Print

გაზეთი № 33 [929]

„ცხვრები“ - მარჯვნივ, „თხები“ - მარცხნივ, ანუ

„[კაზა]ნტიპი“-ს ფესტივალი

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტე შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

საქართველოსა და ქართველ ერს, ღმერთის განგებულობით, უდიდესი სულიერი მისია აქვს - მაცხოვრის კვართის დაფვლისა და ღვთისმშობლის წილხვედრ ქართულ მიწაზე მომხდარი მოვლენებით გვიდასტურდება წმიდა წერილებში დაცული იმ ნიშნების აცხადება, რომელნიც უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადებისეული ჟამის მოახლოებას გვამცნობენ.

როგორც მოგეხსენებათ, ხელისუფლებაში მოკალათებული „ქოცებისა“ და „ნაცების“ [„ქოც-ნაცების“] დანაშაულებრივი ურთიერთ თანამშრომლობის შედეგად 2014 წ. 7 მაისიდან ძალაში შევიდა, ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონი“.

ბოლო ჟამში, ბიბლიური „სოდომ-გომორისეული“ ეტაპის დადგომის დამადასტურებელი, ამ კანონის პირველი რეალური ამოქმედების მაგალითს წარმოადგენს, „ქოც-ნაცების“ ხელშეწყობით მიღებული ე.წ. სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება - 2014 წ. 20–30 აგვისტოს, ანაკლიაში, გარყვნილების ღიად მქადაგებელი „კაზანტიპის ფესტივალის“ ჩატარების თაობაზე [ორგანიზატორი - ნიკიტა მარშუკოვი, ე.წ. „კაზანტიპის რესპუბლიკის“ პრეზიდენტი].  

ამჟამად, ჩვენ არ შევეხებით 1992 – 2013 წლებში უკრაინაში, კერძოდ ყირიმში გამართული ამ ე.წ. აღვირახსნილობის მქადაგებელი ფესტივალის, ყველასათვის ხელმისაწვდომ, 20 წლიან ისტორიას.

ჩვენი წინამდებარე წერილის მიზანია - საყოველთაო გავხადოთ, ბოლო ჟამის დამამთავრებელი ეტაპის დადგომაზე მიმანიშნებელი, იმ მორიგი ნიშნის აცხადება, რომელიც ხსენებული „კაზანტიპის ფესტივალის“ საქართველოს მიწაზე ჩატარებით გვიდასტურდება.

საუბარი, სახარებაში დაცული მაცხოვრისეული იგავის გახსენებით გვინდა განვაგრძოთ:

და როდესაც მოვა [აქ: ბოლო ჟამის დასასრულს - გ.ს.] ძე კაცისა [ძალმოსილებით აღჭურვილი უფალი იესუ ქრისტე - გ.ს.] თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ [ანუ განკითხვის დღეს - გ.ს.] დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე. და შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს - მარცხნივ“ [მათე 25, 31-33].

მოდით ეხლა, ამავე მონაკვეთის რუსული თარგმანი გავიხსენოთ:

„კოგდა ჟე პრიდიოტ სინ ჩელოვეჩესკი ვო სლავე სვოეუ ი ვსე სვიატიე ანგელი სნიმ, ტოგდა სიადეტ ნა პრესტოლ სვოეუ, ი სობერუტსა პერედ ნიმ ვსე ნაროდი; ი ოტდელიტ ოდნიხ ოტ დრუგიხ, კაკ პასტერ ოტდელიაეტ ოვეც ოტ კაზლოვ; ი პოსტავიტ ოვეც პო პრავუიუ სვოიუ სტორონუ, ა კაზლოვ - პო ლევუიუ“.

[„Когда же приидет Сын Человеческий во славе Своей и все святые Ангелы с Ним, тогда сядет на престоле славы Своей, и соберутся пред Ним все народы; и отделит одних от других, как пастырь отделяет овец от козлов; и поставит овец по правую Свою сторону, а козлов - по левую“ [მათე 25, 31-33]].

როგორც ვხედავთ, განკითხვის დღეს მოსახდენი, მაცხოვრისეულ იგავში [კოდირებულად] შედარებულია, მწყემსის მიერ ფარაში - ცხვრებისა და თხების გარჩევასთან.

კოდირებულ - „ცხვართან“ შედარებულთა, ანუ გაცხადებული უფლის მხარმარჯვნივ მდგომთა მომავალი [განკითხვის დღის შემდგომი] ხვედრის თაობაზე, მაცხოვარი ასე ბრძანებს:

მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან“ [მათე 25,34];

იქვე გვეუწყება, თუ რა ელით კოდირებულ - „თხასთან“ შედარებულთ, ანუ გაცხადებული უფლის მხარმარცხნივ მდგომთ:

მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული“ [მათე 25,41].

სათქმელის უკეთ გაგების მიზნით, მაცხოვრის მიერ გადმოცემული კიდევ ერთი იგავიც გვინდა გავიხსენოთ:

„სხვა იგავიც შესთავაზა და უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია კაცისა, საღი თესლი რომ დათესა თავის ყანაში. ხოლო როდესაც ეძინა ხალხს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ყანაში და წავიდა.

როდესაც აღმოცენდა ჯეჯილი და თავთავი დაისხა, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. მივიდნენ მონები ყანის პატრონთან და უთხრეს: ბატონო, შენ ხომ საღი თესლი დათესე ყანაში: საიდანღა აქვს ღვარძლი?

ხოლო მან უთხრა მათ: მტერმა ქნა ეს. მონებმა კი უთხრეს: თუ გნებავს, მივალთ და გავმარგლავთ ყანას. მაგრამ მან თქვა: არა, რათა მარგვლისას ღვარძლს ჯეჯილიც არ მიაყოლოთ. აცადეთ, ერთად იზარდონ მკამდე; ხოლო მკისას ვუბრძანებ მომკალთ: თავდაპირველად შეკრიბეთ ღვარძლი, ძნებად შეკარით და ცეცხლი წაუკიდეთ, ხორბალი კი შეინახეთ ჩემს ბეღელში“ [მათე 13,24-30].

იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ იგავშიც განკითხვის დღეზეა მინიშნება, საკმარისია იქვე მოცემული მაცხოვის განმარტება წავიკითხოთ:

„...საღი თესლის მთესავი ძეა კაცისა. ყანა არის ქვეყანა; საღი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - უკეთურის ძენი. ღვარძლის მთესავი მტერი ეშმაკია: მკა - ქვეყნის დასასრული, და მომკალნი - ანგელოზები. როგორც შეკრებენ ღვარძლს და ცეცხლს მისცემენ, ასევე იქნება ქვეყნის დასასრულს“ [მათე 13,37-40].

ვფიქრობთ ძნელი არ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ ამ ორ იგავში [ანუ კოდირებულად] გადმოცემულ თხრობაში:

1. „საღი თესლით“ - „ცხვრებზეა“ მინიშნება; ხოლო:

2. „ღვარძლი“ კი - „თხებთან“ იგივდება.

თუ დავაკვირდებით ვნახავთ, რომ  განხილულ კოდირებულ თხრობაში:  „...მკისას ვუბრძანებ მომკალთ: თავდაპირველად შეკრიბეთ ღვარძლი“ [მათე 13,30], გვენიშნება - „ღვარძლის“, ანუ იგივე „თხების“, „თავდაპირველ შეკრებაზე“, ანუ მათ რაღაც თავყრილობაზე.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, მოდით გავერკვეთ, თუ რაზე, და რომელი ეტაპის დადგომაზე გვენიშნება 2014 წლის 20 აგვისტოდან „კაზანტიპის ფესტივალის“ საქართველოში ჩატარებით.

დასაწყისშივე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყირიმელ თათართა დიალექტზე - „კაზანტიპი - ქვაბის ძირს ნიშნავს“. ქართულად სიბინძურის რაიმე სათავსოს, მაგ. ქვაბის ძირზე მყოფს  - „ნაძირალა“ ჰქვია.

გავხსნათ ამ ფესტივალის სახელდების კოდირებული არსი - „კაზანტიპი“:

1. სიტყვა  - [კაზა]ნტიპი“-ს, პირველი შემადგენელი - „კაზა“, ქართულად თხა-ს ნიშნავს; და ჩვენის აზრით, ზემოთხსენებული იგავით მინიშნებული დროის [ცხვრებისა და თხების გარჩევის მოახლოებული ეტაპის] დადგომაზე უნდა გვითითებდეს.

2. თავად ამ სიტყვაში - „კაზანტიპი“, კოდირებულია ფესტივალის [ანუ ცხვრებისა და თხების გარჩევის შესაცნობი ეტაპის]  დაწყების თარიღი [რიცხვი, თვე და წელი], და აი როგორ:

 - რიცხვისა და წელის ამოცნობა შესაძლებელია ამ სიტყვის პირველი ორი „შემადგენელით“: „კაზა-ნ-[ტიპი]“:

ა) რიცხვი:

ორმოცნიშნიან ქართულ ანბანში ასო-ნიშანთა რიგითი ნომრების მიხედვით, სიტყვა: „კ[11] + ა[1] + [ზ[7] + ა[1]“, ჯამში უდრის - 20; და ჩვენის აზრით, აგვისტოს თვეში მოაზრებული ამ ფესტივალის დაწყების თარიღზე უნდა გვანიშნებდეს;


ბ) წელი:

მომდევნო ასო-ნიშანი: „ნ“, რიგითი ნომრით მე-14 -ეა, და ფესტივალის გამართვის „[20]14“-ე წელზე უნდა გვითითებს;

[განსახილველი სიტყვის ბოლო შემადგენელი: „ტ[21] + ი[10] + პ[17] + ი[10}, ჯამში უდრის - 58-ს, თუმცა ამჯერად მისი კოდირებული არსის გახსნაზე არ შევჩერდებით];


გ) თვე:

განსახილველი სიტყვის ფუძეში [„კაზანტიპ“-ი] მოცემული ასოთა რაოდენობაა - რვა, და ჩვენის აზრით ამ ე.წ. ფესტივალის ჩატარების მე-8 თვეს უნდა გამოკვეთავდეს. 

მაშასადამე, უზნეობის მქადაგებელი ამ ფესტივალის სახელდება - „კაზანტიპი“, მათთვის ვისაც ყური სასმენლად აქვს, გვაუწყებს, რომ - სახარებაში მითითებული „გადარჩევის“ [„კაზა“], ბოლო ჟამში მისტერიულად აცხადებისეული ეტაპის ათვლის წერტილია: მე-14 წლის [„ნ“], მერვე, ანუ აგვისტოს თვის [„კაზანტიპ“] მე-20 [„კ[11] + ა[1] + [ზ[7] + ა[1]“ = 20] დღე; ე.ი. 2014 წლის 20 აგვისტო. 

აღნიშნული შემდეგ თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ - „ჩვენს ირგვლივ ხილულად აცხადებული მოვლენებით, სულში მიმდინარე პროცესებზე გვენიშნება“ [ზვიად გამსახურდია], მაშინ, ვფიქრობთ, ძნელი აღარ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ თუკი:

1. 2014 წ, 7 მაისიდან, საქართველოში, ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ ამოქმედებით, მათ, ვისაც ყური სასმენლად აქვთ - ბიბლიაში მოცემული „სოდომ-გომორისეული“ ეტაპის დადგომა გვეუწყა [იხ. დაბ. 18,20-33; 19,1-26]; მაშინ:

2. 2014 წ. 20 აგვისტოდან, ანუ მარიამობის მარხვაში, უზნეობის ღიად წარმომჩენი ე.წ. „კაზანტიპის“ ფესტივალის ჩატარებით, უკვე ხსენებული - „თავდაპირველად ღვარძლის [ცოდვილთა] შეკრების“ [იხ. მათე 13,30], ანუ - „თხების“ [„კაზა...“] გადარჩევასთან გაიგივებული [იხ. მათე 25,31-34], ბოლო ჟამისეული ეტაპის მიმდინარეობაზე გვენიშნებოდეს.

აქვე შეგახსენებთ სულხან-საბასეულ განმარტებას - „... თხათა მამალსა ვ ა ც ი ეწოდების და დედალსა - ნ ე ზ ვ ი... და შვილთა მათთა - თ ი კ ა ნ ი; ჩჩვილსა თიკანსა - ბ ა ტ კ ი; და წლამდის თიკანსა - წ ა ლ ი, რომელსა სომეხნი ჩ ე ფ ი ჩ ს (ა) უწოდენ; გამოუყვერავსა - ბ ო ტ ი და საბოტე წალსა - ვ ა ც ი კ ი, - ვიეთნი ქ ო შ ს ა უწოდენ; წინა მოარულსა თხასა - ე ლ ქ ა ჯ ი...“ [„ლექსიკონი ქართული:, თბ. 1991 წ., ტ. 1, გვ. 318].

და აი, დარაზმულია „ელქაჯთა“ [წინ მოარულ თხათა] რაზმი [ვაცები და ნეზვები], და საკუთარი თუ სხვათა სულის სიბინძურეში გასახვევად, ანუ წამიერი ხორციელი სიამოვნების მისაღებად, ყველაფერზე არიან წამსვლელნი.

ნებისმიერი უზნეობის ხელშეწყობის ფასად ფინანსური სარგებელის, ანუ გრანტების მაძიებელთა თაობაზე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. მოდით რამოდენიმე მათგანი გავიხსენოთ. ასე მაგალ;ითად:

გაზეთ „ალიას“ ინფორმაციით, 2013-2014 წლებისთვის ლგბტ პირების უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „იდენტობა“ - 5 მიზნობრივი გრანტი მიიღო. გამოყოფილი თანხების მიხედვით, საქართველოში ლგბტ თემების პოლიტიკის დონეზე გაძლიერება, ადვოკატირება, მედიით პროპაგანდა უნდა მოხდეს. კერძოდ, მათთვის გამოყოფილი 5 მიზნობრივი გრანტი შემდეგ საკითხებს მოიცავს:

1. „4 ნაბიჯი ლგბტ ადამიანებისთვის“- ბიუჯეტი 28.055 კანადური დოლარი, მხარდამჭერი: კანადის ფონდი. პროექტის მიზანი: ლგბტ ადამიანების საზოგადოებრივი ინტეგრაციის ხელშეწყობა თემის გაძლიერებითა და პოლიტიკის დონეზე მუშაობით;

2. „ლგბტ ადამიანების ადვოკატირება“ - ბიუჯეტი: 100 000 ევრო. დონორი: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში. პროექტის მიზანია „იდენტობის“ საადვოკაციო კამპანიის გაძლიერება კვლევით, მედიაკამპანიითა და საგანმანათლებლო საქმიანობით;

3. „ლგბტ მგრძნობელობის ამაღლება სტუდენტებში“- დონორი აშშ საელჩო, ბიუჯეტი: 20 000 დოლარი, პროექტის მიზანი: იმ სტუდენტებში, რომელთა პროფესიაც მოიცავს ლგბტ ადამიანებთან ურთიერთობას, ლგბტ საკითხებში ცოდნის დონისა და მგრძნობელობის ამაღლებას;

4. „ტრასგენდერთა სქესის სამართლებრივი აღიარება“- გამოყოფილია: 20 000 დოლარი, რომელიც დაიხარჯება ჰომოსექსუალობის საკითხებზე ღიად ლგბტ ადამიანების ლექციებზე, სექსუალობის ზოგად კურსებზე და ა.შ.;

5. 2012 წელს საქართველოში ჰომოფობიის შესამცირებლად და საზოგადოებაში ტოლერანტულობისა და განსხვავებულობისადმი მიმღებლობის ასამაღლებლად კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს. სამუშაოს აქტივობები ამჯერად ქართული ფონდის, „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ ფინანსდება და მისი ბიუჯეტი 20 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

თხრობის დასასრულს,, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს:

მაცხოვრის კვართის დაფვლისა და ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე - საქართველოში, უზნეობის ღიად წარმომჩენი და ცოდვის მარეკლამირებელი ე.წ. „კაზანტიპის ფესტივალის“ ჩატარებით [მასში მონაწილეობით], - ერთის მხრივ; და მეორეს მხრივ - ამ ფესტივალისადმი თავისი პოზიციის [მომხრე ან/და მოწინააღმდეგე] დაფიქსირებით, მიმდინარეობს - „ცხვრებისა და თხების“ გადარჩევის მისტერიული პროცესი.

ვისაც საკუთარი სულის გადარჩენა გსურთ, თქვენს ხელთ არსებული ყველა დასაშვები ხერხით, შეეცადეთ რათა - არა მარტო ამხილოთ უზნეობა, არამედ, ყველაფერი გააკეთეთ, რათა მოხერხდეს - ეშმაკის მიერ ცდუნებულთა, ანუ ე.წ. „თხებში“ მოაზრებულთა [ვაცთა თუ ნეზვთა, ბოტთა თუ ელქაჯთა] გამოხსნა-გადარჩენა და ცოდვისაგან მათი განრიდება; რამეთუ მოციქული გვასწავლის:

„ძმანო, თუ ერთი თქვენგანი გადაუხვევს ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას, იცოდეს, რომ ცოდვილის მოქცევა მცდარი გზიდან სიკვდილისაგან იხსნის სულს და დაჩრდილავს უთვალავ ცოდვას“ [იაკობისა 5,20].

ღმერთმა ყველას მოგვცეს ძალა და გარჩევის უნარი, რომ  - შევებრძოლოთ ცოდვას, და არა ამ ცოდვის ჩამდენს!..

„თუ ვინმე თავის თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე, შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

ქრისტესმიერი სიყვარულით

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

. . .

რატომ არ გესმით შვილებო,

რად გაისქელეთ ყურები.?!

ეგ მიწა-წყალი ჩემია,

თქვენა ხართ ჩემი მდგმურები...

რომ ყიდით ამ ჩემს მიწა-წყალს,

ვინ მოგცათ მაგის უფლება?!

რასაც მე ახლა გიბრძანებთ

გაიგოს თქვენმა ყურებმა...

დრო აღარ ითმენს, სულ მალე

`გადაბრუნდება ურემი”,

სულ წყალმა უნდა წაიღოს,

ცოდვით ნაშოვნი ფულები...

ყური დამიგდეთ, რას გეტყვით,

მოუხმეთ ჭკუა-გონებას,

ისეთ `მხარეში” გაგგზავნით,

იქ - ვერ წაიღებთ ქონებას!..

ეკატერინე

ხრიკული

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლი11 აგვისტოს

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

ა) საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“, საშემოდგომო სესიაზე გატანისათვის შესაბამისი გარემოს მომზადებასთან დაკავშირებით.

დაადგინეს:

იპოთეკით დაზარალებულებთან მუშაობის კოორდინაცია დაევალოს: ჯემალ ჯიქიას [ქ. თბილისი] და  ვალერი მჭედელაძეს [ქ. რუსთავი];

ბ) აფხაზეთიდან დევნილი უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის საქმიანობისათვის ახალი იურიდიული მექანიზმის ამუშავებისათვის პრაქტიკული საქმიანობის წარმართვის თაობაზე.

დაადგინეს:

შეიქმნას, აფხაზეთის თემატიკის შემსწავლელი საკოორდინაციო ჯგუფი: მალხაზ მუშკუდიანისა და დიმიტრი ომანაძის ხელმძღვანელობით.;

გ) გაერთიანების დებულების მე-5, მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად, „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმირებასთან დაკავშირებით.

დაადგინეს:

გაერთიანების „მრჩეველთა საბჭოს“ თავმჯდომარედ არჩეულ იქნეს ავთანდილ იოსელიანი.

 

2. ა/ო „ძლევაი საკვირველი“ მეთაურის დავით ამაშუკელის ინფორმაცია - „გამაფრთხილებელი მიწისძვრები“-ს თაობაზე;

განხილვაში მონაწილეობა მიიღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, დავით ამაშუკელმა, ჯემალ ჯიქიამ, მალხაზ მუშკუდიანმა, ავთანდილ იოსელიანმა,  ალექსანდრე თაქთაქიშვილმა, ომარ დარსაძემ...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

სპიკერი

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი