Print

გაზეთი № 40 [936]

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2014 წლი27 სექტემბერი

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 27 სექტემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ლეილა მეფარიძე, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია, ლევან ჩოხელი და ნათელა მელქაძე.

მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია - ქ. თბილისის აეროპორტისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე, თბილისის საკრებულოსადმი გასაგზავნი მიმართვის შესახებ.

სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს

გიორგი ალიბეგაშვილს!

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლეს“-ს

 

ღია მიმართვა

 

ბატონო გიორგი!

2014 წ. 31 დეკემბერს 21 წელი სრულდება მას შემდეგ რაც ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ უთანასწორო ბრძოლაში აღესრულა: საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული გმირი - ზვიად გამსახურდია.

ვითვალისწინებთ რა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში ზვიად გამსახურდიას მიერ გაღებულ უდიდეს წვლილს,

შემოვდივართ წინადადებით, რათა ქ. თბილისის საკრებულომ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-64-ე მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, განიხილოს და მიიღოს შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება, რათა ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავსაყოფად:

დედაქალაქის ერთ-ერთ უმსხვილეს სატრანსპორტო ობიექტს - ქ. თბილისის აეროპორტს მიენიჭოს: საქართველოს ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და საქართველოს ეროვნული გმირის - ზვიად გამსახურდიას სახელი.

წინასწარ გიხდით რა მადლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის - ზვიად გამსახურდიას სახელის სათანადო დაფასების საქმეში გაღებული წვლილისათვის,

ჩვენის მხრივ გამოვთქვამთ მზადყოფნას ორმხრივად მისაღებ ნებისმიერ ფორმატში ურთიერთთანამშრომლობისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლეს“-ს

სპიკერი

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

თბილისი, 

2014 წლის 29 სექტემბერი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

წერილის ჩაბარების №07/13388,

29.09-2014 წ.

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლი29 სექტემბრის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

- ქ. თბილისის აეროპორტისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე, თბილისის საკრებულოსადმი გასაგზავნი მიმართვის შესახებ;

- იპოთეკით დაზარალებულთა საკითხთან მიმართებაში ზოგადი სტრატეგიის შემუშავების  თაობაზე. კერძოდ:

ა) საპროტესტო აქციებზე გამოსატანი სააგიტაციო მასალისა, და

ბ) საპროტესტო აქციათა გამართვის სტრატეგიული მექანიზმის შემუშავების საკითხები. 

2. ვალერი მჭედელაძისა და იამზე დემურიას ინფორმაცია რეგიონალური ორგანიზაციის ფორმირების პროცესის მიმდინარეობის თაობაზე.

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, სერგი საჯაია, ჯემალ ჯიქია,  ვალერი მჭედელაძე, ავთანდილ იოსელიანი, თინათინ ბაიაშვილი, იამზე დემურია...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

იპოთეკით დაზარალებულთა ლოზუნგებისათვის

1. ს/გ „უფლის სახელით...“ მოვითხოვთ: იპოთეკარების მ. სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმისაგან დაზარალებულად ცნობას!

2. ს/გ „უფლის სახელით...“  მოვითხოვთ: სახელმწიფოს მიერ იპოთეკართა სესხის შიდა ვალად აღიარებას

3. ს/გ „უფლის სახელით...“  მოვითხოვთ: სახელმწიფოს მიერ იპოთეკართა სესხის შიდა ვალად აღიარების საფუძველზე დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხის გაცემას

4. მოვითხოვთ: ს/გ „უფლის სახელით...“  იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნას

5. ს/გ „უფლის სახელით...“  მოვითხოვთ: იპოთეკართა გამოსახლების პროცესის ერთი წლით გადავადებას

 

 

...

სკამებზე გაგიჟებულნო,

ერთურთის ლანძღვას მოეშვით,

მიბაძეთ სულით რჩეულებს

ყინჩვიდან, დაბლა დაეშვით...

გთხოვთ - ნუ მოგხიბლავთ სიმდიდრე,

თვალს ნუ გიბინდავთ ფულები,

და ის ირჩიეთ, რომ გქონდეთ

სიკეთით სავსე გულები...

უფლის დღე მალე დადგება,

აი, მთავარი ის არი

ვისურვებ მრავალს მიგვეღოს

მის მარჯვნივ დგომის ნიშანი!...

ეკატერინე

ხრიკული

 

 

აჰა ნიშნები რჩეულთ ერთობის,

ნუ ივლი მარტო!..

[ქვეცნობიერი მიძღვნა]

ლასკარს ელია-ნ შენს მოსვლას!

როს სხვა სამყარომ ზეციური გახსნა კარები,

ღვთიურ სამყარომგამცნო ფერები,

დაგიახლოვდა მხედრობა ზეცის

და გაზიარა ღვთივსაიდუმლოს.

ზეციურ ცეცხლში გამოწრთობილი

გახდი გამტარი ციურ ნიჭების.

მითხარი, თუკი დაფიქრებულხარ:

სამყაროს შემქმნელს რა სურდა ნეტავ?

ღვთიურ სამყაროს რატომ გიშლიდა?

ზეცის ცვარ-ნამი რატომ გაპკურა,

რად დაგაბერტყა მადლი ღვთიური?

გზა-სავალი მისიისკენ გიხმობს,

მსგავსი - მსგავსს ეძებს,

ნუ ივლი მარტო!

უნდა დაფიქრდე, რომ

საქართველო ღვთის რჩეულია

და რჩეულ ერში ჰყავს რჩეულები.

იქნებ - წილი გაქვს მისიის გზაზე?

უფალი ითხოვს ერთ კონად შეკვრას.

„საქართველოს სულიერი მისია“

ელის რჩეულებს...

შემოგვიერთდი - შენი ჯერია!

აჰა, ნიშნები რჩეულთ ერთობის,

უნდა იცოდე, რომ არ ხარ მარტო...

რამდენი იღვაწე,

ნაყოფს რომ ელი,

მარტოობაში ვერ ივარგებს ნაყოფი ღვთისა.

თუ მარტო ივლი - მიიღებ მცირედს,

დაგწყდება გული, რადგან გზა უფლის

ერთად იკვრის ერთი მიზნისთვის.

უნდა ისმინო ზეციერთა გამოძახილი:

„მოწევნულ ჟამის“ ნაყოფი ხარ შენ საქართველოვ,

კვლავ გიბრუნდება „გრაალის თასი“,

სავსე ძვირფასი მარგალიტებით.

წინამორბედებს ვუძღვნათ დიდება,

ვინც ღვთივ სავალ გზას

სვეტად ენთო, ამაღლდა ზეცას...

ვინც თვით იწვოდა,

გზას გვინათებდა ვითარც ლამპარი...

ციურ ნაპერწკალს ვინც აედევნა,

და ზეციური ჰპოვა დიდება.

დიდება იმათ, ვინც ღვთივ სავალ გზას

უერთდება ვითარც ნათელ,ი

ვის წვლილსაც ელია-ნ ზეცას დიდებით!

ვის ხმასაც გრგვინვით ელია-ნ რჩეულთა შორის.

ნება უფლისა ელია-ს ელის!..

...

დინა [დიანა]

ჯიქია

   

სავსე მთვარე მეუბნება..

სავსე მთვარე მეუბნება:

აჰა, სულ მალე ნანატრი აგისრულდება.

ზეცას გარდახდა მრავალი ჟამი,

სამყაროს იშვა უცხო ფერები;

ია-ვარდ ქმნილა, უფლის გზაზე მიაბიჯებს

მწვერვალთ მპყრობელი...

ღვთიურ სამყაროს - შემოდგომაა,

მოწევნულ ჟამის ნაყოფს ითვლის

ყოვლისმპყრობელი...

გარდახდა ხანი,

მთვარე ისევ შემოიჭრა სასაუბროდ.

ასე მითხრა: „ინატრე, და აგისრულებ რაცა გსურსო“

კვლავ ვინატრე - ზეციური სიყვარული,

ზენაართა ერთგულება,

და უფლისა გაცხადება დედამიწაზე.

როცა ვხედავ დედამიწას,

იცრემლება შენი ხატება,

გული მიკვდება,

როგორ მინდა რომ შენს აჩრდილს

ავედევნო დედამიწაზე...

თან დამყვება, მიმაცილებს,

აცრემლებულ თვალებიანს

სავსე მთვარის ნაუბარი.

„მე და მთვარე“ ერთად ვივლით,

ცის ნათელი დამიფარავს,

ერთად მივალთ იქ, ღვთის სახლში.

ციურ სამყაროს სამეგობროდ გზები შევკარი,

ცა, მთვარე და ვარსკვლავები,

აი, ჩემი მეგობრები.

აჰა, თქვენთვის მიმინდვია

ჩემი გულის გასაღები...

დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

საქართველოს სულიერი მისიის კუთხით დანახული -

„იბერიის გაბრწყინების“ საკითხისათვის

 

წინათქმა

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტე შეწევნა, და სათქმელის თავმოყრას შევეცადოთ.

ღმერთის მიერ სამყაროსა და მისი ხატისა და მსგავსის შექმნის შემდგომად, ედემის ბაღში დამკვიდრებული ადამისა და მისი დედაკაცის ცოდვაში ჩავარდნას, უზენაესის უშუალო წიაღიდან მათი გამოძევება მოჰყვა - „გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ“ [დაბ. 3,22-23].

ედემიდან განდევნილი ადამისა და ევას მოდგმა, ღმერთის მიერ მათთვის მიცემული თავისუფალი არჩევანის უფლების არასათანადოდ გამოყენების გამო, მორიგ ცოდვაში ჩავარდა და ახალი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა - „წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით. გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე.“ [დაბ. 6,11-12].

ცოდვაში ჩავარდნილთა სასჯელი ასე დაფორმულირდა - „უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ... აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს“ [დაბ. 6,13].

წელიწადი და ათი დღე გაგრძელდა ნოესა და მისი ოჯახის წევრთა, აგრეთვე დანარჩენ სულდგმულთა ყოფნა - „გადარჩენის კიდობანზე“.

არარატის მიდამოებში თავშეფარებული ნოეს მოდგმა, მოგვიანებით შინყარის ველზე დამკვიდრდა. თავისი ფიზიკური შესაძლებლობის მოიმედეთა ქმედებას - ნებროთი, ნოეს შვილთაშვილი [ნოე - ქამი - ქუში - ნებროთი] ჩაუდგა სათავეში.

ამპარტავნების ცოდვაში ჩავარდნილთა მიზანი გახლდათ, ღმერთის წიაღში კვლავ დასაბრუნებელი - არა სულიერი ამაღლების, არამედ - ფიზიკური გზა ეპოვათ: „უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი. თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი“ [დაბ. 11,3-4].

მორიგი ცოდვისაგან გამოწვეული სასჯელის თაობაზე ბიბლიაში ვკითხულობთ - „აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება. ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე“ [დაბ. 11,7-9].

ებრაელი ერის მამამთავარი, გოდოლის დანგრევის მიმდებარე ტერიტორიაზევე დარჩა... მაშინ როდესაც ქართველთა წინაპარი, სახელად - თარგამოსი, ღმერთის ნებით, „გადარჩენის კიდობნის“ გამორიყის ადგილს - არარატის მთის მიდამოებს დაუბრუნდა. აი, რას გვაუწყებს მეათე საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი:

„...ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძის-წული იაფეთისი, ძისა ნოესი. და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი. და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს ბაბილონს გოდოლი, და განეყვნეს მუნ ენანი და განიბნინეს მუნით ყოველსა ქუეყანასა. და წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავით-ურთ მისით, და დაემკჳდრა ორთა მათ მთათა შუა კაც-შეუვალთა, არარატსა და მასისსა...“ [„ქართლის ცხოვრება“, ტ. 1].

ებრაელი და ქართველი ერის ისტორიული გზასავალი მეტ-ნაკლები მსგავსება-განსხვავებით წარიმართა.

 

ებრაელი და ქართველი ერის წილხვედრილობა

ნოეს მოდგმის მომავალი ხვედრი, ნოეს მიერ თავისი სამი ვაჟის [სემი, იაფეტი და ქამი] მიმართ გამოთქმულში ასეა ჩამოყალიბებული - „თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს! თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი! განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი!“ [დაბ. 9,25-27].

ნოეს უფროსი ვაჟის - სემის შტოს წიაღიდან ამოზრდილი, ღვთივრჩეული „ებრაელი ერის მისია“ გახლდათ:

1. ერთი ჭეშმარიტი ღმერთის ერთგულება;

2. უზენაესი ძალის მიერ მათთვის გადმოცემული ღვთაებრივი ფასეულობების დაცვა და კაცობრიობისთვის მხსნელის [მესიის] მოსვლის თაობაზე არსებული ცოდნის შენახვა-გადაცემა; აგრეთვე

3.  თავის წიაღში ეშვა განკაცებული უფალი იესუ ქრისტე.

მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომა-ამაღლების, აგრეთვე უფლის მოწაფეებზე სულიწმიდის გარდამოსვლით - დასრულდა „ებრაელი ერის მისია“:

„უთხრა მათ იესუმ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს. ამიტომაც გეუბნებით თქვენ: წაგერთმევათ ღმრთის სასუფეველი, და მიეცემა ხალხს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს“ [მათე 21,42-43].

ნოეს შუათანა ვაჟის - იაფეტის შტოს წიაღიდან [ნოე - იაფეტი - იავანი - თარშიში - თარგამოსი - ქართლოსი] ამოზრდილი „ქართველი ერის მისია“, ღმერთის ნების გადმომცემი იოანე-ზოსიმეს პირით, ასე იქნა ფორმულირებული - „დამარხული არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა... და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა“ [„ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“].

ებრაელი და ქართველი ერის მისია თავისებური მსგავსება-განსხვავებით ხასიათდება. კერძოდ:

1. ებრაელებიცა და ქართველებიც - ღვთივ რჩეული, ანუ ღმერთის მიერ მათთვის დაკისრებული განსაკუთრებული მისიის მატარებელი ერია;

2. ებრაელებმა, ერთი ღმერთის მცნება - ძველ აღთქმაში გაანივთეს; ხოლო

3. განკაცებული უფლის არსის აღიარების, ანუ ძველ და ახალ აღთქმათა ერთობლივი საიდუმლო ცოდნის არსის ფლობა უკვე ქართველი ერის წილხვედრი შეიქმნა;

3. ებრაელთა სამკვიდრებელ მიწაზე, წინასწარ ნაუწყებ მინიშნებათა აცხადების კვალდაკვალ - ებრაელი წმიდა მეფის დავითის შთამომავლის, ყოვლადწმიდა მარიამის მიერ ხორციელად იშვა, ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების ერთ არსში მატარებელი უფალი იესუ ქრისტე, რომელმაც, თავისი პირველად მოსვლისას, ადამის მოდმის სულები დაიხსნა ცოდვის ტყვეობიდან; „მსგავსად“ ამისა

4. მეორედ მოსვლის წინარე, ანუ ბოლო ჟამად სახელდებულ დროში, ასევე შობით მოდის უფალი, რომელიც, თავდაპირველად, მხოლოდ ადამიანური ბუნების მატარებელია. ამ არსში მყოფმა ძე კაცისამ, მაცხოვრის კვართის დაფვლისა და ღვთისმშობლის წილხვედრ ქართულ მიწაზე მაცხოვრებელი ქართველი ერის წიაღში უნდა განვლოს თავისი მიწიური ცხოვრება - შობიდან, ვიდრე ძალმოსილებით აღჭურვამდე, ანუ თავისი დიდებით საყოველთაო გამოჩინებამდე; გარდა ამისა

5. ქართველი ერის სულიერი მისიაა - მესიის, ანუ მეორედ დიდებით მომავალი უფალ იესუ ქრისტეს გაცხადების მომლოდინე ადამის მოდგმას ამცნოს ამ დიადი მოვლენის წინარე დროის, ანუ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი იმ წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადების თაობაზე, რომელთა უმრავლესობა სწორედ საქართველოში მომხდარი პროცესების მიხედვით შეიცნობა.

 

საქართველოს გაბრწყინების

სულიერი და ფიზიკური ასპექტები

ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ღმერთის ნებით, ჩვენი ქვეყნის არაერთი ღირსეული წარმომადგენლის მიერ, ქართველი ერის წილხვედრილობა შემდეგი - ორი, ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებული, პირობითი სახელდებით განისაზღვრა:

1. „საქართველოს სულიერი მისია“; და

2. „იბერიის [საქართველოს] გაბრწყინება“.

ბოლო ჟამისმიერი მოვლენების, ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულთა კუთხით გააზრება, შესაძლებლობას იძლევა დავაკონკრეტოთ ხსენებულ სახელდებათა შინა არსი.

როგორც ვიცით, ცოცხალი ადამიანი ორი არსის: სულისა და ხორცის ერთობლივი მატარებელია. მსგავსი პირობითობით ხასიათდება - ერიც, რომელიც, თავის წარმომადგენელთა ერთობაში, მიხი ქვეყნის სულისმიერ და ფიზიკურ ასპექტებს აერთიანებს. მოდით, თითოეული ამათთაგანი ცალ-ცალკე განვიხილოთ

 

ა) ერისა და ქვეყნის „გაბრწყინების“  - სულისმიერი ასპექტი, ანუ

საქართველოს სულიერი მისიის ორი „მხარე“

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ქართველი ერის მისია, ორი ზოგადი ასპექტის ერთობის კუთხით შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ:

1. მეორედ დიდებით მომავალი უფალი იესუ ქრისტე, პირველად მოსვლის მსგავსად, ასევე შობით მოდის; ოღონდ, ამჯერად, იგი - არა ებრაელი, არამედ - ქართველი ერის წიაღში იბადება;

2. მეორედ დიდებით მომავალი მაცხოვრის საყოველთაო გაცხადების წინარე დროის, ანუ ბოლო ჟამის დადგომის წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადების დადასტურება ქართველი ერის წილხვედრია, რამეთუ ამ ნიშანთა უმრავლესობა სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი მოვლენების იგავური ფორმით გადმომცემია.

ამდენად, ერთის მხრივ - მეორედ დიდებით მომავალ უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებამდელ დროში, ადამიანური ბუნების მქონე ძე კაცისას ქართველი ერის წიაღში შობა, და მეორეს მხრივ - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადების თაობაზე ამ ჟამის მაცხოვრებელთა ინფორმირებულობა, არის კიდეც იმ მედლის ორი მხარე, რომელსაც მთლიანობაში „საქართველოს სულიერი მისია“ ჰქვია.

მიზეზ-შედეგობრივი კავშირიდან გამომდინარე:

1. ბიბლიასა და სხვა წმიდა წერილებში წინასწარნაუწყები - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადება, იმ ეპოქაში იწყება და მიმდინარეობს, როდესაც - ადამიანური ბუნების მქონე ძე კაცისას შობა ხდება; ამასთანავე:

2. ადამიანური ბუნების მქონე ძე კაცისას შობისეული ეპოქის დადგომა, წინასწარნაუწყები - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადებით გვემცნობა.

ჩვენი ერისა და ქვეყნის „გაბრწყინების“  - სულისმიერი ასპექტის გამოვლენა, ანუ ასრულება, სწორედ - ამ, ბოლო ჟამად სახელდებულ, დროში ხდება.

თავისთავად ცხადია, რომ „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტი - ბოლო ჟამში მაცხოვრებელთა მიერ გამოვლენილ ნებაზე არ არის დამოკიდებული...

დიახ, საქართველოში მომხდარი მოვლენების იგავური ფორმით გადმომცემი წინასწარნაუწყები ნიშნები იმიტომ კი არ „სრულდება“, რომ ჩვენ ასე გვინდა; არამედ იმიტომ, რომ - ღმერთის ნებით, ქართველი ერის წიაღში ხდება ძე კაცისას შობა, რამაც განაპირობა კიდეც - ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე იმ მოვლენების იგავური ფორმით ბიბლიაში [და არა მარტო იქ] ასახვა, რომელიც  ძე კაცისას მიწიური ცხოვრების პარალელურად მიმდინარეობს.

ამდენად, „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის გამოვლენა, ანუ მიმდინარეობა, განპირობებულია - ძე კაცისას ქართველი ერის წიაღში შობით, რაც, თავის მხრივ, გვიდასტურდება - ბოლო ჟამის დამადასტურებელი ნიშნების ჩვენი ქვეყნის ისტორიის მაგალითზე აცხადებით...

ვფიქრობთ ძნელი აღარ უნდა იყოს იმის გააზრებაც, რომ „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტი - ფარულად მიმდინარე პროცესია და რაიმე [მატერიალურად] ხელშესახები, ან დასანახ-შესაგრძნობი ასპექტებით არ ხასიათდება...

ერთადერთი, რამაც „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის - ფარულად მიმდინარეობა უნდა დაადასტუროს არის ბოლო ჟამად სახელდებული დროის დადგომის თაობაზე წმიდა წერილებში წინასწარნაუწყები ნიშნების გამოვლენა...

აი, სწორედ ესაა - საქართველოს სულიერი მისია, რომლის ასრულებაც, ანუ გამოვლენაც ხდება ბოლო ჟამში მოღვაწე იმ ინდივიდთა საქმიანობით, რომლებმაც, ღმერთის ნებით, უნდა შეიცნონ და გააჟღერონ წინასწარნაუწყებ ნიშანთა აცხადების დროის დადგომა.

სხვადასხვა წინასწარმეტყველებითი სწავლების მიხედვით ვიცით, რომ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით მოსვლის წინ - ივერია უნდა გაბრწყინდეს. ლასკარულ ცნობიერებაზე დაყრდნობით, უნდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნულის კოდირებული არსი - ფარულად, ანუ სულიერ ასპექტში მიმდინარე პროცესს გულისმობს, რომლის ასრულებისეულ ეტაპზეც ამჟამად ვიმყოფებით...

სათქმელის უფრო კონკრეტულად თქმას თუ შევეცდებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ - „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის - ფარულად მიმდინარე პროცესი: 

1. „იწყება“ ]დაიწყო] - ბოლო ჟამში ძე კაცისას ქართველი ერის წიაღში შობით;

2. „გრძელდება“ - საქართველოში მოღვაწე იმ ინდივიდთა საქმიანობით, რომელთა მისიაა გააჟღერონ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების ასრულება; და

3. „დამთავრდება“ - მეორედაც შობით მოსული ძე კაცისას მიწიური ცხოვრების დასასრულის მაუწყებელი იმ მოვლენით, რასაც - ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვა, ანუ - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადება ჰქვია.  

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

ბ) ერისა და ქვეყნის „გაბრწყინების“  - ფიზიკური ასპექტი

საუბარი მაცხოვრის შემდეგი შეგონებით გვინდა განვაგრძოთ - „...ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება მე, არ არის ჩემი ღირსი“ [მათე 16,38].

დიახ, თუკი, უკვე განხილული - სულისმიერი ასპექტი „ივერიის გაბრწყინებისა“, ჩვენის მხრიდან გამოხატული ნებისდა მიუხედავად მიმდინარეობს; იგივე პროცესის ფიზიკური ასპექტი, მთლიანადაა დამოკიდებული ჩვენს მიერ გაკეთებულ არჩევანზე.

აქვე უნდა ითქვას, რომ ინდივიდთა მიერ ქმედებაში გამოხატული თავისუფალი არჩევანის ნება - „სხვადასხვაგვარია“. კერძოდ:

1. მავანისათვის ეს არჩევანი - სულისმიერია, რასაც ე.წ. „სულის გამოღვიძების“ ის პროცესი შეიძლება ვუწოდოთ, რომელიც მაცხოვრის ასეთ შეგონებას ეფუძნება - „...ნუ იზრუნებთ, როგორ თქვათ, ანდა რა ვთქვათო, ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში“ [მათე 10,19-20].

ჩვენის აზრით, ღმერთის ნებით, სწორედ ასეთთა ხვედრია ბოლო ჟამის დადგომის თაობაზე წინასწარნაუწყები ნიშნების ასრულების დადასტურება, ანუ დაფარულ საიდუმლოთა გაცხადება.

ბუნებრივია რომ, განსახილველი თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთთა, ანუ სულისმიერი არჩევანის გზაზე მავალთა  რიცხვი, საკმაოდ მცირე უნდა იყოს...

2. სულისმიერი არჩევანის გზაზე მავალთა  მიერ გაცხადებულისადმი დამოკიდებულების მიხედვით, ანუ ფიზიკურ ასპექტში გამოსავლენი არჩევანის წინაშე მდგართა კატეგორია, ორ პირობით ჯგუფად შეიძლება დავყოთ:

- ერთი ნაწილი, მათ მიერ გაკეთებული არჩევანიდან გამომდინარე, იმ ნოყიერ ნიადაგს შეიძლება შევადაროთ, რომელიც დაცემული თესლის სათანადო გაღვივებისთვისაა საჭირო;

- მეორე ნაწილისათვის „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის ფარულად მიმდინარე პროცესის თაობაზე გაკეთებული განაცხადი გაუგებარი და მიუღებელი იქნება - „და მართლდება მათ მიმართ წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს: სმენით მოისმინეთ და ვერას გაიგებთ, ხედვით შეხედავთ და ვერ დაინახავთ. რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და რათა არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი“ [მათე 13,14-15].

ამ ორ ჯგუფს შორის რიცხობრივი თანაფარდობის გარკვევა წინამდებარე წერილის მიზანს სცილდება. თუმცა ერთი კია:

თუკი, სულისმიერ ასპექტში უკვე მიმდინარე „ივერიის გაბრწყინების“ პროცესს, ჩვენის მხრიდან გაკეთებული ვერანაირი არჩევანი ვერ შეაჩერებს; და იგი - უფლის გაცხადებითა და განკითხვის დღით დამთავრდება...

ბუნებრივია, ამასვე ვერ ვიტყვით, ბოლო ჟამში „ივერიის გაბრწყინების“ ფიზიკური ასპექტის შესაძლო განივთებაზე, რომელიც მთლიანადაა დამოკიდებული ზემოთ ხსენებულ ჯგუფებში მოაზრებულ პირთა მიერ გაკეთებულ ფიზიკურ არჩევანზე.

გავიხსენოთ, რას შეგვაგონებს ბიბლია - „...აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო“ [3 ეზრა 7,59].  და რადგანაც ყველა აქვს  უფლება თავისუფალი არჩევანისა, ჩვენს წინამდებარე წერილს მაცხოვრის სიტყვებით დავასრულებთ:

„და მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.

რას არგებს კაცს, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს?

ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?

რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით“ [მარკ. 8,34-38].

ვისაც ყური აქვს ისმინოს - „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

 სალუაშვილი