Print

გაზეთი № 32 [928]

მეორედ შობილი ძე კაცისა

პირველად მოსვლის მსგავსად, მეორედაც, უფალ იესუ ქრისტეს სახით ძალმოსილებით აღჭურვა-გაცხადებამდე, შობით მოდის ძე კაცისა.

„ლასკარულ“ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ წმიდა წერილებში გაბნეულ ნიშნებზე დაყრდნობით, ჩვენის აზრით, მეორედაც შობით მომავალი ძე კაცისა - მაცხოვრის კვართის დაფვლისა და ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, ანუ - საქართველოში იბადება [დაბადებულია], და მორჩილად ელოდება, მამის მიერ დადგენილ „იმ დღესა და იმ საათს“, როდესაც მისი ძალმოსილებით აღჭურვის, ანუ საყოველთაო გაცხადების წამი ჩამოჰკრავს.

გთავაზობთ, რამოდენიმე კოდირებულ მინიშნებას:

„ვინ დაიჯერა ჩვენგან სმენილი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა? ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით... ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული.

ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება.... უფალმა ინება მისი ტანჯვა და სნება შეჰყარა. როცა გასწირავ მის სიცოცხლეს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, იხილავს იგი თავის ნაგრამს, გაუხანგრძლივდება დღეები, უფლის ნება მისი ხელით წარიმართება“ [ესაია 53,1-4; 6; 10];

მოვიდა ძე კაცისა; კიდეც ჭამს და კიდეც სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო...“ [მათე 11,19];

„არ იდავებს, არ იყვირებს და ვერც ვერავინ მოისმენს ქუჩებში მის ხმას“ [მათე 12,19];

„ისევე როგორც სხვაგან ამბობს: „შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა, რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო.

თუმცაღა ძეა, მაგრამ ვნებით ისწავლა მორჩილება. და სრულ იქმნა, და მისდამი მორჩილთ საუკუნო ხსნის მიზეზად ექმნა. და იწოდა ღმრთის მიერ მღვდელმთავრად, წესისამებრ მელქისედეკისა. ბევრი რამის თქმა შეგვეძლო ამის გამო, მაგრამ ძნელია განსამარტავად, რადგან აღარ შეგიძლიათ სმენა“ [ებრ. 5,6-11].

და ბოლოს. შემოგთავაზებთ მცირე ამონარიდს დავით გურამიშვილის „დავითიანი“-დან:

„ქართველთ უფალთა მეგვარტომობის იგავი

[3] ვსთქვა უფალთ მეგვარტომობა, არ შორად მისხი მისხისა,

ვინ მთქვის მე კაცი ხის დარად, დამრგის, ქვე წყალი მისხისა...

[4 ]ნერგად მას ვსახავ, იგ რაც ხე ისახა იესესითა;

ვინცა გამოსცა ნაყოფი თვისთა ნათქვამთა, ხეს ვითა;

შურდულ-ქვით სძლია მებრძოლთა დამბადებელის ესვითა,

შტო-მორჩად ქართველთ უფალთა, ვინც მაზე ბმულ ჩანს ფესვითა.

[6] ვერა ვსთქვი, მე ვერ შევიძელ მის ხის სახელის წოდება,

სოფელს ერგო და სოფლელთ თქვეს: ,,მრუდია, არა სწორდება’’;

აღიძრენ ერნი, იზრახეს ცუდისა მიდებ-მოდება,

გაყიდეს, მოსჭრეს, გამსყიდველს მიხვდა მით ცეცხლის მოდება.

[7] სახით მისებრივ სხვა მორჩი ქვეყნად არ დაიბადება,

მე მისის ხილის ჭამითა პირი არ გამიმწარდება,

მაგრამ ჯერ ძირთა სახელთა მწადიან გამოცხადება;

წესია საშენთ აღმშენთა პირველ საფუძვლის დადება.

[13] მისი ქება და გამოთქმა ბრძენთაცა უძნელდებიან:

ჰქექენ, სჩხრეკენ და ეძებენ, და კვალსაც ვერ მიხვდებიან;

რაზომცა აღვლენ მაღლამდე, კვლავ ისევ ქვე ბრუნდებიან...“.

[„წიგნი „ა“,  შესავალი, 3-4; 6-7; 13].

მასალა მოამზადა

დავით შათირიშვილმა

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლი4 აგვისტოს

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია: საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ [მესამე მოსმენა];

განხილვაში მონაწილეობა მიიღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ვალერი მჭედელაძემ, ჯემალ ჯიქიამ, მალხაზ მუშკუდიანმა, ავთანდილ იოსელიანმა, ნანა არუდაშვილმა...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

. . .

ამდენი ხვეწნა-ვედრებით

უფალი მგონი დავღალე,

საქართველოდან სატანა,

თავის კნუტებით - გავყარე...

მათ, კიდევ ბევრი გაჰყვება,

გასუფთავდება „ქალაქი“,

რა ეშველება ურწმუნოთ?

მალე „გაპარსავს“ დალაქი...

მინდა სუყველას გახაროთ,

[მაგრამ არ მყოფნის რითმები],

უფალმა შემოგითვალათ:

სულ მალე ერთად ვიქნებით...

ავიღოთ წითელი ღვინო,

ვადიდოთ ჩვენი უფალი!

ვისურვოთ - მისკენ სავალი

გზა გვქონდეს - თავისუფალი!...

ეკატერინე

ხრიკული

 

 

პოლიტიკურ - ეკონომიკური კრიზისის კარიბჭესთან

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 2014 წ. 22 ივლისს გამართულ სხდომაზე შეაჯამა ქ. თბილისის მერის 2014 წ. 15 ივნისის არჩევნების მეორე ტურის შედეგები და დაადგინა:

1. ამომრჩეველთა რაოდენობა - 920 020;

2. არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა - 317 078 [34,46 %];

3. ბათილად ცნობილ ბიულეტენთა რაოდენობა - 10 590;

ნიკანორ მელიამ მიიღო - 84 350 ხმა [27,53 %], ანუ საერთო  ამომრჩეველთა - 9,17 %;

დავით ნარმანიამ მიიღო - 222 066 ხმა [72,47 %], ანუ საერთო  ამომრჩეველთა - 24,14 %.

 „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად - „თვითმმართველი ქალაქის/ თემის ახალარჩეული მერის/გამგებლის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველისა წყდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის/გამგებლის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11 დღეს“ [მუხლი 135,4].

შესაბამისად, ქ. თბილისის ახლადარჩეული მერის - დავით ნარმანიას უფლებამოსილების დაწყების თარიღად - 2014 წ. 2 აგვისტო განისაზღვრა.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქ. თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს დეპუტაციის უფლებამოსილების ცნობა, 2014 წ. 14 ივლისს გამართულ პირველ სხდომაზე მოხდა, მაშინ, მიღებული შედეგები გარკვეული დასკვნის გაკეთების  შესაძლებობას იძლევა.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად არჩევნების ჩატარებულად ცნობისათვის, ქვეყანაში დაფიქსირებული ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილე ნებისმიერი მინიმალური ოდენობაა საკმარისი.

ასეთი კანონიდან გამომდინარე, მოდით ვნახოთ 2014 წლის ადგილობრივი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებში „გამარჯვებული“ კანდიდატები, შესაბამის ტერიტორიაზე დაფიქსირებულ რა რაოდენობის  ამომრჩეველთა ნების გამომხატველები არიან.

წინამდებარე კვლევაში ქ. თბილისში ჩატარებული არჩევნების შედეგები გვინდა გავაანალიზოთ.

 

ზოგადი მონაცემები

2014 წ. 15 ივნისს ჩატარებული არჩევნების შედეგად ქ. თბილისის 50 მანდატიანი საკრებულოს შემადგენლობა სრულად დაკომპლექტდა. კერძოდ, ცესკოს მიერ 2014 წ. 27 ივნისის დადგენილებით - პროპორციული სიებით ასარჩევი 25 მანდატი ოთხმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ასეთი შედეგებით გადაინაწილა:

ამომრჩეველთა რაოდენობა - 920 020,

პირველი ტურის არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა: 342 996, ანუ - 37.3%;

1. კოალიციამ „ქართული ოცნება“ მოაგროვა  -          151 269 ხმა (46.01 %), ანუ საერთო ამომრჩეველთა - 16,44 %; შესაბამისად მიიღო - 13 მანდატი;

2. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაგროვა  -      85 858 (26.11%), ანუ საერთო ამომრჩეველთა - 9,33 %; შესაბამისად მიიღო - 7 მანდატი;

3. „ნინო ბურჯანაძე − ერთიანმა ოპოზიციამ“ მოაგროვა  -           34 026 (10.35 %), ანუ საერთო ამომრჩეველთა - 3,7 %; შესაბამისად მიიღო - 3 მანდატი;

4. „დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ მოაგროვა - 20 890 (6.35%), ანუ საერთო ამომრჩეველთა - 2,27 %; შესაბამისად მიიღო - 2 მანდატი.

 ამდენად, ქ. თბილისის საკრებულოს პროპორციული სიით გასანაწილებელი 25 მანდატი აიღო ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა, რომლებმაც ჯამში დააგროვეს არჩევნებში მონაწილეთა - 292 043 ხმა, ანუ საერთო ამომრჩეველთა - 31,74 %.

 

მაჟორიტარული პრინციპით ასარჩევი 25 მანდატიდან - 24 აიღო კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, ერთი ადგილი მოიპოვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა.

მთლიანობაში, ქ. თბილისში ჩატარებული პროპორციული არჩევნების შედეგად არჩეული მაჟორიტარი დეპუტატების მიერ მოპოვებული მონაცემები ასეთია:

1. მთაწმინდის ერთმანდატიან ოლქში - 50 106 ამომრჩევლიდან არჩევნებზე გამოცხადდა  -  21 851, ანუ 43.61%. გამარჯვებული გახდა - ჯაბა ჯიშკარიანი, რომელმაც მიიღო - 8 410 ხმა (40.54%), ანუ საერთო ამომრჩევლის - 16,78% .

 

2. ვაკის ორმანდატიან ოლქში  - 93 014 ამომრჩევლიდან არჩევნებზე გამოცხადდა - 39 323, ანუ 42.28%. გამარჯვებულები გახდნენ:

1. გიორგი მუსხელიშვილი, რომელმაც მიიღო - 8 991 ხმა (47.1%), ანუ საერთო ამომრჩევლის [93 014 : 2 = 46 507] – 19,33 %;

2. გოჩა ბაბუნაშვილი, რომელმაც მიიღო - 7 680 ხმა (42.2%),  ანუ საერთო ამომრჩევლის [93 014 : 2 = 46 507] –  16,52 %;

 

3. საბურთალოს სამმანდატიან ოლქში  - 117 607 ამომრჩევლიდან არჩევნებზე გამოცხადდა - 47 130, ანუ  40.07%. გამარჯვებულები გახდნენ:

1. შორენა ბუხრაშვილი, რომელმაც მიიღო - 5 397 (40.94%),  ანუ საერთო ამომრჩევლის [117 607 : 3 = 39 202] – 13,77 %;

2. ალექსანდრე ელისაშვილი, რომელმაც მიიღო - 5 382 (33.59%), ანუ საერთო ამომრჩევლის [117 607 : 3 = 39 202] – 13,73 %;

3. დავით ზურაბიშვილი, რომელმაც მიიღო - 7 245 (46.49%), ანუ საერთო ამომრჩევლის [117 607 : 3 = 39 202] – 18,48 %;

 

4. კრწანისის ერთმანდატიან ოლქში  - 41 118 ამომრჩევლიდან არჩევნებზე გამოცხადდა - 15 163, ანუ  36.88%. გამარჯვებული გახდა: ბექა ნაცვლიშვილი, რომელმაც მიიღო - 6 989 (48.15%), ანუ საერთო ამომრჩევლის - 17 %;

 

5. ისნის სამმანდატიან ოლქში  - 104 543 ამომრჩევლიდან არჩევნებზე გამოცხადდა -  33 922, ანუ  32.45%. გამარჯვებულები გახდნენ:

1. ილია ჯიშკარიანი, რომელმაც მიიღო  - 5 446 (47.92%), ანუ საერთო ამომრჩევლის [104 543 : 3 = 34 844] – 15,63 %;

2. ზურაბ ნეფარიძე, რომელმაც მიიღო  - 4 279 (45.56%), ანუ საერთო ამომრჩევლის [104 543 : 3 = 34 844] – 12,28 %;

3. ირაკლი აბუსერიძე, რომელმაც მიიღო - 5 543 (48.15%), ანუ საერთო ამომრჩევლის [104 543 : 3 = 34 844] – 15,91 %;

 

6. სამგორის ოთხმანდატიან ოლქში - 132 697 ამომრჩევლიდან არჩევნებზე გამოცხადდა - 45 155, ანუ  34.03%. გამარჯვებულები გახდნენ:

1. ია მაკასარაშვილი, რომელმაც მიიღო - 4 377 (41.75%), ანუ საერთო ამომრჩევლის [132 697 : 4 = 33 232] – 13,17 %;

2. ლევან დარახველიძე, რომელმაც მიიღო - 4 581 (42.18%), ანუ საერთო ამომრჩევლის [132 697 : 4 = 33 232] – 13,78 %;

3. გულო ზუმბაძე, რომელმაც მიიღო - 4 388 (52.24%), ანუ საერთო ამომრჩევლის [132 697 : 4 = 33 232] – 13,2 %;

4. ლია ჯახველაძე, რომელმაც მიიღო  - 4 850 (40.61%), ანუ საერთო ამომრჩევლის [132 697 : 4 = 33 232] – 14,6 %;

 

7. ჩუღურეთის ერთმანდატიან ოლქში  - 56 118 ამომრჩევლიდან არჩევნებზე გამოცხადდა - 21 111, ანუ  37.62%. გამარჯვებული გახდა: რამინა ბერაძე, რომელმაც მიიღო - 9 403 (46.83%), ანუ საერთო ამომრჩევლის - 17,76 %;

 

8. დიდუბის ორმანდატიან ოლქში  - 65 226 ამომრჩევლიდან არჩევნებზე გამოცხადდა - 27 294, ანუ 41.85%. გამარჯვებულები გახდნენ:

1. ვლადიმერ ძნელაძე, რომელმაც მიიღო - 7 186 (45.91%), ანუ საერთო ამომრჩევლის [65 226 : 2 = 32 613] – 22,03 % %;

2. თარაშ შურღაია, რომელმაც მიიღო - 4 512 (44.23%), ანუ საერთო ამომრჩევლის [65 226 : 2 = 32 613] – 13,83 % %;

 

9. ნაძალადევის ოთხმანდატიან ოლქში  125 880 ამომრჩევლიდან არჩევნებზე გამოცხადდა -  46 983, ანუ  37.32%. გამარჯვებულები გახდნენ:

1. დავით ჭელიძე, რომელმაც მიიღო - 4 997 (47.17%), ანუ საერთო ამომრჩევლის [125 880 : 4 = 30 647] – 16,31 %;

2. გივი გოგლიძე, რომელმაც მიიღო - 4 512 (50.02%), ანუ საერთო ამომრჩევლის [125 880 : 4 = 30 647] – 14,82 %;

3. ზაქარია კოლელიშვილი, რომელმაც მიიღო - 5 083 (40.55%), ანუ საერთო ამომრჩევლის [125 880 : 4 = 30 647] – 16,57 %;

4. ჯაბა სამუშია, რომელმაც მიიღო - 5 501 (43.59%), ანუ საერთო ამომრჩევლის [125 880 : 4 = 30 647] – 17,95 %;

 

10. გლდანის ოთხმანდატიან ოლქში  - 132 358 ამომრჩევლიდან არჩევნებზე გამოცხადდა -  45 064, ანუ 34.05%. გამარჯვებულები გახდნენ:

1. კობა კობალაძე, რომელმაც მიიღო - 4 512 (44.65%), ანუ საერთო ამომრჩევლის [132 358 : 4 = 33 089] – 13,64 %;

2. ნინო გოგუაძე, რომელმაც მიიღო - 5 311 (45.85%), ანუ საერთო ამომრჩევლის [132 358 : 4 = 33 089] – 16,05 %;

3. მურთაზ შელია, რომელმაც მიიღო - 4 972 (40.46%), ანუ საერთო ამომრჩევლის [132 358 : 4 = 33 089] – 15,03 %;

4. ქეთევან ჯოხაძე, რომელმაც მიიღო - 3 629 (40.93%), ანუ საერთო ამომრჩევლის [132 358 : 4 = 33 089] – 10,97 %.

 

დასკვნის მაგიერ

ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით წამოდგენილი სტატისტიკური მაჩვენებელი ასეთი დასკვნის საშუალებას იძლევა:

1. ამდენად, ქ. თბილისის საკრებულოში პროპორციული წესით არჩეული [ოთხი პარტიის მიერ, არჩევნებში მონაწილეთა - 292 043 ხმით გაყვანილი] 25 დეპუტატი, დედაქალაქის  საერთო ამომრჩეველთა [920 020] მხოლოდ - 31,74 % მხარდაჭერით სარგებლობს

[1. კოალიციამ „ქართული ოცნება“ მოაგროვა  -         151 269 ხმა, ანუ საერთო ამომრჩეველთა - 16,44 %;

2. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაგროვა  -      85 858 ხმა, ანუ საერთო ამომრჩეველთა - 9,33 %;

3. „ნინო ბურჯანაძე − ერთიანმა ოპოზიციამ“ მოაგროვა  -           34 026 ხმა, ანუ საერთო ამომრჩეველთა - 3,7 %;

4. „დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ მოაგროვა - 20 890 ხმა, ანუ საერთო ამომრჩეველთა - 2,27 %];;

 

2. ქ. თბილისის საკრებულოში მაჟორიტარული წესით არჩეული 25 დეპუტატი, დედაქალაქის  შესაბამის ოლქში დაფიქსირებულ საერთო ამომრჩეველთა შემდეგი პროცენტის ნების გამომხატველია:

1. ჯაბა ჯიშკარიანი - 16,78%

2. გიორგი მუსხელიშვილი - 19,33 %;

3. გოჩა ბაბუნაშვილი - 16,52 %;

4. შორენა ბუხრაშვილი - 13,77 %;

5. ალექსანდრე ელისაშვილი - 13,73 %;

6. დავით ზურაბიშვილი - 18,48 %;

7. ბექა ნაცვლიშვილი - 17 %

8. ილია ჯიშკარიანი - 15,63 %;

9. ზურაბ ნეფარიძე - 12,28 %;

10. ირაკლი აბუსერიძე - 15,91 %;

11.. ია მაკასარაშვილი - 13,17 %;

12. ლევან დარახველიძე - 13,78 %;

13. გულო ზუმბაძე - 13,2 %;

14. ლია ჯახველაძე - 14,6 %;

15. რამინა ბერაძე - 17,76 %;

16. ვლადიმერ ძნელაძე - 22,03 % %;

17. თარაშ შურღაია - 13,83 % %;

18. დავით ჭელიძე - 16,31 %;

19. გივი გოგლიძე - 14,82 %;

20. ზაქარია კოლელიშვილი - 16,57 %;

21. ჯაბა სამუშია - 17,95 %;

22. კობა კობალაძე - 13,64 %;

23. ნინო გოგუაძე - 16,05 %;

24. მურთაზ შელია -15,03 %;

25. ქეთევან ჯოხაძე - 10,97 %;

როგორც ვხედავთ, ყველაზე მინიმალური მაჩვენებელია - 10,97 % [ქეთევან ჯოხაძე], ხოლო ყველაზე მაქსიმალური - 22,03 %-ს [ვლადიმერ ძნელაძე] არ აღემატება. შესაბამისად, წარმოდგენილი ოცდახუთივე მაჟორიტარი დეპუტატის მიერ მიღებულმა ამომრჩეველთა მხარდაჭერის საშუალო პროცენტულმა მაჩვენებელმა შეადგინა - 15,57 %.  

 

3. ქ. თბილისის მერად არჩეულმა დავით ნარმანიამ მოიპოვა დედაქალაქში დაფიქსირებული საერთო ამომრჩევლის - 24,14 %.

 

მაშასადამე, დღეს მოქმედ „საქართველოს საარჩევნო კოდექსზე“ დაყრდნობით, დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ სტრუქტურებში 2014 წ არჩევნების შედეგად მოვიდა ძალა, რომელიც ქ. თბილისში მცხოვრებ ამომრჩეველთა უმცირესობის ნდობის მანდატით სარგებლობს. კერძოდ:

ქ. თბილისის საკრებულოს პროპორციული სიით არჩეული 25 დეპუტატს, საერთო ჯამში, ქ. თბილისში მცხოვრებ ამომრჩეველთა - 31,74%-იანი მხარდაჭერა აქვს;

ქ. თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული 25 დეპუტატი, საერთო ჯამში, ქ. თბილისში მცხოვრებ ამომრჩეველთა, საშუალოდ - 15,57% ნების გამომხატველია; ხოლო

დედაქალაქის მერად არჩეული დავით ნარმანია ქ. თბილისში მცხოვრებ ამომრჩეველთა მხოლოდ - 24,14 % -იანი მხარდაჭერით აპირებს თბილისის მართვას.

 

აი ასეთია, მანკიერ საარჩევნო კოდექსზე დაყრდნობით ჩატარებული არჩევნების შედეგად დედაქალაქის მართვაში უმცირესობის დიქტატურის დამყარების მოკლე ქრონიკა.

 

2014 წ. არჩევნებზე დახარჯული ფინანსები

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ე.წ. „უმცირესობის დიქტატურის“ დამაკანონებელი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით ჩატარებულ 2014 წ. არჩევნებზე, საარჩევნო სუბიექტების მიერ დახარჯული ფინანსების ზოგადი სურათი ასეთია:

 

ა) არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ ჯამურად განხორციელებულია 11 860 771 ლარის ხარჯი, კერძოდ:

1. საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“ – 6 318 735 ლარი [მთლიანი ხარჯის - 53,27 %];

2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 2 435 792 ლარი [მთლიანი ხარჯის - 20,54 %];

3. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა [ნ. ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია] – 796 431 ლარი [მთლიანი ხარჯის - 6,71 %];

4. არასაპარლამენტო ოპოზიცია [კ. კუკავა, ფ. ჩიხრაძე] – 708 928 ლარი [მთლიანი ხარჯის - 5,98 %];

5. საქართველოს გზა [ს. ზურაბიშვილი] - 512 460 ლარი [მთლიანი ხარჯის - 4,32 %];

6. ბლოკი თვითმმართველობა ხალხს [ს. ჯავახაძე] - 352 207 ლარი [მთლიანი ხარჯის - 2,97 %];

7. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 227 651 ლარი [მთლიანი ხარჯის - 1,92 %];

8. საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 47 804 ლარი [მთლიანი ხარჯის - 0,4 %];

სხვა პარტიები - 222 576 ლარია [მთლიანი ხარჯის - 1,88 %].

საინიციატივო ჯგუფები - 238 185 ლარი [მთლიანი ხარჯის - 2,01 %].

ჩვენის მხრივ დავსძენთ, რომ №7 საარჩევნო გაერთიანებამ: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ სულ - 1 050 ლარი დახარჯა, რამაც მთლიანი ხარჯის - 0.0089 % შეადგინა;

 

ბ) არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ ჯამურად რეკლამისათვის გახარჯულია 5 236 083 ლარი, კერძოდ:

1. საარჩევნო ბლოკი ქართული ოცნება – 3 202 445 ლარი [მთლიანი ხარჯის - 61,16 %];

2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 1 289 196 ლარი [მთლიანი ხარჯის - 24,62 %];

3. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 352 855 ლარი [მთლიანი ხარჯის - 6,74 %];

4. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა – 188 334 ლარი [მთლიანი ხარჯის - 3,6 %];

5. არასაპარლამენტო ოპოზიცია – 80 884 ლარი [მთლიანი ხარჯის - 1,54 %];

6. საქართველოს გზა – 35 192 ლარი [მთლიანი ხარჯის - 0,67 %];

სხვა პარტიები – 87 177 ლარი [მთლიანი ხარჯის - 1,66%];

№7 საარჩევნო გაერთიანებამ: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ სულ - 1 050 ლარი დახარჯა, რამაც მთლიანი ხარჯის - 0.02 % შეადგინა;

 

გ) არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ ჯამში მიღებულია 1 578 830 ლარის საბიუჯეტო  შემოსავალი, კერძოდ:

1. საარჩევნო ბლოკი ქართული ოცნება – 629 507 ლარი [მთლიანი შემოსავლის - 39,87 %];

2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 584 511 ლარი [მთლიანი შემოსავლის - 37,02 %];

3. ხალხის პარტია – 84 289 ლარი [მთლიანი შემოსავლის - 5,34 %];

4. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა – 82 809 ლარი [მთლიანი შემოსავლის - 5,24 %];

5. ბლოკი თვითმმართველობა ხალხს – 71 201 ლარი [მთლიანი შემოსავლის - 4,51 %];

6. ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტია – 55 206 ლარი [მთლიანი შემოსავლის - 3,5 %];

7. საქართველოს გზა – 52 176 ლარი [მთლიანი შემოსავლის - 3,3 %];

8. არასაპარლამენტო ოპოზიცია – 19 131 ლარი [მთლიანი შემოსავლის - 1,21 %]; 

№7 საარჩევნო გაერთიანებას: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“, საბიუჯეტო შემოსავლები არ მიუღია.

 

დ) არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ ჯამში მიღებულია 3 801 850 ლარის მიზნობრივი დაფინანსება (მეორე ტურის ჩათვლით), კერძოდ:

1. საარჩევნო ბლოკი ქართული ოცნება – 796 000 ლარი [მთლიანი შემოსავლის - 21,0 %];

2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 532 350 ლარი [მთლიანი შემოსავლის - 14,0 %];

3. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა – 532 350 ლარი [მთლიანი შემოსავლის - 14,0 %];

4. ბლოკი თვითმმართველობა ხალხს - 483 600 ლარი [მთლიანი შემოსავლის - 12,72 %];

5. არასაპარლამენტო ოპოზიცია – 374 650 ლარი [მთლიანი შემოსავლის - 9,85 %];

6. ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტია - 374 650 ლარი [მთლიანი შემოსავლის - 9,85 %];

7. საქართველოს გზა - 362 350 ლარი [მთლიანი შემოსავლის - 9,53 %];

8. ხალხის პარტია - 331 600 ლარი [მთლიანი შემოსავლის - 8,72 %];

9. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 14 300 ლარი [მთლიანი შემოსავლის - 0,38 %].

№7 საარჩევნო გაერთიანებას: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“, მიზნობრივი დაფინანსება არ მიუღია.

 

ე) არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ შემოწირულებების სახით ჯამში მიღებულია 6 578 822 ლარი, კერძოდ:

1. საარჩევნო ბლოკი ქართული ოცნება – 5 266 701 ლარი [მთლიანი თანხის - 80,06 %];

2. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა – 335 802 ლარი [მთლიანი თანხის - 5,1 %];

3. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 299 383 ლარი [მთლიანი თანხის - 4,55 %];

4. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 237 351 ლარი [მთლიანი თანხის - 3,61 %];

5. საქართველოს გზა – 82,706 ლარი [მთლიანი თანხის - 1,26 %];

6. საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 19 707 ლარი [მთლიანი თანხის - 0,3 %];

7. ბლოკი თვითმმართველობა ხალხს – 13 000 ლარი [მთლიანი თანხის - 0,2 %];

8. არასაპარლამენტო ოპოზიცია – 11 143 ლარი [მთლიანი თანხის - 0,17 %];

სხვა პარტიები – 74 843 ლარი [მთლიანი თანხის - 1,14 %];

საინიციატივო ჯგუფები – 238 185 ლარი [მთლიანი თანხის - 3,62 %];

№7 საარჩევნო გაერთიანებამ: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ შემოწირულობის სახით მიიღო  - 1 050 ლარი [მთლიანი თანხის - 0.016 %];

 

დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ გვინდა დავსძინოთ, რომ მომქმედი საარჩევნო კოდექსის მახინჯი პრინციპის გამო, საქართველოს მაშტაბით არცთუ მცირე, ზემოთმოყვანილი, ფინანსური სახსრები მოხმარდა იმას, რომ - ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა შტოში [საკანონმდებლო და აღმასრულებელი] მოსულიყო არა - ამომრჩეველთა ნების უმრავლესობის, არამედ უმცირესობის გამომხატველი ძალა.

ამის შემდეგ, ვგონებთ ძნელი აღარ იქნება პროგნოზის გაკეთება - უმცირესობის მხარდაჭერის ხელისუფლებაში მოსული გუნდი, დიახაც რომ მხოლოდ ამ უმცირესობის ნების აღსრულებაში დახარჯავს მთელ თავის შესაძლებლობას, რაც გარკვეული დროის შემდეგ - უმრავლესობის პროტესტისა და შესაბამისად პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისის გამომწვევი გახდება.

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 

პოლიტიკური პარტიების

ფინასური მონიტორინგის სამსახურის უფროსს

ბატონ ზურაბ აზნაურაშვილს!

 

№7 ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე-

თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

 

მიმართვა

დეკლარაციის ფორმების წარმოდგენასთან დაკავშირებით

 

ბატონო ზურაბ!

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 54-ე მუხლისა და 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, უკვე გაცნობეთ, რომ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში მონაწილე №7 სუბიექტის: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ საარჩევნო ფონდი დაფუძნებული გახლდათ, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

.თიბისი ბანკი

საბანკო კოდი:   SWIFT: TBCBGE22

მიმღების დასახელება:  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“

ანგარიშსწორების ანგარიში (ლარი):   GE96 TB78 849 360 801 000 02 

ფონდის საქმიანობის დაწყებამდე ანგარიშზე არსებობდა ნაშთი - 48 ლარი და 38 თეთრი [ორმოცდარვა ლარი და 38 თეთრი].

ჩვენი საარჩევნო სუბიექტის მიერ 2014 წ. 14 აპრილიდან - 3 ივლისის ჩათვლით განხორციელდა ორი ფინანსური აქტივობა [ანუ - 2014 წ. 27 მაისს განხორციელებული შემოწირულობის თანხა - 1050 [ათას ორმოცდაათი] ლარი დაიხარჯა]:

1. ინტერნეტ სივრცეში განთავსებული საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად [დრონი.გე; პრესა.გე] – 700 [შვიდასი] ლარი;

2. სააგიტაციო პლაკატების ბეჭვდა - 350 [სამას ორმოცდაათი] ლარი. 

შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ფონდის ანგარიშზე ირიცხება - 46 ლარი და 58 თეთრი [ორმოცდაექვსი ლარი და 58 თეთრი].

 

დანართი:

დეკლარაციის ფორმები - 17 ფურცელი.

 

პატივისცემით:

№7 საარჩევნო სუბიექტის:

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ -ს

საარჩევნო ფონდის თავმჯდომარე,

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)  

სალუაშვილი

ტელ.: 5[91] 63-63-36

ელ. ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

6 აგვისტო, 2014 წ.