Print

გაზეთი № 44 [940]

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2014 წლი25 ოქტომბრის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 25 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.

მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია - საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს კანონი „საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით“.

სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლი27 ოქტომბრის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

- 2014 წ. 15 ნოემბერისათვის დაგეგმილი შეკრებისადმი გაერთიანების პოზიციის ამსახველი მიმართვის შემუშავების თაობაზე;

- ახალგაზრდული გაერთიანება „თავისუფალი თაობა"-სთვის ღია წერილით მიმართვის შესახებ;

- ქ. რუსთავის საკრებულოსადმი ღია მიმართვის გაგზავნის თაობაზე, რომელშიც დაყენებულია მოთხოვნა ქ. რუსთავის უსახელო ტყე-პარკისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ;

- საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს კანონი „საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით“;

2. ვალერი მჭედელაძის ინფორმაცია ქ. რუსთავისა და გარდაბნის რაიონში მომქმედ პირველად ორგანიზაციებში განხორციელებული რეორგანიზაციის საკითხზე;

3. ხაჩატურ ვართანიანცის მოსაზრება ქ. თბილისის საკრებულოსთვის, სხვადასხვა პრობლემატურ საკითხთა გადაწყვეტის მექანიზმის შეთავაზების თაობაზე;

4. ომარ დარსაძის წინადადება ქ. ტყიბულის საკრებულოს წინაშე რიგი პრობლემატური საკითხის დაყენების შესახებ.  

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, თინათინ ბაიაშვილი, ომარ დარსაძე, ჯემალ ჯიქია, ვალერი მჭედელაძე, იამზე დემურია [სიჭინავა], ხაჩატურ ვართანიანცი, ავთანდილ იოსელინი...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

„გამოხმაურება“ საპატრიარქოდან

2014 წ. 27-28 ოქტომბერს ჩვენი ინიციატივით შემდგარ სატელეფონო საუბრისას, საქართველოს საპატრიარქოს კანცელარიის უფროსმა, ბატონმა  იოანე გოგუამ გვაცნობა საქართველოს პატრიარქის ილია მეორის პასუხი, ა.წ. 6 ოქტომბერს მისთვის წარდგენილ ჩვენს მოთხოვნაზე, რომ - ქართველი ერის სულიერი გაერთიანების მიზნით, საქართველოში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების დაწყების დღე 22 დეკემბერი, დაწესებულიყო მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ.

პასუხის მოკლე შინაარსი ასეთია - ვინაიდან, სააღდგომო მარხვის დაწყების წინა კვირა დღე, ეკლესიის მიერ დადგენილია „საყოველთაო მიტევების კვირად“, ამდაგვარივე შინაარსის მქონე ახალი საეკლესიო თარიღის გამოკვეთა აღარ არის მიზანშეწონილი.

პატრიარქის განცხადებით, იგი მიესალმება თუკი ქვეყნის ხელისუფალი - 22 დეკემბერთან მიმართებაში, თავის მხრივ გადადგავს ქვეყნის ერთიანობისათვის გამიზნულ ასეთ ნაბიჯს.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

ვესწრაფვით რა - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებას; აგრეთვე

ვესწრაფვით რა - ქვეყნის დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი, სამართლებრივი ბრძოლის გზით აღდგენას; აგრეთვე

ვესწრაფვით რა - ქვეყანაში მშვიდობისა და სამართლიანობის მყარად დამკვიდრებას; აგრეთვე

ვესწრაფვით რა - ორმხრივად მისაღები თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური, თანამიმდევრული პოლიტიკის განხორციელებას,

ჩვენი ქვეყნის ათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე ვაცხადებთ: საქართველო უნდა გახდეს - მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო.

შესაბამისად, ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: საქართველოს კანონი „საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი: საქართველოს კანონი „საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით“ - 4 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ -  10 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

თბილისი,  2014 წლის  27 ოქტომბერი

 

საკანონმდებლო წინადადება

 

საქართველოს კანონი

„საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით“

 

მუხლი 1.

კანონის მიზანია დააფიქსიროს საქართველოს სახელმწიფოებრივი სწრაფვა - გაითვალისწინოს კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული მდება-რეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, და თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა შესაძლო დაპირისპირების გასანეიტრალებლად.

მუხლი 2.

საქართველო არის მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო.

მუხლი 3.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველო არ შეიძლება იყოს რომელიმე სამხედრო ან სამხედრო-პოლიტიკური კავშირისა თუ ბლოკის წევრი.

მუხლი 4.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია მეორე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ბაზების განლაგება.

მუხლი 5.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია სხვა ქვეყნის ჯარის, იარაღისა თუ სამხედრო ქონების ტრანსპორ-ტირება.

მუხლი 6.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველოში აკრძალულია სამხედრო დაპირისპირებული მხარეების დახმარების მიზნით რაიმენაირი სამხედრო ფორმირების და მოხალისეთა გაერთიანებების შექმნა.

 მუხლი 7.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველოს შეიარაღებული ძალები არასოდეს და არანაირი ფორმით არ შეიძლება ჩართული იქნენ სამხედრო დაპირის-პირებაში მყოფი რომელიმე მხარის სასარგებლოდ მიმართულ ქმედებებში.

მუხლი 8.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე საქართველოს აქვს საერთაშორისო სამართლის მიხედვით მისთვის მინიჭებული უფლება - შეიარაღებული ძალების მეშვეობით მოიგერიოს თავდასხმები მის ნეიტრალიტეტზე.

მუხლი 9.

მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს პოზიციიდან გამომდინარე, საქართველოს უფლება აქვს თავისი წვლილი შეიტანოს სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილე მხარეების მშვიდობიანად მორიგების პროცესის წარმატებით დაგვირგვინების საქმეში, რათა თავადვე გახდეს მსოფლიოში მშვიდობის დამყარების აქტიური ხელშემწყობი ქვეყანა.

მუხლი 10.   

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მუხლი 11. გარდამავალი დებულებები

დაევალოს საქართველოს მთავრობას,  რომ:

1 ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი კვირის ვადაში მოახდინოს საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ინფორმირებულობა;

2. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი განკუთვნილი სპეციალური მიმართვის გაგზავნა, რათა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა წინაშე დაისვას საკითხი, მათი მხრიდან, საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტე-ტის - გარანტორებად დადგომის თაობაზე;

3. ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში მოამზადოს - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ (და არაწევრ) ყველა სახელმწიფოსათვის განკუთვნილი წინადადება, რათა - ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებით, მოხდეს საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს სტატუსის ცნობა და მხარდაჭერა.

 

 

ახალგაზრდულ გაერთიანება

„თავისუფალი თაობა"-

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლეს-

 

ღია მიმართვა

 

თანავეზიარებით რა თქვენს მიერ „სააკაშვილის მანიაკალური რეჟიმისათვის“ შესაბამისი ადგილის მისაჩენად წამოწყებულ ბრძოლას; აგრეთვე:

ვითვალისწინებთ რა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად:

- „პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება“ [„მუხლი 35-36];

შემოვდივართ წინადადებით, რომ საქართველოს მოსახლეობის დაკვეთით სამართლიანობის აღდგენის კუთხით წარმართულ ბრძოლაში, 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის „საპარლამენტო უმრავლესობის“ წინაშე დასაყენებელ საკითხთა შორის, ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ლოზუნგად იქცეს, პარლამენტართა მხრიდან სამართლებრივი კუთხით აღსასრულებელი შემდეგი მოთხოვნები:

1. „2003 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასება“, რათა:

 პარლამენტის მიერ 2003 – 2004 წლების გასაყარიდან - 2012 წ. 1/25 ოქტომბრამდე საქართველოს ხელისუფლებაში მოსული ძალის მიერ დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობა, კაცობრიობისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შეფასებულ იქნეს, როგორც - დანაშაულებრივი; აგრეთვე:

2. „2003 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შეფასება“, რომლის თანახმადაც:

2003 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი  დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობის ყველა იმ პირს, რომელიც, დაარსებიდან მოყოლებული, ვიდრე - 2012 წლის 1/25 ოქტომბრამდე, ამ პარტიათა წევრის სტატუსით გახლდათ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი, კერძოდ:

- საქართველოს პარლამენტის დეპუტატი;

- საქართველოს სახელმწიფო მინისტრი [პრემიერ-მინისტრი];

- მინისტრი;

- მინისტრის მოადგილე;

- მთავრობის წევრი;

- მხარის რწმუნებული [გუბერნატორი]; მისი მოადგილე;

- ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის: მერი, მერის მოადგილე, გამგებელი, გამგებლის მოადგილე, საკრებულოებში ანაზღაურებად თანამდებობაზე მომუშავე დეპუტატი,

შესაბამისი გადაწყვეტილებით მიღებული კანონის ძალაში შესვლიდან 5 წლის მანძილზე, როგორც დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამკვიდრებელს აეკრძალოს - საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებში ყოფნის, საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის უფლება; აგრეთვე:

3. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ“, კერძოდ:

შესაბამისი გადაწყვეტილებით მიღებული კანონის  ძალაში შესვლის შემდგომად, პლენარულ სხდომაზე მისაღებად, მომზადდეს შესაბამისი კანონპროექტი, რათა 2003 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი  დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების ერთიანი ნაციონალური მოძრაობისპოლიტიკური გუნდის ყველა იმ წევრს, რომელმაც 2012 . 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში -  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობი“-   წევრის სტატუსით მოიპოვა დეპუტატის მანდატი, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 54,1-ზე დაყრდნობით - შეუჩერდეს  სადეპუტატო უფლებამოსილება.

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების აღსასრულებლად - სამართლიანობის აღდგენის გზაზე, გამოკვეთილი პოლიტიკური ლოზუნგებით წარმოებული დაუღალავი ბრძოლა, უცილობლად გამოიღებს დადებით შედეგს.

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

პატივისცემით

 

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

27 ოქტომბერი, 2014 წ.

 

 

. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს

ბატონ დავით მაღლაკელიძეს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლეს-

ღია მიმართვა

ბატონო დავით!

ვითვალისწინებთ რა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის  ზვიად გამსახურდიას მიერ გაღებულ უდიდეს წვლილს,

შემოვდივართ წინადადებით, რათა . რუსთავის საკრებულომ, საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი- 24- მუხლის . პუნქტის შესაბამისად, განიხილოს და მიიღოს შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება, რათა ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავ-საყოფად, . რუსთავში:

- მეგობრობის გამზირისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე გაშენებულ უსახელო ტყე-პარკს მიენიჭოს: საქართველოს ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და საქართველოს ეროვნული გმირის - ზვიად გამსახურდიას სახელი.

წინასწარ გიხდით რა მადლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი თვალს-აჩინო წარმომადგენლის - ზვიად გამსახურდიას სახელის სათანადო დაფასების საქმეში გაღებული წვლილისათვის,

ჩვენის მხრივ გამოვთქვამთ მზადყოფნას ორმხრივად მისაღებ ნებისმიერ ფორმატში ურთიერთთანამშრომლობისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

„სრულიად საქართველოს

ეროვნული ხსნის კომიტეტის“

თავმჯდომარე

ვალერი მჭედელაძე

27 ოქტომბერი, 2014 წ.

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანებაუფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლეს“-

 

ქართველი ერის გასაგონად სათქმელი

ღია მიმართვა

 

 ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის [დროებით] დარღვევაში უდიდესი როლი ითამაშა 2003-2012 წლებში ხელისუფლების სათავეში მყოფმა /ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“,

მიგვაჩნია, რომ მათ მიერ 2014 . 15 ნოემბრისათვის დაანონსებულ - აფხაზეთის თემატიკისადმი მიძღვნილ შეკრებაში, მათ გვერდით აღმოჩენილი ყოველი პოლიტიკური ძალა მოახდენს, მათი მხრიდანერთიან ნაციონალურ მოძრაობასთანწლების მანძილზე დანაშაულებრივ საქმიანობაში ფარულად თანამონაწილეობის თვითლუსტრაციას.

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ - ქვეყნისათვის სასიკეთო საქმე მხოლოდ სუფთა ზნეობის მქონე პოლიტიკურ ძალებს ხელეწიფებათ

 

/ უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

27 ოქტომბერი, 2014 .

ქართველი ერის სულიერი აზროვნება

ჩვენ, ქართველ ერს, გადმოგვეცა ისტორიული მემკვიდრეობა - სულიერი აზროვნებისა. ჩვენი ერი ქვეცნობიერად [„გონებით“] ფლობდა ღვთიურ ჭეშმარიტებას, რომლის გასიგრძეგანება მხოლოდ დღეს შეიძლება, როცა ღვთივსაიდუმლო გზებს, საქართველოში მომხდარით, ნელ-ნელა ფარდა ეხსნება...

ქართულ მწერლობაში ის ფესვებია გადგმული, საიდანაც ღვთიური ჭეშმარიტება უნდა აღმოცენდეს. „საქართველოს სულიერი მისია“ კი, საღვთო გზის სწორედ ის აღმონაცენია, რომელმაც ღვთიური ნაყოფი უნდა მოიმკას.

სულიერი მისია საქართველოისა ძნელად სავალ გზას მიუყვება. იქ სადაც სიმართლეა, სინათლის სხივიც იქ არის...

დინა [დიანა] ჯიქია

 

მათთვის რომელნიც ბოლო ჟამის „სუნთქვას“ გრძნობენ

საქართველო [საქ-ა-რთველო]

„...იესოს დამღა მას ეკისრა უკანასკნელად,

ორ წელს ატარა მან მიწაზე წყლულება იგი,

უარყო კუბო და შიშველი დაასაფლავეს...“

[დანტე,

„ღვთაებრივი კომედია“]

ვისაც ყური აქვს ისმინოს, რას გვკარნახობს წმიდა წერილი:

„33. სხვა აგავიც მოისმინეთ: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგ საწნანელი ამოკვეთა, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა.

34. და როცა რთვლობამ მოაწია, გაგზავნა თავისი მონები მევენახეებთან, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მათგან.

35. ხოლო მევენახეებმა დაიჭირეს მისი მონები, ზოგი სცემეს, ზოგი დახოცეს, ზოგიც კიდევ ქვებით ჩაქოლეს.

36. ახლა სხვა მონები გაგზავნა, უწინდელზე მეტნი, და მათაც იგივე დამართეს [საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ეროვნულ-განმათავისუფლებლი მოძრაობის მრავალი ღირსეული მამულიშვილი შეეწორა].

37. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა [[ზვიად გამსახურდია, რომლის მეთაურობით მომქმედმა ეროვნულმა ძალებმაც, არჩევნების გზით მოახერხეს კომუნისტური რეჟიმის დაამარცხება] და თქვა: ჩემი ძის მაინც მოერიდებათო.

38. მაგრამ მევენახეებმა [მსოფლიო მასონურმა ძალებმა] მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე [ზვიად გამსხურდია]; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ.

39. შეიპყრეს იგი, ვენახიდან გაიყვანეს [საქართველოდან იძულებითი წასვლა] და მოკლეს [1993 წ. 31 დეკემბერი].

40. მერედა, როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მევენახეებს?

41. უთხრეს მას: ბოროტად მოაკვდინებს, ხოლო ვენახს სხვა მევენახეებს [ბოლო ჟამის დასკვნით ეტაპზე მომქმედთ] მისცემს, რომლებიც დროულად ჩააბარებენ მოსავალს.

42. უთხრა მათ იესომ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს...

44. ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს“ [მათე 21,33-42; 44].

„14. ის იქნება საწმიდარად და დაბრკოლების ლოდად და წაფორხილების კლდედ ისრაელის ორი სახლისთვის. ბადედ და მახედ იერუსალიმის მკვიდრისათვის.

15. ბევრი წაიფორხილებს მასზე, დაეცემიან და დაილეწებიან, გაებმებიან და გაიხლართებიან“ [ეს. 8,14-15].

მოამზადა

დავით შათირიშვილმა

 

ვიხილე: მოზრდილი წიწილები... მათ შორის ყურადღება გამამახვილებინეს - სამ, თვალისათვის აღსაქმელად, თითქმის შეუმჩნეველ ძალიან მცირე ზომის წიწილაზე, რომლებიც, ამავე დროს, თავისი არსით იმდენად დიდი იყვნენ, რომ ბოლომდე შეუძლებელი იყო მათი შეცნობა...

ვიხილე: დიდ ოთახში შეკრებილთა შორის მყოფნი, და მათ შორის, თითქოსდა თანამდებობრივად ყველასაგან გამორჩეული [უფროსი] კაცი. იგი შეკითხვებით [გამოცანის სახით] წინადადებებს ეუბნებოდა მაგიდასთან მჯდარ გელა სალუაშვილს, რომელსაც ამ წინადადებაში გამოტოვებული სიტყვა უნდა ამოეცნო.

ასე გაგრძელდა რამოდენიმე ხანი... იმ უფროსმა კაცმა ბოლო გამოსაცნობი წინადადება წარმოთქვა, და თან ცდილობდა მინიშნებაც მიეცა. ბატონი გელა ფეხზე წამოდგა და ასე ცდილობდა გამოტოვებული სიტყვის გამოცნობას...

დავით შათირიშვილი

 

...

რა ხდება ჩემო სამშობლოვ,

რად დაგიყრუვდა შვილები?!

აღარაფერი არ ესმით,

დადიან დაბნეულები...

მე მიკვირს - ხალხის ნაწილი,

ასე რატომა ღელავენ?..

ყურები აქვთ და არ ესმით,

თვალითაც ვერას ხედავენ.

სინდისიც აღარა ჰყოფნით,

ღმერთო, რაებსა ბედავენ:

ძირგამომპალი სკამისთვის,

ლამის ერთმანეთს თელავენ...

უფალი მოდის! - გაიგეთ,

გაისუფთავეთ გულები,

რომ უფლის გაცხადებისას

არ დარჩეთ გარიყულები...

 ეკატერინე

ხრიკული