Print

გაზეთი №36 [932]

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლი1 სექტემბრის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია ორ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით:

- „საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“;

- საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და მთავრობის შექნასთან დაკავშირებით“.

2. ვალერი მჭედელაძისა და ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია: იპოთეკით დაზარალებულ მოსახლეობასთან, ჩვენს მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების მთავარი არსის გაცნობის მიზნით ჩატარებული საქმიანობის სესახებ.

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, სერგი საჯაია,  ვალერი მჭედელაძე, დიმიტრი ომანიძე, მალხაზ მუშკუდიანი, ლია ზაქარეიშვილი, ავთანდილ იოსელიანი, იამზე დამენია, ომარ დარსაძე...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

 

მათდა გასაგონად - ვისაც

ბოროტების [ცოდვის] ჩადენის არ ეშინია...

[გამაფრთხილებელ კანონზომიერებათა ჯაჭვი:

7 მაისი - 17 მაისი - 20 აგვისტო - 30 აგვისტო]

 

დაინტერესებულმა მკითხველმა იცის, თუ რა საგანგაშო მოვლენებით აღინიშნა საქართველოში - გარყვნილების ღია პროპაგანდის დაკანონებისა თუ გამოვლენის ცალკეული დღეები. კერძოდ:

7 მაისს .. „ანტიდისკრიმინაციული კანონისამოქმედების დღეს - ხელვაჩაურის რაიონში ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა [ორი ადამიანი გარდაიცვალა];

17 მაისს უზნეობის მიმდევართამსოფლიო დღეს“ - დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა [სტიქიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.];

20 აგვისტოს, 21.00 სთ-ზე .. „კაზანტიპის ფესტივალისდაწყებიდან ერთ საათში, კერძოდ 22.10 სთ-ზე დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერით მესამე გაფრთხილება გაისმა [ორი ადამიანი გარდაიცვალა];

და აი, 30 აგვისტოს გამთენიას, .. „კაზანტიპის ფესტივალის“ დახურვის დღეს, დარიალის ხეობაში მორიგი  განგაშის ხმა გაისმა. გავრცელებული ინფორმაცია გვატყობინებდა - „დარიალის ხეობაში  დაგეგმილი გზის გახსნა, რომელიც 12.00 საათისთვის იყო დაგეგმილი,  გადაიდო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამთენიისას დარიალში კვლავ ამუშავდა სასიგნალო სისტემა, რის შემდეგაც განხორციელდა ხალხის ევაკუაცია. მოხდა მცირე ჩამოშლები და თერგის ადიდებამ კვლავ დააზიანა გარკვეული მონაკვეთები... შედარებით რთული ვითარება იყო სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩრდილოეთით, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, სადაც ადიდებულია მდინარე და გზის მონაკვეთზე გადმოვიდა ქვა-ღორღი...“.

ე.წ. ფესტივალის გახსნიდან, ანუ - 20 აგვისტოდან ათვლით, მთელი ათი დღის მანძილზე შეწყვეტილი მოძრაობის აღდგენა, მხოლოდ ფესტივალის დახურვის დღეს, ანუ 30 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში მოხერხდა.

მაშასადამე, ე.წ. „კაზანტიპის ფესტივალის“ გახსნისა და დახურვის დღეებში მომხდარმა სტიქიურმა მოვლენამ, უზენაესი ძალისაგან მომდინარე გაფრთხილების ნიშანი „გვაუწყა“. მაგრამ ხელისუფალთა სამწუხაროდ, არავინ არ აპირებს ამ ნიშანთათვის ყურის დაგდებას.

ვაი მას, ვინაც ყურს არ უგდებს ბიბლიურ სიბრძნეს, რომელიც გვაფრთხილებს:

„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“ [ეკლ.8,11].

 

 

სამადლობელი

ღვთისმშობლობას მოგილოცავთ,

ძლიერ მიყვარხარ - ლასკარო...

დიდი სიხარული გველის:

დაგვნატრებს მთელი სამყარო...

ეკატერინე

ხრიკული

 

მარადისობის კანონი

ღვთიურ სამყაროს საგუშაგოზე

იდგა ქართველი,

მარადისობის კანონის მცველი...

უფლის კანონი, ზეცის უწყება,

სულ სხვაგვარია:

აღარ დაეძებს ის დიდკაცობას,

არ გაპატიებს უსამართლობას!...

უზენაესის კანონი - სულ სხვაა,

მარადიულ ცეცხლში ნაწრთობი,

ჭეშმარიტების მღაღადებელი!...

უფლის კანონი ისე მკაცრია,

რარიგ ძნელია გამართლდე ზეცას:

განვლილ ცხოვრებას ნახავ გადაშლილს,

სწორ-მრუდი იქ გაირჩევა და

უფლის განაჩენიც იქვე გადაწყდება...

საზვერეები რომ გადალახო,

კეთილმა უნდა დასძლიოს ბოროტს...

ეს, სიცოცხლეში უნდა იღვაწო,

საფეხურებად უნდა ამაღლდე,

რომ სულიერი ჰპოვო სიმაღლე...

მწვერვალზე ასვლა ისე ძნელია

[ზღურბლის გადაბიჯება].

მწვერვალის გზა-ასასვლელი ერთადერთია:

ცოდვას განრიდება, უფლის მორჩილება!...

დაბრკოლებანი მრავალი იქნება,

მორჩილს - უფალი წინ მიუძღვება.

ახლოა ჟამი, ურჩობის გზა

უფსკრულისაკენ მიექანება...

არ დაგავიწყდეს:

იქ ვეღარაფერი ვეღარ დაგიცავს,

სიმართლის გარდა.

აკი, ამიტომაც უნდა იცხოვრო

მხოლოდ სიმართლით!...

თუ ეძებ ზეციურს, თუ ეძებ საუნჯეს,

მართალი კაცის სახელი უნდა გერქვას დედამიწაზე.

გინდა გაიგო - ვინა ხარ?

გამოითხოვე წიგნი ზეციერთა...

შენი ცხოვრება, შენი სულის სარკის ანარეკლი,

აღბეჭდილია ზეცას ფირებად,

განკითხვის დღისთვის შემონახული.

ისე მძიმეა მიწიერთა აზროვნების ანაბეჭდები,

ზეცა ვერ იტევს ამდენ სიცრუეს,

ამდენ სიყალბეს,

გატიალების სიბილწეს დედამიწისას...

შორიდან, მიჯნა - უფლის დღეების,

ვით ქარიშხალი მოარღვევს კლდეებს:

გადარჩევაა!...

არჩევანის ზღვართან ვართ უკვე,

არ დააყოვნებს... უფლის დღე ხომ

ქურდივით მოდის - „განკითხვისათვის“.

მოგეკითხება მრუდი გზები,

 უკუღმართობა და თვალთმაქცობა...

მოიკითხება ყოველივე...

არ დააყოვნებს,

არ გაპატიებს უსამართლობას!...

გახსოვს - უდანაშაულოს რომ ჩაუსაფრდი,

და - მართალი კაცი როგორ გაწირე?!..

გახსოვს - არვინ დაინდე ფულის გულისთვის,

და უფალზე მეტად რომ შეიყვარე?!...

გახსოვს - „სამებას“ ზურგი აქცია,

კაცთა წამებით - განვლე ცხოვრება,

არ გეშინოდა?!..

გახსოვს - დრო ბოროტად რომ მოივაჭრე,

და მართალს, დაცემულს, ზედ გადაუარე,

უღირსად ამაღლდი?!...

გახსოვს - მართალს ზურგი როგორ აქციე?!...

ახლა? ახლა რას იტყვი უფლის წინაშე?

თავს რით იმართლებ?

იქნებ უფალმა შენს ნათქვამ სიტყვებს

ზურგი აქციოს,

ისე, როგორც ოდესღაც შენ - იმ მართალს?

ახლა?!..

ახლა კი, უფლის წინაშე ვერ გამართლდები!..

იქნებ დაფიქრდე,

ჯერ კიდევ დრო გაქვს - შეცვალო ცხოვრება...

დრო კი, საოცარი სისწრაფით მიჰქრის,

მკის ჟამი დგება!

„სამების არსი“ ფეხს რომ აიდგამს დედამიწაზე,

მაშინ გაფრთხილდით!

დრო მიტევების დამთავრდება,

ძალმოსილება გადმოვა ზეცით...

ამოძრავდება ღვთიური მუხტი...

მაშინ, აღთქმული დროისათვის,

იმძლავრებს ზეციერი დედამიწაზე!...

და რჩეულებს შემოკრებს ღმერთი,

საღვთო მისიის აღსასრულებლად...!

 

დინა [დიანა]

ჯიქია

 

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის საკითხისათვის

 

მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან დაწყებული საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ნორმალური მდინარება 1991 – 1992 წლების გასაყარზე მომხდარმა ანტიკონსტიტუციურმა სახელმწიფო გადატრიალებამ ძირეულად შეცვალა.

1992 წლის 2 იანვრიდან, ანუ ე.წ. „სამხედრო საბჭოს“ ჩამოყალიბებიდან, სახელმწიფოს სათავეში მოსული კრიმინალური ძალისა, და მათი სამართალმემკვიდრე ხელისუფალთა უუნარო და ანტიეროვნულმა ქმედებამ, გარეშე ძალის იმპერიულ პოლიტიკაზე აგებული ზეგავლენისა გამო, ქვეყნას სავალალო შედეგები მოუტანა:

- მოიშალა სამართლებრივი სივრცე;

- დაინგრა, და განადგურების პირასაა თითქმის ყველა ის ზნეობრივ ფასეულობაზე აგებული ორიენტირი, რასაც საუკუნეების მანძილზე აყალიბებდა ქართული ცნობიერება;

- დაირღვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა...

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენისათვის ბრძოლის გზაზე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მიზეზთა გამო, შექმნილი მდგომარეობის სამართლებრივი ანალიზი, ანუ სამართალმემკვიდრეობის საკითხის გარკვევა და შესაძლო გამოსავალის ძიება. მოდით მივყვეთ თანამიმდევრობას.

 

1918 – 1993 წლების მოკლე მიმოხილვა

ა] 1918 – 1921 წ.წ.

რუსეთის იმპერიის მიერ 1801 წ. საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებისა და მთელი ტერიტორიის ანექსიის შემდგომად, ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება მხოლოდ 1918 წ. 26 მაისში მოხერხდა.

1918-21 წლებში, ყოფილი სოხუმის ოლქი (აფხაზეთი) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით შედიოდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის მეთერთმეტე თავის 107–ე მუხლში ნათქვამია:           

„თავი 11. ავტონომიური მმართველობა

მუხლი 107. საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს – აფხაზეთს (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას (ზაქათალის ოლქი), ენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა.

მუხლი 108. წინა მუხლში მოხსენებულ ავტონომიურ მმრთველობათა დებულებანი შემუშავებული იქნება ცალკე კანონით“.

 

ბ) 1921 – 1990 წ.წ.

1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე - რუსეთის საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და ანექსია მოახდინა.

სამართლებრივი თვალსაზრისით მოვლენები ასე განვითარდა:

- 1921 წლის 4 მარტს შეიქმნა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა;

- 1921 წლის 16 დეკემბერს უკანონო კომუნისტურმა რეჟიმის მიერ თბილისში დაიდო: „საქართველოს სსრ და აფხაზეთის სსრ-ს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულება“, რომლის საფუძველზეც აფხაზეთი შევიდა საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში;

- 1922 წ. 13 დეკემბერს, საქართველოს სსრ, თავისი შემადგენელ ნაწილთან აფხაზეთის სსრ-სთან ერთად გაერთიანდა - ამიერკავკასიის სფსრ-ში;

- 1925 წლის 1 აპრილს აფხაზეთის საბჭოების III ყრილობამ მიიღო აფხაზეთის პირველი კონსტიტუცია;

- 1931 წლის თებერვალში აფხაზეთის საბჭოების  VI ყრილობის გადაწყვეტილებით აფხაზეთი შევიდა საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში ავტონომიურ რესპუბლიკად. ამის საფუძველზე, 1931 წლის 19 თებერვალს საქართველოს საბჭოების VI ყრილობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება;

- აფხაზეთის, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი მდგომარეობა ფიქსირებული იქნა სსრ კავშირის 1936 წლის, საქართველოს სსრ 1937 წლისა და აფხაზეთის ასსრ 1937 წლის კონსტიტუციებში, შემდეგ კი სსრ კავშირის 1977 წლის, საქართველოს სსრ 1978 წლისა და აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციებში.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებამდე, აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად - 5 წლის ვადით განსაზღვრული უფლებამოსილების მქონე დეპუტაციის არჩევნები1985 წელს ჩატარდა.

 

გ) 1990 -1991 წ.წ.

1988-1989 წლიდან მოყოლებული, კრემლის აშკარა წაქეზებითა და ხელშეწყობით, აფხაზი სეპარატისტების მიერ, გამუდმებით ხდებოდა მდგომარეობის დაძაბვა, საქართველოს განუყოფელი ნაწილის -  აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

პარალელურად ამისა, ქართველი ერის მიერ წარმართული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ ბრძოლა, მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ახალ ფაზაში შევიდა.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძალისხმევას პირველი შედეგიც მალე მოჰყვა. საქართველოში 1921 წლიდან უკანონოდ მომქმედი კომუნისტური რუსეთის იმპერიის მარიონეტული სახელისუფლო სტრუქტურის სამართალმემკვიდრე საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ 1990 წლის 9 მარტს მიღებულ დადგენილებაში ჩაიწერა:

- „...საქართველოს უზენაესი საბჭო... აღიარებს, რომ 1921 წლის თებერვალში, საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას, არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით - ფაქტობრივ ანექსიას;

გმობს საქართველოს ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას საბჭოთა რუსეთის მიერ, როგორც საერთაშორისო დანაშაულს და ესწრაფვის საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის შედეგების გაუქმებას და საბჭოთა რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულებით აღებული საქართველოს უფლებების აღდგენას“.

ამ დადგენილებას, ავტომატურად მოჰყვა 1990 წ. 25 მარტს დანიშნული საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს არჩევნების გაუქმება.

მოგვიანებით - საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო, 1990 წლის 20 ივნისის დადგენილებით:

- „აღნიშნავს, რა რომ ინტერვენციისა და ოკუპაციის შედეგად საქართველოში დამყარებული ხელისუფლება (რევოლუციური კომიტეტი), ხოლო შემდგომ შეზღუდული, ვიწრო კლასობრივ საწყისებზე აგებული საბჭოები - არ გამოხატავდნენ ქართველი ხალხის ჭეშმარიტ თავისუფალ ნება-სურვილს, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო:

აცხადებს უკანონოდ და ბათილად ყველა აქტს, რომელიც აუქმებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ და სხვა ინსტიტუტებს და ცვლიდა მათ გარეშე ძალაზე დამყარებული პოლიტიკური და სხვა სამართლებრივი დაწესებულებებით (ე.წ. საქართველოს რევკომის 1921 წლის 16 და 26 თებერვლის, 24 მარტის გადაწყვეტილებით და სხვა)“.

ამდენად, საქართველოში 1921 წლიდან უკანონოდ მომქმედი კომუნისტური რუსეთის იმპერიის მარიონეტული სახელისუფლო სტრუქტურის სამართალმემკვიდრე საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ 1990 წ. 9 მარტსა და 20 ივნისს მიღებული ხსენებული დადგენილებებით უკანონოდ და ბათილად გამოცხადებულად ჩაითვალა, ძალადობრივ პრინციპზე აგებული საბჭოთა რეჟიმის მიერ, საქართველოში მაცხოვრებელთა ჭეშმარიტი ნების გამოხატვის გარეშე მიღებული, როგორც სრულიად საქართველოსთან, ასევე აფხაზეთის ავტონომიურ წარმონაქმნთან დაკავშირებული  ყველა გადაწყვეტილება (1921 წლის 4 მარტისა და 16 დეკემბრის, 1922 წ. 13 დეკემბრის, 1925 წ. 1 აპრილის, 1931 წ. თებერვლის და სხვა გადაწყვეტილებები; ასევე  1937 და 1978 წ.წ. კონსტიტუცია და სხვა).

და აი, ასეთ სამართლებრივ ფონზე მიღებული ახალი საარჩევნო კანონის ბაზაზე, 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების შედეგად, სამართლიანობის ყველა ნორმის დაცვით, საქართველოს (მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მაცხოვრებელი) მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების გათვალისწინებით, მოხდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევა.

ქვეყნის სათავეში მოსული ეროვნული ხელისუფლება, ყველანაირად ცდილობდა მშვიდობიანი გზით გამკლავებოდა კრემლის იმპერიული ძალების მიერ აფხაზეთში შეიარაღებულ დაპირისპირების გაჩაღების მცდელობას.

დღის წესრიგში უპირველესი ადგილი - აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების სამართლებრივ რეგულაციის ამსხველმა თემატიკამ დაიკავა.

აი რას ვკითხულობთ 1991 წლის 25 თებერვალს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი  საბჭოს მიერ მიღებულ  დადგენილებაში - აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ:

აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ფაქტობრივად დამთავრდა 1990 წლის 25 თებერვალს... მიუხედავად ამისა, აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არ გაუგრძელებია ვადა, არ მიუღია აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონი და შესაბამისად არც აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნები დაუნიშნავს.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. წინადადება მიეცეს აფხაზეთის ასსრ უზენაეს საბჭოს:

აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნები ჩატარდეს არა უგვიანეს 1991 წლის 1 ოქტომბრისა;

აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 75- მუხლის შესაბამისად გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების ვადა . . 15 მარტამდე.

2. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით ავტონომიურ რესპუბლიკათა სახელმწიფო ორგანოების ვადა განსაზღვრულია ხუთი წლით, ხოლო აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო ექვს წელზე მეტია მოქმედებს. ამ  დადგენილების პირველი მუხლის შესრულება გამოიწვევს აფხაზეთის ასსრ რეპუბლიკის უზენაესი საბჭოს ახლანდელი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას.

დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში საკითხის მოუგვარებლობის გამო, აი რას წერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია 1991 წლის 29 მარტს, აფხაზეთის არ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ვლადისლავ არძინბას:

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1990 წლის 11 დეკემბრის კანონით საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე შეწყდა საბჭოების უფლებამოსილება; ხოლო 1991 წლის 29 იანვარს საერთოდ გაუქმდა ადგილობრივი საბჭოების სისტემა. საქართველოს რესპუბლიკისა და აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო ვალდებული იყო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოეყვანა აფხაზეთის ასსრ კონსტიტუცია, რაც შეუწყნარებლად ჭიანურდება და მრავალი უხერხულობის მიზეზად შეიძლება იქცეს...

...თქვენ პირადად, ბატონო ვლადისლავ და მთლიანად აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, სისტემატურად უგულებელყოფთ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას და სხვადასხვა თანამდებობის პირებს აფხაზეთში უმზადებთ ნიადაგს სახელმწიფო დანაშაულის ჩასადენად.

თქვენი ასეთი საქციელი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც თანამდებობის ბოროტად გამოყენება, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ამით თქვენ საფრთხეს უქმნით მოქალაქეთა მშვიდობიან ცხოვრებას, აღვივებთ ეროვნულ შუღლს, იწვევთ ყოვლად გაუმართლებელ დაპირისპირებას ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის, უხეშად არღვევთ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას...

... ერთა შორის ჭიდილში გამარჯვებული არ არსებობს. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, გაითვალისწინეთ ისტორიის გაკვეთილები და, რაც მთავარია, შეუსაბამეთ თქვენი პოლიტიკა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას, რომლის იურისდიქციის ქვეშაც ბრძანდებით.

1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმით, საქართველოს (მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მაცხოვრებელი) მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს რესპულიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“.

14 აპრილს, „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, შემოღებულ იქნა „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის“ პოსტი. 1991 წ. 26 მაისს ჩატარებული არჩევნების შედეგად, საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის პოსტი ზვიად გამსახურდიამ დაიკავა.

აფხაზეთში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების მოგვარების თაობაზე ინტენსიური მუშაობის შედეგად, მიუხედავად კრემლის იმპერიული ძალების წინააღმდეგობისა, ქართული და აფხაზური მხარის ორმხრივი კონსენსუსის საფუძველზე მაინც მოხერხდა მდგომარეობის ნორმალიზება...

„აფხაზეთის არ უმაღლესი საბჭოს“ მიერ 1991 წლის 9 ივლისს მიღებულ იქნა აფხაზეთის ახალი საარჩევნო კანონი, რომელიც გარკვეული ქვოტების პრინციპს ითვალისწინებდა. კერძოდ:

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში სულ იქნებოდა 65 დეპუტატი; მათ შორის: 28 - აფხაზი; 26 - ქართველი და 11 - სხვა დანარჩენი ეროვნების მქონე დეპუტატი;

- მიღწეული შეთანხმების თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აფხაზური დეპუტაციის, ხოლო მისი პირველი მოადგილე - ქართული დეპუტაციის წარმომადგენელი იქნებოდა;

- მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იქნებოდა ქართველი, ხოლო მისი პირველი მოადგილე - აფხაზი;

- აფხაზეთის ასს რესპუბლიკის მოქმედ კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება (გარდა საპროცედუროსი) უნდა მიღებულიყო ხმების 2/3-ით (44 ხმა), რომლის მოსაგროვებლად აუცილებელი ხდებოდა ქართული და აფხაზური მხარის დეპუტატთა ურთიერთკომპრომისი.

საბჭოთა იმპერიული ძალების წაქეზებით მომქმედი სამხედრო-კრიმინალური ძალების მიერ ღია გამოსვლების (1991 წლის 19-21 აგვისტო, 2 და 22-23 სექტემბერი და სხვა) მიუხედავად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1991 წლის 29 სექტემბერს მაინც ჩატარდა აფხაზეთის კანონიერი სახელისუფლო სტრუქტურის - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნები.

 

დ) 1991 წ. 29 სექტემბრიდან - 1992 წ. 3 აპრილამდე

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების გამომხატველი კანონიერი ხელისუფლების მიერ, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვება-შენარჩუნების სულისკვეთებიდან გამომდინარე მიღებული ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საქართველოს რესპუბლიკამ ღიად თქვა უარი 1991 წლის 21 დეკემბერს ჩამოყალიბებულ რუსეთის ახალ იმპერიაში - „დსთ“-ში გაერთიანებაზე, რასაც, საპასუხოდ, 1991 წლის 22 დეკემბერს, საქართველოში სამხედრო გადატრიალების დაწყება მოჰყვა.

1991 წლის 9 ივლისს მიღებული ახალი საარჩევნო კანონის ბაზაზე, 1991 წლის 29 სექტემბერს ჩატარებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგად არჩეულ დეპუტატთა პირველი შეკრება - 1991 წ. 29 დეკემბერს გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ - ვლადისლავ არძინბა, ხოლო მის პირველ მოადგილედ - თამაზ ნადარეიშვილი იქნა არჩეული.

სესიის ჩატარების მომდევნო თარიღად 1992 წ. 6 იანვარი განისაზღვრა.

1992 წ. 2 იანვარს, ანტიკონსტიტუციური ქმედების შედეგის პრაქტიკული რეალიზების მიზნით, კრიმინალური „სამხედრო საბჭო“ და „საქართველოს დროებითი მთავრობა“ ჩამოყალიბდა.

1992 წ. 6 იანვრის გამთენიას, რუსეთისა და საქართველოს კრიმინალური შეიარაღებული ძალების ერთობლივი საბრძოლო მოქმედების მე-16 დღეს, საქართველოში დაწყებული სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს კანონიერი ხელისუფლება იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყნის ფარგლები.

ასეთ ფონზე, 1992 წ. 6 იანვარს ჩატარებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიაზე, აფხაზი სეპარატისტების ძალისხმევით, ვეღარ მოხერხდა აფხაზეთის არ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით წინასწარ მიღწეული შეშანხმების რეალიზება.

1992 წ. 10 მარტს ე.წ. „სამხედრო საბჭოს“ ბაზაზე, ახალი უკანონო სტრუქტურის „სახელმწიფო საბჭოს“ შექმნა გამოცხადდა.

ამის შემდგომად განვითარებული მოვლენების სამართლებრივ ასპექტებში გასარკვევად, მოდით გავიხსენოთ ე.წ. „სამხედრო საბჭოსა“ და „სახელმწიფო საბჭოების“ სამართალმემკვიდრე საქართველოს პარლამენტის მიერ  2000 წ. 20 აპრილსა და 2005 წ. 11 მარტს მიღებული ორი დადგენილება:

1. საქართველოს პარლამენტის დადგენილება: „1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ“ - „… 1991 წელს საქართველოში დაიწყო დაპირსპირება, რასაც მოჰყვა კანონიერი ხელისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფლიქტი....“ [2000 წ. 20 აპრილი, №262–IIს];

2. 2005 წ. 11 მარტს მიღებულ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“, ვკითხულობთ: ... საქართველოს პარლამენტი ადგენს

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს. 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება...“ [2005 წლის 11 მარტი, №1104–Iს].

მაშასადამე, აღნიშნული დადგენილება, თავის მხრივ:

- აღიარებს 1991-1992 წლების დეკემბერ იანვარში ანტიკონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლას; და

- ადასტურებს: „...1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში“, რომელი ვადებიც: 1990 – 1995 წლებს მოიცავს.

2005 წ. 11 მარტის დადგენილებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ თავის იურიდიულ ძალას ინარჩუნებს, ლეგიტიმური სახელისუფლო ორგანოს მიერ, აღნიშნულ [1990 – 1995 წ.წ.] ვადებში კანონიერად მიღებული ყოველი გადაწყვეტილება.

1991 - 1992 წ.წ. გასაყარზე განვითარებული მოვლენების შედეგად, 1992 წ. 6 იანვარს, საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი სახელისუფლო შტოები - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტი, იძულებული შეიქნენ რა დაეტოვებინათ საქართველო, თავისი მოვალეობის შესრულებას დევნილობაში  - ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიაში [ქ. გროზნო] შეუდგა.  

 „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ 108-ე და 113,1 მუხლზე დაყრდნობით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1992 წ. 9 მარტის დადგენილებით, 1992 წ, 12-13 მარტს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის მე-2 სესიის მორიგი სხდომა - ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში გაიმართა [იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 457-458].

დევნილობაში მყოფმა კანონიერმა სახელისუფლო შტომ, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, საქართველოში შეიარაღებული გზით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შედეგებიდან გამომდინარე, არაერთი აუცილებელი გადაწყვეტილება თუ განცხადება მიიღო.

საქართველოს სახელისუფლო ვერტიკალის ლეგიტიმურობის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო სპეციალური დადგენილება  - „1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ უთქვამს ხელისუფლებაზე უარი, ხოლო პარლამენტს არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება თვითდაშლაზე და არც ახალი არჩევნების დანიშვნაზე, პრეზიდენტი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას რესპუბლიკაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს

1) 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება;

2) არაკანონიერი ხელისუფლების („სამხედრო საბჭო“, „დროებითი მთავრობა“, „სახელმწიფო საბჭო“ და ..) შექმნა კვალიფიცირებულ იქნეს როგორც ხელისუფლების უზურპაცია;

3) ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიულ ძალის არმქონედ;

4) სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას როგორც სამშობლოს ღალატი...“

[იხ. მ. სალუაშვილი,

„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“,

ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 472].

ამავე დღეს, ანუ 1992 წ. 13 მარტს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტში - „აქტების თაობაზე, რომლებიც მიიღო ეგრეთ წოდებულმა სამხედრო საბჭომ, დროებითმა მთავრობამ და სახელმწიფო საბჭომ“, კერძოდ ვკითხულობთ:

„..  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

...საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედებს - საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, საქართველოს რესპუბლიკის კანონები და სახელმწიფო ხელისუფლების და მართვის კანონიერი ორგანოს ის აქტები, რომლებიც დემოკრატიული წესითაა მიღებული, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის და კანონების მოთხოვნების შესაბამისად”  [იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 479-480].

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა რომ - 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი სახელისუფლებო შტოს - საქრთველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ (1992 წ. 13 მარტს), ერთის მხრივ და მეორეს მხრივ 2003-2004 წ.წ. მოწვევის საქართველოს დე-ფაქტოდ მოქმედი პარლამენტის მიერ (2005 წ. 11 მარტი) მიღებული ზემოთაღნიშნული დადგენილებების თანახმად, 1991-1992 წლებში მომხდარი ხელსუფლების სამხედრო-კრიმინალური მოქმედების გზით შეცვლის შემდეგ მიღებული ყველა ანტიკონსტიტუციური გზით მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში) ითვლება - უკანონოდ და იურიდიული ძალის არმქონედ.

1991 წლის 9 ივლისს მიღებული ახალი საარჩევნო კანონის ბაზაზე, 1991 წლის 29 სექტემბერს არჩეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1991 წლის 29 დეკემბერსა და 1992 წლის 6 იანვარს გამართულ სესიაზე დაწყებული საქმიანობის ნორმალური რიტმი, საქართველოში მომხდარმა სამხედრო გადატრიალებამ საბოლოოდ შეცვალა.

ქართული დეპუტაცია კრემლის მიერ წაქეზებული აფხაზეთის დეპუტატთა მიერ დაგებულ მახეში გაება. 1992 წ. 3 აპრილს, მიზეზთა გამო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ორად გაიყო. 

დეპუტატებმა, უარი განაცხადეს საპარლამენტო გზით პრობლემის ერთობლივად მოგვარებისათვის ბრძოლაზე. ვლ. არძინბასა და თ. ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით მომქმედმა დეპუტატებმა შეკრებათა ცალ-ცალკე გამართვა დაიწყეს.

 

ე) 1992 წ. 3 აპრილიდან - 1993 წ. ოქტომბრამდე

აფხაზეთის უმაღლესი აჩევითი სახელისუფლებო რგოლის - უმაღლესი საბჭოს ორი პარალელური სტრუქტურის დაფიქსირებამ, სავალალო შედეგების მიღებას დაუდო სათავე.

მართვის სათავეებთან მარტოდ დარჩენილი აფხაზეთის ა/რ სეპარატისტული ხელმძღვანელობა, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ქვორუმის ხელოვნურად შეცვლის ხარჯზე, თანამიმდევრულად იღებდა ანტიკონსტიტუციურ სამართლებრივ აქტებს. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კანონდარღვევით მიღებული დადგენილება, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ტერიტორიაზე - იურიდიული ძალის არმქონედ და გაუქმებულად გამოცხადდა საქართველოს კანონები.

საქართველოში კანონიერი ხელისუფლების არყოფნის პირობებში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სეპარატისტულმა (არაქართულმა) ძალებმა ისარგებლეს რა 1992 წლის 2 იანვარს შექმნილი უკანონო „სამხედრო საბჭოსა“ და ე.წ. „დროებითი მთავრობის“ მიერ „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ გაუქმებით, 1992 წლის 23 ივლისს მიღებული აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად შეწყვეტილად გამოაცხადეს აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედება და აღადგინეს აფხაზეთის სსრ 1925 წლის კონსტიტუცია და სხვა.

1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოში მომქმედი უკანონო სახელისუფლებო შტოს - „სახელმწიფო საბჭოს“ დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალების მიერ, სარკინიგზო მაგისტრალების დაცვის საბაბით, სინამდვილეში კი კანონიერი ხელისულების მომხრეთა საპროტესტო აქციების ასალაგმავად, საქართველოს განუყოფელი ნაწილის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილება პროვოკაციულად იქნა გამოყენებული აფხაზი სეპარატისტების მიერ საომარი მოქმედების წამოწყებისათვის, რითაც საქართველო ჩართულ იქნა რუსეთის იმპერიული ძალების მიერ ინსპირირებულ საომარ მოქმედებაში.

საქართველოს უკანონო ხელისუფლების მიერ 1993 წლის 27 ივლისს სოჭში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ითვალისწინებდა ე.წ. კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარის გაყვანას (სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა), შემზადდა ნიადაგი 1993 წლის 16 სექტემბერს საომარი მოქმედების განახლებისა და 1993 წლის 27-30 სექტემბერს ქ. სოხუმისა და მთლიანად აფხაზეთად წოდებული საქართველოს ძირძველი კუთხის ოკუპაციისა და შემდგომი ანექსიისათვის. განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად საკუთარი საცხოვრებლებიდან იძულებით განიდევნა 300 000-ზე მეტი აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობა.

1991 წლის 29 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩატარებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ე.წ. „ქართველთა ქვოტით“ არჩეულმა ქართულმა დეპუტაციამ თავისი საქმიანობა დევნილობაში განაგრძო, და 1993 წლის ოქტომბრიდან, დროებით, თბილისში დამკვიდრდა.

 

დასკვნის მაგიერ

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, შეიძლება ითქვას შემდეგი:

1. 1991 წ. 9 ივლისს მიღებული ახალი საარჩევნო კანონის ბაზაზე, 1991 წლის 29 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ 5 წლით არჩეული - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, 1992 წ. 3 აპრილამდე წარმოადგენდა ერთადერთ კანონიერ სახელისუფლო სტრუქტურას;

2. გარე და შიდა ანტისახელმწიფოებრივი ძალების ზემოქმედებისა გამო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო - ორად გაყოფის დაფიქსირებიდან, ანუ - 1992 წლის 3 აპრილის შემდგომად, აღარ არის 1991 წლის 9 ივლისს მიღებული საარჩევნო კანონით განსაზღვრული კანონიერი სახელისუფლო შტოს ლეგიტიმაციის მატარებელი; რამეთუ არცერთი მათგანი აღარ არის აფხაზეთის ავტონომიის მკვიდრი მოსახლეობის ერთიანი ჭეშმარიტი ნების გამომხატველი; შესაბამისად

3. 1992 წლის 3 აპრილიდან მოყოლებული, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შიგნით წარმოქმნილი ორივე (როგორც ქართული ასევე აფხაზური) სადეპუტატო შტო, თავისი არალეგიტიმურობის ხასიათიდან გამომდინარე, არის - უკანონო სახელისუფლებო წარმონაქმნი;

4. გამომდინარე იქიდან, რომ 1990 წ. 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ, 1992 წ. 13 მარტს მიღებული დადგენილებების თანახმად:

„ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ...“, გამოცხადებულია - „იურიდიულ ძალის არმქონედ“; და რომ

„.საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედებს - საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, საქართველოს რესპუბლიკის კანონები და სახელმწიფო ხელისუფლების და მართვის კანონიერი ორგანოს ის აქტები, რომლებიც დემოკრატიული წესითაა მიღებული, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის და კანონების მოთხოვნების შესაბამისად”,

1992 წლის 3 აპრილიდან ათვლით, 1991 წლის 29 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრი მოსახლეობის მიერ არჩეული - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორად გაყოფილი - ქართული და აფხაზური (სეპარატისტული) სახელისუფლებო წარმონაქმნისა თუ მათ სამართალმემკვიდრეთა მიერ - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი არჩევითი ორგანოს სახელით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არის - უკანონო და  იურიდიული ძალის არმქონე;

 

 

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდგომად განსახორციელებელი სამართლებრივი ნაბიჯები

 

1991 წ. 9 აპრილს გამოცხადებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომად, 1991 – 1992 წლების გასაყარზე შიდა და გარე ძალების მიერ განხორციელებული ანტიკონსტიტუციური გადატრიალებიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის წინაშე მწვავედ დგას, უკანონო ხელისუფალთა დანაშაულებრივ ქმედებათა გამო დარღვეული არამარტო ტერიტორიული მთლიანობის, არამედ სამართლებრივი სივრცის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის აუცილებლობა.

ძირძველ ქართულ მიწაზე - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართული იურისდიქციის აღდგენის პარალელურად, დღის წესრიგში დადგება არამარტო:

1. სახელისუფლო სტრუქტურების ფორმირებისათვის მორიგი არჩევნების დანიშვნის; არამედ

2. იმ კანონიერი ორგანოს გამოკვეთის საკითხიც, რომელმაც ეს არჩევნები უნდა დანიშნოს.

როგორც ცნობილია, „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა“ [1978 წ. რედაქცია] და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის“ [1978 წ. რედაქცია] მოთხოვნათა დაცვით,  1991 წ. 9 ივლისს, ორმხრივი კომპრომისების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა ახალი სააჩევნო კანონი.

ხსენებული კანონის ბაზაზე, 1991 წ. 29 სექტებერს ჩატარებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ არჩევნების შედეგად არჩეული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობა მოხდა, 1991 წ. 29 დეკემბერს გამართულ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ პირველ სესიაზე.

როგორც უკვე ითქვა:

1. 1991 წლის 29 სექტემბრის მოწვევის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ საქმიანობა, 1992 წ. 3 აპრილიდან, ანუ მისი ორად გაყოფის შემდგომად, როგორც სრულიად საქართველოს, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობათა სრული დარღვევით მიმდინარეობს; შესაბამისად

2. 1992 წ. 3 აპრილიდან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორად გაყოფილი - ქართული და აფხაზური (სეპარატისტული) სახელისუფლებო წარმონაქმნისა თუ მათ სამართალმემკვიდრეთა მიერ - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი არჩევითი ორგანოს სახელით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება [მათ შორის - არჩევნების დანიშვნა და საკონსტიტუციო ცვლილება] არის - უკანონო და  იურიდიული ძალის არმქონე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდგომად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მორიგი კანონიერი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს - 1991 წ. 29 სექტემბრის მოწვევის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ იმ შემადგენლობას, რომელიც 1991 წ. 29 დეკემბრიდან ვიდრე 1992 წ. 3 აპრილამდე მდგომარეობით იყო წარმოდგენილი.

არჩევნების დანიშვნის დღისათვის არსებული პერსონალური მდგომარეობით განსაზღვრული შემადგენლობით შეკრებილი - 1991 წ. 29 სექტემბრის მოწვევის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო“, თავისი უხუცესი წევრის თავმჯდომარეობით გამართულ სესიაზე, ხმათა უბრალო უმრავლესობით იღებს ორ დადგენილებას:

- 1992 წ. 3 აპრილის მდგომარეობის ამსახველი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა“ [1978 წ. რედაქცია] და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ რეგლამენტის ამოქმედების შესახებ; და

- 1991 წ. 9 ივლისს მიღებული საარჩევნო კანონის ბაზაზე „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ არჩევნების თარიღის თაობაზე.

ზემოთქმულის გათვალისწინებით არჩეული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო“ გახდება, 1991 წ. 29 სექტემბრის მოწვევის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ სამართალმემკვიდრე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის - უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე;

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი