Print

გაზეთი № 46 [942]

მათთვის რომელნიც ბოლო ჟამის „სუნთქვას“ გრძნობენ

„...ელოი, ელოი, ლამმა საბაქთანი?..“ [მარკ. 15,34]

 

„დასაბამიდან იყო სიტყვა [უფალი], და სიტყვა [უფალი] იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა [უფალი].

და სიტყვა [უფალი] ხორცად იქცა [განკაცებული იესუ ქრისტე], და დემკვიდრა [მაცხოვარი] ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე, და ვიხილეთ დიდება მისი [უფალი იესუ ქრისტე], დიდება როგორც მხოლოდშობილისა მამის მიერ“ [იოანე 1,1; 14].

მოდით ერთად გავიხსენოთ, განკაცებული უფლის ორ ბუნებასთან მიმართებაში არსებული დოგმატი.

მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე [ქალკედონი, 451 წ. ოქტომბერი] შეკრებილმა 630 [ზოგი ცნობით - 640] წმიდა მამამ, ერთხმად შეიმუშავა სარწმუნოებრივი სწავლება ქრისტეს შესახებ, რომელიც ასეა ფორმულირებული:

„ვართ რა მიმდევარნი წმიდა მამათა მოძღვრებისა, ყველანი ერთხმად ვასწავლით, ერთი და იმავე ძის, ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს აღიარებას, როგორც სრულყოფილს ღმრთაებრიობით და სრულყოფილს ადამიანურობით, ჭეშმარიტ ღმერთს და ჭეშმარიტ კაცს, იმავე გონიერი სულისა და სხეულისაგან, ერთარსს მამისა ღმრთაებრიობით და ჩვენივე ერთარსს ადამიანურობით, ყოველივეთი ჩვენს მსგავსს, გარდა ცოდვისა.

ღმრთაებრივობით მამისაგან შობილს უწინარეს საუკუნეთა, ხოლო უკანასკნელ ჟამს კაცობრივად შობილს ჩვენთვის და ჩვენი ცხოვრებისათვის ღვთისმშობელი ქალწული მარიამისაგან.

ერთსა და იმავე ქრისტეს, მხოლოდშობილს ორი ბუნებით, შეურწყმელად, უცვლელად განუყოფელად და განუყრელად შემეცნებულს, ისე რომ შეერთების შემდეგ არა თუ არანაირად არ ისპობა განსხვავება ორ ბუნებას შორის, უფრო მეტიც, თითოეული ბუნების თვისება შენარჩუნებული და შეერთებულია ერთ პირსა და ერთ ჰიპოსტასში - არა ორ პირად განკვეთილსა და განყოფილს, არამედ ერთსა და იმავე ძე ღმერთს, მხოლოდშობილს, სიტყვა ღმერთს, უფალ იესუ ქრისტეს, როგორც მის შესახებ ასწავლიდნენ წინასწარმეტყველები და, როგორც თვით უფალმა ქრისტემ გვასწავლა და როგორც ამას მამათა სიმბოლო გადმოგვცემს“ [„მსოფლიო საეკლესიო კრებები“, რედ. ზურაბ ეკალაძე, თბ. 2006 წ., გვ. 25-26].

ახალ აღთქმაში დაფიქსირებულს - „და ასე მეცხრე საათს ხმამაღლა შეღაღადა იესუმ: ელი, ელი, ლამა საბაქთანი? რაც ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე?“ [მათე 27,46]; ძველ აღთქმაში გადმოცემული ღმერთის ნება  შემდეგნაირად წინასწარგანჭვრეტს - „ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე?..“ [ფსალმ. 21,2];

სულხან-საბასეული სწავლებით: „ელია - უფალი ღმერთი ჩემი. ელიას - ღმერთი უფალი“ [ტ. 2, გვ. 611];

„ღმერთი [3,6 გამოსვლა] ღ-თი არს ნათელი დაუსაბამო და მიზეზი ყო[ვ]ელთა დასაბამიერთა და დამბადებელი ყო[ვ]ელთა; ღ-თი გამოითარგმანების ხედვად და წვა“ [ტ. 2, გვ. 253];

„კვლავ ითქმის ღმერთი ყოველთა მიზეზი და შემოქმედი და უხილავი“ [ტ. 2, გვ. 253];

ბუნებრივია, რომ აღნიშნული სათავეს სწორედ სახარებიდან იღებს - „ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს [„სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა ჭეშმარიტებათა თანაც თაყვანის-ცემაი“]“ [იოანე 4,24];

„მაგრამ ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი, და ვისთვისაც ვართ ჩვენ, და ერთი გვყავს იესუ ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი, და ვის მიერაც ვართ ჩვენ“ [1 კორ. 8,6].

„ისევე როგორც სხვაგან ამბობს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე წესისამებრ მელქისედეკისა; რომელმაც, მისი ხორციელად ყოფნის დღეებში, ხმამაღალი ყვირილითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი; და შესმენილ იქნა მისი ღმრთისმოშიშების გამო“.

და კიდევ. მოდით გავიხსენოთ წმიდა მამათა მიერ განმარტებული,  უფალ იესუ ქრისტეს პირველ და მეორედ მოსვლასთან დაკავშირებული თემატიკა:

„პირველად მოსვლისას შობილი, ორი ბუნების მატარებელი, ძე ღვთისა და ძე კაცისა, რომელიც კეთროვნებს კურნავდა, ბრმებს თვალს უხელდა და მკვდართ აღადგენდა, ისმება კითხვა: როგორღა აღესრულა ჯვარზე ცმული, ჩვენი ცოდვების მტვირთველი უფალი იესუ ქრისტე.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ ღმერთის მოკვდინება, - თუნდაც ხრწნად სხეულში იყოს, რამდენი დროც არ უნდა გასულიყო ჯვარცმიდან, - შეუძლებელია.

მაშ, რა მისტერიასთან გვაქვს ადგილი პირველად მოსვლისას?! იმისა, რაც გადმოცემულია სახარებაში: „მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი; თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ“.

ამიტომ, რათა ჯვარზე გაკრული მაცხოვარი აღსრულებულიყო და თავისი ვნებით წარეხოცა მრავალთა ცოდვები, მის სხეულს [აღსრულებამდე რამდენიმე წამით ადრე] ტოვებს მისი ღვთაებრივი ბუნება, და ჯვარზე რჩება მხოლოდ კაცობრივი ბუნება, რომელიც შეჰღაღადებს ღვთაებრივ ბუნებას: ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი, რაც თარგმანში ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე.

ანუ ჯვარზე დარჩენილია ერთი ბუნების, კაცობრივი ბუნების [მაცხოვარი], ისეთივე, როგორი ბუნებითაც უნდა შობილიყო ბოლო ჟამს. ის ეწვალა და მოკვდა სხეულით, ე.ი. კაცობრივი ბუნებით, და არა ღვთაებრივით“ [„მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის მოკლე კატეხიზმო კათაკმეველთათვის“, ზუგდიდი, 1992 წ., გვ. 12];

„ხოლო პირველი იგი შობაი ღმრთეებისაი მის მამისაგან, თვით მამამან უწყის, რამეთუ მეორეი ესეცა შობაი ძისაი ხორცითა ვერვინ შეუძლოს გამოძიებად, რამეთუ იტყვის წინასწარმეტყუელი იგი, თესლ-ტომი მისი ვინ შეუძლოს თხრობად?“ [„შატბერდის კრებული“, თბ. 1979 წ., გვ. 238].

მოამზადა

დავით შათირიშვილმა   

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2014 წლი8 ნოემბრის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 8 ნოემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ლეილა მეფარიძე, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.

მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია - საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს კანონი საქართველოში 2004 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ“

სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლი10 ნოემბრის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს კანონი საქართველოში 2004 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ“, ახალგაზრდულ გაერთიანება „თავისუფალ თაობასთან“ შესაძლო კოორდინაციის შესახებ.

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

მხილებისეული ეტაპის მაგალითები

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ქალბატონ ეკა ბესელიასადმი განკუთვნილი ჩვენი გაერთიანების ორი „ღია მიმართვა“ [იხ. გაზ. №41 [937], გვ. 3-6], როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, მოსამზადებლად, კომიტეტის აპარატის უფროს სპეციალისტ თეიმურაზ ჩიტაიასთვის გადაუციათ. მასთან გამართულ სატელეფონო საუბარში [ტელ. 228 – 13 – 24], ბატონმა თეიმურაზმა განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მათი კომიტეტი, ჩვენს საკანონმდებლო წინადადებასთან  - საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“[№9789, 08.05.2014 წ.], - მიმართებაში, მათი მხრიდან გამოთქმული არასწორი პოზიციის გამოსწორების მიზნით, ამ საკითხის თაობაზე საკომიტეტო მოსმენის გამართვას თურმე არ აპირებს;

რაც შეეხება მეორე მიმართვაში გაშუქებულ საკითხს - „...აღნიშნულის თაობაზე, კომიტეტის შეხედულებას, ფოსტის მეშვეობით გამოგიგზავნითო“.

როგორც მოგეხსენებათ, ბიბლიის მიხედვით განსაზღვრული მინიშნების თანახმად, ბოლო ჟამის მიმდინარე დროითი მონაკვეთი - „მხილების ეტაპად“ არის სახელდებული.

წინამდებარე მასალა, ამ ე.წ. „მხილების ეტაპზე“, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსადმი განკუთვნილი ჩვენი ურთიერთობის ამსახველ მორიგ მაგალითს წარმოადგენს.

4 ნოემბერს მიღებულ წერილში ვკითხულობთ:

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და

 სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი

№11 204/4-2

28. 10. 2014 წ.

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

სპიკერს

ბატონ გელა სალუაშვილს

მის.: ქ. თბილისი, მუხიანის 1 მ/რ, კორპ. №2, ბ. №95  

 

ბატონო გელა,

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში 2014 წ. 6 ოქტომბერს შემოსული №19 909 მიმართვის პასუხად გაცნობებთ, რომ:

2014 წ. 1 აგვისტოს კომიტეტმა სხდომაზე განიხილა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციატა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება: საქართველოში 1992-2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ დაზარალებული იპოთეკარების საკითხის დარეგულირების მექანიზმთან დაკავშირებით [№6 052].

საქართველოს კონსტიტუციის 93-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ასევე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებული კანონპროექტი - მთავრობის თანხმობით ან მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულების დოკუმენტის ფარგლებში.

გარდა ამისა, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, „ბ“ ქვეპუნქტით, ნორმატიული აქტის პროექტს თან უნდა ერთვოდეს კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარი [ბ.ა], ასევე ინფორმაცია სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების შესახებ [ბ.დ] და კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე [ბ.ბ. და ბ.გ.].

ვინაიდან, საკანონმდებლო წინადადება იწვევდა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას, ხოლო კომიტეტისათვის ამ საკითხთან დაკავშირებით არ იყო წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის დასკვნა, კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციის 93-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ასევე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადება სცნო უარყოფითად.

ამდენად, ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოთ საქართველოს მთავრობას.

 

პატივისცემით,

ეკა ბესელია

კომიტეტის თავმჯდომარე 

თბილისი,

2014 წ. 4 ნოემბერი

 

 

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს

 ქალბატონ ეკა ბესელიას!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ქალბატონო ეკა!

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სახელით 2014 წ. 28 ოქტომბერს ჩვენთვის გამოგზავნილი წერილის [№11 204/4-2] პასუხად, უფლებამოსილნი ვართ განვაცხადოთ შემდეგი:

 

1. ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების  - საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“ [№6052, 18.03.2014 წ.], მთავარი მიზანი გახლავთ, საქართველოს მოსახლეობის იმ ფენისათვის მდგომარეობის შემსუბუქება, რომლებიც, აღნიშნული პრობლემის მოუგვარებლობის გამო, უმძიმეს მდგომარეობაში არიან ჩავარდნილები.

ჩვენის აზრით - იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირება, საქართველოს ხელისუფლების მიერ, მხოლოდ - საკანონმდებლო დონეზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების პირობებშია შესაძლებელი;

 

2. თქვენს საპასუხო წერილში მითითებული - საქართველოს კონსტიტუციის 93-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, ჩვენს საკანონმდებლო წინადადებასთან მიმართებაში, არავითან წინააღმდეგობაში არ მოდის, რამეთუ ჩვენი შემოთავაზება [ამ ეტაპზე] არ ითვალისწინებს საფინანსო დანახარჯების ცვლილებებს.

იძულებულნი ვართ, უკვე მერამდენედ,  შეგახსენოთ, რომ ჩვენი საკანონმდებლო წინადადება, საქართველოს პარლამენტს სთავაზობს მიიღოს გადაწყვეტილება - საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით:  საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმის შემსწავლელი კომისიის“, შექმნასთან დაკავშირებით.

შემოთავაზებული კანონპროექტით, აღნიშნულმა კომისიამ, კერძოდ უნდა გამოიკვლიოს შემდეგი საკითხები:

1. იპოთეკართა საერთო რაოდენობა;

2. იპოთეკართა მიერ საბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული [მოძრავი თუ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი] სესხის საერთო ოდენობა;

3. იპოთეკართა მიერ საბანკო და სხვა საფინანსო სექტორში [როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი] იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული სესხის, სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარების მექანიზმი;

4. იპოთეკარებისათვის შესათავაზებელი სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ვადების ოპტიმალური მაჩვენებელი;

5. საბიუჯეტო კანონში იპოთეკართათთვის დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხის გაცემის ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო წლიური მაჩვენებელი.

შესაბამისად, სავარაუდო ფინანსური დანახარჯების „საბიუჯეტო კანონში“ გათვალისწინების საკითხი, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, მხოლოდ აღნიშნული კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე შეიძლება დადგეს პარლამენტის დღის წესრიგში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თქვენი პასუხი, რომ - „ვინაიდან, საკანონმდებლო წინადადება იწვევდა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას, ხოლო კომიტეტისათვის ამ საკითხთან დაკავშირებით არ იყო წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის დასკვნა, კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციის 93-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ასევე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადება სცნო უარყოფითად“-ო გვაფიქრებინებს დავასკვნათ, რომ

- თქვენი კომიტეტი, და თქვენ პირადად ვერ გარკვეულხართ ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მოთხოვნათა არსში; და

- კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხის განხილვის ჩვენს გარეშე ჩატარების გადაწყვეტილებით, არც ჩვენ მოგვეცით იმის შესაძლებლობა, რომ დაგხმარებოდით ჩვენი საკანონმდებლო წინადადების მოთხოვნის მთავარ არსში გარკვევაში;

 

3. როგორც უკვე გწერდით - „...2014 წ. 13 მაისს შემდგარ, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების პირველ განხილვაზე, თქვენი ინიციატივით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - საქართველოს მთავრობის შესაბამისი დასკვნის წარმოდგენამდე, საკითხის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით“ [იხ. წერ. №19 909, 6.10.2014 წ.].

თქვენი საპასუხო წერილიდან ვგებულობთ, რომ თურმე - „კომიტეტისათვის ამ საკითხთან დაკავშირებით არ იყო წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის დასკვნა“.

ქალბატონო ეკა,

ბუნებრივია, რომ თქვენს მიმართ გაგვიჩნდეს კითხვა - თუ საკითხთან მიმართებაში თქვენ არ გქონდათ „საქართველოს მთავრობის დასკვნა“, მაშ რის საფუძველზე უარყავით ჩვენი საკანონმდებლო წინადადება?

ზემოთთქმული, სამწუხაროდ გვიტოვებს უფლებას დავასკვნათ, რომ:

- ან პირადად თქვენ, და თქვენს კომიტეტში შემავალი დეპუტაცია არ ხართ შესაბამისად დაინტერესებული ამ საკითხის მოგვარებით; ანდა

- 2012 წლის 1 ოქტომბრის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობას არ გაგაჩნიათ პოლიტიკური ნება, გადადგათ ნაბიჯები საქართველოში იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების საკანონმდებლო დონეზე გადასაჭრელად.

და ბოლოს, თუკი ეს ასეა მაშინ, ბოდიშის მოხდით უნდა გითხრათ, რომ:

- ან პირადად თქვენი და თქვენი კომიტეტის წევრი დეპუტატების ადგილი არ არის დღევანდელ საკანონმდებლო ორგანოში; ანდა

- 2012 წლის 1 ოქტომბრის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობას, უნდა გეყოთ ძალა აღიაროთ, რომ ვინაიდან აღარ შეგწევთ უნარი გაითავისოთ საქართვე;ლოს მოსახლოების ამ თუ იმ ფენის პრობლემები, ჩამოცილდეთ თქვენს დღევანდელ საპარლამენტო საქმიანობას.

 

ქალბატონო ეკა!

გვინდა რა გვჯეროდეს ზემოთქმული მოსაზრების სიმცდარის, და

ვესწრაფით რა მოვიხადოთ ჩვენი ადამიანური ვალი თქვენს წინაშე, მოგმართავთ წინადადებით, რომ:

ვინაიდან, ჩვენი საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული საკითხის დადებითად გადაჭრა, ამ ეტაპზე, მოითხოვს არა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას, არამედ იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის შემსწავლელი სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნის აუცილებლობას, გთხოვთ თქვენ, ან თქვენი კომიტეტი თავადვე გახდეთ ინიციატორები განსახილველი საკითხისა, რომლის მთავარი არსი მდგომარეობს შემდეგში:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას - საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმის შემსწავლელი კომისია“; და

2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ  ბიუროს შეაჩეროს იპოთეკარების გამოსახლების თაობაზე მიღებული სააღსრულებო წარმოების აღსრულება, საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმის შემსწავლელი კომისიის“ მიერ შემუშავებული გადაწყვეტილების ამოქმედებამდე.

 

წინამდებარე ღია მომართვა, მაცხოვრის შემდეგი სიტყვების შეხსენებით გვინდა დავასრულოთ:

„კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები“ [მათე 12,35-37].

ჩვენ გაგვიფრთხილებიხართ, ბუნებრივია არჩევანი თქვენზეა.

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი!

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი,  2014 წლის  10 ნოემბერი

ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

ვიხილე: ვიხილე მთა, რომლის წვეროდან ამოვიდა და ცისკენ წავიდა - სამი, სპირალურად მბრუნავი, შავი კვამლის ღრუბელი... ცოტა ხნის შემდეგ, იმავე ადგილიდან ამოიფრქვა უზარმაზარი ალისფერი ენერგია, რომლის თავზეც გამოისახა რიცხვი - 26.

ვიხილე: მაჩვენეს სკოლის შენობის ერთ-ერთ ოთახში აღმართული ჯვარი, მასზე გაკრული თეთრ სახვევებში გახვეული მამაკაცი და ჯვრის წინ მჯდარი ქალი.

ამ დროს მოისმა მამაკაცის ლაპარაკის ხმა... ამ ქალს ეგონა ოთახში შემომავალი კაცი ლაპარაკობდა. სინამდვილეში ეს ხმა ჯვარზე გაკრული მამაკაციდან მოდიოდა, რომელმაც მეორეჯერაც ამოიღაღადა რაღაც [ტექსტი ვერ გავარჩიე].

შემდეგ, ეს ჯვარცმული და სახვევებში გახვეული მამაკაცი, მაჩვენეს როგორც მაგიდაზე მწოლარე პატარა ყრმა. ვხედავ დაუწყეს სახვევების შემოხსნა: პირველად მოხსნეს გამჭვირვალე ცელოფანი, შემდეგ ცისფერი ნაჭერი, დარჩენილი იყო თეთრი სახვევი, რომლის მოხსნის შემდეგაც მისთვის ახალი სამოსი უნდა ჩაეცმიათ...  

დავით შათირიშვილი

 

მასალები უახლესი ისტორიისათვის

სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით მომქმედ ორგანიზაციებს შორის, თავისი გამორჩეული ადგილი დაიკავა ახალგაზრდულმა გაერთიანებამ - „თავისუფალი თაობა“. მათი მთავარი მოთხოვნა - „აიკრძალოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, დიახაც რომ ეხმიანება ქართველი ხალხის დამოკიდებულებას „ნაცების“ ცხრა წლიანი მმართველობისადმი.

არახალია თუ ვიტყვით, რომ ამა თუ იმ ეტაპზე გამოკვეთილი მიზნის რეალიზებისათვის, შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნების ჩამოყალიბებაა საჭირო.

დღეს მომქმედი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, პოლიტიკური ორგანიზაციის - „...აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება[„მუხლი 35-36].

როგორც ვხედავთ, კანონში ნათლადაა განსაზღვრული - წინასწარ დადგენილი გარემოების არსებობის შემთხვევაში ვის მიმართ უნდა იქნეს შესაბამისი მოთხოვნა წარდგენილი. 

ამდენად, ზემოთქმული მიზნის რეალიზებისათვის [„აიკრძალოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“], უპირველესად საჭიროა - მომზადდეს შესაბამისი სარჩელი, და წარედგინოს იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს; სხვადასხვა საპროტესტო აქციის ჩატარება სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ შეიძლება გახდეს  შედეგის მომტანი.

აღნიშნული პოზიციის გაზიარების მიზნით ს/გ „უფლის სახელით...“ მომზადებული ღია მიმართვის [იხ. გაზ. №44 (940)] გადასაცემად, წინასწარი შეთანხმების შემდეგ, 2014 წ. 30 ოქტომბერს ა/გ „თავისუფალი თაობას“ ოფისში [მაჩაბელის №6] ვეწვიეთ, ჩვენი გაერთიანების წარმომადგენლები - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ავთანდილ იოსელიანი და ჯემალ ჯიქია.

ა/გ „თავისუფალი თაობის“ ლიდერებს - ლადო სადღობელაშვილს, ანი დარსალიას, გიგა ხელაძეს და სხვებს, შევთავაზეთ სამოქმედო გეგმის დღის წესრიგში დამდგარიყო - 2004-2012 წლებში მომქმედი რეჟიმის დანაშაულებრივად შეფასების მოთხოვნა. ორმხრივი შეთანხმების შემდეგ გადაწყდა, რომ ამ მიზნით მომზადებული საკანონმდებლო წინადადების თაობაზე საუბარი 7 ნოემბრის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე გაგვეგრძელებინა.

წინასწარი შეთანხმების მიუხედავად - ლადო სადღობელაშვილთან 9 ნოემბრის 12.00 სთ-ზე დაგეგმილი შეხვედრა, მისი ადგილზე არ ყოფნის გამო ვერ შედგა.

სატელეფონო შეთანხმების მიუხედავად, ლადო სადღობელაშვილთან შეხვედრა ვერც 10 ნოემბერს მოხერხდა. მათ ოფისში მისულმა - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჯემალ ჯიქიამ, „თავისუფალი თაობის“ გამგეობის წევრებს გიგა ხელაძესა და ნინი ბუჩუკურს გადავეცით მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოში 2004 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ“, და შევთავაზეთ, მათ გაერთიანებას განეხილა ჩვენი შემდეგი წინადადება:

1. ერთობლივი ავტორობით მოგვემზადებინა ხსენებული საკანონმდებლო წინადადება;

2. საკანონმდებლო წინადადების პარლამენტში ჩაბარება მომხდარიყო, ან - მათ მიერ დაანონსებულ 14 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ტექსტის საჯარო წარდგენის; ანდა - ამ მიზნით მოწყობილი ერთობლივი პრესკონფერენციის ჩატარების შემდეგ.

ერთსაათიანი საუბრის ბოლოს განვუცხადეთ, რომ შეთავაზების მიუღებლობის შემთხვევაში, ბუნებრივია ჩვენ ვიტოვებდით უფლებას დამოუკიდებლად წარგვედგინა საკანონმდებლო წინადადება პარლამენტისათვის.

შეთანხმების მიუხედავად ბატონი ლადო სადღობელაშვილი არც იმ საღამოს და არც 11 ნოემბერს აღარ დაგვკავშირებია. იმავე დღეს, ბატონი ჯემალ ჯიქიას ინიციატივით გამართულ სატელეფონო საუბარში ბატონმა ლადომ განაცხადა რომ ამჟამად მისი ქალაქში არყოფნის გამო, ჩვენს შემოთავაზებასთან მიმართებაში მათი ორგანიზაციის საერთო პოზიციას 12 ნოემბერს შეგვატყობინებდა.

12 ნოემბერს, კვლავ ბატონ ჯემალ ჯიქიას ინიციატივით შემდგარ სატელეფონო საუბარში, ბატონმა ლადომ, ტელეფონში მოსაუბრე ქალბატონის პირით გვაცნობა, რომ მათი გაერთიანება, ამ ეტაპზე, ჩვენი შეთავაზების გაზიარებისაგან თავს იკავებდა.

ს/გ „უფლის სახელით...“ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოში 2004 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ“, პარლამენტის კანცელარიაში 12 ნოემბერსვე ჩავაბარეთ [ჩაბ. №22935].

 

...

საქართველოში მცხოვრებნო:

მოვუხმოთ ჭკუა-გონებას,

სხვის ფუჭ სიტყვებს ნუ აჰყვებით,

არვინ გაგვიყოფს ქონებას!...

გამოვიღვიძოთ, ძილისგან

არ დავიმძიმოთ სულები,

სამშობლოს არევისათვის

არვინ ავიღოთ ფულები!..

გვახსოვდეს - საქმე წინაპრის:

სამშობლოს როგორ უვლიდნენ,

მტერს „არ ეკვროდნენ ზავითა”,

და დუშმანს ქედს არ უხრიდნენ!...

 ეკატერინე

ხრიკული