Print

გაზ. # 16(793)

ახალი სახელის - „უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

არსის ღია და ფარული მინიშნებანი

 

დასაწყისი იხ. გაზ. #15(792)

 

`გრაალის თასის~ უმნიშვნელოვანესი მისტერიული კუთხის გახსნამდე, გვინდა ბიბლიაში დაფიქსირებული იმ მინიშნების არსის თაობაზე ვისაუბროთ, რასაც _ `... დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე~ (იერ. 23,6) ჰქვია.

ამ თემის გახსნა 1991-1992 წლების მიჯნაზე, საქართველოში შეიარაღებული გზით მოწყობილი სამხედრო გადატრიალების ფონზე მომხდარი მოვლენების გახსენებით გვინდა დავიწყოთ.

დაინტერესებულმა მკითხველმა კარგად იცის, რომ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, შემდგომში _ საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის _ ზვიად გამსახურდიასა, თუ მისი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის 434 დღიანი [1990 წ. 28/10 _ 1992 წ. 6/01] მონაკვეთი, როგორი გასაოცარი სიზუსტითაა მოცემული ბიბლიაში _ `... სამოცდაორი შვიდეულის (62 X 7 = 434) შემდეგ მოიკვეთება ცხებული (ზვიად გამსახურდია), მაგრამ ბრალი არ ექნება. ქალაქსა (თბილისი) და საწმიდარს (აქ – საქართველო) დაანგრევს მომავალი მთავრის (ედ. შევარდნაძე) ხალხი და მისი აღსასრული წარღვნასავით იქნება; ომის ბოლომდეა გადაწყვეტილი გატიალებანი~-ო (დან. 9,36).

და აი, სწორედ ამ დროს, თბილისში, მუხიანის I მ/რ, II კ., ბ. 95 –ში რამოდენიმედღიანი შეკრების შემდეგ, `მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს~ საარჩევნო-პოლიტიკურ ბლოკში შემავალი პარტიების წევრთა ძალისხმევით, ფუძნდება ახალი პოლიტიკური გაერთიანება _ `სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა~ (თავმჯდომარე: მიხეილ (გელა) სალუაშვილი; თანათავმჯდომარე (მოადგილე) ბეჟან შერგელაშვილი).

კავშირის წესდების 1992 წლის 11 თებერვლის გაზ. `თბილისის~ ფერცლებზე გამოქვეყნებას, 1992 წლის 12 თებერვლით დათარიღებული, საქართველოს დევნილი პრეზიდენტის _ ზვიად გამსახურდიას ცნობილი `მიმართვა ქართველი ერისადმი~ მოჰყვა, რომელმაც, ერთგვარი, გზის დალოცვის როლი ითამაშა ჩვენთვის. მასში ვკითხულობთ _ `... სანამ არსებობს ხუნტა და მის მიერ შეკოწიწებული უკანონო მთავრობა, `მრგვალი მაგიდის~ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უნდა განაგრძონ აქტიური ბრძოლა ხუნტის წინააღმდეგ. მათი ნაწილი უნდა გადავიდეს იატაკქვეშეთში, ხოლო ნაწილმა უნდა იმოქმედოს ღია, ლეგალური მეთოდებით~ -ო [იხ. `საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია~, მთ. რედ. მიხეილ(გელა) სალუაშვილი, ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ.398-399).

`სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა~ -ს რეგისტრაცია _ 1992 წლის 4 აპრილს მოხდა (რეგ. #0024).

1997 წელს მიღებული საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლში ვკითხულობთ _ `1. `მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ~ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული პარტიები ექვემდებარებიან ხელახალ რეგისტრაციას, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად 1998 წლის 1 მარტამდე~.

აღნიშნულისა გამო _`სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა~-ს ხელახალი რეგისტრაცია 1998 წლის 27 თებერვალს განხორციელდა (რეგ. # 0052). ამ დღესთან დაკავშირებული ბიბლიური მინიშნება ასეთი სახისაა _ `მეორე თვის (თებერვლის) ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა დედამიწა~-ო (დაბ. 8,14).

საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის, ჩვენი კავშირის თვალთახედვა სახელმწიფო სისტემის მოწყობის შესახებ, ყველასაგან გამორჩეული გახლავთ. აი, რას ვკითხულობთ სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის მიერ 1999 წ. მომზადებულ ცნობარში `საქართველოს პოლიტიკური პარტიები~ _ `... პარტიის და ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს თეოკრატიის პრინცეპების დამკვიდრებას, რაც ითვალისწინებს ღმერთის მიერ მმართველობას, ანუ მეორედ მოსვლის შემდეგ უფალ იესუ ქრისტეს მეუფების დამყარებას~ (იქვე, გვ. 92). 

  კავშირის მეორე რეგისტრაციის დროისათვის უკვე ფუნქციონირებდა 1996-1997 წლების მიჯნაზე, ამავე კავშირის ბაზაზე ჩამოყალიბებული _ `საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტი~, რომლის ხელმძღვანელი ორგანოს `ლასკარი~-ს სხდომების ათვლა _ 1997 წლის 8 თებერვლიდან (დავით აღმაშენებლის ხსენების დღიდან) იღებს სათავეს, და ყოველ შაბათ დღეს იმართება.

ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადების დამამოწმებელი, და ამ დროის მონაკვეთში გასახსნელ ბიბლიურ საიდუმლოებათა გაცხადების მისიის მატარებელი `ლასკარის~ მოღვაწეობამ, ერთგვარად დაჩრდილა აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობა.

1992 და 1885 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე `სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა~-ს წევრთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, კავშირმა, დრომდე, უარი განაცხადა შემდგომ დროთა მდინარებაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებში ღია (აქტიურ) მოქმედებაზე, და ბიბლიურ მინიშნებათა თანახმად, თავისი საქმიანობის განახლების მოლოდინის რეჟიმში გადავიდა.

ამ დროიდან მოყოლებული დღემდე, არ დარჩენილა საქართველოში (და მსოფლიოში) მომხდარი თითქმის არც ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენა, რომელსაც ბიბლიური გამოძახილი არ ჰქონებოდა.

და აი, ამ კუთხის გახსნა-გაცხადების ფორმატში მოქმედი `სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა~-ს პარალელურად მომქმედი `ლასკარის~ საქმიანობის მე-15 (1996-1997) წლის თავზე, თვისობრივად ახალი ეტაპის დაწყების მოლოდინისეულმა ჟამმა, პრინციპით _ ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს _ ბიბლიური ზარები მძლავრად დააგუგუნა.

2011 წლის 22 ივნისიდან დაწყებული იოსებ არიმათიელის გამოჩენისეული ეტაპის დადგომის მაუწყებელი ნიშნების ფონზე, ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს 2011 წლის ოქტომბერ-ნოემბერში `შუა ხანისა~, თუ წმიდა წერილისეული `გზის მოსწორებისეული~ ეტაპის დადგომის დამადასტურებელ ნიშნებს (იხ. გაზ. წინა ნომრები).

საქართველოში მომხდარი 2011 წლის 7 ოქტომბრისა და 1-3 ნოემბრის მოვლენებით გვეუწყა, რომ _ გადამწყვეტი ეტაპის დადგომის დროით მიჯნას ვუახლოვდებოდით.

 

 

კოდირებული - „ახალი სახელი“

 

მოახლოებული მიჯნის თაობაზე ბიბლია ასეთ მინიშნებას იძლევა _ `დაინახავენ ხალხები შენს სიმართლეს (კოდია) _ და ყოველი მეფე შენს დიდებას, გიწოდებენ ახალ სახელს, რომელსაც ეფლის ბაგეები გამოკვეთენ~-ო (ესაია 62,2).

წმიდა წერილი, იქვე, სავარაუდო სამოქმედო გეგმის კონტურებსაც გვთავაზობს _ `აჰა, დადგება ჟამი (აქ - 2011 წლის ოქტომბერ-ნოემბერი), ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს (კოდია), მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა, გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყნად... ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე~ (იერ. 23,5-6).

`ლასკარისეული~ ცნობიერებიდან გამომდინარე აღნიშნულით გვეუწყებოდა, რომ უკვე დგებოდა საქმიანობის ახალ ფაზაში გადასვლის დრო.

როგორც მკითხველმა უკვე იცის, 2009 წლის მარტის თვიდან _ ინდივიდუალური ჯვარცმის ეტაპი დაიწყო. ამავე წლიდანვე, მიზეზთა გამო, კავშირისა და `ლასკარის~ განთავსების ადგილის იურიდიულად გამაგრებული საფუძვლის მოშლა მოხდა. მოქმედების ახალი ეტაპის დაწყებისათვის, ახალი მისამართის მოძიება გახდა საჭირო.

შექმნილი მდგომარეობის ანალიზის შედეგად გადაწყდა _ ახალ მისამართად, ძველი, ანუ თავდაპირველი დაფუძნებისეული ადგილი შერჩეულიყო. და აი, თითქოს წრე შეიკრაო _ 1991-1992 წ.წ. მიჯნაზე მუხიანის I მ/რ, II კ., ბ. 95 –ში ფუძეჩაყრილი პოლიტიკური გაერთიანების, სავარაუდო, სახელცვლილი გზასავალი, კვლავ აღნიშნული მისამართიდან იწყებდა ათვლას.

აღნიშნულის განხორციელებას რამოდენიმე ფაქტორი უშლიდა ხელს. 2006 წლის 16 ივლისიდან, ანუ საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის მოქმედების ვადის გასვლიდან, ახალი პირადობის არქონისა გამო, მოცემულ მისამართზე არსებული კოოპერატიული საცხოვრებელი ფართი პრივატიზებული არ გახლდათ. ამ მიზეზის აღმოფხვრის გარეშე, ეს მისამართი ვერ გახდებოდა სახელცვლილი პოლიტიკური გაერთიანების იურიდიულად განთავსების ადგილი.

2011 წლის 3 ნოემბრიდან დაწყებული ძალისხმევის პირველივე რეალური შედეგის დადგომისთანავე, ანუ 2011 წლის 22 ნოემბერს, პირადობის მოწმობის აღების თაობაზე განაცხადის შეტანის გადაწყვეტილება იქნა მიღებული (რეგისტ. # 0100111051035). ელექტრონული პირადობის მოწმობის ორ სამუშაო დღეში გაცემის თარიღად 25 ნოემბრის მითითების მიუხედავად, ამ დღეს აღებულ მოწმობაში, გაცემის თარიღად _ 2011 წლის 24 ნოემბერი იყო დაფიქსირებული (# 01401114928).

ბიბლიური ათვლის, ანუ მარტის თვიდან აღებული მეცხრე (ნოემბერი) თვის ამ დღესთან მიმართებაში, ბიბლიაში ვკითხულობთ _ `დააკვირდით რა ხდებოდა ძველად მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღიდან, იმ დღიდან, რაც უფლის ტაძარი დაფუძნდა. დააკვირდით~-ო {ანგია 2,18).

კოდირებული _ `უფლის ტაძარი დაფუძნდა~-ს არსის გასაგებად, მოგახსენებთ კავშირისა და `ლასკარის~ იმ ერთობლივი გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის თანახმადაც _ მოქმედების ახალ ეტაპზე გადასასვლელი პოლიტიკური გაერთიანების სახელში, ცვლილების შემდეგ, მისი ასეთი სახელდება დაფიქსირდებოდა _ `სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე~.

და კიდევ. კავშირისა და `ლასკარის~ თვისობრივად ერთ სხეულად გაერთიანების მიზნით გადაწყდა, რომ `სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე~-ს უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს, `დარბაზის~ ნაცვლად, `ლასკარი~ დარქმეოდა.

დასახული მიზნის მიღწევის გზაზე, 2011 წლის 25 ნოემბერს გამოვლენილი ახალი გარემოებებისა გამო, გადაწყდა _ ბიომეტრიული პასპორტის აღება (რეგისტ. # 0100111051423). გაცემის თარიღად მითითებულ მეორე სამუშაო დღეს _ 28 ნოემბერს სამოქალაქო რეესტრში მისვლისას გამოირკვა, რომ 28 რიცხვის მაგივრად, პასპორტში გაცემის თარიღად _ 2011 წლის 25 ნოემბერი იყო დაფიქსირებული (პასპორტის #10 BB 53894).

ბიბლიური მინიშნების თანახმად, მარტის თვიდან ათვლით აღებულ მეცხრე თვის 25 რიცხვიდან ე.წ. განახლების დღესასწაული იწყება _ `... მეცხრე თვის (ქისლევის თვის) ოცდამეხუთე დღეს, დილით ადგნენ და ახლადაგებულ აღსავლენ სამსხვერპლოზე ჯერისამებრ მიიყვანეს შესაწირავი... რვა დღეს ასრულებდნენ სამსხვერპლოს სატფურებას, სიხარულით მოჰყავდათ აღსავლენი და სწირავდნენ ხსნისა და ქების შესაწირავს~ (I მაკ. 4,52; 56).

`ლასკარის~ წევრთა შემოწირულობით, გაწეული ხარჯის გაღების შემდეგ, 2011 წლის 1 დეკემბერს, აღნიშნული მისამართის საკუთრებაში დაკანონება მოხერხდა (# 01. 11. 13. 002. 004. 01. 095).

პოლიტიკური გაერთიანების წესდების შესაბამისად საჭირო ყველა პროცედურის დამთავრების შემდეგ, 2011 წლის 2 დეკემბერს, ნოტარიუს _ ოთარ ზოიძის, საეკლესიო ატრიბუტიკითა და ხატებით მოჭედილ სამუშაო ოთახში, ნოტარიულად დამოწმდა, სახელცვლილი კავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს `ლასკარის~ თავმჯდომარის მიხეილ სალუაშვილის ხელმოწერის ნიმუში, და _ `სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე~-ს, მის კუთვნილ საცხოვრებელ ფართში: მუხიანის I მ/რ, II კ., ბ. 95 –ში იურიდიულად განთავსების თანხმობის დამადასტურებელი განაცხადი.

იმავე, 2011 წლის 2 დეკემბერს კავშირის წესდებაში შესატანი ცვლილებების რეგისტრაციის მიზნით, იუსტიციის სამინისტროში ჩაბარდა თავმოყრილი დოკუმენტების სრული პაკეტი (წერილის # 01/73842, მიღების თარიღი: 02 დეკემბერი 2011 წ. 11:12 სთ.).

ზემოთქმულის დეტალური აღწერა იმისათვის დაგვჭირდა, რათა დაგვეფიქსირებინა, რომ ბოლო ჟამის გასრულების მაუწყებელი ახალი ეტაპის გზაზე შემდგარი პოლიტიკური გაერთიანების (საიდენტიფიკაციო # 202 910 314) განახლება, ბიბლიაში დაფიქსირებული _ განახლების დღესასწაულის თანახმად [`დააწესეს ეზეიმათ სამსხვერპლოს სატფურების დღე წლიდან წლამდე რვა დღის განმავლობაში: ქისლევის თვის ოცდამეხუთე დღიდან, ლხენითა და სიხარულით~ - I მაკ. 4,59] _ 25 ნოემბრიდან ათვლით, ზუსტად _ მერვე დღეს, ანუ _ 2 დეკემბერს დასრულდა.

წინამდებარე წერილის აღნიშნული მონაკვეთის ბოლოს, უფლის შესაცნობ გზაზე მავალთა გასაგონად, იოანეს სახარებისეული ერთი მონაკვეთი გვინდა გავიხსენოთ _ `ხოლო იერუსალიმში (აქ – თბილისი) დადგა განახლების დღესასწაული; ზამთარი იყო. Dა დადიოდა იესუ ტაძარში, სოლომონის ბჭესთან. Gარს შემოერტყნენ იუდეველები და უთხრეს მას: სანამდის გაგვიმწარებ სულს? თუ შენ ხარ ქრისტე გვითხარი ნათლად~-ო (იოანე 10,22-24).

ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

 

და აი `დასასრული~

 

ბიბლიური მინიშნების გაცნობამდე, ზემოთ შეწყვეტილი თხრობა განვაგრძოთ.

იუსტიციის სამინისტროდან, პირველი ზარი 2011 წლის 12 დეკემბრის 16.00 სთ-ზე დაფიქსირდა. გვაუწყებდნენ, რომ ჩაბარებულ დოკუმენტებში აღმოჩენილი ხარვეზის გასაცნობად მივსულიყავით.

Iუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის მიერ მომზადებული შენიშვნები (# 53367, 09 დეკემბერი 2011 წ.) იმავე დღესვე წამოვიღეთ. აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა 13-14 დეკემბერს მოხერხდა.

გამზადებული საბუთების ჩასაბარებლად იუსტიციის სამინისტროს მისაღებში, 14 დეკემბერს, მეორედ, მხოლოდ 17:01 წუთზე შევძელით მისვლა. 17:00 საათამდე მომუშავე ოპერატორმა, ჩვენი თხოვნის მიუხედავად, კომპიუტერის ქსელიდან გამორთვა დაიწყო. ჩვენდა გასახარად, მიზეზთა გამო, კომპიუტერის გამორთვა ვერ მოხერხდა (დაიბლოკა). გაოცებული ოპერატორი, რამოდენიმეგზის თხოვნის შემდეგ, დიდსულოვნად დაგვთანხმდა გამზადებული საბუთების მიღებაზე (წერილის # 01/77476, 14 დეკემბერი, 2011 წ. 17:08 სთ.).

ასე და ამგვარად 13-14 დეკემბერს გადახდილი (საბუთების წესრიგში მოსაყვანი) `ბრძოლა~ _ წარმატებით დასრულდა.

როგორც ვიცით, ბიბლიაში დეკემბერი _ ადარის თვედაა მოხსენიებული. ზემოთქმულ თარიღებთან მიმართებაში, წმიდა წერილი შემდეგს გვაუწყებს _ `ეს იყო ადარის (ანუ დეკემბრის) თვის მეცამეტე დღეს, მეთოთხმეტე დღეს კი მოისვენეს და ლხინისა და სიხარულის დღედ აქციეს ეს დღე~-ო (ესთერი 9,17).

ამდენად, 2011 წლის 14 დეკემბერს, ანუ `სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე~-ს წესდებაში ცვლილებათა შეტანისეული ეტაპის დასრულებით, ერთის მხრივ: 1991-1992 წლების მიჯნაზე ჩვენი კავშირის დაარსებიდან ათვლით აღებულ მე-20-ე წლისთავზე; და მეორეს მხრივ: 1996 წლის 15 დეკემბრიდან, ანუ საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი `ლაზარს ინსტიტუტის~ დაარსებიდან ათვლილი 15 წლის მიჯნაზე, ჩვენი საქმიანობის _ ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა.

2011 წლის 15 დეკემბერს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდა ცნობა _ `ძიძიგური და დავითაშვილი ივანიშვილთან ერთად კოალიციას ქმნიან~-ო (გაზ. `ახალი თაობა~, 15/12-2011 წ., გვ. 5), სადაც კერძოდ ვკითხულობთ _ `კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური და ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი ადასტურებენ, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილთან ითანამშრომლებენ~-ო.

აღნიშნული ინფორმაციის, ბიბლიურ მინიშნებათა პარალელურად გააზრების მიზნით, შეგახსენებთ, რომ ეს ორი პარტია ე.წ. `ეროვნული საბჭოს~ სახელით, მანამდე შედიოდნენ, ჩვენს მიერ გაზეთის წინა ნომრებში დეტალურად განხილულ ე.წ. `რვიანში~, შემდეგ `ექვსიანსა~ და `ოთხიანში~ გაერთიანებულ პარტიათა რიგებში.

2011 წლის 5-7 ოქტომბერს ე.წ. `ექვსიანი~, `თავისუფალი დემოკრატებისა~ და `ეროვნული ფორუმის~ გამოკლების შემდეგ, ოთხ სუბიექტიან გაერთიანებად გარდაიქმნა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ 2011 წლის ოქტომბრის ცნობილი განცხადების შემდეგ, `ეულად~ დარჩენილი `ეროვნული საბჭოში~ მოაზრებული `კონსერვატიული~ და `ხალხის პარტიის~ გზასავალი, 2011 წლის 14 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილისეული კოალიციის კართან მისვლით დასრულდა.

ყოველივე კი, როგორც ითქვა _ `სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე~-ს ერთიანი ქუდის ქვეშ, `სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა~-სა და საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი `ლაზარეს ინსტიტუტის~ გაერთიანების პროცესის დასრულების პარალელურად წარიმართა.

ჩვენის აზრით, ამის შემდგომად დასაწყები მნიშვნელოვანი ეტაპისწინა დროითი მონაკვეთის დასრულების დამაფიქსირებელი ბიბლიური მინიშნება ასეთი სახისაა _ `შუა ხანის მოახლოებისთანავე (2011 წ. 5-7 ოქტომბერი) ითხი მეფე (აქ _ პოლიტიკური პარტია) შემორჩება იმ დრომდე, როცა დაიწყებს მოახლოებას მისი (აქ - `... უფალია ჩვენი სიმართლეს~ გამოჩენის) ჟამი (2011 წ. 7 ოქტომბრიდან _ 24 ნოემბრამდელი დრო), რათა დასრულდეს. ორნი (აქ - `კონსერვატიული~ და `ხალხის პარტია~) კი (ერთის მხრივ: 1991-1992 წლების მიჯნაზე ჩვენი კავშირის დაარსებიდან ათვლით აღებულ მე-20-ე წლისთავზე; და მეორეს მხრივ: 1996 წლის 15 დეკემბრიდან, ანუ საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი `ლაზარს ინსტიტუტის~ დაარსებიდან ათვლილი 15 წლის მიჯნის) დასასრულამდე (2011 წლის 14 დეკემბრამდე ცალკე) დარჩებიან~-ო (III ეზრა 12,21).

ამდენად, კოდირებული _ `ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან~, ბოლო ჟამის თვალთახედვით გვიფიქსირებს _ `სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა~-სა და საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი `ლაზარეს ინსტიტუტის~ გაერთიანების პროცესის ეტაპის დასასრულს, ანუ _ 2011 წლის 14 დეკემბერს; საიდანაც სათავეს იღებს, ბოლო ჟამის დამამთავრებელი ე.წ. `...უფალია ჩვენი სიმართლეს~ მიერ გასავლელი, ბიბლიაში _ მხილების ეტაპად სახელდებული დროითი მონაკვეთი, რომელიც მეორედ შობით უკვე მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვით, ანუ მისი _ უფალ იესუ ქრისტეს არსით წარმოჩენით, ანუ ღმერთად გაცხადებით უნდა დასრულდეს _ `ხოლო ის დღე და ის საათი არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ~-ო (მათე 24,36), _ ბრძანებს მაცხოვარი.

წინამდებარე წერილის დასასრულს, ყველას გვინდა მოგილოცოთ _ `სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე~-ს მიერ 2011 წლის 14-15 დეკემბრიდან დაწყებული გზასავალი, რომელ დროით მიჯნასაც, ბიბლიური ტექსტი ასე ეხმიანება _ `დაწერა ეს ამბები მარდოქაიმ (კოდია) და დაუგზავნა წერილი ყველა იუდაელს (კოდია), მეფე ახაშევროშის ყველა სამთავროში მცხოვრებს, ახლო მყოფს და შორს მყოფს, რომ დაეწესებინათ ყოველწლიური ზეიმი ადარის (აქ – დეკემბრის) თოთხმეტსა და თხუთმეტში~-ო (ესთერი 9,20-21).

 

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!