Print

გაზეთი № 43 [939]

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლი20 ოქტომბრის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

- თბილისის საკრებულოსთვის გაგზავნილი წინადადების [ზვიად გამსახურდიას სახელის თბილისის აეროპორტისათვის მინიჭების] თაობაზე არსებული მდგომარეობის შესახებ;

- საქართველოს საპატრიარქოსადმი გაკეთებული მიმართვის [22 დეკემბრის მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ გამოცხადების] თაობაზე არსებული მდგომარეობის შესახებ;

- „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის“ შექმნის წინადადების შესახებ;

2. ჯემალ ჯიქიასა და ვალერი მჭედელაძის ინფორმაცია იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის საკითხზე.

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ვალერი მჭედელაძე, იამზე დემურია, ალექსანდრე თაქთაქიშვილი, ჯემალ ჯიქია, ავთანდილ იოსელიანი, დავით ამაშუკელი...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

მისტერია და სინამდვილე, ანუ

ბოლო ჟამში გასავლელი „ამირანის მითოსის“ მიწიური ეტაპის თაობაზე

კავკასიონს - „ჯაჭვი“ წყდება,

„ოქროს ვერძი“ - გვიბრუნდება.

ღმერთის ნება - აღსრულდება:

ივერია - გაბრწყინდება.

თავისუფლება - მკვიდრდება,

ცხადდება - ნატვრა ფარული:

წილხვედრ მიწაზე - მტკიცდება

ღმერთი, ენა და მამული...

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

ჩვენი მკითხველისათვის არაერთხელ შეგვიხსენებია ზვიად გამსახურდიას სიტყვები - დედამიწაზე მომხდარი მოვლენებით, ზეცაში მიმდინარე პროცესების ურთიერთკავშირის თაობაზე. ამჟამად ერთ-ერთ ასეთთაგანზე, კერძოდ კი „ამირანის მითოსზე“ გვინდა თქვენი ყურადღების გამახვილება.


წინათქმა

ახალი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ, ჩვენის აზრით, „ამირანის მითოსი“ ბოლო ჟამში შობით მოსული ძე კაცისას არსობრივ მინიშნებათა შემცველია. კერძოდ, როგორც ვიცით, მარადიული სულისა და მოკვდავი სხეულის თანაარსებობის პრინციპიდან გამომდინარე, ლასკარული ცნობიერებით - ქართველი ამირანი, ისევე როგორც მისი ბერძენი პროტოტიპი პრომეთე - „სულისმიერი“ არსის, ხოლო მათი მიჯაჭვის ადგილი კავკასიონი - „მოკვდავი სხეულის“ ასპექტის მატარებელია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე - ქართული მითოსური გმირი ამირანის, ისევე როგორც ბერძნული მითოსის წარმომადგენელ პრომეთეს კავკასიონზე მიჯაჭვა, იგავური ფორმით მიგვანიშნებს: ბოლო ჟამში ძე კაცისას შობის ადგილზე - კავკასიის რეგიონზე, კერძოდ კი საქართველოზე [ამირანის ქართველობა].

შესაბამისად, მითოსურ გმირთა - მიჯაჭვულობის არსიდან განთავისუფლება, ანუ უკვდავი სულის - სხეულისმიერი ტყვეობიდან თავდახსნა, ლასკარული ცნობიერებით, ბოლო ჟამში ქართველი ერის წიაღში შობით მოსილი ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვასა და მისი უფალ იესუ ქრისტეს სახით საყოველთაო გაცხადებაზე მიგვანიშნებს.

ბოლო ჟამად სახელდებული, ანუ მეორედ უფალ იესუ ქრისტეს გაცხადებისწინა დროის გასრულებაზე მიმანიშნებელი ეს ნიშანთაგანი თავისი მისტერიული აცხადების ეტაპებით ხასიათდება. კერძოდ, ხსენებული მითოსით ნაკარნახევი ეს თემატიკა, თავის მიწიურ გამოვლენაში, ბოლო ჟამში მოსახდენი -კონკრეტული მოვლენით უნდა გასაცნაურდეს; რაც შეეხება მის ზეციურ გამოვლენას - ეს უკვე მოსალოდნელ უდიდეს პროცესთან - უფლის მეორედ მოსვლასთან კავშირდება. აქვე დავსძენთ, რომ - მიწიური მისტერიული მოვლენები ყოველთვის წინ უსწრებს, მიწიურის პარალელურად ზეცაში მიმდინარე პროცესების - ხილულად გამოვლენას.

ამ მცირე შესავლის შემდეგ, მოდით მივყვეთ განსახილველ თენატიკას.

 

მითოსური ნიშნები

ბოლო ჟამში მოსახდენ პროცესებში გარკვევამდე, მოდით ჯერ რამოდენიმე ყურადსაღები მინიშნება გამოვკვეთოთ.

საუბარი, დღეისათვის ცნობილი ასეთი ინფორმაციის გახსენებით გვინდა დავიწყოთ - „ამირანი უძველესი წარმართული ქართული ეპოსის „ამირანიანის“ მთავარი გმირი, კოლხური მითოლოგიის ღერძი, ბერძ. პრომეთეს ორეული[ა]... მის ამბავში ბევრია ზღაპრული ელემენტი, მისი მთავარი ვარიანტები ზღაპრების წიგნში შეაქვთ, მაგრამ თავისი არსით ამირანი - მითიური გმირია...

ქართული ამირანიანი არა მარტო ბერძ. პრომეთეს სავარაუდო წყაროა, არამედ მრავალი მეზობელი ხალხის ზეპირსიტყვიერების წყაროც, ბევრი აქვს საერთო შუმერულ გილგამეშთან, ბერძ. ჰერაკლესთანაც...“[აკ. გელოვანი, „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბ. 1983 წ., გვ.48-49].

ამ მონაკვეთიდან გვინდა გამოვკვეთოთ განსახილველი თემატიკის არსში გასარკვევი ის მინიშნება, რომ „ამირანიანი“ ქართული და არა მარტო ჩვენი ეპოსის ერთ-ერთ წყაროდ, ანდა მითოსური ზეპირსიტყვიერებითი რუს - სათავედაა მიჩნეული.

„ამირანიანთან“ დაკავშირებით არსებულ არაერთ წყაროში ვკითხულობთ, რომ - „...ამირანს ერთი გოშია ჰყავს.... დახავსებულსა და დაბანგულ ჯაჭვს დღემდე ჰლოკს ერთგული გოშია, ჰლოკს და ათხელებს ლურჯს რკინას, მიდგება ჯაჭვიც გაწყვეტაზე, გაეხსნება ამირანსაც ჩახურული გული, იმედი მიეცემა კვლავ თავისუფლად სიარულისა, მაგრამ ამ დროს წყეული მჭედელი დაჰკრავს ჯვარს დიდ ხუთშაბათს გრდემლს და გასაწყვეტად გამზადებული ჯაჭვი ისევ სქელდება...“ [„ქართული ზღაპრები“, ტ.1, შემდგ. ამირან ლომთაძე, თბ. 1992 წ., გვ. 365].

ამდენად, ზემოთქმულიდან გამომდინარე გვინდა გამოვკვეთოთ განსახილველი თემატიკის არსში გასარკვევი შემდეგი კოდირებული მინიშნება:

1. „ამირანიანი“ ქართული და არა მარტო ჩვენი ეპოსის ერთ-ერთ წყაროდ, ანდა მითოსური ზეპირსიტყვიერებითი რუს - სათავედაა მიჩნეული, ანუ კოდი: „რუს სათავე“; 

2. „გოშია“ და „გაწყვეტაზე მისული ჯაჭვი“;

3. „მჭედელი“ და

4. „ხუთშაბათი“.

 

ბოლო ჟამში მისტერიული პროცესის

დადგომის დროითი ნიშნები

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელ მინიშნებათა გამხმოვანებელი მისიის ამსრულებელი ჩვენი შესაკრებელი - ძე კაცისას არსის მატარებელი ჯგუფია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აი რა გვინდა მოგახსენოთ.

2014 წ. 14 ოქტომბერს, მაცხოვრის კვართობისა და მცხეთობის აღნიშვნის დღეს, ტელეფონით დამიკავშირდა ქ. რუსთავის საქალაქო პროკურატურის გამომძიებელი ქ-ნი ანიტა გვრიტიშვილი და მაუწყა, რომ მის მიერ წარსამართ საგამოძიებო პროცესში მე მოწმის სახით ვიყავი ჩართული, და მთხოვა ჩვენების მისაცემად მათთან ჩავსულიყავი.

მოკლე სატელეფონო საუბრის შემდეგ, ჩემი თხოვნის გათვალისწინებით, ერთგვარად შევთანხმდით, რომ  ქ-ნი ანიტა თავად ჩამოვიდოდა ქ. თბილისში, და რომელიმე საპოლიციო განყოფილებაში მიიღებდა ჩემს ჩვენებას. მისი ინიციატივით ასეთ დღედ 16 ოქტომბრის ხუთშაბათი დასახელდა, ხოლო კონკრეტული დროის თაობაზე 16-ში დილით შემატყობინებდა.

მიუხედავად ასეთი შეთანხმებისა, 16 ოქტომბრის დილის 11 საათისთვის ტელეფონით დამიკავშირდა ქ. რუსთავის საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, რომელმაც მაუწყა, რომ გარკვეულ გარემოებათა გამო საგამოძიებო ჯგუფის თბილისში ჩამოსვლა ვერ ხერხდებოდა, და მთხოვა ქ. რუსთავში ჩავსულიყავით.

სხვა არჩევანის არ არსებობის გამო, დაახლოებით ორის ნახევრისათვის რუსთავში ჩავედით - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, მინდია სულთანიშვილი და ტარას გავაშელი. პოლიციის სამმართველოსთან დაგვხვდენენ, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტის“ თავმჯდომარე ბ-ნი ვალერი მჭედელაძე და ამავე პარტიის რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქ-ნი იამზე დემურია.

როგორც გაირკვა, ხსენებული პარტიის ერთ-ერთი წევრის ინიციატივით, ქ. რუსთავის პროკურატურის მიერ მიმდინარეობდა, ამ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ,  სისხლის სამართლით „თაღლითობის მუხლით“ გათვალისწინებული საქმის გამოძიება, სადაც მე მოწმის სახით ვიყავი დასახელებული.

საუბრის გაგრძელებამდე გაგაცნობთ გამომძიებელ ანიტა გვრიტიშვილის მიერ 13.40 – 14.40 სთ-ის ფარგლებში ჩაწერილ ჩემს ჩვენებას: 

 „გამომძიებლის მიერ განმემარტა ჩემი, როგორც მოწმის, უფლებამოსილებები. გაფრთხილებული ვარ ცრუ ჩვენების და განზრახ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ჩემთვის სრულად არის გასაგები.

მე, მიხეილ [გელა] სალუაშვილი ტექნიკური დოქტორი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი 1989-1993 წლებში, 1988-1989 წლიდან დაკავებული ვარ პოლიტიკური საქმიანობით. 1991 წელს გახლდით ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე. ამჟამად ვარ, 1992 წელს დაარსებული პოლიტიკური გაერთიანება „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს თავმჯდომარე [ელექტრონული გვერდის მისამართია: www.ufali.ge.]. 2013 წლიდან გახლავართ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლეს“ სპიკერი. ამ გაერთიანებაში შესულია 12 ორგანიზაცია. მათ შორისაა, დღეისათვის იურიდიული რეგისტრაციის არმქონე „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“ [თავმჯდომარე ვალერი მჭედელაძე].

თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე მოგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩვენთან ოფისში [ მის. ქ. თბილისი, გ. ჩიტაიას ქ. №39] მობრძანდა, როგორც შემდეგ გაირკვა, ქ. რუსთავში მცხოვრები „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტის“ წევრი, ქ-ნი ნანული [ნანა] კაჭიური, ჩემთვის უცნობ მამაკაცთან ერთად. მისი გადმოცემით იგი გახლავთ იპოთეკით დაზარალებული, და როგორც მას მის პარტიაში განუმარტეს, მისი პრობლემის მოგვარებაში თითქოსდა მეც უნდა ვყოფილიყავი ჩართული. საუბრისას ქალბატონს ავუხსენი, რომ კონკრეტულად ჩვენი პარტია, და ზოგადად ჩვენი გაერთიანება, მართლაც გახლავართ იპოთეკით დაზარალებულთა პოლიტიკური კუთხით მოგვარების ინიციატორი. კერძოდ, საქართველოს პარლამენტი იხილავს ჩვენს საკანონმდებლო წინადადებას იპოთეკით დაზარალებუთა პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონკრეტულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებს, ჩვენი ორგანიზაცია „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, ამ თემატიკით არ არის [ვერც იქნება] დაკავებული. ქალბატონმა ნანა კაჭიურმა მთხოვა - დახმარება გამეწია იმ საბუთების უკან დაბრუნებაში, რომელიც, მისი თქმით, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტში“ ჰქონდა ჩაბარებული. მე შევპირდი საბუთების დაბრუნებაში დახმარებას და ჩვენი საუბარიც ამით დამთავრდა.

მოგვიანებით, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტის“ თავმჯდომარემ ვალერი მჭედელაძემ, გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და ქალბატონ ნანა კაჭიურს, როგორც ვიცი, დაუბრუნეს თავის ბინასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. ნ. კაჭიური ტელეფონით დამიკავშირდა და დამიდასტურა ზემოთაღნიშნული საბუთების მისთვის გადაცემის ფაქტი. მადლობა გადამიხადა დახმარებისათვის.

კითხვა: იცით თუ არა პოლიტიკური პარტია „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“ რა საქმიანობით არის დაკავებული კონკრეტულად ქ. რუსთავში?

პასუხი: ჩვენი გაერთიანების წესდებიდან გამომდინარე, ამ გაერთიანებაში შემავალი თითოეული ორგანიზაცია დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. შესაბამისად, მხოლოდ ის საკითხები, რომლებიც ერთობლივი გადაწყვეტილებით იქნება მიღებული, გვავალდებულებს ურთიერთკოორდინაციის გზით მათ აღსრულებას. დანარჩენ საქმიანობაში, როგორც გითხარით, არცერთ ორგანზაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სხვა წევრი ორგანიზაციის საქმიანობაში“.

ქ. რუსთავის საქალაქო პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, მცირე ხნით, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტის“ ოფისში შევიარეთ, სადაც შეკრებილებს გავაცანი ზემოთქმული ინფორმაცია.

თბილისში შემოსვლისას, მანქანის ელ. სიგნალმა დატუმბული გაზის ბალონის დაცლის თაობაზე გვაუწყა. გასამართ სადგურზე მანქანიდან გადმოსულები, თითქოსდა განვთავისუფლდით მისი ტყვეობიდან, და მცირე შეყოვნების შემდეგ, წამოსვლის ადგლისაკენ გავემართეთ... 2014 წ. 16 ოქტომბრის, ხუთშაბათი დღის რუსთავისეული „ოდისეაც“ ამით დამთავრდა.

 

დასკვნის მაგიერ, ანუ

„ამირანის მითოსის“ მიწიური ეტაპის დასასრული

ყოველივე ზემოთქმულის მთლიანობაში გააზრების, ანუ მითოსურ მნიშნებათა და ჩვენს თვალწინ მომხდარის მისტერიული კუთხით გაანალიზების შემდეგ, ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულ მკითხველს, დასკვნის სახით აი რა გვინდა მოვახსენოთ:

1. აღწერილი მოვლენის ქ. რუსთავში [რუს-თავი]  მიმდინარეობით, „ამირანისეული მითოსის“ ზეპირსიტყვიერებითი რუს - სათავედ მიჩნევით გამოკვეთილი კოდის „რუს-თავი“-ს მისტერიულ ასრულებასთან უნდა გვქონდეს საქმე;

2. მითოსისეული კოდი - „მჭედელი“, მისტერიულად, უკვე ხსენებული პარტიის თავმჯდომარის გვარზე - „მჭედელაძეზე“ უნდა გვანიშნებდეს;

3. აღნიშნული მოვლენის, ბოლო ჟამის ერთ-ერთ ხუთშაბათ დღეს მიმდინარეობა, მითოსური კოდით მინიშნებულ „ხუთშაბათს“უნდა გამოკვეთდეს;

4. როგორც უკვე ითქვა, ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების გამხმოვანებელი მისიის მატარებელი ჩვენი გაერთიანება, ბოლო ჟამში - უფლის, ანუ ძე კაცისას არსის მატარებელი ჯგუფი გახლავთ. არაერთხელ აღგვინიშნავს ისიც, რომ კოდი - „უფალო“-ს არსის შემცველი ასო-ნიშანი: „ო“, 40 ნიშნიანი ქართული ანბანის მე-16 ასო-ნიშანი გახლავთ. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, ზემოთაღწერილი პროცესის 16 რიცხვში მიმდინარეობა, გვაფიქრებინებს სწორედ უფლის არსთან დაკავშირებული მოვლენების მისტერიულად წარმართვაზე. და ა.შ.

ამდენად, მითოსური მინიშნებითი კოდები: „რუს-თავი“, „მჭედელი“, „ხუთშაბათი“, მე-16 ასო-ნიშან „ო“-ს არსობრივი მხარე, გვაფიქრებინებს დიდის ალბათობით ვივარაუდოდ, რომ 2014 წ. 16 ოქტომბრის ხუთშაბათ დღეს, ქ. რუსთავში განვითარებული ზემოთაღწერილი მოვლენებით, გვეუწყა - „ამირანის მითოსით“ ნაკარნახევის, ბოლო ჟამში მისტერიულად ასაცხადებელი, მიწიური ეტაპის მიმდინარეობა.

დიახ, ვისაც ყური სასმენლად აქვს გაიაზროს, რომ - „...რასაც თქვენ გწერთ, უფლისმიერი მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38].

ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

 სალუაშვილი

 

 

მათთვის რომელნიც ბოლო ჟამის „სუნთქვას“ გრძნობენ

 

1. „ვერც მამა იცნეს და ვერც მე...“, ანუ

შობილი და არა ქმნილი

მრწამსი

„მწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი,

შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

და ერთი იესუ ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი,

მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.

ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა,

შობილი და არა ქმნილი, ერთ-არსი მამისა,

რომლისაგან ყოველი შეიქმნა...“

ზვიად გამსახურდია თავის ნაშრომში - „სამყაროს ევოლუცია, ანუ კაცობრიობის სულიერი ბიოგრაფია“ [იხ. გაზ. „არჩევანი“, №25, 1998 წ.] აღნიშნავს:

 „...თაყვანს ვსცემ სამებას ერთარსებით და ერთარსებას სამებით, ერთარსებას სამგვამოვანს, სამებას ერთარსებას, თანადაუსაბამოს, თანასწორს ძლიერებით და პატივით“. აქ, თანადაუსაბამო ნიშნავს იმას, რომ თითოეული მათგანი არის დაუსაბამო, შეუქმნელი, უსაწყისო. ე.ი. არ შეიძლება ითქვას, რომ იყო დრო, როდესაც ძე არ იყო, ან იყო დრო, როდესაც მამა არ იყო, ან იყო დრო, როდესაც სულიწმიდა არ იყო. ძე ყოველთვის იყო, მამა თავისთავად, სულიწმიდაც ყოველთვის იყო. ამას ნიშნავს თითოეულის დაუსაბამობა. იმიტომ რომ თანაარსნი არიან...“ [იქვე, გვ. 4];

თავისთავად - „სამება არ ნიშნავს რიცხობრივად სამობას, სამ სხვადასხვა საგანს, არამედ ნიშნავს გვამოვნობას, ანუ თვისობრივად სამს. ე.ი. ღმერთი რიცხობრივად კი არ არის სამი, არამედ თვისობრივად არის სამი, სამგვარი მისი გამოვლინება, თორემ არსით ის ერთია“ [იქვე, გვ. 3];

ამასთანავე - „მამა სიმბოლურად ნიშნავს იმას, რისგანაც იწყება ყველაფერი. ძე არის იგივე მამა, ოღონდ მამისაგან შობილი, გამოვლენილი და უფრო მახლობელი სამყაროსათვის.

ძე არის იგივე მამა ჩვენს შემეცნებაში, შობილი ჩვენთვის... მამა მიუწვდომელია, ხოლო ძე ჩვენი შემეცნებისათვის მისაწვდომი, ეს ორივე ერთი და იგივე არსებაა. არავითარი მამაშვილობა იქ არ არსებობს, ჩვეულებრივი ადამიანური გაგებით...“ [იქვე, გვ. 3};

და კიდევ - „ღმერთის მეორე ჰიპოსტას - ძეს, თეოლოგიაში აქვს მეორე სახელი - „სიტყვა“. იმიტომ, რომ სიტყვა არის ისეთი რამ, რაც შეიცავს მნიშვნელობას, აზრს. სამყაროში, სიმბოლურად მამა არის აზრი და ძე არის სიტყვა. ღვთის აზრი არის მამა, ღვთის სიტყვა არის ძე.

ე.ი. ღმერთი გვევლინება სამი ასპექტით: როგორც აზრი - მამა, როგორც სიტყვა - ძე, ყველაფრის საფუძველი და როგორც სული, როგორც ინდივიდუალობა, მეობა ყველასი“ [იქვე, გვ. 4].

 

მეექვსე დღეს ქმნილი - ღმერთის [წმიდა სამების]

 ხატი და მსგავსი

მოდით მოვუსმინოთ წმიდა წერილს:

„თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად... შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი... დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე“ [დაბ. 1,26-27; 31].

„უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით; უკუნითიდან დამადგინა, თავიდანვე, ქვეყნის დასაბამიდან. როცა არ იყო უფსკრულები, მაშინ გავჩნდი, როცა არც წყალუხვი წყაროები იყო; მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს; როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი; როდესაც იგი ზეცას განამზადებდა, იქ ვიყავი, როდესაც უფსკრულის პირზე წრეს ავლებდა, როდესაც მაღლა ცებს ამაგრებდა, უფსკრულის წყაროებს აძლიერებდა, როდესაც ზღვას წესს უდგენდა, რომ წყალი ნაპირებიდან არ გადმოსულიყო, როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა, მაშინ მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი, დღენიადაგ სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი“ [იგავ. 8,22-30];

„...ჰმადლობდეთ ღმერთს და მამას, რომელმაც იმის ღირსნი გვყო, რომ ვეზიარებოდეთ წმიდათა ხვედრს ნათელში, რომელმაც გვიხსნა ბნელის ხელმწიფებისგან და გადაგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში, რომლისგანაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და მოტევება ჩვენი ცოდვები, და რომელიც არის ხატი უხილავი ღმრთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარეს დაბადებული.

რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი: მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი: ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა.

და იგია უწინარეს ყოვლისა, და ყველაფერი დამკვიდრდა მასში. იგია სხეულის, ეკლესიის თავი; იგია საწყისი, ყველა მოკვდავზე უწინარეს დაბადებული, რათა ყველაფერში პირველობდეს, რადგან კეთილინება მამამ, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სავსება, და მისი მეშვეობით შემოერიგებინა ყოველი, და მისი ჯვრის სისხლით დაეზავებინა ყველაფერი, როგორც მიწიერი, ისე ზეციერიც“ [კოლ. 1,12-20];

„რომელიც არის ბრწყინვალება დიდების და მისი არსების ხატი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლისმტვირთველი, თავისი თავით ჩვენი ცოდვების განმწმედი, და ზესკნელს სიდიადის მარჯვნივ მჯდომელი“ [ებრ. 1,3].

 

ბოლო ჟამში ადამიანური ბუნებით შობილი

ჰიპოსტასის მეორე წევრი ძე

„ცხებული [2,26 ლუკა] მეფე, გინა ქრისტე, გინა კურთხეული“

[სულხან-საბა, „ლექსიკონი ქართული“, ტ. 2, თბ. 1993 წ.]

ბიბლია გვაუწყებს - „სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული მაგრამ ბრალი არ ექნება...“ [დან. 9,26].

ქართულ ცნობიერებაზე დამყარებული რიცხობრივი გზამკვლევი კი, შემდეგს გვკარნახობს: „სამოცდაორი შვიდეული - 62 x 7 = 434

ზვიად გამსახურდიას დაბადების თარიღი - 1939 წ. მარტის [03] ოცდათერთმეტი [31] იგავურად გვაუწყებს რიცხვზე - 434: 1939 = 1 + 9 + 3 + 9 = 22 = 2 + 2 = 4; 03 = 0 + 3 = 3; 31 = 3 + 1 = 4. ე.ი ვღებულობთ [4][3][4].

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების თარიღი - 1993 წ. დეკემბრის [12] ოცდათერთმეტი [31], იგავურად გვაუწყებს რიცხვზე - 434: 1993 = 1 + 9 + 9 + 3 = 22 = 2 + 2 = 4; 12 = 1 + 2 = 3; 31 = 3 + 1 = 4. ე.ი ვღებულობთ [4][3][4].

წმიდა წერილში ვკითხულობთ:

„საპყრობილედან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი და ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე, როცა ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა; ჩემი ხალხის ცოდვებისთვის დაისაჯა. მიეცა სამარხი ბოროტეულთა გვერდით და მდიდართან ერთად თავის სიკვდილში, რადგანაც სიავე არ ჩაუდენია და მის ბაგეში სიცრუე არ ყოფილა“ [ეს. 53,8-9];

„იხილეთ, როგორი სიყვარული მოგვცა ჩვენ მამამ, რათა ღვთის შვილებად ვიწოდებოდეთ. ქვეყანამ იმიტომ არ გიცნობთ თქვენ, რომ ვერ იცნო იგი“ [1 იოანე 3,1];

ამ ქვეყნად იყო, და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ იგი ვერ იცნო. თავისიანებთან მივიდა, და თავისიანებმა იგი არ შეიწყნარეს“ [იოანე 1,10-11];

„საყვარელნო, აწ შვილნი ვართ ღმრთისა, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაცხადებულა, რანი ვიქნებით, ვიცით მხოლოდ, რომ როცა გაცხადდება, მისივე მსგავსნი ვიქნებით, ვინაიდან ვიხილავთ, როგორია იგი“ [1 იოანე 2,2];

„გამოცხადდება ჩემი ძე იესო იმათთან ერთად, ვინც მასთან არიან, და გაიხარებენ, ვინც გადარჩება, ოთხასი წელი. გავა ეს წლები და მოკვდება ჩემი ძე ქრისტე და ყველა სუნთქვის მქონებელი ადამიანი“ [3 ეზრა 7,28-29];

„აჰა მოდის დრო, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს. და ასე მოგექცევიან იმიტომ, რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე“ [იოანე 16,2-3];

 

ზვიად გამსახურდიას ნაშრომთა მოკლე ჩამონათვალი

„ოთხმეოცდაათოთხმეტი წელი ქრისტეს მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე“, რომელიც სასწაულად აქვს ქართულ ენას

„უმეტეს სხუათა ენათა“

[ზვიად გამსახურდია]

„დილემა კაცობრიობის წინაშე“; „წერილები და ესსეები“; „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“; „რუსთაველი და ანტონ პირველი“; „თამარიანი და ვეფხისტყაოსანი“; „რუსთაველის ანტროპოლოგიის ერთი პრობლემა“; „რუსთაველის სრულყოფილი გამოცემისათვის“; „საქართველოს სულიერი მისსია“; „ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება“; „სამყაროს ევოლუცია, ანუ კაცობრიობის სულიერი ბიოგრაფია“; „ლუქსლანდიური ამბავი“; „სასწორთვალა და აუწონავი ხმის ჭაბუკი“; „მგელთავა და ამაღლების ციხე“ და სხვა.

 

მერაბ კოსტავას ლექსი - „მეგობარ ზვიადს“

„შენი სამშობლო არის სულეთი

სხვა სრა-სასახლე, ძმაო, ნუ გინდა.

დე, ხალხის თვალში დარჩი სულელი,

მამის წინაშე იყავი წმინდა.

დაე, გფარავდეს ვარსკვლავთ კრებული

და მიქაელის ცეცხლის მახვილი,

დაე, ღირსად გცნონ, იქმნა ვნებული,

წმინდა ზვარაკის ტკბილი სასმელით.

არ მიიკარო მწიკული ზადის

შენი ტანია თვით ეკლესია,

სცან ღაღადისი, გზა განიმზადე,

დედამიწაზე დადის მესსია!“

 

„ხოლო როდესაც მოვა იგი...“

ვიხილე: ზეციდან გადმომავალი თეთრი მტრედი,

და გაისმა ზეცით ხმა... [1997 წ.]

„მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით: გიჯობთ, რომ მე წავიდე; რადგანაც, თუ არ წავალ, არ მოვა თქვენთან ნუგეშისმცემელი, ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას. და როცა მოვა, ამხილებს ქვეყანას ცოდვის, სიმართლისა და განკითხვისათვის“ [იოანე 16,7-8];

„ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, - ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთან ხართ“ [იოანე 15,26-27];

„ხოლო როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ თქვენ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ; ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იტყვის, და მომავალს გაუწყებთ თქვენ. ის განმადიდებს მე, ვინაიდან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ“ [იოანე 16,13-14];

მოამზადა

დავით შათირიშვილმა

 

 ...

ჩემო ხალხო ერთსღა გეტყვით:

დროა გონს მოვეგოთ ყველა,

შემოვბრუნდეთ უფლისაკენ,

მასთან ვპოვოთ ნეტარება...

ჩამოვცილდეთ კინკლაობას,

და ვეუფლოთ უფლის რწმენას,

ხომ ვხედავთ რომ კარზე გვადგას

საქართველოს გაბრწყინება!

უფალი რომ გაცხადდება,

ამოარჩევს თავის შვილებს...

ვეღარავინ ვერ უშველის

ფულზე მეოცნებე „გმირებს“.

ვესწრაფვოთ რომ მოვიპოვოთ

უფლის მადლი მომდინარი,

ყველა მილიარდს სჯობია

მაცხოვრის „ერთი დინარი“...

„გატიალების ჟამს“ გავუძლოთ,

შევიკავოთ თვალს ცრემლები...

ძე ღვთისა რომ გაცხადდება,

შემდეგ ვახაროთ გულები!..

 ეკატერინე

ხრიკული