Print

გაზეთი № 30 [926]

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2014 წლი19 ივლისის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 19 ივლისის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, ლეილა მეფარიძე, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია - საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ [პირველი მოსმენა].

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლი21 ივლისის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია

 

- გაერთიანების მიერ უახლოესი სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით;

- საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

განხილვაში მონაწილეობა მიიღეს - ვალერი მჭედელაძემ, ჯემალ ჯიქიამ, დავით ამაშუკელმა, მალხაზ მუშკუდიანმა, ავთანდილ იოსელიანმა, ომარ დარსაძემ, ალეკო თაქთაქიშვილმა...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

. . .

ლასკარო, ჩემო ლასკარო,

წმინდა ადგილზე დგახარო,

შორიდან რომ შემოგხედავ

ნოეს კიდობანს გავხარო...

გილოცავთ პეტრე-პავლობას,

გიგზავნით სიხარულებსა...

პირველად ჩვენთან ნახავენ,

ქრისტეს და მოციქულებსა...

 სიხარული დიდი გველის,

სულ მალე უნდა გახაროთ,

მტერს გული უნდა დავწყვიტო,

მოყვარე კი - გავახარო...

თუ ვინმე ჩემს საქართველოს,

კიდევ უმზადებს ხრიკებსა,

უფლის ხელი ჩაერევა,

წყალში ჩაუყრის იმედსა...

ეკატერინე

ხრიკული

 

განთიადი

განთიადია საქართველოში...

ლოცვის ზარები ზეცას სწვდებიან!!!

სიბნელე ქრება და სინათლეზე,

მოჩანს მხედრობა ხმალშემართული.

და მე ვიხილე:

დედამიწაზე, მიწიური მხედრობა აღსდგა

ქრისტეს მხედრობის შესაჩერებლად...

ამ დროს, სიჩუმეს არღვევს

ზეციური გამოძახილი:

უკუნი ღამე დამთავრდა, - განთიადია!...

ძირს, უფლის წინააღმდეგ მებრძოლი მხედრობა!!!

დინა [დიანა] ჯიქია

 

. . .

საქართველოს სულიერი მისია თავის გზა-სავალს მიუყვება, ზეციური ნიშნებით. თითქოს დრო ჩერდება, დუმილა... და ეს დუმილი ახალი გზების დასაწყისია.

საქართველოს სულიერი მისია თავის გზა-სავალზე ახალი ეტაპის დასაწყისს გვამცნობს.

შენ კი საით - გზააბნეულო [მოყვასო]?! - მაცხოვნებელი გზა ვერ შეგიცვნია და განდგომილხარ...

სულგრძელია უფალი, მაგრამ - ღმერთის გზის დაგმობას, არ გაპატიებს...

დინა [დიანა] ჯიქია

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

შესვენება მესამე:

2014 წ. 20 ივლისს, 14.00 სთ-ზე,  ხელოვნების მუზეუმის წინ, ანჩისხატისა და სიწმიდეების მომლოცველთა კრებულის ინიციატივით [ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი] მოეწყო აქცია - ანჩისხატისა და სხვა სიწმიდეების ეკლესიის წიაღში დაბრუნების თაობაზე.

ერთსაათიან აქციაში, ს/გ „უფლის სახელით...“, მონაწილეობა მიიღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ლეილა მეფარიძემ, კაკო გოგლიძემ, ნელი მაძღარაშვილმა, ლიდა ვეშაგურმა, დინა ჯიქიამ, ეთერ ბუიძემ და სხვებმა.

აქციის შემდეგ, ხელოვნების მუზეუმის წინ მდებარე სამლოცველოდან სალიტანიო ანჩისხატით მოეწყო ლოცვითი სვლა წმ. გაბრიელის (ურგებაძის) სახლამდე, სადაც მამა მალხაზმა (ყიფიანი] ერის კეთილდღეობისათვის  პარაკლისი აღავლინა.

აქცია იმავე დღეს გააშუქა საზ. მაუწყებლის პირველმა არხმა [იხ. 16.22 სთ.].

სიონის ტაძარში დღევანდელი დღისათვის ღმერთისადმი მადლობის აღსავლენად შესული, ტაძარში მიმდინარე ჯვრისწერის ბოლო მონაკვეთს შევესწარი...

მინაწერი:

„მოქცევაი ქართლისაის“ თანახმად, მირიან მეფის სანადიროდ წასვლა, მისთვის თვალთ დაბნელება და კვლავ ნათელში გასვლა, რომელიც ქრისტიანობის [მართლმადიდებლობის] სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მიზეზი გახდა, მომხდარა - „...დღესა ერთსა ზაფხულის პირსა, თუესა ივლისსა ოცსა დღესა...“ [გვ. 90]. დადგენილია ისიც, რომ ეს - ახ.წ 328 წელს უნდა იყოს მომხდარი.

შესაბამისად, 328 წ. 20 ივლისიდან ათვლით, პირობითი „მესამე შესვენების“ მისტერიულად აცხადების თარიღი - 2014 წ. 20 ივლისი, არის ზუსტად 1686-ე წელი.

 

 

1000 ლარი და ბიბლიური მინიშნების აცხადების მისტერია,

 ანუ ტყუილად რატომ გვედავებით?!..

წინამდებარე წერილში, ბოლო ჟამში მოსახდენი [და უკვე მომხდარი] მოვლენისა და მის თაობაზე არსებული წინასწარმეტყველური ნიშნების აცხადების თაობაზე მსჯელობა გვინდა შემოგთავაზოთ. მოდით მივყვეთ თანამიმდევრობას.

2014 წ. 6 ივნისს მიღებულ საფოსტო გზავნილში, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით №000092 გვატყობინებდა, რომ - წყნეთში, მაია წყნეთელის ძეგლის პირდაპირ მდებარე სტენდზე ჩვენი ს/გ-ის სააგიტაციო პლაკატის სხვა პარტიის პლაკატზე ზემოდან გადაკვრისა გამო, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მუხლი 80,1-ის შესაბამისად, სანქცია [ფულადი ჯარიმა - 1000 ლარი] გვემუქრებოდა.

ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ავთანდილ იოსელიანმა, რომელმაც თავად განახორციელა ხსენებული პლაკატების იმ ადგილზე გაკვრა, ამავე დღეს მიმდინარე - „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისო კომისიის“ სხდომაზე, აღნიშნული საკითხის სპეციალური განხილვა მოითხოვა.

6 ივნისის საღამოს [18.09 სთ-ზე], ელ. ფოსტით, ხსენებული კომისიის თავმჯდომარეს - თეა წულუკიანს, შემდეგი სახის სპეციალური მიმართვა გავუგზავნეთ:

 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს

ქალბატონ თეა წულუკიანს!

 

№7 ს/გ „უფლის სახელით

- უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

 

ღია წერილი

 

ქალბატონო თეა!

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს თანახმად - „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, გამოყონ ადგილები ან/და დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი უნდა იყოს იმ ზომის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პლაკატების გამოფენისას უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობებით. დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის გაკრული“ [მუხლი 46,4].

კანონით განსაზღვრული მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენი კომისიის სხდომაზე, ჩვენი წარმომადგენლის ბატონ ავთანდილ იოსელიანის მიერ შემოტანილი საკითხის განხილვის შემდგომად, კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციაში, [2014 წ. 29 მაისი] კერძოდ ვკითხულობთ:

„...საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის აცხადებს, რომ აკისრია პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების  გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას და გამოსცემს შემდეგ რეკომენდაციებს:

 ...

2.    არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს:

 იმისათვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა  კანდიდატი უზრუნველყოფილ იქნეს, თანაბარი პირობებით განათავსოს ბეჭდური სააგიტაციო მასალა, პოლიტიკურმა პარტიებმა  თბილისის მაშტაბით იმოქმედონ ქალაქ თბილისის  მთავრობის 2012 წლის 09 აგვისტოს №20.01.758 დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად, რომლის თანახმადაც  სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არა უმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი)“.

ზემოთქმული რეკომენდაციის პრაქტიკულად გამოყენების მიზნით, გთხოვთ განგვიმარტოთ, კანონთან დაპირისპირების გარეშე, როგორ უნდა მოვახერხოთ ჩვენი 1 ცალი სააგიტაციო მასალის იმ ადგილებში განთავსება, რომლის მთელი ფართობი ერთი [ან რამოდენიმე] საარჩევნო სუბიექტის მიერ უკვე  წინასწარაა დაკავებული [გაკრულია სააგიტაციო მასალა].

იმედს ვიტოვებთ, რომ კანონზე დაყრდნობით გაკეთებული, თქვენი კომისიის მიერ ამ საკითხზე შემუშავებული განმარტება - რეკომენდაცია, არა მარტო ჩვენთვის, ანუ საარჩევნო სუბიექტებისათვის, არამედ სამართალდამცავი ორგანოებისთვისაც გახდება ის სამოქმედო დოკუმენტი, რომელიც წინასწარვე აღკვეთს ხსენებული უფლების პრაქტიკული რეალიზაციის დროს წარმოშობილ ყოველგვარ სავარაუდო დავას.

პატივისცემით

№7 ს/გ „უფლის სახელით

 - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 10 ივნისს, ხსენებული კომისიის წარმომადგენელმა, ავთანდილ იოსელიანთან გამართულ სატელეფონო საუბარში,  ჩვენი „ღია წერილის“ პასუხად, დაგვიდასტურა ჩვენი სავარაუდო დაჯარიმების უკანონობა და შეგვატყობინა, რომ არამარტო ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს გადეგზავნა ზეპირი მითითება, ხსენებული ოქმის უკან გამოწვევის თაობაზე, არამედ იგეგმებოდა სასამართლოსადმი შესამუშავებელი რეკომენდაციის გადაცემა, სხვა მსგავსი სავარაუდო ფაქტების მიმართ სანქციების არ გამოყენების თაობაზე.

მიუხედავად აღნიშნულისა, 11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოდან შეგვატყობინეს, რომ ჩვენი საქმის განხილვა - 18 ივნისს იყო ჩანიშნული. 13 ივნისს მიღებულ „სასამართლო უწყებაში“, კერძოდ მითითებულია, რომ განსახილველ საკითხზე სასამართლო სხდომა გაიმართებოდა - 2014 წ. 18 ივნისს, ოთხშაბათს, 16. 00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში [მის. დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6], №33-ე სხდომათა დარბაზში; მოსამართლე - ნათია ჯორბენაძე; მოს. თანაშემწე - გვანცა მარჯანიშვილი.

 

12 ივნისს, მიღებულ შეტყობინებაში, ე.წ. „თეა წულუკიანის“ კომისია გვატყობინებდა:

„თქვენი 2014 წლის 9 ივნისის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ უწყებათაშორის კომისაის არ გააჩნია უფლებამოსილება რაიმე ფორმით განმარტოს კანონი. როგორც მოგეხსენებათ,  კომისიის თავმჯდომარემ 6 ივნისის სხდომაზე თხოვნით მიმართა თბილისის მერიის წარმომადგენელს, მოეგვარებინათ აღნიშნული სტენდების საკითხი და ყველა პარტიას თბილისის მერიის შესაბამისი დადგენილებით ემოქმედათ და უფრო მეტი სიფრთხილე გამოეჩინათ იმ პარტიების მიმართ, რომელთც მცირე ფინანსური სახსრები გააჩნიათ.

სწორედ აღნიშნული პრობლემების მოგვარების და სამომავლო პრევენციის მიზნით კომისამ 29 მაისის სხდომაზე გამოსცა  შემდეგი რეკომენდაცია: „იმისათვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა კანდიდატი უზრუნველყოფილ იქნეს, თანაბარი პირობებით განათავსოს ბეჭდური სააგიტაციო მასალა, პოლიტიკურმა პარტიებმა  თბილისის მასშტაბით იმოქმედონ ქალაქ თბილისის  მთავრობის 2012 წლის 09 აგვისტოს №20.01.758 დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად, რომლის თანახმადაც  სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არა უმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი)“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი კომისია მოკლებულია სხვაგავარი რეაგირების შესაძლებლობას

პატივისცემით,

კომისიის სამდივნო“.

 

18 ივნისს, 16.00 სთ-ზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში, №33-ე დარბაზში გამართულ სხდომას ვესწრებოდით: მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ავთანდილ იოსელიანი, ჯემალ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, დავით ამაშუკელი და ნარგიზა ხალვაში.

ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელმა - ჩვენის მხრიდან საარჩევნო პლაკატის სხვა საარჩევნო სუბიექტის პლაკატზე გადაკვრის დამადასტურებელი ფერადი ფოტო ვერ წარმოადგინა, და მხოლოდ ფოტოსურათის შავ-თეთრი ასლის პირის ჩვენებით დაკმაყოფილდა.

მოსამართლე - ნათია ჯორბენაძის მიერ, სიტყვით წარდგენის უფლების მიცემის შემდეგ, ჩვენი ს/გ “უფლის სახელით...“ კერძოდ განვუცხადეთ:

„მერიის საზედამხედველო სამსახურის მიერ წარმოდგენილი შავ-თეთრი სურათიდან ჩანს, რომ ჩვენი პლაკატები №41-ე ს/გ „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული მერობის კანდიდატის - დავით ნარმანიას პლაკატების გარშემოა გაკრული. არცერთი ამათთაგანი არ ფარავს სხვა პლაკატს. შესაბამისად, ყოვლად გაუგებარია რას გვედავებიან... ამიტომ, ქალბატონო ნათია - არსებულ მასალაზე და კანონზე დაყრდნობით მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც გულმა გიკარნახოთ...“.

15-20 წუთიანი განხილვის ბოლოს, მას შემდეგ რაც მერიის წარმომადგენელმა კვლავ დაადასტურა მათი მოთხოვნის უცვლელობა, მოსამართლე - ნათია ჯორბენაძემ, სრულიად უსამართლოდ, დააკმაყოფილა თბილისის მერიის საზედამხედველო სამსახურის სარჩელი, და ჩვენი პარტია, სააგიტაციო მასალის სხვა პარტიის პლაკატზე გადაკვრის „საბაბით“, საარჩევნო კოდექსის მუხლი 80,1-ზე დაყრდნობით - 1000 [ათასი] ლარით დააჯარიმა.

სასამართლოდან გამოგზავნილი დადგენილება [საქმე №4/3564 - 14, 20. 06. 2014 წ.; მოსამართლე - ნათია ჯორბენაძე, სხდომის მდივანი - სოფიო აბესაძე], 24 ივნისს მივიღეთ ფოსტის მეშვეობით. მასში კერძოდ ვკითხულობთ:

„1. „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ [მის. ქ. თბილსის, მუხიანის დას. 1-ლი მ/რ, მე-2 კორპ., ბ. 95] ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილით;

2. „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ -ს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაედოს ჯარიმა 1000 [ათასი] ლარის ოდენობით;

3. განემარტოს სამართალდამრღვევს, რომ მან დაკისრებული სახდელი [ჯარიმა] უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. თანხა უნდა ჩაირიცხოს ცენტრალურ ბიუჯეტში, ერთიანი ანგარიშის №200 122 900 სახელმწიფო ხაზინის კოდი №220 101 222, ბანკის კოდი - TBESGE22, სახაზინო კოდი 302003260;

4. დადგენილების ასლი გადაეგზავნოს სამართალდამრღვევს და სამართალდარღვევის ოქმის შემდგენს;

5. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში [მდ. თბილისის, რობაქიძის №7ა] მისი გამოტანიდან 10 [ათი] დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის [თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6] მეშვეობით.

მოსამართლე ნათია ჯორბენაძე“.

ჩვენი მწირი ფინანსური შესაძლებლობის მიუხედავად, როგორც - პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს „ლასკარის“; ასევე - ს/გ „უფლის სახელით...“ უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს - „უფლისმიერი ლასკარის“ წევრთა ერთსულოვანი შეთანხმების შემდეგ, გადაწყდა მაქსიმალურად დავხმარებოდით - ავთანდილ იოსელიანს, მის მიერ პლაკატის გაკვრის გამო პარტიისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდაში.

ვსარგებლობთ რა შესაძლებლობით - დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ, როგორც „ლასკარის“, ასევე „უფლისმიერი ლასკარის“ იმ წევრებს

[ესენია: ამაშუკელი დავითი, არუდაშვილი ნანა, ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე კაკო, დარსაძე ომარი, ვართანიანცი ხაჩატური, ვეშაგური ლიდა,  თანიაშვილი მანანა და მარგო, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე  ნათელა და გია, მეფარიძე ლეილა, მუშკუდიანი მალხაზი, მჭედელაძე ვალერი, რაზმაძე შაზი,  სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ყენია მალხაზი, ჩოხელი ლევანი,  ჩხეტია ეთერი, წულაია ნონა, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დინა, ჯიქია ჯემალი...]

რომელთა მხრიდან გაწეული დახმარების შემდეგაც მოხერხდა სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმისათვის საჭირო თანხის შეგროვება და ზემოთხსენებულ ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მისი გადახდა [14 ივნისი, 2014 წ.].

 

სახარებისეული მინიშნებანი

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ბოლო ჟამში მომხდარი ამ მოვლენის [ფაქტის] არსის გახსნისთვის, მოდით დღეისათვის ცნობილი რამოდენიმე ნიშანთაგანი გავიხსენოთ.

სახარებაში დაცულია მინიშნება იმის თაობაზე, თუ მიზეზთა გამო, როგორ თხოვენ განკაცებულ უფალს, გარკვეული თანხის გადახდას:

„ხოლო როდესაც მიადგნენ კაპერნაუმს, მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრებნი და უთხრეს: თქვენი მოძღვარი არ გადაიხდის დიდრაქმას? მან მიუგო: დიახ. და როდესაც შევიდა სახლში, იესუმ დაასწრო და ჰკითხა: როგორ გგონია, სიმონ? ვისგან კრებენ მიწიერი მეფენი ხარკს და ბეგარას: თავიანთ შვილთაგან თუ უცხოთაგან? პეტრემ მიუგო: უცხოთაგან. ხოლო იესუმ უთხრა მას: ასე რომ, შვილები თავისუფალნი არიან. მაგრამ რათა არ ვაცდუნოთ ისინი, წადი ზღვის პირას, ჩააგდე ანკესი, აიღე პირველივე თევზი, რომელსაც დაიჭერ, გაუღე პირი, და შიგ ჰპოვებ სტატირს: მიიტანე და მიეცი მათ ჩემი და შენი სახელით“ [მათე 17,24-27].

წარმოდგენილ ტექსტში, ჩვენის აზრით, რამოდენიმე კოდირებული მინიშნებაა მოცემული. კერძოდ ესენია: „დიდრაქმის ამკრებნი“ ანუ „ხარკი“ – „ზღვის პირას“ – „თევზი“ – „სტატირი“. თითოეულ ამათთაგანზე შეიძლება ითქვას შემდეგი:

 

1. „სავალდებულო ხარკი“

 საეკლესიო წაყროებიდან ცნობილია, რომ აღნიშნული „ხარკი“ იყო ე.წ. „სატაძრო გადასახადი“, რომელსაც, მოსეს კანონის მიხედვით, იხდიდა ყველა 20 წელს გადაცილებული ებრაელი; თავის მხრივ - „დიდრაქმა“ იყო - „ხურდა ფული“, დაახლოებით 50 თეთრამდე.

2014 წ. 15 ივნისის არჩევნებში მონაწილე [სახელისუფლო პარტიის გარდა] თითქმის ყველა პარტიას, საარჩევნო კოდექსის ხსენებული მუხლის მოთხოვნათა „დარღვევის“ გამო, დაეკისრა სხვადასხვა ოდენობის ჯარიმის [ხარკის] გადახდა. შესაბამისად, ამ სახის დარღვევის გამო დაჯარიმებამ ე.წ. სავალდებულო სახეც კი მიიღო. ვისაც ყური აქვს ისმინოს!

 

2. კოდი - „თევზი“ და „ზღვა“

ჯერ სახარებისეული ტექსტი გავიხსენოთ - „...წადი ზღვის პირას, ჩააგდე ანკესი, აიღე პირველივე თევზი, რომელსაც დაიჭერ, გაუღე პირი, და შიგ ჰპოვებ სტატირს: მიიტანე და მიეცი მათ ჩემი და შენი სახელით“ [მათე 17,27].

საუბარი კოდირებული „თევზის“ არსში გარკვევით დავიწყოთ.

როგორც ცნობილია - თევზი, ქრისტიანობის ერთ-ერთ სიმბოლოდაა მიჩნეული. ბერძნულად თევზს ჰქვია - „იხთის“. ამ სიტყვის თითოეული ასოთაგანი საიდუმლო სიტყვის დასაწყისია. კერძოდ - „ი“, ესაა - იესუ; „ხ“ ნიშნავს - „ხრისტოს“, „თ“ არის - „თეოს“ [ღმერთი]; „ი“ უთითებს - „იმონ“ [ჩვენი], ხოლო „“ [სოტერ] იგივეა რაც - „მაცხოვარი“.

ამდენად, კოდირებული არსით - „თევზი“, ანუ ბერძნული სიტყვა - „იხთის“, გვკარნახობს - „იესუ ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი“.

მეორეს მხრივ, წარმართული ხანის საქართველოში თევზის ღვთაების კულტი არსებობდა, რომლის თაობაზე არსებულ წყაროებზე დაყრდნობითაც [გ.ჩიტაიას გამოკვლევა] ჩვენ ვწერდით - „...თევზის შემწეს ჩვენ ლასს ვიტყოდით... თევზის ღვთაების კულტი დღესაც ცოცხალია საქართველოში: „წმინდა ლასა“ - ამბობს ქართველი მეთევზე...“ [იხ. გაზ. „დედანი ენის სასწაული“, №57 [382], გვ. 2, 2005 წ.].

როგორც სახარებიდან ვიცით, მაცხოვარი ბრძანებს - „მე ვარ კარი, ვინც ჩემით შევა ცხონდება; და შევა და გამოვა. და ჰპოვებს საძოვარს“-ო [იოანე 10,9].

დიახ - „...ქრისტიანობის სიმბოლოდ ქცეულ თევზს, ბერძნულად თუ ჰქვია - „იხთის“, და იგავით ამბობს - „იესუ ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი“-ო;

ქართული ცნობიერებით თევზი არის - „ლას“, ანუ თავად იგია ქრისტიანობის ფუძემდებელ - ქრისტეზე პირველი მიმანიშნებელი. და თუ - ქრისტე, სიმბოლურად, ერთის მხრივ არის - „თევზი“, ანუ - „ლას“-ი [ქართული ცნობიერება], და მეორეს მხრივ - „კარი“ [იოანე 10,9], მაშინ მათი ერთობა: „ლას“ - „კარი“, ასევეა ქრისტეს არსის იგავურად მიმანიშნებელი...“ [იხ. იქვე გვ. 2].

აღნიშნულს თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ბოლო ჟამში „ძე კაცისას“ არსობრივი მხარის მატარებელი ჩვენი ს/გ „უფლის სახელით...“, სწორედაც რომ ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაყრდნობით წარმართავს თავის საქმიანობას, და ძირითადად უფლის მეორედ მოსვლის წინარე დროის დადგომას ამოწმებს, მაშინ ძნელი აღარ იქნება იმაში გარკვევა თუ რაზე გვანიშნებს კოდირებული - „თევზისა“ და „ლასკარის“ ურთიერთმიმართება.

სახარებაში, მაცხოვრის მიერ, კოდირებული  - „...წადი ზღვის პირას“ ნათქვამის არსის გასაგებად, საჭიროა სიტყვა „ზღვა“-ს ჩავუკვირდეთ.  ქართულ ანბანში ასო-ნიშანთა რიგითი ნომრების მიხედვით, კოდი: „ზღვა“ = ზ[7] + ღ[25] + ვ[6] + ა[1]“ = 39.

მიღებული: „ზღვა = 39“-ის არსის გასაგებად უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს [„ლასკარი“ და „უფლისმიერი ლასკარი“] სხდომების გასამართი ოფისი, სწორედ - 39 ნომერში მდებარეობს.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ ვფიქრობთ ძნელი აღარ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ სახარებისეული ტექსტი - „...წადი ზღვის პირას, ჩააგდე ანკესი, აიღე პირველივე თევზი...“, კოდირებულად უთითებს ბოლო ჟამში მოქმედი იმ ჯუფის საქმიანობის „დეტალზე“, რასაც, უკვე ხსენებული ჯარიმისათვის საჭირო თანხის მომგროვებელი - „ლასკარი“ [„თევზი} და მისი ადგილმდებარეობა - 39 [„ზღვა = 39] ჰქვია. ვისაც ყური აქვს ისმინოს! 

 

3. კოდი - „სტატირი“

სახარებისეულ ტექსტში დაფიქსირებული  - „...ჰპოვებ სტატირს: მიიტანე და მიეცი მათ ჩემი და შენი სახელით“ [მათე 17,27]  - „სტატირი“ [ძველქართულით - „სატირი“], სულხან საბას ლექსიკონში „სასწორთან“ კავშირდება - „სასწორი - ერთი სატირია“ [საბა, ტ.2, გვ.36]; ... ერთი სასწორი ვერცხლი ერთი სატირია...“ [საბა, ტ.1, გვ.417].

და მართლაც, ძველქართულ ხელნაწერთა გარკვეულ ჯუფში ვკითხულობთ -„...ჰპოო მის შორის სტატირი, [„ჰპოო მას შინა სასწორი“]“ [იხ. „ქართული ოთხთავის ბოლო ორი რედაქცია“, რედ. ივ. იმნაიშვილი, თბ. 1979 წ. გვ.318].

დაინტერესებულმა მკითხველმა იცის, რომ ჩვენი გაერთიანების გერბი [ლოგო] სწორედაც რომ - სასწორს ეფუძნება. მეორეს მხრივ ისიც ცნობილია, რომ - სასწორი, ოდითგანვე, სასამართლოს ერთ-ერთ ატრიბუტს წარმოადგენს.

ჩვენის აზრით, ძველქართულ ტექსტში დაფიქსირებული  - „სასწორი“, ბოლო ჟამში, ლასკარულ ცნობიერებას ზიარებული ჯუფისა [ლასკარი] და სასამართლო ორგანოს შორის განვითარებული [ზემოხსენებული] მოვლენის ახსნის ერთ-ერთი მინიშნებითი გასაღებია.

ე.წ. სასამართლოს თემის ბოლომდე ამოწურვის მიზნით, ჩვენი დამაჯარიმებელი მოსამართლის - ნ. ჯორბენაძის - გვარზეც გვინდა ვისაუბროთ.

როგორც მოგეხსენებათ - ჯორი არის ფაშატი ცხენისა და მამალი ვირის ნაჯვარი ანუ ჰიბრიდი, რომელიც უნაყოფოა - მას შთამომავლობის მოცემა აღარ შეუძლია.

ჩვენი, ანუ ს/გ „უფლის სახელით...“ მავალი გუნდისათვის ჯარიმის გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის გვარი - „[ჯორ]ბენაძე“, ლასკარისეულ ცნობიერებაზე დაყრდნობით „გვკარნახობს“, რომ უფლის მეორედ მოსვლის წინარე დროის დადგომის დამადასტურებელი გუნდისათვის ვერანაირი ხელის შეშლის მცდელობა ნაყოფს ვერ გამოიღებს  [ჯორი - უნაყოფოა]..

და კიდევ: სახარებისეული ტექსტი - „...ჰპოვებ სტატირს: მიიტანე და მიეცი მათ ჩემი და შენი სახელით“, ხაზს უსვამს, რომ „ხარკის“ გადახდა ხდება ორის, ანუ - „ჩემი და შენი“ სახელით; და, შესაბამისად, გადახდილ იქნა - ერთი სტატირი, ანუ - ორი დიდრაქმა.

აქ, ბოლო ჟამში დაფიქსირებული ორი პირობითი „ფაქტის ერთობასთან“ უნდა გვქონდეს საქმე:

1. როგორც ითქვა ჯარიმის დაკისრება მოხდა, ჩვენი გაერთიანების მიერ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი - ავთანდილ იოსელიანის მიერ [ერთი მხარე] პლაკატის „არასწორად“ გაკვრის გამო, თუმცა დაჯარიმდა თავად საარჩევნო სუბიექტი „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ [მეორე მხარე]; ამასთანავე

2. პარტიის მწირი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დაკისრებული საჯარიმო თანხის გადახდა მოხდა, ერთის მხრივ - „ლასკარის“, და მეორეს მხრივ - „უფლისმიერი ლასკარის“ წევრთა მიერ აკრეფილი საერთო თანხით.

ვისაც ყური აქვს ისმინოს!

 

4. კოდირებული - „ათასი“

სახარებისეულ ტექსტში დაფიქსირებული - „დიდრაქმა“ და „სტატირი“ ფულის ოდენობის აღმნიშვნელია. როგორც ითქვა: ერთი სტატირი - ორ დიდრაქმას უდრის. თავის მხრივ ერთი დიდრაქმა, დაახლოებით: 50 თეთრის ტოლია. მაშასადამე, სახარების მიხედვით, გადაიხადეს - 1 სტატირი, ანუ - 2 დიდრაქმა, დაახლოებით 50 + 50, ანუ - 100 ერთეულზე მიგვანიშნებს.

ეზოთერულ ცნობიერებაში, პირველი ციფრის შემდგომი - ნოლი, თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, სახარებისეული: გადახდილი ხარკის ოდენობა - 100 [რომელიც შეიძლება მოიაზრებოდეს როგორც - 1, 10 და ა.შ.] ერთეული, კოდირებულად ჩვენდამი დაკისრებული ჯარიმის ოდენეობაზე, ანუ - 1000 გვანიშნებს.

როგორც ზემოთაც აღინიშნა, თბილისის საზედამხედველო სამსახურის მიერ შედგენილი ოქმის თანახმად, სასამართლო დავის საგანი გახდა ჩვენი საარჩევნო პლაკატის, 41-ე ნომრის მქონე: კოალიცია „ქართული ოცნების“ პლაკატზე ე.წ. გადაკვრის ფაქტი. დიახ, ჩვენთვის დაკისრებული ჯარიმის - 1000 ლარის გადახდა, სწორედ 41-ე ნომერს უკავშირდება.

ხსენებული ჯარიმის ოდენობის: 1000-ის აღმნიშვნელი სიტყვა: „ათასი“, ქართულ ანბანში ასო-ნიშანთა რიგითი ნომრების მიხედვით: „ა[1] + თ[9] + ა[1] + ს[20] + ი[10]“, ჯამში, ხსენებული კოალიციის რიგითი ნომრის, ანუ - 41 ტოლია.

ვისაც ყური აქვს ისმინოს!

აი, ყოველივე ის, რისი ამჟამად თქმაც მკითხველისათვის გვინდოდა. ყველაფერი, სწორედაც რომ წინასწარგანჭვრეტილისდა მიხედვით ვითარდება. ვისაც ეს ესმის - ხომ კარგი - „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38[.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

ს/გ „უფლის სახელით...“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი