Print

გაზეთი №49 [945]

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2014 წლი29 ნოემბრის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 29 ნოემბრის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ლეილა მეფარიძე, ჯემალ ჯიქია და ნათელა მელქაძე.

მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია - საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს კანონი  „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ შესატანი ცვლილების შესახებ“.

სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-

უფლისმიერი ლასკარის

2014 წლი1 დეკემბრის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

- საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს კანონი  „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ შესატანი ცვლილების შესახებ“;

- საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 25 ნოემბრის სხდომის მიმდინარეობის თაობაზე.

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, თინათინ ბაიაშვილი, ჯემალ ჯიქია, ხაჩატურ ვართანიანცი, ავთანდილ იოსელიანი, ვალერი მჭედელაძე...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

საქრთველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებიდან მოყოლებული დღემდე, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რაოდენ აუცილებელია მოინახოს - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ეფექტური ურთიერთ  თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმი, ამიტომ:

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ ანონპროექტს:საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“.   

 

დანართი:

1. კანონპროექტი:საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“ - 4 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ -  9 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

თბილისი,  2014 წლის  1 დეკემბერი

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

 „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“

შესატანი ცვლილების შესახებ

 

მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ [2012 წლის 22 ივნისი, №6533-Iს] შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

LIII-ე თავს: „პარლამენტთან არსებული დაწესებულებები“, დაემატოს შემდეგი შინაარსის „მუხლი 2841“:

„მუხლი 2841.

1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადებასა და განხილვაში არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების ფართო წრეების ჩაბმის მიზნით პარლამენტთან იქმნება - „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისია“.

2. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიას“  ძირითადი ამოცანაა:

ა] საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონის პროექტის მომზადება;

ბ] საარჩევნო პროცესის სტაბილურობის მიზნით, მაქსიმუმ მორიგი არჩევნების ჩატარების წინა წლის საშემოდგომო საპარლამენტო სესიისათვის, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მომზადებული კანონის პროექტის წარდგენის უზრუნველყოფა.

3. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიას“ შემადგენლობა:

ა] კომისია შედგება: კომისიის თავმჯდომარის, აგრეთვე საპარლამენტო ფრაქ-ციებისა და  საქართველოში ჩატარებულ - ბოლო [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილე არასაპარლამენტო საარჩევნო სუბიექ-ტების თითო წარმომადგენლისაგან;

ბ] წარმოდგენილი კომისიის წევრის შეცვლა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, დასაშვებია კომისიის წევრის წარდგენის უფლების მქონე შესაბამისი სუბიექტის მიერ.

4. „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის“ თანამდებობის პირები არიან - კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი:

ა] კომისიას თავმჯდომარეობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

ბ] კომისიის მდივანი ხდება იმ არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანების (პარტია ან საარჩევნო ბლოკი) წარმომადგენელი, რომელმაც მოაგროვა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა.

5. „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის“ დებულებას, საშტატო განრიგს და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის“ თავმჯდომარის წარდგინებით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

მუხლი 2. ეს კანონი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების:

„საქართველოს კანონი

 „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“

შესატანი ცვლილების შესახებ“   

განმარტებითი ბარათი

 

წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების ავტორები:

- ვეყრდნობით რა:

ერთის მხრივ საქართველოში მომქმედი პოლიტიკური სპექტრისა და

მეორეს მხრივ 2014 წ. სექტემბრის ბოლოს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ასახულ რეკომენდაციას, რომელიც - მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეთანხმდნენ ისეთ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც ფართო კონსენსუსს ეყრდნობა და აძლიერებს ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების პლურალისტურ ბუნებას...“ [იხ. რეზოლუცია - დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში", მუხლი 3,2]; და

- მიგვაჩნია რა, რომ საარჩევნო პროცესის სტაბილურობის მიზნით აუცილებელია - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ გაერთიანებებსა თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის მოინახოს ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობისათვის საჭირო სამართლებრივი მექანიზმი,

შემოვდივართ წინადადებით, რათა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ LIII-ე  თავში: „პარლამენტთან არსებული დაწესებულებები“, დღეისათვის არსებული - 1. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის“; 2. „გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოსა“ და 3. „ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს [იხ. მუხლი 282-284] მოხსენიების პარალელურად, დაფიქსირდეს ახალი სტრუქტურული ერთეულის - „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის [შემგომში - კომისია]“   შემოღების დამადასტურებელი ჩანაწერი.

აღნიშნული კომისიის მთავარი მიზანი იქნება, საარჩევნო გარემოს სრულყოფისათვის, შექმნას საფუძველი, რათა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი სავარაუდო ცვლილებების პროექტის მომზადებასა და განხილვის პროცესში, უზრუნველყოს ქვეყანაში მომქმედი არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების ფართო წრეების ჩაბმა.

კომისიის ძირითად ამოცანად უნდა განისაზღვროს - საარჩევნო პროცესის სტაბილურობის მიზნით, მაქსიმუმ მორიგი არჩევნების ჩატარების წინა წლის საშემოდგომო საპარლამენტო სესიისათვის, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მომზადებული კანონის პროექტის წარდგენის უზრუნველყოფა; რათა მორიგი არჩევნების ჩატარებამდე მინიმუმ - ერთი წლით ადრე მოხდეს „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვული წესების დადგენა,

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მაქსიმალურ დარეგულირებასა და კოორდინაციაში  კომისიის მიერ შესატანი სავარაუდო წვლილიდან გამომდინარე, საჭიროა რომ:

- კომისია შედგებოდეს საპარლამენტო ფრაქციებისა და  საქართველოში ჩატარებულ - ბოლო [საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილე არასაპარლამენტო საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენლისაგან;

- მას ხელმძღვანელობდეს - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ხოლო

- თანამდებობრივად მეორე პირი [კომისიის მდივანი] წარმოადგენდეს იმ არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებას (პარტია ან საარჩევნო ბლოკი), რომელმაც მოაგროვა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა. 

დამატებითი ანაზღაურების გარეშე მოღვაწე წევრებისაგან შემდგარი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას შესაძლებელია ახორციელებდეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სამდივნო.

ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო დაფინანსების შესაძლებლობის შემთხვევაში, კომისიის - საშტატო განრიგს და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის“ თავმჯდომარის წარდგინებით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, დაამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად კომისიის დებულების დამტკიცება უნდა მოხდეს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ.

 

ვხელმძღვანელობთ რა საკანონმდებლო წინადადების უმოკლეს დროში მიღების სურვილით, აქვე წარმოგიდგენთ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დასამტკიცებელი: საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის “-ს დებულების პროექტს.

[იხ. გაზ. №42 [938], გვ. 3-6].

 

 

ს/გ „უფლის სახელით...“ განხორციელებული

მხილებისეული გზასავალის ქრონიკა

საქართველოს პარლამენტის ელ. გვერდზე გამოქვეყნებული ანონსი, 3 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით,  გვაუწყებდა, რომ - 13.00 სთ-ზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სათათბირო ოთახში დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგში, მე-4-5 საკითხად შეტანილი იყო უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლეს" მიერ წარმოდგენილი:

- საკანონმდებლო წინადადება "საქართველოს ორგანულ კანონში საქათველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N14011; 16.07.14);

- საკანონმდებლო წინადადება აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით“ (N17008; 02.09.14).

საკომიტეტო განხილვაში, ს/გ „უფლის სახელით...“ მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, ავთანდილ იოსელიანი და ვალერი მჭედელაძე.

იურიდიული კომიტეტის სხდომას, მივლინებაში მყოფი ვახტანგ ხმალაძის ნაცვლად თავმჯდომარეობდა მისი მოადგილე, დეპუტატი თამაზ ავდალიანი. საკითხის განხილვას კომიტეტის 15 წევრიდან მხოლოდ 4 დეპუტატი ესწრებოდა - თამაზ ავდალიანი, ზაქარია ქუცნაშვილი, ანი მიროტაძე და გიგა ბუკია. სათათბირო ოთახში, აპარატის წევრების გარდა, ჩვენთვის გაურკვეველი სტატუსით იმყოფებოდნენ დეპუტატები - კარლო კოპალიანი და ფრიდონ საყვარელიძე.

პირველ საკითხთან მიმართებაში, მიხეილ [გელა] სალუაშვილის მიერ გაკეთებული მოხსენების მოკლე შინაარსი ასეთი გახლავთ:

„ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სამი პირობითი ჯგუფისაგან შედგება, რომელთა თაობაზე უნდა ითქვას შემდეგი:

1. საარჩევნო სუბიექტებისათვის საარჩევნო ადმნისტრაციებში წარმომადგენელთა ყოლის თანაბარი პირობების საკითხები. 

საარჩევნო პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რათა  განისაზღვროს, საარჩევნო სუბიექტებისათვის სხვადასხვა საარჩევნო ადმინისტრაციაში [ცესკო, საოლქო და საუბნო კომისიებში] წარმომადგენელთა ყოლის თანაბარი პირობები.

ამისათვის აუცილებელია, რათა ცვლილებები შევიდეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის მეორე თავში - „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია და მისი უფლებამოსილებები“. კერძოდ, კანონის:

მე-10 -, მე-20-ე და 24-ე მუხლები, სადაც საუბარია - ცესკოს, საოლქო და საუბნო კომისიების ფორმირებაზე, უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„...13 წევრისა და შესაბამისი არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით დანიშნული თითო წარმომადგენლისაგან, რომელთაც არ ჰყავთ კომისიის წევრი...“; და კიდევ:

საჭიროა, რომ მე-19 - მუხლს დაემატოს 61 პუნქტი, შემდეგი რედაქციით:

„61.  ის საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც არ ჰყავს კომისიის წევრი, შესაბამისი არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენში დასაფიქსირებლად ამ კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, არაუგვიანეს არჩევნებამდე 10 დღისა, უფლებამოსილია ყოველ საარჩევნო ოლქში დანიშნოს/გაანთავისუფლოს თითო წარმომადგენელი, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.“;

ვფიქრობთ ძნელი არ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილმა - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მე-10; მე-19; მე-20 და 24-ე მუხლებში შესატანმა ცვლილებებმა,  რომელიც უფლებას აძლევს რა საარჩევნო ბიულეტენებში წარმოდგენილ საარჩევნო გაერთიანებებს, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაში სრულფასოვნად ჩართვის მიზნით, დანიშნონ თავიანთი წარმომადგენლები სამივე დონის საარჩევნო კომისიებში, მთლიანობაში უნდა უზრუნველყონ არჩევნების ობიექტური და სამართლიანი შედეგების დაფიქსირება.

2. საარჩევნო სუბიექტებისათვის წინასაარჩევნო კამპანიის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის საკითხი

ნებისმიერი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისათვის, სხვა ფაქტორებთან ერთად, აუცილებელია, რათა  ამ პროცესში ჩართული სუბიექტებისათვის წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად თანაბარი პირობები განისაზღვროს.

ჩვენს მიერ ამ მიზნით მომზადებული ცვლილებები ეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ის მეექვსე თავს - „წინასაარჩევნო კამპანია“.

ჩვენი შემოთავაზების მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მიღებული იქნეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ კანონის მიხედვით, შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი საარჩევნო სუბიექტების საბოლოო ოდენობის დადგენის დღიდან, თითოეულ მათგანს მიეცეს თანაბარი უფლება, დღეისათვის კანონით განსაზღვრული დროის ფარგლებში - საარჩევნო კამპანიის დროს: საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავიანთ ეთერში ყოველ საათში - არაუმეტეს 60 წამით, ხოლო სხვა ტელევიზიებმა ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წამით,  უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა.  

აგრეთვე,  საზოგადოებრივი მაუწყებელი (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ვალდებული უნდა გახდეს, რომ საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით, გამოყოს დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ამ სუბიექტებს შორის.

3. საარჩევნო სუბიექტების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების მექანიზმი

ჩვენს მიერ შემოთავაზებულია საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების სრულიად ახალი, და თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მექანიზმი. აღნიშნული ცვლილება ეხება კანონის მეშვიდე თავს - „არჩევნების/რეფერენდუმის დაფინანსება“.

მიზეზთა გამო, პოლიტიკური გაერთიანებები სხვადასხვა ადამიანური და ფინანსური რესურსის მატარებლები არიან. არჩევნებიდან არჩევნებამდე დროის პერიოდში, ისინი თვითდამკვიდრების პროცესს სწორედ მათ ხელთ არსებული რესურსის კანონიერად გამოყენების მიხედვით წარმართავენ. შესაბამისად, ესა თუ ის პოლიტიკური გაერთიანება წინასაარჩევნო პროცესს განსხვავებული საწყისი პირობებით ხვდება.

ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ცვლილებათა მიხედვით, საარჩევნო ბიულეტენში შესატანი საარჩევნო სუბიექტების ოდენობის საბოლოო დადგენის დროიდან, ყველა მონაწილე პოლიტიკურ გაერთიანებას უფლება უნდა ჰქონდეს დახარჯოს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ [ბიუჯეტიდან] მათ საარჩევნო ფონდში ჩარიცხული ფინანსური რესურსი. ამ პრინციპიდან გამომდინარე, განსახორციელებელი ცვლილებები ასეთი სახით უნდა ჩამოყალიბდეს:

54-ე მუხლის მე-6 პუნქტის ახალი რედაქციის თანახმად, შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებული საარჩევნო სუბიექტების დაფინანსება, მათთვის თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრების მეშვეობით.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, კანონის შესაბამისი მონაკვეთი ასეთ სახეს მიიღებს:  „დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ, ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისათვის, მათ შორის ფასიანი სარეკლამო დროის შეძენის მიზნით, შესაბამის საარჩევნო ფონდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმორიცხული ფულადი სახსრების გარდა სხვა ფულადი სახსრების გამოყენება.“;

დღეისათვის მომქმედი ანონის მუხლი 56. საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, პირველი პუნქტი, მოსალოდნელ საარჩევნო დაფინანსებას ასე განსაზღვრავს:

„1. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების საერთო არჩევნებში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ს ან მეტს (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით), საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 500 000 ლარს საკრებულოს/მერის/გამგებლის არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად. აღნიშნული საარჩევნო სუბიექტები ასეთ დაფინანსებას მიიღებენ საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების თაობაზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ამ კანონის 57-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ...“.

ვფიქრობთ რთული გამოსაანგარიშებელი არ უნდა იყოს, რომ თეორიულად დასაშვები ალბათობის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაღები თანხის ოდენობა ასეთ სახეს მიიღებს:

1. საპარლამენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა 100%-ი, დასაშვები 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში შეიძლება - 20 საარჩევნო სუბიექტზე გადანაწილდეს. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი თანხა - 20 000 მილიონი ლარი იქნება;

2. საპრეზიდენტო არჩევნებში, დაფინანსების მისაღებად დასაშვები 10%-იანი ბარიერი, შეიძლება - ათმა პრეზიდენტობის კანდიდატმა გადალახოს, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი თანხა - 10 000 მილიონ ლარს შეადგენს;

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების საერთო არჩევნებში, კანონით განსაზღვრული პირობა - 3%-იანი ბარიერი, უკვე - 33 საარჩევნო სუბიექტმა შეიძლება გადალახოს, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი თანხა - 16 500 მილიონი ლარის ტოლი იქნება.

ჩვენს მიერ შემუშავებული ცვლილება, რომელიც არამარტო საარჩევნო სუბიექტებისათვის თანაბარ საარჩევნო პირობებს, არამედ - საბიუჯეტო სახსრების ეკონომიასაც უზრუნველყოფს, ასეთია:  

ანონის მუხლი 56. საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“ უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო სუბიექტებისათვის საარჩევნო დაფინანსების მიზნით გამოყოფილია ხუთი მილიონი ლარი, რომელიც თანაბრად ნაწილდება, შესაბამის არჩევნებზე, საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებზე...“.

ამდენად, ჩვენს მიერ შემუშავებული ცვლილება ითვალისწინებს, რომ, თანაბარი პირობების მქონე წინასარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაბამისი არჩევნებისათვის, გამოყოფილი იქნეს წინასწარ დადგენილი გარკვეული ოდენობის ფულადი თანხა., პირობითად - ხუთი მილიონი.

ხსენებული ხუთი მილიონი თანაბრად გადანაწილდება - შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებზე, და ჩაირიცხება მათ საარჩევნო ფონდში, ამ კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მეორე დღეს.

საარჩევნო სუბიექტებს, ამ კანონით უზრუნველყოფილ უფასო სარეკლამო საეთერო დროსთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრებით, სურვილისამებრ, შეიძინონ - ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად საჭირო საეთერო დრო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი, ჩვენს მიერ შემუშავებული, ცვლილებათა პაკეტი:

- საარჩევნო სუბიექტებისთვის, ყველა დონის საარჩევნო კომისიებში მათი წარმომადგენელთა ყოფნის უფლების მიცემა;

- შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულ საარჩევნო სუბიექტებისათვის, პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად  თანაბრად გამოყოფილი უფასო საეთერო დრო;

- შესაბამისი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანაბარი ოდენობის ფულადი სახსრების ხარჯვის უფლების განსაზღვრა,

მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ თავისი სათქმელის ამომრჩევლამდე მიტანას, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მოსახლეობას გაუადვილებს მართებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“.

სამწუხაროდ, იურიდიული კომიტეტის სხდომის ჩასატარებლად საჭირო ქვორუმის არ ქონის პირობებში „მომუშავე“ ზემოთხსენებულმა დეპუტატებმა, მათი მხრიდან გამოვლენილი სრული არაკომპეტენტურობის ფონზე, არცერთი ჩვენი შემოთავაზება არ გაითვალისწინეს.

განხილულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულმა კენჭისყრამ, ასეთი შედეგი გამოავლინა: მომხრე - 0; წინააღმდეგი - 0.

დეპუტატებმა ასეთივე „გულცივი“ და „უპრინციპო“ დამოკიდებულება გამოამჟღავნეს ჩვენს მიერ წარდგენილ მეორე საკანონმდებლო წინადადებასთან მიმართებაში, რომელიც აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და მთავრობის შექმნას“ ითვალისწინებდა [იხ. გაზ. №35(931), გვ. 1-7].

ამჯერად, ჩატარებული კენჭისყრის შედეგი ასეთი იყო: მომხრე - 1 [ფრიდონ საყვარელიძე]; წინააღმდეგი - 0.

აი, ასეთი პარადოქსული შედეგების ფონზე, სხდომის წამყვანმა - თამაზ ავდალიანმა ბრძანა - „ორივე განსახილველი საკითხი უარყოფილად უნდა იქნეს მიჩნეულიო“, და - უკანონოდ [ქვორუმის დარღვევით] ჩატარებული სხდომა დამთავრებულად გამოაცხადა.

ბოლო ჟამში მიმდინარე მხილებისეულ ეტაპზე, საქართველოს დეპუტატთა მხრიდან გულგრილობისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების მორიგი შემთხვევის თაობაზე საუბარი, სხვა მაგალითების მსგავსად, კვლავ მაცხოვრის შეგონების გახსენებით გვინდა დავამთავროთ:

„რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი  

...

მიყვარხარ ჩემო უფალო,

ვიცი ამას გრძნობ გუმანით,

თავგზააბნეულ ქართველებს

ერთი ხმამაღლა გვითხარი:

მივხედოთ ამ ჩვენს მიწა-წყალს,

წილნაყარს ღვთისმშობლისასა,

ხელი ხელ საგოგმანებელს,

ნაბოძებს მაცხოვრისასა..

ჯერ პატივი ვცეთ საკუთარს,

მერე მივხედოთ სხვისასა...

გამოგვიჭედეს ყურები:

„მივუახლოვდით ნატოსა“,

არა სჯობს, რწმენით აღვსილნი

მივენდოთ მადლსა ღვთისასა...

ღმერთი მოგვმადლებს სამშობლოს

მტრისაგან თავისუფალსა...

ჩვენ ყველას ვიღებთ, ვინც მოვა

მეზობლურ-მეგობრულადა...

გაიგონ - არავინ გვინდა

უფროსადა და მტრულადა!...

  ეკატერინე

ხრიკული