Print

გაზეთი № 31 [927]

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2014 წლი26 ივლისის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 26 ივლისის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ლეილა მეფარიძე, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე და ჯემალ ჯიქია.

სხდომაზე მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია - საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ [მეორე მოსმენა].

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლი28 ივლისის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

 

- საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების საქართველოს კანონი საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე;

- საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ [მეორე მოსმენა];

2. დავით ამაშუკელის მოხსენება - 28 ივნისს, 19 და 26 ივლისს მომხდარი მიწისძვრების მისტერიული ურთიერთკავშირის თაობაზე;

3. ვალერი მჭედელაძისა და მალხაზ მუშკუდიანის ინფორმაცია მცხეთასა და კასპის რაიონებში პირველადი ორგანიზაციების ამოქმედების ვადების თაობაზე.

განხილვაში მონაწილეობა მიიღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ვალერი მჭედელაძემ, ჯემალ ჯიქიამ, დავით ამაშუკელმა, მალხაზ მუშკუდიანმა, ავთანდილ იოსელიანმა, ნანა არუდაშვილმა, ალეკო თაქთაქიშვილმა, ხაჩატურ ვართანიანცმა...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

. . .

ერთსა გთხოვ ჩემო უფალო:

კალამი ამაღებინე,

რითმის სამყაროს კარიბჭე

 მასწავლე, გამაღებინე...

ღვთიური მადლით მოსილი

უფლის ნათელ გზას მივყვებით,

მე გზას ვერ შემაცვლევინებს

ურწმუნო თომას შვილები...

დრო დადგა - საქართვე;ლოდან

უნდა გავიდეს წყვდიადი...

ზეციდან ყოველდღე გვლოცავს

ჩვენი უკვდავი ზვიადი...

უფალს - უყვარდა ლასკარი,

ზღვა ხალხი იდგა, ღელავდა,

ღვთისმშობელიც იქვე იყო

უფლის სამოსელს კერავდა,

ადამიანის თვალები

უკეთეს ვერას ნახავდა...

ეკატერინე

ხრიკული

 

ფარისეველისა და მებაჟის იგავი

„ლასკარის“ წევრთა შემოწირულობის ხარჯზე, ღვთის შეწევნით მოხერხდა,  ჩვენივე წევრების - ეკატერინე ხრიკულისა და დინა [დიანა] ჯიქიასათვის მცირედი საჩუქარის გაკეთება: მათივე შემოქმედების ამსახველი კრებულების დაბეჭვდა. მათში წარმოდგენილია, ავტორთა მიერ „ლასკარის” შაბათის სხდომებზე წაკითხული, და გაზ. „...უფალია ჩვენი სიმართლე”-ს ფურცლებზე დაბეჭდილი სხვადასხვა მასალა.

სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, დაშვებულ იქნა გარკვეული შეცდომა. კერძოდ:

ქ-ნი დინა [დიანა] ჯიქიას ლექსი, პირობითი სათაურით - „ნინოობას...“, დაიბეჭდა ქ-ნი ეკატერინე ხრიკულის კრებულში [იხ. გვ. 12].\; და კიდევ: ქ-ნ დინა [დიანა] ჯიქიას კრებულის 25-ე გვერდზე დაბეჭდილი ლექსის მე-4 სტრიქონში, წერია „გადავაბიჯე“, არადა უნდა ეწეროს - „შევაბიჯე“.

დაშვებული შეცდომის გამო ბოდიში გვინდა მოვიხადოთ ავტორთა წინაშე.

მინაწერი:

ბოლო ჟამს გასავლელ ეტაპთა ჩამონათვალში, ბუნებრივია რომ  - „ფარისეველისა და მებაჟის იგავიც“ მოიაზრება:

„ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად [კოდია]: ერთი ფარისეველი და ერთიც მებაჟე. ფარისეველი დადგა და ასე ლოცუღობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ. ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ.

 ხოლო მოშორებით [კოდია] მდგარი მებაჟე იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილს.

გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის. რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება“ [ლუკა 18,10-14].

სულხან-საბას სწავლებით - „... ესე კაცი განიყოფ[ვ]ების მამაცად და დიაცად, რომელ არს მამაკაცი და დედაკაცი...“ [ტ. 1, გვ. 359]. 

 

 

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

შესვენება მეოთხე:

„ქოცებისა“ და „ნაცების“ დანაშაულებრივი თანამშრომლობის შედეგად 2014 წ. 7 მაისიდან ძალაში შესული ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ პირველი სავალალო რეალური შედეგი სახეზეა: „მარიამობის მარხვაში“, კერძოდ 20 – 30 აგვისტოს ფარგლებში, ხელისუფლების თანხმობით გადაწყყვეტილია, მუსიკალური ფესტივალის ნიღაბს ამოფარებული, გარყნილების ზეიმად სახელდებული, ე.წ. „კაზანტიპის ფესტივალის“ საქართველოში ჩატარება.

25 ივლისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიღებულ განცხადებაში, კერძოდ ვკითხულობთ - „საქართველოს საპატრიარქოს განცხადება:

... ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ფესტივალში ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც. ეკლესია, სულიერ შვილებზე ზრუნვიდან გამომდინარე, ვალდებულია, ამის შესახებ გაფრთხილოს საქართველოს მოსახლეობა“.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მართლმადიდებელი სამყაროს მიერ - გაბრიელ მთავარანგელოზის კრების აღნიშვნის დღეს, 2014 წ. 26 ივლისს, 19.30 სთ-ზე,  თბილისში, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, ე.წ. „კაზანტიპის ფესტივალის“ საქართველოში ჩატარების საწინაარმდეგო საპროტესტო აქცია.

საათნახევრიან აქციაში, ს/გ „უფლის სახელით...“, მონაწილეობა მიიღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ჯემალ ჯიქიამ, ვალერი მჭედელაძემ, ავთანდილ იოსელიანმა, ნანა არუდაშვილმა, მალხაზ მუშკუდიანმა,  კაკო გოგლიძემ და სხვებმა.

აქციაზე ხელი მოეწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილისადმი განკუთვნილ პეტიციას...

ს/გ „უფლის სახელით...“  სიტყვით გამოსვლისას  - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ავთანდილ იოსელიანმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ მარიამობის მარხვაში უზენეობის პროპაგანდით გამოწვეული უარყოფითი შედეგი ამ პროცესში ჩართულ ყველა პირს დიდ ზიანს მოუტანს.

აქცია იმავე დღეს გააშუქა: 1. ტ/კ „რუსთავი - 2“-მა [21. 42 სთ.];  2. საზ. მაუწყებლის პირველმა არხმა [იხ. 20.57 სთ.]; 3. ტ/კ „იმედმა“ [20.21 სთ.]; 4. ტ/კ „მაესტრომ“ [იხ. 21.13 სთ.] და სხვა

 

ვუპატრონოთ ქართულ მიწას

საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში მიწის გასხვისების პროცესი კვლავ დიწყო..

გთავაზობთ, აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით ს/გ „უფლის სახელით...“ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას:

 

საკანონმდებლო წინადადება

„საქართველოს კანონი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ 

საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

 მუხლი 1.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებსაქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №007, 30. 04. 96, გვ. 17) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. პირველი მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანონი განსაზღვრავს:

ა) სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემისა და გასხვისების წესს;

ბ) სახელმწიფოს მონაწილეობას სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოწესრიგებაში.“;

 

2. მე-3 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება ასევე:

ა) კომლის (ოჯახის) იჯარით აღებული წილი სოფლის, თემის, იურიდიული პირების საძოვრების, სათიბების, ტყეების ტერიტორიებზე;

ბ) სასოფლო-სამეურნეო მიწის ის ნაწილი, რომელიც შეიძლება იყოს იჯარით აღების ცალკე უფლების ობიექტი.

 

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. საკუთრება და იჯარით აღების უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მუდმივი მესაკუთრეა საქართველოს სახელმწიფო. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულის) არაუმეტეს 49 წლიანი იჯარით აღების უფლება უფლება აქვთ:

ა) საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს, მიწის იჯარით აღების, ან,  ამ კანონის მიღებამდე, მის საკუთრებაში არსებული მიწის იჯარით ავტომატურად გადაფორმების თაობაზე;

ბ) უცხოელს, რომელსაც არანაკლებ სამი წლის მანძილზე მეუღლედ ჰყავს საქართველოს მოქალაქე და იჯარით აღებულ მიწაზე მეუღლეებს თანამეიჯარის უფლება ექნებათ;

1) საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომლის საკონტროლო პაკეტი საქართველოს მოქალაქის ხელშია და ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას არანაკლებ სამი წლის განმავლობაში.“;

11. [ამოღებულია].

12. [ამოღებულია].

13. [ამოღებულია].

2. [ამოღებულია - 20.06.2003, №2429].

3. [ამოღებულია].

4. საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც ერთი ფიზიკური პირის მიერაა იჯარით აღებული, ანდა მეუღლეები ან ოჯახის სხვა წევრები  თანამეიჯარის უფლებით სარგებლობენ.

5. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების მიერ საერთო იჯარითაა აღებული, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამეიჯარედ უნდა იქნეს რეგისტრირებული.

51. (ამოღებულია - 21.07.2010, №3513).

6. მესამე პირებთან ურთიერთობაში საკომლო მეურნეობის სახელით გამოდის ერთ-ერთი თანამეიჯარე, რომელსაც დანარჩენი თანამეიჯარეები მიანიჭებენ ამგვარ უფლებამოსილებას.

7. (ამოღებულია - 20.06.2003, №2429).

8. ქარსაფარი ზოლი არის მისი მომიჯნავე მიწის მეიჯარეთა საერთო საკუთრება.

9. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კონსოლიდაციის შედეგად შიდასამეურნეო გზები (გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა) გადადის კონსოლიდირებული მიწის ნაკვეთის მეიჯარის მფლობელობაში.“;

 

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. გასხვისების ზოგადი შეზღუდვა

მეიჯარეს, რომელიც საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობას უძღვება მეუღლესთან ან ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, შეუძლია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობა გაასხვისოს ან ქვეიჯარით გადასცეს მხოლოდ მისი (მათი) თანხმობით. თანხმობა დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით. თანხმობის მიღებაზე უარი შეიძლება ითქვას მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობისას. თუ მეიჯარე ვერ მიიღებს თანხმობას, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს.“;

 

5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. გამოსყიდვის სახელშეკრულებო უფლება

მიწის ნაკვეთის გასხვისების ან ქვეიჯარით გადაცემისას მეიჯარეს შეუძლია შეუთანხმდეს შემძენს/ქვემოიჯარეს მის გამოსყიდვაზე იმ შემთხვევისათვის, როცა შემძენი/ქვემოიჯარე თავს დაანებებს მიწის დამუშავებას. თუ შემძენმა/ქვემოიჯარემ მიწის დამუშავებას თავი მეიჯარის გარდაცვალების შემდეგ დაანება, გამოსყიდვის უფლებით დამოუკიდებლად სარგებლობა შეუძლია მეიჯარის იმ მემკვიდრეს, რომელსაც სურს თვითონ დაამუშაოს მიწა.“;

 

6. მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფოს მიერ უპირატესი გამოსყიდვის უფლება არ გამოიყენება, თუ:

ა) მეიჯარის შვილს სურს მიიღოს საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობა და დამოუკიდებლად გაუძღვეს მას;

ბ) მეიჯარემ საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობა ან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გაასხვისა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, ან იგი მას იძულებით ჩამოერთვა.

3. თუ მეიჯარეს რჩება ქმედუუნარო მემკვიდრე, სახელმწიფოს მიერ უპირატესი გამოსყიდვის უფლება არ გამოიყენება მანამ, სანამ არ დადგინდება, შეუძლია თუ არა მემკვიდრეს, დამოუკიდებლად გაუძღვეს მეურნეობას.“;

 

7. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. უპირატესი შესყიდვის უფლების ვადა

უპირატესი შესყიდვის უფლება უქმდება ორი კვირის ვადაში იმ დღიდან, როცა უფლებამოსილმა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო, რომ მეიჯარე თავს ანებებს მეურნეობის გაძღოლას.“;

 

8. 22- მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის ძალაში შესვლიდან ექვსი თვის ვადაში:

ა) უცხოელი და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირები ვალდებული არიან თავიანთ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გაასხვისონ საქართველოს მოქალაქეზე, კომლზე ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე.

ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს სასამართლო გადაწყვეტილებით და სათანადო კომპენსაციით სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევათ მათ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისას გამოიყენება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმები.“;

9. 22- მუხლის მე-4 პუნქტის „ა)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემასთან დაკავშირებული ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით;“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

„საქართველოს კანონი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ 

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“   

განმარტებითი ბარათი

ჩვენი წინაპრების მიერ სისხლის ფასად შენარჩუნებული ქვეყნის მაცხოვრებელთა წინაშე ახალი საფრთხე წარმოიშვა - ღვთისაგან ჩვენთვის ბოძებული ქართული მიწის უმეტესი ნაწილი შეიძლება უცხოელთა საკუთრებაში აღმოჩნდეს.

ქვეყნის ხელისუფალი ვალდებულია ისეთი სამართლებრივი ბაზა შექმნას, რომელიც საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფს, რომ ქართული მიწის მფლობელი - საქართველოს ძირძველი მაცხოვრებელი, უმცირესობაში არ აღმოჩნდეს.

 

ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეგულაციის გაცნობამდე, გვინდა ევროკავშირის წევრი რამოდენიმე ქვეყნის მიერ მიღებული ის ცალკეული შეზღუდვები გავიხსენოთ, რომლებიც მიწის გაყიდვასთან დაკავშირებულ საკითხს უკავშირდება.

 

1995 წლიდან ევროკავშირის წევრ ავსტრიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც ცხრა მხარისაგან შედგება, უცხო ქვეყნის [კერძოდ - ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის] მოქალაქეების მიერ მიწის შეძენა რეგულირდება ცალკეული მხარის კანონებით.

ზოგადად, ყველა მხარის კანონმდებლობით, უცხოელისათვის ყოველგვარი ქონების შეძენაა ნებადართული, თუ არ იქნება შელახული - ავსტრიის კულტურული, ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური და საჯარო ინტერესი, ან უშიშროება.

რაც შეეხება - მიწას, უცხოელის მიერ 1 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის არა თუ შეძენა, არამედ იჯარით აღებაც კი საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.

მაგ. ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებული ბურგენლანდის მხარის კანონის - „უცხოელის მიერ უძრავი ქონების შეძენის შესახებ“ მე-8 მუხლის თანახმად - თუ უცხოელს, ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა სურს, მას უნდა ჰქონდეს, ამისათვის სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ გაცემული ნებართვა.

იმავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად, უცხოელი, მიწის შესაძენად, სპეციალურ ნებართვას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ავსტრიის ტერიტორიაზე, მინიმუმ, 10 წელი ლეგალურად, კანონიერად იმყოფება და მისი შენაძენით მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან სხვა საჯარო ინტერესი არ ილახება.

 

ევროკავშირმა, მათ რიგებში - 2004 წელს გაწევრიანებულ ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს: ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას, პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს და ჩეხეთს, 7 წლიანი განსაკუთრებული გარდამავალი პერიოდი დაუწესა; თუმცა, გამონაკლისის სახით, პოლონეთისათვის - 12 წელი იქნა დადგენილი.

ამ ქვეყნებში გათვალისწინებული თავისებურებანი ასეთი სახისაა:

 

ესტონეთში მოქმედი შეზღუდვა დამოკიდებულია მიწის ფართობზე, კერძოდ უცხოელზე:

10 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის შეძენა შეუზღუდავია, ხოლო

10 ჰა-ზე მეტის შეძენა დასაშვებია, თანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უცხოელი ესტონელზეა დაქორწინებული ან ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას არანაკლებ 3 წლის განმავლობაში მაინც.

იურიდიულ პირებზე შეზღუდვა არ არსებობს. მიწის შესყიდვა ზემოაღნიშნული გამონაკლისების შემთხვევაში მაინც დასაშვებია, თუ ადგილობრივი გამგებელი გასცემს შესაბამის ნებართვას;

 

ლატვიაში, ლიტვასა და სლოვაკეთში მეტ-ნაკლებად მსგავსი შეზღუდვებია. კერძოდ:

 უცხოელი იყიდის მიწას, თუ ამ ქვეყნის მოქალაქე მეუღლე ჰყავს, თვითონ ცხოვრობს ამ ქვეყანაში ან ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას არანაკლებ სამი წლის განმავლობაში.

ხოლო იურიდიულ პირებს მხოლოდ მაშინ ეზღუდებათ მიწის შეძენის უფლება, თუ მათი საკონტროლო პაკეტი უცხოელის ხელშია.

სლოვაკეთში იურიდიულ პირებზე აკრძალვები საერთოდ არ მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ლიტვაში ლიტველზე დაქორწინებულ უცხოელს მხოლოდ თანასაკუთრების უფლება აქვს;

 

პოლონეთში - უცხოელს, მხოლოდ იმ შემთხვევებში აქვთ მიწის შესყიდვის უფლება თუ:

- დაქორწინებულიპოლონეთის მოქალაქეზე, პოლონეთში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობს და შეძენილი მიწა მეუღლეების თანაბარ საკუთრებაში იქნება; ან

- პოლონეთში 5 წლის მანძილზე მაინც ცხოვრობს და ფლობს მუდმივი ბინადრობის სტატუსს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუძლია შეხედულებისამებრ მისცეს უცხოელს მიწის შესყიდვის უფლება. აკრძალვა ვრცელდება როგორც უცხოელ ფიზიკურ პირებზე, ასევეუცხოურ კომპანიებზე ან პოლონურ კომპანიებზე, რომლებიც არაპოლონელების მიერ არიან მართული;

 

უნგრეთში, ოდნავ განსხვავებული დაცვითი მექანიზმია შემუშავებული. ასე მაგალითად: ამ ქვეყნის კანონმდებლობით, უცხოელის მიერ მიწის ყიდვა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

- უნგრელი მეუღლე ჰყავს და ცხოვრობს უნგრეთში; ან

- ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.

რაც შეეხებათ იურიდიულ პირებს, ზოგადად, მიუხედავად რეგისტრაციისა, ეკრძალებათ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა; გარდა მიწებისა, რომლებიც გამოიყენება ფერმერული შენობებისათვის და არადასამუშავებლად;

 

ჩეხეთში დაწესებული შეზღუდვის თანახმად უცხოელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იყიდის მიწას, თუ:

-  ჩეხი მეუღლე ჰყავს ან

- ცხოვრობს ჩეხეთში ან

- ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.

ჩეხეთში რეგისტრირებულ კომპანიას, რომელიც არ არის მართული უცხოელების მიერ შეუზღუდავად შეუძლია მიწის შეძენა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მემკვიდრეობით ან თანასაკუთრებიდან გაჩენილი უფლება რჩება უცხოელებს და გასხვისების ვალდებულება არ ეკისრებათ.

 

 განხილული მაგალითების შემდგომად, გვინდა ბიბლიაში, მიწასთან მიმართებაში არსებული ერთი შეგონება გავიხსენოთ

„მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა, რადგან თქვენ მდგმურები და ხიზნები ხართ ჩემთან“ [ლევ. 25,23].

იქვე, თითქმის დეტალურადაა აღწერილი მიწასთან მიმართებაში მკვიდრი მაცხოვრებლის უპირატესი უფლების რეალიზების ე.წ. სამართლებრივი ნიუანსები, რომლის განხილვასაც, მიზეზთა გამო, ამჟამად არ შევუდგებით; თუმცა ერთსაც გავიხსენებთ - „გადაითვალე შვიდი უქმობის წელიწადი, შვიდჯერ შვიდი წელიწადი, რომ გამოგივიდეს შვიდი უქმობის წელიწადში სულ ორმოცდაცხრა წელი“ [ლევ. 25,8].

 

ყველა ერს თავისი საცხოვრისი, ხოლო ყველა ქვეყანას თავისი მისია  აქვს!.. ქართველთა სამკვიდრებელი ადგილი - საქართველო, სხვათაგან იმითაცაა გამორჩეული, რომ იგი, ღვთის განგებულობით, ჯერ - მაცხოვრის კვართის დავანების ადგილად, ხოლო მოგვიანებით - ღვთისმშობლის წილხვედრ მიწად განწესდა...

დიახ, ღმერთმა ჩვენი მშობლიური მიწა ჩვენდა სამკვიდრებლად  დაადგინა, და თანაც ამ წუთისოფლის „მდგმურები და ხიზნები“, როგორც ვნახეთ, გაგვაფრთხილა - „მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა...“-ო.

შესაბამისად, მაცხოვრის კვართის დავანებისა და - ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის ერთადერთი მესაკუთრე მხოლოდ ქართული სახელმწიფო უნდა იყოს; ხოლო ამ ქვეყანის თითოეული მკვიდრთაგანი, ღვთისაგან ბოძებული მიწის მხოლოდ - დროებით მოსარგებლე, ანუ მეიჯარენი შეიძლება ვიყოთ.

ამასთანავე, როგორც ვნახეთ, ბიბლიაში მიწაზე მეიჯარეობის საწყის მაქსიმალურ ვადად - 49 წელია გამოკვეთილი; მეიჯარისა თუ მისი მემკვიდრისათვის იჯარის, ამავე ვადებში, შემდგომი გაგრძელების უფლებით.

ჩვენი წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება საკუთრების სწორედ ამ ორ პრინციპზეა დაფუძნებული:

- საქართველოს სახელმწიფო, ღმერთისგან ჩვენთვის ბოძებული მიწის მუდმივი მფლობელია; ხოლო

- ქართული სახელმწიფოს თითოეული მკვიდრთაგანი ქართული მიწის დროებითი მფლობელი, ანუ მეიჯარეა.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა, რომ - მიწის რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება ბუნებრივად უნდა თანხვდებოდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აუცილებლობისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების სურვილს, აგრეთვე

ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად:

 - „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“ [მუხლი 21,1], ამასთანავე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი“ [მუხლი 21,2], აგრეთვე

ვითვალისწინებთ რა, რომ - აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე იქნეს განეიტრალებული მიწების არარაციონალურად გასხვისებიდან მომდინარე ყოველი რეალური შესაძლო საფრთხე, რამაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს სახელმწიფოს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვასა და ქვეყნის უშიშროებაზე,

გთავაზობთ, ჩვენს მიერ შემოთავაზებულ საკანონმდებლო წინადადებაში ასახულ რეგულაციასთან დაკავშირებულ ზოგიერთ აუცილებელ განმარტებას.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“  საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ა)“ ქვეპუნქტში, ნაცვლად - „შეძენისა და გასხვისების წესს“, ჩაიწეროს: „იჯარით გაცემისა და გასხვისების წესს“; ხოლო „ბ)“ ქვეპუნქტი, რედაქციული ხასიათის ცვლილებას გთავაზობთ: ნაცვლად - „მოსაწესრიგებლად“, ჩაიწეროს - „მოწესრიგებაში“; 

 

კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტში, ნაცვლად: „საკუთრების წილი“, ჩაიწეროს: „იჯარით აღებული წილი“ [„ა)“ ქვეპუნქტი]; ხოლო  ნაცვლად: „რომელიც შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი:, ჩაიწეროს: „რომელიც შეიძლება იყოს იჯარით აღების ცალკე უფლების ობიექტი“.

 

კანონის მე-4 მუხლის სათაურში ჩაემატოს ფრაზა: და იჯარით აღების უფლება“; ხოლო მუხლებისდა მიხედვით შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

- პირველ პუნქტში გამოკვეთილია მიწაზე სახელმწიფოს მუდმივი მფლობელობისა და ამ მიწის არაუმეტეს 49 წლიანი იჯარით აღების უფლება;

ამ პუნქტის ა) ქვეპუნქტი ადგენს თუ ვის აქვს საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის იჯარით არების უფლება; და რომ მიწის აქამდე არსებული მესაკუთრე შესაბამისი ორგანოსადმი წარდგენილი განცხადების შემდგომად, ავტომატურად ხდება ამავე მიწის მეიჯარე, მისთვის სასურველი ვადით.

ამ პუნქტის: ბ) და ბ1) ქვეპუნქტებით განსაზღვრულია ის პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც არასაქართველოს მოქალაქეს, ანუ - უცხოელს, ანდა იურიდიულ პირებს შეიძლება მიეცეთ მიწის იჯარით აღების შესაძლებლობა.

ახლად დადგენილი რეგულაციის პირობებიდან გამომდინარე ამ მუხლის: 11, 12, 13, მე-3, მე-51 და მე-7 პუნქტები - ამოღებულია.

მე-4 პუნქტში, ნაცვლად: „ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების  საერთო საკუთრებას“, შემოთავაზებულია ჩანაწერი: „ფიზიკური პირის მიერაა იჯარით აღებული, ანდა მეუღლეები ან ოჯახის სხვა წევრები  თანამეიჯარის უფლებით სარგებლობენ“;

მე-5 პუნქტში, ნაცვლად: „წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებულ“:, უნდა ჩაიწეროს: წევრების მიერ საერთო იჯარითაა აღებული, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამეიჯარედ უნდა იქნეს რეგისტრირებული“;

მე-6, 8 და 9 პუნქტებში, ნაცვლად: „თანამესაკუთრე“ და „თანამესაკუთრეების“; :თანამესაკუთრეთა“; „მესაკუთრის“, უნდა ჩაიწეროს: „თანამეიჯარე“ და „თანამეიჯარეეები“; „მეიჯარეთა“; „მეიჯარის“;

კანონის მე-8 მუხლში, ნაცვლად: „მესაკუთრეს“ და „მესაკუთრე“, შესაბამისად იწერება: „მეიჯარეს“ და „მეიჯარე“;

კანონის მე-9, 12 და 13 მუხლებში კონტესტის მიხედვით მოცემული „მესაკუთრე“, ჩანაცვლებულია სიტყვით: „მეიჯარე“ და „ქვემეიჯარე“;

კანონში, გარდამავალი დებულების შემცველ 22-ე მუხლის მესამე პუნქტში, ამ კანონის მიღებამდე მიწაზე საკუთრების უფლების მქონე უცხოელებისა და ამა თუ იმ იურიდიული პირებისათვის, მოცემულია ის პირობები, რომელთა დაცვაც კანონის ძალაში შესვლიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში უნდა შესრულდეს.

კანონის 22- მუხლის მე-4 პუნქტის „ა)“ ქვეპუნქტში წინადადებაში არსებული: „მიწის საკუთრების შესახებ“, ჩაიწეროს: „მიწის იჯარით გაცემასთან დაკავშირებული“.  

 

დასასრულს დავძენთ, რომ ჩვენს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებაში ასახული ცვლილებები, საკანონმდებლო ორგანოს მიერ მისი გაზიარების შემთხვევაში, თავის წვლილს შეიტანს მიწასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საქმეში.