Print

გაზეთი № 6 [954]

საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად

გამოცხადების შესახებ

კანონპროექტის განმარტებისათვის

 

თავი 1. წინათქმა  

ახ.წ. მე-4 საუკუნის 20-ან წლებში - ღმერთის ნებითა და წმ. ნინოს ძალისხმევით, მირიან მეფისა და „ქართლის სამეფოს“ სამეფო კარისა და მოსახლეობის მიერ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევიდან მოყოლებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ქვეყნის საერო ხელისუფალთა მხარდამხარ იბრძოდა ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის სულიერი და ფიზიკური სიმტკიცისათვის.

ღმერთის შეწევნით, ათეისტური რუსეთის საბჭოთა იმპერიაში ყოფნის 70 წლის ბოლოს: მე-20 საუკუნის მიწურულს - 1991 წ. 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წ. 9 აპრილს, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული დადგენილებით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და მისი გამორჩეული ლიდერის ზვიად გამსახურდიას ძალისხმევით საქართველომ - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა.

ქართველი ხალხის სულიერი გაჯანსაღებისა და განმტკიცების მიზნით, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მქონე საქართველოში, დღის წესრიგში დადგა - საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დადებითად გადაწყვეტის საკითხი.

ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებითა და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, საჭიროა ისეთი მექანიზმის მოძიება, რომელიც:

- ერთის მხრივ უზრუნველყოფს სახელმწიფოსაგან ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობას; და

-  მეორეს მხრივ ყველა პირობას შექმნის, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უფლება: იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე.

ყოველივე ამისათვის ისეთი იურიდიული საფუძვლის შექმნაა საჭირო, რომელიც არ დაექვემდებარება - მომავალში, ხელიოსუფლებაში მოსული არცერთი პოლიტიკური ძალის ანგარებიან ნებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხი, ჩვენის აზრით ორი გზით შეიძლება გადაიჭრას:

1. საერთო სახალხო რეფერენდუმის ჩატარების შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი ცვლილება შევიდეს საქართველოს კონსტიტუციაში;

2. დღეს მომქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“, „კონსტიტუციური შეთანხმებისა“ და „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების“ საფუძველზე მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება [„საქართველოს ორგანული კანონის“, ანდა „საქართველოს კანონის“ შესაბამისად] - საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თაობაზე.

მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანის განხორციელების მექანიზმი.

 

თავი 2. საქართველოში

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების

კონსტიტუციური ცვლილებების გზა

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებისათვის საჭირო წინაპირობების მსგავსად [1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმი], საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისათვის ყველაზე უკეთესი იქნებოდა - საერთო სახალხო გამოკითხვის, ანუ - რეფერენდუმის ჩატარება.

დღეისათვის მომქმედი კანონმდებლობის თანახმად [„საქართველოს ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ“] – „რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“ [მუხლი 1,3].

დროებით დარღვეული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პირობებში - რეფერენდუმის ჩატარების შეუძლებლობიდან გამომდინარე, სასურველი შედეგის მისაღებად არსებობს - კონსტიტუციური ცვლილების განხორციელების თეორიული გზა.

შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, დღეს მომქმედი „საქართველოს კონსტიტუცია“, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ წესს განსაზღვრავს:

„1. კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ: ...

) პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს;

) არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.

2. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

3. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი“ [მუხლი 102,1-3].

 [იხ. აგრეთვე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“, მუხლი 173-176].

დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის [113 დეპუტატის] ერთსულოვანი ნების გამოვლენით, ანუ საკონსტიტუციო ცვლილებების გზით სასურველი შედეგის მიღწევა - პრაქტიკულად გამორიცხულია.

იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მოსახლეობა შეძლებს სახელისუფლო ბერკეტები ჩააბაროს საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების სულისკვეთების მატარებელ ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებას, მაშინ ს/გ „უფლის სახელით...“ მავალ გუნდს შემუშავებული გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებელი შემდეგი სახის კანონპროექტი:

პროექტი

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1.  საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, 31-33, მუხ. 668) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში მართლმადიდებლობა გამოცხადებულია სახელმწიფო რელიგიად, რაც  განპირობებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლით საქართველოს ისტორიაში.

2. მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგულია ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა.

3. სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას უფლება აქვს იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს.

4. საქართველოს მოქალაქეთა უფლებები არ იზღუდება რელიგიის ნიშნით.“.

 

2. 92-ე  მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „21“ პუნქტი:

„21. საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა გამოსაქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისათვის გამოყოფილია სახელმწიფო  ბიუჯეტის  კანონში დაფიქსირებული საერთო შემოსავლების ათი პროცენტი“.

 

 

თავი 3. საქართველოში

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების

საკანონმდებლო გზა

ქართველი ერის სულიერი განმტკიცებისა და გაძლიერების მიზნით განსახორციელებელი საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად, ამოსავალ წერტილად აღებულ უნდა ქვეყანაში მომქმედი ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი:

1. „საქართველოს კონსტიტუცია“ [1995 წლი 24 აგვისტოს რედაქცია], და

2. „კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ [დაიდო 2002 წ. 14 სექტემბერს].

აღნიშნულზე დაყრდნობით:

თუ გავითვალისწინებთ, რომ „საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად - „სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან“ [მუხლი 9,1]; აგრეთვე

თუ გავითვალისწინებთ, რომ „საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად - „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით [მუხლი 9,2]; აგრეთვე

თუ გავითვალისწინებთ, რომ  საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული „კონსტიტუციური შეთანხმების“ თანახმად - „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“ [მუხლი 1,1],

მაშინ, „საქართველოს კონსტიტუციისა“ და „კონსტიტუციური შეთანხმების“ აღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, ქვეყნის ხელისუფლებაში შესაბამისი პოლიტიკური ნების მქონე გუნდის ყოფნის შემთხვევაში, ყოველგვარი კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელების გარეშე, შესაძლებელია მიღებულ იქნეს - საქართველოს ორგანული კანონი: „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“.

 

თავი 4.

ს/გ „უფლის სახელით...“ მომზადებული კანონპროექტი

„საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად

გამოცხადების შესახებ“

ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი მომზადებულია ისეთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებზე დაყრდნობით, როგორიცაა:

1. „საქართველოს კონსტიტუცია“ [1995 წლი 24 აგვისტოს რედაქცია] შემდგომში - „ს.კ.“];

2. „კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ [დაიდო 2002 წ. 14 სექტემბერს], [შემდგომში - „კ.შ.“] და

3. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება“ [მიღებულ იქნა 1995 წ. 18-19 სექტემბერს], [შემდგომში „დ.“].

წარმოდგენილი კანონპროექტი: „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“, შედგება - ათი თავისა და 83 მუხლისაგან.

მეათე თავის - „გარდამავალი დებულების“ ორი თავის გამოკლებით, კანონპროექტის პირველ ცხრა თავში მოცემული 80 მუხლიდან - 57-ი, ანუ - 71,25%, მთლიანად აღებულია ზემოთ ხსენებული სამი დოკუმენტიდან. კერძოდ:

 

ა) კანონპროექტის პირველი თავის - „ზოგადი დებულება“, ცხრავე მუხლი ორიგინალური ხასიათისაა, რომლებიც მთლიანად განსაზღვრავენ წინამდებარე კანონპროექტის ხასიათს. ორმხრივი გარანტიებიდან გამომდინარე, გამოვყოფდით შემდეგ სამ მუხლს:

მუხლი 6. საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია [შემდეგში - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია] არ ერევიან ურთიერთის საქმიანობაში. ისინი ერთობლივად უზრუნველ-ყოფენ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობას.

მუხლი 7. სახელმწიფოზრუნველყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებას, იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე.

მუხლი 8. მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული ფინანსური მხარდაჭერითა და მფარველობით.

 

ბ) კანონპროექტის მეორე თავი - „საეკლესიო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს ორგანოები“, 8 მუხლს მოიცავს, რომელთაგან მხოლოდ ერთია ორიგინალური. მუხლებში გადმოცემული ფორმულირებების ზოგადი სურათი ასეთია

მე-10 მუხლი [„დ.“ თავი 1, მ. 5]; მე-11 მუხლი [„დ.“ თავი 1, მ. 9]; მე-12 მუხლი [„კ.შ.“ მუხლი 1,4]; მე-13 მუხლი [„დ.“ თავი 1, მ. 7]; მე-14 მუხლი [„დ.“ თავი 2, მ. 5]; მე-15 მუხლი [„კ.შ.“ მუხლი 1,5]; მე-17 მუხლი [„დ.“ თავი 4, მ. 30,5];

ჩვენს მიერ შემოთავაზებულია მხოლოდ მე-16 მუხლის ახალი ფორმულირება, რომელიც ასეთია:

მუხლი 16. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა და საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

 

გ) რვა მუხლისაგანაა შემდგარი კანონპროექტის მესამე თავი - „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი“. ამათგან ხუთი მუხლი არსებული კანონებიდანაა აღებული. კერძოდ:

მე-19 მუხლი [„დ.“ თავი 3, მ. 2; აგრეთვე: თავი 15, მ.3]; მე-20 მუხლი [„დ.“ თავი 2, მ. 1]; 21-ე მუხლი [„დ.“ თავი 1, მ. 8]; 24-ე მუხლი [„დ.“ თავი 2, მ. 17]; 25-ე მუხლი [„დ.“ თავი 3, მ. 28].

მოქმედი კანონებიდან განსხვავებული სამი მუხლი ასეთი ფორმულირებისაა:

მუხლი 18. სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სამართალს:

ა) წმიდა წერილსა და საღმრთო გადმოცემას;

ბ) „დიდი სჯულისკანონს“;

გ) „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგე-ობის დებულებას“;

მუხლი 22. საეკლესიო ცხოვრების წესთან დაკავშირებით მიღებულ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას, საპარლამენტო  კანონის  ძალა  გააჩნია;

მუხლი 23. ცენტრალურ საეკლესიო ბიუჯეტთან, საეკლესიო ანაზღაურებასთან და საეკლესიო პენსიებთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში შედის მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილების ფორმით დამტკიცების შემდეგ.

 

დ) კანონპროექტის მომდევნო ორ: მეოთხე [3 მუხლი] და  მეხუთე [5 მუხლი] თავში  წარმოდგენილი რვავე მუხლი აღებულია მოქმედი კანონმდებლობიდან. ესენია:

26-ე მუხლი [„დ.“ თავი 3, მ. 2; და თავი 15, მ. 3]; 27-ე მუხლი [„დ.“ თავი 3, მ. 1]; 28-ე მუხლი [„დ.“ თავი 4, მ. 26];

29-ე მუხლი [„დ.“ თავი 5, მ. 1]; 30-ე მუხლი [„დ.“ თავი 5, მ. 3]; 31-ე მუხლი [„დ.“ თავი 5, მ. 5]; 32-ე მუხლი [„დ.“ თავი 5, მ. 4]; 33-ე მუხლი [„დ.“ თავი 5, მ. 6, და მ.11];

 

 ე) კანონპროექტის მეექვსე თავის 21 მუხლიდან მხოლოდ ხუთი მუხლია განსხვავებული ფორმულირების. ესენია:

მუხლი 39. ეპარქიის მღვდელმთავარის არჩევა-დადგინების წესი და უფლება მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლ-მადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“;

მუხლი 41. საეპარქიო საბჭოს უფლება მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეო-ბის დებულებით“;

მუხლი 46. მთავარხუცესების უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“;

მუხლი 50. სამრევლოს წინამძღვრის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“ და

მუხლი 51. სამრევლო საბჭოს შემადგენლობა და უფლება მოვალეობანი განისაზღვრება საეკლესიო კანონებითა დასაქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

დანარჩენი 16 მუხლი „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებიდანაა“ აღებული:

34-ე მუხლი [„დ.“ თავი 6, მ. 1]; 35-ე მუხლი [„დ.“ თავი 6, მ. 2]; 36-ე მუხლი [„დ.“ თავი 6, მ. 3]; 37-ე მუხლი [„დ.“ თავი 6, მ. 4]; 38-ე მუხლი [„დ.“ თავი 7, მ. 1]; მე-40-ე მუხლი [„დ.“ თავი 8, მ. 1]; 42-ე მუხლი [„დ.“ თავი 7, მ. 4]; 43-ე მუხლი [„დ.“ თავი 8, მ. 9]; 44-ე მუხლი [„დ.“ თავი 9, მ. 1; და მე-10 თავის მ.1]; 45-ე მუხლი [„დ.“ თავი 9, მ. 2]; 47-ე მუხლი [„დ.“ თავი 10, მ. 2]; 48-ე მუხლი [„დ.“ თავი 10, მ. 4]; 49-ე მუხლი [„დ.“ თავი 10, მ. 3]; 52-ე მუხლი [„დ.“ თავი 11, მ. 1-2]; 53-ე მუხლი [„დ.“ თავი 4, მ. 24; და მე-11 თავის მ.3]; 54-ე მუხლი [„დ.“ თავი 11, მ. 8];

 

ვ) კანონპროექტის მეშვიდე თავის ცამეტი მუხლიდან  - 8, მოქმედი კანონებიდანაა აღებული. ესენია

55-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 6,3]; 57-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 6,4; და „დ.“ თავი 12, მ. 1-2]; მე-60-ე მუხლი [„დ.“ თავი 11, მ. 5]; 61-ე მუხლი [„კ. შ.“მუხლი 4,1]; 62-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 3,3]; 65-ე მუხლი [„დ.“ თავი 14, მ. 1]; 66-ე მუხლი [„დ.“ თავი 12, მ. 15]; 67-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 6,6].

ჩვენს მიერ შემუშავებული 5 მუხლი კი ასეა ფორმულირებული:

მუხლი 56. არ არსებობს საეკლესიო გადასახადი. ეკლესიის ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტი შედგება თვითდაფინანსებისა და სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ფულადი სახსრებისაგან;

მუხლი 58. საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების გამო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გამოყოფილია სახელმწი-ფო  ბიუჯეტის  კანონში დაფიქსირებული საერთო შემოსავლების - 10 [ათი]%. რომლის არაუმეტეს 1 [ერთი]% საეკლესიო პირების სახელფასო და საპენსიო უზრუნველყოფისთვისაა განკუთვნილი;

მუხლი 59. საერთო-საეკლესიო ფინანსების განკარგვა ხდება „ცენტრალური საეკლესიო ბიუჯეტის დებულების“ თანახმად;

მუხლი 63. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ მთელ ტერიტორიაზე საეკლესიო წესების აღსრულება უფასოა; და

მუხლი 64. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სასულიერო პირებისა და თანამშრომ-ლების ანაზღაურებას აწარმოებს „საეკლესიო ანაზღაურების შესახებ დებულების“ საფუძველზე.

 

ზ) კანონპროექტის მერვე [„სხვადასხვა“] და მეცხრე თავს [„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრება“], ჯამში - თოთხმეტი მუხლი  ეთმობა. ყველა ამათგანი მოქმედი კანონმდებლობიდანაა აღებული. კერძოდ:

68-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 1,6]; 69-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 2]; 70-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 3]; 71-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 4.1]; 72-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 4,2].

73-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 6]; 74-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 6]; 75-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 7,1]; 76-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 7,2]; 77-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 10]; 78-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 8,1]; 79-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 8,1]; მე-80-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 9,1]; 81-ე მუხლი [„კ. შ.“ მუხლი 6,2; და „დ.“ თავი 12, მუხლი 19].

 

თ) კანონპროექტის ბოლო, მეათე თავი - „გარდამავალი დებულება“, ორი 82-ე და 83-ე მუხლისაგან შედგება. ამათგან 83-ე მუხლის პირველი სამი პუნქტი, წინამდებარე კანონპროექტის ძალაში შესვლისათვის საჭირო პროცედურებს ეხება, და მთლიანად ეყრდნობა „კონსტიტუციურ შეთანხმების“ მე-12 მუხლის 2-4 პუნქტებს.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მომქმედ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით ს/გ „უფლის სახელით...“ შემუშავებული წარმოდგენილი კანონპროექტი - ერთის მხრივ, მაქსიმალურად უზრუნველყობს ეკლესიის დამოუკიდებლობას; ხოლო მეორეს მხრივ ყველა პირობას ქმნის, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინოს თავისი ისტორიული ფუნქცია და გახდეს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე. 

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

 

საქართველოს კანონი

ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს

სახელის მინიჭების შესახებ

 

მუხლი 1.

ამ კანონის მიზანია, საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, გამოასწოროს, უცხო ქვეყნის მიერ თავსმოხვეული, საქართველოს ძირძველი ტერიტორიის გეოგრაფიულ სახელწოდებაში შეტანილი დამახინჯება.

მუხლი 2.

ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ეწოდოს -ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“.

მუხლი 3.

ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისათვის - ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების გამო, შესაბამისი  ცვლილებები შევიდეს შემდეგ სამართლებრივ აქტებში:  

1. „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში [№4625-I, 13 აპრილი 2007 წ.]  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს: ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი],  საქართველოს მთავრობის წარდგინებით, დადგენილებით ქმნის და აუქმებს საქართველოს პარლამენტი.“;

 

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3.

1. ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილება საქართველოს მთავრობამ, შეთანხმების საფუძველზე, შეიძლება მიანიჭოს ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და ადგილობრივი საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.

2. ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების მიზნით იქმნება: „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] ადმინისტრაცია“, რომლის საქმიანობის წესი და ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

 

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„მუხლი 4.

„ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] ადმინისტრაციის“ ძირითადი ფუნქციებია:“ [შემდეგ როგორც ტექსტშია];


2. „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის №4735 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ეწოდოს - „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“.“;

 

3. „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 მაისის №296 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მუხლი 1. პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიაზე შეიქმნას „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] ადმინისტრაცია“.

2. „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] ადმინისტრაცია“ (შემდეგში – ადმინისტრაცია) საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ ბრძანებულების შესაბამისად.“;

მუხლი 2. მესამე პუნქტის: „ბ)“, „გ)“, „დ)“, „ე)“  და „ვ)“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის]“ ტერიტორიაზე დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მიზნით შესაბამისი პირობების მომზადება;

გ) „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის]“ ტერიტორიაზე კანონიერებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; ამ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისა და ეთნიკური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი ინტერესების დაცვა;

დ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხელშეწყობა, „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის]“ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ე) „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის]“ ტერიტორიაზე განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა; ქართული და ოსური ენების, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება, სპეციალური ქართულ და ოსურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება; ოსურ ენაზე ნორმატიული აქტების, სხვა ოფიციალური დოკუმენტებისა და ინფორმაციის თარგმნის, გამოცემისა და გავრცელების უზრუნველყოფა, აგრეთვე ოსურენოვანი საინფორმაციო საშუალებების განვითარების ხელშეწყობა;

ვ) რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც- ვის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, სოფლის მეურნეობის,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროებში მინისტრის მოადგილის კანდიდატურების კანონმდებლობით დადგენილი წესით დასანიშნად წარდგენა, რომელთა მონაწილეობითა და მათთან შეთანხმებით განხორციელდება „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის]“ ტერიტორიაზე ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.“;

მუხლი 3. მეხუთე და მეექვსე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადმინისტრაციის სტრუქტურა და ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ადმინისტრაციის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ დასახელებებს განსაზღვრავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

6. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ენიჭება „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის]“ ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილება.“;


4. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში [N 431 – IIს, 23 ოქტომბერი, 2008 წ.] შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მუხლი 1. მეორე მუხლის  „ბ)“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] ტერიტორიები);“;

მუხლი 2. მეოთხე მუხლის  „)“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] ტერიტორიებზე)გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.“.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2015 წლი2 თებერვლის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია მორიგი საკანონმდებლო წინადადების მომზადების ეტაპის თაობაზე;

2. იამზე დემურია-სიჭინავას ინფორმაცია ვალერი მჭედელაძის დაკავებასთან დაკავშირებით დღეისათვის არსებული მდგომარეობის სესახებ.

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, ავთანდილ იოსელიანი, იამზე დემურია-სიჭინავა, ხაჩატურ ვართანიანცი ...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

...

გაიღვიძეთ ქართველებო,

ნეტავ რა ნახეთ „ძილშია“,

წამოვდგეთ, ხმა ავიმაღლოთ

სამშობლო გასაჭირშია!..

სასამართლო არ სამართლობს,

ხმა არ ისმის სიმართლისა,

პასუხიც კი არ მოსთხოვეს,

ვინც მიწები გაგვისხვისა.

გამოდით - რწმენას მივხედოთ,

ავამუშაოთ გონება,

ღმერთს დიდება აღვუვლინოთ,

ყველას ვუსურვოთ ცხონება!..

იქნებ უფალმა შეგინდოთ,

ეგ შეკვეთილი ცოდვა.

იჩქარეთ, სანამ დრო არის,

სანამ სამსჯავრო მოვა!..

 

  ეკატერინე

ხრიკული

 

წმინდანთ მეფის თავყრილობა!

წმინდანთ მეფის თავყრილობა,

წინ მიგვიძღვის - საღვთო გზაზე,

მოედნისკენ ეშურება,

ქართველთ ბედი - დღეს იქ წყდება...

არჩევანში ვინ არ ცდება

[ღმერთის გარდა],

გამრუდებულ გზასავალზე ერი კვნესის.

გზასავალი - კვლავ მძიმდება...

საღვთო გზაზე ნათელი ჩანს,

მხსნელი - „გადარჩენის გზასავლზე“ გველოდება...

ჩვენ კი რა გვსურს?

გადარჩენის მსურველებო:

შევეგებოთ „საღვთო ნათელს“ მოედანზე

გამარჯვების დიდი რწმენით,

წმინდა გულით და სუფთა ხელებით

  დინა [დიანა]

ჯიქია