Print

გაზეთი № 29 [925]

„ნარ-ეკლიანი“ გზასავალის მისტერია

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

ბიბლიაში მოცემული ყოველი ნიშანი, ბოლო ჟამის მდინარებას რომ გამოკვეთავს, თავის დროშიa ასაცხადებელი. ამ დროთა თაობაზე, ეზრა წინასწარმეტყველის პირით, ასე გვეუწყება - „აჰა, გამიმჟღავნე ახლა, უფალო, იმის ნიშნები, რის ქმნასაც აპირებ უკანასკნელ ჟამს, ოღონდ არ გამიმჟღავნო, როდის“ [3 ეზრა 8,63].

იქვე მოცემული პასუხი კი ასეთია - „მიპასუხა და თქვა: შენ თავად გაზომე დრო და, როცა დაინახავ, რომ ჩავლილია წინასწარმოსწავებულ ნიშანთა ნაწილი, მაშინ მიხვდები, რომ ეს სწორედ ის ჟამია, როცა მოიკითხავს უზენაესი წუთისოფელს, რომელიც მისგან არის შექმნილი“ [3 ეზრა 9,1-2].

კოდირებული - „შენ თავად გაზომე დრო“, სწორედ ბოლო ჟამში მაცხოვრებელთა გასაგონადაა ნათქვამი, და მათი საქმიანობის შინაარს გამოკვეთავს - უნდა დამოწმდეს უფლის მეორედ დიდებით მოსვლის დროის დადგომა.

ზემოთქმულის თაობაზე პავლე მოციქული ასე „გვეხმიანება“ – „ხოლო ყველაფერი, რაც უწინ დაიწერა, ჩვენდა სამოძღვრებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება გვქონდეს“ [რომ. 15,4].

სწორედ „ჩვენდა სამოძღვრებლად“ დაწერილი ერთ-ერთი თემის თაობაზე გვინდა ამჟამად ვისაუბროთ.

როგორც მკითხველმა იცის, 2013 წლის ნოემბრის თვიდან ათვლით ბოლო ჟამის მიმდინარე ეტაპის პირობითი სახელდებითი კოდი ასეთია - „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“.

ამავე ეტაპის სახარებისეული ანარეკლი, მაცხოვრის ჯვარცმასთან დაკავშირებულ ნიშნებშია მოცემული. მათი არსობრივი მხარე, პავლე მოციქულის პირით ასე განგვემარტება - „ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათზე, ხოლო დაიწერა ჩვენდა დასამოძღვრად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა აღსასრულს“ [1 კორ. 10,11].

მაცხოვრის ჯვარცმასთან დაკავშირებულ სახარებისეულ თხრობაში, როგორც ვიცით, რამოდენიმე პირობითი ეტაპია გამოყოფილი. ამჟამად რამოდენიმე მათგანზე გვინდა შევჩერდეთ.

.

 

სახარებისეული მინიშნებანი

წინამდებარე თხრობა, ჩვენი განსახილველი თემის შესაბამისი, სახარებისეული ტექსტის გახსენებით დავიწყოთ:

მათეს სახარება:

„ტანთ გახადეს და შემოსეს მეწამული ქლამიდით. დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში კი ლერწამი მისცეს; მუხლს იყრიდნენ მის წინაშე, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, მეუფეო იუდეველთა!

და აფურთხებდნენ, აიღეს ლერწამი და თავზე ამტვრევდნენ მას. ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ქლამიდი, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და წაიყვანეს, რათა ჯვარს ეცვათ“ [მათე 27,28-31];

მარკოზის სახარება:

„შემოსეს ძოწეულით, დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს. და დაუწყეს მისალმება: გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!

თავზე ამტვრევდნენ ლერწამს, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი თაყვანსა სცემდნენ. ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ძოწეული, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი“ [მარკ. 15,17-20];

 იოანეს სახარება:  

„ხოლო ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს, თავზე დაადგეს და ძოწეულით შემოსეს იგი. მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, იუდეველთა მეფეო: და სახეში ურტყამდნენ მას.

კვლავ გამოვიდა გარეთ პილატე და უთხრა მათ: აჰა, გამოგიყვანთ, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში. და გამოვიდა იესო გარეთ, ეკლის გვირგვინით და ძოწის მოსასხამით. და უთხრა მათ პილატემ: აჰა, კაცი“ [იოანე 19,2-5].

მაცხოვრის „შესამოსელთან“ მიმართებაში, როგორც ვხედავთ, პირობითი ეტაპების ჩამონათვალი ასეთია: 1. თავდაპირველად თავისი სამოსი აცვია; 2. შემდეგ „მეწამული ქლამიდით“ შემოსავენ; 3. თავზე „ეკლის გვირგვინს“ ადგამენ; და 4. კვლავ თავის სამოსს აცმევენ.

ამდენად, ჯვარზე საცმელად მიმავალ მაცხოვარს, ტანთ - თავისივე სამოსი აცვია, ხოლო თავზე - ეკლის გვირგვინი ახურავს.

როგორც 2013 წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში აღვნიშნავდით -  მეწამული ქლამიდითა“ თუ „ძოწეულის სამოსით“, მისტერიულად ასაცხადებელი ის პროცესი მიგვენიშნება, რასაც არჩევნებში ჩვენი მონაწილეობა ჰქვია.

2014 წლის საარჩევნო პროცესითა და მისი საბოლოო შედეგით კი, უკვე - „ეკლის გვირგვინისეული“ ეტაპის მიმდინარეობა გამოიკვეთა.

 

 

2014 წლის პირველი და მეორე ტურის შედეგები

მოდით, რამოდენიმე სტატისტიკური მაჩვენებელი გავიხსენოთ:

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად - თბილისში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა - 918 867;

არჩევნების პირველ ტურში [15 ივნისი] მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაა - 342 386 [ანუ - 37,26%];

ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობაა - 11 771;

არჩევნების მეორე ტურში [12 ივლისი] მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაა - 316 014 [ანუ - 34,3%];

ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობაა - 9 598;

- დავით ნარმანიას მიერ მიღებული, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 72,47%, ანუ - 222 066 ხმა, თბილისში მცხოვრებ - 918 867 ამომრჩევლის მხოლოდ - 24,17%-ს შეადგენს; ასევე

- ნიკანორ მელიას მიერ მიღებული, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა - 27,53%, ანუ - 84 350 ხმა, თბილისში მცხოვრებ 918 867 ამომრჩევლის მხოლოდ - 9,18%-ს შეადგენს.

ასე და ამგვარად, დედაქალაქში მაცხოვრებელ ამომრჩეველთა - 24,17%-ის, ანუ 1/4-ზე ნაკლებ ამომრჩეველთა მიერ მხარდაჭერილი დავით ნარმანია - ქ. თბილისის მერი გახდა.

 


რა მინიშნებას შეიცავს კოდირებული - „მელია“

ბოლო ჟამის მდინარებაში გამოკვეთილ პიროვნებათა თაობაზე საუბარი - მელიათი დავიწყოთ.

2003 წ. ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი დამფინანსებელი - სოროსის ფონდიც გახლდათ. მათი „სოროდან“ ამოსული და პოლიტიკაში დამკვიდრებული გუნდის საერთო სახელად, ქართულ სინამდვილეში - „სოროსელები“ იხმარება.

სახელისუფლო ბერკეტის, კერძოდ - ქ. თბილისის მერის პოსტისათვის მებრძოლო - ნიკანორ მელიაც, ერთ-ერთი „სოროსელი“ გახლავთ.

„ლასკარულ“ ცნობიერებას ზიარებული მკითხველისათვის, ვფიქრობთ გასაგები იქნება, რომ მაცხოვრისეული კარნახი - „...მელიებს სორო აქვთ“ [მათე 8,20], განსახილველი კუთხით, სწორედ ბოლო ჟამის კონკრეტულ ეტაპზე გამოკვეთილ - „მელია“-სა და „სორო“-სზე უნდა გვანიშნებდეს.

როგორც ვიცით, მიმდინარე დროითი მონაკვეთი - „უფლის სახელით...“ მომავალი გუნდის გამოჩენით ხასიათდება. ამ უკანასკნელის, განსახილველ - „მელიასთან“ ურთიერთმიმართება სახარებაში ასეა მოცემული:

უთხრა მათ: წადით და უთხარით მაგ მელას [აქ - ნ. მელია]: აჰა, დღესა და ხვალ განვდევნი ეშმაკთ და განვკურნავ სნეულთ [კოდია], ზეგ კი [კოდია] დავასრულებ ჩემს საქმეს.

თუმცა მე მმართვებს წასვლა დღესაც, ხვალაც და ზეგაც [კოდია], ვინაიდან არ ეგების, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმს [აქ - თბილისის] გარეთ მოკვდეს. იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო; რამდენჯერ ვცადე [აქ - 2013 და 2014 წ.წ. არჩევნებში ჩართვით] შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე.

და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ, სანამ არ მოვა დრო, როდესაც იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!“ [ლუკა 13,31-35].

 

 


2004 წლიდან ვიდრე - 2014 წლის არჩევნების მეორე ტურამდე, ანუ

რა მინიშნებას შეიცავს კოდირებული - „დავით ნარმანია“

მოდით ვნახოთ, თუ რაზე შეიძლება გვანიშნებდეს, ბოლო ჟამში გამოკვეთილი - დავით ნარმანიას სახელი და გვარი.

 

ა) სახელისმიერი კოდი - „დავითი“

მეგრულში - „ვითი“ ნიშნავს - 10-ს. სახელი - „დავითი“, იგივე - „და ვითი“, იგავურად გვეუბნება: „და ათი“,   და 10-ის შემდგომად მოსახდენზე უნდა გვანიშნებდეს.

როგორც ვიცით, ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის დამამხობელი, ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი მ. სააკაშვილის ხელმძღვანელობით, 2003 წლის მიწურულს მომხდარი ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შედეგებზე დაყრდნობით, 2004 წლის საპრეზიდენტო [4 იანვარი] და საპარლამენტო [26 მარტი] არჩევნების შედეგად ხელისუფლების სათავეში მ. სააკაშვილი და მისი გუნდი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა.

და აი, ხელისუფლებაში მოსვლიდან 10 წლიანი ვადის ამოწურვის შემდგომად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, სამივე დონის [საპარლამენტო - საპრეზიდენტო - ადგილობრივი] არჩევნების შედეგების მიხედვით საბოლოოდ დათმო პოზიციები.

სახელისმიერი კოდით - „და ვითი“, სწორედ ამ 10 წლის შემდგომად დაწყებულ ახალ ეტაპზე მიგვენიშნება.

 

ბ) გვარისმიერი კოდი - „ნარმანია“

გვარი - „ნარმანია“, ორ ნაწილად განვიხილოთ: „ნარ“ – „მანია“.

სახელის [„და - ვითი“} მსგავსად, გვარისმიერი კოდის პირველი შემადგენელი - „ნარ“, ასევე კონკრეტულ დროის მონაკვეთს გამოკვეთავს. და აი, როგორ.

ქართულ 40 ნიშნიან ანბანში, ასო-ნიშანს: „ნარ“, მე-14 რიგითი ნომერი აქვს, რაც, განსახილველი კუთხით, გვიკონკრეტებს რომ, ხსენებული „და - ვითი“-ს, ანუ 10-ის შემდგომად განსავითარებელი მოვლენები უნდა მოხდეს რომელიღაც: მე-14 წელს.

ვფიქრობთ ძნელი აღარ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ ყოველივეთი, ბოლო ჟამის 2004 წლიდან ათვლით მე-10, ანუ - 2014 წელი მიგვენიშნება. მივყვეთ მინიშნებებს.

ბიბლიის ძველქართული ტექსტი გვაუწყებს - „ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ და სჭამდე თივასა ველისასა“ [დაბ. 3,18].

ხსენებული - „კუროჲსთავი“ კი, იგივე - „ნარია“[იხ. - ი. იმნაიშვილი, „ქართული ოთხთავის სიმფონია -ლექსიკონი“, თბ. 1986 წ. გვ. 278].

ძველი აღთქმის თანამედროვე ქართულ ენაზე ახალი თარგმნის ჯგუფი [ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი], ხსენებულ მონაკვეთს სწორედ ამ ფორმით წარმოგვიდგენს - „ეკალსა და ნარს აღმოგიცენებს შენ, და შეჭამ მინდვრის ბალახს“ [დაბ. 3,18].

[მ. სონღულაშვილისეულ თარგმანში (1989 წ.), ვკითხულობთ - „ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო“].

სახარებისეული ტექსტის სხვადასხვა თარგმანში საძიებელი: „ნარ-ეკალი“ [ეკალი, კუროისთავი თუ ნარი] ასე ენაცვლება ერთმანეთს:

„ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგანლეღჳ?“ [მათე 7,16]. [გიორგი მთაწმინდელის თარგმანი];

„თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზელეღვს?“ [მათე 7,16] [ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი];

„მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ ან კუროსთავიდან ლეღვს?“ [მათე 7,16] [ზურაბ კიკნაძის თარგმანი].

როგორც უკვე აღინიშნა, სახარებაში გვეუწყება, რომ ჯვარცმისაკენ მიმავალ მაცხოვარს - ეკლის გვირგვინი ახურავს.

ზოგადად, ეკალი - ღეროს, ფოთლის, ფესვისა და მათი ნაწილების მეტამორფოზის შედეგად განვითარებული მაგარი წვეტიანი წარმონაქმნია. დღეისათვის, ცალსახად იმის თქმა, თუ მაცხოვრის გვირგვინი რისგან იყო დაწნული - ძნელია, თუმცა ეს რომ „ნარ-ეკლისაგანაა“ დამზადებული ეს სადავო არ უნდა იყოს.

თავის მხრივ, ნარი - რთულყვავილოვანთა ოჯახის ერთ-ერთი გვარია და აერთიანებს 40-ზე მეტ სახეობას. ხალხში „ნარის“ სახელწოდებით მოიხსენიება ბალახოვანი ეკლიანი მცენარის რამდენიმე სახეობა. მათ შორისაა - „ლურჯი ნარი, ლურჯეკალა. მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა... 230-მდე სახეობა გავრცელებულია ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყლებში (უპირატესად მექსიკასა და სამხრეთ ამერიკაში). საქართველოში 5 სახეობაა...“.

 დამოწმებული ტექსტი ორ საინტერესო მინიშნებას შეიცავს. კერძოდ:

1. „ლურჯი ნარი“: როგორც ცნობილია, საარჩევნო პროცესებში ჩართულმა კოალიციამ „ქართული ოცნება“, თავიდანვე - „ლურჯი“ ფერი აირჩია. დავით ნარმანიას სააგიტაციო პლაკატი სწორედ ლურჯ ფონზე გამოსახული სურათის წარმოადგენს. ჩვენის აზრით, „ნარი“-ს „ლურჯი“ ფერი, ჩვენს რეალობაში მოსახდენის შესაცნობი ნიშანთაგანი უნდა იყოს;

2. „5 სახეობა“: აქ, ციფრ 5-ზე უნდა იყოს მინიშნება, რამეთუ ყველასათვის ადვილად შესამჩნევია „ნაცებისა“ და „ქოცების“  საარჩევნო რიგითი ნომრების ერთმანეთთან მსგავსება: „5“ და „41 = 4 + 1“ = 5]. 

 

საუბრის დასასრულს, ზედმეტი კომენტარის გარეშე, მოკლედ გვინდა შევეხოთ საძიებელი „ნარ - მანია“-ს მეორე შემადგენელს: „მანია“.

სხვადასხვა ლექსიკონში დაცული განმარტების მიხედვით - „მანია („ვნება", „სიგიჟე") 1. ადამიანისავადმყოფურიფსიქიკურიმდგომარეობა[ა], როდესაცმთელიმისიგრძნობადაგონებარაიმეერთიიდეისაკენარისმიმართული. მაგ., განდიდებისმანია. 2. გადატ. ძლიერიმიდრეკილებარაიმესადმი“.

 

2013 და 2014 წ.წ., და

პირველი და მეორე ტურის კოდირებული არსი

მაცხოვრის ჯვარცმისეული პროცესების აღწერაში მინიშნებულია პროცესების განვითარების ორი პირობითი დრო და ადგილი.

ლუკას სახარების მიხედვით, პილატე მხოლოდ მოგვიანებით გაიგებს თუ საიდან არის მასთან მიყვანილი იესუ - „გალილეა რომ გაიგონა, პილატემ იკითხა: მაშ, ეს კაცი გალილეველია? და როდესაც გაიგო, ჰეროდეს სამფლობელოდან არისო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რომელიც ამ დღეებში თავადაც იერუსალიმში იყო“ [ლუკა 23,6-7].

ამდენად, მოვლენები ვითარდება - იერუსალიმში; ჯერ პილატეს, ხოლო შემდგომად ჰეროდეს სამკვიდრებელში.

როგორც ვიცით, კოდირებული - „იერუსალიმი“, ეს იგივე თბილისია.

ჯვარცმასთან დაკავშირებული პროცესების ორ ეტაპად განვითარებული სახარებისეული მინიშნება, ბოლო ჟამში მისტერიულად ასაცხადებელ ასევე ორ პროცესზე უნდა გვითითებდეს, კერძოდ:

1. ერთის მხრივ, ეს უნდა იყოს - „2013 წ. საპრეზიდენტო, და 2014 წ. ადგილობრივი არჩევნები“; ხოლო

2. მეორეს მხრივ, მითითებულში - „ქ. თბილისის მერის 2014 წ. არჩევნების პირველი და მეორე ტური“ უნდა იგულისხმებოდეს.

 

დასკვნის მაგიერ

ყოველივე ზემოთქმულის შეჯერების შემდეგ, შეგვიძლია დავასკვნათ:

1.  სახარებაში დაცული მინიშნების, მისტერიულად ასაცხადებელი, ეტაპის დადგომა, ბოლო ჟამში პოლიტიკურ ასპარეზზე  - „მელიასა“ და „ნარმანიას“ გამოჩენით გამოიკვეთა;

2. მოვლენები უნდა განვითარდეს - „იერუსალიმის“ კოდის მატარებელ ქალაქ თბილისში, ორ პირობით ეტაპად;

3. უკვე განხილულ „ნარ-ეკალისეულ“ მინიშნებათა ურთიერთკავშირით გვენიშნება, რომ დაიწყო  ჯვარცმის ეტაპის ის გზასავალი, რომელსაც ჰქვია - „გამოვიდა იესო გარეთ, ეკლის გვირგვინით“;

4. „ლურჯი ნარის“ ნიშნით შესაცნობი - „დავით ნარმანია“-ს სახელისა და გვარის კოდირებული არსი გვკარნახობს, რომ - „ეკლის გვირგვინით“ სახელდებული მონაკვეთი უნდა დაიწყოს, ბოლო ჟამში ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის დამამხობელი, ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი მ. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან [2004 წ.] გასული იმ 10 წლის შემდეგ, რომელიც მე-14 -ტედ სახელდებულ [2014] წელს უნდა დაემთხვეს.

ამდენად, „ლასკარულ“ ცნობიერებასთან ზიარებულთა გასაგონად უნდა გავნაცხადოთ:

2013 -2014 წლებში განვითარებული მოვლენებით გამოიკვეთა, რომ - 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან მოყოლებული დაიწყო, ჯვარცმისაკენ მიმავალი - „ეკლის გვრგვინით“ სახელდებული ეტაპი.

და ბოლოს, გვინდა შეგახსენოთ, რომ საეკლესიო სწავლების თანახმად - ეკლის გვრგვინდადგმულმა მაცხოვარმა, ჯვრის აღმართვის ადგილამდე  14-ჯერ შეისვენა.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ! 

№7 ს/გ „უფლის სახელით...“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

ღმერთი სიყვარულია

საქართველოს „სიყვარული“ ენატრება,

არ გვაჯობოს სიყვარულში უცხოელმა...

„საქართველო, დამიჯერეთ, სამოთხეა...“,

ასე ბრძანა - წმიდა ბერმა გაბრიელმა.

წინაპრებმაც დაგვიბარეს:

ნუ აჰყვებით ცრუ სურვილებს...

მოუარეთ, - საქართველო,

შეუნახეთ შვილთაშვილებს!..

დრო ყველაფერს მიგანიშნებთ,

მიადევნეთ ყველამ თვალი.

მოსახდენზე უმეტესი - უკვე მოხდა,

და მთავარი, კართან უკვე ახლოს არი.

ხელი ჰკარით ბოროტებას,

გააყოლეთ - მტრობა, შური.

ერთმანეთი შევიყვაროთ - ქართველებო,

გავახაროთ უფლის გული.

საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა...

საქართველოს მფარველი ჰყავს - მარიამი...

შევიყვაროთ უფალი და ღვთისმშობელი,

სიყვარულით მოვიხადოთ ჩვენი ვალი...

ეკატერინე

ხრიკული

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

შესვენება პირველი:

2014 წ. 13 ივლისს, ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის დაკრძალვის დღეს, ქ. თბილისში, მეტრო „ავ;ლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „ეროვნული ფრონტის“ [თავმჯდომარე - ევგენი მიქელაძე] ორგანიზებით  - საპროტესტო მდუმარე აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ - ლეილა ცომაია, მანანა სოტკილავა და სხვები

ედ. შევარდნაძის სამხედრო პატივით დაკრძალვისადმი მიძღვნილ საპროტესტო  აქციაში - ს/გ „უფლის სახელით...“ მონაწილეობა მიიღეს: მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ვალერი მჭედელაძემ, ავთანდილ იოსელიანმა, დიმიტრი ომანაძემ, ლეილა მეფარიძემ, შაზი რაზმაძემ, ნელი მაძღარაშვილმა, ლალი ბეგაშვილმა, დინა ჯიქიამ, ეთერ ბუიძემ, კაკო გოგლიძემ და სხვებმა.

მიუხედავად პოლიციის მხრიდან ხელშეშლისა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა აქციის მთავარი მიზნის მისაჩქმალად [აქციის მონაწილეთა მთავარი გზიდან გადაყვანა, გაშლილი პლაკატების წინ პოლიციელთა კორდონის გაკეთება და სხვა], შედეგი მივიღეთ ის, რომ ხელისუფლება [ჩამოსული სტუმრებისათვის ჩვენი აქციის არჩვენების მიზნით] იძულებული გახდა წმ. სამების ტაძრიდან გამოსვენებული ნეშტი სხვა გზით წაესვენებინა.

ჩატარებული საპროტესტო აქციის ამსახველი სიუჟეტი, იმავე დღეს გადაიცა: ტ/კ „რუსთავი - 2“-ის მიერ: 16. 21 სთ-ზე; აგრეთვე - 18. 15 სთ-ზე [მიხეილ [გელა] სალუაშვილი: „სამხედრო დამნაშავეს სამხედრო პატივით არ უნდა კრძალავდნენ.... პროტესტი, რომელიც დღევანდელ დღეს ეფუძნება, გამოწვეულია შევარდნაძის 22 წლიანი მოღვაწეობის უარყოფითად შეფასებით.... ამის დაფიქსირება გვინდოდა. ჩვენ მდუმარე აქციის ჩატარებას ვაპირებდით, მაგრამ სამწუხაროდ, გარკვეულმა დირექტივამ ამის შესაძლებლობა არ მოგვცა...“]; ინტერნეტ ტელევიზია „პალიტრა ტვ“; ინფორმაცია დაბეჭდა - საინფორმაციო სააგენტომ „ფრონტ-ნიუსი“; „ნეტგაზეტ“-მა ტექსტთან ერთად ვიდეო მასალაც გაავრცელა; გაზ. „რეზონანსი“ [№186(7627), 14.07. 2014 წ. გვ. 16] და სხვა.


2014 წ. 14 ივლისს, გაიმართა ს/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს „უფლისმიერი ლასკარის“ სხდომა. მიმდინარე საკითხთა განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, ვალერი მჭედელაძე, ნანა არუდაშვილი, ხაჩატურ ვართანიანცი, მალხაზ მუშკუდიანი, ომარ დარსაძე;


შესვენება მეორე:

2014 წ. 17 ივლისს, 14. 00 სთ-ზე, ა/ო „საერთაშორისო ორგანიზაცია - საქართველოს“ ოფისთან [თბილისის, რუსთაველის 26], რომელთა სარჩელის ბაზაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ქართული მიწების გაყიდვაზე გამოცხადებული მორატორიუმი, ა/ო „ეროვნული ფრონტის“ ინიციატივით, გაიმართა აქცია დევიზით: „სირცხვილის დერეფანი ქართული მიწა - წყლის გამყიდველებს“.

ერთსაათიან საპროტესტო აქციაში, ს/გ „უფლის სახელით...“, მონაწილეობა მიიღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ვალერი მჭედელაძემ, ჯემალ ჯიქიამ, ლეილა მეფარიძემ, ეთერ ჩხეტიამ, კაკო გოგლიძემ, ნელი მაძღარაშვილმა, ლალი ბეგაშვილმა, ეთერ ბუიძემ, მამუკა ჯღარკავამ და სხვებმა.

  

ღვთისმშობლის წილხვედრი ქართული მიწა

ყველა ერს თავისი საცხოვრისი, ხოლო ყველა ქვეყანას თავისი მისია  აქვს!.. ქართველთა სამკვიდრებელი ადგილი - საქართველო, სხვათაგან იმითაცაა გამორჩეული, რომ იგი, ღვთის განგებულობით, ჯერ - მაცხოვრის კვართის დავანების ადგილად, ხოლო მოგვიანებით - ღვთისმშობლის წილხვედრ მიწად განწესდა...

ჩვენი წინაპრების მიერ სისხლის ფასად შენარჩუნებული ქვეყნის მაცხოვრებელთა წინაშე ახალი საფრთხე წარმოიშვა - ღვთისაგან ჩვენთვის ბოძებული ქართული მიწის უმეტესი ნაწილი შეიძლება უცხოელთა საკუთრებაში აღმოჩნდეს.

ქვეყნის ხელისუფალი ვალდებულია ისეთი სამართლებრივი ბაზა შექმნას, რომელიც საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფს, რომ ქართული მიწის მფლობელი - საქართველოს ძირძველი მაცხოვრებელი, უმცირესობაში არ აღმოჩნდეს.

 ბიბლიაში, მიწასთან მიმართებაში არსებული შეგონება ასეთია:

„მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა, რადგან თქვენ მდგმურები და ხიზნები ხართ ჩემთან“ [ლევ. 25,23].

იქვე, თითქმის დეტალურადაა აღწერილი მიწასთან მიმართებაში მკვიდრი მაცხოვრებლის უპირატესი უფლების რეალიზების ე.წ. სამართლებრივი ნიუანსები:

„24. მთელ თქვენს სამკვიდრებელ მიწაზე მიეცით მიწის გამოსყიდვის ნება.

25. თუ შენი მოძმე გაღარიბდება და თავის სამკვიდრებელს გაჰყიდის, მივიდეს მისი ახლო ნათესავი და გამოისყიდოს თავისი მოძმის გაყიდული.

26. თუ კაცს გამომსყიდველი არა ჰყავს და თავად ხელი მიუწვდება და იშოვის გამოსასყიდს, რამდენიც საჭიროა,

27. იანგარიშოს გაყიდვიდან გასული წლები, მონარჩენი მყიდველს დაუბრუნოს და თავისი სამკვიდრებელი ჩაიბაროს.

28. თუ გამოსასყიდს, რამდენიც საჭიროა, ვერ იშოვნის, გაყიდული მის მყიდველს დარჩება ზეიმის წლამდე. ზეიმის წელს ჩამოერთმევა და პატრონი თავის სამკვიდრებელს დაუბრუნდება“ [ლევ. 25,23-28].

 

ხსენებული - „ზეიმის წელი“ ასეთი დატვირთვის მატარებელია:

„8.  გადაითვალე შვიდი უქმობის წელიწადი, შვიდჯერ შვიდი წელიწადი, რომ გამოგივიდეს შვიდი უქმობის წელიწადში სულ ორმოცდაცხრა წელი.

9. დაჰკარი ბუკს მეშვიდე თვეში, თვის მეათე დღეს; შენდობის დღეს დაჰკარით ბუკს მთელს თქვენს ქვეყანაში.

10. წმიდაჰყავით ორმოცდამეათე წელი და გაათავისუფლეთ ქვეყანაში ყველა მისი მცხოვრები. ზეიმი იყოს ეს თქვენთვის. ყველანი თქვენ-თქვენს სამკვიდრებელს დაუბრუნდით, თქვენ-თქვენს სანათესაოს დაუბრუნდით ყველანი.

11. ზეიმი იყოს თქვენთვის ორმოცდამეათე წელი...“ [ლევ. 25,8-11].

მაცხოვრის კვართისა და ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის უცხოელებზე გაყიდვით „სარგებლის“ მაძიებელნო - გაფრთხილებთ: ქართული მიწის ხელყოფა  - არავის შერჩება!

ვისაც ყური აქვს ისმინოს!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი