Print

გაზეთი № 3 [951]

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2015 წლი12 იანვრის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

- ს/გ „უფლის სახელით...“ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“;

2. იამზე დემურია-სიჭინავას   ინფორმაცია, გაერთიანებაში შემავალი „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტის“ თავმჯდომარის ბატონ ვალერი მჭედელაძის დაკავებისა და საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებული დეტალების  თაობაზე;

3. საქართველოს საუკუნის ადამიანთა ორგანიზაცია „სავანეს“ თავმჯდომარის ბატონ ხაჩატურ ვართანიანცის ინფორმაცია მათ მიერ 2015 წ. 9 იანვარს, საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებასთან დაკავშირებით.

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, იამზე დემურია-სიჭინავა, ავთანდილ იოსელიანი, ხაჩატურ ვართანიანცი, ალექსანდრე თაქთაქიშვილი...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

 

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

 ბატონ დავით უსუფაშვილს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო დავით!

მიგვაჩნია რა, რომ დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიების მიზნით, აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სუბიექტებისთვის, საკანონმდებლო სფეროს გაუმჯობესების პროცესში ქმედითად ჩართვის უფლების გაფართოება,  ამიტომ:

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ წინამდებარე - საკანონმდებლო წინადადებით, და წარმოგიდგენთ ანონპროექტს:საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“.   

 

დანართი:

1. კანონპროექტი:საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“ - 3 გვ.;

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - „განმარტებითი ბარათი“ -  4 გვ.

 

პატივისცემით,

საკანონმდებლო წინადადების ავტორთა სახელით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

თბილისი,  2015 წლის  12 იანვარი

 

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

 „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“

შესატანი ცვლილების შესახებ

 

მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ [2012 წლის 22 ივნისი, №6533-Iს] შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

150 - მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის ან/და ნორმატიული დადგენილების მიღების, კანონში ან/და ნორმატიულ დადგენილებაში ცვლილების შეტანის ან კანონის ან/და ნორმატიული დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.“;

„4. საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტის ბიურო ან პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში გადასცემს კომიტეტებს წამყვანი კომიტეტის მითითებით, რომელიც მას საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მონაწილეობით განიხილავს 20 დღეში. თუ ეს ვერ მოხერხდა, საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა მის ავტორთან შეთანხმებით შეიძლება გააგრძელოს პარლამენტის თავმჯდომარემ არა უმეტეს 10 დღით. კომიტეტი საკანონმდებლო წინადადება განიხილავს ამ რეგლამენტის 152-  და 153 - მუხლების შესაბამისად. საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება ცნობილ იქნეს მიღებულად ან უარყოფილად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

დანართი

საკანონმდებლო წინადადების:

„საქართველოს კანონი

 „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“

შესატანი ცვლილების შესახებ“   

განმარტებითი ბარათი

 

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული - საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლების მქონე სუბიექტების, საქართველოს სამართლებრივი სივრცის გაუმჯობესების საქმეში უფრო აქტიური ჩართვისათვის შემუშავებული წინამდებარე საკანონმდებლო წინადადების მიზანია აღნიშნულ სუბიექტებს:

- „საქართველოს კანონთან“ დაკავშირებული კანონპროექტის წარდგენის უფლების პარალელურად, მიეცეთ - საქართველოს პარლამენტისთვის „დადგენილების“ თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება;

- კანონის ძალით უნდა ჰქონდეთ გარანტირებული შემუშავებული საკანონმდებლო წინადადების საკომიტეტო განხილვაში მონაწილეობის უფლება

ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ნორმატიული აქტის იურიდიული ძალის მქონე იმ „საქართველოს პარლამენტის დადგენილებაზე“, რომელიც- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტითაა განსაზღვრული - „საქართველოს პარლამენტის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიიღება საქართველოს საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. არანორმატიულია საქართველოს პარლამენტის მხოლოდ ის დადგენილება, რომელიც საკადრო ან პერსონალურ საკითხებს ეხება...“.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებით განსაზღვრულია, რომ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩაემატოს „ნორმატიული დადგენილების“ განმსაზღვრელი ცნება.

საბოლოოდ, აღნიშნული ნორმა ასეთ სახეს მიიღებს: 

„1. საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის ან/და ნორმატიული დადგენილების მიღების, კანონში ან/და ნორმატიულ დადგენილებაში ცვლილების შეტანის ან კანონის ან/და ნორმატიული დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.“;

შემუშავებული საკანონმდებლო წინადადების არსის უკეთ გაცნობისა და კომიტეტის სხდომაზე წამოჭრილ კითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით, საკანონმდებლო წინადადების ავტორებს, კანონით უნდა ჰქონდეთ მინიჭებული უფლება მონაწილეობა მიიღონ მათ მიერ წარმოდგენილი წინადადების საკომიტეტო განხილვაში. შესაბამისად, ცვლილება უნდა შევიდეს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 150-ე მუხლის მეოთხე პუნქტში, რომელიც საბოლოოდ ასეთ სახეს მიიღებს:

„4. საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტის ბიურო ან პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში გადასცემს კომიტეტებს წამყვანი კომიტეტის მითითებით, რომელიც მას საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მონაწილეობით განიხილავს 20 დღეში. თუ ეს ვერ მოხერხდა, საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა მის ავტორთან შეთანხმებით შეიძლება გააგრძელოს პარლამენტის თავმჯდომარემ არა უმეტეს 10 დღით. კომიტეტი საკანონმდებლო წინადადება განიხილავს ამ რეგლამენტის 152-  და 153 - მუხლების შესაბამისად. საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება ცნობილ იქნეს მიღებულად ან უარყოფილად.“.

 

კანონპროექტის ავტორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“ ავტორი:

- მიხეილ [გელა] სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სპიკერი;

- ვალერი მჭედელაძე, „სრულიად საქართველოს ეროვნული ხსნის კომიტეტი“-ს თავმჯდომარე;

- ავთანდილ იოსელიანი, სრულიად საქართველოს „სახალხო დარბაზი“; თანათავ-მჯდომარე;

- სერგი საჯაია, „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა ჭყონდიდელის ეროვნული ლასკარი“; თავმჯდომარე;

- ჯემალ ჯიქია, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი;

- თინათინ ბაიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თამარიონი“-ს თანათავ-მჯდომარე

- ნანა არუდაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდილიონი“-ს თავმჯდო-მარე;

- ლია ზაქარეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია  ეზოთერულ-ასტროსოფიული ცნობიერების ცენტრი „ათინათი“-ს თავმჯდომარე;

- ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი;

- დავით ამაშუკელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლევაი საკვირველი“-ს მეთაური.  

 

კანონპროექტის ინიციატორი

საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი:საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“, ინიციატორია - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“- სახელით, საინიციატივო ჯგუფი:

 

ამაშუკელი დავითი [მომხსენებელი], არუდაშვილი ნანა [მომხსენებელი], ბაიაშვილი თინათინი [მომხსენებელი], ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დარსაძე ომარი, ერქვანიძე ნანული, ვართანიანცი ხაჩატური, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა, ზაქარეიშვილი ლია [მომხსენებელი], თაქთაქიშვილი ალექსანდრე, იოსელიანი ავთანდილი [მომხსენებელი], კინწურაშვილი ირაკლი, კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მუშკუდიანი მალხაზი,  მჭედელაძე ვალერი [მომხსენებელი], ოდიშვილი მანანა, ომანაძე დიმიტრი, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა] [მომხსენებელი], საჯაია სერგი [მომხსენებელი], სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, ღვინიაშვილი ევგენი [მომხსენებელი], შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა, ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დიანა, ჯიქია ჯემალი [მომხსენებელი].     

 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

 

 

მათთვის რომელნიც ბოლო ჟამის „სუნთქვას“ გრძნობენ:

„აჰა, მე თავად მოვიკითხავ ჩემს ცხვრებს...“

„ვაი მწყემსებს, რომლებიც ღუპავენ და ფანტავენ ჩემი სამწყსოს ცხვარს, ამბობს უფალი“ [იერ. 23,1];

„...ვაი. ისრაელის მწყემსებს, რომლებიც საკუთარ თავს მწყესავენ! განა ცხვარს არ უნდა მწყესავდნენ მწყემსები? ქონს ჭამთ, მატყლით იმოსებით, ნასუქალს ხოცავთ, ცხვარს კი არ მწყემსავთ! დაუძლურებულთ არ აძლიერებთ, დასნეულებულთ არ განკურნავთ, ჭრილობებს არ შეუხვევთ, გატაცებულს უკან არ აბრუნებთ, დაკარგულს არ ეძებთ, მძლავრობით და სისასტიკით ბატონობთ მათზე“ [ეზეკ. 34,2-4];

„ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, მწყემსებზე, რომლებიც მწყესავენ ჩემს ერს: თქვენ გაფანტეთ ჩემი ცხვარი, თქვენ გარეკეთ იგი და ყური არ უგდეთ. აჰა, მე ვუგდებ ყურს თქვენს ბოროტ საქციელს, ამბობს უფალი“ [იერ. 23,2];

„ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი! რაკი მიტაცებულია ჩემი ცხვარი და მიწის მხეცებას კერძი გამხდარა უმწყემსოდ დარჩენილი ჩემი ცხვარი, რაკი არ მოუკითხავთ ჩემს მწყემსებს ჩემი ცხვარი, რაკი საკუთარ თავს მწყემსავენ მწყემსები, ჩემს ცხვარს კი არ მწყემსავენ, ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, მწყემსებო!

ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ისევ მწყემსებს მოვკითხავ ჩემს ცხვარს და გადავაყენებ მათ ცხვრის მწყემსობისგან, რომ კვლავ აღარასოდეს მწყემსავდნენ მათ. პირიდან გამოვგლეჯ მათ ჩემს ცხვარს, რომ მათი კერძი აღარ იყოს. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე თავად მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და მოვძებნი!

როგორც მწყემსი ეძებს თავის ცხვარს, როცა თავის გაფანტულ ფარაში ჩადგება, მეც ისე მოვძებნი ჩემს ცხვარს და დავიხსნი ყველა იმ ადგილიდან, სადაც კი გაიფანტნენ ნისლიან და ღრუბლიან დღეს.

დაკარგულს მოვიძიებ, გატაცებულს დავაბრუნებ, დაჭრილს ჭრილობებს შევუხვევ, დაუძლურებულს მოვაძლიერებ, მსუქანს და ძლიერს მოვუვლი; სამართლიანად დავმწყესავ მათ. თქვენზე კი, ჩემო ცხვარო, ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვიქნები მსაჯული ცხვარსა და ცხვარს შორის, ვერძებსა და ვაცებს შორის!“ [ეზეკ. 34,8-12; 16-17];

„და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან.

და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს - მარცხნივ.

მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან. რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ.

მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ? როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ? როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და გინახულეთ?

მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ.

მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული. რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით; უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მინახულეთ.

მაშინ ისინიც პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხოდ მყოფი, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?

მაშინ მიუგებს და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ.

და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში“ [მათე 25,31-46];

„რადგან ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას, იგია ძმაც, დაც და დედაც ჩემი“ [მათე 12,50].

მოამზადა

დავით შათირიშვილმა

 

ხილვით მიღებული ორი „გზავნილი“

1. ვიხილე: დიდი საათი, მოწითალო ფერებში. ამ საათში ჩასმული იყო მომცრო საათი, რომელშიც წმიდა გიორგის ხატი იყო გამოსახული. დიდი საათის ისარი უკვე კვეთდა პატარა საათს, რომლის ისარიც დიდი ისრის პარალელურად იყო მიმართული [ორივე საათზე მხოლოდ თითო ისარი ჩანდა].

მოგვიანებით დამანახეს რიცხვი - „2363

მინაწერი:

ხალხური ლეგენდის თანახმად - საქართველოში არსებობდა წმ. გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო [ლეგენდის მიხედვით - წმ. გიორგის სიკვდილის შემდეგ, ღმერთმა - მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა];

2. ვიხილე: ლასკარში მიმდინარე სხდომაზე საუბარი იყო ზეციური დედის, მარადქალწული ღვთისმშობლის მფარველობაზე...

შემდეგ მაჩვენეს - ოთახის ჭერი: შეკეთებული და თეთრად შეღებილი, რომლის ცენტრში დიდი თეთრი ღრმული იყო გაკეთებული...

დავით შათირიშვილი

 

 

 

...

შემოგვიძახა ზამთარმა:

ყველამ გამიღეთ კარები,

სათქმელი მინდა გაუწყოთ

უფლისგან დანაბარები!..

პირველად, მიდით ლასკარში,

და ნახეთ ჩემი შვილები,

ვიცი, რომ ჩემი ლოდინით

არიან გადაღლილები;

სულ მალე - გაგიცხადდებით,

ერწმუნეთ უფლის ნებასა,

მოვალ და ყველას მოგიტანთ

საჩუქრად უკვდავებასა...

ჩემო ერთგულო შვილებო,

ნურავის ატკენთ გულებსა,

და არ დასცინოთ არასდროს,

ბედისგან დაჩაგრულებსა.

მოვალ, დაგლოცავთ სუყველას,

იხარეთ, დიდხანს იცოცხლეთ,

თქვენთვის ალალი იქნება

მარადიული სიცოცხლე!..

  ეკატერინე

ხრიკული

 

 

 

უდიდესი რუსი წმინდანი სერაფიმე საროველი აფრთხილებს რუსეთს:

არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით იმაგე

დედას ღვთისას... რაც დაღუპავს რუსეთს"

მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წმინდანი ღირსი სერაფიმე საროველი, ერობაში პროხორე მოშნინი, დაიბადა 1754 წლის 19 ივლისს, ქ. კურსკში.

პროხორეს მამა ადრე გარდაეცვალა და მცირეწლოვანი ყმა დედის აღათიას მზრუნველობის ქვეშ დარჩა. დედამ ადრევე შენიშნა შვილის მისწრაფებანი, ამჩნევდა მას გულითად ლოცვას, წუთისოფლისგან განდგომის სურვილსა და მიწიერი საზრუნავისადმი გულგრილობას.

პროხორემ სიყმაწვილეშივე გადაწყვიტა თავი უფლის მსახურებისათვის მიეძღვნა და მონასტერში წასულიყო დედასაც წინააღმდეგობა არ გაუწევია. პროხორემ მალე დატოვა თავისი მშობლიური კერა და საროვოს უდაბნოში გაემგზავრა,

წმინდა საროვის უდაბნოში 8 წლიანი მორჩილების შემდეგ 1786 წლის 13 (26) აგვისტოს, მარხვის დასასრულს, იღუმენმა პახომმა პროხორე ბერად აღკვეცა.

მას სახელად სერაფიმე ეწოდა იგი ებრაულად ცეცხლოვანს”, ძვ. ქართულად კი ცეცხლებ დამწველნი ნიშნავს”.

1793 წლის 15 სექტემბერს ღვთის სიტყვით ანთებული მამა სერაფიმე უდაბნოში განმარტოების სურვილით აენთო, და განდეგილობა გადაწყვიტა.

მალე სავანის წინამძღვარი, მამა პახუმი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან წმინდანს მეუდაბნოებაზე მისცა კურთხევა.

და მონასტრიდან ხუთი ვერსის მოშორებით, მდინარე საროვოს ნაპირზე, უდაბურ ფიჭვნარში ამაღლებულ ბორცვზე ერთოთახიან ხის სენაკში დასახლდა. მთელი კვირის განმავლობაში აქ ლოცულობდა და მხოლოდ შაბათობით, მწუხრის წინ მიდიოდა სავანეში.

ბერი სერაფიმე ძალიან ცოტას ჭამდა, საკვებს დღეში მხოლოდ ერთხელ იღებდა. ოთხშაბათს და პარასკევს არაფერს იხმევდა. დიდმარხვის პირველ კვირას შაბათამდე არაფერს ჭამდა, შაბათს კი წმინდა საიდუმლოს ეზიარებოდა.

წმინდა სერაფიმესთან რჩევის და ლოცვა-კურთხევისთვის მოდიოდნენ როგორც მონასტრის ძმები, ისე ერისკაცებიც.

იგი ყოველ ღამით ტყეში ერთ უზარმაზარ ლოდზე ადიოდა და ხელაპყრობით ლოცულობდა. დღისით კი კელიაში აგრძელებდა ლოცვს, სადაც ტყიდან მოტანილ ქვაზე იდგა, საიდანაც იშვიათად ჩამოდიოდა. ასე ლოცულობდა წმინდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში.

იგი უფლის შეწევნით უამრავ სასწაულს აღასწულებდა, ლოცვებით კურნავდა ადამიანებს. წმინდა სერაფიმე განსაკუთრებულად ზრუნავდა დივეევოს დედათა სავანეზე. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებულიც უხილავთ

წმინდა სერაფიმე მრევლს ყოველთვის ეუბნებოდა გულში მუდამ იმეორე იესოს ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”. შთაგონებით ილოცე და შენი გონი სულს შეუერთე.

საოცარი იყო ღირსი სერაფიმეს ცხოვრება და საკვირველი იყო მისი აღსასრული.

მამა სერაფიმემ განჭვრიტა თავისი აღსასრულის მოახლოება ხშირად აფრთხილებდა მნახველებს: ჩვენ აწი ვეღარ შევხვდებით”. დედა პარასკევას ეუბნებოდა: ამიერიდან მარტო იცხოვრეთ, გტოვებთ!”

1833 წლის 14 იანვარის დილას იგი უკანასკნელად მივიდა ეკლესიაში. იგი უჩვეულოდ იქცეოდა, ყველა ხატთან სანთელი დაანთო და ემთხვია. ასეთი რამ ადრე არ გაუკეთებია.

15 იანვარის, დილის ექვსი საათისთვის წმინდანის მორჩილმა პავლემ მისი კელიიდან გამომავალი დამწვრის სუნი იგრძნო, წმინდანი ყოველთვის ანთებდა სანთლებს, მაგრამ ამბობდა: სანამ ცოცხალი ვარ ჩემს კელიაში ცეცხლი არ გაჩნდება, ჩემი სიკვდილი ხანძრით გაცხადდება”. როდესაც კელიაში შევიდნენ წმინდანი გარდაცვლილი დახვდათ.

მამა სერაფიმე სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც, დღემდე უამრავ სასწაულს აღასრულებს,

მისი შემწეობით უამრავი სნეული განკურნებულა და იკურნება.

ხსენება – ახალი სტილით 15 იანვარი.

ყველას შეგეწიოთ წმინდა სერაფიმე საროველი!

 

 

საბჭოთა კავშირის 7 საოცრება:

 

1. ყველას ჰქონდა სამუშაო ადგილი;

2. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ჰქონდა სამუშაო ადგილი არავინ არ მუშაობდა;

3. მიუხედავად იმისა, რომ არავინ არ მუშაობდა გეგმა 100% სრულდებოდა;

4. მიუხედავად იმისა, რომ გეგმა 100% სრულდებოდა, მაღაზიებში მაინც არაფერი არ იყო;

5. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიებში არაფერი არ იყო მაინც ყველას ყველაფერი ჰქონდა;

6. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ყველაფერი ჰქონდა მაინც იპარავდნენ; 

7. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს იპარავდნენ მაინც ყველას ყველაფერი ყოფნიდა.