Print

გაზეთი №37 [933]

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2014 წლი6 სექტემბერი

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 6 სექტემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ლეილა მეფარიძე, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.

მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის საკითხისათვის“.

სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლი8 სექტემბრის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია

- „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის საკითხისათვის“.

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, სერგი საჯაია,  ვალერი მჭედელაძე, ავთანდილ იოსელიანი, იამზე დამენია...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

 „უფლის სახელით...“ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივათა

პარლამენტის საკომიტეტო მოსმენების ანგარიში

 

„რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის,

არ ექნებოდათ ცოდვა,

ახლა კი არა აქვთ მიტევება

თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]

 

4 სექტემბერი  -

„ქოცებს“ არ სურთ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება

საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ქ. თბილისში ნაწილობრივ გადმოტანის შემდეგ, 2014 წ. საშემოდგომო სესიის დაწყების პირველსავე კვირას, კერძოდ 4 სექტემბერს იურიდიული კომიტეტის პირველი სხდომა ჩატარდა. მათ ელ. გვერდზე გამოქვეყნებულ მუშაობის დღის წესრიგში კერძოდ ვკითხულობთ:

„2014 წლის 4 სექტემბერს 12:00 საათზე თბილისის პარლამენტის, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში ჩატარდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

დღის წესრიგი:

7. „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№12 881; 24.06.14); წამყვანი კომიტეტის დასკვნა

საკანონმდებლო წინადადების ავტორი - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“

მომხსენებელი - გ. სალუაშვილი

8. „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№11 525; 03.06.14); -წამყვანი კომიტეტის დასკვნა

საკანონმდებლო წინადადების ავტორი - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“

მომხსენებელი - გ. სალუაშვილი

გაერთიანება „უფლის სახელით...“ კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია და ავთანდილ იოსელიანი.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ გვაცნობა, რომ პროტესტის გამო ე.წ. საპარლამენტო უმცირესობა [„ნაცები“] სხდომას არ დაესწრებოდა.

ჩვენი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებდა საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლთან დაკავშირებულ შემდეგი ცვლილების განხორციელებას:

1. „46- მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე. ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის გამოყენება აკრძალულია არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის რიგითი ნომრის დადგენამდე“; და

2. „46- მუხლის პირველი და მეორე პუნქტი ამოღებულ იქნა;

46- მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საარჩევნო პლაკატების გაკვრა დასაშვებია მხოლოდ სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებზე, სპეციალურად განკუთვნილ ბანერებსა და სტენდებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი უნდა იყოს იმ ზომის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პლაკატების გამოფენისას უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობებით. სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არა უმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი). დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სპეციალური სტენდზე გაკრული საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება.

5. ამ მუხლის შესაბამისად გამოყოფილი საარჩევნო პლაკატების გასაკრავად დადგმული სტენდების თაობაზე ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 10 დღისა“.

გაერთიანება „უფლის სახელით...“ სპიკერის მიხეილ [გელა] სალუაშვილის მოხსენების შემდეგ გამართული კენჭისყრებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა „ქოცებისა“ და „ნაცების“ სულიერი ერთობა...

მიზეზთა გამო, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის  წევრთა „ქოცების“ საპარლამენტო დეპუტაციამ, უარი განაცხადა არჩევნების გამჭვირვალობისა და თანაბარ პირობებში ჩასატარებლად გამიზნული წინადადებების კანონად ქცევაზე.

დიახ, „ქოცებმა“ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ისინი მტკიცედ აგრძელებენ „ნაცების“ მიერ გაკვალულ პოლიტიკურ გზაზე სიარულს.

 

9 სექტემბერი -

„ქოცებმა“ უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ დედებისათვის

შეღავათის დაწესების ახალი პაკეტის მიღებაზე

2014 წლის 9 სექტემბერს 11:00 საათზე თბილისის პარლამენტში, კომიტეტის სათათბირო ოთახში (N 638), საშემოდგომო სესიის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა.

კომიტეტის მიერ გავრცელებულ დღის წესრიგში ჩვენს მიერ მომზადებული თემატიკის განხილვა პირველ საკითხად გახლდათ ჩანიშნული:

„1. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (№7823, 08.04.2014).

მომხსენებელი: საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლეს“ სპიკერი: მიხეილ (გელა) სალუაშვილი“.

წარდგენილი მორიგი წინადადების განხილვას, „უფლის სახელით..."  - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია და ავთანდილ იოსელიანი ესწრებოდნენ.

9 სექტემბრის განხილვის შედეგად გამოიკვეთა კიდევ ერთი ნიშანი ხელისუფლებაში მოსული ძალის არასახელმწიფოებრივი აზროვნებისა...

მიუხედავად დღის წესრიგისა, კომიტეტის თავმჯდომარე - დიმიტრი ხუნდაძემ, სხდომა სხვა საკანონმდებლო წინადადების განხილვით დაიწყო. ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე დამსწრე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ თურმე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიღწეულია შეთანხმება, რომლის ძალითაც მაქსიმალურად არის შეზღუდული შრომის კოდესში ცვლილებების შეტანა.

მინისტრის მოადგილის მიერ ამდაგვარი პოზიციის გამჟღავნებამ, ცხადი გახადა, ჩვენს საკითხთან დაკავშირებით გაკეტებული, ორი სამინისტოს ე.წ. დასკვნის შინაარსი. კერძოდ:

1. „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განიხილა თქვენი 2014 წლის 17 აპრილის №4107/4-13 წერილით საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება ,,უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის‘‘ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ და ,,საქართველოს შრომის კოდექსში‘‘ ცვლილების შეტანის შესახებ‘‘, რომელთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ 2013 წლის ივნისში, საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების პირველი წყების მიღების შემდგომ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს თანამშრომლებისა და ექსპერტების რჩევით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა გაგრძელდება არსებული შრომის კოდექსის ეტაპობრივი რეფორმირების მეშვეობით. გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, ყოველი ინიციტივა განხილულ იქნეს ერთიან კონტექსტში, კოდექსში ცვლილებების განხორციელების შემდგომი ეტაპისათვის“; და

2. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განიხილა თქვენს მიერ მიმდინარე წლის 17 აპრილის №4127/4-13 წერილით წარმოდგენილი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებასაჯარო სამსახურის შესახებდასაქართველოს შრომის კოდექსშიცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელთან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:

 1. შრომის და საჯარო სამსახურის მარეგულირებელ ნორმებში, სხვადასხვა დასაქმებულთა მიმართებაში, არსებითად განსხვავებული (თუნდაც პოზიტიური) პირობების შემოღება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია...“.

  საკითხის თაობაზე გაკეთებული მოხსენების შემდეგ გამართულ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე განხილვის ბოლოს, კომიტეტის წევრებმა - მართალია მოიწონეს ჩვენს მიერ წარდგენილი წინადადების სულისკვეთება, მაგრამ საბიუჯეტო შესაძლებლობიდან გამომდინარე მთლიანობაში უარი თქვეს მისი კანონად ქცევისათვის საჭირო პროცედურების დაწყებაზე.

აღნიშნულ მიზეზთან მიმართებაში იძულებული გავხდით აღგვენიშნა, რომ - „...ისევე როგორც თითოეული ოჯახის ცხოვრების დონე, მათი შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის სწორად დაგეგმვის მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისაგან; ასევეა ქვეყნის მაშტაბითაც - დიდი მნიშვნელობა აქვს რა მსოფლმხედველობისა და უნარის მატარებელი ძალა იქნება ხელისუფლებაში. ამიტომ, თქვენი მხრიდან უფინანსობის მომიზეზება, ზემოთაღნიშნულის მხოლოდ სარკული ანარეკლი გახლავთ...“.

ჩვენს ნათქვამს, კენჭისყრის შედეგებზე არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია.

თხრობის დასასრულს, გვინდა მკითხველს მოკლედ შევახსენოთ, თუ რა საკითხის მიღებაზე თქვეს კანონმდებლებმა უარი. განმართებით ბარათში ჩვენ ვწერდით

- „...ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული იმ რეგულაციის პარალელურად, რომლითაც ორსული და მეძუძური დედის უფლებებია გამოკვეთილი, საჭიროდ მიგვაჩნია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს, სახელმწიფო საჯარო სამსახურში მყოფი სკოლის ასაკის შვილიანი დედისათვის სამუშაოს ხანგრძლივობის განახევრების პირობებში, მისთვის - სრული განაკვეთის ტოლფასი ანაზღაურების შენარჩუნების მექანიზმი.

სახელმწიფოს მიერ კანონით გამყარებული ხსენებული რეგულაცია, სკოლის ასაკის შვილის მყოლ დედას, შესაძლებლობას მისცემს - დაუბრუნდეს ოჯახს და სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესის შემდგომი დროის მანძილზე მაქსიმალურად გაახანგრძლივოს შვილთან ურთიერთობის დრო.

აღნიშნული კანონმდებლობა, შესაძლებლობას მისცემს თითოეულ ოჯახს - დაგეგმოს ურთიერთ თანაცხოვრების მთელი დროის მანძილზე შვილების ყოლისა და მათი სათანადო აღზრდისათვის საჭირო ქმედებები...".

 

10 სექტემბერი -

„ქოცებს“ ეშინიათ საკომიტეტო მოსმენებზე „უფლის სახელით...“

წარმომადგენელთა მონაწილეობისა

მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ 2014 წ. 18 მარტს, პარლამენტში "უფლის სახელით..." წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების: „საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის დარეგულირების მექანიზმის თაობაზე“, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა ინტეგრაციის კომიტეტში პირველი მოსმენა - 13 მაისს გაიმართა. კომიტეტზე მეორე მოსმენა ფინანსთა სამინისტროს პოზიციის გარკვევამდე გადაიდო.

აპარატის უფროსმა ვალერი ტეტუნაშვილმა, 29 ივლისს ტელეფონით შემატყობინა რომ იგეგმებოდა ამ საკითხის საგანგებო სესიის ბოლო დღეებში [30 ივლისი, 1 აგვისტო] განხილვა, იმ შემთხვევაში თუკი საკომიტეტო სხდომის გადატვირტული სამუშაო ფორმატი ამის საშუალებას მოგვცემდა. ჩვენ შევთავაზეთ, რომ თანახმა ვიყავით ქუთაისში აღარ ჩავსულიყავით, და სექტემბერში, უკვე თბილისში გამრთულ სხდომაში მიგვეღო მონაწილეობა.

1 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, ტელეფონით საუბრისას ბ-მა ვალერიმ შემატყობინა, რომ - საკითხის განხილვა აღარ შედგა, და სექტემბერში თბილისში მოხდებოდა მის თაობაზე მსჯელობა.

და აი, 9 სექტემბერს, პარლამენტში ყოფნისას ბ-ნ ვალერიმ მაცნობა რომ - თითქოსდა 1 აგვისტოს საკომიტეტო მოსმენაზე, ჩვენს გარეშე მომხდარა ამ საკითხის განხილვა და უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებულიო.

ჩვენი პროტესტის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - გედეონ ფოფხაძესთან კონსულტაციის დროს გადაწყდა - ვინაიდან 10 სექტემბრის კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი განიხილებოდა, ჩვენი საკითხის გასარკვევად სხდომის შემდეგ, კერძოდ 16.00 სთ-ზე შევკრებილიყავით.

 გედეონ ფოფხაძის კაბინეტში, „უფლის სახელით...“ მისულ მიხეილ [გელა] სალუაშვილისა და ავთანდილ იოსელიანის წინაშე, აპარატის უფროსმა ვალერი ტეტუნაშვილმა, კატეგორიულად უარყო 1 აგვისტოს ჩემთვის ნათქვამი, და კვლავ გაიმეორა რომ თითქოსდა კომიტეტმა განიხილა ჩვენი საკითხი და უარყო იგიო.

იქვე, ბატონი გედეონისაგან ისიც შევიტყვეთ, რომ 10 სექტემბრის სხდომაზე, კომიტეტმა, თურმე დღის წესრიგში ჩვენი მორიგი საკანონმდებლო წინადადების განხილვა შეიტანა, და კვლავ ჩვენს გარეშე განიხილა, 8 მაისს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი:საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

ამდაგვარი მზაკვრული საქციელის გამო, მომხდარში გასარკვევად საუბარი - კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას კაბინეტში გაგრძელდა.

ქ-მა ეკამ, მათი ამდაგვარი ქმედება, საკითხის განსახილველად, კანონით გათვალისწინებული ვადის, 10 სექტემბრისათვის ამოწურვა დაასახელა: წინააღმდეგ შემთხვევაში კანონს დავარღვევდითო.

ჩვენს კითხვაზე - „კი მაგრამ, გუშინ თუ არა დღეს მაინც ხომ შეგეძლოთ ჩვენთვის გეთქვათ, და ჩვენც 16.00 სთ-ის ნაცვლად უფრო ადრე მოვიდოდით და ჩვენს თვალწინ განგეხილათ ჩვენი წინადადება-თქო“, ქ-მა ეკამ ყოველგვარი უხერხულობის გარეშე განგვიცხადა - „ბატონო გელა, ჩვენ ამ კანონში ვერავითარ საფრთხეს ვერ ვხედავთ, და მასში თქვენს მიერ შემოთავაზებული ცვლილების თაობაზე საუბარი მაინც არაპროდუქტიული იქნებოდაო“.

ჩემი პასუხი რომ უფრო კორექტური ყოფილიყო, ბოდიშის მოხდით დავიწყე - „ქ-ნო ეკა, იმ ცნობილ მუტფილმში, ბატ ტასიკოსაც ეჭვი ეპარებოდა შეეძლო თუ არა მისი შეჭმა მგელს, და რომ არა ძაღლის ერთგულება საქმე „ფატალურად“ დამთავრდებოდა... და დღეს რა ვქნათ - თქვენ საფრთხეს ვერ ხედავთ და არც ჩვენი არგუმენტების გამოთქმის საშუალებას გვაძლევთ, რომ ამ კანონიდან მომდინარე საფრთხე ავარიდოთ ქვეყანას.

და კიდევ  - მე მინდა თქვენს წინაშე ჩემი ვალი მოვიხადო და გაგაფრთხილოთ, რომ ამ კანონის ამ სახით დატოვება დიდი ცოდვაა... შეგახსენებთ - განკითხვის დღე გვიახლოვდება და შევეცადოთ ნაკლებად ცოდვიანები წარვსდგეთ უზენაესის წინაშე; თუმცა არჩევანი თქვენზეა-მეთქი“.

კომიტეტის ხელმძღვანელობის გამომეტყველებიდან აშკარა იყო, რომ ისინი:

- ან  რომელიღაც „დიდი მანქანის“ ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად აღიქვამდნენ თავს [ან უნებლიედ იყვნენ იქ მოხვედრილები] და სხვანაირად მოქცევა უკვე აღარც შეეძლოთ [ან იქნებდა არც უნდოდათ};

- ანდა მათ აშკარად დისკომფორტი ექმნებათ, როდესაც აღარავითარი არგუმენტი აღარ აქვთ ჩვენი საკანონმდებლო წინადადების უარსაყოფად, და ცდილობენ ჩვენს თანდასწრებით არ დააფიქსირონ თავიანთი უსუსურობა.

შექმნილი უხერხული სიტუაციიდან გამოსავალი ისევ ჩვენ ვიპოვეთ - ღმერთისაგან, მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი ვუსურვეთ და დამშვიდობების წინ იმედი გამოვთქვით, რომ - ალტერნატიული პირადობის ბარათის თაობაზე მომზადებული ჩვენი საკანონმდებლო წინადადების განხილვა, ამჯერად მაინც არ გაიმართებოდა ჩვენგან დაფარულად...

 

12 სექტემბერი  -

„ქოცებს“ არ სურთ, რომ ქართული მიწის მუდმივი მფლობელი -

ქართული სახელმწიფო იყოს

საქართველოს პარლამენტის ელ. გვერდი იტყობინებოდა - „აგრარულ საკითხთა კომიტეტი, ამა წლის 12 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის პარლამენტის I რესპუბლიკის სახელობის დარბაზში, ატარებს სხდომას. დღის წესრიგი (პროექტი)...

2. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N15376, 05.08.2014).

(მომხსენებელი: მიხეილ (გელა) სალუაშვილი - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სპიკერი)“.

წარდგენილი მორიგი წინადადების ორმოცწუთიან განხილვას, რომელიც საზ. მაუწყებლის მე-2 არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა [იხ. 12 სექტემბერი, 13.48.33 – 14.29.30 სთ.], „უფლის სახელით..."  - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია და ავთანდილ იოსელიანი ესწრებოდნენ.

როგორც მკითხველმა უკვე იცის, ჩვენი საკანონმდებლო წინადადება, ორი პრინციპული საკითხის განსაზღვრას ეხება:

1. მიწასთან მიმართებაში მისი განკარგვის როგორი ფორმა უნდა არსებობდეს; და

2. ვის ან/და რა ფორმით შეეძლებათ ისარგებლონ კანონმდებლობით განსაზღვრული ამ უფლებით.

როგორც ადრეც აღვნიშნეთ, ბიბლიაში, მიწასთან მიმართებაში ღმერთის მიერ გადმოცემული შეგონება ასეა ფორმულირებული - „მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა, რადგან თქვენ მდგმურები და ხიზნები ხართ ჩემთან“ [ლევ. 25,23].

იქვე, თითქმის დეტალურადაა აღწერილი მიწასთან მიმართებაში მკვიდრი მაცხოვრებლის უპირატესი უფლების რეალიზების ე.წ. სამართლებრივი ნიუანსები, რომლის შეხსენებასაც, მიზეზთა გამო, ამჟამად არ შევუდგებით; თუმცა ერთს კი დავსძენთ - „გადაითვალე შვიდი უქმობის წელიწადი, შვიდჯერ შვიდი წელიწადი, რომ გამოგივიდეს შვიდი უქმობის წელიწადში სულ ორმოცდაცხრა წელი“ [ლევ. 25,8].

აღნიშნულის გათვალისწინებით, ხსენებული საკითხის გადაჭრის ჩვენეული ხედვა ასეთია:

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მუდმივი მესაკუთრეა საქართველოს სახელმწიფო; და

2. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულის) არაუმეტეს 49 წლიანი იჯარით აღების უფლება აქვთ:

- საქართველოს მოქალაქეს,

- კომლს,

- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის მიერ - საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს,

- უცხოელს, რომელსაც არანაკლებ სამი წლის მანძილზე მეუღლედ ჰყავს საქართველოს მოქალაქე,

-საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ან/და

- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისადუცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომლის საკონტროლო პაკეტი საქართველოს მოქალაქის ხელშია და ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას არანაკლებ სამი წლის განმავლობაში.

სამწუხაროდ, კომიტეტის წევრმა, „ქოცების“ მიერ ფორმირებულმა საპარლამენტო უმრავლესობამ, ქართულ მიწასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარების, ბიბლიის მიერ განსაზღვრულ შეგონებაზე აგებული, ჩვენეული ხედვა არ გაიზიარა.

ჩვენი ვალი იყო - შეგვეგონებია, გადაწყვეტილების მიღება მათზე იყო, არჩევანში ხომ ყველა თავისუფალნი ვართ. განკითვისას ყველანი, სწორედ ამ არჩევანის უფლების გამოყენებისაგან მიღებული შედეგის მიხედვით ვაგებთ პასუხს.

 

 

...

საქართველოში - ქართველთგან,

თითქოს კარგს აღარც მოველი,

გულში მალიმალ ვკითხულობ:

რატომ სძულს ქართველს ქართველი?

ზეიმობს - უსამართლობა,

სიმართლე  - „დაჭერილია“,

ის ჟამი გვიახლოვდება,

რაც ჩვენზე დაწერილია...

ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ

ფულში არ არის „ცხოვრება“.

მივუახლოვდეთ უფალს, რომ

მივიღოთ მისგან ცხონება.

როდის იმძლავრა ეშაკმა

და შეგვირჱია გონება...

შევიყვაროთ ერთმანეთი,

აი, ნამდვილი ცხოვრება...

ეკატერინე

ხრიკული

 

 ქვეცნობიერი გამოცხადება

ერთხელ სიზმარში უეცრად

ვარსკვლავთ ნათება გამომეცხადა...

.უჩინართა ხმა მეკითხებოდა:

ვინა ხარ შენ?

ვინ არის შენში კოდირებული?

ვიგრძენი, თითქოს - უჩინართა ხმას

ქვეცნობიერი აძლევდა პასუხს:

„მე ის ვარ,ვინც დაიჯერა

ღვთისგან სმენილი, და ვისაც

მკლავი უფლისა გამოეცხადა...

ვეღარ გავიგე - პირს რად მარიდებს

დიდი-პატარა?!

მეტს ვერას გეტყვი,

ვერ ვგებულობ - სიყვარულის წილ

თუ სიძულვილი რად მივიღე...

ვერც ის გავიგე - უფალმა მსხვერპლი

რად მოითხოვა

[მეორედ მოსვლის ჟამს,

მსხვერლთ შეწირვა, ზეციერთაგან, ხომ

დაგმობილია?].

ხშირად ვდავობ საკუთარ თავთან:

რა მაქვს კაცთაგან დასაწუნი?

მერე კი ვხვდები,

არაფერი შემარჩინეს მოსაწონები...

ურწმუნოთაგან ნაგვემ - ნაცემი,

მკაცრად დამსაჯეს გამბედაობისთვის.

რა - მოციქული, რის წარგზავნილი,

ძმარი მადინეს...

სხვა რა გზა მქონდა?!

იერემიას გოდებასავით

დავიწყე მოთქმა.

ურწმუნო, უვიცი ხალხის სატირალი გამოვიტირე,

და ზღვა ცრემლები შევწირე ზეცას.

არ მოველოდი, -

კვლავ დამაბრუნეს დედამიწაზე.

გულში კვლავ ვფიქრობ:

რა სურს განგებას?

რა ნაკვალევი სურს რომ დატოვოს დედამიწაზე?

წლებია - მძიმე როლს ვთამაშობ,

ხან მიწისა ვარ, ხან - ცისა.

მიწიერისთვის არ არს ადვილი

ზეციერი მისიის მიწიურთან გამთლიანება.

ერთი რამ უდავოდ ვიცი:

„ბოლო ჟამია“,

„კვლავ მობრუნებულს“ - ელოდება

ცა და დედამიწა,

მესიას ელის!..

საქართველო კი - მისიის აღსრულებას.

არ დავიშალე ზეცას ნაბრძანები,

და კვლავ ვიძახი:

მოგწონვართ თუ არ მოგწონვართ,

წილნაყარი ვარ, რჩეული მისიის აღსრულებაში

და ვლამობ შეხვედრას წილნაყრებთან...

 

დინა [დიანა]

ჯიქია

 

ჩემო საქართველოვ!

 

ჩემო საქართველოვ,

ჩემო სამშობლოვ!

ორ ზღვას შუა მოქცეულო...

უწინ დიდო, ფრთებგაშლილო,

ძლიერო ჩემო საქართველოვ!

მრავალ ტანჯულო, ჯვარზე გაკრულო,

ქართველთა სისხლით მორწყულო,

ჩემო საქართველოვ!

შინა თუ გარე მტერთაგან ბრძოლებში

ბევრჯერ დაცემულო და

ბევრჯერ აღმდგარო!..

დაქუცმაცებულო, გაყიდულო

შეურაცყოფილო - ჩემო საქართველოვ

იდექ მტკიცედ, უფალი შენთანაა.

მოვა დრო და შემოგეხსნება

ეკლიანი ჯაჭვის პერანგი...

გადარჩები, გაბრწყინდები და გალამაზდები

ჩემო საქართველოვ!

ღვთისმშობლის ლოცვით, უფლის შეწევნით,

ზარების რეკვით, აღსდგები როგორც

ლაზარე მკვდრეთით!..

ჩემო პატარა საქართველოვ,

ღვთივ კურთხეულო, ჩემო სამშობლოვ!..

ეთერ ბუიძე