Print

გაზეთი № 39 [935]

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2014 წლი20 სექტემბერი

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 20 სექტემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, რეზო კობიაშვილი, ლეილა მეფარიძე, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.

მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია - საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსადმი გასაგზავნი ღია მიმართვის თაობაზე, რომელიც ეხება პარტიის მიერ შემუშავებულ თემატიკას - „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის საკითხისათვის“.

სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლი22 სექტემბრის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია - საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსადმი გასაგზავნი ღია მიმართვის თაობაზე, რომელიც ეხება პარტიის მიერ შემუშავებულ თემატიკას - „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის საკითხისათვის“.

2. ვალერი მჭედელაძისა და ჯემალ ჯიქიას ინფორმაცია იპოთეკით დაზარალებულითა საკითხთან დაკავშირებით გასამართი საპროტესტო ღონისძიებათა თაობაზე.

 განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია,  ვალერი მჭედელაძე, ავთანდილ იოსელიანი, თინათინ ბაიაშვილი, ნანა არუდაშვილი, ალექსანდრე თაქთაქიშვილი, იამზე დემურია, მალხაზ მუშკუდიანი...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

...

ზაფხული რომ მიიწურა,

გადაყვითლდა მთა და ბარი,

შემოდგომამ შემოგვძახა:

„ყანა არის მოსამკალი...“

გავიარე „ნათესებში“

ჩამხმარიყო „ნარ-ეკალი“,

გველეშაპი იქვე იწვა

მოკაკვული როგორც რკალი.

კუდი - პირთან მიეტანა,

მგონი იყო მომაკვდავი.

შემეშინდა, გავიქეცი,

მსურდა დამელია წყალი.

შორიდან ხმა შემომესმა:

„თქვენი გამარჯვება არი!

გამოფხიზლდით ქართველებო,

მაცხოვარი თქვენთან არის!

გაცხადება, გაგახარებთ,

დაგიბრუნებთ წასულ შვილებს,

ვისაც უნდა გადარჩენა

უფლისაკენ შემობრუნდეს!..“

 ეკატერინე

ხრიკული

 

სამშობლო - მხოლოდ გიყვარდეს, არ კმარა,

სიყვარული საქმით უნდა დაამტკიცო!..

ვის არ უყვარს საქართველო?! მტერსაც კი „უყვარს“ საქართველო...

მარტო რომ გიყვარს ეს აღარ კმარა - ბრძოლაა საჭირო სიყვარულისათვის, სამშობლოსათვის... ის ხალხი და ის ქვეყანა უნდა დაიცვა, სადაც შენ ცხოვრობ. უნდა იბრძოლო სამართლიანად... თუკი შეგეძლო და ნაკლები გააკეთე - დანაშაულია. სამშობლოსათვის - ბოლომდე უნდა გაიხარჯო!..

თუკი ქვეყანა - ცრუთა, ორპირთა, ავაზაკთა, უკეთურთა „დასახსნელი“ გახდება, უნდა მიხვდე, რომ ასეთქვეყანაში მალე პიკს მიაღწევს - „გატიალების სიბილწე“.

ისინი ძალას იკრებენ, რათა მყარად გაიდგან ფესვები საზოგადოებაში და წაშალონ წმინდანთა ნატერფალები...

ვისთვისაც უპირველესი არ არის სინდის-ნამუსი, ზნეობა, სიყვარული, ერთმანეთის გატანა, მისი ნაბიჯები - ცრუ და ყალბია...

ვისაც მოყვასი არ უყვარს, მას აღარც სამშობლო უყვარს... ვისაც მოძმის ერთგულება არ შეუძლია, მას არც მსხვერლის გაღება ძალუძს სამშობლოსათვის...

ადამიანს თუ უნდა სასუფევლის კარი გაეღოს, სამი რამ უნდა შეინარჩუნოს -  სიყვარული, ზნეობა და ერთგულება... თუკი ეს ნიჭი და უნარ-თვისება აქვს ადამიანს, სამშობლოსთვისაც ღირსეული შვილი იქნება და ოჯახისთვისაც... უფრო მეტიც, იქნებ - მტერიც კი შეაგონოს...

რატომღაც  აზრი აქ, „მტრის შეგონებასთან“ შეწყდა; ალბათ ჯერია - უფლისგან „შეგონებისა“...

დინა [დიანა]

ჯიქია

   

პიკის საათია!

პიკის საათია - გზა

ერთობისაკენ მიემართება.

რჩეულთა საძმო

ერთურთს ეცნობა,

ერთ ჯაჭვად იკვრის

და ელოდება

უკუნისიდან,

ქრისტეს დროიდან

მოწევნულ დრო-ჟამს...

დინა [დიანა]

ჯიქია

...

ერთხელ, სიზმარში, ანგელოზი გამომეცხადა, მეკითხებოდა - „საით გინდა გზა-სავალი გააგრძელო?“ ისე სწრაფად ვუპასუხე - „უდაბნოში“, მეც კი გამიკვირდა პასუხი ჩემი. თუმცა, რას ვიზამდი - ხილვაშიც კი, სული მარტოობას მთხოვდა, უდაბნოსკენ მიილტვოდა...

დინა [დიანა]

ჯიქია

 

მისტერია.

შფოთავს, ბორგავს დედამიწა - „ორსულობის“ მისტერიას ითავისებს. არ მშვიდდება, არ წყნარდება, გეგონება მშობიარობს ტკივილებით...

ო, არ უნდა მოკვდეს „ის ყრმა“ მუცელში... უნდა იშვას დიდი სიმართლე - „გზა ქრისტესი“, სამყაროს მხსნელი.

ქრისტე - სიტყვაო, ქრისტე - გზაო, ქრისტე - მცნებაო, ქრისტე - ჭეშმარიტო ღმერთო, - გვიხსენ! დავითის ფესვის აღმონაცენო და განღმრთობილო, ზეციურ ფიქრებში სამყაროს მცველო...

ვის შეუცვნია სამყარო ვრცელი, უკიდეგანო?.. ვის დაუთვლია ზღვაში ქვიშა, ცას ვარსკვლავები?.. ვის შეუცვნია უფლის წიაღში დამარხული მარგალიტები, მიუვალი და ამოუცნობი?..

ო, ვინ იცის - უფლის კიდობანი რა განძს ინახავს, თუმც ცხადია, მისხალ-მისხალ გვეპკურება ძნელად სავალ გზას...

დინა [დიანა]

ჯიქია

 

ვიხილე - გარკვეული ჯგუფი, ძველ ,მშენებარე ადგილას, სიცივეში - მიწიდან ოქროს იღებდა... შემდეგ, თითქოს სიცივე აღარ იყო, არამედ სითბო და ქვიშა.

ხელმძღვანელი ქალი, მომუშავეთაგან ერთ კაცს ესაუბრებოდა, უხსნიდა - „ასფალტით ამოქოლილი გასასვლელი - იოსებიძის ქუჩაზე გადის!“.

ამ კაცმა, პასუხად უთხრა - „უფრო მეტზე, თურქეთის საზღვრამდე...“

უეცრად ის ქალი, როგორც სული [სილუეტივით], ავიდა მაღლა მდებარე ოთახში, სადაც ის კაციც მივიდა და თავისი მონაგროვიდან, წილად  - 5 კგ. ოქრო მიუტანა.

ოთახში, ამ ხელმძღვანელი ქალის გარდა, კიდევ ორი კაცი იყო. ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს, რომელსაც სათვალეები ეკეთა , უთხრა - „შენი წილიდან 15 + 15 = 30 ლარი...“ , და რჩევა-დარიგება მისცა, თუ სათვალეები როგორ გაეკეთებინა, რომ უკეთ ეხილა... ხოლო ამ კაცმა მიმართა - „ჩემო ბატონო!..“

მინაწერი:

„და, აჰა, კაცის ძის მსგავსი შეეხო ჩემს ბაგეს, მე გავხსენი პირი და ავმეტყველდი; ვუთხარი ჩემს წინ მდგომს: ჩემო ბატონო...“ [დან. 10,16].

დავით შათირიშვილი

 

 

„იოანე ნათლისმცემელი“ და „ძე კაცისა“, ანუ

„თავისკვეთის“ მისტერიული პროცესის არსისათვის

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, და სათქმელის თავმოყრას შევეცადოთ.

წინამდებარე წერილში გვინდა შევეხოთ, ბოლო ჟამში გასავლელ ეტაპთა შეცნობის კუთხით საინტერესო, სახარებაში დაცულ იმ ნიშანთა ერთობლიობას, რომელიც იოანე ნათლისმცემლისა და უფალ იესუ ქრისტეს საქმიანობის კონკრეტულ მონაკვეთს აღგვიწერს. თხრობა პირობითი თანამიმდევრობით გვინდა დავიწყოთ.

 

დასაწყისი, ანუ - „მმართველობის მეთხუთმეტე წელი“

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ბიბლიურ პერსონაჟებთან მიმართებაში,  ჩვენის აზრით, ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ, ბოლო ჟამში შესაცნობი:

1. სულის - რეინკარნაცია, ანუ ამ სულის ხელახლა განსხეულებული პერსონაჟი; და

2. ამავე პერსონაჟის - „არსის მატარებლობა“.

ამ კუთხით, სხვა მარავალთა შორის, უპირველესად აღსანიშნავია ბოლო ჟამში შობით მოსული, ანუ - რეინკარნირებული, ორი სახარებისეული  სახელდება - იოანე ნათლისმცემელი და უფალი იესუ ქრისტე.

სახარებისეული სწავლების მიხედვით განკაცებული მაცხოვრის ღია ქადაგების დაწყებას, წინ უსწრებს იოანე ნათლისმცემლის სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლა.

ჩვენის აზრით, ბოლო ჟამში მოსახდენი მოვლენებიც ამდაგვარივე პირობითი თანამიმდევრობით  უნდა წარიმართოს.

იოანე ნათლისმცემლის ღია სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლის თაობაზე ლუკას სახარებაში მოცემული კოდირებული მინიშნება, კერძოდ - „ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს... გაისმა სიტყვა ღმრთისა იოანეს, ზაქარიას ძის მიმართ, უდაბნოში“ [ლუკა 3,1-2], ამ მოვლენის - განსავითარებელ ადგილზე, ბოლო ჟამის კონკრეტულ წელსა და პერსონაჟზე უნდა ამახვილებდეს ჩვენს ყურადღებას.

 

ა) კოდი: „ტ-იბერი-უსი“

მსჯელობა, იმ სავარაუდო ტერიტორიის გამოკვეთით დავიწყოთ, სადაც, ბოლო ჟამში, იოანე ნათლისმცემლის სულის რეინკარნაციისა, თუ მისი არსის მატარებელი პერსონაჟების სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლის მისტერია უნდა „გათამაშდეს“.

სახარებაში მითითებული კოდი - „ტიბერიუსი“, კოდირებულად მიგვანიშნებს - ხსენებული მოვლენების ბოლო ჟამში მისტერიულად განსავითარებელ საძიებელ ადგილზე. და აი, როგორ:

„ტიბერიუსი“, ასეთი სახით დავშალოთ:  „ტ-იბერი-უსი“. აქ შეფარული სიტყვა - იბერი“, ჩვენის აზრით, კოდირებული მინიშნებაა იმ ადგილისა, სადაც ეს მნიშვნელოვანი პროცესები უნდა განვითარდეს, და ესაა - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადების ადგილი - „იბერი“-ა, ანუ - საქართველო.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

 

ბ) კოდი - „მეთხუთმეტე წელი“

ლუკას სახარებაში მითითებული, საძიებელი - მოქმედების დაწყების წლის „შესაცნობად“, უპირველეს ყოვლისა იოანე ნათლისმცემლის პერსონაჟთან მიმართებაში, ზემოთხსენებული ორი მხარე [„სულის რეინკარნაცია“ და „არსის მატარებლობა“] უნდა გავიხსენოთ. კერძოდ, ჩვენს ხელთ არსებული უამრავი ნიშნის გაანალიზების შემდეგ [იხ. ჩვენს მიერ უკვე გამოქვეყნებული მასალა], კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო ჟამში:

1. იოანე ნათლისმცემლის სულის რეინკარნაცია უნდა იყოს - აკაკი ჯორჯაძე; ხოლო

2. „იოანე ნათლისმცემლის არსის“ მატარებელ პერსონაჟად კი  - ბიძინა ივანიშვილი გვესახება.

ჩვენის აზრით, ლუკას სახარებაში დაცული კოდი - „მეთხუთმეტე წელი“, ხსენებულ პირებთან მიმართებაში, მათ მიერ ახალ [სულიერ და პოლიტიკურ] სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლის კონკრეტულ თარიღს გამოკვეთავს. მოდით მივყვეთ თანამიმდევრულად.

 

1) იოანე ნათლისმცემლის სულის რეინკარნაცია - აკაკი ჯორჯაძე

საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე, ბატონი აკაკი ჯორჯაძე, თავის მრავალმხრივ საქმიანობაში საკმაოდ წარმატებული გახლდათ. მისი ცნობიერების ძირეული გარდატეხა, მისივე განცხადებით, უკავშირდება 1994 წლის მარტის თვეში მასთან ხილვის სახით მოსულ ინფორმაციას.

აი, რას ვკითხულობთ ელ. გვერდზე განთავსებულ მის ბიოგრაფიაში:

„...1994 წლის 26 მარტს, მის ცხოვრებაში მოხდა უცნაური რამ: - სულიერი გზით (ე.წ. „მენტალურად”), მიიღო - მიეწოდა გაუგონრად დიდი მოცულობის „რაღაც” ცნობიერება (სიტყვა), და იმ წუთიდან, თითქოს მთელი წინა ცხოვრება  ამისთვის ემზადებოდა - ამზადებდნენო(?), ბუნებრივად და მისდაუნებურად ჩართული აღმოჩნდა ისეთ უცნობ პირობებში, რაც მისი შემდგომი დარჩენილი მოღვაწეობის და არსებობის განმსაზღვრელი გახდა.

1995 წლის 9 იანვარს, თბილისის დროით დღის 2 საათზე (ანუ, „სიტყვის” მოსვლა-„ჩასახვიდან” ზუსტად 9 თვის თავზე), საგანგებოდ შეკრებილი ფართო საზოგადოების წინაშე საჯაროდ წარსდგა და განაცხადა, რომ:

- უკვე ცნობიერ დონეზე დაწყებულია და ქართველი ერის წიაღში იწყებს უფლის სიტყვა შობას;

- არის, მიმდინარეობს სამყაროსეული, კაცობრიული მნიშვნელობის დიდი მოვლენა; ათასწლეულთა ამ გასაყართან წყდება დედამიწაზე ადამიანური არსებობის შემდგომი ყოფნა-არყოფნა; გზა, რომელსაც ვადგავართ, გარდუვალი დაღუპვისაა და, გადარჩენა თუ გვსურს, დაგვჭირდება საწყისში ქართველებთან მოსული სიტყვის რწმენით მიღება-აღიარება და მისი მოთხოვნების „ურევიზიოდ” შესრულება - რა მაგალითიც უნდა მივცეთ მსოფლიოს, შემდგომი ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად...“ [იხ. ინტერნეტ სივრცე].

ზემოთქმულის გახსენების შემდეგ, ვფიქრობთ ძნელი აღარ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ სახარებისეული „მეთხუთმეტე წელი“ [ლუკა 3,1], აკაკი ჯორჯაძის მხრიდან, მისი ახალ სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლის განცხადების თარიღზე, კერძოდ - ბიბლიური „გატიალების სიბილწის“, ანუ 1991-1992 წლების გასაყარიდან დამდგარი დროის მონაკვეთის თანხვედრი - მეოცე საუკუნის ბოლო ოცწლეულის მეთხუთმეტე, ანუ - 1995-ე  წელზე უნდა გვანიშნებდეს.

აკაკი ჯორჯაძის მიერ გაკეთებული ღია განცხადებიდან ათიოდე დღის თავზე, მასთან შემდგარი შეხვედრის  დროს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენი გაზეთის - „არჩევანი“-ს არაერთ ნომერში, თანამიმდევრულად დავბეჭდეთ, მის მიერ სულიერი გზით მიღებული, მეორედ მოსვლასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადმომცემი წერილები.

ამდენად - 1995 წ. 9 იანვარი არის, ბოლო ჟამში იოანე ნათლისმცემლის სულის ბოლო რეინკარნაციის, აკაკი ჯორჯაძის - ახალ, ანუ - სულიერ სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლის თარიღი.

მიზეზთა გამო, ამ სფეროსთან დაკავშირებული ჩვენი შემდგომი საქმიანობა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წარიმართა.

1996 წლის 15 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 1992 წ. იანვარში დაარსებული ჩვენი პარტიის - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა“-ს ბაზაზე, „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი - ლაზარეს ინსტიტუტი“-ს [„ძე კაცისას არსის მატარებელი“ ჯგუფის] დაფუძნების განაცხადი, ჩვენს მიერ 1997 წ. 4 იანვარს დაბეჭდილი, გაზ. „არჩევანი“-ს დამატების, გაზ. „დედა(ნი) ენის სასწაული“-ს პირველ ნომერში გაკეთდა.

მაშასადამე, 1996 წ. 15 დეკემბერი და 1997 წ. 4 იანვარი არის კიდეც, მეორედ მომავალი უფალ იესუ ქრისტეს, ანუ ბოლო ჟამში - „ძე კაცისას არსის მატარებელი“ ჯგუფის სულიერ სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლის თარიღი. 

აღნიშნული თარიღი, თავის მხრივ „იქცა“ კიდეც „იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი“ პერსონაჟის პოლიტიკურ სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლის ათვლის წერტილად.   

 

2) „იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი“ - ბიძინა ივანიშვილი

სახარების მიხედვით ვიცით, რომ  - „დაწერილია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი“ [ლუკა 3,4]. იოანე ნათლისმცემლის მისია სწორედ ამ - „გზის გამზადებაა“.

„საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი - ლაზარეს ინსტიტუტი“-ს დაარსებისა [1996 წ. 15 დეკემბერი] და მისი გაზეთის - „დედა(ნი) ენის სასწაული“-ს პირველი ნომრის დაბეჭდვიდან [1997 წ. 4 იანვარი] ათვლით, ჩვენთვის საძიებელი -  მეთხუთმეტე წელი, ერთის მხრივ - 2010 წ. 15 დეკემბრიდან, და მეორეს მხრივ 2011 წ. 4 იანვრიდან დაიწყო.

სულიერ სფეროში „გზის გამზადებისათვის“ მოღვაწე - აკაკი ჯორჯაძის პარალელურად, ფიზიკურ, ანუ პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა გამოჩენილიყო პიროვნება, რომლის მთავარი მისიაც - პოლიტიკური კუთხით „ბილიკების მოსწორება“ იქნებოდა.

ლასკარისეულ ცნობიერებაზე დაყრდნობით ცხადი იყო, რომ ხსენებული თარიღებიდან ათვლით, ვიდრე - სრული თხუთმეტი წლის ამოწურვამდე, რაც - 2011 წ. 15 დეკემბერსა და 2012 წ. 4 იანვარზე მოდიოდა, ახალ სამოქმედო ასპარეზზე უნდა გამოჩენილიყო - „იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი“ პერსონაჟი.

ჩვენი მოლოდინი დიდხანს არ გაგრძელებულა, და მართლაც, სწორედ ამ სავარაუდო დროის შუალედში, ანუ მიმდინარე მე-15 წელს, კერძოდ - 2011 წ. 7 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა პირველი განცხადება მისი - პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის თაობაზე.

2011-2012 წლების გასაყარიდან მოყოლებული, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - კოალიცია „ქართული ოცნება“-მ, ბიბლიური ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოცილების მისია წარმატებით შეასრულა.

ამდენად, 2011 წ. 7 ოქტომბერი არის ბოლო ჟამში „იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი“ პირის, მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენის, მილიარდელი  - ბიძინა ივანიშვილის, ახალ - პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის თარიღი.

შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა, სულიერ სფეროში მოღვაწე - „ძე კაცისას არსის მატარებელი“ ჯგუფის, ახალ - პოლიტიკურ სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლის საკითხის გადაწყვეტაც.

 

„ძე კაცისას არსის მატარებელი“ ჯგუფის

პოლიტიკერ სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლის „ისტორია“

პოლიტიკური ასპარეზიდან განრიდებისა და მთელი ძალისხმევის სულიერ სფეროში მიმართვის თხუთმეტწლიანი საქმიანობის მიწურულს, წინასწარნაუწყებ და უკვე აცხადებულ ნიშანთა გაანალიზების შემდეგ, გადაწყდა - 1992 წელს დაარსებული პარტიის: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა“-სა და 1996-1997 წლების გასაყარიდან სულიერ სფეროში მომქმედი: „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი - ლაზარეს ინსტიტუტის“, ერთგვარი - შერწყმა მოგვეხდინა.  

ჩატარებული წინარე მოსამზადებელი სამუშაოს შედეგად, ბოლო ჟამში „იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი“ პირის - ბ. ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლიდან ორიოდე თვის შემდეგ, კერძოდ - 2011 წ. 23 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების ახალი სახელდება, რომელიც ასე ჩამოყალიბდა - „„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“.

მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობისა, ცესკოს მხრიდან გამოჩენილი „ძალისხმევის“ შედეგად, მიზეზთა გამო, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში დანიშნულ და ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის 2012 წ. 1 ოქტომბრის არჩევნებში, ჩვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მონაწილეობა ვერ მიიღო. არჩევნებში გამარჯვება - ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა კოალიციამ - „ქართული ოცნება“ მოიპოვა.

არსებული კონსტიტუციური მოთხოვნის შესაბამისად, 2012 წ. 25 ოქტომბერს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე - ბიძინა ივანიშვილი დაინიშნა. სწორედ მისი „ხელდასხმით“ ჩატარდა საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები.

პოლიტიკურ ასპარეზზე ჩვენი ახალი სახით გამოსვლაც სწორედ  - 2013 წელს მოხერხდა, ანუ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი“ პირი - ბიძინა ივანიშვილი მოვიდა.

 

„გველის წელიწადის“ ორი არსი

ბიბლიის მიხედვით ცნობილია, რომ  - „გველს“, ორმაგი: ერთის მხრივ - „ცოდვის“, ხოლო მეორეს მხრივ - „სიბრძნისეული“ დატვირთვა აქვს.

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის იმ ნიშნების აცხადების თაობაზე, რომელიც „გველის წელიწადს“, სახელისუფლო ასპარეზზე, გველის, როგორც - „ცოდვის არსის“  მატარებელი - „მარ[გველ]აშვილის გამოჩენით გვეუწყა. ბოლო ჟამში გასავლელი აღნიშნული ეტაპი, გამოცხადებისეული ტექსტის კარნახის მიხედვით, ასე სახელიდება - „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“ [იხ. ჩვენი გაზეთის წინა ნომრები].

ამჟამად, გველის არსთან დაკავშირებული ე.წ. მეორე კუთხისეულ ნიშანზე გვინდა ვისაუბროთ.

ბიბლიიდან ცნობილია, რომ როდესაც, მოსეს ხელმძღვანელობით, ეგვიპტის ტყვეობიდან თავდახსნილ ებრაელებს შხამიანი გველები დაესიათ, ღმერთის რჩევით მოსემ სპილენძის გველი აღმართა - „უთხრა უფალმა მოსეს: გააკეთე უნასი და დაამაგრე კეტზე. შეხედავს თუ არა მას ნაკბენი, განიკურნება. გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და დაამაგრა იგი კეტზე [სულხან-საბასეული განმარტებით; „გელა თორნის სარეველი კეტია“, ტ.1, გვ. 155]. როცა კი უკბენდა გველი ვინმეს, შეხედავდა კაცი ამ სპილენძის გველს და იკურნებოდა“ [რიცხვ. 21,8-9].

ამ „განმკურნებელი გველის“ თაობაზე, იოანეს სახარებაში დაცული მაცხოვრისეული მინიშნება ასეთია - „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვიცით, და ვმოწმობთ იმას, რაც ვიხილეთ [კოდია], მაგრამ ჩვენს მოწმობას არ იღებთ [კოდია]...

არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში. და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა. რათა ყველა ვისაც სწამს იგი კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ [იოანე 3,11; 13-15].

ვფიქრობთ რთული გასარკვევი არ უნდა იყოს, რომ მაცხოვრისეული მინიშნება, ბოლო ჟამში - გველის წელიწადს მოსახდენ მოვლენაზე უნდა გვანიშნებდეს.

კოდირებული - „როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა“-სეული მინიშნების მისტერიული ასრულება, ბოლო ჟამში, სწორედ, გველის წელიწადად სახელდებულ მონაკვეთში - 2013 წელს მომხდარით დაგვიდასტურდა.

საუბრის გაგრძელებამდე შეგახსენებთ, რომ გველის წელიწადად სახელდებული 2013 წელი, საერო ათვლით - 2013 წ. იანვრიდან [აღმოსავლური კალენდრით თებერვლიდან]; ხოლო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრით - 2013 წ. 1[14] სექტემბრიდან დაიწყო; და საბოლოოდ - 2014 წ. 1[14] სექტემბერს დამთავრდა.

საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული, როგორც საპრეზიდენტო  [2013 წ. 27 ოქტომბერი], ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების [2014 წ. 15 ივნისი] არჩევნები,  სწორედ, აღმოსავლური კალენდრით - გველის წელიწადად სახელდებულ დროში ჩატარდა.

და აი, „ძე კაცისას არსის“ მატარებელმა ჩვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, მინიშნებულის შესაბამისად [„ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა“], მხოლოდ „გველის წელიწადად“ მოაზრებულ მონაკვეთში მოახერხა საარჩევნო რეგისტრაციის ბარიერის გადალახვა, და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების“ მიერ „ხელდასხმულ“ ზემოთხსენებულ ორივე არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

ჩვენი მონაწილეობით ჩატარებული არჩევნების შედეგებზე, ჩვენს მიერ არაერთგზის უკვე აღნიშნულს, ამჯერად არჩევნების მოსალოდნელი „შედეგის“ თაობაზე, სახარებაში დაფიქსირებული ასეთი მინიშნება [კომენტარის გარეშე] გვინდა შემოგთავაზოთ:

„ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი ძე მხოლოდშობილი [კოდია], რათა ყველას ვისაც სწამს იგი [კოდია] კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. რადგანაც ღმერთმა იმისათვის როდი მოავლინა თავისი ძე ამ ქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა ქვეყანა მის მიერ. და ვისაც სწამს იგი, არ განისჯება [კოდია], ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ სწამს სახელი ღმერთის მხოლოდშობილი ძისა [კოდია].

ხოლო  სასჯელი  ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო მეტად შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი [კოდია], ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი. რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისაკენ, რათა არ გამჟღავნდეს მისი საქმენი. ხოლო სიმართლის მოქმედი მიდის ნათლისაკენ, რათა გაცხადდეს მისი საქმენი, რადგანაც ღმერთში არიან ქმნილნი“ [იოანე 3,16-21]

ვისაც ყური სასმენლად აქვს, ისმინოს - ბოლო ჟამში მოსახდენი ყველა მისტერია წინასწარგანჭვრეტილის შესაბამისად სრულდება.

 

„ერთობლივი“ ქადაგება

სახარებებში დაცული, ამა თუ იმ მოვლენის სხვადასხვა კუთხით წარმომჩენი ინფორმაციები, ბოლო ჟამში მაცხოვრებლებს გვეხმარება მთლიანობაში გავიაზროთ, ჩვენს თვალწინ მისტერიულად მიმდინარე პროცესების არსი.

მათეს სახარების მიხედვით, უდაბნოში ორმოცდღიანი გამოცდის დასრულების შემდგომად - „..მიატოვა იგი ეშმაკმა და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას. ხოლო როდესაც .გაიგო იესუმ, იოანე შეუპყრიათო, გალილეას გაემართა“ [მათე 4,12].

ანალოგიური ინფორმაციაა მარკოზის სახარებაშიც - „...იოანეს შეპყრობის შემდეგ მოვიდა იესუ გალილეაში, და ქადაგებდა სახარებას ღმრთისას“ [მარკ.1,14].

როგორც ვხედავთ აქ არ ჩანს, თუ დროის რა მონაკვეთია გასული ხსენებულ - უდაბნოდან დაბრუნებასა და იოანეს შეპყრობას შორის, რომელი ფაქტის მოხდენის შემდეგაც მაცხოვარი - გალილეაში მიდის.

ის, თუ რა ხდება იოანეს შეპყრობამდელ დროში, კარგად ჩანს იოანეს სახარებიდან, საიდანაც გვეუწყება, რომ - იოანე ნათლისმცემელი და განკაცებული მაცხოვარი, დროის რაღაც მონაკვეთში, მართალია ცალ-ცალკე, მაგრამ - ერთდროულად მოღვაწეობენ:

„ამის შემდეგ მოვიდა იესო და მისი მოწაფეები იუდეის მხარეში [კოდია]; და იყო იქ და ნათელს სცემდა მათ. იყო იოანეც და ნათელს სცემდა ენონში, სალემის [კოდია] მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ; და მოდიოდნენ და ნათელს იღებდნენ მისგან“ [იოანე 3,22-23].

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ მსგავსად პირველად მოსვლისა, უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადებამდელ, ანუ ბოლო ჟამად სახელდებულ დროში, ასევე შობით მოდის ძე კაცისა. ოღონდ ესაა, მისი შეცნობა, დრომდე, არავის შეეძლება - „ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას [კოდია], მივცემ მას სპეტაკ ქვას [კოდია] და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს [კოდია], რომელიც არავინ იცის, მიმღების გარდა“ [გამოცხ. 2,17].

როგორც არაერთგზის გვითქვამს, ბოლო ჟამში რეინკარნირებული ძე კაცისას შობის ქვეყანაში, ანუ საქართველოში ხდება, არა მარტო ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადება, არამედ ყველა ძირითადი ბიბლიური პერსონაჟის [მათ შორის - იოანე ნათლისმცემლის] რეინკარნირებაც.

ხსენებულის გათვალისწინებით, ვფიქრობთ ძნელი აღარაა გავერკვეთ, თუ რაზე მიგვანიშნებს - იოანე ნათლისმცემლისა და უფალ იესუ ქრისტეს ერთობლივი მოღვაწეობის დამაფიქსირებელი სახარებისეული ტექსტი.

ჩვენის აზრით, ასეთივე არსობრივი დატვირთვით ხასიათდება ბოლო ჟამში ასასრულებელი, ხსენებული „ერთობლივი“ საქმიანობის მომცველი დროითი მონაკვეთიც, როდესაც ერთმანეთის „გვერდიგვერდ“ საქმიანობენ, ერთის მხრივ - იოანე ნათლისმცემლის რეინკარნირებული და მისი არსის მატარებელი პერსონაჟები; და მეორეს მხრივ - შობით მოსული ძე კაცისა, და ძე კაცისას არსის მატარებელი გაერთიანება.

 

„თავისკვეთის“ მისტერიის ორი „მხარე“

სახარებისეული ინფორმაციის ანალიზიდან კარგად ჩანს, იოანე ნათლისმცემლის საქმიანობის ერთგვარი ქრონოლოგია:

- სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლა;

- ქადაგებითი საქმიანობა;

- საპყრობილეში მოხვედრა; და

- თავისკვეთა.

წმიდა წერილიდან გვეუწყება, რომ იოანე ნათლისმცემელმა იცის თავისი მისიის შესახებ - „ხოლო როცა ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ამას ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო, მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე უძლიერესი, და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკვრელი; და ის მოგნათლავთ სულით წმიდითა და ცეცხლით“ [ლუკა 3,15-16].

ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ - იოანე ნათლისმცემელს, თავისი მისიის წარმატებით შესრულების, ანუ მაცხოვრის ნათლისღებითი ეტაპის გავლის შემდგომად, ორიდან ერთი მართებული გადაწყვეტილება უნდა მიეღო:

1. ან - თავადაც უნდა დამოწაფებოდა განკაცებულ უფალს;

2. ან  - თავისი საქმიანობა უნდა შეეწყვიტა.

როგორც ზემოთ უკვე გავიხსენეთ, მისდა სამწუხაროდ, იოანე ნათლისმცემელი სულ სხვა გზას ირჩევს, და კვლავ აგრძელებს თავის საქმიანობას - „ამის შემდეგ მოვიდა იესო და მისი მოწაფეები იუდეის მხარეში [კოდია]; და იყო იქ და ნათელს სცემდა მათ. იყო იოანეც და ნათელს სცემდა ენონში, სალემის [კოდია] მახლობლად...“[იოანე 3,22-23].

ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზის თაობაზე სახარებაში ასეთი მინიშნებაა მოცემული -იოანე ნათლისმცემელი, მიუხედავად იმისა რომ თავად იხილა ნათელღებული მაცხოვარი, ბოლომდე სათანადოდ ვერ გარკვეულა მომხდარში - „ხოლო იოანემ მოუხმო თავის ორ მოწაფეს, იესოსთან გაგზავნა და შეუთვალა: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? ისინიც მივიდნენ და უთხრეს მას: იოანე ნათლისმცემელმა შენთან გამოგვგზავნა საკითხავად: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?“-ო [ლუკა 7,19-20].

მაცხოვრისეული პასუხი ასეთი გახლდათ - „ნეტარია ვინც არ შემცდარა ჩემში“ [ლუკა 7,23].

სახარებისეული მინიშნებით ვგებულობთ, თუ რა შედეგი მოჰყვა ასეთ დაეჭვებას - იოანე ნათლისმცემელმა თავისკვეთით დაასრულა თავისი მოღვაწეობა.

მითითებული მინიშნების ჩვენს თვალწინ მისტერიული აცხადების მდინარება, ბოლო ჟამში მაცხოვრებლებს „გვკარნახობს“, რომ ბოლო ჟამში მომქმედი იოანე ნათლისმცემლის, როგორც -  რეინკარნირებული [აკაკი ჯორჯაძე], ასევე მისი - არსის მატარებელი [ბიძინა ივანიშვილი] პერსონები, ბოლომდე ვერ ახერხებენ გაიაზრონ თუ დროის რა მონაკვეთში უწევთ მოღვაწეობა.

სულიერი მხრივ - „გზის გამამზადებელი“, იოანე ნათლისმცემლის რეინკარნაცია - აკაკი ჯორჯაძე, ბოლომდე ვერ გაერკვა რა მასთან სულიერი გზით მიღებულ ინფორმაციაში გადმოცემულ მეორედ მოსვლას მთავარ არსში, თავისივე გაკეთებული დასკვნის ტყვეობაში აღმოჩნდა [საპყრობილეშ იიოანეს მოქცევის მისტერია], და მთელი ძალისხმევით ამტკიცებს - მეორედ მომავალი უფლის, მხოლოდ - სიტყვის სახით მოსვლის ალბათობას.

ჩვენის აზრით, სწორედ მისი ასეთი პოზიცია უნდა მოვიაზროთ, ბოლო ჟამში მისტერიულად ასასრულებელ იმ პროცესში, რასაც - იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა ჰქვია.

ოდნავ განსხვავებული, თუმცა მისტერიულად მსგავსი სიტუაციაა - ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაშიც.

პოლიტიკური კუთხით  - „ბილიკების მოსწორების“ პროცესში ჩართული „იოანე ნათლისმცემლის არსის“ მატარებელი - ბიძინა ივანიშვილი, მიზეზთა გამო, ასევე ვერ ახერხებს სიღრმისეულად [სათანადოდ] გაერკვეს მიმდინარე პროცესებში.

ახალ სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლისა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი სათანადოდ ვერ გაერკვა მისი „ხელდასმით“ ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნების მისტერიულ პროცესში.

მისი მხრიდან, საპრეზიდენტო  [ხოლო მოგვიანებით - თბილისის მერის] კანდიდატთან დაკავშირებით არასათანადო აქცენტების გაკეთებას, ლოგიკურად მოჰყვა, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ ხელისუფლებიდან წასვლის თაობაზე მიღებული, დღემდე ყველასათვის გაუგებარი, გადაწყვეტილება.

ლასკარული ცნობიერებიდან გამომდინარე ცხადი იყო, რომ - ბიძინა ივანიშვილი, 2013 წ. 17-24 ნოემბრის დროითი მონაკვეთიდან, თავადვე აღმოჩნდა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ტყვეობაში; რითაც სათავე დაედო ბოლო ჟამში ასაცხადებელ - „იოანე ნათლისმცემლის საპყრობილეში მოხვედრის“ მისტერიას.

პოლიტიკაში გადადგმულ არასწორ ნაბიჯებს [საარჩევნო გუნდის შერჩევა, სამართლიანობის აღდგენის მხრივ წარმართული გაუბედავი საქმიანობა, საქართველოს სულიერ მისიაში გაურკვევლობა და სხვა], მალევე მოჰყვა, საქართველოს მოსახლეობის [და არა მარტო მათი] მხრიდან ბიძინა ივანიშვილის პერსონისადმი მიმართული მზარდი უკმაყოფილების გამოხატვის ახალი ტალღა.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულთათვის, ვფიქრობთ ძნელი არ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ სახეზე გვაქვს, ბოლო ჟამში, იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელ ბიძინა ივანიშვილის პიროვნებასთან მიმართებაში მიმდინარე - იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის მისტერიულად ასაცხადებელ პროცესთან.

ყოველივე ზემოთქმულიდან,  ანუ - აკაკი ჯორჯაძისა და ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების ანალიზიდან გამომდინარე, შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავასკვნათ, რომ ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს, სახარებაში,  იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთასთან დაკავშირებული მისტერიულად ასაცხადებელი პროცესები...

ვფიქრობთ არც ის უნდა იყოს ვინმესთვის ძნელად გასაგები, რომ - „ბოროტების დამმარცხებელი“ არა - იოანე ნათლისმცემელი, არამედ მეორედ დიდებით მომავალი - უფალი იესუ ქრისტეა, რომელიც ბრძანებს - „ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.

მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი“ [მათე 11,27-30].

ვისაც ყური აქვს ისმინოს - „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

 სალუაშვილი