Print

გაზეთი № 7 [955]

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2015 წლი7 თებერვლის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2015 წლის 7 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ლეილა მეფარიძე, ჯემალ ჯიქია, ნათელა მელქაძე და ლევან ჩოხელი.

მოისმინეს, ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ [გელა] სალუაშვილის ინფორმაცია - საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: „საქართველოს კანონი ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების შესახებ“.

სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2015 წლი9 თებერვლის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს კანონი: ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქის] სახელის მინიჭების შესახებ;

2. იამზე დემურია-სიჭინავას ინფორმაცია ვალერი მჭედელაძის დაკავებასთან დაკავშირებით დღეისათვის არსებული მდგომარეობის შესახებ.

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ავთანდილ იოსელიანი, ჯემალ ჯიქია,  იამზე დემურია-სიჭინავა...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

პარლამენტისეული „ტრადიციის ერთგულება“

2015 წლის 12 თებერვალს 14:00 საათზე, თბილისში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სათათბირო ოთახში (N221) ჩატარებულ კომიტეტის სხდომაზე  განხილულ იქნა „უფლის სახელით...“ წარდგენილი მორიგი საკანონმდებლო წინადადება.

საკანონმდებლო ორგანოს ვთავაზობდით - პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის პირველი პუნქტის ცვლილებას, რათა საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტებს მინიჭებოდათ უფლება - საკანონმდებლო წინადადება წარადგინონ არა მხოლოდ - კანონის, როგორც ეს გათვალისწინებულია მოქმედი რედაქციით, არამედ ნორმატიული დადგენილების მიღების, მასში ცვლილების შეტანის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზეც; ხოლო - ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ცვლილების თანახმად, საკანონმდებლო წინადადების საკომიტეტო განხილვისას სავალდებულო გამხდარიყო საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მონაწილეობა.

სხდომაში მონაწილენი [მიხეილ (გელა) სალუაშვილი და ავთანდილ იოსელიანი] ნახევარი საათის მანძილზე ვუხსნიდით დეპუტატებს მხარი დაეჭირათ წარმოდგენილო ცვლილებისათვის.

ჩვენი მხრიდან კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანისა და დანარჩენ დეპუტატთა საწინააღმდეგო პოზიციის „გასამყარებელი არგუმენტების“ [მაგ. თუ ავტორებს სხდომაზე დასწრების უფლება ექმებათ მაშინ განმარტებით ბარათს არასრულყოფილად წარმოადგენენ; დადგენილებას მთავრობაც იღებს და...; გვთხოვეთ და დაგასწრებთ და ა.შ.] გაბათილების მიუხედავად, კომიტეტმა, ამ პარლამენტისათვის ჩვეული „ტრადიციის ერთგულებით“: მომხრე - 0; წინააღმდეგი - 0, მიიღო ე.წ. უარყოფითი გადაწყვეტილება...  

 

 

საქართველოს

ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფის

ზოგადი საკითხები

 ჩვენს მიერ პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო წინადადების - საქართველოს კანონი: ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქის] სახელის მინიჭების შესახებ“ თემატიკის შეჯამების მიზნით, მოდით თვალი გადავავლოთ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის საკითხს.

ჩვენი ქვეყნის არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე საქართველოს ტერიტორია სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ ერთეულებად იყო დაყოფილი. ფარნავაზიდან დღევანდელობამდე არსებული სურათის ზოგადი მონახაზი ასეთი სახით შეიძლება წარმოვადგინოთ.

ძვ. წ. IV-III საუკუნეებში ფარნავაზმა საქართველო შვიდ საერისთაოდ და ერთ ცენტრალურ რეგიონად დაჰყო.

ახ. წ. VI-VIII საუკუნეებში საერისთაოების რაოდენობა გაიზარდა. ყოველ საერისთაოს ჰქონდა საკუთარი იერარქიული სტრუქტურა: ერისთავი, ნაცვალი, ციხისთავი, ხევისთავი, ასისთავი. ამგვარი დაყოფა მთელი ფეოდალური ეპოქის განმავლობაში, კერძოდ მე-18 საუკუნემდე შენარჩუნდა.

საქართველოს სამეფოების რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ეტაპობრივი მოქცევის შემდეგ ქვეყნის ადმინისტრაციულ ტერიტორიული მოწყობა რუსეთის ინტერესების მიხედვით მოხდა.

მთელს კავკასიას იმპერატორის მიერ დანიშნული მთავარმართებელი (შემდგომ მეფისნაცვალი) მართავდა, თვითონ კავკასია კი, ისევე როგორც რუსეთი, გუბერნიებად იყო დაყოფილი.  

გუბერნიები თავის მხრივ - მაზრებად იყოფოდა. გარდა ამისა, ზოგიერთ ტერიტორიაზე, რომლებიც შედარებით გვიან იქნა რუსეთის მიერ დაპყრობილი, გუბერნიების ნაცვლად - ოლქები ჩამოყალიბდა.

გუბერნიების იმ ნაწილში, სადაც ეროვნული და რელიგიური უმცირესობები ჭარბობდნენ, მაზრების ნაცვლად - ოკრუგები შეიქმნა და ისინი გუბერნიის განსაკუთრებულ ნაწილს წარმოადგენდნენ.

XIX საუკუნის ბოლოს საქართველოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი თბილისის და ქუთაისის გუბერნიების საზღვრებში იყო მოქცეული.

თბილისის გუბერნიაში შედიოდა: თბილისის, გორის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჩალოს, დუშეთის, თიანეთის, თელავის და სიღნაღის მაზრები და ზაქათალის ოკრუგი, ხოლო

ქუთაისის გუბერნიაში - ქუთაისის, შორაპნის, სენაკის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ლეჩხუმის და რაჭის მაზრები, სოხუმის, ბათუმის და ართვინის ოკრუგები.

გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი - ოლთისის და არტაანის ოკრუგების სახით - ყარსის ოლქში იყო შეყვანილი .

მაზრებში შემავალი სოფლები გაერთიანებული იყვნენ სასოფლო საზოგადოებებში. მაზრის შემადგენლობაში ასევე იყვნენ ქალაქები, რომლებიც მაზრის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდნენ. მაზრები აგრეთვე იყოფოდა - საპოლიციო უბნებად.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს [1918 – 1921 წ.წ.], ძირითადად შენარჩუნდა მეფის რუსეთის დროს დამყარებული ტერიტორიული მოწყობა. 1919 წელს იმავე ტერიტორიულ ერთეულებში ჩატარდა მაზრების ერობებისა და ოთხი დიდი ქალაქის თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ, რომელიც 1921 წელის 21 თებერვალს იქნა მიღებული, ახლებურად განსაზღვრა საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა. კერძოდ:

საქართველო იყოფოდა 19 ერთეულად, მათ შორის იყო  - 18 ოლქი და დედაქალაქი თბილისი.

ოლქები ძირითადად ემთხვეოდა ყოფილი მაზრების საზღვრებს მცირეოდენი შესწორებით. გარდა ამისა, განსაზღვრული იყო ზოგიერთი ცვლილება. კერძოდ, ახალციხის და ახალქალაქის მაზრები ერთიანდებოდა - ახალციხის ოლქად, დუშეთის და თიანეთის მაზრები - ანანურის ოლქად, ოლთისის და არტაანის ოკრუგები - არტაანის ოლქად.

ასევე იქმნებოდა სამი ატონომიური ერთეული: აფხაზეთის (სოხუმის) ავტონომიური ოლქი; სამუსლიმანო საქართველო (ბათუმის მხარე) და ზაქათალას ოლქი. სამწუხაროდ, კონსტიტუციით განსაზღვრული დაყოფა ვერ განხორციელდა, რადგან მისი მიღებიდან 4 დღეში მოხდა საქართველოს ანექსია საბჭოთა რუსეთის მიერ.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე, საქართველოს ტერიტორიული მოწყობა შეიცვალა. საქართველო დაიყო უფრო მცირე ადმინისტრაციულ ერთეულებად, რაიონებად. ასე მაგალითად:

რაიონებად დაყოფა 1930 წელს განხორციელდა. მათი რიცხვი 60-ზე მეტი იყო. ასევე შეიქმნა სამი ავტონომია: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.

50-იან წლების დასაწყისში შეიქმნა თბილისის და ქუთაისის ოლქები.

პირველში გაერთიანდა მთელი აღმოსავლეთი საქართველო („სამხრეთ ოსეთის“ გარდა), ხოლო მეორეში დასავლეთ საქართველოს რაიონები (აჭარის და აფხაზეთის გარდა). ამ ოლქებმა სულ ორიოდე წელი იარსება და მერე გაუქმდა.

1990 წლისათვის საქართველოში იყო: ორი ავტონომიური რესპუბლიკა, ერთი ავტონომიური ოლქი და  69 რაიონი.

აქედან ოთხი ქალაქი: ჭიათურა, ტყიბული, წყალტუბო და გაგრა, საბჭოებზე დამოკიდებულ ტერიტორიებად ითვლებოდა და მათ რაიონის სტატუსი ოფიციალურად არ ჰქონდათ.

ცალკე ერთეულად ითვლებოდა ქალაქები: თბილისი, ქუთაისი, სოხუმი, ბათუმი, გორი, ფოთი, ზუგდიდი და ტყვარჩელი.

4 488 სოფელი (ამ სოფლებიდან 174 დაუსახლებელი იყო) გაერთიანებული იყო 942 სასოფლო საბჭოში.

1990 წ. 11 დეკემბერს მიღებული კანონით საქართველოს უზენაესმა საბჭომ გააუქმა - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.

1991 წლის 31 მარტს ჩატარდა სასოფლო და საქალაქო საბჭობის არჩევნები. მათ - საკრებულოები ეწოდათ. თუმცა სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, 1992 წლის დასაწყსში, „სამხედრო საბჭოსა“ და „დროებითი მთავრობის“ ზეწოლის შედეგად, საკრებულოების უმრავლესობამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა.

1993 წლიდან ადგილებზე დამყარდა პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა. ქალაქების მერებსა და რაიონის გამგებლებს ნიშნავდა სახელმწიფოს მეთაური.

1994-96 წლებში შემოღებული იქნა რაიონების 9 დიდი გაერთიანება - მხარე.

აღსანიშნავია, რომ - მხარე არ წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს. მხარის სახელმწიფო რწმუნებულების ფუნქციაა, ზედამხედველობა გაუწიონ მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების საქმიანობას.

სამხარეო დაყოფა დაახლოებით ემთხვევა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ კუთხეებს

2007 წ. 10 მაისს მიღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ“.

 

საქართველოს დღევანდელი

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

საქართველოს ტერიტორიული მოწყობა ასიმეტრიულია, და 13 ადმინისტრაციულ ერთეულადაა დაყოფილი. ესენია:

ორი ავტონომიური რესპუბლიკა [აფხაზეთი და აჭარა],

ცხრა მხარე [1. გურია, 2. იმერეთი, 3. კახეთი, 4. მცხეთა-მთიანეთი, 5. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთი, 6. სამეგრელო-ზემო სვანეთი, 7. სამცხე-ჯავახეთი, 8. ქვემო ქართლი და 9. შიდა ქართლი],

ერთი - „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია[ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, ჩვენი შემოთავაზებით - „ჩრდილო ქართლი (ცხინვალის ოლქი)“] და

. თბილისი.

მათ შესახებ არსებული ზოგადი მონაცემები ასეთია:

 

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა - იგი მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების აფხაზეთის და სამეგრელოს (ნაწილობრივ) ტერიტორიას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ადმინისტრაციულად იყოფა 6 მუნიციპალიტეტად, ესენია - გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და სოხუმის მუნიციპალიტეტი.

1997 წელს სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განახორციელა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული „რეფორმა“, რის შედეგადაც ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ნაწილის ხარჯზე შექმნა - ტყვარჩელის მუნიციპალიტეტი.

ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი შეადგენს 8700 კვ.კმ–ს, მოსახლეობა - დაახლოებით 100-120 ათასს. ავტონომიის დედაქალაქია ქალაქი - სოხუმი. ავტონომიის ტერიტორიაზე 526 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

7 ქალაქი - ახალი ათონი, გაგრა, გალი, გუდაუთა, ოჩამჩირე, სოხუმი, ტყვარჩელი.

4 დაბა - ბიჭვინთა, განთიადი, გულრიფში, მიუსერა.

514 სოფელი;

 

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების აჭარის და ლაზეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ადმინისტრაციულად 1 თვითმმართველ ქალაქად (ბათუმი) და 5 მუნიციპალიტეტად იყოფა. ესენია: ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტი.

ფართობი შეადგენს 2900 კვ.კმ–ს, მოსახლეობა - დაახლოებით 376 ათასს, ავტონომიის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი. ავტონომიის ტერიტორიაზე 342 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

2 ქალაქი - ბათუმი, ქობულეთი;

7 დაბა - მახინჯაური, ოჩხამური, ქედა, შუახევი, ჩაქვი, ხელვაჩაური და ხულო.

333 სოფელი.

 

3. გურიის მხარე - მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია გურიის ტერიტორიას. გურიის მხარეში შედის ქალაქი ოზურგეთი; ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.

 გურიის მოსახლეობის რაოდენობა 139,8 ათასია, ფართობი შეადგენს 2030,7 კვ.კმ. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი.

მხარეში 189 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 2 ქალაქი (ლანჩხუთი და ოზურგეთი), 5 დაბა (ლაითური, ნარუჯა, ურეკი, ქვედა ნასაკირალი, ჩოხატაური) და 182 სოფელი.

 

4. იმერეთის მხარე - მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია იმერეთის ტერიტორიას. იმერეთის მხარეში შედის შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი;

ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ხარაგაულის, ხონის, წყალტუბოსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტი.

მხარის ფართობი შეადგენს 6552 კვ.კმ–ს, მოსახლეობა 700 ათასს, მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ქუთაისი. მხარეში 542 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

10 ქალაქი - ბაღდათი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ტყიბული, ქუთაისი, წყალტუბო, ჭიათურა,  ხონი;

3 დაბა - კულაში, შორაპანი, ხარაგაული;

529 სოფელი. 

 

5. კახეთის მხარე - მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების კახეთის, ჰერეთის (ნაწილობრივ) და თუშეთის ტერიტორიებს.

კახეთის მხარეში შედის - ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტი.

მხარის ფართობი შეადგენს 11 310 კვ.კმ–ს, მოსახლეობა - 407 ათასს, მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი.

მხარეში 285 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

9 ქალაქი - ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი, წნორი;

276 სოფელი.

 

6. მცხეთა-მთიანეთის მხარე - მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების შიდა ქართლის, ერწო-თიანეთის, ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქსნის, ხევის ტერიტორიებს.

მცხეთა-მთიანეთის მხარეში შედის - ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტი.

მხარის ფართობი შეადგენს 6 785 კვ.კმ-ს, მოსახლეობა – 125 ათასს, მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მცხეთა.

მხარეში 285 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

2 ქალაქი - დუშეთი, მცხეთა;

7 დაბა - ახალგორი, ზაჰესი, თიანეთი, ჟინვალი, სიონი, სტეფანწმინდა და  ფასანაური,;

582 სოფელი.

 

7. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე - მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების რაჭის, ლეჩხუმის და სვანეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიებს.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში შედის - ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტი.

მხარის ფართობი შეადგენს 4 954 კვ.კმ–ს, მოსახლეობა - 51 ათასს, მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ამბროლაური.

მხარეში 256 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

3 ქალაქი - ამბროლაური, ონი, ცაგერი;

3 დაბა - კვაისა, ლენტეხი, ხარისთვალა;

251 სოფელი.

 

8. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე - მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების სამეგრელოს და ზემო სვანეთის ტერიტორიებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შედის - ქალაქი ფოთი; აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტი.

მხარის ფართობი შეადგენს 7 441 კვ.კმ-ს, მოსახლეობა - 466 ათასს, მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ზუგდიდი.

მხარეში 500 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

9 ქალაქი - აბაშა, ანაკლია, ზუგდიდი, მარტვილი, სენაკი, ფოთი, წალენჯიხა, ხობი, ჯვარი;

2 დაბა - მესტია, ჩხოროწყუ;

490 სოფელი.

 

9. სამცხე-ჯავახეთის მხარე - მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების სამცხის, ჯავახეთის და თორის ტერიტორიებს.

სამცხე-ჯავახეთის მხარეში შედის - ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი.

მხარის ფართობი შეადგენს 6 413 კვ.კმ-ს, მოსახლეობა - 208 ათასს, მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე.

მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

5 ქალაქი - ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ვალე, ნინოწმინდა;

7 დაბა - აბასთუმანი, ადიგენი, ასპინძა, ახალდაბა, ბაკურიანი, ბაკურიანის ანდეზიტი, წაღვერი;

258 სოფელი.

 

10. ქვემო ქართლის მხარე - მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ქვემო ქართლის და თრიალეთის ტერიტორიებს. ქვემო ქართლის უმეტესი ნაწილი თბილისიდან სამხრეთით მდებარეობს. მისი საზღვრები ძირითადად ემთხვევა ისტორიული პროვინციის საზღვრებს, თუმცა აერთიანებს გარე კახეთის ნაწილსაც (კუხეთი და გარდაბანი).

ქვემო ქართლის მხარეში შედის - ქალაქი რუსთავი; ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტი.

მხარის ფართობი შეადგენს 6 528 კვ.კმ-ს, მოსახლეობა 511,2 ათასი, მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი რუსთავი.

მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

7 ქალაქი - ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრი წყარო, მარნეული, რუსთავი, წალკა;

8 დაბა - ბედიანი, დიდი ლილო, თამარისი, თრიალეთი, კაზრეთი, კოჯორი, მანგლისი,  შაუმიანი;

338 სოფელი.

 

11. შიდა ქართლის მხარე - მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილს. დღეის მდგომარეობით მხარის ჩრდილოეთი ნაწილი მოიცავს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დიდ ნაწილს.

ამჟამად ისტორიული შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და დუშეთის მუნიციპალიტეტში შედის.

შიდა ქართლის მხარეში მხარეში შედის - ქალაქი გორი, ცხინვალი; ახალგორის, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურისა და ჯავის მუნიციპალიტეტი.

ტერიტორიის ფართობი - 6200 კვ.კმ (მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშაა 4807 კვ.კმ). ადმინისტრაციული ცენტრი - ქ. გორი.

მხარის იმ ნაწილში, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს, 373 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

5 ქალაქი - გორი, კასპი, ქარელი, ხაშური;

2 დაბა - აგარა, სურამი;

366 სოფელი.

 

12. ჩვენი საკანონმდებლო წინადადების თანახმად, 2007 წლიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ ტერიტორიაზე არსებული „სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისმაგივრად შემოთავაზებულია სახელდება: „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქი].

ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] ტერიტორია მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. ჩრდ. საზღვარია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემი, აღმ. – ალევის ქედი, დას. საზღვარი კვეთავს ლიხის, რაჭისა და კედელას ქედებს, მდინარეების ძირულას, ყვირილას, ჯეჯორისა და ღარულის ზემო დინების ხეობებს და მთავრდება მამისონის უღელტეხილთან. სამხრეთ საზღვარი შიდა ქართლის ვაკის ჩრდილო პერიფერიაზე გადის.

ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩრდილოეთ ოსეთის, აღმოსავლეთით ყაზბეგისა და დუშეთის, სამხრ–ით - კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის, დას-ით - საჩხერისა და ონის რაიონები.

ფართობი 3,8 ათასი კმ². მოსახლეობა დღეისათვის 45-50 ათასი კაცი  ცენტრი - ქ. ცხინვალი.

ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქში შედის 4 ადმინისტრაციული რაიონი: ახალგორის, ყორნისის, ცხინვალის და ჯავის მუნიციპალიტეტი; ერთი ქალაქი ცხინვალი, და ოთხი დაბა: ახალგორი, კვაისა, ყორნისი, ჯავა.

 

13. საქართველოს დედაქალაქი თბილისი არ შედის არცერთ მხარეში, ანუ ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენს.

 

 

მათთვის რომელნიც ბოლო ჟამის „სუნთქვას“ გრძნობენ:

„რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი...“

„ეკრძალეთ ცრუ წინასწარმეტყველთ, რომელნიც მოვლენ თქვენთან ცხვრების სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები“ [მათე 7,15];

„რადგან გაირყვნენ წინასწარმეტყველნიც და მღვდლებიც; ჩემს სახლშიც კი ვპოულობ მათ ნაავკაცარს, ამბობს უფალი“ [იერ. 23,11];

„საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღმერთისაგან არიან თუ არა სულნი, იმიტომ რომ მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად. ამით იცნობთ ღმრთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესუ ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღმრთისაგან არის. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესუ ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღმრთისაგან კი არ არის, არამედ ესაა ანტიქრისტეს სული, რომლისთვისაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად“ [1 იოანესი 4,1-3];

„ხოლო პირველი იგი შობაი ღმრთეებისაი მის მამისაგან, თვით მამამან უწყის; რამეთუ მეორეი ესე-ცა შობაი ძისაი ხორცითა ვერვინ შეუძლოს გამოძიებად, რამეთუ იტყვის წინაისწარმეტყუელი იგი: „თესლ-ტომი მისი ვინ შეუძლოს თხრობად?“, რამეთუ ღმერთი არსებითა თვისითა ვერვინ სადა იხილა...“ [„შატბერდის კრებული“, თბ. 1979 წ., გვ. 298];

 „ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე ისრაელის წინასწარმეტყველებზე და უთხარი საკუთარი ნებით გაწინასწარმეტყველებულთ; ისმინეთ-თქო უფლის სიტყვა. ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: ვაი ცრუ-წინასწარმეტყველთ, რომლებიც საკუთარ სულს მიჰყვებიან და არაფერი უხილავთ!

ნაოხარ ადგილებში რომ მელიები არიან, იმას გვანან შენი წინასწარმეტყველნი, ისრაელო! ნუ გახვალთ ნანგრევებზე და ზღუდეს ნუ შემოავლებთ ისრაელის სახლს, რომ საბრძოლველად დადგეს უფლის დღეს.

მათი ხილვები ფუჭია და მათი მისნობა სიცრუე; კი ამბობენ, უფალმა თქვაო, მაგრამ უფალს არ მოუვლენია ისინი; ირწმუნებიან, ახდებაო ჩვენი სიტყვა. განა ფუჭ ხილვებს არ ხედავთ და ცრუ მისნობას არ წარმოთქვამთ, რომ ამბობთ, უფლის ნათქვამიაო, მე კი არაფერი მითქვამს?“ [ეზეკ. 13,2-7];

„თუ წინასწარმეტყველი ჩავარდა ცთუნებაში და ალაპარაკდა, მე, უფალი, ვიქნები ამ წინასწარმეტყველის მაცთუნებელი; ხელს მოვუღერებ და ჩემი ერიდან, ისრაელიდან, ამოვძირკვავ მას. პასუხს აგებენ თავიანთ დანაშაულზე; ერთი იქნება დანაშაული შემკითხველისა და დანაშაული წინასწარმეტყველისა“ [ეზეკ. 14,9-10];

„ჩემს საბჭოში რომ მდგარიყვნენ, ჩემს ერს გამოუცხადებდნენ ჩემს სიტყვებს და მოაქცევდნენ მათ ბოროტი გზიდან და ავკაცობიდან“ [იერ. 23,22];

„რადგან ვინ იდგა უფლის საბჭოში, ვინ ხედავდა და ისმენდა მის სიტყვას? ვინ უგდებდა ყურს მის სიტყვას და ესმოდა?“ [იერ. 23,18];

„წინასწარმეტყველმა, ვისაც სიზმარი აქვს, იამბოს სიზმარი; ვისაც ჩემი სიტყვა აქვს, რწმენით ილაპარაკოს ჩემი სიტყვა. სად ბზე და სად ხორბალი? ამბობს უფალი. განა ცეცხლივით არ არის ჩემი სიტყვა? ამბობს უფალი. უროსავით, კლდეს რომ ანგრევს?“ [იერ. 23,28-29];

„ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს, და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს. არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება.

ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. ასე რომ, თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ“ [მათე 7,17-20];

„რადგან პატარიდან დიდამდე ყველა მომხვეჭელია: წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა ყალბისმქმნელი“ [იერ. 6,13];

„აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ამბობს უფალი, თავისას რომ ლაპარაკობენ და ამბობენ, უფლის ნათქვამიაო“ [იერ. 23,31];

„იქნება ჩემი ხელი ფუჭმხილველ წინასწარმეტყველთა და სიცრუის მისანთა წინააღმდეგ; ჩემი ერის საბჭოში არ იქნებიან ისინი, ისრაელის სახლის წიგნში არ ჩაიწერებიან და ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ. მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ღმერთი ვარ. სწორედ იმის გამო, რომ აცთუნებენ ჩემს ერს, რომ ეუბნებიან, მშვიდობააო და არ არის მშვიდობა; ჩემი ხალხი კედელს აშენებს და, აჰა, ესენი კირით ლესავენ“ [ეზეკ. 13,9-10];

„ზერელედ მკურნალობენ ჩემი ერის ჭრილობებს, ამბობენ: მშვიდობააო, მშვიდობა! თუმცა არ არის მშვიდობა“ [იერ. 6,14];

 „ეუბნებიან ჩემს მაგინებლებს: უფალმა თქვა, მშვიდობა გექნებათო. და ყველას, ვინც თავის გულისთქმას აჰყოლია, ეუბნებიან: უბედურება არ დაგემართებათო“ [იერ. 23,17];

„ამიტომაც მოლიპული იქნება მათი გზები სიბნელეში, წაიფორხილებენ და დაეცემიან; რადგან უბედურებას მოვუტან მათ განკითხვის წელს, ამბობს უფალი“ [იერ. 23,12];

„არ გაბრუნდება უფლის რისხვა, ვიდრე არ შეასრულებს, ვიდრე არ მიაღწევს განზრახულს. უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ცხადად“ [იერ. 23,20];

„ფეთქებით აფეთქდა დედამიწა, ნაფოტებად დანაფოტდა დედამიწა, დამხობით დაემხო დედამიწა. მთვრალივით ბარბაცებს დედამიწა და ხუხულასავით ირყევა; ცოდვამ დაამძიმა, დაეცა და ვეღარ დგება.

მოვა ის დღე და დასჯის უფალი ცათა მხედრობას მაღლა ცაში და მიწის მეფეებს დაბლა მიწაზე. შეიყრებიან ერთად ტუსაღებივით დილეგში, კლიტულებში გამოიმწყვდევიან და დიდი ხნის შემდეგ დაისჯებიან.

მაშინ გაფითრდება მთვარე და შერცხვება მზე, რადგან გამეფდება ცაბაოთ უფალი სიონის მთაზე და იერუსალიმში, და თავის უხუცესთა წინაშე გამოაჩენს დიდებას“ [ესაია 24,19-23];

„ხოლო მოვა დღე უფლისა, როგორც მპარავი ღამით, და მაშინ ზათქით გარდავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან, მიწა და ყველა მიწიერი ქმნილება გადაიბუგება“ [2 პეტრ. 3,10];

„დალბება ცის მთელი მხედრობა და ცა ეტრატივით დაიგრაგნება, ჩამოცვივა მთელი მხედრობა, როგორც ფურცელი ცვივა ვაზს და მჭკნარი ფოთოლი - ლეღვის ხეს. რადგან დაითრო ცაში ჩემი მახვილი; აჰა, დაეშვება ის ედომზე და ჩემგან შერისხულ ხალხზე დასასჯელად.

უფლის მახვილი სავსეა სისხლით, გაპოხილია ქონით, კრავთა და თიკანთა სისხლით, ვერძების თირკმელთა ქონით; რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს უფალს ბოცრაში და დიდი ხოცვა ედომის მიწაზე. კამეჩები დაეცემიან მასთან ერთად და ხბორები ხარებთან ერთად, დაითრობა სისხლით მიწა და ქონით გაიპოხება მისი მტვერი. რადგან შურისგების დღე აქვს უფალს, ნაცვალგების წელი სიონის სარჩელისთვის“ [ესაია 34,4-8];

„მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლებზე მომავალს დიდებით და მრავალი ძალით“ [მარკ. 13,26];

„და ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც უწინდელი ცა და უწინდელი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის. და მე იოანემ, ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღმრთისაგან ზეცით ჩამომავალი, გამზადებული, როგორც სასძლო, და სასიძოსათვის შემკული.

და მომესმა მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა თანა, და დაემკვიდრება მათთან, და ისინი იქნებიან მისი ხალხი, და თვით ღმერთი იქნება მათთან“ [გამოცხ. 21,1-3].

მოამზადა

დავით შათირიშვილმა

 

 

საქართველო გაბრწყინდება!..

6 თებერვლის გამთენიას ვიხილე:  ერთ მოზრდილ ბნელ ოთახში სამნი ვიყავით. ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემს პირდაპირ მდგარ მაგიდასთან, ერთმანეთის პირისპირ იჯდა ორი ადამიანი და ერთმანეთს გულგატეხილები ესაუბრებოდნენ...

მათი უიმედო საუბრის მოსმენისთანავე, უცბათ შევუძახე - რას ამბობთ, დღე-დღეზე საქართველო გაბრწყინდება!...“- მეთქი“, და ჩემსავე შეძახილზე გამომეღვიძა.

მანანა სოსებაშვილი


...

ლასკარო, წმიდა ლასკარო,

ღმერთისგან გამორჩეულო..

შენი ბადალი სად არის,

სიწმინდით სხვისგან რჩეულო...

თითქოს - არც კი გენდობიან,

თითქოს - არ ესმით ნათქვამი!...

არვის ვუსურვებ რგებოდეს

ურწმუნოს ხვედრის მაგვარი...

შენ, შენი საქმე აკეთე,

ღმერთი მოგაგებს ამაგსა,

პირველად შენ ჩაგჩურჩულებს

დიდ საიდუმლო ამბავსა:

„გაბრწყინების დრო რომ მოვა,

ბევრი ინატრებს - ლასკარსა..

ვერ მოვლენ, ვერ მოაგნებენ,

შენთან მოსასვლელ გზა-კვალსა!..

ჩემო ლასკარის შვილებო,

არც თქვენ დაგწყვეტავთ გულებსა,

მეშვიდე საყვირით გამცნობთ,

თქვენთვის დიდ სიხარულებსა...“

  ეკატერინე

ხრიკული

 

და დგება ჟამი, - ჟამი სიმართლის!

მაშინ, როდესაც საქართველოში

უსამართლობის ჯაჭვური რგოლი - მტკიცედ შეიკრა,

ამ დროს სიმართლის უწყვეტი ჯაჭვი:

ნიღბებით წყდება...

ნისლი ჩამოწვა საქართველოში.

გზა ქართველთათვის - ორად გაიყო,

და განცალკევდა მართალთ კრებული.

წლობით გაგრძელდა მართალთ წამება.

ვგონებ, არ იყო ჟამი სიმართლის

და გამარჯვების...

მალე დადგება ჟამი სიმართლის,

უფლის ნათელი გამოანათებს,

აღმოცენდება - ჭეშმარიტება,

 ყველას - დაგმანულ ფარდას გადახსნის!...

ყველა შენიღბულს, - „უნიღბოდ“ ვხედავ.

წარსულ დროების ჩამწყდარი სიმი ახლა მრთელდება,

ახლა იწყება - ეპოქა რთული,

ახმიანდება აკაკის ქნარი, -„კვლავ იგალობებს“,

რომ საქართველო კვლავ გაბრწყინდება!...

მართალთ კრებული იკრიბება ზეცაში ახლა,

და საქართველოს - „სცენას“ უწყობენ...

ასე ამბობენ: პაექრობაა ზეცაში ახლა

და ანგელოზნი იმარჯვებენ ბოროტებაზე...

კელაპტრად იწვის წმინდანთ სულები,

ცრემლად იღვრება დედამიწაზე

და საქართველო, წყაროდ ქცეულა უკვდავებისა...

ერს აღზევებულს წინ მიუძღვის

„საღვთო მისია!..“

„სავანედ“ ქცეულ საქართველოს ფერი ეცვლება,

საღვთო ისტორიას, - წინასწარ თქმულს,

„სიტყვას ღვთისას“ - ხორცი ესხმება

და, აჰა - სულ მალე,

მისტერიას რეალობა ჩაენაცვლება... 

  დინა [დიანა]

ჯიქია