Print

გაზეთი № 45 [941]

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლი3 ნოემბრის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

- საქართველოს საპატრიარქოსგან გამოხატულ პოზიციასთან დაკავშირებით;

- ახალგაზრდულ გაერთიანება „თავისუფალ თაობასთან“ შესაძლო კოორდინაციის შესახებ;

- საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს კანონი საქართველოში 2004 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ“;

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ვალერი მჭედელაძე, იამზე დემურია [სიჭინავა],ავთანდილ იოსელინი, ჯემალ ჯიქია...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

განცხადება

არამყარი პოლიტიკური შეხედულების მქონე პოკლიტიკური ძალებისა და მათი ე.წ. ლიდერების საქციელი წააგავს - გამხმარი ზედაპირის მქონე ფეკალური მასის „მდგომარეობას“: საკმარისია უშუალოდ მას რაიმე შეეხოს, რომ იმწუთში საშინელი სიმყრალის სუნის გამოცემას იწყებს.

2014 წლის 4 ნოემბერი არის ის ერთ-ერთი ათვლის წერტილი, რომლიდანაც დაიწყო - „პოლიტიკური ფეკალური მასების“ ე.წ. გამხმარი ზედაპირის გადაქექვა და მათგან „პოლიტიკური სიმყრალის“ გავრცელების თანმდევი პროცესი.

ბიბლიური სიბრძნე გვასწავლის, რომ - არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდება; და რომ - „რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“ [ეკლესიასტე  8,11].

თბილისი,

2014 წ. 4 ნოემბერი

 

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

ვხელმძღვანელობთ რა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ გამოხატული ნებით, მიგვაჩნია რომ, ისტორიული სამართლიანობიდან გამომდინარე, საჭიროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას; ამიტომ:

ვეყრდნობით რა - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებებს, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ კანონპროექტს: „საქართველოში 2004 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ“.

 

დანართი:

1. კანონპროექტი:საქართველოში 2004 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ“  - 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ -  8 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით:

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

 „საქართველოში 2004– 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის

პოლიტიკური შეფასების შესახებ“

მუხლი 1.

კანონის მიზანია ხელი შეუწყოს - ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების, საქართველოს მოქალაქეთა ნების უზენაესობისა და ერის ზნეობრივ ფასეულობებზე დაფუძნებული სამართლებრივი სივრცის დამკვიდრებას.

მუხლი 2.

ადამიანის უფლებათა და მორალურ ფასეულობათა მასიური ხელყოფისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის პროცესში შეტანილი უმძიმესი წვლილისა გამო, 2004  - 2012 წლებში საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ძალის მიერ დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის  საქმიანობას მიეცეს - „სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმის“ კვალიფიკაცია.

მუხლი 3.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების

საქართველოს კანონი

 „საქართველოში 2004– 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის

პოლიტიკური შეფასების შესახებ“  

განმარტებითი ბარათი

 

„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე,

ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“

[ეკლესიასტე  8,11]

 

თავი 1.

ისტორიული მაგალითი

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების თაობაზე საუბრის დაწყებამდე, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიასთან დაკავშირებული, ის საკითხი გვინდა გავიხსენოთ, რომელიც - საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ, საბჭოთა იმპერიაში ჩვენი ქვეყნის იძულებითი ყოფნის, 70-წლიანი მონაკვეთის შეფასებას ეხება.  

1801 წლიდან ათვლით, მეფის რუსეთის იმპერიაში ჩვენი ქვეყნის 117 წლიანი ტყვეობის შემდეგ, კერძოდ 1918 წ. 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დემოკრატიული რესპუბლიკა შექმნა.  

1919 წლის მარტში ეროვნული საბჭო შეცვალა დამფუძნებელმა კრებამ, რომლის არჩევნებში ამომრჩეველთა 60 პროცენტზე მეტი მონაწილეობდა. დამფუძნებელმა კრებამ დაადასტურა საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადება, ხოლო მოგვიანებით, კერძოდ 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რასპუბლიკის კონსტიტუცია მიიღო.

1921 წლის დამდეგს საბჭოთა რუსეთისათვის შექმნილ ხელსაყრელ საერთაშორისო ვითარებაში (თეთრპოლონელთა და ვრანგელის არმიების განადგურება და სხვა), კომუნისტური რეჟიმის მიერ შემუშავდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობისა და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების გეგმა.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, თავისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მესამე წელს, საბჭოთა რუსეთის იმპერიის შეიარაღებული ძალების სამხედრო აგრესიას ვეღარ გაუძლო... 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. საომარი ოპერაციები 1921 წლის მარტის მეორე ნახევარში დასრულდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში გაიხიზნა.

საქართველოს დემოკრატიული მთავრობის დამხობასა და საქართველოს ფაქტობრივ ანექსიას მოჰყვა ქართველი ხალხის სუვერენული უფლებების უგულვებელყოფა, მას თავს მოახვიეს ისეთი პოლიტიკურ-სამართებლივი ინსტიტუტები და ეკონომიკური სისტემა, რომელიც უცხო იყო მისთვის.

 მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ძალების კოორდინირებული მოქმედების შედეგად, 1990 წლის 9 მარტს საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება - საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ, რომელშიც კერძოდ ნათქვამია:

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო

- ადასტურებს, რომ 1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით, ფაქტობრივ ანექსიას;

- გმობს საქართველოს ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას საბჭოთა რუსეთის მიერ, როგორც საერთაშორისო დანაშაულს...

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო აცხადებს უკანონოდ და ბათილად:

- 1921 წლის 21 მაისის მუშურ-გლეხურ სამოკავშირეო ხელშეკრულებას საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას შორის;

-  1922 წლის 12 მარტის სამოკავშირეო ხელშეკრულებას ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა ფედერაციული კავშირის შექმნის შესახებ.

დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის შესახებ, ვინაიდან 1922 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულება საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების შექმნის შესახებ საქართველოს მიმართ არაკანონიერია.

ამდენად, 1921 წელს განხორციელებული კომუნისტური აგრესიის გზით ხელისუფლებაში მოსულთა სამართალმემკვიდრის - საქართველოს  სსრ უზენაესი საბჭოს მიერ, მიღებული იქნა, მსოფლიო პრაქტიკაში თითქმის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც - საქართველოში დამყარებული 70 წლიანი მმართველობა გამოცხადდა უკანონოდ...

 

თავი 2.

ზოგადი შეფასებისათვის

საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე გამოხატულმა ხალხის ნებამ, ქვეყანაში დარღვეული სამართლიანობის აღდგენის მიზნით დაწყებული საქმიანობის ახალ ეტაპზე აყვანის რეალური საფუძველი შეექმნა...

2003 წლის მიწურულს ე.წ. ვარდების რევოლუციით ხელისუფლებაში მოსული მ. სააკაშვილი და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდი, უმოკლეს ვადაში გადაიქცა ფსევდო დემოკრატიულ და ფსევდო ლიბერალურ ღირებულებებს ამოფარებულ, ავტორიტარული და ტოტალიტარული პოლიტიკური რეჟიმებისათვის დამახასიათებელი ნიშნების მატარებელ პოლიტიკურ რეჟიმად.

აღნიშნულის მთლიანობაში გასააზრებლად, მოდით თვალი გადავავლოთ, ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ იმ განმარტებებს, რომლებიც ავტორიტარულ და ტოტალიტარულ პოლიტიკურ რეჟიმებთან მიმართებაშია ფორმულირებული. განმარტებებისათვის გამოყენებულია შემდეგი ლიტერატურა:

1. „ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 წ.,128 გვ.;

2. „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი“: ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 წ., 283 გვ.;

3. „სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი“ / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]  თბ. : ლოგოს პრესი, 2004  წ. 351 გვ. ; 20 სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი);

4. „მოხელის სამაგიდო ლექსიკონი“/გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 წ.483 გვ.,- (საჯარო მოსამსახურის ბ-კა).

მაშ ასე, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით მიჩნეულია, რომ:

1. ავტორიტარული რეჟიმის დროს: მმართველობა იძულებას ეყრდნობა და არა კონსტიტუციურ შეზღუდვებს“ [იხ. 1]; და მართლაც:

პრეზიდენტი მ. სააკაშვილი, და მასთან დაახლოებული მცირე ჯგუფი, არად დაგიდევდათ რა საკანონმდებლო სივრცით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს, მოქმედებდა მოსაახლეობის აბსოლუტურ მორჩილებაზე აგებული ისეთი მმართველობითი სისტემის ფარგლებში, რომელიც მხოლოდ იძულებას ეყრდნობოდა და არა ფორმალურად გაწერილ კონსტიტუციურ შეზღუდვებს;

2. ავტორიტარული რეჟიმის დროს დაკარგულია: „აუცილებელი თანხმობის არსებობა ხელისუფლებას, მის გადაწყვეტილებებსა და საზოგადოებას შორის“ [იხ. 1]; და მართლაც:

პრეზიდენტ მ. სააკაშვილისა, და მასთან დაახლოებული მცირე ჯგუფის მმართველობისას, ხელისუფალი მოსახლეობისათვის ყოველგვარი ანფარიშის გაწევის გარეშე მოქმედებდა, ანუ დიახაც რომ: სრულად იყო დაკარგული, დემოკრატიული სისტემისათვის თანმდევი აუცილებელი თანხმობა - ხელისუფლებას, მის გადაწყვეტილებებსა და საზოგადოებას შორის;

3. ტოტალიტარული რეჟიმის დროს: „პოლიტიკური ხელისუფლება პრეტენზიას აცხადებს მოსახლეობის საყოველთაო ინტერესებზე. ამ საყოველთაო ინტერესებში ადგილი არ რჩება პიროვნებისა და პოლიტიკის სხვა სუბიექტების ინტერესებისათვის, თავისუფალი პოლიტიკური მოღვაწეობისათვის, რაც ინდივიდის ხელისუფლებისაგან გაუცხოებას იწვევს“ [იხ. 3]; და მართლაც:

პრეზიდენტ მ. სააკაშვილისა, და მასთან დაახლოებული მცირე ჯგუფი, ცდილობდა რა მასიური კონტროლის დამყარებას, თავს ვალდებუ;ლად თვლიდა მოსახლეობის საყოველთაო ინტერესებზე ჰქონოდა პრეტენზია. საკუთარი დამახინჯებული ცნობიერების თავსმოხვევის რეჟიმში მომქმედი ხელისუფალი, არც - პიროვნებას, და არც - პოლიტიკის სხვა სუბიექტებს ადგილს აღარ უტოვებდა საკუთარი ინტერესების გამოხატვისა და თავისუფალი პოლიტიკური მოღვაწეობისათვის; რამაც - ქვეყნის მაცხოვრებელთა აბსოლუტური უმრავლესობისა და ხელისუფლების ურთიერთგაუცხოება გამოიწვია;

4. ავტორიტარული რეჟიმის დროს: „იდევნებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და ლიდერები“ [იხ. 3]; და მართლაც:

პრეზიდენტ მ. სააკაშვილისა, და მასთან დაახლოებული მცირე ჯგუფის მმართველობის დროს უმკაცრესი ფორმებით ირბეოდა მოსახლეობისა და ოპოზიციური პარტიების საპროტესტო გამოსვლები. ფიზიკურ ანგარიშწორებასა და სასტიკ დევნას განიცდიდნენ არა მარტო აქციებში მონაწილე პარტიათა აქტივისტები, არამედ პარტიის გამოკვეთილი ლიდერებიც;

5. ავტორიტარული რეჟიმის დროს: „მეტ-ნაკლებად შეზღუდულია პოლიტიკური უფლებები, სახელმწიფო ძალაუფლება კონცენტრირებულია ძირითადად ერთი პირის (პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მონარქი) ან ჯგუფის ხელში“ [იხ. 4]; და მართლაც:

მთელი 2004-2012 წლების მანძილზე, უაღრესად შეზღუდული პოლიტიკური უფლებების ფონზე, სახელმწიფო ძალაუფლება კონცენტრირდებოდა ძირითადად ერთი პირის - პრეზიდენტ მ. სააკაშვილისა, და მასთან დაახლოებული მცირე ჯგუფის ხელში, რომელიც, პრაქტიკულად არ აგებდა პასუხს არც ერთი სახელმწიფო ორგანოს წინაშე;

6. ავტორიტარული რეჟიმის დროს „არჩევნები და დისკუსიების მიზანი ხელისუფლებისთვის დემოკრატიული იმიჯის შექმნაა მაშინ, როდესაც კონტროლი მთლიანად ხელისუფალთა ხელშია“ [იხ. 1;2]; და მართლაც:

პრეზიდენტ მ. სააკაშვილისა, და მასთან დაახლოებული მცირე ჯგუფის მმართველობისას, კერძოდ - 2004, 2006, 2008 და 2010 წლებში ჩატარებული არჩევნების კონტროლის ძირითადი მექანიზმი მთლიანად ხელისუფალთა ხელში იყო მოქცეული, და, ატარებდა რა ფალსიფიცირებულ და ფორმალურ ხასიათს, ხელისუფლებისთვის მხოლოდ დემოკრატიული იმიჯის შექმნას ისახავდა მიზნად;

7. ტოტალიტარული რეჟიმი პირობებში: „იდეოლოგიური მრავალფეროვნების ნაცვლად გაბატონებულია ერთადერთი იდეოლოგია, ჩანასახშივე, ტერორისტული მეთოდებით, იხშობა ნებისმიერი ოპოზიციური გამოსვლა და სხვაგვარად აზროვნება. ერთ პირის (ბელადის) ხელთ სრულად კონცენტრირებული სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ერთადერთი პარტიისა და სამხედრო დისციპლინის მეშვეობით. შენარჩუნებული დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმა და ინსტიტუტები (პარლამენტი, არჩევნები, რეფერენდუმი და სხვ.) მოკლებულნი არიან რეალურ შინაარსს, ასრულებენ მხოლოდ დეკორაციის როლს და გამოიყენებიან პროპაგანდისტული მიზნებისათვის“ [იხ. 4]; და მართლაც:

პრეზიდენტმა მ. სააკაშვილმა, და მასთან დაახლოებულმა მცირე ჯგუფმა შექმნა რეჟიმი, რომლის დროსაც ღიად დეკლარირებული დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმა და ინსტიტუტები (ყველა სახელისუფლო შტო) მოკლებულნი იყვნენ რეალურ შინაარსს. დეკორაციის ფუნქციებით დატვირთული პარლამენტი და სასამართლო ხელისუფლება, საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ, მზად იყო უსიტყვოდ შეესრულებინა პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი ხელმძღვანელობით მომქმედი მთავრობის სხვადასხვა რგოლებიდან მომდინარე ნებისმიერი პოლიტიკური დაკვეთა;

8. ტოტალიტარული რეჟიმი: „თავის განუსაზღვრელ ძალაუფლებას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს კონტროლისათვის იყენებს, როგორიცაა: ოჯახი, რელიგია, განათლება, ბიზნესი, კერძო საკუთრება თუ სოციალური ურთიერთობანი“ [იხ. 1]; და მართლაც:

პრეზიდენტ მ. სააკაშვილისა, და მასთან დაახლოებული მცირე ჯგუფის უკიდურესად ცენტრალიზებული ხელისუფლება, პიროვნებათა დაშანტაჟების ხერხების [ე.წ. ფარული მოსმენები და სხვა] გამოყენებით, თავის განუსაზღვრელ ძალაუფლებას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ტოტალური კონტროლის დამყარებისათვის იყენებდა;

9. ტოტალიტარული რეჟიმისათვის დამახასიათებელია: „ერთპარტიული სისტემა, პიროვნების თავისუფლების უგულებელყოფა და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებზე უმკაცრესი კონტროლი“ [იხ. 1]; და მართლაც:

პრეზიდენტი მ. სააკაშვილი, და მასთან დაახლოებული მცირე ჯგუფი, ქვეყნის სათავეში მოსვლის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, მეთოდურად ცდილობდა მოეხდინა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის თავისუფლების უგულებელყოფა და ცინიკური საშუალებებით ესწრაფოდა დაემყარებინა, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებზე უმკაცრეს კონტროლზე აგებული, მახინჯი მმართველობითი სისტემა;

10. ტოტალიტარული რეჟიმისათვის დამახასიათებელია:  „ხელისუფალი მასობრივი პარტიის მონოპოლიური არსებობა, რომელიც აყალიბებს პოლიტიკურ მიზნებს, განსაზღვრავს მისი რეალიზაციის საშუალებებს და ახორციელებს კადრების მომზადებასა და განაწილებას. მმართველი პარტიის სათავეში დგას ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ყველა არსებით საკითხს წყვეტს“ [იხ. 3]; და მართლაც:

ხელისუფლების ყველა შტოსთან შერწყმულმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, დაამყარა პრაქტიკულად ერთპარტიული დანაშაულებრივი მმართველობითი სისტემა, რომლის ლიდერი მ. სააკაშვილიც, ცდილობდა რა აბსოლიტურად ყველა სფეროში მოეხდინა აზრის მონოპოლიზება, თითქმის ყველა არსებით საკითხს ერთპიროვნულად წყვეტდა;

11. ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში: „ხელისუფლების მთელი აქცენტი გადატანილია საშინაო და საგარეო მტრების ძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაზე“ [იხ. 3]; და მართლაც:

პრეზიდენტი მ. სააკაშვილი, და მასთან დაახლოებული მცირე ჯგუფი, ხელისუფლების უაღრესად მაღალი ცენტრალიზაციის პირობებში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ყველა ხერხს მიმართავდა რათა მოსახლეობის ყურადღება, ქვეყნის წინაშე მდგარი საკითხების მოგვარების მაგივრად, მხოლოდ საშინაო და საგარეო მტრების ძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლისაკენ წარემართა;

12. ტოტალიტარული რეჟიმის დროს ხდება: „საზოგადოებრივი ცხოვრების იდეოლოგიზაცია - მონოპოლიური იდეოლოგია ასაბუთებს, ამართლებს არსებული რეჟიმის უკონტროლო ბატონობას“ [იხ. 3]; და მართლაც:

პრეზიდენტ მ. სააკაშვილისა, და მასთან დაახლოებული მცირე ჯგუფის  უმკაცრეს კონტოლს დაქვემდებარებული მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ყველანაირად ამართლებდნენ არსებული რეჟიმის უკონტროლო ბატონობასა და მათ მიერ თავსმოხვეულ იდეოლოგიას;

13. პრეზიდენტ მ. სააკაშვილისა, და მასთან დაახლოებული მცირე ჯგუფის მიერ შექმნილი რეჟიმის კიდევ ერთი მხარე, ყოველგვარი კომენტარის გარეშეც კარგად ჩანს შემდეგ განმარტებაში:

„ტოტალიტარული სისტემის ფასადის უკან ადვილი აღმოსაჩენია განუკითხაობა, მართვის არაპროფესიონალიზმი და ხელისუფლებაში მოკალათებული კრიმინალური კლანები, რომლებიც სახელმწიფო საშუალებებს საკუთარი მიზნებისათვის იყენებენ“ [იხ. 1]...

ჩამონათვალის გაგრძელების გარეშეც, ვფიქრობთ აშკარაა, რომ მ. სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდის მიერ, საქართველოში დამყარებული იყო - ფსევდო დემოკრატიული და ფსევდო ლიბერალური ღირებულებების მქადაგებელი, ავტორიტარულ და ტოტალიტარულ პოლიტიკურ მმართველობაზე დაფუძნებული სისტემური დანაშაულის ნიშნების მატარებელი რეჟიმი.

 

თავი 3.

„სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმი“

საქართველოს მოსახლეობის ნების რეალურად გამომხატველი ყოველი პოლიტიკური ძალისათვის, ნათელი უნდა იყოს, თუ რა ზიანის მომტანი აღმოჩნდა 2003 წ. ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ გზით ქვეყნის სათავეში მოსული მ. სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდის მიერ დამყარებული რეჟიმის საქმიანობა. კერძოდ:

- 2004 წლის თებერვლიდან ათვლით  განხორციელებული საკანონმდებლო [კონსტიტუციური] ცვლილებები, მ. სააკაშვილის მეთაურობით ხელისუფლებაში მოკალათებული გუნდისათვის განუზომელი ძალაუფლების თავმოყრის იურიდიულ საფუძვლად იქცა; აგრეთვე

- 2004 და 2008 წლების ე.წ. საპრეზიდენტო და საპარლამენტო „არჩევნებით“ ქვეყნის მართვის სათავეებთან მოსული მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის გაუთვლელი ქმედებების  შედეგად, ადამიანთა საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში, გაუგონარ მაშტაბებს მიაღწია ქართული ცნობიერების მოშლა-გადაგვარებისაკენ მიმართულმა საქმიანობამ... ფეხქვეშ გაითელა ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებული - ადამიანის, თითქმის ყველა, უფლება... ციხეები გაივსო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დაკავებული პირებისაგან; აგრეთვე

- 2008 წლის აგვისტოში, . სააკაშვილისა და მისი გუნდის გაუაზრებელმა ქმედებებმა, ყოველმხრივ შეუმზადა ნიადაგი რუსეთის ფედერაციას, რათა იგი, თავისი იმპერიული ზრახვების განსახორციელებლად, არა მარტო ჩართულიყო ცხინვალის რეგიონში დაწყებულ საომარ ქმედებებში, არამედ ეღიარებინა კიდეც აფხაზეთისა და .. სამხრეთ ოსეთის“ ფორმალური დამოუკიდებლობა და ამ .. დამოუკიდებელი სახელმწიფოების მოთხოვნით თავისი შეიარაღებული ძალების იქ ყოფნა დაეკანონებინა; აგრეთვე

- ქვეყანაში მცხოვრები აბსოლუტური უმრავლესობის უკიდურესი გაჭირვების ფონზე, ნათლად გამოიკვეთა ე.წ. სახელისუფლო ელიტაში მყოფი და მათთან დაახლოებულ ჯგუფში შემავალი მცირე წრის უზომო ფუფუნება, რომელთა კეთილდღეობის ყოველდღიური წარმოჩენა, მთლიანად ქვეყნის წინსვლის დემონსტრირების ფასადურ-ფორმალურ საფუძველად იქცა...

ყოველივე ზემოთქმული, სხვა მრავალ ასპექტთან ერთად, 2012 წლის 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტს ავალდებულებს გაითვალისწინოს საქართველ;ოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ნება, რათა 2003/2004 წლების გასაყარიდან - 2012 წ. 1/25 ოქტომბრამდე საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ძალის მიერ დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის  საქმიანობას მიეცეს - სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმის“ კვალიფიკაცია. 

 

...

ოქტომბერი მიიწურა,

ჩაამთავრა თავის დღენი,

თუკი რამე ცუდი გვქონდა

თან წაიღო ყველაფერი...

დაგვიბარა - სულ ცოტაც და

მოგცილდებათ დიდი მტერი!..

ნოემბერმა შემოგვძახა:

მტკიცედ იდექ საქართველოვ!

დიდი შვება გელის მალე,

[დროს ეხლა ვერ გაგიმხელო],

ეშმაკნი რომ მოგიმრავლდნენ,

უკვე უნდა დამარცხდნენო...

ყველაფერი დალაგდება,

საიდუმლოს ვიტყვი წამში,

მაცხოვარი თავის გუნდით

გაგვიცხადდება ლასკარში...

აყვავდება საქართველო,

გაიხარებს მთელი ერიც,

მხიარულად იქნებიან:

სტუმრებიც და მასპინძლებიც!..

 ეკატერინე

ხრიკული