Print

გაზეთი №42 [938]

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2014 წლი11 ოქტომბრის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 11 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ლეილა მეფარიძე, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია, ლევან ჩოხელი და ნათელა მელქაძე.

მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი ღია წერილის გაგზავნის თაობაზე - „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებით.

სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლი13 ოქტომბრის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

- ახალი ინიციატივის: „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის“ შექმნის შესახებ;

- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი ღია წერილის გაგზავნის თაობაზე;

2. ვალერი მჭედელაძისა და იამზე დემურიას ინფორმაცია რეგიონალური ორგანიზაციების დაარსების  შესახებ.

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ვალერი მჭედელაძე, იამზე დემურია, ალექსანდრე თაქთაქიშვილი...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

„პასუხი“ საკრებულოდან

წერილის განხილვისათვის კანონით დადგენილი ორკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 15 ოქტომბერს, ტელეფონით [298-29-32 და 299-04-36] დავადგინეთ, რომ: ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ბ-ნ გიორგი ალიბეგაშვილის გადაწყვეტილებით, მის სახელზე ა.წ. 29 სექტემბერს შესული ჩვენი „ღია მიმართვა“ [№07/13 388], რომელშიც ქ. თბილისის აეროპორტისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების მოთხოვნაა დაყენებული, განსახილველად გადაეცა ქ. თბილისის საკრებულოს „სახელდებისა და სიმბოლიკის“ კომისიას [თავმჯდომარე, სამგორის რაიონიდან არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი - ლია ჯახველიძე].

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

ვეყრდნობით რა, ერთის მხრივ საქართველოში მომქმედი პოლიტიკური სპექტრისა და მეორეს მხრივ 2014 წ. 1 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ასახულ რეკომენდაციას, რომელიც - მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეთანხმდნენ ისეთ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც ფართო კონსენსუსს ეყრდნობა და აძლიერებს ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების პლურალისტურ ბუნებას...“ [იხ. რეზოლუცია - დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში", მუხლი 3,2]; აგრეთვე  

მიგვაჩნია რა, რომ საარჩევნო პროცესის სტაბილურობის მიზნით სასურველია მორიგი არჩევნების ჩატარებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე მოხდეს „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვული წესების დადგენა,

შემოვდივართ წინადადებით, რათა:

ზემოთქმული მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 107-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე [„პარლამენტის თავმჯდომარე... თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს“], თქვენს მიერ მიღებული ბრძანების საფუძველზე შეიქმნას - „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისია“.

წარმოგიდგენთ რა ჩვენს მიერ შემუშავებულ - „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების“ პროექტს, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, მზად ვართ ორმხრივად მისაღებ დროსა და ადგილზე გამართულ შეხვედრაში მონაწილეობისათვის. 

 

დანართი:

„საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების“ პროექტი – 5 გვ. 

 

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით,

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

თბილისი, 

2014 წლის  13 ოქტომბერი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა -  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

ჩაბ. № 20 455

 

პროექტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის

ბრძანება

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი

მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის“ თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი

მუდმივმოქმედი კომისიის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის  (შემდეგში კომისია) ორგანიზაციის, საქმიანობის წესის, უფლებამოსილებათა განხორციელების სამართლებრივ საფუძ-ვლებს.

2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლო-ბითა და ამ დებულებით.

3. კომისია თავის საქმიანობაში ეფუძნება კოლეგიალობის, გამჭვირვალობის, საზოგადოების ფართო წრეების საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადებასა და განხილვაში ჩაბმის პრინციპებს.

   

მუხლი 2. კომისიის ამოცანები

1.  კომისიის ძირითადი ამოცანაა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონის პროექტის მომზადება.

2. საარჩევნო პროცესის სტაბილურობის მიზნით, მაქსიმუმ მორიგი არჩევნების ჩატარების წინა წლის საშემოდგომო საპარლამენტო სესიისათვის, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მომზადებული კანონის პროექტის წარდგენის უზრუნველყოფა.

მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა

1. კომისია შედგება: კომისიის თავმჯდომარის, აგრეთვე საპარლამენტო ფრაქ-ციებისა და  საქართველოში ჩატარებულ - ბოლო [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილე არასაპარლამენტო საარჩევნო სუბიექ-ტების თითო წარმომადგენლისაგან;

2. წარმოდგენილი კომისიის წევრის შეცვლა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, დასაშვებია კომისიის წევრის წარდგენის უფლების მქონე შესაბამისი სუბიექტის მიერ.

   

მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება

თავისი ამოცანების გადასაწყვეტად კომისია უფლებამოსილია:

) მოამზადოს . საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონის პროექტი;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანი-ზაციებისა და დაწესებულებებისაგან გამოითხოვოს, ხოლო სხვა ორგანიზაციებს დაუკვეთოს, მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია, მასალები და დოკუმენტები;

) ცვლილებათა პროექტის ცალკეული ნაწილების მომზადებისა და ექსპერტი-ზისათვის მოიწვიოს როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო სპეციალისტები.

   

მუხლი 5. კომისიის სტრუქტურა

1. კომისიის თანამდებობის პირები არიან - კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი;

2.  სტრუქტურული ერთეულებია - სარედაქციო საბჭო და კომისიის აპარატი.

 

მუხლი 6. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თავმჯდომარე ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

 

 

3. კომისიის თავმჯდომარე:

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს კომისიას შიდასახელმწიფოებ-რივ და საგარეო ურთიერთობებში;

) კოორდინაციას უწევს კომისიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

) უძღვება კომისიისა და სარედაქციო საბჭოს სხდომებს;

) უფლებამოსილია თავისი ან კომისიის წევრთა 1/3-ის წერილობითი ინიცია-ტივის საფუძველზე მოიწვიოს კომისიის რიგგარეშე სხდომა კონკრეტული დღის წესრიგით;

) საკუთარი ინიციატივით ან კომისიის მდივნის წარდგინებით დებს შრომით ხელშეკრულებებს;

) უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს მთავრობას, რათა მან გადაწყვიტოს კომისიის გამართული საქმიანობისათვის აუცილებელი საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხები;

) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმსა და კომისიის სხვა დოკუმენტაციას.

 

მუხლი 7. კომისიის მდივანი

1. კომისიის მდივანი ხდება იმ არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანების (პარტია ან საარჩევნო ბლოკი) წარმომადგენელი, რომელმაც მოაგროვა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა.

2. მდივანი ამზადებს კომისიის და სარედაქციო საბჭოს სხდომებს, განაგებს კომისიის საქმისწარმოებას, კოორდინაციას უწევს კომისიის თანამშრომელთა საქმია-ნობას და უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ოქმის წარმოებას.

3. კომისიის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის ან გადადგომის შემთხვევაში, მის მოვალეობას დროებით ასრულებს კომისიის მდივანი.

   

მუხლი 8. კომისიის სარედაქციო საბჭო

კომისიის თავმჯდომარე,

კომისიის მდივანი,

საპარლამენტო ფრაქციათა და

ბოლო [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილე იმ არასაპარლამენტო, ბარიერგადაულახავი საარჩევნო სუბიექტების (პარტია ან საარჩევნო ბლოკი) წარმომადგენლები, რომლებმაც ბოლო [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა მიღებული ხმების მიხედვით დაიკავეს მეორე-მეხუთე ადგილი, ქმნიან სარედაქციო საბჭოს, რომელიც განაზოგადებს კომისიაში შემოსულ პროექტებს და გაიტანს მათ კომისიის სხდომაზე განსახილველად.

  

 მუხლი 9. კომისიის აპარატი

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნ-ველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი.

2. კომისიის აპარატი:

) აწარმოებს კომისიისა და სარედაქციო საბჭოს სხდომების ოქმს; აგრეთვე კომისიაში - მოქალაქეთა, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისა და არასამთავ-რობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილ წინადადებათა რეგისტრაციას;

) კომისიის თავმჯდომარის მითითებით ამზადებს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს;

) კომისიის წევრებს აცნობებს კომისიისა და სარედაქციო საბჭოს სხდომის თარიღს, ადგილს, დროს და დღის წესრიგს სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი კვირისა;

) უზრუნველყოფს კომისიის, თავმჯდომარის ან მდივნის გადაწყვეტილებათა შესრულებას;

) ასრულებს კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ცალკეულ დავალებებს;

  

მუხლი 10. კომისიის საქმიანობის წესი

1. კომისიის საქმიანობის ძირითადი ფორმებია - კომისიისდა სარედაქციო საბჭოს სხდომა.

2. კომისიის სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ორ თვეში ერთხელ მაინც.

3. კომისიისდა სარედაქციო საბჭოს სხდომები უფლებამოსილია, თუ სხდომებს ესწრება მათი სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4. კომისიის გადაწყვეტილება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებათა პროექტის მიღების შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ კომისიის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.

5. დაუშვებელია კომისიის წევრის მიერ თავისი უფლებამოსილების სხვაზე გადაცემა.

6. კომისიისა და სარედაქციო საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ - თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

8. კომისიის წევრს უფლება აქვს სარედაქციო საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკითხის ალტერნატიული წინადადების განხილვის მოთხოვნით დასაბუთებული წერილით მიმართოს კომისიას. წერილი უნდა წარედგინოს კომისიის აპარატს. კომისიის სხდომამდე არა უგვიანეს 24 საათისა. ალტერნატიულ წინადადებას კენჭი ეყრება სარედაქციო საბჭოს მიერ წარმოდგენილი წინადადების კენჭისყრამდე;

9. კომისიის თავმჯდომარის ან/და მდივნის ინიციატივით კომისიის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით ესწრებიან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 

მუხლი 11. გარდამავალი დებულება

კომისიის პირველ სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 15 დღისა.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

დავით უსუფაშვილი

თბილისი,

2014 წელი

 

 

ვიხილე: სრულიად ახალშობილი ძე, წითელი [ღვინისფერი] სითხით სავსე თეთრ ჭურჭელში... შემდეგ იგი მაჩვენეს უკვე გაწმენდილი [გასუფთავებული] თეთრი სახით. ქალს რომელმაც იგი შვა, მანამდე უკვე ჰყავდა უფროსი ძე.

შემდეგ მაჩვენეს, რომ - ახალშობილს ბოროტი ძალა მოსაკლავად ემუქრებოდა. ამიტომ, ახალშობილი, ვიღაც ქალწულმა ქაღალდის ყუთში ჩასვა და მიკრო ავტობუსის უკანა სავარძელზე განათავსა. მაქანის მძღოლმა, რომელსაც ხელში სათევზაო ანკესი ეჭირა, ახალშობილი ბოროტეულს განაშორა...

დავით შათირიშვილი

 

შემოდგომის სიზმარი

მამადავითზე ვიყავი,,

იქ - ხალხის ტევა არ იყო...

ვიღაცამ საყვირს ჩაჰბერა,

და ხალხი ორად გაიყო!..

აქეთ რომ გამოვიხედე:

დიდი ჭიშკარი გაიღო...

მარჯვნივ ვინც მოხვდა იმ ხალხმა,

გეზი ჭიშკრისკენ აიღო.

[წინ მიუძღოდა ვაჟკაცი,

ძალიან ლამაზი იყო...]

როგორც კი გარეთ გავიდნენ,

უცბად კარები დაიხშო...

ეკლესიაში შევბრუნდი,

მამაოს ვკითხე - „რა იყო?!’

„...შენი თვალით ხომ შეხედე,

ეს - ხალხის გარჩევა იყო.

ის მისტერია აღსრულდა,

მეორედ მოსვლა - დაიწყო...“

გარეთ, რომ გამოვიხედე:

იქ აღარავინ არ იყო...

 ეკატერინე

ხრიკული

 

 

ღვთისშვილნო!

ქართველნო!

გიყვარდეთ უფალი, გიყვარდეთ სანშობლო, გიყვარდეთ მოყვასი თქვენი.

უფალი ერთია, სამშობლოც ერთია, სიყვარულშია ყოველი სიკეთე...

ქართველნო!

გონს მოდით. დათმეთ თქვენი წყენა და ამბიციები...

ერიდეთ ბოროტებას და ჰქმენით კეთილი.

არ დაივიწყოთ წინაპართა ძახილი... სამშობლოსათვის თავშეწირულნი.

ქართველნო!

სანამდის დროა - მოინანიეთ თქვენი ცოდვები...

აფალი მოწყალეა, უფალს უყვარხართ, გასაწირავად არ ემეტებით. როგორც მან შეგვიყვარა, ჩვენც შევიყვაროთ ერთმანეთი.

ეთერ ბუიძე

 

 

 

გამსახურდიების ოჯახი აღარ არსებობს! მანანა არჩვაძემ ყველაფერი გააკეთა ჩვენი ოჯახის გასანადგურებლად

 

02:33 2014-10-10

 

მანანა არჩვაძე უკვე მერამდენედ სასამართლოში მიჩივის, ყველანაირი ხერხით ცდილობს მამაჩემის დანატოვარი თუ ჩემს მიერ შეძენილი ქონების მითვისებას და ამავე დროს, აქტიურად საუბრობს "ოჯახის სახელით"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში დედის-მანანა არჩვაძის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდიას მეუღლე მას ცილს სწამებს და მოგონილი ბრალდებებით სასამართლოში უჩივის:

”21 წლის ასაკიდან მარტო ვცხოვრობ. მივეჩვიე, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონდეს და მარტო ვარ ამქვეყნად, თუმც ძალიან მძიმე იყო ოდესღაც ჩემთვის ამის გაცნობიერება. ჩვენ სულ სხვა სტერეოტიპებსა და შეხედულებებზე ვიზრდებით, წარმოდგენაც კი არ შემეძლო ცხოვრების მშობლების, მეგობრების, ნათესავების თუ საყვარელი ადამიანების გარეშე. როდესაც ეს გავაცნობიერე, თავის მოკვლა მინდოდა...

ადრე ბროდსკის ლექსი მაქვს ნათარგმნი, რომელიც ამ სიტყვებით მთავრდება:

Но пока мне рот не забили глиной,

Раздаваться из него будет лишь благодарность...

ვცდილობდი ყოველთვის, ბოროტება გულში არ ჩამედო და არ მეცხოვრა სიძულვილით, თუნდაც პრაგმატული მოსაზრებით, რადგან ასეთ ყოფას ცხოვრებასაც ვერ დაუძახებ...

შუბი ხალთაში არ იმალებაო და დღეს იძულებული ვარ ამ უსიამოვნო თემაზე პირველად და უკანასკნელად ხმამაღლა ვილაპარაკო, რათა საზოგადოებას ადეკვატური წარმოდგენა ჰქონდეს იმაზე, რაც ჩემს გარშემო ხდება და გამსახურდიების ოჯახის სახელს უკავშირდება.

კაცმა რომ თქვას, ზვიად, უფრო სწორედ კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახი აღარ არსებობს. განსაკუთრებული როლი ამაში სწორედ ჩემს ბიოლოგიურ დედას, მანანა არჩვაძეს ეკუთვნის. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ მან ყველაფერი გააკეთა საკუთარი შეუგნებლობით, უგნურებით, პატივმოყვარეობითა და სიჯიუტით, - ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად - ჩვენი ოჯახის გასანადგურებლად. პირადად მე ჯერ კიდევ პატიმრობის თითქმის დასაწყისშივე ავუკრძალე მას ჩემი სახელის ხსენება რიგ მიზეზთა გამო. მათ შორის, მან ცოცხალმკვდარი მოშიმშილე შეგნებულად ფსიქიურად დაავადებულად გამომაცხადა, რადგან გავბედე და მას საყვედური ვუთხარი, რითაც საშუალება მისცა სად-ის ჯალათებს ჩემს წინააღმდეგ საშინელი მეთოდები გამოეყენებინათ - აქაოდა, ხომ ამბობდით გიჟიაო და რეალურ ქმედებებზე გადავიდნენ. ასევე, 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც მოსკოვში იქაური სპეცსამსახურების დაკრულზე ცეკვაზე უარი ვთქვი და იქ აღარ დამედგომებოდა, მას დახმარება ვთხოვე. საპასუხოდ - რამოდენიმე წლის ასაკის შვილიშვილების (ჩემი შვილების) წყევლა-კრულვა მივიღე... ასეთი ეპიზოდი, ვინ მოსთვლის რამდენი იყო... დაახლოებით 10 წლის ასაკიდან სიცრუის, ბოროტების, სისასტიკის და სიძულვილის გარდა თითქმის არაფერი მინახავს მისგან... მახსოვს, როდესაც საქართველოში ჩამოვედი 21 წლის ასაკში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მან ყველაფერი გააკეთა, რათა ხელი შეეშალა ჩემთვის აქ გასაჩერებლად: ჩემი კონკურენტიაო, აცხადებდა 
სწორედ მისი დამსახურებაა ისიც, რომ ჩემი უმცროსი ძმა, გიორგი, შევარდნაძის პოლიციაში, უფრო სწორედ, მღებრიშვილის ომონში აღმოჩნდა. 18 წლის ბიჭი, რომელიც მან სიყვარულის გულისთვის ქუჩაში გააგდო, რითაც ოსტატურად ისარგებლა გარსშემოხვეულმა თარგამაძე-ალავიძის აგენტურამ...

როდესაც ციხიდან გამოვედი და ცოტა ხანში შევეხმიანე საკუთარი ტანსაცმლის და ნივთების წამოსაღებად, მან პოლიციაში დარეკა და ციხიდან ორიოდე კვირის გამოსულ კაცს ამ საკითხზე განმარტებების მიცემა მომიწია... მან ფაქტობრივად გამძარცვა და დავრჩი ერთი ხელი ტანსაცმლის ამარა...

დღეს მანანა არჩვაძე უკვე მერამდენედ სასამართლოში მიჩივის, ყველანაირი ხერხით ცდილობს მამაჩემის დანატოვარი თუ ჩემს მიერ შეძენილი ქონების მითვისებას და ამავე დროს, აქტიურად საუბრობს "ოჯახის სახელით". გიორგი გამსახურდიას მან უკვე გადააფორმებინა საკუთარ სახელზე მისი წილი "კოლხურ კოშკში". მაბრალებს ყოველნაირ სიყალბესა და სიბინძურეს, შეაქვს განცხადებები პოლიციაში, სასამართლოში და ასე შემდეგ. გარდა ამისა, აქვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მის მიერ ოჯახისათვის სახელმწიფოსგან მიღებული სოლიდური თანხებიდან არცერთი თეთრი არ მიმიღია და არც მქონია ამის სურვილი! მკურნალობის ხარჯებსაც საკუთარი სახსრებით ვაფინანსებ, გარდა ინტერფერონის პროგრამისა, სადაც ჯანდაცვის სამინისტრო რეალურად დამეხმარა.

ძალიან გამიგრძელდა და ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ამ ყველაფრის დაწერა... თუმც ეს მხოლოდ მცირე ნაწილია რეალობისა. ვიცი, ვიღაცას ეწყინება, ვიღაცას - პირიქით. ჩემი მიზანი კი ამჟამად მხოლოდ ერთია: ადეკვატური წარმოდგენა ჰქონდეს საზოგადოებას და ამ ადამიანის ქმედებები თუ სიტყვები არ ასოცირდებოდეს ჩვენს ოჯახთან. დიახ, გამსახურდიების ოჯახი აღარ არსებობს! ამაში ალბათ ჩემი წვლილიც არის: სამწუხაროდ, ოციოდე წლის ბიჭს არ მეყო ცოდნა, ძალა და გამოცდილება, თუ საერთოდ შემეძლო პროცესების სხვანაირად წარმართვა...

საბედნიეროდ, დღეს შემიძლია ამ ყველაფერთან გამკლავება, თუმც ეს ყველაფერი არცთუ ადვილი იყო თუნდაც წელიწადნახევრის წინ, როცა კარის გაღების ძალაც კი არ მქონდა...

P.S. ჟურნალისტების საყურადღებოდ, რომელნიც უკვე შემეხმიანენ: ეს გახლავთ ჩემი პირველი და უკანასკნელი კომენტარი ამ საკითხზე.”- წერს ცოტნე გამსახურდია