Print

გაზეთი № 8 [956]

„ივერიის [საქართველოს] გაბრწყინებისეულ“ დროში

 აღსასრულებელი მისიის ქრონიკებისათვის

 

„რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის,

არ ექნებოდათ ცოდვა,

ახლა კი არა აქვთ მიტევება

თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22]

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, და სათქმელის თავმოყრას შევეცადოთ.

ჩვენი წინამდებარე წერილი ისეთ მნიშვნელოვან თემას ეხება, რასაც - ბოლო ჟამში ივერიის გაბრწყინების თაობაზე ნაწინასწარმეტყველების ასრულება ჰქვია.

როგორც მოგეხსენებათ, წმიდა მამათა გადმოცემის თანახმად - მეორედ მომავალ უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადებამდელ დროში, სხვა ასაცხადებელ [მინიშნებულ] მოვლენათა შორის, ივერიის გაბრწყინებისეული ეტაპის გავლაც უნდა მოხდეს.

მკითხველმა უკვე იცის, რომ, ჩვენის აზრით, ბოლო ჟამში „ივერიის გაბრწყინებაზე“ არსებული წინასწარმეტყველება კოდირებული შინაარსის მატარებელია და იგი „სულიერ“ და „ფიზიკურ“ ასპექტებს მოიცავს.

ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარე - „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის  თაობაზე გვინდა ვისაუბროთ.

როგორც არაერთგზის გვითქვამს - „... „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტი - ბოლო ჟამში მაცხოვრებელთა მიერ გამოვლენილ ნებაზე არ არის დამოკიდებული...

დიახ, საქართველოში მომხდარი მოვლენების იგავური ფორმით გადმომცემი წინასწარნაუწყები ნიშნები იმიტომ კი არ „სრულდება“, რომ ჩვენ ასე გვინდა; არამედ იმიტომ, რომ - ღმერთის ნებით, ქართველი ერის წიაღში ხდება ძე კაცისას შობა, რამაც განაპირობა კიდეც - ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე იმ მოვლენების იგავური ფორმით ბიბლიაში [და არა მარტო იქ] ასახვა, რომელიც  ძე კაცისას მიწიური ცხოვრების პარალელურად მიმდინარეობს.

ამდენად, „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის გამოვლენა, ანუ მიმდინარეობა, განპირობებულია - ძე კაცისას ქართველი ერის წიაღში შობით, რაც, თავის მხრივ, გვიდასტურდება - ბოლო ჟამის დამადასტურებელი ნიშნების ჩვენი ქვეყნის ისტორიის მაგალითზე აცხადებით...

ვფიქრობთ ძნელი აღარ უნდა იყოს იმის გააზრებაც, რომ „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტი - ფარულად მიმდინარე პროცესია და რაიმე [მატერიალურად] ხელშესახები, ან დასანახ-შესაგრძნობი ასპექტებით არ ხასიათდება...

ერთადერთი, რამაც „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის - ფარულად მიმდინარეობა უნდა დაადასტუროს არის ბოლო ჟამად სახელდებული დროის დადგომის თაობაზე წმიდა წერილებში წინასწარნაუწყები ნიშნების გამოვლენა [აცხადება]...

აი, სწორედ ესაა - საქართველოს სულიერი მისია, რომლის ასრულებაც, ანუ გამოვლენაც ხდება ბოლო ჟამში მოღვაწე იმ ინდივიდთა საქმიანობით, რომლებმაც, ღმერთის ნებით, უნდა შეიცნონ და გააჟღერონ წინასწარნაუწყებ ნიშანთა აცხადების დროის დადგომა...“ [იხ. გაზ. №40(936), გვ. 6].

თავისთავად, „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის - ფარულად მიმდინარეობის დამადასტურებელი ნიშნები ორი ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ:

1. პირველ ჯგუფად შეგვიძლია მოვიაზროთ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელ ნიშანთა ერთობა; ხოლო

2. მეორე გჯუფში შეიძლება გავაერთიანოთ საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ყველა ის კოდირებული ინფორმაცია, რომლის ფარული შინა არსის გახსნაც სწორედ ბოლო ჟამში უნდა მოხდეს.

ღმერთის ნებით, 1996-1997 წლების გასაყარზე დაარსებული: „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის“ მიერ გამოკვლეული მასალები გასაჯარისების რამოდენიმე ეტაპს გადიოდა: ლასკარის სხდომებზე განხილვის შემდეგ, ქვეყნდებოდა გაზ. „დედა[ნი] ენის სასწაული“-ს ფურცლებზე, რომლის თაობაზე მსჯელობა, უკვე ლასკარის ღია შეკრებებზე იმართებოდა. პარალელურად ამისა, მომზადებული მასალა ეტაპობრივად მიეწოდებოდა - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, კერძოდ უშუალოდ - საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორესა და წმიდა სინოდს.

აქვე უნდა ითქვას, რომ წლების მანძილზე მიმდინარე ჩვენი ამ ქმედების მიზანი გახლდათ:

1. ჩვენი წვლილი შეგვეტანა საქართველოს სულიერი მისიის ასრულებაში [იხ. ზემოთქმული]; და

2. საჯარო გაგვეხადა, ღმერთის ნებით ჩვენს წინაშე გახსნილი საიდუმლო.

ვაცნობიერებდით რა, აღნიშნული პროცესების ერთგვარი „სალოსობის წილხვედრილობის“ ფონზე მიმდინარეობის ალბათობას, ჩვენი საქმიანობის ამოსავალ წერტილად მაცხოვრისეული შეგონება გავიხადეთ - „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22].

წლების მანძილზე მიმდინარე ჩვენი საქმიანობა ორ პირობით ეტაპად შეიძლება დავყოთ. ამათგან პირველი მოიცავს 1997-2011 წლებს, და უკავშირდება - „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის“ ეგიდით განხორციელებულ მოღვაწეობას; ხოლო მეორე მონაკვეთის ათვლა 2011 წლის 23 დეკემბრიდან იღებს სათავეს, როდესაც მოხდა „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტისა“ და პოლიტიკური პარტიის: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“-ს ერთგვარი შერწყმა, შემდეგი სახელდებით: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“.

„საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის“ ეგიდით მომზადებული გაზეთ „დედა[ნი] ენის სასწაული“-ს პირველი ნომერი - 1997 წ. 4 იანვარს, ხოლო საქართველოს სულიერი მისიის არსთან დაკავშირებული პირველი კრებული - 2004 წ. ივნისში გამოვიდა.

სხვადასხვა მიზეზთა გამო, ჩვენი გაზეთის ფორმატი და გამოსვლის სიხშირე წლების მიხედვით ერთგვარი არასტაბილურობით ხასიათდებოდა. კერძოდ:

1997 წელს გამოვიდა გაზეთის 12 ნომერი; 1998 წ. – 5 ნომერი; 1999 წ. – 7 ნომერი; 2000 წ. – 7 ნომერი; 2001 წ. – 42 ნომერი; 2002 წ. – 44  ნომერი; 2003 წ. – 133 ნომერი; 2004 წ. - 50 ნომერი; 2005 წ.  - 106 ნომერი; 2006 წ. – 105 ნომერი; 2007 წ. – 104 ნომერი; 2008 წ. – 102 ნომერი; 2009 წ. - 35 ნომერი. 2009 – 2011 წლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო, ჩვენი გაზეთის გამოცემა შევწყვიტეთ.

შემდგომად, კერძოდ 2011 წელს გამოვეცით გაზეთის - 18 ნომერი; 2012 წ. – 50 ნომერი; 2013 წ. - 51 ნომერი; 2014 წ. – 52 ნომერი. აღნიშნული ახალი ეტაპიდან დაწყებული ჩვენი საქმიანობის არსის ამსახველი პირველი კრებული - 2011 წ. 31 დეკემბრითაა დათარიღებული.

1997 წ. 4 იანვრიდან ათვლით მე-18 წლისთავზე, ანუ 2015 წ. 3 იანვარს დაიბეჭდა გაზეთის 949-ე ნომერი.

ამ მცირე შესავლის შემდეგ, მოდით თვალი გადავავლოთ „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტისა“ და „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეს“ ეგიდით მომზადებულ იმ ნაშრომთა ჩამონათვალს, რომლებშიც, დღემდე დაფარული, და ბოლო ჟამში, ღმერთის ნებით, ჩვენს მიერ გახსნილი თითქმის ყველა ის მასალაა თავმოყრილი, რომელიც, დანიშნულებისდა მიხედვით ვრცელდებოდა. 

[გაგრძელება იქნება]

 

 

ჟამი ცხოვართა და თხათა გადარჩევისა...

აღმოსავლური [ჩინური] კალენდრის მიხედვით ზამთრის ბუნიობის [22 დეკემბრის] შემდეგ მეორე ახალი მთვარის პირველ დღეს, ანუ 2015 წლის 19 თებერვლის 3:47 სთ-ზე თბილისის დროით დაიწყო ცხვრის/თხის" წელიწადი.

და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე.

შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან" [მათე 25,31-32].

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-

უფლისმიერი ლასკარის

2015 წლი16 თებერვლის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია ვალერი მჭედელაძის დაკავებასთან დაკავშირებით დღეისათვის არსებული მდგომარეობის შესახებ.

2. უფლისმიერი ლასკარის „მრჩეველთა საბჭოს“ თავმჯდომარის ავთანდილ იოსელიანის ინფორმაცია, ჩვენს გაერთიანებაში შემოტანილი - „მაჰმადიანი მესხებისა და ინგილოების უფლებების აღდგენისა და დაცვის ლიგის“ [თ-რე ზურაბ მამალაძე] მიერ შემუშავებული დეკლარაციის თაობაზე.

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ავთანდილ იოსელიანი, თინათინ ბაიაშვილი, ჯემალ ჯიქია,  მალხაზ მუშკუდიანი, ალექსანდრე თაქთაქიშვილი...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

ზეციდან ფიფქებად გვათოვს ნიშნები:

მეორედ მოსვლის!...

ზეცა არ ამხელს საიდუმლოს,

თუმც გვამცნობს ნიშნებს,

რომ მისტერია - „ზეციური საიდუმლოსი“

აღესრულება საქართველოში:

თვით მაცხოვარი და დედა ღვთისა,

დააბიჯებენ ქართულ მიწაზე,

ვითარც აჩრდილნი გამოცხადების!...

ხოლო - მამა ზეციერი,

საბურველში გახვეულა,

ცოდვილთ აღარ ეკარება.

[იღებს მორჩილთ ნება-ნება...]

დედამიწას მოევლინა მისტერიად:

„მამა, ძე და სული წმიდა“...

ის, რაც ხდება - მორწმუნესთვის ხილულია,

ურწმუნო კი, - თვალხილულიც ბრმად დარჩება.

ფრთხილად ვიყოთ:

დრო და ჟამი შესაცნობია - „ბოლო ჟამია“.

უფლის არჩევანი - იგავთ  გზაა,

გზა - ნიშნებისა, ზეცით რომ გვათოვს,

უფლისმიერი - მეორედ მოსვლის...

რჩეულთ თუ წვეულთ, ყველას ერთად გვევალება:

ჩვენც ვიღვაწოთ, რომ არ იყოს

საღვთო გზაზე შეთქმულება.

თორემ - უფლის დღეს, ყველას ერთად მოგვეკითხება:

შეგეძლო და არ გააკეთე? - ეს ღალატია უფლის მცნებათა...

ღალატს კი უფალი არვის შეუნდობს,

და მიღებული საზღაურით - დაგვწყდება გული,

ოდეს „მივხვდებით“, რომ უფალმა

ის „რაღაც“ - არ გვაპატია...

 

მინაწერი:

თქვა უვიცმან თვის გულში:

ნეტავ, შენც პირდაპირობდე უფალო,

რადგან - „ირიბი“ პასუხი - ძალზედ მწარეა...

  დინა [დიანა]

ჯიქია

 

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“   

განმარტებითი ბარათი

 

თავი პირველი:

წინათქმა

მეოთხე საუკუნის ოციან წლებში „ქართლის სამეფოში“ ქრისტიანული სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან მოყოლებული საერო და საეკლესიო ხელისუფალი ერთობლივად ზრუნავდა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარებიათვის.

ჩვენს ხელთ არსებულ XVII საუკუნის ერთადერთ ხელნაწერში მოცემულია, სავარაუდოდ XIV საუკუნეში შედგენილი ქართული სამართლის ძეგლი - „გარიგება ჴელმწიფის კარისა“.

ე. თაყაიშვილის მიერ მოძიებული და 1920 წელს გამოცემული ამ ხელნაწერის თაობაზე, რომელიც მან გიორგი ბრწყინვალის მეფობის (1314-1346) პერიოდით დაათარიღა,  ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა - „ამ ძეგლის შინაარსი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მას საქართველოს როგორც სახელმწიფო წესწყობილების, ისევე კულტურული, ეკონომიური და ნივთიერი კულტურის ისტორიის შესასწავლად უაღრესი მნიშვნელობა აქვს“ [ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორის, წიგნ., 1, ტფ. 1928].

ამ შემთხვევაში ჩვენთვის ნიშანდობლივია სახელმწიფო წესწყობილების კუთხით შემორჩენილი ინფორმაცია. კერძოდ, ხელნაწერში დეტალურადაა აღნუსხული ვაზირთა და სხვა მოხელეთა უფლება-მოვალეობანი, აღწერილია ვაზირობისა და დარბაზობის წესრიგი და სხვა.

როგორც ცნობილია, ქართული სამოხელეო აპარატი, მაგალითად - თამარ მეფის ეპოქაში, ორი ნაწილისაგან შედგებოდა: პირველში შედიოდნენ „დარბაზის კარს მყოფი“ მოხელენი (ვაზირები და მათზე დაქვემდებარებული მოხელეები), მეორეში კი – „საქვეყნოდ გამრიგენი“ (ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულების მმართველები და მათი ხელქვეითნი).

„გარიგება ჴელმწიფის კარისა“-ს მიხედვით, სახელმწიფოს მმართველობის თითოეულ უწყებას სავსებით ჩამოყალიბებული სამოხელეო აპარატი ჰქონდა. აქვე წარმოდგენილია ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, უმაღლესი სასამართლო დაწესებულება, ე. წ. სააჯო კარი, რომლის თავმჯდომარე იყო მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი.

ქართული სამეფო სახელმწიფოს წყობის სათავეში იდგა - მეფე; ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს წარმოადგენდა - „სახელმწიფო საბჭო“ ანუ „დარბაზი“.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - „დარბაზი“ იკრიბებოდა როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეების განსახილველად და გადასაწყვეტად, ისე დღესასწაულ-ზეიმისათვისაც. „დარბაზის“ განსაგებელი იყო: კანონმდებლობა და უზენაესი მართლმსაჯულება, ომის გამოცხადების, დიდ ხელისუფალთა არჩევა-დანიშვნის, ამ ხელისუფალთა „დალოცვა-ჴელდასხმის“ საკითხი და სხვა.

„გარიგება ჴელმწიფის კარისა“ ერთადერთი ისტორიული დოკუმენტია, რომელმაც შემოგვინახა ცნობები ქვეყნის მართვაში: მოძღვართ-მოძღვარის ინსტიტუტის მონაწილეობის თაობაზე.

ზოგადად, დარბაზობა იმართებოდა დიდი და მცირე წესით [დიდი სხდომა საზეიმო იყო, ხოლო, მცირე სხდომა – საქმიანი]. დარბაზის შემადგენლობაში შედიოდნენ: ერისთავთ–ერისთავები, ერისთავები, უმაღლესი სამღვდელოების წარმომადგენლები, და სხვა უმაღლესი საერო პირები.

„სახელმწიფო საბჭოს“, იგივე „დარბაზის“ სხდომის ჩატარებას ეწოდებოდა „მეჯლისი“, რომელსაც იწვევდა და თავმჯდომარეობდა - მეფე; ესწრებოდნენ: მდივანი, სახლთუხუცესი და ნაზირი, ასევე - კათოლიკოსი, არქიეპისკოპოსი, მიტროპოლიტი, ეპისკოპოსები, წინამძღვრები, მუხრანბატონი, არაგვისა და ქსნის ერისთავები, სარდლები, ამილახვარი, მდივანბეგი... შემადგენლობა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა საკითხი განიხილებოდა მეჯლისზე.

სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო საქმეებში საერო და სასულიერო იერარქთა ერთობლივი მონაწილეობის მაგალითების მოყვანის აუცილებლობა ვფიქრობთ რომ არც დგას. თუმცა, თანამედროვე ინგლისის უმაღლესი სახელისუფლო სტრუქტურის შემადგენლობაზე გვინდა ორიოდე სიტყვის თქმა.

როგორც მოგეხსენებათ ინგლისის ეკლესია სახელმწიფო რელიგიაა, რომლის სათავეში ინგლისის დედოფალი დგას. იგი „ლორდთა პალატაში“ - 24 ეპისკოპოსითაა წარმოდგენილი.

მთლიანობაში, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ზედა, ანუ „ლორდთა პალატა“. შედგება მემკვიდრეობითი (შემოღებულ იქნა 1858 წლის კანონის შესაბამისად) პერებისაგან, უმაღლესი მოსამართლეების, ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსებისა და მის მიერ დანიშნული სხვა წევრებისაგან, რომლის პოლიტიკური ავტორიტეტი დამყარებულია სახელმწიფო მოწყობაში მის ისტორიულ როლზე.

ჩვენი წინამდებარე საკანონმდებლო წიბადადება კი, ქართული სახელმწიფოს ისტორიულ გამოცდილებაზეა აგებული.

თავი მეორე:

საქართველოს პარლამენტის შემადგენლობა

საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად - „1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი.

2. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან.

3. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (10.10.2002, N1689), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (20.04.2000, N260) და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან“ [მუხლი 4,1-3].

იქვე ისიცაა აღნიშნული, რომ - „საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან“ [მუხლი 49,1].

როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიული მოწყობა - ასიმეტრიულ პრინციპზეა აგებული. ის მოიცავს: 2 ავტონომიურ რესპუბლიკას, 9 მხარეს და საქართველოს დედაქალაქს, თბილისს. ცალკე სამართლებრივი აქტებით არის დაფიქსირებული ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“  [იხ. საქართველოს კანონი „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“, 13 აპრილი 2007 წ.; საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №296, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ“, 10 მაისი 2007 წ.].

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად - „აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლობას საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში უზრუნველყოფს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი. მისი უფლებამოსილება განსაზღვრულია - „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-81 თავისა და „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების [№308, 29. 11. 2013 წ.] თანახმად.

ჩვენი საკანონმდებლო წინადადების მიზანია, ზემოთმოყვანილ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, შექმნას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი სადეპუტატო კორპუსის ფორმირების ახლებური წესი.

[გაგრძელება იქნება]

 

 

მათთვის რომელნიც ბოლო ჟამის „სუნთქვას“ გრძნობენ:

„ისევე, როგორც სოდომი და გომორი - იგივე ელით ამ მეოცნებეთაც“

 

„...უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს; მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა. ვინაიდან როგორც იონამ დაყო ვეშაპის მუცელში სამი დღე და სამი ღამე, ასევე დაყოფს ძეც კაცისა ქვეყნის გულში სამ დღეს და სამ ღამეს“ [მათე 12,39-40];

„ხოლო ეს იცოდე, რომ უკანასკნელ დღეთა დადგომისას მოიწევა ბოროტი ჟამი; რადგანაც კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, დედ-მამის ურჩნი, უმადლონი, უღირსნი, კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, მზაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმერთისა, მოსაჩვენებლად ღვთისმოსაობის მსახურნი, მაგრამ მისი ძალისაგან განდგომილნი; მათგან შორს დაიჭირე თავი. რადგან ამათგანნი არიან, ზაკვით რომ იპარებიან სახლებში და აცდუნებენ ცოდვითდამძიმებულსა და სხვადასხვა ვნებით შეპყრობილ ქალებს; ერთავად რომ სწავლობენ, და ვერასგზით კი ვერ აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას“ [2 ტიმ. 3,1-7];

„უპირველეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ მგმობელნი, თავიანთი გულისთქმისამებრ მოარულნი“ [2 პეტრ. 3,3];

„ხოლო ისინი, როგორც უგონო პირუტყვნი, ბუნერივ მიდრეკილებებს აყოლილნი, გასაწყვეტად და გასახრწნელად შობილნი, ჰგმობენ მას, რაც არ ესმით და თავიანთი ხრწნილებით გაიხრწნებიან;

მათი თვალები სავსენი არიან სიმრუშითა და დაუცხრომელი ცოდვით, და აცთუნებენ უმტკიცო სულებს; ხოლო გულები გაწვრთილნი აქვთ ანგარებით, შვილებს წყევლისას.

ვინაიდან თავიანთი გაფუყული ფუჭსიტყვაობით ხორციელ გულისთქმათა სიბილწეში იტყუებენ იმათ, რომელნიც ოდნავ ჩამორჩნენ საცთურში დანთქმულთ. თავისუფლებას აღუთქვამთ მათ, თვითონ მონები ხრწნილებისა. ვინაიდან ვინც რისგან არის ძლეული, მისივე მონაა“ [2 პეტრ. 2,12; 14; 18-19];

„ვინაიდან შემოგვეპარნენ ზოგიერთნი, რომელთაც იმთავითვე ეწერათ ეს სასჯელი; უღმერთონი, რომელნიც ღმერთის ჩვენის მადლს გახრწნილების საბაბად აქცევენ, და ერთმფლობელ ღმერთსა და უფალს ჩვენსას იესუ ქრისტეს უარყოფენ“ [იუდა 1,4];

„ისინი კი ჰგმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებით, როგორც უგონო პირუტყვებმა, იციან, იმით თავიანთ თავსვე ხრწნიან“ [იუდა 1,10];

„ხოლო თქვენ, საყვარელნო, გახსოვდეთ სიტყვები, უფლის ჩვენის იესუ ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწარ თქმული. ისინი გეუბნებოდნენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთი უკეთური გულისთქმისამებრ მავალნი“ [იუდა 1,17-18];

„ესენი არიან თქვენი სიყვარულის სერობათა შემბილწველნი, დაურიდებლად რომ ილხენდნენ თქვენთან ერთად, და თავიანთ თავს მასპინძლობდნენ; უწყლო ღრუბელნი, ქარის მიერ მიმოფანტულნი; შემოდგომის უნაყოფო ხენი, ორგზის გამხმარნი, ფესვებითურთ ამოძირკვულნი. ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთივე სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი“ [იუდა 1,12-13];

„ესენი არიან მდრტვინავნი, მოშუღარნი, თავიანთი გულისთქმისამებრ მავალნი, მაღალფარდოვნად მოუბარნი, და ანგარების გამო პირმოთნედ მაოცარნი“ [იუდა 1,16];

„ესენი არიან თავიანთი თავისაგან განდგომილნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი“ [იუდა 1,19];

„ჩაებღაუჭება შვიდი დედაკაცი ერთ მამაკაცს იმ დღეს და ეტყვის: ჩვენ ჩვენს პურს შევჭამთ და ჩვენი საკუთარი სამოსელით შევიმოსებით, ოღონდ შენი სახელი დაგვეწეროს, აგვხადე სირცხვილი“ [ესაია 4,1];

„ისევე, როგორც სოდომი და გომორი, და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათებრ მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, მარადიული ცეცხლით იქნენ დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი. იგივე ელით ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, უარყოფენ მთავრობათ და დიდებათ ჰგმობენ“ [იუდა 1,7-8].

მოამზადა

დავით შათირიშვილმა

 

...

მადლობა ჩემო ლასკარო,

მე მიყვარს - შენი „შვილები“...

რომ მიეხმარე ჰქონოდათ

შენსავით წრფელი გულები.

მათ აირჩიეს - უფლის გზა,

არ უღალატეს რწმენასა,

ღვთაებრივ მადლით აღვსილნი

პატივსა სცემენ ყველასა...

მინდა სუყველას ვაუწყო

მოწვდილი სიხარულები:

მაღლიდან ზარმა დარეკა

[რას არ გაიგებს ყურები]

თურმე - ჩვენთანა ყოფილან,

ქრისტე და მოციქულები.

დრო აღარც რჩება, სულ მალე

გაიგებთ ახალ ამბავსა,

და აეხსნება ფარდაგი

ერთ საიდუმლო ამბავსა:

„ცრუთ დაპირების ნუ გჯერათ,

არაფერი არ გამოვა...

ხალხს ვერავინ ვერ უშველის,

ვიდრე - მეოთხე არ მოვა!..

ეკატერინე

ხრიკული