Print

გაზ. # 15(792)

 

იოსებ არიმათიელისეული ნიშანნი

ბოლო ჟამისანნი

 

 

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

 

ბოლო ჟამად სახელდებულ დროთა მდინარებაში, თავისი არსობრივი მნიშვნელობით უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს _ იოსებ არიმათიელის პიროვნების გამოჩენა-შეცნობას.

 

ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნების გამოკვეთით, თავად ბოლო ჟამის დასრულების, ანუ მეორედ ღმერთად მომავალი უფალი იესუ ქრისტეს გაცხადების დროის მოახლოება გვეუწყება.


 

ნათქვამის მართებულად აღქმისათვის, მოდით, ერთად გავიხსენოთ სახარებებში დაცული ის ადგილები, რომლებშიც, გარდა ღიად დასანახ-აღსაქმელი მინიშნებისა, მთელი სიგრძე-სიგანითაა განივთებული ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნების შესაცნობი კოდირებული ინფორმაცია.  

 

 

 

 

 

სახარებისეული მინიშნებანი

 

 

 

_ „და მწუხრის ჟამს მოვიდა მდიდარი არიმათიელი კაცი, სახელით იოსები, რომელიც აგრეთვე იესოს მოწაფე იყო. მივიდა იგი პილატესთან და გამოითხოვა იესოს სხეული. და მაშინ ბრძანა პილატემ, სხეული მიეცათ მისთვის. და წამოიღო მისი სხეული იოსებმა, და შეხვია წმიდა ტილოში. და დაასვენა იგი მის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში გამოეკვეთა მას; და მიაყუდა დიდი ლოდი სამარხის კარს და წავიდა“ (მათე 27, 57-60).

 

_  „მოვიდა იოსებ არიმათიელი, წარჩინებული მრჩეველი, რომელიც თავადაც მოელოდა ღმრთის სასუფეველს, და გაბედა პილატესთან შესვლა, და გამოითხოვა იესოს სხეული. ხოლო პილატეს გაუკვირდა, განა უკვე მოკვდაო, და მოუხმო ასისთავს და ჰკითხა მას: დიდიხანია მოკვდა? და როცა შეიტყო ასისთავისგან, მისცა მისი სხეული იოსებს. ხოლო მან იყიდა ტილო, და ჩამოხსნა იგი ჯვრიდან, გახვია ტილოში და სამარხში დაასვენა, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაყუდა სამარხის კარს“ (მარკოზი 15, 43-60).

 

_ „და აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, წარჩინებული მრჩეველი, კაცი კეთილი და სამართლიანი, რომელიც არ მონაწილეობდა მათს თათბირსა და მათს საქმეში, და თავადაც მოელოდა ღმრთის სასუფეველს, იუდეას ქალაქ არიმათეის მკვიდრი, მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს სხეული. ჩამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ“ (ლუკა 23, 50-53).

 

_ „ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა (რომელიც იესოს მოწაფე იყო, მაგრამ ფარულად, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდა) სთხოვა პილატეს, რათა ჩამოეხსნა იესოს სხეული. და ნება დართო პილატემ. და მივიდა და ჩამოხსნა მისი სხეული. და მივიდა ნიკოდემეც (რომელიც წინათ ღამით მივიდა იესოსთან), და მოიტანა მურისა და ალოეს ნაზავი, ასიოდე ლიტრა. და აიღეს იესოს სხეული, და გახვიეს ტილოებში, ნელსაცხებელთან ერთად, როგორც ჩვეულებისამებრ მარხავენ იუდეველნი. იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს, იყო ბაღი, ხოლო ბაღში - ახალი სამარხი, რომელშიაც მანამდე არავინ დაესვენებინათ. იქ დაასვენეს იესო, იუდეველთა პარასკევის გამო, ვინაიდან ახლოს იყო სამარხი“ (იოანე 19, 38-42).

 

საუბრის გაგრძელებამდე გასააზრებელი

 

 

 

როგორც ვიცით, უფალ იესუ ქრისტეს ჯვარცმული სხეულის აღდგომა, ანუ მისი _ უკვდავ, ღვთაებრივ რანგში გადასვლა, სწორედ იოსებ არიმათიელის კუთვნილი საფლავიდან განხორციელდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ძნელი აღარ უნდა იყოს ზემოთქმულის არსში წვდომა _ ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნების გამოჩენით, მაცხოვრის (აქ _ შობით უკვე მოსული ძე კაცისას) აღდგომის (გაცხადების) დროის მოახლოება გვიფიქსირდება.

 

ამ მოსაზრებას, თავისებურად ამყარებს სახელდება _ იოსებ არიმათიელი. სულხან-საბასეული სწავლებით _ - „იოსებ  აღორძინება, გინა დიდება, გინა შეძინება ღვთისა“ [სულხან-საბა, „ლექსიკონი ქართული“, ტ. II, თბ. 1993 წ., გვ.618]; აქ ნახსენები მინიშნება გვაუწყებს:  აღორძინება _ „განახლება  გაახლება“-აო  [სულხან-საბა, „ლექსიკონი ქართული“, ტ. I, თბ. 1991 წ., გვ.136]; გარდა ამისა _ „არიმათია  ამაღლება მისი“-ს შინაარსის მატარებელია [სულხან-საბა, „ლექსიკონი ქართული“, ტ. II, თბ. 1993 წ., გვ.604];

 

ჩვენის აზრით, აქ საქმე გვაქვს ღიად მოცემულ კოდირებული ინფორმაციის მატარებელ ტექსტთან, რომელიც, ერთის მხრივ _ `აღორძინებაზე~, ანუ _ `განახლებაზე~, ხოლო მეორეს მხრივ _ `ამაღლებაზე~ იუწყება.

 

გაზეთის წინა ნომრებში უკვე ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ _ 2011 წლის 7 ოქტომბერს განვითარებული მოვლენებით, ბიბლიური _ `შუა ხანის~ დადგომა დაგვიფიქსირდა. ამ კუთხით, 2011 წლის 5-7 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პროცესები გვაუწყებს, რომ უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებამდე ასახდენი _ გზების მოსწორებისეული ეტაპი დაიწყო.

 

ამასთანავე, წმიდა წერილი არაერთი კუთხით გვიფიქსირებს, რომ გზების მოსწორებისეული ეტაპის დაწყებიდან, მაცხოვრის გაცხადებამდელ დროში, ე.წ. _ მხილებისეული მიჯნაა გასავლელი. ამ უაღრესად მნიშვნელოვანი მისიის მატარებელი ჯგუფის გამოჩენა, ჩვენის აზრით, ზემოთ უკვე ხსენებულ _ 2011 წლის 5-7 ოქტომბრისა და 1 ნოემბრის შემდგომად უნდა მოხდეს.

 

მხილებისეული მისიის მატარებელი ჯგუფის ერთ-ერთ შემადგენელ მხარეს კი, სწორედ ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნება (და მის სახელთან დაკავშირებული გაერთიანება) მოიაზრება. აღნიშნულის თაობაზე საუბრის გაგრძელებამდე გვინდა შეგახსენოთ, რომ _ 2011 წლის 3 ნოემბერს, დაფუძნდა _ პოლიტიკური გაერთიანება „განახლებული საქართველო“, რომლის სულისჩამდგმელიც გახლავთ _ რუსეთში მოღვაწე, სოხუმიდან იძულებით გადაადგილებული, და შემდგომად, ღმერთის შეწევნით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მყოფი ქართველი ბიზნესმენი _ ბატონი მინდია გულუა.

 

ქვემოთ გადმოცემული ნიშნები რამოდენიმე სახისაა. საუბარი სახარებისეული მინიშნებებით გვინდა დავიწყოთ. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბოლო ჟამში

 

იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნების

 

შეცნობისეული ნიშნები

 

 

 

1. წარმოშობა-მოღვაწეობის ადგილი

 

-„და აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები... ქალაქ არიმათეის  მკვიდრი [აქ – არიმათიელი] ...“ (ლუკა 23, 50-51).

 

ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნების აცხადების ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა, ანუ ქართული ცნობიერებისეული კუთხით _ ქალაქ არიმათეის  მკვიდრობა, ანუ  `არიმათიელობა~, გვეუბნება, რომ ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნება:

 

 _ 1. `არი[ს] მათი[ვე] ელი[ს] (აქ – ღმერთის)~, რწმენის, ანუ მართლმადიდებელი აღმსარებლობის  მიმდევარიო; და

 

_ 2. `არი[ს] მათი[ვე] ელი[ს] (ღმერთის)~, აქ _ იგივე ეროვნების, ანუ ქართველი.

 

მეორეს მხრივ, კოდი: „ქალაქ არიმათეის მკვიდრი [არიმათიელი]“, დამატებით, ასეთი ორმაგი ნიშნის მატარებელიცაა:

 

1. „არიმათია“ მიგვანიშნებს, რომ ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნება, განსახილველი დროისათვის, არ იცხოვრებს საქართველოში: „არ არის მათი“;

 

2. „ქალაქ არიმათეის მკვიდრი“ გვაუწყებს, რომ წარმოშობით -  ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნება, განსახილველი დროისათვის, მიზეზთა გამო - არა მათი  დაქვემდებარების მქონე [„არ არის მათი“] ქალაქიდან  უნდა იყოს.

 

 

 

 

 

2. მოძიების დრო, ანუ კოდი: „მწუხრის ჟამს“

 

_ „და მწუხრის ჟამს მოვიდა ...“ (მათე 27, 57).

 

_ კოდი: „მწუხრის ჟამს“,  დროითი ნიშანია, და გვანიშნებს წელიწადის იმ მონაკვეთს: როცა ღამე იწყებს მატებას, ანუ დროს _ 22 ივნისიდან (ყველაზე პატარა ღამე), ვიდრე 22 დეკემბრამდე (ყველაზე დიდი ღამე);

 

ამდენად, ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნების „გამოჩენა-გაცნობის“ დროა:  22 ივნისიდან ვიდრე 22 დეკემბრამდე.

 

 

 

3. კოდი „მდიდარი“

 

- „... მოვიდა მდიდარი არიმათიელი კაცი, სახელით იოსები...“ (მათე 27, 57).

 

ამდენად, ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნება მდიდარი უნდა იყოს.

 

 

 

4. კოდი „წარჩინებული მრჩეველი“

 

_ „მოვიდა იოსებ არიმათიელი, წარჩინებული მრჩეველი...“ (მარკოზი 15, 43).

 

კოდით: „წარჩინებული მრჩეველი“ („შუენიერი მზრახველი“), გვენიშნება, რომ ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელ პიროვნებას კარგი ჩანაფიქრი (ზრახვა) უნდა ჰქონდეს.

 

 

 

5. კოდი „კაცი კეთილი და სამართლიანი“,

 

-„და აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები...  კაცი კეთილი და სამართლიანი...“ (ლუკა 23, 50).

 

_ კოდით: „კაცი კეთილი და სამართლიანი“, მოცემულია ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნების დახასიათება;

 

 

 

6. კოდი „არ მონაწილეობდა

 

მათს თათბირსა და მათს საქმეში“

 

_ „და აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები... რომელიც არ მონაწილეობდა მათს თათბირსა და მათს საქმეში...“ (ლუკა 23, 50-51).

 

კოდით: „რომელიც არ მონაწილეობდა მათს თათბირებსა და მათს საქმეში“, გვეუწყება, რომ ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნება არაა ბოლო ჟამის გატიალების სიბილწის დამამყარებელთა (ანტიქრისტე და ცრუწინასწარმეტყველი თავიანთი გუნდით) საქმეების თანაზიარი;

 

 

 

7. კოდი „თავადაც მოელოდა ღმრთის სასუფეველს“

 

_ „მოვიდა იოსებ არიმათიელი... რომელიც თავადაც მოელოდა ღმრთის სასუფეველს...“ (მარკოზი 15, 43).

 

კოდით: „რომელიც თავადაც მოელოდა ღმრთის სასუფეველს“, გვენიშნება: ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნების რელიგიისადმი დამოკიდებულება, ანუ მისი დიდი რწმენა;

 

 

 

8. კოდი „მივიდა იგი პილატესთან“

 

_ „... არიმათიელი კაცი, სახელით იოსები მივიდა იგი პილატესთან ...“ (მათე 27, 57-58).

 

_ „მოვიდა იოსებ არიმათიელი... და გაბედა პილატესთან შესვლა...“ (მარკოზი 15, 43).

 

_ „და აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები ... მივიდა პილატესთან ...“ (ლუკა 23, 50; 52).

 

აქ გვენიშნება, რომ: ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელ პიროვნებას, გარკვეული ფორმით უნდა შეეძლოს ბოლო ჟამის პილატეს არსის მატარებელ პირთან ... კონტაქტი.

 

 

 

 

 

9. კოდი „ფარულად“

 

-„ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა (რომელიც იესოს მოწაფე იყო, მაგრამ ფარულად, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდა)...“ (იოანე 19, 38).

 

აქ გვეუწყება, რომ ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელ პიროვნებას გარკვეული პრობლემები უნდა ჰქონდეს საქართველოში ჩამოსვლაზე. 

 

 

 

10. ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნები დაბადების თარიღთან დაკავშირებული მინიშნებანი

 

 

 

ა) დაბადების სავარაუდო წელი

 

კაცობრიობა სასოებით მოელის ღმერთის მიერ მისთვის მიცემული აღთქმის ასრულებას. საქართველოს საპატრიარქოს მიერ 1989 წელს გამოცემული ბიბლიის  წინასიტყვაობაში ვკითხულობთ - „... რა არის „აღთქმა“ ? ებრაული სიტყვა - ბერით, რომელსაც თარგმნის ქართული სიტყვა, ნიშნავს - კავშირს, შეთანხმებას. ამრიგად, ღმერთი კრავს კავშირს ადამიანთან, როგორც ისეთ არსებასთან, რომელიც ატარებს ღვთის ხატებას და მოწოდებულია ღვთის მსგავსების მისაღებად (განღმრთობა, თეოზისი)...“ (გვ. 8).    

 

ღმერთის მიერ სამყაროს ქმნადობის მე-6 დღეს ქმნილის თაობაზე, ბიბლიაში ვკითხულობთ - „თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად...“ (დაბ. 1,26).

 

კოდი: „კაცი“ = კ[11] + ა[1] + ც[29] + ი[10] = 51 = 5 + 1 = 6.

 

ე.ი. ქმნადობის მე-6 დღეს ქმნილის, ანუ ზოგადად _ კაცის ციფრული კოდი 6-ის ტოლია.

 

კოდი: „ღმერთი“ = ღ[25] + მ[13] + ე[5] + რ[19] + თ[9] + ი[10] = 81 = 8 + 1 = 9.

 

ე.ი. უზენაესი ძალის, ანუ ღმერთის ციფრული კოდია, ერთეული სიდიდის უმაღლესი ციფრი - 9.

 

ამდენად, ბოლო ჟამის დამთავრების შემდეგ, ღმერთის ნებით, მოხდება - კაცის, ანუ 6 - იანის, გაღმრთობა, ანუ 9 -იანში გადასვლა.

 

მაშასადამე, ბოლო ჟამში მოსახდენი ამ უდიდესი მოვლენის უცილობელი ასრულების დასტურად, იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნება იქნება - ის, ვინც გარკვეულ წილად (ნიშნად), კავშირშია კოდირებულ: 6 -სსა და 9 -სთან, ანუ _ 69 -სთან.

 

კოდირებული _ „69“, გამორიცხავს რა თავისი არსით _ დაბადების თვისა და რიცხვის ალბათობას, დაბადების წელზე უნდა უთითებდეს.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნება დაბადებული უნდა იყოს, ბოლო ჟამის ათვლის დაწყების საუკუნის (ათას ცხრაას...) 69 -ე, ანუ _ 1969 წელს.

 

 

 

 

 

ბ) დაბადების სავარაუდო თვე და რიცხვი

 

ბოლო ჟამის დასრულების შემდეგ, ახალ რანგში გადამსვლელთა თაობაზე ბიბლია ასე გვაუწყებს _ „ადრე მითქვამს, ახლაც ვამბობ, და კვლავ ვიტყვი: დასაღუპად განწირულნი გადარჩენილებზე ბევრნი არიან, როგორც ტალღაა მეტი წვეთზე,,,“ (III ეზრა 9,15-16).

 

აქ მითითებული „ტალღა და წვეთი“, კოდირებულად, მეორედ მოსვლის ზოგადკაცობრივ მოვლენას _ წარღვნის არსთან აკავშირებს.

 

როგორც ვიცით, ცოდვაში ჩაფლული კაცობრიობა, ბიბლიის მიხედვით, წარღვნის შედეგად განადგურდა. უშუალოდ წარღვნის დაწყების თაობაზე კი ბიბლიაში ასეთი მინიშნებაა მოცემული - „... მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს, _ ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები. აწვიმდა ქვეყანას...“ (დაბ. 7,11-12).

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნება, წარღვნის დაწყებისეული _ „მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღის“ ნიშნის მატარებელი უნდა იყოს.

 

ღოგორც ვიცით_ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ახალი წლის ათვლას _ სექტემბრის თვიდან იწყებს.

 

მაშასადამე, შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნება დაბადებული უნდა იყოს _ „მეორე (ანუ - ოქტომბრის) თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს“.

 

 

 

 

 

დასკვნის მაგიერ

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ _ ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნება დაბადებული უნდა იყოს _ 1969 წლი 17 ოქტომბერს.

 

 

 

 

 

11. დიდი ცვლილებების მაუწყებელი დროითი მიჯნები

 

სახარებაში იოსებ არიმათიელთან დაკავშირებით გვეუწყება, რომ იგი _ „... თავადაც მოელოდა ღმრთის სასუფეველს“-ო (ლუკა 23,51).

 

სასუფეველის, ანუ სამოთხის თაობაზე მინიშნება გვხვდება, მაცხოვრის მიერ მონანიე ავაზაკისადმი მიმართულ სიტყვებში _ „ხოლო იესომ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23,43).

 

კოდირებული სიტყვა _ „სამოთხე“, ზოგადად, 3 -ისა და 4 -ის, ანუ _ 34 -ის არსობრივ მხარეს მოიცავს, რომლის სარკისებური ანარეკლია _ 43.

 

მიღებული _ „34“ და „43“, იგავურად, ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნების დაბადების, ანუ 1969 წლიდან ათვლით, ორ დროით ნიშანს გამოკვეთავს: 1. 1969 + 34 = 2003; და 2. 1969 + 43 = 2012.

 

მაშასადამე, ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნების ასაკისეულ დროით მიჯნებზე, ანუ _ 34  და 43 წლებზე დაყრდნობით, ორი დროითი მონაკვეთი _ 2003 და 2012 წლები იკვეთება.

 

აღნიშნული, თავის მხრივ, ასევე ორი კოდირებული არსის მატარებელია:

 

1. ერთის მხრივ იგი, გამოთვლილი _ 2003 და 2012 წლების დროითი მიჯნების დადგომისას მოსახდენი მოვლენების ურთიერთკავშირზე გვაუწყებს; ხოლო

 

2. მეორეს მხრივ, კოდირებულად, ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნების შეცნობისეული დროის ზედა მიჯნად _ 2012 წელს გამოკვეთავს.

 

როგორც ვიცით, 1969 + 34, ანუ 2003 წელს _ ანტიქრისტეს არსის მატარებელი ე. შევარდნაძის დრო დასრულდა, რომელიც, ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელმა _  მ. სააკაშვილმა შეცვალა.

 

აღნიშნულზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 1969 + 43 , ანუ 2012 წელი, ასევე _ უდიდესი ცვლილებების მაუწყებელი წელი უნდა იყოს.

 

მეორეს მხრივ, კოდირებული _ 34 და 43 წლები, ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნების შეცნობის _ ქვედა და ზედა ზღვრებზე, ანუ 2003 და 2012 წლებზე გვანიშნებს.

 

უკვე გამოთვლილ _ 1969 წლის 17 ოქტომბერზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ _ ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნების არსის გახსნა უნდა მოხდეს: 1969 წლის 17 ოქტომბრიდან ათვლით 42 წლის შესრულებიდან, ანუ 2011 წლის 17 ოქტომბრის შემდეგ, ოღონდ არა უგვიანეს _ 2012 წლის დაწყებამდელ დროის მონაკვეთში.

 

 

 

 

 

12. ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნების

 

შეცნობისშემდგომი საქმიანობის დეტალები

 

 

 

I. „და წამოიღო მისი სხეული („გუამი“) იოსებმა და შეახვია („წარგრაგნა“) წმიდა ტილოში“ [მათე 27,59]; ანდა: „ხოლო მან იყიდა ტილო („არდაგი“), და ჩამოხსნა იგი ჯვრიდან, გახვია ტილოში („წარგრაგნა იგი არდაგითა მით“)...“ [მარკ. 15,46].

 

 

 

კომენტარი: აქ ყურადსაღებია შემდეგი კოდური მინიშნებანი:

 

_ „ტილო“ [სულხან-საბასეული მინიშნებით: „ტილო სელთა და კანფთა ლარი“-ა (ტ. II., გვ.138)]; _ „იყიდა“; _ „ჩამოხსნა იგი ჯვრიდან“; _ „გახვია ტილოში“;

 

_ „და მოვიდა ნიკოდემეც („ნიკოდემოსცა“), რომელიც წინათ ღამით მივიდა იესოსთან, და მოიტანა მურისა და ალოეს ნაზავი, ასიოდ ლიტრა“ [იოანე 19,39].

 

აქ ყურადსაღებია მინიშნება _ `ალოეს ნაზავი, ასიოდ ლიტრა~, და აი როგორ:

 

1. კოდი: „ალოე ბალახი არს დიდ-ფურცელი, ასთა [აქ – რიცხობრივ სიდიდეზე: 100 -ზეა მინიშნება] წელთა შემდგომად აყვავდების და ერთსა ნაყოფსა გამოიბამს და, რა გასქდება [აქ უკვე: მოსახდენი მოვლენის არსობრივ მხარეზე გვეთითება], დიდსა ხმასა გაიღებს, და მისგან უცხო სუნნელი გამოვა...“ (საბა, ტ. I, გვ. 47-48);

 

2. კოდი: „ლიტრა ... 4 გრამა ერთი დრაჰკანია... 72 დრაჰკანი ერთი ლიტრაა...“ (საბა, ტ. I, გვ. 417). აღნიშნულში ასევე რიცხობრივი ნიშანია შეფარული. კერძოდ: 

 

1     დრაჰკანი = 4 გრ.;

 

72 დრაჰკანი = 4 X 72 = 288 გრ.;

 

100 ლიტრა = 100 X 288 = 28 800 გრ.

 

28 800 („ასიოდ ლიტრა“) X 100 („ალოე“ –სეული: ასი) = 2 880 000 გრ.

 

 

 

_  „... და შეახვია წმიდა ტილოში. და დაასვენა იგი მის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში გამოეკვეთა მას, და მიაყუდა დიდი ლოდი სამარხის კარს...“ [მათე 27,59-60]; ანდა: „... გაახვია ტილოში და სამარხში დაასვენა, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაყუდა სამარხს („მიაგორვა ლოდი კარსა ზედა მის საფლავისასა“)“ [მარკ. 15,46]; ანდა: „ჩამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ“ [ლუკა 23,53]; და კიდევ: „იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს, იყო ბაღი, ხოლო ბაღში _ ახალი სამარხი („მტილსა მას შინა საფლავი ახალი“),  რომელშიც მანამდე არავინ დაესვენებინათ“ [იოანე 19,41].

 

აქ ყურადსაღებია შემდეგი კოდური მინიშნებანი:

 

1. „მის ახალ სამარხში“, რომლითაც, რომელიღაც მისი კუთვნილობის ქვეშ მყოფ განსასვენებელზეა მითითება;

 

2. „რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი“. კოდი _ `კლდე~, ერთის მხრივ _ ქრისტეზე, ხოლო მეორეს მხრის _ ნახსენები ე.წ. განსასვენებელის `მფლობელის~ შეფარული არსის შემცველია;

 

3. `სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ“;

 

4. „მტილი“, რომელიც არის _ „ბოსტანი“ (იხ. საბა, ტ. I, გვ. 5245). თავის მხრივ: „ბოსტანი სხუათა ენაა {არაბულად}, ქართულად მტილი“ (საბა, ტ. I, გვ. 111). აქ, ჩვენის აზრით ამ `განსასვენებელის~ დროებითი მფლობელის სარწმუნოებრივ [არაბული = მუსულმანი] მხარეზე გვენიშნება;

 

5. „კარი“. კოდირებული _ `ლასკარი~ = `ლას-კარი~, სადაც `ლას~-ით, ქართული ანბანის მე-12 ასო-ნიშან: `ლას~-ზე დაყრდნობით, მოვლენათა შესაძლო განვითარების დროითი მიჯნა – 12-ია მოცემული.

 

 

 

 

 

დასკვნის მაგიერ

 

 

 

ყოველივე ზემოთქმულის შეჯერების შემდეგ, სახარებისეული ტექსტის კოდირებული მინიშნება ასეთი სახისაა:

 

1. ბოლო ჟამში იოსებ არიმათიელის არსის მატარებელი პიროვნების გამოჩენა-შეცნობის შემდგომად, მან უნდა გაიღოს წილი (იყიდოს ტილო = ლარი); ამაღლებამდელ (არიმათია) მდგომარეობაში („ჯვარცმული“) მყოფი უნდა „გარდამოხსნას“; სცხოს ნელსაცხებელი (1 დრაჰკანი = 4 გრ.; 72 დრაჰკანი = 4 X 72 = 288 გრ.; 100 ლიტრა = 100 X 288 = 28 800 გრ.; 28 800 („ასიოდ ლიტრა“) X 100 („ალოე“ - ასი) = 2 880 000 გრ.) და დაამკვიდროს (ამაღლებამდე) ახალ, კლდეში (ქრისტეს არსი) ნაკვეთ ადგილას, რომელიც მიზეზთა გამო არაქართველს [არაქრისტიანს: `მტილი~ _ არაბი = მუსულმანი] უკავია. ვისაც ყური აქვს ისმინოს.

 

 

 

 

 

ჩანართი

 

 

 

საუბრის გაგრძელებამდე აღვნიშნავთ, რომ _ ქართულ მედიასივრცეში, 2011 წლის 3 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება» -ს  დაფუძნების შესახებ; ხოლო საჯარო რეესტრის მიერ 2011 წლის 28 ნოემბერს 15:04 საათზე  დადებულ განცხადებაში ვკითხულობთ - „... 2011 წლის 24 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო განცხადება ახალი სუბიექტის _ ა(ა)იპ საზოგადოებრივი მოძრაობა «ქართული ოცნების» რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე უკვე აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო განცხადება დასრულებულია (რეგისტრაციის ნომერი 404411837)

 

ამონაწერის მიხედვით, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან _ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, წარმომადგენელი/გამგეობის წევრი ირაკლი სესიაშვილი, გამგეობის წევრი გიორგი ვოლსკი, გამგეობის წევრი ზაალ გოგსაძე...“

 

 

 

 

 

იოსებ არიმათიელი და გრაალი

 

 

 

სახარებისეული ნიშნების განხილვის შემდეგ, მოდით ქრისტიანული ლიტერატურის იმ ნა-წილსაც გავეცნოთ სადაც გრაალის თასზეა საუბარი.

 

 

 

 

 

შესავალი

 

 

 

გრაალის შესახებ ლეგენდას საფუძვლად უდევს ქრისტიანული აპოკრიფი იოსებ არიმათიელის ბრიტანეთში ჩასვლის შესახებ.

 

გრაალი ის ბარძიმია, რომელიც იესო ქრისტემ  გამოიყენა საიდუმლო სერობის დროს, და რო-მელშიც მოგვიანებით ჯვარცმული  მაცხოვრის რამდენიმე წვეთი სის-ხლი შეაგროვა იოსებ არიმათიელმა.

 

ბარძიმი და მახვილი, რომლითაც გარდაცვლილი იესოს სხეული განკვეთეს, იოსებ არიმათიელმა გლასტონბერში ჩაიტანა.

 

ლეგენდის მიხედვით ვინც ამ გრაალიდან და-ლევს, ცოდვები მიეტე-ვება.

 

ზოგიერთი ვერსიით, ბარძიმის ახლომნახველ-საც კი დიდი ხნით ეძლევა უკვდავება.

 

რობერ დე ბორონის წიგნში ”წმინდა გრაალის ისტორიაშიც” გვხვდება იოსებს არიმათიელის სახელი.

 

გრაალის ეს ლეგენდა მითოლოგიურ-თეოლო-გიური ხასიათისაა. მასში მოთხრობილია, რომ _ ქრისტეს ზიარების მაგიდის ანალოგიით, იოსებ არიმათიელი დააფუძნებს გრაალის მაგიდას. მაგიდის შუაში დაასვენებენ ნაქსოვ ნაჭერ გადაფარებულ გრაალის თასს. იმავე სუფრაზე დადებენ იოსების სიძის, ბრონის მიერ დაჭერილ პირველ თევზს. გრაალის მაგიდის თავში იოსებ არიმა-თიელი ჯდება. იოსების მარჯვნივ ზის ბრონი. იოსები გრაალის თასს კი გადასცემს ბრონს, რომელსაც ამ დროიდან მდიდარი მეთევზე ეწოდება.

 

 

 

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)