, `მესამე ეზრას~ წერილში დაფიქსირებული `თორმეტფრთიანი და სამთავიანი~ არწივის თაობაზე, მისი ეტაპების შესახებ გამოთქმულ თვალსაზრისს (აცხადებულ ნიშნებს) ზიარებული მკითხველისათვის ქვემოთქმულიც ადვილი აღსაქმელი უნდა იყოს. მათი ზოგადი ქრონოლოგია ასეთია:

 

_ `თორმეტი ფრთა~, `თორმეტი მეფეა~, რომელთა შესახებაც ვკითხულობთ: `ვიხილე: აჰა, აღიმართა არწივი თავის კლანჭებზე და დასძახა თავის ფრთებს, უთხრა: ნუ იფხიზლებთ ყველანი ერთად, თითოეულს თავ-თავის ადგილზე გეძინოთ და დროგამოშვებით იფხიზლეთ~ (III ეზრა 11,7-8).

აღნიშნული, საბჭოთა კავშირად და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობად წოდებულ რუსეთის იმპერიას რომ ეხება, დროითი თვალსაზრისით: 1921-1991 წლებზე გავლით, 2008 წლებისეულ ეტაპს მოიცავს _ `ეს არის ამ ხილვის განმარტება... აჰა, დღეები და დამყარდება დედამიწაზე სამეფო (რუსეთის იმპერიის სახეცვლილება: სსრკ და დსთ), რომელიც ყველა ადრინდელ სამეფოზე საშინელი იქნება. გამეფდება მასში თორმეტი მეფე (ლენინი, სტალინი, ბერია, მალენკოვი, ბულგანინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი, ანდროპოვი, ჩერნენკო, გორბაჩოვი, ელცინი და პუტინი) ერთი მეორის მიყოლებით~ (III ეზრა 12,10; 13-14);

_ ე.წ. `სამი თავის~ მოკლე ისტორია ასეთია: `ვიხილე სიზმარი: აჰა, ამოდის ზღვიდან არწივი, თორმეტფრთიანი, სამთავიანი... თავები უკანასკნელი ჟამისთვის იყო შემონახული~ (III ეზრა 11,1;9);

`სამი უძრავი თავი რომ იხილე, ასეთია ამის განმარტება. Uკანასკნელ ხანებში (აქ- 2003 წ.) აღაზევებს უზენაესი სამ მეფეს (მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე)...~ (III ეზრა 12,22-23);

`ვიხილე ამის შემდეგ და, აჰა, შუა თავი (ზ. ჟვანია), ფრთების მსგავსად, უეცრად გაუჩინარდა (2005 წ. თებერვალი). დარჩა ორი თავი (მ. სააკაშვილი, ნ. ბურჯანაძე), რომლებიც ასევე მეფობდნენ დედამიწაზე (აქ- საქართველოში) და მის მკვიდრებზე. ვიხილე: აჰა, შთანთქა (2008 წ. აპრილი) მარჯვენა თავმა (2008 წ. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა მ. სააკაშვილმა) მარცხენა თავი (ნ. ბურჯანაძე)~ (III ეზრა 11,33-35);

_ `თორმეტი ფრთის~ გაუჩინარებისა (1921-2008 წ.წ.) და `სამი თავის~ ერთობლივად `აღზევებიდან~ (2003 წ. ნოემბერი), მათი რიცხვის `გამარჯვებულ~, იგივე `ბოროტეულ თავამდე~ (III ეზრა 11,35; 45) დაყნანის შემდეგ (2008 წ. მაისი) პოლიტიკურ ასპარეზზე `გამოდის~ _ `... კიდევ ორი მომცრო ფრთა(ვლ. Pუტინი და დ. მედვედევი)~ (III ეზრა 11,22).

ზემოთწარმოდგენილი ერთგვარი შესავლის შემდეგ, მოდით ბიბლიაში მოცემულ მომდევნო მინიშნებათა ნაწილს გავეცნოთ:

_ `ვიხილე: აჰა, ხმა არწივის თავებიდან (ანუ _ მ. სააკაშვილისა და ნ. ბურჯანაძიდან) კი არა, არამედ მისი ტანის შუიდან გამოდის (აქ – 2010 წ. სექტემბერი). დავითვალე ახლად გამოზრდილი ფრთები (აქ – პარტიის ლიდერები) და აჰა, რვა იყო~ (III ეზრა 11,10-11).

ამ ე.წ. `რვიანის~ თაობაზე გვეუწყება _ `ასეთია ამის განმარტება: აღზევდება (ერთდროულად) სამეფოში (საქართველო) რვა მეფე (8 პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე: გ. თარგამაძე, დ. გამყრელიძე, ი. ალასანია, კ. შარტავა, დ. უსუფაშვილი, ზ. ძიძიგრი, კ. დავითაშვილი, ს. ზურაბიშვილი), რომელთა ჟამი ხანმოკლე იქნება და წლები _ სწრაფლმავალი (2010 წ. სექტემბერი – 2011 წ. ივნისი), ორი მათგანი (გ. თარგამაძე და დ. გამყრელიძე) დაიღუპება (`1 მილიონთან~ დაკავშირებული ე.წ. პოლიტიკური სიკვდილი)~ (III ეზრა 12,20).

ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

 

„რვიანიდან“ _ „ექვსიანამდე“

 

`რვა~ პოლიტიკური გაერთიანებიდან `ექვსი~ პოლიტიკური ძალის  მიერ გაგრძელებული ერთობლივი გზასავალი, სამიოდე თვეს რომ მოიცავს, ასეთია:

_ 2010 წლის 27 ივნისს, ანუ `რვიანში~ შემავალი ორი `მეფის~ პოლიტიკური სიკვდილის დღეს _ `... თავისუფალი დემოკრატების ოფისში ირაკლი ალასანიამ და დანარჩენი ექვსი პარტიის ლიდერმა განცხადება გააკეთა... ოპოზიციურ ექვსიანს პოლიტიკური პროცესების წარმართვის გზად ისევ შეთანხმება მიაჩნია...

რვიანი არ დაშლილა, დაშლა ნიშნავს იმას, როდესაც ყველა მიდის. ამ შემთხვევაში საუბარია ორი სუბიექტის წასვლაზე, დანარჩენები ვრჩებით და უფრო მჭიდრო, საქმიანი ინტეგრაციის რეჟიმში ვაგრძელებთ დასახული ამოცანების მიღწევას...~ (გაზ. `ახალი თაობა~, 28/06-11 წ., გვ.2);

_ `... საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებაზე შეკრებილ(ებმა) ექვსიანად რომ გადაკეთდნენ, იმის სადემონსტრაციოდ _ კი არ დავშლილვართ, უფრო მაგრები ვართო, 8 ივლისს კალათბურთის სასახლეში შეკრება მოაწყვეს. პოლიტიკური კოალიციის `დემოკრატიული არჩევანის~ დაარსება საზეიმოდ გვამცნეს...~ (გაზ. `ახალი თაობა~, 6/10-11 წ., გვ. 7).

აღნიშნული დროისათვის, საქართველოში სამი პირობითი პოლიტიკური ერთეული-გაერთიანება ფიქსირდებოდა:

I. ცრუწინასწარმეტყველი-მ.სააკაშვილი, იგივე `მარჯვენა~, ანუ `ბოროტეული თავი~, და მისი სახელისუფლო ძალა _ `ნაცმოძრაობა~;

II. `მარჯვენა თავის~ (მ. სააკაშვილის) მიერ `შთანთქმული~ ე.წ. მარცხენა თავის, ანუ ნ. ბურჯანაძის მეთაურობით მოქმედი _ `სახალხო კრება~; და

III. `რვიანიდან~ `ექვსიანამდე~ `ჩამოლაბორანტებული~ პოლიტიკური კოალიცია _ `დემოკრატიული არჩევანი~ (1. თავისუფალი დემოკრატები, 2. ეროვნული ფორუმი, 3. რესპუბლიკური პარტია, 4. კონსერვატიული პარტია, 5. ხალხის პარტია, 6. საქართველოს გზა).

ყოველივე ზემოთქმულის თაობაზე, ბიბლია შემდეგი მინიშნებით გვეხმიანება _ `აღარაფერი შერჩა არწივის ტანს, ორი უძრავი თავისა (მ. სააკაშვილი, ნ. ბურჯანაძე) და ექვსი მომცრო ფრთის (`ექვსიანი~) გარდა~-ო (III ეზრა 11,23).

ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

 

„ექვსიანიდან“ _ „ოთხიანამდე“

 

ბოლო ჟამის დროის ბორბლისეული გზასავალი თავის კალაპოტში აგრძელებდა წინსვლას. მომდევნო ასაცხადებელი ნიშნის დროითი ათვლა, უკვე _ 2011 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისზე მოდის.

`ექვსი მომცრო ფრთის~, ანუ ე.წ. `ექვსიანის~ მიერ, დიდი ხმაურით დაწყებული და `მარაოების რევოლუციის~ მომხდენად დაანონსებულ-შეგულებული პოლიტიკური კოალიციის _ `დემოკრატიული არჩევანის~ ჩანასახშივე შესამჩნევმა რღვევის პროცესმა 2011 წლის: ივლის-აგვისტო-სექტემბერზე გავლით, 6-7 ოქტომბრისათვის საბოლოოდ იჩინა თავი.

2011 წლის 27 სექტემბერს `ეროვნული ფორუმის~ მიერ წარუმატებელი _ `ქართველთა მარშის~ მოწყობის შემდეგ, უკვე განზე მაცქერალი მათი ლიდერების `საპასუხოდ~, 2011 წ. 5 ოქტომბერს გაჟღერებული, `ექვსიანში~ შემავალი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დ. ბერძენიშვილის განაცხადს _ "5 ნოემბრამდე უნდა ვიცოდეთ, შეიქმნება თუ არა საარჩევნო ბლოკი და მასში ალასანია და ფორუმი იქნებიან თუ არაო", 6 ოქტომბერს, თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირ. ალასანიას მიერ გაკეთებული პასუხი მოჰყვა _ `... ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა, მოვიწვიე ექვსიანის ლიდერები და ვილაპარაკეთ... დღეს იმ ფორმით, როგორითაც ექვსიანი არსებობდა საკუთარ მოქმედებას ვერ აგრძელებს~-ო (გაზ. `ახალი თაობა~, 6/10-11 წ., გვ.2); _ `მე ვერ დაველოდები ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას... "ექვსიანის" ლიდერებმა ვერ აუბეს მხარი "თავისუფალი დემოკრატების" კონკრეტულ ქმედებასო", ანდა _ `ოპოზიციური "ექვსიანი" აღარ არსებობს, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გუშინ საღამოს, ტელეკომპანია `მაესტროს" ეთერში განაცხადა. და ა.შ.

`ეროვნული ფორუმისა~ და `თავისუფალი დემოკრატების~ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, დაშლილი `ექვსიანის~ ოთხი შემორჩენილი პარტიის ლიდერის ერთობლივი საპასუხო ქმედება მოჰყვა _ `2011 წლის 8 ივლისს ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ ("ეროვნული ფორუმი", "თავისუფალი დემოკრატები", "კონსერვატიული პარტია", "რესპუბლიკური პარტია", "საქართველოს გზა" და "ხალხის პარტია") შევქმენით პოლიტიკური კოალიცია "თავისუფალი არჩევანი" და განვაცხადეთ, რომ ვიღებდით პასუხისმგებლობას საარჩევნო გარემოსთან ერთად საარსებო გარემოს შეცვლაზე, არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნაზე და ქვეყანაში პოსტსაბჭოური ნეობოლშევიზმის ეპოქის დასრულებაზე...

თუ ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ჩვენს მიერ გაცხადებული ძირითადი კონცეფციისა ("ხელისუფლება უნდა შეიცვალოს სამართლიანი არჩევნებით ან უსამართლო არჩევნების ფონზე"), მაშინ დაუყოვნებლივ უნდა ვიღებდეთ ხელში ინიციატივას და არ უნდა ვუშვებდეთ მოვლენების განვითარებას ძველი სცენარით...

ამ საკითხებზე ხანგრძლივი და მრავალგზის საუბრების შემდეგ ჩვენმა პარტნიორებმა საბოლოოდ უარი განაცხადეს სადამფუძნებლო შეთანხმების მიხედვით საქმიანობაზე და, შესაბამისად, კოალიცია "თავისუფალი არჩევანისთვის" აღარ ფუნქციონირებს. ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ სწორი პოლიტიკური პროექტის შესაქმნელად, ასამოქმედებლად და შესანარჩუნებლად და ვწუხვართ მისი ამგვარი დასასრულის გამო. - ნათქვამია განცხადებაში~ (იხ. ინტერნეტ გვერდი).

ამდენად, ე.წ. `რვიანის~ დაშლის შემდეგ (2011 წ. 27 ივნისი) `ექვსიანად~ გადაკეთებული პოლიტიკური კოალიციის _ `დემოკრატიული არჩევანის~ (2011 წ. 8 ივლისი) ერთობლივი გზასავალი, 2011 წლის 6-7 ოქტომბერს საბოლოოდ დასრულდა.

ცრუწინასწარმეტყველი-მ.სააკაშვილის გულისგასახარად მიმდინარე _ `ექვსიანიდან~ `ოთხიანამდე~ `ჩამოლაბორანტების~ პროცესზე მიმანიშნებელი ბიბლიური ტექსტი ასე იკითხება _ `ვიხილე: აჰა, ექვსი მომცრო ფრთა ორად გაიყო (რუსულ ბიბლიაში ვკითხულობთ: `იზ შესტი პერიევ ოტდელილის დვა~) და დარჩა თავს ქვემოთ (`პოდ გოლოვოიუ~), მარჯვენა (აქ – მ. სააკაშვილის) მხარეს (`კოტორაია ბილა ს პრავოი სტორონი~), ხოლო ოთხი ("კონსერვატიული პარტია", "რესპუბლიკური პარტია", "საქართველოს გზა" და "ხალხის პარტია") თავის ადგილზე დარჩა~-ო (III ეზრა 11,24).

 

 

გილოცავთ: „შუა ხანის“ ეტაპმა ჩამოჰკრა

 

2009 წლის მარტი-აპრილიდან დაწყებულ: `ძე კაცისას ინდივიდუალური ეტაპის~ მიმდინარეობისეულ დროით მონაკვეთში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიჯნის კონტური გამოჩნდა _ 2011 წლის 7 ოქტომბერი, რომელ დღესაც თავისი ათვლა დაიწყო, ბიბლიაში `შუა ხანად~ სახელდებულმა გზასავალმა.

აღნიშნულის თაობაზე ბიბლიაში ვკითხულობთ _ `შუა ხანის მოახლოებისთანავე (აქ – 2011 წ. 7 ოქტომბრიდან) ოთხი მეფე (პოლიტიკური პარტია და მათი ლიდერი) შემორჩება იმ დრომდე, როცა დაიწყებს მოახლოებას მისი ჟამი, რათა დასრულდეს...~-ო (III ეზრა 12,21).

მაშასადამე, ბიბლიაში დეტალურად აღწერილი, და ჩვენს თვალწინ მიმდინარე ე.წ. `რვიანის~, ჯერ _ `ექვსიანად~, ხოლო მათ ბაზაზე `ოთხი მეფის~, ანუ ოთხი პოლიტიკური სუბიექტისაგან შემდგარი გაერთიანების წარმოქმნის პროცესი, თურმე _ `შუა ხანის მოახლოებას~ გვაუწყებს.

ბიბლია იქვე ცალსახად გვანიშნებს, რომ ეს _ `ოთხი მეფე (4 პოლიტიკური პარტია და მათი ლიდერი) შემორჩება~, თურმე _ `იმ დრომდე, როცა დაიწყებს მოახლოებას მისი ჟამი, რათა დასრულდეს...~-ო (III ეზრა 12,21).

ვფიქრობთ ძნელი არ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ აღნიშნულით _ მეორედ შობით უკვე მოსული ძე კაცისას (იხ. გაზ. `დედანი ენის სასწაული~, # 12 (789), გვ.1-8) ძალმოსილებით აღჭურვისა და მისი _ უფალ იესუ ქრისტედ გაცხადებისეული დროის `მოახლოებაზე~ მიგვენიშნება.

ამდენად, 2011 წ. 7 ოქტომბერს მომხდარი:             `ექვსიანიდან~ `ოთხიანად~ საბოლოოდ `გარდასახვით~, გვეუწყა _ `შუა ხანის მოახლოება~, და რომ ამ `ოთხეულის~ ერთობა თურმე (2011 წ. 7 ოქტომბრიდან ათვლით) შემორჩება _ `...იმ დრომდე, როცა დაიწყებს მოახლოებას მისი (აქ – მეორედ შობით უკვე მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვის, ანუ მისი უფალ იესუ ქრისტედ დაცხადების) ჟამი, რათა (ბოლო ჟამად სახელდებული დრო) დასრულდეს...~ (III ეზრა 12,21).

დიახ, გილოცავთ: `შუა ხანის~ დამდგარმა ეტაპმა _ ზარი ჩამოჰკრა.

ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

 

`შუა ხანის~ დადგომის

ყველასათვის თვალმისადევნებელი მინიშნებანი

 

წინამდებარე მონაკვეთისეული თხრობა, ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ქრისტიანობის თეოლოგისა და მწერლის _ კლემენტი ალექსანდრიელის (150-215 წ.წ.) პირით მოწვდილით გვინდა დავიწყოთ.

ცნობილია, რომ _ `...სიმბოლური სახის ერთ-ერთ კონკრეტულ ფორმად კლემენტის, ისევე როგორც მის წინამორბედებს, ბიბლიურ ტექსტში ფრიად გავრცელებული იგავი (პარაბოლე) მიაჩნდა. მისი თვალსაზრისით, იგავი აზრთა გამოხატვის ისეთი საშუალებაა, როცა სახელდებით არ აღინიშნება მოვლენა, მაგრამ რომელიმე უბრალო საგნის გადმოცემისას `ნართაულად~ მინიშნებულია უფრო ღრმა, `ჭეშმარიტი~ აზრი: `წერილი სარგებლობს გამოხატვის მეტაფორული საშუალებებით, მაგალითად, იგავით. გამოხატვის იგავური ფორმა არ შეიცავს მთავარ მნიშვნელობას (კÂირიონ), მაგრამ ნართაულად მის გაგებამდე მივყავართ. ანდა როგორც ზოგიერთები ამბობენ, იგავის ფორმა (ლექსის) ერთ მნიშვნელობას მეორის მეშვეობით გამოხატავს~. ამასთანავე, იგავის ფორმა განზრახ არის გაანგარიშებული მრავალნიშნადობაზე, რათა `ჭეშმარიტი~ და, რა თქმა უნდა, ერთადერთი მნიშვნელობა მხოლოდ იმან გაიგოს, ვინც ჭეშმარიტ შემეცნებას მიელტვის...~ (თამაზ ჩხენკელი, `ლაზარე გამოვედ გარე~, თბ. 2009 წ., გვ.281-282).

სხვათა თვალისათვის `შუა ხანისეული~ ეტაპის დადგომის უჩინარად მიმდინარე პროცესი, არ შეიძლებოდა `საყოველთაო ყურადღების~ ამა თუ იმ ფორმით გამოვლენის გარეშე დარჩენილიყო.

და მართლაც, `შუა ხანის~ დადგომის დამაფიქსირებელ _ 2011 წლის 7 ოქტომბრის დღეს, საქართველოში მიმდინარე პროცესი _ მსოფლიოს ყურადღების ქვეშ, როგორც მინიმუმ სამი ფაქტორის გამო მოექცა:

I. წინასწარ გაცხადებული ტურნს ფარგლებში _ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თბილისში ჩამოვიდაა _ `მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით, 16:45 საათზე დაეშვა. აეროპორტში საფრანგეთის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დახვდა. ნიკოლა სარკოზი თბილისში ოთხ ფრანგ მინისტრთან ერთად ჩამოვიდა. ის თბილისში რამდენიმე საათით გაჩერდება და საქართველოს დღესვე დატოვებს~ (იხ. ინტერნეტ გვერდი);

II. მიუხედავად იმისა, რომ `თბილისობის~ დღესასწაული ყოველწლიურად ოქტომბრის თვის ბოლო კვირას იმართება, მიზეზთა გამო მისი აღნიშვნა 2011 წ. 7 ოქტომბრის პარასკევ დღეს იქნა გადმოტანილი, და იგი დასვენების (საზეიმო) დღედ გამოცხადდა. თბილისობის დღესასწაულზე ერევნისა და კიშინიოვის მერები, ასევე ბრისტოლის ლორდ მერი ჩამოვიდნენ;

III. 2011 წლის 5 ოქტომბერს საჯაროდ გაცხადდა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას გეგმავდა, მსოფლიოში ერთ-ერთი, ხოლო საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, ყველასათვის ცნობილი ბიზნესმენი და მეცენატი _ ბიძინა ივანიშვილი. აღნიშნული სულისკვეთების გამომხატველი მის მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადების ტექსტი, სწორედ _ 2011 წ. 7 ოქტომბერს იქნა გაკეთებული _ ` გთავაზობთ განცხადების შესავალს: მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და ჩატარებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, რომელთა მიხედვითაც ნათლად ვლინდება სააკაშვილის სურვილი, ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ხელისუფლების სათავეში, მიმაღებინა გადაწყვეტილება, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. სააკაშვილის მმართველობის დროს დაშვებული იყო (და დღემდე გრძელდება) ისეთი უამრავი პატარა, დიდი და მიუტევებელი შეცდომები, რომ მის ადგილზე ნებისმიერი საღად მოაზროვნე და გონიერი პოლიტიკოსი ვადაზე ადრე წავიდოდა პოლიტიკიდან და პატიებას სთხოვდა თავის ხალხს (იხ. ინტერნეტ გვერდი)

ბიბლიაში `მესამე ეზრას~ წერილში დაფიქსირებული ხატოვანი მინიშნება _ `შუა ხანი~, ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელთა თაობაზეც კლემენტი ალექსანდრიელი ასე საუბრობს _ `... წინასწარმეტყველნი არასოდეს სარგებლობდნენ `ხატოვანი გამოთქმებით~. სიტყვის შესამკობად ამგვარ გამოთქმებს ისინი მხოლოდ იმისათვის იყენებდნენ, რომ `მრავალსახედ დაებეჭდათ ჭეშმარიტება~, რომელიც კლემენტის გაგებით, მხოლოდ მათთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ვინც ჭეშმარიტების ძიებას შესწირა თავი. ბრბოსათვის, ფიქრობდა იგი, ხელმისაწვდომი ის არის, რაც მისი შესაგვანია...~ (თამაზ ჩხენკელი, `ლაზარე გამოვედ გარე~, თბ. 2009 წ., გვ.281-282).

ასე და ამგვარად, საქართველოს რეალობაში 2011 წლის 7 ოქტომბერს წარმოჩენილი მოვლენები, თითქმის ყველასათვის მხოლოდ გარეგნული ფაქტორებით გამოწვეულთან რომ კავშირდებოდა, სინამდვილეში, მხოლოდ მცირედთათვის გასაგებ-აღსაქმელი უდიდესი მინიშნების, ზემოთქმული _ მისტერიული `შუა ხანის~ დადგომისეული პროცესის დამაფიქსირებელი გახლდათ.

 

ძვირფასო მკითხველო!

ბოლო ჟამში, აღნიშნული მოვლენის შემდგომ დროთა მდინარებაზე საუბარი, თუ ღმერთი ინებებს, სხვა დროისათვის გადავდოთ. წინამდებარე თხრობა კი, ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანი ღვთისმეტყველისა და მწერლის _ ტერტულიანეს (160-220 წ.წ.) მიერ გამოთქმული შემდეგი მოსაზრებით გვინდა დავასრულოთ _ `... ტერტულიანეს აზრით, საღვთო წერილის ყოველ წინადადებაში რამდენიმე მნიშვნელობა დევს, ხოლო გრძნობით სახეებში ღრმა აზრებია დაფარული... მისი თვალსაზრისით, თუკი გამოსახულება შეიცავს სახეს ჭეშმარიტებისას, მაშინ ჭეშმარიტებაც შეიცავს ამ გამოსახულებას. ე.ი. გამოსახულებაც ჭეშმარიტია. აუცილებელია, რომ გამოსახულება თავისთავად არსებობდეს მანამდე, სანამ იგი სხვა საგნის სახედ გამოდგებოდეს, რადგან მსგავსება ვერ დაეფუძნება სიცარიელეს, ხოლო იგავი _ უმნიშვნელო რამეს.

ეს აზრი შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: სიმბოლიკური მნიშვნელობა მხოლოდ დამოუკიდებელი ღირებულებისა და საკუთარი შინაგანი მნიშვნელობის მქონე საგანმა შეიძლება იტვირთოს. აუცილებელია `სახესა~ და აღსანიშნავ მოვლენას შორის ერთგვარი შესაბამისობა, `მსგავსება~ არსებობდეს. სიტყვიერ ტექსტთან, კერძოდ, იგავთან დაკავშირებით, მხედველობაში ისა აქვთ, რომ ტექსტს გარკვეულად მანამ უნდა გააჩნდეს პირდაპირი მნიშვნელობა, სანამ `დაიტვირთებოდეს~ სიღრმისეული აზრით...~ (თამაზ ჩხენკელი, `ლაზარე გამოვედ გარე~, თბ. 2009 წ., გვ.283-284).

ვისაც ყური აქვს ისმინოს _ 2011 წლის 7 ოქტომბერი: `შუა ხანისეული~ დამდგარი ეტაპის დამაფიქსირებელი დღეა.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!