Print

გაზეთი № 2 [950]

ბოლო ჟამში შესაცნობი - სახარებისეული

სამი სახის პორტრეტისათვის

„ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“-ო [ეკლ.3,1] ბრძანებს ბიბლია. ამიტომ, იქნებ მოვიდა იმის დროც, რათა თვალი გადავავლოთ სახარებაში დაცულ რამოდენიმე [დროის შესაცნობ] მინიშნებას.

სახარებისეული სიბრძნე, სხვა მრავალთა შორის, ხაზგასმით გამოკვეთავს - სამი სახის პორტრეტისათვის დამახასიათებელ შტრიხს. კერძოდ, ესაა - იოანე ნათლისმცემელი, პეტრე მოციქული და იუდა ისკარიოტელი.

სამივე ამათთაგანი, ამჟღავნებს მათი შინაგანი ბუნების შესაცნობ ისეთ საქციელს, რომელიც თითქოსდა უხილავი საერთო ძაფით არის ერთმანეთთან „დაკავშირებული“.

განკაცებულ უფალთან ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე, თითოეული მათგანი, ამა თუ იმ მიზეზით, ერთგვარად ეჭვდება მაცხოვრის არსისა [იოანე ნათლისმცემელი], თუ მის მიწიურ საქმეთა მართებულობაში [პეტრე მოციქული, იუდა ისკარიოტელი].

იოანე ნათლისმცემელი, რომელიც თავად ხდება მონაწილე და შემსრულებელი, განკაცებული უფლის ნათლისღებისას მომხდარი, ზეციდან მომდინარე სასწაულებრივი დასტურისა - „...იხილა სული ღმრთისა დაბლა რომ ეშვებოდა მტრედივით და გადმოდიოდა მასზე. და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიაც კეთილად გამოვჩნდი მე“ [მათე 3,16-17],

დიახ, მიუხედავად მომხდარისა, იოანე ნათლისმცემელი თავს ვერ ართმევს ადამიანურ სისუსტეს და ეჭვის მორევში ვარდება:

„ხოლო იოანემ მოუხმო თავის ორ მოწაფეს, იესუსთან გაგზავნა და შეუთვალა: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? ისინიც მივიდნენ და უთხრეს მას: იოანე ნათლისმცემელმა შენთან გამოგვგზავნა საკითხავად: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?“ [ლუკა 7,19-20].

ხვდება რა იოანე ნათლისმცემლის სულში მიმდინარე პროცესებს, მაცხოვარი, მასაც და მის მოწაფეებსაც სთავაზობს - ნანახითა და მოსმენილის საფუძველზე, თავადვე მოახერხონ სათანადო დასკვნის გაკეთება:

„მიუგო მათ იესუმ: წადით და უთხარით იოანეს, რაც იხილეთ და ისმინეთ: ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ; მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ. ნეტრია ის, ვინც არ შემცდარა ჩემში“ [ლუკა 7,22-23].

განსხვავებულადაა საქმე - პეტრე მოციქულთან მიმართებაში.

მას შემდეგ, რაც მაცხოვრის ირგვლივ შემოკრებილ მოწაფეთა შორის მყოფი პეტრე მოციქული გულრწფელად დაუმოწმებს უფალს, მის ღვთაებრივ წარმოშობას - „კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე? სიმონმა, იმავე პეტრემ მიუგო: შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა“ [მათე 16,15-16],

დიახ, ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, პეტრე მოციქული შეეცდება კორექტივი შეატანინოს მაცხოვარს, მის მიერ გაცხადებულ სამომავლო განზრახვაში - „მაშინ უბრძანა თავის მოწაფეებს, არავისთან გაეთქვათ, რომ ის არის იესუ ქრისტე.

მას აქეთ დაიწყო იესუმ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ მიეცა თავი, და აღმდგარიყო მესამე დღეს.

მაშინ გაიხმო იგი პეტრემ, კიცხვა დაუწყო და უთხრა: შორს შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ!“ [მათე 16,20-22].

ცხადია, რომ პეტრე მოციქული - მზრუნველის პოზიციიდან ცდილობს დაუწუნოს უფალს განზრახვა, და ერთგვარად ჭკუასაც კი ასწავლის მას.

მაცხოვარი, ხვდება რა რომ - პეტრე მოციქულის პირით, მასში შესული ეშმაკი ესაუბრება, უმკაცრეს პასუხს აძლევს მას - „ხოლო ის მიუბრუნდა [მასში შესული ეშმაკის პირით მოლაპარაკე] პეტრეს და უთხრა: გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას“-ო [მათე 16,23].

ამის შემდეგ, უფალი იესუ ქრისტე უკვე ყველას მიუბრუნდება, და მოუწოდებს მათ, რომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიენდონ მას - „მაშინ უთხრა იესუმ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და [აქ - ყოყმანის გარეშე] გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა [დაეჭვების გამოვლენა - ენდოს თუ არა უფლისმიერ არჩევანს], დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს სულს [ანუ მთელი არსით მიენდობა უფალს], ის ჰპოვებს მას.

რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? რადგან მოვა ძე კაცისა მამის თვისის დიდებითა და თავის ანგელოზთა თანხლებით, და მისი საქმისამებრ მიაგებს თვითეულს“ [მათე 16,24-27].

ჩვენს მიერ განსახილველად შემოთავაზებული მესამე შემთხვევა, უკვე - იუდა ისკარიოტელთან მიმართებაშია დაფიქსირებული.

როგორც გვეუწყება - „პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა იესუ ბეთანიაში, სადაც იყო ლაზარე, რომელიც აღადგინა მკვდრეთით. იქ მოუმზადეს ვახშამი და ემსახურებოდა მართა, ლაზარე კი მისი ერთადერთი თანამეინახე იყო. ხოლო მარიამმა აიღო ერთი ლიტრა წმინდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესუს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები; და ნელსაცხებლის სურნელებით აივსო სახლი“ [იოანე 12,1-3].

ამ პროცესის შემყურე და ფარულად მაცხოვართან „მოქიშპე“ - „...მოწაფეთაგანმა, იუდა ისკარიოტელმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა: რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და გლახაკებს არ მიეცა ფული?“ [იოანე 12,4-5].

ამ სიტყვებში კარგად ჩანს მთავარი განზრახვა: ქვენა გრძნობებით შეპყრობილი - იუდა ისკარიოტელი საყვედურობს მაცხოვარს და საქციელს უწუნებს მას.

სახარება იქვე გვაუწყებს, იუდა ისკარიოტელის მიერ გამოვლენილი არჩევანისმიერი ქმედებისაგან გამოწვეულ, მასთან მოქიშპე მოწაფის სავალალო მომავალ ხვედრზე მაფიქრალი მაცხოვრის სიტყვებს - „იესუმ უთხრა: მოეშვი; ეგ ჩემი დამარხვის დღისათვის შემოინახა. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით“ [იოანე 12,7-8].

განხილული სამი ხასიათისმიერი შტრიხი, თითქოსდა ერთმანეთისაგან განსხვავებულია: 

- იოანე ნათლისმცემელი: რწმენის ნაკლებობიდან გამომდინარე მოქმედებს;

- უფლისმიერი ნებისადმი პეტრე მოციქულის „დაპირისპირება“ - თავად მაცხოვრის ბედზე „ფიქრით“ შეიძლება „აიხსნას“;

- სრულიად საპირისპირო საქციელთან გვაქვს საქმე, უფლის მიწიერი საქმიანობის დამგმობ იუდა ისკარიოტელთან მიმართებაში: იგი, არა - მაცხოვარზე, არამედ ვითომცდა იმ ზეთის არამართებულ გამოყენებაზე „დარდობს“, რომელიც მარიამმა სცხო უფალს.

დროითი თვალსაზრისით, აღნიშნულ ხასიათთა გამოვლენა საინტერესო მინიშნებას გვაძლევს:

- იოანე ნათლისმცემლის ე.წ. „დაეჭვება“, ძალმოსილებით აღჭურვილი მაცხოვრის მიწიური საქმიანობის საწყის ეტაპზე ხდება;

- პეტრე მოციქულის ე.წ. „დაპირისპირება“, მოწაფეთა თვალწინ მაცხოვრის ღმერთის ძედ აღიარებას მოსდევს; ხოლო

- იუდა ისკარიოტელის მიერ განკაცებული უფლის საქციელის გაკიცხვა, ჯვარცმა-აღდგომამდე რამოდენიმე დღით ადრე ფიქსირდება.

მათივე არჩევანისმიერი საქციელით მიღებული შედეგიც განსხვავებულია:

- იოანე ნათლისმცემლის „დაეჭვებას“ მისი - თავისკვეთა მოსდევს;

- იუდა ისკარიოტელი, მაცხოვართან „ქიშპს“: თვითმკვლელობამდე მიჰყავს; და

- მხოლოდ პეტრე მოციქული ახერხებს სულისმიერი განწმენდის გზის ბოლომდე გავლას, რაც, მაცხოვრის მიერ მისი მწყემსმთავრად დადგინებაში გამოვლინდება:

„...იესუმ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესუმ: აძოვე ჩემი კრავები.

მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესუმ: მწყემსე ჩემი ცხვრები.

მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესუმ: აძოვე ჩემი ცხვრები“ [იოანე 21,15-17].

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებული მკითხველისათვის ცხადია, რომ ნებისმიერი ეს შემთხვევათაგანი, ბოლო ჟამის, ერთმანეთთან ახლო დროის მონაკვეთში უნდა ასრულდეს.

„მანამდე“ კი, მოდით ჩავიხედოთ ადამიანური არსისათვის დამახასიათებელ ჩვენს ცოდვა-მადლის მორევით სავსე გულში და შევთხოვოთ ღმერთს მოგვცეს ძალა - დავძლიოთ - „ეჭვი“, უარი ვთქვა - „ქიშპზე“, და სულიერი განწმენდის გზით მოვიპოვოთ უფალთან მიახლების მადლი.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

 

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2015 წლი3 იანვრის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2014 წლის 20 დეკემბრის ღია სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ლეილა მეფარიძე, ჯემალ ჯიქია, ნათელა მელქაძე, ეთერ ბუიძე, შაზი რაზმაძე, ნელი მაძღარაშვილი, ლევან ჩოხელი, კაკო გოგლიძე, მანანა სოსებაშვილი, ნარგიზა ხალვაში და დავით შათირიშვილი.

მოისმინეს ინფორმაცია - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს 2014 წლის საფინანსო საქმიანობის შესახებ“

სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

უნიათო ხელისუფალის

უსუსური პასუხი

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის - 2014 წლის 23 დეკემბერს, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე ჩვენი საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტი: საქართველოში 2004 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ“  „განხილვის“ საბოლოო შედეგი:

კომიტეტის თავნჯდომარემ ბ-მა ვახტანგ ხმალაძემ სხდომა ისე წაიყვანა, რომ ჩვენ, ანუ საკანონმდებლო წინადადების ავტორებს, ჩვენი მოსაზრების დასაბუთების უფლებაც კი არ მოგვცა. მისივე წინადადებითა და კომიტეტის წევრთა „დუმილისმიერი თანხმობით“ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა უარი თქვა თავისი სახელი დაერქმია მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის ცხრაწლიანი დანაშაულებრივი „მოღვაწეობისათვის“.

30 დეკემბერს, პარლამენტიდან მოსულ ე.წ. „პასუხში“ [№13 878/4-10, 30.12. 2014 წ.] ვკითხულობთ:

 

„საქართველოს პარლამენტის ბიუროს

ასლი:

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანებას:

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“

ქ. თბილისი,

მუხიანის 1 მ/რ, მე-2 კ., ბ. 95.

საქართველოს პარლამენტის

იურიდიული კომიტეტის დასკვნა

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე: საქართველოში 2004 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ“  [№22 935, 12.11. 2014 წ.].

წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით ავტორი მოითხოვს საქართველოში 2004 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ“  კანონის მიღებას.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 2014 წლის 23 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე, განიხილა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება და არ მიიჩნია მიზანშეწონილად მისი მიღება, რამდენადაც წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სცილდება საკანონმდებლო რეგულირების სფეროს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს - დადგენილება, რომლის პროექტის ინიცირების უფლებითაც საქართველოს მოქალაქე არ არის აღჭურვილი.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2014 წ. 13 მაისს უკვე განიხილა ამავე ავტორის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მსგავსი შინაარსის იყო [„საქართველოში 2003-2012 წლებში მოქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ“, №07-5/114, 07.04. 2014 წ.].

მოცემული საკანონმდებლო წინადადების მიღება, იმავე მიზეზით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ მიიჩნია მიზანშეწონილად.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების გაზიარება.

პატივისცემით

ვახტანგ ხმალაძე,

კომიტეტის თავმჯდომარე“.

აღნიშნულ „პასუხში“ კარგად ჩანს საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი „ქოცების“ ტყუილ-მართალში შეფუთული „პოზიცია“.

მკითხველს გვინდა შევახსენოთ, რომ - „ჩვენ მართლაც მესამეჯერ დავაყენეთ რეჟიმის შეფასების საკითხი, კერძოდ:

პირველად ვითხოვეთ მიეღოთ კანონი: „საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“...

მათ ვერ გაბედეს შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმების შეფასება, რამეთუ თავად იყვნენ შევარდნაძის დამნაშავე რეჟიმის თანამონაწილე-თანაშემოქმედნი;

მეორედ მათ შანსი მივეცით, რომ მიეღოთ კანონი:  „საქართველოში 2003– 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“.

ესეც ვერ გაბედეს, იმიტომ რომ „ოცნების" რიგებში მრავლად ყავდათ დამნაშავე რეჟიმიდან წამოსული წევრები.

და აი, მესამედ ვთხოვეთ მხოლოდ „რეჟიმი" მაინც შეეფასებინათ სათანადოდ, ანუ კანონის ძალით გამოაცხადონ მ. სააკაშვილის რეჟიმი დამნაშავედ. აი რას ვწერდით მათ:

„მუხლი 2. ადამიანის უფლებათა და მორალურ ფასეულობათა მასიური ხელყოფისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის პროცესში შეტანილი უმძიმესი წვლილისა გამო, 2004  - 2012 წლებში საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ძალის მიერ დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის  საქმიანობას მიეცეს - „სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმის“ კვალიფიკაცია.“ [იხ. გაზ. №52 (948), გვ. 6].

რაც შეეხება ჩვენი წინადადების - „კანონისა“ თუ „დადგენილების“  სამართლებრივი სახით შესაძლო გაფორმების საკითხს.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ თანახმად - „საკანონმდებლო წინადადება შეიძლება წარდგენილ იქნეს კანონპროექტის ანდა მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით...“ [მუხლი 150,3].

აქედან გამომდინარე, კომიტეტს, სურვილის შემთხვევაში შეეძლო ჩვენი წინადადება მიეჩნია - „კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით...“ წარმოდგენილად, და თავადვე მიეცა მისთვის „დადგენილების“ სამართლებრივი ფორმა.

ჩვენის აზრით, „ქოცებს“, გარკვეულ მიზეზთა გამო, არ სურთ, ანდა ვერ გაუბედავთ თავისი სახელი დაარქვან - „მ. სააკაშვილისა და მისი გუნდის“ დანაშაულებრივ ქმედებებს.

შესაბამისად, საყოველთაო განკითხვის მოახლოებული მიჯნის დადგომამდე, საქართველოს მოსახლეობამ უნდა შეძლოს, თავისი მხარდაჭერით ხელისუფლებაში მოიყვანოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აღადგენს დარღვეულ სამართლიანობას, და 1991-1992 წლებიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ დამნაშავე რეჟიმებს თავის სათანადო სახელს დაარქმევს.

დე, აღსრულდეს ღვთის ნებაზე დამყარებული სიმართლის მძებნელი ერის ნება.

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

მათთვის რომელნიც ბოლო ჟამის „სუნთქვას“ გრძნობენ:

„რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი...“

„გაოხრდება და გაუკაცურდება მთელი ეს ქვეყანა, ბაბილონის მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს [1921 -1991 წ.წ.]  ეს ხალხები. შესრულდება სამოცდაათი წელი და მე დავსჯი ბაბილონის მეფეს და ამ ხალხს, ამბობს უფალი...“ [იერ. 25,11-12];

„ადამის ძევ! უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და მის სიმრავლეს: ვის ედრები-თქო შენი სიდიადით?“ [ეზეკ. 31,2];

„ადამის ძევ! გამართე გოდება ფარაონზე, ეგვიპტის მეფეზე, და უთხარი: ჭაბუკ ლომს ჰგავდი ხალხთა შორის და გველეშაპივით იყავი-თქო ზღვებში! ირქინებოდი შენს მდინარეებში და ფეხებით ამღვრევდი წყლებს, თელავდი-თქო მათ მდინარეებს. ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოვისვრი შენზე ჩემ სათხეველს ხალხთა სიმრავლეში და ამოგათრევენ ჩემი ბადით“ [ეზეკ. 32,2-3];

„გავუმაგრებ მკლავს ბაბილონის მეფეს და ხელში მახვილს მივცემ; მკლავს გადავუმტვრევ ფარაონს და დაჭრილივით აკვნესდება მის წინაშე. გავუმაგრებ მკლავს ბაბილონის მეფეს და ჩამოუვარდება მკლავები ფარაონს. მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა ხელში მივცემ ჩემს მახვილს ბაბილონის მეფეს და დააღირებს მას ეგვიპტის ქვეყანაზე“ [ეზეკ. 30,24-25];

„რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბაბილონის მეფის მახვილი მოვა შენზე. ძლიერთა მახვილებით დავცემ შენს სიმრავლეს; ხალხთა შორის უსასტიკესნი არიან ყველანი და გააცამტვერებენ ეგვიპტის სიამაყეს; განადგურდება მთელი მისი სიმრავლე.

როცა უდაბნოდ ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას და გატიალდება მთელი სისავსე მისი, როცა მოვწყლავ მის ყოველმცხოვრებს, მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.

ადამის ძევ! დაიტირე ეგვიპტელთა სიმრავლე, ჩაიყვანე ის და ძლიერ ხალხთა ასულნი ქვეშეთის ქვეყანაში საფლავად ჩამავლებთან ერთად!“ [ეზეკ. 32,11-12; 15; 18];

„ადამის ძევ! მიაქციე პირი გოგ მაგოგელისკენ - როშის, მეშექის და თუბალის მთავრისკენ, და იწინასწარმეტყველე მასზე; უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ, გოგ, როშის, მეშექის და თუბალის მთავარო!“ [ეზეკ. 38,2-3];

„მოხვალ შენი ადგილიდან, ჩრდილოეთის კიდეებიდან, შენ და შენი ურიცხვი ხალხი შენთან ერთად, ყველანი ცხენებზე ამხედრებულნი, დიდძალი კრებული და ურიცხვი ლაშქარი; წამოხვალ ჩემს ხალხზე, როგორც ქვეყნის დამფარავი ღრუბელი; უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ წამოგიყვან ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ მიცნონ ხალხებმა, როცა გამოვაჩენ ჩემს სიწმიდეს შენში, გოგ, მათ თვალწინ.

სწორედ იმ დღეს, გოგის თავდასხმის დღეს ისრაელის მიწაზე, ამბობს უფალი ღმერთი, აღიგზნება ჩემი რისხვა ჩემს ნესტოებში. შურითა და რისხვის ცეცხლით ვლაპარაკობ, რომ იმ დღეს მოხდება დიდი შეზანზარება ისრაელის მიწაზე“ [ეზეკ. 38,15-16; 18-19];

„გაგაგდებინებ შვილდს მარცხენა ხელიდან და ისრებს მარჯვენა ხელიდან დაგაყრევინებ“ [ეზე. 39,3];

„დავსჯი მათ შავი ჭირით და სისხლით; თავსხმას, ქვის სეტყვას, ცეცხლსა და წუმწუმას ვაწვიმებ მათზე, მის ურდოებზე და ურიცხვ ხალხზე, მასთან რომ არიან“ [ეზეკ. 38,22];

„ისრაელის მთებზე დაეცემი მთელი შენი ურდოიანად და ხალხთან ერთად, თან რომ გახლავს; ყოველგვარ ონავარ ფრინველს და ველის მხეცებს მიგცემ შესაჭმელად;

გავგზავნი ცეცხლს მაგოგში და უზრუნველ ზღვისპირელებში და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.

იმ დღეს იქნება, რომ მივცემ გოგს დასამარხავ ადგილს ისრაელში, დასავლეთიდან მომავალთა ხეობაში და გზას გადაუღობავს მომავალთ; იქ დამარხავენ გოგს და მთელს მის ურდოს, და დაერქმევა მას გოგის ურდოსხევი“ [ეზეკ. 39,4; 6; 11];

„და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა, მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს; მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი“ [გამოცხ. 20,8-9];

„გავაცხადებ ჩემს წმიდა. სახელს ჩემს ერში, ისრაელში, და აღარ შევალახვინებ ჩემს წმიდა სახელს; და მიხვდებიან ხალხები, რომ მე უფალი ვარ, რომ წმიდა ვარ ისრაელში“ [ეზეკ. 39,7].

მოამზადა

დავით შათირიშვილმა

 

...

შობა-ახალწელს გილოცავთ,

ვადიდოთ იუბილარი...

ჩვენ, სხვა პატრონი არც გვინდა,

ჩვენი უფალი ის არი!..

საქართველოს - ვიტყვი ამბავს,

გაიხარებს თქვენი გული,

ჩვენს პურ-მარილს ესწრებიან:

უფალი და მოციქულნი!..

ღვთისმშობელიც აქ იქნება,

მადლით სავსე დედის გულით...

„მისტერია“ შესრულდება

[არ იქნება თვალ-ხილული],

სწორედ შემდეგ გველოდება

დიდზე დიდი სიხარული!..

სხვებიც რომ დაინახავენ,

ძლიერ ეტკინებათ გული,

ურწმუნო თავს დააბრალონ,

თავად დაიმძიმეს სული...

სამწუხაროდ დღევანდლამდეც:

უფალს ურჩევნიათ ფული...

  ეკატერინე

ხრიკული

ბოლო ჟამის დასრულების შემდეგ -

„...უკვე აღარ იქნება დრო. არამედ...“

 

თავად ტერმინ - „ბოლო ჟამის" განმარტებას თუ შევეცდებით შეიძლება ასეც ითქვას:

უფლის დიდებით გაცხადებისწინარე პერიოდი, ბიბლიასა და სხვა წმიდა წყაროებში დაფიქსირებული მოვლენების აცხადებით უნდა შევიცნოთ...

თითოეულ ამ მოვლენათაგანს [ანუ ნაწინასწარმეტყველებ ნიშანს] აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული, რომელსაც ჩვენ - წამებს, წუთებს, დღეებს, კვირეებს, თვეებსა თუ წლებს ვეძახით...

ამდენად: ბოლო ჟამი შეიცნობა მოვლენებით, რომლებიც ჩვენს მიერ მიღებულ [დადგენილ, დამკვიდრებულ], და ტერმინ - „დრო“-სთვის განპირობებულ  განზომილების ერთეულებში [წამი, წუთი, დღე, კვირა, თვე, წელი...] აისახება...

დროის ათვლა, მარადისობიდან, ანუ სამოთხედან გამოძევებით დაიწყო ... ანუ დრო არსებობს იქ, სადაც არის - ცოდვა, და მისგან მომდინარე „შედეგი“- სიკვდილი, რამეთუ მოციქული ბრძანებს - „...ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს“ [იაკ. 1,14-15].

დროში მყოფი კაცობრიობა სამ ფაზას გადის: დაიბადა - გაიზარდა - მოკვდა...

როგორც ასეთი არსებობს „ორი დრო“:

- „წარსული“ [ის რაც უკვე მოხდა] და

- მომავალი“ [ის რაც უნდა მოხდეს].

დროის მესამე განზომილება - „აწმყო“, დამაკავშირებელი „ხიდია“ წარსულსა და მომავალს შორის... ჩვენ სწორედ ამ აწმყოში ვცხოვრობთ, ანუ

- ჩვენი ცხოვრების მდინარება; აწმყოა;

- ჩავლილი ცხოვრების გზა: წარსული, ხოლო

- დარჩენილი გზასავალი: მომავალი.

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადების შემდეგ, დაიწყება - უდროობა, ანუ - მარადისობა:

- უფლის მხარმარჯვნივ მოქცეულთათვის დაიწყება: მარადიული ნეტარების, ხოლო

- მხარმარცხნივ მოხვედრილთათვის: მარადიული ტანჯვის უსასრულო ეპოქა..

აი, ამ წამიდან შეიძლება ითქვას, რომ - „...უკვე აღარ იქნება დრო. არამედ იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება ღმრთის საიდუმლო, რომელიც მან ახარა მონებს თვისას - წინასწარმეტყველთ[გამოცხ. 10,6-7].

ღმერთო მოგვასწარი ამ დიადი წამის დადგომას!