Print

გაზეთი № 34 [930]

კოდირებული - „ათასი წლისა“ და თავს დაიხსნის მცირედი ხნით“

არსობრივი მხარის გაგებისათვის

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

ბოლო ჟამისმიერი კუთხით, წმიდა წერილში გადმოცემულ თხრობაში ორი არსისმიერი მხარეა გაერთიანებული. კერძოდ, გარდა თავად მოსახდენი მოვლენის კოდირებული მინიშნებისა, იქვე, ამ მოვლენის მოხდენის დროითი ასპექტიცაა დაფიქსირებული.

ამჟამად, ერთ-ერთი ასეთი წინასწარმეტყველების თაობაზე გვინდა ვისაუბროთ. თუმცა მანამდე, რამოდენიმე - უკვე აცხადებულ მინიშნებათა ჯაჭვის რგოლი გვინდა გავიხსენოთ.

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ჟამისმიერი ჯაჭვის საწყის რგოლს, ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი მოვლენების აცხადების ქვეყნის, ანუ საქართველოს ისტორიის ის მონაკვეთი წარმოადგენს, რასაც რუსეთის სოციალისტური იმპერიის ტყვეობაში ყოფნის 70 წელი ჰქვია [1921 – 1991 წ.წ.];

მომდევნო რგოლი, ამ 70 წლის ბოლოს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსული „ცხებული მეფის“, ანუ ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობას [1990 – 1993 წ.წ.] აღგვიწერს.[გამოჩენა - მოკვეთა - სიკვდილი];

შემდეგ, ბიბლია გავაუწყებს ჯერ - სამი [1992 წ. 2 იანვარი: იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა], ხოლო მოგვიანებით [1992 წ. 7-120 მარტი] - მეოთხე „მეფის“ [ედ. შევარდნაძის] საქმიანობას; ანტიქრისტეს არსის მატარებელი ამ „მეოთხის“ [ედ. შევარდნაძის] მიერ წინა სამის მოცილებას; და, საბოლოო ჯამში, მისი მმართველობის 10,5 წელს გვიკონკრეტებს [1992 – 2003 წ.წ.];

ბოლო ჟამის მოვლენათა პირობითი ჯაჭვი, ე.წ. ვარდების რევოლუციაზე [2003 წ.] მიმანიშნებელი სამი მეფის [მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია, ნ. ბურჯანაძე] ერთდროული გამოჩენით „გრძელდება“; იქვე დეტალურადაა მოთხრობილი - „შუა თავის“ [ზ. ჟვანიას] უეცარი გაუჩინარება [2005 წ.], დარჩენილთაგან: „მარჯვენა თავის“ [მ. სააკაშვილი] მიერ „მარცხენის“ [ნ. ბურჯანაძე] მოცილება [2008 წ.], ქვეყნის ტერიტორიული დაქუცმაცება და ოკუპაცია [2008 წ.]; მარტოდ დარჩენილი ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი, ე.წ. „მარჯვენა“ თავისათვის [მ. სააკასვილი] გამოყოფილი 3,5 წლიანი მმართველობა [2008 – 2011 წ.წ.] და სხვა;

პირობითი ჯაჭვის მომდევნო რგოლები „გზის მომსწორებლის“ არსის მატარებელი ბიძინა ივანიშვილის 20011 წ. ოქტომბრიდან დაწყებულ საქმიანობას ეხება. კოდირებული თხრობა აღწერს ე.წ. „სამსჯავროსეული ეტაპის“ მიმდინარეობის ყველა დეტალს - საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბებას; ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი მ. სააკაშვილის მმართველობის მხილებაზე აგებულ წინასაარჩევნო საქმიანობას; 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს;

ცალკე აღსანიშნავია „ჯაჭვის“ ის რგოლი, რომელიც მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის [„ნაცები“], და ბ. ივანიშვილისა და მისი მხარდამჭერების [„ქოცები“] პოლიტიკურ ასპარეზზე იძულებითი თანამშრომლობის ეტაპს მოიცავს. ბიბლია მას - „ორნი დასასრულამდე დარჩებიანის“ სახელდებით მოიხსენიებს;

ბიბლიური კოდირებული თხრობის შემდეგი რგოლი, „დასაბამისმიერი გველის“ მიერ წრედის შეკვრის დროითი ეტაპის შესაცნობ მინიშნებებს შეიცავს. საქმე ეხება „გველის წელიწადს“ [2013 წ.], სამოქმედო პოლიტიკურ არენაზე გველის არსის მატარებელი პირის - მარ[გველ]აშვილის გამოჩენას.

დროის ამ მონაკვეთს, ბიბლიაში შემდეგი კოდირებული სახელი აქვს - „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“; ხოლო მისი დადგომის ჟამის შესაცნობად - „ათასი წლის“ არსის მომცველი ტექსტია მოცემული.

მოდით გავხსნათ კოდი - „ათასი წელი“:

- ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ქართული 40 ნიშნიანი ანბანის ასო-ნიშანთა რიგითი ნომრების მიხედვით, კოდი - „ათასი“ = „ა[1] + თ[9] + ა[1] + ს[20] + ი[10]“, ჯამში უდრის: 41-ს და ბ. ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული საარჩევნო კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო რიგით ნომერ 41-ზე გვანიშნებს. [ იხ. გაზეთის წინა ნომრები];

-კოდი „წელი“ = „წ[31] + ე[5] + ლ[12] + ი[10]“, და ჯამში 58-ს უდრის.

ამდენად, კოდირებული - „ათასი წელი“, 41-სა და 58-ზე მიგვანიშნებს; თუმცა, მიზეზთა გამო, ამჟამად, ჩვენ მხოლოდ „ათასი“-ს 41-ზე მიმიმანიშნებელ არსობრივ მხარეს შევეხებით.

გამოცხადებისეულ ტექსტში [გამოცხადება  20,1-10] დაფიქსირებული მინიშნების: „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“,  კოდირებულ - „ათასთან“ ერთად მოხსენიება, გარდა მოსახდენი პროცესის ნიუანსური მხარისა, იმ დროითი მონაკვეთის გამოკვეთას ისახავს მიზნად, რასაც 41-ე საარჩევნო ნომრის მქონე ხსენებული კოალიციის [„ქოცები“] პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა ჰქვია.

აი, ასეთი წინასიტყვაობის შემდეგ, მოდით, „ლასკარულ“ ცნობიერებაზე დაყრდნობით, დეტალურად გავარჩიოთ გამოცხადების მე-20 თავის პირველი ათი მუხლი. 


კომენტარები

გამოცხადება  20,1

„1. და ვიხილე ანგელოზი [კოდია], ჩამომავალი ზეცით, რომელსაც ჰქონდა გასაღები უფსკრულისა [კოდია და მიგვანიშნებს ბოლო ჟამზე არსებულ მინიშნებათა შეცნობის სირთულეზე - „უფსკრული (+ ესე არს) სიღრმე მიუწდომელი, რომლისა სახელი ნივთისა უზომოობასა და (ჰ)ნიშნავს სიღ(რ)მე მიუწდომელი, (+ [უძირო]“, იხ. - საბა, ტ. 2, გვ.173.]  და ხელთ ეპყრა ჯაჭვი გრძელი [აქ - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელ სხვადასხვა მოვლენათაგან (რგოლებისაგან) შემდგარი ჯაჭვი]“.

ამდენად, მთლიანობაში, ამ მუხლში მინიშნებაა იმ გუნდზე [კრებითი სახელით - „ანგელოზი“], რომელსაც, ღვთის განგებულობით, ხელთ უპყრია „გასაღები უფსკრულისა“, ანუ ხელეწიფება ბოლო ჟამის დადგომის ურთულესი და მიუწვდომელი [„უძირო“] სიღრმის შეცნობა; და, ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი თითოეული აცხადებული ნიშნის რგოლებისაგან შემდგარი, მოვლენათა „ჯაჭვი გრძელი“-ს  აგება. 

 

გამოცხადება  20,2

„2. და შეიპყრო [იგივე აზრია, როგორც - ჩაწვდა, შეიცნო] ურჩხული, გველი დასაბამისა [„გველის“ არსის მატარებელი პირი],  რომელიც არის ეშმაკი და სატანა და შეკრა იგი ათასი წლით [გვენიშნება - 2011 წ. ოქტომბერიდან 2012 წ. ოქტომბრამდე არსებული დროითი მონაკვეთის დადგომა]“.

მთლიანობაში ამ მუხლში გვენიშნება:

- ერთის მხრივ, როგორც: „დასაბამისეული გველის“ არსის მატარებელი პირზე [აქ - „მარ(გველ)აშვილზე“], ასევე: კონკრეტული მოვლენის აცხადებისეულ დროზე, ანუ „გველის [აქ - 2013] წელზე“;

- მეორეს მხრივ, გვიკონკრეტდება, რომ ყოველივე ზემოთქმულის შეცნობის [„შეპყრობის“] გასაღებია: კოდირებული „ათასი წელი“. კერძოდ, მითითებულში შეკრა იგი ათასი წლით“,  გვენიშნება იმ კონკრეტულ გუნდზე [კოალიცია „ქართული ოცნება“], რომლის წევრიც უნდა იყოს:  „იგი“ - „გველი დასაბამისას“ არსის მატარებელი პირი.

 

გამოცხადება  20,3

„3. და ჩააგდო იგი [აქ - „გველი დასაბამისა“] უფსრულში [მოვლენების ბოლო ჟამის კონტექსტში განხილვა], და დახშა კარი [კოდი „ათასი“-ს მსგავსად, კოდი „კ[11] + ა[1] + რ[19] + ი[10]“, ასევე უდრის „41“-ს], და დაბეჭდა იგი [აქ მინიშნებაა „დასაბამისმიერი გველის“ არსის მატარებელი პირის კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ჩართვაზე], რათა ვეღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი [ესაა საძიებელი დროის ზედა მიჯნა: 2012 წ. 1 ოქტომბრის არჩევნები და მისი შედეგები], ხოლო შემდგომად ამისა [აქ უკვე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადებაზეა მინიშნება] თავს დაიხსნის მცირედი ხნით [2013 წლიდან ათვლილი დრო...]“.

განსახილველ მუხლში, ისევ, ბოლო ჟამის ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის დროითი მინიშნებითი კუთხის წარმოჩენაა. კერძოდ გამოყოფილია ორი პირობითი მონაკვეთი:

1. „დასაბამისმიერი გველის“ არსის მატარებელი პირის ჩართვა კოალიცია „ქართული ოცნების“ [„ათასი“ = „კარი“ = 41] რიგებში, არჩევნები და მის შემდგომად განვითარებული მოვლენები, ანუ: 2011 წ. ოქტომბრიდან, 2012 წ. 1 ოქტომბრის „გავლით“, ვიდრე - 2013 წ. 11 მაისამდე, როდესაც, ბიძინა ივანიშვილის წინადადებით, კოალიციამ თავის საპრეზიდენტო კანდიდატად - გიორგი მარ[გველ]აშვილი დაასახელა; და

2. 2013 წ. 11 მაისიდან ვიდრე 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გავლით 2013 წ. 20-24 ნოემბრიდან, ანუ „ორნი დასასრულამდე დარჩებიანის“ ძირითადი ეტაპის ამოწურვიდან, დაწყებულ პროცესებზე, ზოგადი სახელდებით: „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“.

 

გამოცხადება 20,4

„4. და ვიხილე ტახტნი [აქ - სხვადასხვა პარტიები], და მათზე მსხდომარენი, [აქ - ამ პარტიათა ლიდერები] ა მიეცა მათ მსჯავრი  [დაიწყო მხილების ახალი ეტაპი, ანუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია],  და იესოს მოწმობისა და ღმრთის სიტყვისათვის [აქ - ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულნი] თავმოკვეთილთა სულნი [აქ - აქამდე პოლიტიკურ „ჩრდილში“ მყოფნი], რომელთაც თაყვანი არ სცეს არც მხეცსა [აქ - ანტიქრისტეს] და არც მის ხატს [აქ - ცრუწინასწარმეტყველს], და არ მიიღეს ნიშანი მისი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე [აქ - საარჩევნო პროცესებში არმონაწილეობა]; და ცხონდნენ და სუფევდნენ ქრისტესთან ერთად ათას წელს [აქ - 2011 წლის ოქტომბრიდან ვიდრე 2012 წ. ოქტომბამდე, ვიდრე 2013 წ. 11 მაისამდე].

ამ მუხლში, განსახილველ ეტაპზე მომქმედ ორ პირობით ჯგუფზეა მინიშნება. კერძოდ:

1. როგორც არაერთგზის აღგვინიშნავს მიხეილ სააკაშვილის მიერ ნინო ბურჯანაძის ჩამოცილებისა [2008 წ. აპრილ - ივნისი], და საქართველოს გარკვეული ნაწილის „სხვათა [რუსეთის] ხელში“ გადასვლიდან [2008 წ. აგვისტო-სექტემბერი] ათვლით 3,5 წლის შემდგომად [2011 წლის ოქტომბერი - 2012 წ. თებერვალი] დაწყებულ პროცესებს - „სამსჯავროსეული“ ეტაპი ჰქვია: „შემდეგ დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას [აქ - მ. სააკაშვილსა და მის გუნდს] ხელმწიფებას [ესაა ე.წ. პირველი ეტაპი, ანუ 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგი], რათა [უკვე 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომად] საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს“ [დან. 7,26].

ზემოთ ხსენებულ ჯგუფთაგან, პირველში მოიაზრება სწორედ ამ „სამსჯავროს“ პროცესში ჩართული მთავარი ძალა: კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელშიც რამოდენიმე პოლიტიკური პარტია [„და ვიხილე ტახტნი“] თუ პოლიტიკური ლიდერი [„და მათზე მსხდომარენი“] გაერთიანდა. იქვე დაფიქსირებულით - „და მიეცათ მათ მსჯავრი“, წინასაარჩევნო პროცესის თანმდევი, ანუ უკვე ხსენებული „სამსჯავროს“ არსობრივი მხარეა გამოკვეთილი;

2. ამ მუხლში გამოკვეთილ პირობით მეორე ჯგუფში, მოაზრებულია, დრომდე [„ათას წელს“, ანუ ვიდრე 2011 – 2013 წ.წ.], აქტიურ პოლიტიკურ პროცესებს განრიდებული [„თავმოკვეთილთა სულნი,  რომელთაც თაყვანი არ სცეს არც მხეცსა და არც მის ხატს, და არ მიიღეს ნიშანი მისი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე ], და ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების შემსწავლელი „ლასკარი“, და მის ცნობიერებას ზიარებული გუნდი.

 

გამოცხადება  20,5

„5. ხოლო დანარჩენი მკვდარნი [კოდია] არა ცხონდნენ, ვიდრე ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის აღდგომა პირველი[კოდია]“.

ამ მუხლში გადმოცემულის არსობრივი მხარის გასაგებად, უნდა გავიხსენოთ თუ როგორ მოხდა ჩვენი, ანუ ბიბლიური ნიშნების შემსწავლელი გუნდის, აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილების მიღება.

კოდირებული: „დაჯდება სამსჯავროსა“ და „ორნი დასასრულამდე დარჩებიან“-ის ეტაპების [2011 წლის ოქტომბრიდან ათვლითი დროის] მოახლოებისა გამო, გარკვეული წინასამუშაოს ჩატარების შემდეგ, 2011 წ. 23 დეკემბერს იუსტიციის სამინისტრომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების სახელდებაში [„სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა“] ცვლილება დაგვირეგისტრირა [დაემატა: „უფალია ჩვენი სიმართლე“].

გარკვეულ მიზეზთა გამო - ცესკომ, 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მოგვცა. არჩევნების შედეგების მიხედვით გამარჯვება, კოდირებული „ათასი“-ს არსის მატარებელმა, №41-ე ს/გ - კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, მხოლოდ 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში შეძლო მონაწილეობის მიღება.

ამდენად, 1996-1997 წლების გასაყარიდან, ბიბლიური ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების კვლევაში გადართვის გამო, აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოცილების შემდეგ, საარჩევნო პროცესში აქტიური მონაწილეობის უფლება, თავდაპირველად -  2013 წლის საპრეზიდენტო, ხოლო მოგვიანებით - 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში მოგვეცა.

მაშასადამე, თუკი მე-4 მუხლში:

1.  კოდით - „თავმოკვეთილნი სულნი“, გვიკონკრეტდება, უშუალოდ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების, ანუ - „საქართველოს სულიერი მისიის“ შემსწავლელი „ლასკარის“ წევრები; ხოლო

2. კოდით - „სუფევდნენ ქრისტესთან ერთად ათას წელს“, „ხსენებული ჯგუფის ამ ფორმით საქმიანობის პერიოდი, ანუ 2011 ოქტომბერ-დეკემბრიდან, ვიდრე - 2013 წ. 11 მაისამდე დროითი მონაკვეთია მინიშნებული.

განსახილველ მე-5 მუხლში:

1. კოდით - „დანარჩენნი მკვდარნი“, გამოკვეთილია არა „ლასკარის“  წევრთა ის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც - 2013 [ხოლო მოგვიანებით 2014] წლის საარჩევნო პროცესში ჩვენთან ერთად ჩაერთვნენ;

2.  კოდით - „ვიდრე ათასი წლის გასრულებამდე“, მიგვეთითება ხსენებული ჯგუფის საქმიანობის ათვლის „წერტილი“ – 2013 წლის მაისიდან, ვიდრე 2013 წ. ოქტომბერ-ნოემბერი.

3. კოდირებული - „ეს არის აღდგომა პირველი“-ს არსის გაგება, ზემოთ აღნიშნული თვალთახედვის მთლიანობაში გაზრების შემდეგ ვფიქრობთ აღარ უნდა გაძნელდეს - აქ მიგვენიშნება „გამოცხადებაში“ ნახსენები: „თავმოკვეთილნი სულნი“-სა და „დანარჩენნი მკვდარნი“- პირობითი ჯგუფების ერთობა.

 

გამოცხადება  20,6

„6. ნეტარია და წმიდა [ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულნი], ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში [2011 წ. 23 დეკემბერი - 2013 წ. მაის-ოქტომბერი]. მეორე სიკვდილს არა აქვს ხელმწიფება მათზე [კოდია], არამედ იქნებიან მღვდელნი ღმრთისა და ქრისტესი, და ექნებათ სუფევა მასთან ათას წელიწადს [კოდია]“.

განსახილველ მუხლში კიდევ ერთხელ ნახსენები - „პირველი აღდგომის“  დროითი მიჯნა, როგორც უკვე აღინიშნა, არის:

2011 წ. 23 დეკემბერი [იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩვენი პარტიის სახელდების რეგისტრაცია] და

2013 წ. ოქტომბერ-ნოემბერი [კოდირებული „ორნი დასასრულამდე დარჩებიანის“ პირველი ეტაპის დასასრული].

 

გამოცხადება  20,7

„7. ხოლო ათასი წლის გასრულების შემდეგ [კოდია] სატანა [კოდია] დაიხსნება თავისი საპყრობილედან“.

უკვე აღვიშნულზე დაყრდნობით, ამ მუხლის კოდირებულ არსში გარკვევა ასევე აღარ უნდა გაძნელდეს. კერძოდ:

ერთის მხრივ - 2013 წ. 11 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად - მარ[გველ]აშვილის დასახელებით, და

მეორეს მხრივ - 2013 წ. 27 ოქტომბრის არჩევნებში მისი გამარჯვებით [და 17 ნოემბრის ინაუგურაციით], ანუ „გველის“ არსის მატარებელი პიროვნების - „მარ[გველ]აშვილის“ ახალ ამპლუაში გამოჩენით,

„ლასკარულ“ ცნობიერებას ზიარებულთათვის ნათელი უნდა იყოს, რომ ათვლა დაიწყო ბოლო ჟამის იმ დროითმა მონაკვეთმა, რასაც ჰქვია - „სატანა დაიხსნება თავისი საპყრობილედან“.

 

გამოცხადება  20,8

„8. და გამოვა, რათა აცთუნოს ხალხნი [კოდია], რომელნიც არიან ქვეყნის ოთხსავე კუთხეში, გოგი და მაგოგი, რათა საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა“.

ამ მუხლში, კოდით - „გამოვა, რათა აცთუნოს ხალხნი“,  მითითებულია ის პირობითი მონაკვეთი ბოლო ჟამისა, რასაც 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება ჰქვია - პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით მომქმედი მთელი სახელმწიფო ინსტიტუტი [„რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა“], აქტიურად მოუწოდებდა ამომრჩეველთ, რათა მათ არჩევანი მარ[გველ]აშვილის სასარგებლოდ გაეკეთებინათ.

 

გამოცხადება  20,9

„9. და გამოვიდნენ მიწის სივრცეზე, და გარს შემოერტყნენ წმიდათა ბანაკსა [„გველის“ არსის მატარებელი პიროვნებისა და მისი მხარდამჭერი გუნდის ხელისუფლებაში დამკვიდრება] და საყვარელ ქალაქს [აქ - თბილისი, ანუ 2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების შედეგები] და ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით და შთანთქა ისინი“.

განსახილველ მუხლში, ბოლო ჟამის თვალთახედვიდან დასანახი [აღსაქმელი] ორი პირობითი მოვლენაა აღწერილი. კერძოდ:

1. პირველი მოვლენა, ბოლო ჟამის განსახილველ მონაკვეთზე უკვე აცხადებულს ეხება. კოდით: და გამოვიდნენ მიწის სივრცეზე,...“, „ათასის“ არსით შესაცნობი გაერთიანების [№41 „ქოცების“] პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა გვენიშნება. აქვე გამოყოფილია ორი ეტაპი:

ა) კოდი: „გარს შემოერტყნენ წმიდათა ბანაკს“, „ქოცების“ მიერ საპარლამენტო [2012 წ.] და საპრეზიდენტო [2013 წ.] არჩევნებში გამარჯვებაზე გვითითებს, ხოლო

ბ) კოდი: „საყვარელ ქალაქს „ იმავე „ქოცების“ მიერ ქ. თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნებში [2014 წ.] მიღწეული გამარჯვებაა დაკონკრეტებული;

2. საძიებელი „მეორე მოვლენა“, საერთოდ ბოლო ჟამის გასრულებისას მოსახდენს ეხება - - ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით და შთანთქა ისინი“.  ეს უკანასკნელი კი, იგავურად გადმოგვცემს - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებისა და განკითხვის დღის დადგომაზე.  

 

გამოცხადება  20,10

„10. ხოლო ეშმაკი [აქ - „გველი დასაბამისა“], მათი მაცდური, ჩავარდა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი [აქ - ანტიქრისტე] და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ, უკუნითი უკუნისამდე“.

ამ მუხლში, მოახლოებული განკითხვის დღის საბოლოო შედეგია გადმოცემული; და როგორც მკითხველმა უკვე იცის, აქ მოცემული კოდები: „ეშმაკი“, „მხეცი“ და „ცრუწინასწარმეტყველი“, ერთ-ერთი თვალთახედვის მიხედვით ასე განიმარტება:

- კოდით: „ეშმაკი“, მიგვეთითება „გველის“ არსის მატარებელი: გიორგი მარ[გველ]აშვილი;

- კოდით: „მხეცი“, გამოყოფილია - ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძე; ხოლო

- კოდით: „ცრუწინასწარმეტყველი“, მიხეილ სააკაშვილზე მიგვანიშნებს.

და კიდევ. როგორც ვხედავთ - „ცეცხლისა და გოგირდის ტბაში“ ჩავრდნილ „ეშმაკს“, იქ ხვდება, უკვე „ჩავარდნილი“ – „მხეცი და ცრუწინასაწრმეტყველი“.

„ლასკარულ“ ცნობიერებაზე დაყრდნობით, ვფიქრობთ ძნელი არ უნდა იყოს ამ მინიშნებაში გარკვევა: აქ მოცემულია, ხსენებულ პირთა „მხილების“ ერთგვარი თანამიმდევრობა:

 - 1992-2003 წლებში ხელისუფლებაში მყოფ „მხეცს“, ანუ ბოლო ჟამის ანტიქრისტეს არსის მატარებელ ედ. შევარდნაძეს; და

- 2004-2013 წლებში ქვეყნის მმართველს, ბოლო ჟამის ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელ მიხეილ სააკაშვილს, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, ქართველი ხალხის მიერ უკვე აქვთ შესაბამისი განაჩენი გამოტანილი;

- რაც შეეხება 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ, „გველის“ არსის მატარებელ გიორგი მარ[გველ]აშვილს, მისი „მხილების“ პროცესი, ბოლო ჟამის დამამთავრებელ ეტაპს მოიცავს.

ვისაც ყური აქვს ისმინოს!

 

გამოცხადებისეული - „მცირედი ხანის“,

სახარებისეული „გამოძახილი“

ბოლო ჟამში მოსახდენი მოვლენების თაობაზე წინასწარნაუწყები ნიშნები, ორგანულ კავშირში იმყოფებიან ერთმანეთთან.

მოდით ვნახოთ, თუ რა კავშირშია, ბოლო ჟამის მიმდინარეობის კონკრეტული მონაკვეთის აღმწერი, უკვე განხილული კოდი - „მცირედი ხანი“ და „ათასი“, სახარებაში დაფიქსირებულ მინიშნებასთან.

როგორც მოგეხსენებათ, სახარება - განკაცებული მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთებს გადმოგვცემს.

უდაბნოში ყოფნის მიწურულს, როდესაც - „...მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას“ ]მათე 4,11], განკაცებული უფალი თავისი მისიის შესრულებას უკვე ღიად იწყებს - „ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი. შემდგომ ამისა, დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი“ [მათე 4,16-17].

აღნიშნულიდან მოყოლებული, წმიდა წერილი არაერთ ისეთ შემთხვევას აღწერს, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ ემორჩილებიან უფალ იესუ ქრისტეს მიერ გამოხატულ ნებას - ეშმაკი და მისი ლეგიონები.

მიუხედავად იმისა, რომ ღვთაებრივი საქმიანობის ღიად დაწყებიდან, უფალ იესუ ქრისტეს არაერთი სხვადასხვა სახის წინააღმდეგობა შეხვდა, იგი და მისი მოწაფეები მიზანმიმართულად ახდენდნენ თავისი მისიის შესრულებას.

ერთადერთ „გამონაკლისს“ წარმოადგენს საიდუმლი სერობის მიწურულს მომხდარი, როდესაც ეშმაკმა ღიად იმძლავრა და მაცხოვრის შეპყრობა მოხდა.

გამოცხადებისეული ტექსტის განსახილველი მონაკვეთის არსობრივი მხარის გააზრებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ  კოდირებული:

1. „და შეიპყრო ურჩხული, გველი დასაბამისა, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით. და ჩააგდო იგი უფსრულში, და დახშა კარი, და დაბეჭდა იგი, რათა ვეღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი...“ [გამოცხ. 20,2-3], იგავურად შეესაბამება - განკაცებული უფლის მიერ მიწიური საქმიანობის ღიად დაწყებიდან, ვიდრე, საიდუმლო სერობის ბოლოს, მაცხოვრის შეპყრობამდე გასულ დროის მონაკვეთს.

ბოლო ჟამის თვალთახედვით, „ათასი წლით“ „შეკრული“ დროის მისტერიული ანარეკლი, როგორც ვნახეთ: 2011/2012 – 2013/2014 წლებში მოსახდენზე [მომხდარზე] გვანიშნებს; ხოლო

2. „...შემდგომად ამისა თავს დაიხსნის მცირედი ხნით [გამოცხ. 20,3], მაცხოვრის შეპყრობიდან ვიდრე ჯვარცმა-აღდგომამდელ პერიოდში მომხდარის იგავური აღწერაა; და, ბოლო ჟამის  - 2013/2014 წლების შემდგომად განსავითარებელი მოვლენების მისტერიული ანარეკლია.

ამდენად, ჩვენს მიერ განსახილველი „თავს დაიხსნის მცირედი ხნით დრო, შეესაბამება სახარებაში მოცემულ „ბოლო“ მონაკვეთს, ანუ - ჯვარცმა აღდგომისეულ გზასავალს.

დიახ, სახარების მიხედვით - ეშმაკის მიერ მცირედი ხნით თავის დახსნა, მხოლოდ საიდუმლო სერობის მიწურულიდან იწყებს ათვლას. ბუნებრივია, რომ აქაც ღვთაებრივი ნების გამოვლინებასთან გვაქვს საქმე, რომლის თაობაზე უფალი ასე გვანიშნებს:

ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც. როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ასე უნდა მოხდეს?

მაშინ იესომ უთხრა ხალხს: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით შესაპყრობად; დღენიადაგ ტაძარში მჯდომი გასწავლიდით და არ შეგიპყრივართ მე. ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს დაწერილი წინასწარმეტყველთა მიერ. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა ის და გაიქცა: [მათე 26,53-56].

ანალოგიური რამ ხდება ბოლო ჟამშიც. ისევე როგორ აქამდე [იხ. 1991-დან ვიდრე 2013/2014 წ.წ.], მიმდინარე დროის მონაკვეთში, კერძოდ - 2013/2014 წლებიდან განსავითარებელი მოვლენები, ზუსტად ღვთაებრივ წინასწარგანჭვრეტილობაზე აგებული იმ მინიშნებების მიხედვით წარიმართება, რომელსაც:

1. გამოცხადებისეული ტექსტის მიხედვით: „თავს დაიხსნის მცირედი ხანი“ ჰქვია; ხოლო

2. სახარებაში დაცული მინიშნებების თანახმად - მაცხოვრის მიწიური ცხოვრების დასასრულთან გაიგივებულ: ჯვარცმა - აღდგომისეულ გზასავალთან იგივდება.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს სენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი 

 

. . .

მახათას მთაზე ვიყავი,

ზღვა ხალხი იკრიბებოდა...

მაცხოვარი, გუნდთან ერთად,

ღვთისმშობელს ელოდებოდა...

ტახტრევანს იჯდა ზვიადი,

რაღაც ახალსა ჰყვებოდა...

სიხარულისგან - ის ხალხი,

სუყველა იცრემლებოდა.

ზეციდან ხმა მოგვაწვდინე,

დაგვლოცე ჩვენო - ზვიადი,

დასძახე - „მამულიშვილნო”,

და გაარღვიე წყვდიადი.

დაგვლოცე, ჩვენთვის უკვდავო,

დაგვლოცე - ჩვენო ზვიადი...

ყველა წმინდანი შეკრიბე,

უკვე ზეიმის დრო არი...

გაიხარე საქართველოვ!

გაიხაროს შენმა მრევლმა...

არ მოგვაკლოს თვისი მადლი

ჩვენმა დედა ღვთისმშობელმა.

ლასკარი კი სამასპინძლო

სუფრის ირგვლივ - ფეხზე დგება,

მაცხოვარი თავის გუნდით

მოსასვლელად ემზადება!...

ეკატერინე

ხრიკული

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლი18 აგვისტოს

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით;

2. იპოთეკით დაზარალებულებთან მუშაობის კოორდინატორების ჯემალ ჯიქიასა [ქ. თბილისი] და  ვალერი მჭედელაძის [ქ. რუსთავი] ინფორმაცია, მათ მიერ აღნიშნული მიმართულებით დღეისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ;

3. მალხაზ მუშკუდიანის ინფორმაცია აფხაზეთის თემატიკის შემსწავლელი საკოორდინაციო ჯგუფის საქმიანობის ცალკეული დეტალების თაობაზე.

საკითხთა განხილვაში მონაწილეობა მიიღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ჯემალ ჯიქიამ, ვალერი მჭედელაძემ, მალხაზ მუშკუდიანმა, ნანა არუდაშვილმა და იამზე დამენიამ.

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

მეოთხე შესვენების ეტაპის

[26 ივლისი - 20 აგვისტო] დასასრული

როგორც მოგეხსენებათ 2014 წ. 26 ივლისს, 19.30 სთ-ზე,  თბილისში, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, ე.წ. „კაზანტიპის ფესტივალის“ საქართველოში ჩატარების საწინაარმდეგო პირველი საპროტესტო აქცია.

ამავე მოთხოვნით, 2014 წ. 20 აგვისტოს 11.00 – 13.00 სთ-ის ფარგლებში, თბილისში პარლამენტის შენობისა და მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილებმა, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს უზნეობის ღიად მქადაგებელი ე.წ. ფესტივალის საქართველოში ჩატარება.... წაიკითხეს პრემიერ-მინისტრისადმი განკუთვნილი საპროტესტო „მიმართვის“ ტექსტი. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ მიმართვა კანცელარიის მისაღებში ჩააბარეს.

ორსაათიან აქციაში, ს/გ „უფლის სახელით...“, მონაწილეობა მიიღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ჯემალ ჯიქიამ და ვალერი მჭედელაძემ...

ამავე დღის 21.00 სთ-ზე „კაზანტიპის ფესტივალი“ ოფიციალურად გაიხსნა. ამდენად, 2014 წ. 20 აგვისტოს - სახარებისეული: „ცხვრებისა" და „თხების" გადარჩევის მისტერიული პროცესი დაიწყო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯვარცმისეულ გზასავალზე, 2014 წ. 26 ივლისიდან დაწყებული „მეოთხე შესვენების“ მისტერიული ეტაპი - 20 აგვისტოს დასრულდა.

 

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს

პირველი ნიშანი - 7 მაისს ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ ამოქმედების დღეს - ხელვაჩაურის რაიონში ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა [ორი ადამიანი გარდაიცვალა];

მეორე ნიშანი - 17 მაისს უზნეობის მიმდევართა „მსოფლიო დღეს“ - დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა [სტიქიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.];

მესამე ნიშანი - 20 აგვისტოს, 21.00 სთ-ზე  ე.წ. „კაზანტიპის ფესტივალის“ დაწყებიდან ერთ საათში, კერძოდ  22.10 სთ-ზე  დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერით კიდევ ერთი გაფრთხილება გაისმა - ვინ გაიგონა?!