Print

გაზეთი № 35 [931]

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2014 წლი23 აგვისტოს

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 23 აგვისტოს სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუ-აშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ლეილა მეფარიძე, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია, ლევან ჩოხელი და ნათელა მელქაძე.

სხდომაზე მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია - საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: „აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით“

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმ-დინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლი25 აგვისტოს

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

 

- საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: „აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და მთავრობის შექ-მნასთან დაკავშირებით“.

2. ვალერი მჭედელაძისა და ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია: იპოთეკით დაზარალებულ მოსახლეობასთან, ჩვენს მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების მთავარი არსის გაცნობის მიზნით ჩატარებული საქმიანობის სესახებ.

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ავთანდილ იოსელიანი, ვალერი მჭედელაზე, ჯემალ ჯიქია, ალექსნ-დრე თაქთაქიშვილი...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

საკანონმდებლო წინადადება

 

„საქართველოს კანონი

 „აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და

მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით“.

 

მუხლი 1.

კანონის მიზანია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, შექმნას აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისა და მათი ნების გათვალისწინებით ჩამოყალიბებულ სახელისუფლო ვერტიკალთა, არსებული რეალობის მაქსიმალურად გამათვალისწინებელი, ურთიერთთანამშრომლობის ეფექტური მოდელი - „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“.

მუხლი 2.

 „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“-ს შემადგენლობა განისაზღვროს:

ა) სათათბირო ხმის უფლების მქონე - აფხაზეთის  მკვიდრი მოსახლეობის მიერ 1991 წელს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში არჩეული დეპუტატებისაგან;

ბ) სათათბირო ხმის უფლების მქონე - 1992 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობაში კოოპტაციის წესით შეყვანილი აფხაზეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან;

გ) გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე: 1992-1993 წლებში საქართველოს განუყოფელ ნაწილში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და, შემდგომში, ქართული ტერიტორიის ანექსიისა და ოკუპაციისას განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად, საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან იძულებით გადაადგილებული - გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და სოხუმის მუნიციპალიტეტებში ჩაწერის მქონე მოსახლეობის მიერ, შესაბამის მუნიციპალიტეტში, მაჟორიტარული პრინციპით, სამი წლის ვადით არჩეული სამ-სამი დეპუტატისაგან.

მუხლი 3.

„აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“ შეიმუშავებს თავის სამუშაო რეგლამენტს და „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის მთავრობის“ სტრუქტურას;

მუხლი 4.

„აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“-ში შემავალი გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე მაჟორიტარული პრინციპით არჩეული დეპუტაცია, სათათბირო ხმის უფლების მქონე დეპუტაციის აზრის გათვალისწინებით, აყალიბებს - „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის მთავრობას“.

მუხლი 5.

 „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის მთავრობის“ თავმჯდომარის ორ კანდიდატურას, „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“-ში შემავალი გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე მაჟორიტარული პრინციპით არჩეული დეპუტაციიდან, ასახელებს საქართველოს პრეზიდენტი. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი რომელიც მოაგროვებს გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე დეპუტატთა ყველაზე მეტ ხმას. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“-ს თავმჯდომარე.

მუხლი 6.

  „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის მთავრობის“ მთლიან გუნდს აყალიბებს,   „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის მთავრობის“ თავმჯდომარე და დასამტკიცებლად წარუდგენს „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“-ს.   „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის მთავრობის“ დამტკიცება ხდება „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“-ს გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე დეპუტატთა უბრალო უმრავლესობით.

მუხლი 7.   

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

მუხლი 8. გარდამავალი დებულებები

1. დაევალოს „საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“ ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში:

ა) მოამზადოს - გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და სოხუმის მუნიციპალიტეტში იურიდიული მისამართის მქონე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის  ამომრჩეველთა საერთო სია;

ბ) უზრუნველყოს - გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და სოხუმის მუნიციპალიტეტში იურიდიული მისამართის მქონე აფხაზეთიდან დევნილ ამომრჩეველთა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით არსებული საარჩევნო კომისიების ფორმირება და მათთვის, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული მაჟორიტარული არჩევნების მოთხოვნათა გათვალისწინებით, არჩევნების  ჩატარებისათვის საჭირო  საარჩევნო სიის მიწოდება;

2. საქართველოს პარლამენტმა, ამ კანონის მიღებიდან არა უმეტეს ოთხი თვის ვადაში, და არჩევნებამდე 60 დღით ადრე, დანიშნოს - გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და სოხუმის მუნიციპალიტეტში იურიდიული მისამართის მქონე აფხაზეთიდან დევნილ ამომრჩეველთა მიერ „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ მაჟორიტარი დეპუტაციის არჩევნები.

3. „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართოს ცესკოს მიერ, „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ მაჟორიტარი დეპუტაციის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არ უმეტეს ერთი კვირის ვადაში.

4. „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე, რომელსაც უძღვება უხუცესი მაჟორიტარი დეპუტატი, ხმათა უბრალო უმრავლესობით ყალიბდება „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ სამუშაო რეგლამენტის შემმუშავებელი 11 წევრიანი დროებითი კომისია, რომელიც ყალიბდება - „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოში“ შემავალი სათათბირო ხმის უფლების მქონე ორ-ორი წევრისა და გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე შვიდი დეპუტატისაგან;

5. „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ პირველი სხდომიდან არა უმეტეს ერთი თვის ვადაში, „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე დეპუტატთა ორი მესამედის მხარდაჭერით, მიღებულ იქნეს,  საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ამსახველი, „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ სამუშაო რეგლამენტი;

6. „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ მიერ, ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში, „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ სამუშაო რეგლამენტის მიუღებლობის შემთხვევაში, არა უმეტეს ერთი თვის ვადაში, ჩატარდეს „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ მაჟორიტარ დეპუტატთა რიგგარეშე არჩევნები;

7. „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ სამუშაო რეგლამენტი, მისი მიღებიდან არა უმეტეს ერთი თვის ვადაში, დადასტურებული უნდა იქნეს საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილებით;

8. საქართველოს პარლამენტის მიერ „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ სამუშაო რეგლამენტის თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღებიდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, შეჩერებულად გამოცხადდეს:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია [1978 წლის რედაქცია];

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი;

გ) ამ დროისათვის არსებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ უფლებამოსილება.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

„საქართველოს კანონი

 „აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და

მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით“   

განმარტებითი ბარათი

თავი 1. შესავალი

1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოში მომხდარმა მოვლენებმა, რომლებიც ადგილობრივ შეიარაღებულ კრიმინალურ ფორმირებებზე დაყრდნობით რუსეთის იმპერიული ძალების ხელშეწყობითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა, და მიზნად ისახავდა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობას, რაც უნდა შეფასდეს, როგორც საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, ჩვენს ქვეყანაში უმძიმეს სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების განვითარებას დაუდო საფუძველი. კერძოდ:

1992 წ. 2 იანვარს შექმნილი კრიმინალური „სამხედრო საბჭოს“ სამართალმემკვიდრე - 1992 წ. 10 მარტს შექმნილი „სახელმწიფო საბჭოს“ დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალების მიერ, სარკინიგზო მაგისტრალების დაცვის საბაბით, სინამდვილეში კი აფხაზეთში მიმდინარე კანონიერი ხელისულების მომხრეთა საპროტესტო აქციების ასალაგმავად, საქართველოს განუყოფელი ნაწილის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილება, პროვოკაციულად იქნა გამოყენებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში მყოფი აფხაზი სეპარატისტების კონტროლირებადი სახელისუფლო შტოს მიერ საომარი მოქმედების წამოწყებისათვის, რითაც საქართველო ჩართულ იქნა რუსეთის იმპერიული ძალების მიერ ინსპირირებულ საომარ მოქმედებაში; აგრეთვე

საქართველოს განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს არ მიეცა სათანადო კვალიფიკაცია და არ იქნა გატარებული მისი სალიკვიდაციო სრულფასოვანი ღონისძიება, რითაც თანმიმდევრულად დაკარგულ იქნა მთელი აფხაზეთის ტერიტორია; აგრეთვე

1993 წლის 27 ივლისს სოჭში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ითვალისწინებდა ე.წ. კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარის გაყვანას (სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა), შემზადდა ნიადაგი 1993 წლის 16 სექტემბერს საომარი მოქმედების განახლებისა და 1993 წლის 27-30 სექტემბერს ქ. სოხუმისა და მთლიანად აფხაზეთად წოდებული საქართველოს ძირძველი კუთხის ოკუპაციისა და შემდგომი ანექსიისათვის; აგრეთვე

საქართველოში 1991-1992 .. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად ჩამოყალიბებული, როგორც აშკარად უკანონო ხელისუფლება (სამხედრო საბჭო, სახელმწიფო საბჭო), ასევე მათ მიერ შექმნილი, უკანონო სამართლებრივ ბაზაზე დამყარებული - 1992, 1995, 1999, 2000, 2003, 2004, 2008 წლებში ჩატარებული უკანონო და გაყალბებული არჩევნების ბაზაზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო ორგანოები, არ გამოხატავდნენ რა ქართველი ხალხის ჭეშმარიტ თავისუფალ ნება-სურვილს, არ/და/ვერ ანხორციელებდნენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ეფექტურ პოლიტიკას; აგრეთვე

1992 – 2008 წ.წ. მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის გაუთვლელ და ავანტურისტულ ქმედებათა გვირგვინად იქცა, რუსეთი ფედერაციის იმპერიული ცნობიერების მატარებელი ხელისუფალის მიერ წინასწარდაგებულ მახეში გახვევის გამო, 2008 წლის აგვისტოში დაწყებული „რუსეთ - საქართველოს ომი“, და მისი სავალალო შედეგი, რუსეთის მიერ - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია, და ამ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი ტალღის გაჩენა.

 

თავი 2. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე განსახორციელებელი სამართლებრივი ნაბიჯები

აფხაზეთის ტერიტორიაზე 1991 წლის სექტემბერში ჩატარებული არჩევნების შემდგომად ფორმირებულ  სახელისუფლო სტრუქტურათა ერთობლივი მოქმედების შეწყვეტისა [1992. 3 აპრილი], - ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ 1993 წ. სექტემბერსა და 2008 წ. აგვისტოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო ქ. თბილისში მომქმედი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობა, მიზეზთ გამო, სათანადოდ ვერ პასუხობს დღევანდელობით გამოწვეულ მოთხოვნებს. 

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების მიზანია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ჩამოაყალიბოს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისა და მათი ნების გათვალისწინებით ჩამოყალიბებულ სახელისუფლო ვერტიკალთა, არსებული რეალობის მაქსიმალურად გამათვალისწინებელი, ურთიერთანამშრომლობის ეფექტური მოდელი.

ამ მიზნით შემოთავაზებულია შეიქმნას სახელისუფლო მმართველობის ახალი რგოლი  - „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს არსებული - „უმაღლესი საბჭო, როგორც აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესის გამომხატველი სახელმწიფო ხელისუფლების ლეგიტიმური ორგანო, შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით 1991 წელს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში არჩეული იმ დეპუტატებისაგან და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობაში კოოპტაციის წესით შეყვანილი აფხაზეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან, რომლებიც რეალურად გამოხატავენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები ყველა ეროვნების დიდი ნაწილის ინტერესებს და რომელთა უფლებამოსილება დადასტურებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის, 1995 წლის 14 ივნისის, 1996 წლის 17 აპრილისა და 1996 წლის 25 დეკემბრის დადგენილებებით“ [„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 1,2].

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა, მიზეზთა გამო, მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით“ განსაზღვრული მოთხოვნით - „ხალხი თავის უფლებას ახორციელებს უშუალო დემოკრატიის ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით“ [მუხლი 4].

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული სახელისუფლო მმართველობის ახალი დროებითი რგოლის  - „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ შექმნა, სწორედ კონსტიტუციის ხსენებული მუხლით განსაზღვრული უფლების, არსებულ გარემოსთან ეფექტური მისადაგებითაა განპირობებული.

მისაღები კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“ სამი პირობითი ერთეულისაგანაა შემდგარი.

კანონის მიხედვით სათათბირო ხმის უფლება უნარჩუნდებათ, დღეის მდგომარეობით, ქ. თბილისში მომქმედ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ წევრებს, ანუ უკვე ხსენებულ - 1991 და 1992 წლებში ჩატარებული არჩევნების გზით არჩეულ დეპუტაციას.

შემოთავაზებული - „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ მესამე პირობითი ერთეული შედგება, გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე - საქართველოს განუყოფელ ნაწილში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და, შემდგომში, ქართული ტერიტორიის ანექსიისა და ოკუპაციისას განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად, საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან იძულებით გადაადგილებული - გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და სოხუმის მუნიციპალიტეტებში ჩაწერის მქონე მოსახლეობის მიერ, შესაბამის მუნიციპალიტეტში, მაჟორიტარული პრინციპით, სამი წლის ვადით არჩეული სამ-სამი დეპუტატისაგან.

კანონის მესამე - მეექვსე მუხლებით განსაზღვრულია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიერ მაჟორიტარული პრინციპით არჩეულ დეპუტატთა გადამწყვეტი როლი სახელისუფლო სტრუქტურათა ეფექტური მართვის უზრუნველყოფაში.

კანონის მე-8 მუხლი - „გარდამავალი დებულებები“ განსაზღვრავს შემოთავაზებული დროებითი სახელისუფლო სტრუქტურის პრაქტიკული ამოქმედების პრინციპებსა და დროით რეგულაციას. კერძოდ:

კანონი, „საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“ ავალდებულებს ორი თვის ვადაში უზრუნველყოს:

საქართველოს ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან - გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და სოხუმის მუნიციპალიტეტში იურიდიული მისამართის მქონე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის  ამომრჩეველთა, გამოყოფა, ანუ ცალკე სიის მომზადება;

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უკვე ფორმირებული საარჩევნო კომისიებისათვის, მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის მქონე, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ამომრჩეველთა სიის მიწოდება; და

საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული მაჟორიტარული არჩევნების მოთხოვნათა გათვალისწინებით, არჩევნების  ჩატარება.

კანონი საქართველოს პარლამენტს განუსაზღვრავს იმ ვადებს, რომელთა გათვალისწინებითაც უნდა დაინიშნოს - გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და სოხუმის მუნიციპალიტეტში იურიდიული მისამართის მქონე აფხაზეთიდან დევნილ ამომრჩეველთა მიერ „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ მაჟორიტარი დეპუტაციის არჩევნები.

კანონის თანახმად, არჩეულ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობიდან, ვიდრე „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ სამუშაო რეგლამენტის საბოლოო ძალაში შესვლამდე, სხდომებს უძღვება უხუცესი მაჟორიტარი დეპუტატი.

„აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ სამუშაო რეგლამენტის შესამუშავებლად შექმნილი დროებითი კომისიის მიერ, საქართველოს პარლამენტის შესაბამის სტრუქტურებთან ერთობლივი მუშაობით შექმნილი სამუშაო რეგლამენტი, „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ სხდომაზე დამტკიცებისა და მის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების შემდეგ ხდება „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ საქმიანობის განმსაზღვრელი მთავარი სამუშაო დოკუმენტი.

ბუნებრივია, რომ ჩვენი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული - „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“, როგორც სახელისუფლო მმართველობის ახალი რგოლის  ფუნქციონირება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდელ დროშია გათვალისწინებული.

სწორედ ამ შინაარსს აფიქსირებს საკანონმდებლო წინადადების მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი:

„ საქართველოს პარლამენტის მიერ „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოს“ სამუშაო რეგლამენტის თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღებიდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, შეჩერებულად გამოცხადდეს:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია [1978 წლის რედაქცია];

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი;

გ) ამ დროისათვის არსებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ უფლებამოსილება“.

დასასრულს დავძენთ, რომ ჩვენს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებაში ასახული ცვლილებები, საკანონმდებლო ორგანოს მიერ მისი გაზიარების შემთხვევაში, თავის წვლილს შეიტანს, მიზეზთა გამო, დრეისათვის შექმნილი მდგომარეობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების საქმეში.

 

 

სამადლობელი

ჩვენს ლასკარს მინდა ვუმღერო,

უფლისგან გამორჩეულსა,

თავის შვილებს რომ ახარებს,

და რომ უბეჭდავს „კრებულსა’“...

დიდი მადლობა უფალო,

რომ გამიხარე ეს გული,

და რომ შევძელი მომეძღვნა

შენთვის პატარა კრებული.

ამ ჩემი გახარებისთვის,

თქვენც გელით სასწაულები,

სულ მალე გაგვიცხადდება

ნაცნობის გამო - უცნობი...

მინაწერი:

ვინც დამიჯერებს ამ ამბავს,

მას გაახარებს უფალი.

შეუნდობს ჩადენილ ცოდვას,

იქნება თავისუფალი...

ეკატერინე

ხრიკული

 

განგაშის ზარია საქართველოში!...

ვნახე სიზმრად - ზეცას იყო,

წმინდანთ მეფეთ თავყრილობა.

რაზე ბჭობდნენ? რად დავობდნენ?

რას ვერ თმობდნენ მეფეები?

ქრისტე გზაზე მუხლის მოყრით

დიდგორობის ზარს ელოდნენ!..

ასე ამბობდნენ:

„ჩვენი დიდგორი ახლა იწყება...

სიმართლის გზები

ერთურთს ერწყმის, ერთად იკვრება,

იბერიონი ასე მყარდება...“

ქართველი ერის „ზეციური საუნჯე“

აღარ მშვიდდება...

ხმალშემართული მეფეები - მიწას სწვდებიან.

ქართულ ზნეობას, ტრადიციებს, სიწმინდეებს - გვედავებიან,

და აღარ თმობენ.

შემეცნებითი სამყარო - სიახლეს გვამცნობს,

წამებსღა ითვლის...

ზეცის საუფლო წამომდგარა - საქართველოსთვის...

ცის კამარაზე განგაშია, რეკენ ზარები...

[ღვთივსაიდუმლო ნაბიჯები დაფარულშია...]

ერთად დგომისთვის, თანადგომისთვის

ზეცას დარაზმულან წმინდა მეფეები.

მედგრად, დარახტული რაშებით, გზას მიჰყვებიან,

უფლის საგალობელს გალობდნენ სულში.

ხმა ზეციერთა, მათ, თან დაჰყვებათ:

„არ დადუმდება ქართული სიბრძნე,

არ დაკნინდება ქართული სული“.

მოიჩქაროდა წმინდანთ ლაშქარი:

წინ მოუძღოდა - ცხებული მეფე,

მისიონერი - დედამიწაზე...

თითქოსდა გრძნობდა - დღეს ასრულდა

მისი ოცნება, მისი მიზანი - „საძმო ერთობის“...

გაეღო მსხვერპლი,

დაფერფლილიყო სიყვარულში, სამშობლოსათვის...

ისე იწვოდა, სულში იწვოდა,

იღვენთებოდა ვით კელაპტარი...

გზას უნათებდა ერს და ქვეყანას...

ყველგან - სიბნელეს ახადა ფარდა...

ზეცაში ჰპოვა მადლი ღვთიური,

ზეამაღლებულ ნიშას შეეხო...

შედგა მწვერვალზე...

- მას შემდეგ დღესაც კითხვა ისმება:

ვინ იყო იგი?

ამგვარ კითხვაზე მიწიერი პასუხს ვერ გასცემს...

აკი მიტომაც ხმა ზეციერთა გვეხმიანება:

„ის იყო ზეციერთაგან სახელდებული,

ჰქონდა მისია დედამიწაზე -

ეზიდა ჯვარი რჩეულ ერისა.

დღეს კი დამძიმდა ქართველთა ჯვარი...

მძიმედ აღბეჭდილი ქართულ სივრცეში,

უხმობს მისია აღსასრულებლად...“.

არ წყდება ზარი - ცის საუფლოში,

განგაშის ზარია!...

დინა [დიანა]

ჯიქია