Print

გაზეთი № 9 [957]

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2015 წლი23 თებერვლის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

1. ქალბატონ თინათინ ბაიაშვილის [ა/ო „თამარიონი“] შეხედულება საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ ძალებთან შესაძლო ურთიერთ თანამშრომლობის გზების შესახებ.

2. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია გაერთიანების უახლოესი სამოქმედო გეგმის თაობაზე.

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, თინათინ ბაიაშვილი, ავთანდილ იოსელიანი, ჯემალ ჯიქია...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

საკომიტეტო მოსმენა სახელდებაზე

„ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“

2015 წ. 26 თებერვალს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სათათბირო ოთახში გამართულ სხდომაზე განიხილეს - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება ,,უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,ყოფილი ,,სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ ტერიტორიისათვის ,,ჩრდილო ქართლი (ცხინვალის ოლქი“)-ს სახელის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N2798; 09.02.2015).

ს/გ ,,უფლის სახელით...“ სხდომაზე დამსწრე - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ავთანდილ იოსელიანმა და ზურაბ შანიძემ, კომიტეტის წევრებს, დეტალურად გააცნეს საკითხის არსი და უპასუხეს მათი მხრიდან წამოჭრილ კითხვა-მოსაზრებებს.

ორმოცწუთიანი განხილვის ბოლოს, კომიტეტის წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ამ საკითხზე საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბება მოხდება, მხოლოდ საკანონმდებლო წინადადების საქართველოს მთავრობისთვის გადაგზავნისა და მათი მხრიდან პოზიციის დაფიქსირების შემდეგ.

 

 

მიღმა სამყაროდან მიღებული

სამი გზავნილი

2015 წ. 10 თებერვალი. ვიხილე: საბადო, სადაც სპეციალური იარაღებით მიწაში ეძებდენენ - ალმასს. მაძიებლებს მიეხმარა ერთი კაცი, რომელმაც საბადოს წიაღიდან ამოიღო ორი დიდი ალმასი. ალმასებიდან ერთი შედარებით უფრო დიდი ზომის გახლდათ, თუმცა ორივე ერთიმეორეზე უნაკლოდ კრიალა იყო. ამ კაცმა, მოძიებული ალმასები ყვითელი ფერის ორ კონვერტში ცალ-ცალკე ჩადო და ორ სხვადასხვა პიროვნებას გადასცა...

[მანანა ოდიშვილი: კოდი - „ალმასი“: „ალმა“ ბერძნულად ნიშნავს „ნახტომს“, „სი“ მეგრულად არის - „შენ“; ამავე დროს „სი“ არის ბოლო მუსიკალური ბგერა]

2015 წ. 15 თებერვალი. შორიდან დამანახეს ადამიანის [კაცის] ფორმის - მოყვითალო, თეთრ ფერში გარდამავალი სილუეტი. უცებ ვხედავ, თითქოს ამ კაცის [სილუეტის] გარდაქმნა დაიწყო... აზრობრივად შემოვიდა ინფორმაცია, რომ ეს იყო ამ კაცის ღმერთად გარდასახვის პროცესი.

2015 წ. 20 თებერვალი. ვხედავდი თავის სამყოფელში [ოთახში] მყოფ კაცს, რომელსაც ხელში მახვილი ეპყრა და თითქოსდა ამით იცავდა თავს. იმავე დროს დამანახეს ამ სამყოფელის გვერდით, სხვათათვის უხილავად მყოფი - ძალნი, და რომ სინამდვილეში სწორედ ის უხილავი ძალა იცავდა ამ კაცს...

დავით შათირიშვილი

 

 

...

ლასკართან ახლოს, მოხდენით,

რაღაც მცენარე ყვაოდა,

ზედ იჯდა პატარა ჩიტი,

ძალიან ტკბილად გალობდა...

გამვლელი თუ გამოვლელი

იმის გალობით ხარობდა,

და ჩიტიც მთელი არსებით

აი, ამ სიტყვებს ამბობდა:

„დაგლოცავ ჩემო ლასკარო

[გიგალობს ჩიტი მზეწვია],

გუშინ ვხედავდი, შენს ალაგს

წმიდანები რომ ეწვია...

იხარე ჩვენო ლასკარო,

მალე მოგვივა მშველელი,

შენ ხელს ვერავინ ვერ გახლებს,

შენთან არის ღვთისმშობელი...

როცა საყვირს ჩაჰბერავენ

ყველანი გაცხადდებიან:

მასპინძლები და სტუმრები,

ერთ მუშტად შეიკვრებიან...“.

 

მინაწერი:

ვიცი რომ გაინტერესებთ,

ვინ იყო ჩიტი მზეწვია.

ის გახლავთ - ეკატერინე,

ლასკარს რომ შორით ეწვია...

ეკატერინე

ხრიკული

 

 

„ივერიის [საქართველოს] გაბრწყინებისეულ“ დროში

 აღსასრულებელი მისიის ქრონიკებისათვის

დასაწყისი იხ. გაზ. №8 [956]

 

„ივერიის გაბრწყინების“

სულისმიერი ასპექტის მიმდინარე პროცესში

შეტანილი ჩვენეული წვლილი

 

პირველი ნაწილი:

ა)  საქართველოს

მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მიწოდებული მასალები

ამ ქვეთავში წარმოგიდგენთ „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის“ ეგიდით მომზადებული იმ კრებულების ჩამონათვალს [თავის შინაარსითურთ], რომლებშიც უშუალოდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მიწოდებული მასალებია თავმოყრილი.

1. „ბიბლიური საბუთები ზვიად გამსახურდიას წმიდანად შერაცხვისათვის“, თბ. 2004 წ. 9-30 ივნისი;

2. „საქართველოს ბიბლიური ისტორია, ანუ - „ერისა და ბერის გასაგონად სათქმელი“, თბ. 2004 წ. 8 დეკემბერი [1. ბოლო ჟამის განსავითარებელი ძირითადი ადგილი; 2. რუსეთის იმპერიაში საქართველოს ყოფნის ბოლო სამოცდაათწლიანი მონაკვეთი; 3. „ცხებული მეფის“ ზვიად გამსახურდიას გამოჩენა, მოღვაწეობა, მოკვეთა [განდევნა], მოკვდინება; 4. დასკვნა №1; 5. ვინ არის ბოლო ჟამის ანტიქრისტე; 6. დასკვნა №2; 7. ვინ არის ცრუწინასწარმეტყველი; 8. და ამოვა „მორჩი“, ანუ - მეორედ ღმერთად მოსული უფალი იესუ ქრისტე გაცხადდება; 9. დასკვნა №3];

3. „საქართველოს სულიერი მისია“, თბ. 2004 წ. 15 დეკემბერი [1. როდის უნდა გაცხადდეს სათქმელი; 2. წინათქმის მაგიერ; 3. მესიის მოსვლის დამმოწმებელი - ქართული ენა; 4. და მოვალს განკითხვად; 5. როგორი სხეულით მოვა ღმერთი მეორედ; 6. რას ნიშნავს კოდი - „ძე კაცისა“; 7. რაზე მიგვანიშნებს ქრისტეს ცხოვრების ორი ეტაპი; 8. მეორედ მოსვლა და კოდი - „ძე კაცისა“; 9. რას ნიშნავს „პირველად ქრისტე“; 10. ფერისცვალების უდიდესი საიდუმლო; 11. სახელი მისი არავის ეცოდინება;  12. ადგილი სადაც მოიკლა ღმერთი; 13. სხვა ხალხს მიეცემა, ანუ - „პატარა სამწყსო“; 14. რომელია მეორედ მოსული ღმერთის შობის ადგილი; 15. ჯაჭვის რგოლები: „ბაგა“, „ბაკი“, „ქართა“ და „ქართველი“, ანუ „ქართული“; 16. სამებისმიერი არსი; 17. სამებისაგან შობილი, ანუ კოდები: „სამშობლო“, „სამე“, „მამული“ და „ივერია“; 18. სამებისმიერ ნიშანში გამოკვეთილი საქართველო“; 19. რაზე მიგვანიშნებს საქართველოს ადგილმდებარეობა; 20. ოქროს საწმისი - ელიას ხალენი - ქრისტესა და ღვთისმშობლის კვართი; 21. ღმერთის სასუფეველი ჩვენშია, ანუ ღმერთი არს ჩვენთან; 22. რა არის ოდითგანვე საქართველოს სულიერი მისია; 23. დასკვნა; 24. უფლისადმი თქმული სამადლობელი];

4. „ერთია ღმერთი (მამა, ძე და სულიწმიდა) და ერთია უფალი, ანუ - ყოვლადწმიდა სამების ერთადერთი ძე უფალი იესუ ქრისტე“, თბ. 2004 წ. 22 დეკემბერი [1. ყველაფერი ღმერთისგანაა; 2. ძველი აღთქმა, ანუ - ერთი უფალი და ერთი ღმერთი, რომელიც არავის არასოდეს უხილავს; 3, სამება - ერთარსი და განუყოფელი; 4. სამებას დამორჩილებული - ძე, რომელიც დასაბამიდან იყო ღმერთთან; 5. ცნება - „ღმერთი“ და „უფალი“, ანუ - „უფალი ღმერთი“; 6. ღმერთის მიერ - „უფლად და ქრისტედ შექმნილი იესუ“, ანუ - „ყველა მოკვდავზე უწინარეს დაბადებული“; 7. ღმერთის - მამა, ძე და სულიწმიდის მიერ თავის ხატად და მსგავსად ქმნილი - უფალი ღმერთი; 8. ღმერთის (მამა, ძე და სულიწმიდის) მიერ, ქმნადობის მეექვსე დღეს ქმნილი - უფალი ღმერთი; 9. ღმერთი და უფალი ღმერთი თანაბარი შემოქმედნი; 10. დასკვნა, ანუ ვინ განკაცდა პირველად ღმერთად მოსვლისას];

5. „ერთი ღმერთი და ერთი უფალი, ანუ - ორი ცხებული: მესსია დავითის ძე უფალი იესუ ქრისტე, მესსია იოსების ძე წმ. ზვიად ღვთით ცხებული“, თბ. 2004 წ. 29 დეკემბერი [1. სახარებისეული სიბრძნის ორი ხედვა; 2. მაცხოვრისეული ნიშნები მეორედ მოსვლისა; 3. ჩვეულებრივ კაცად მოსული იპოსტასის მეორე წევრი - ძე, იგივე მამა; 4. ბოლო ჟამი და ორი ცხებული; 5. ვინ არის - „მესსია, იოსების ძე“, ანუ ორი ცხებულიდან პირველი; 6. „მესსია, იოსების ძე“ ზვიად გამსახურდია; 7. „სახლის პატრონის საყვარელი ძე“ ზვიად გამსახურდია; 8. ორი ცხებული: ზერუბაბელი, ანუ - „მესსია, იოსების ძე“ (ზვიად გამსახურდია} და იესო მღვდელმთავარი, ანუ - „მესსია, დავითის ზე“ (უფალი იესუ ქრისტე)’; 9. დასკვნა];

6. „კრავის ქორწილის [ქ(რისტეს) - ორი - წილის] საიდუმლო“, თბ. 2005 წ. 2 თებერვალი [1. ვინ შეიქმნა უწინარეს; 2. კაცი, ანუ - პირველქმნილი წყვილი; 3. ღმერთმამაკაცებრივი საწყისი - უფალი, ღმერთდედაკაცებრივი საწყისი - უფალა; 4. საიდუმლო - კრავის ქორწილისა; 5. უფალი - სიძე, უფალა - სასძლო; 6. რას ნიშნავს გაერთსხეულება; 7. ხე ცხოვრებისა და ხე ცნობადისა];

7. „უფალა“, ანუ - „ვინ არის დედა ჩემი?“, თბ. 2005 წ. 27 აპრილი [1. ვიცით თუ არა სასძლოს სახე-სხეული?; 2. ღვთისმშობელი, იგივე - სასძლო; 3. „დედაკაცი“, ანუ - „ვინ არის დედა ჩემი?!; 4. შუამდგომელი ღმერთსა და კაცთა შორის];

8. „ფრთხილად არ ჩამოვარდეთ!“, თბ. 2005 წ. 15 ივნისი [1. კიდევ ერთი საიდუმლოს შესახებ; 2. სულითა წმიდითა ყოველი სული ცხოველ იქმნების; 3. სულიწმიდა მამისაგან გამომავალი; 4. დასკვნა №1; 5. უფალი ღმერთი, ანუ - უფალი იგივე ღმერთია; 6. დასკვნა №2; 7. ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით; 8. მკაცრად დაცული იერარქია; 9. ორი ხატის შინა-არსი; 10. ხატი ყოვლადწმიდა სამებისა; 11. ხატი - სამებისა და მამის მარჯვნივ მჯდომარე ძისა; 13. ერთი შეხვედრისა გამო; 14. ფრთხილად არ ჩამოვარდეთ, ანუ ბოლო მიმართვამდე სათქმელი];

  9. „ნეტარ არს, ვინც არ შემცდარა ჩემში“ [მათე 11,6], თბ. 2005 წ. 6 ივლისი [1. რვა, ანუ მიჯნის დასასრული; 2. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული საღვთისმეტყველო კომისიის გამოხმაურება; 3. კომენტარი პირველი; 4. კომენტარი მეორე; 5. კომენტარი მესამე];

10. „პასუხი საპატრიარქოს პასუხზე, ანუ - 13 კ-ომენ-ტარი“, თბ. 2005 წ. 3 აგვისტო;

[გაგრძელება იქნება]

 

 

საკანონმდებლო წინადადების

კანონპროექტი:საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“   

განმარტებითი ბარათი

 

დას. გაზ. № 8 {956]

კანონპროექტის თანახმად, კონსტიტუციური ნორმით გათვალისწინებული - მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი 73 საპარლამენტო მანდატი, სამ სხვადასხვა პრინციპზე დამყარებული წესით შეირჩევა. კერძოდ მასში გაერთიანდება:

ა) დღეის მდგომარეობით დადგენილ, საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული დეპუტაცია;

ბ) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მიერ სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით შექმნილ ეპარქიებში მომქმედ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული დეპუტაცია;

გ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ხუთი დეპუტატი.

მოდით განვიხილოთ თითოეული ეს წესთგანი.

ა) საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილმა მრავალმანდატიანმა საარჩევნო ოლქმა უნდა მოიცვას შემდეგი ადმინისტრაციული ტერიტორია:

1. თბილისი;

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიები; 

3. დღევანდელ სამართლებრივ სივრცეში არსებული „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“ [შემდგომში - „ჩრდილო ქართლი (ცხინვალის ოლქი)“];

4. „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების [№308, 29. 11. 2013 წ.] მე-3 მუხლით - „სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების უფლებამოსილებათა ტერიტორიული საზღვრები“-თ განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები [შემდგომში - „მხარე“]:

) სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს [იგივე - კახეთის მხარე};

) სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს [იგივე - ქვემო ქართლის მხარე};

) სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს [იგივე - იმერეთის მხარე};

) სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს [იგივე - გურიის მხარე};

) სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს [იგივე - სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე};

 ) სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს [იგივე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე};

) სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს [იგივე - შიდა ქართლის მხარე};

) სახელმწიფო რწმუნებულიგუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს [იგივე - მცხეთა-მთიანეთის მხარე};

ი) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს [იგივე - სამცხე-ჯავახეთის მხარე}.

მთლიანობაში, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა - 34 დეპუტატი, შემდეგი განაწილებით:

- . თბილისის მოსახლეობაირჩევს პარლამენტის ხუთ წევრს;

- აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიის მოსახლეობაირჩევს პარლამენტის ოთხ-ოთხ წევრს.

- ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] მოსახლეობაირჩევს პარლამენტის სამ წევრს.

- სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიების, ანუ მხარეების [გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის] მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის ორ-ორ წევრს.“;

ბ) ერთმანდატიანმა საარჩევნო ოლქმა უნდა მოიცვას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მიერ, სახელმწიფოს ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით განსაზღვრული საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ეპარქიები.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში: საქართველოს წმიდა სინოდის მიერ განსაზღვრულ ეპარქიებში, აირჩევა - 34 დეპუტატი.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საქართველოს წმიდა სინოდის მიერ შექმნილი ეპარქიების ჩამონათვალი ასეთია:

1. მცხეთა-თბილისის ეპარქია; 2. ალავერდის ეპარქია; 3. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია; 4.ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია; 5. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია; 6.ბოდბის ეპარქია; 7. ბოლნისის ეპარქია; 8. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია; 9. გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია; 10. დასავლეთ ევროპის ეპარქია;

11. დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქია; 12. დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია; 13. ვანისა და ბაღდათის ეპარქია; 14.ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია; 15. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია; 16. მანგლისისა და წალკის ეპარქია; 17.მარგვეთისა და უბისის ეპარქია; 18. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია; 19. ნეკრესის ეპარქია; 20.ნიკორწმინდის ეპარქია;

21. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია; 22. რუსთავისა და მარნეულის ეპარქია; 23. საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია; 24. სამთავისისა და გორის ეპარქია; 25. სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია; 26. სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია; 27. სხალთის ეპარქია; 28. ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია; 29. ურბნისისა და რუისის ეპარქია; 30. ფოთისა და ხობის ეპარქია;

31. ქუთაისა და გაენათის ეპარქია; 32. შემოქმედის ეპარქია; 33. ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია; 34. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია; 35. წილკნისა და დუშეთის ეპარქია; 36. ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია; 37. ხონისა და სამტრედიის ეპარქია.

კანონპროექტის მოთხოვნიდან გამომდინარე, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი თავად განსაზღვრავს, კანონით საჭირო 34 ეპარქიის საზღვრებს.

გ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასანიშნი

- პარლამენტის 5 წევრი

2002 წლის აღწერის მიხედვით საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 4.6 მილიონია. აქედან: მართლმადიდებელი ქრისტიანები მოსახლეობის 84 პროცენტს შეადგენენ, სიდიდით მეორე ჯგუფი, მუსლიმები - 10 პროცენტს, ხოლო სომხური სამოციქულო ეკლესიის (სსე) წევრები - 4 პროცენტს.

რომაელი კათოლიკეები, ქურთი იეზიდები, ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები და ებრაელები; აგრეთვე „არატრადიციული“ რელიგიური ჯგუფები - ათეისტები, ბაპტისტები, იეღოვას მოწმეები, ორმოცდაათიანელები და კრიშნაიდები - ერთობლივად, ქვეყნის მოსახლეობის - 2 პროცენტს შეადგენენ.

საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ბიუჯეტიდან დაფინანსება, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, 4 რელიგიური გაერთიანებას გამოეყო. ესენია:

1. ისლამური თემი,  2. სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის საქართველოს ეპარქია, 3. კათოლიკური ეკლესია და 4. ებრაული თემი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ აერთიანებს სუნიტთა და შიიტთა რელიგიურ საბჭოებს [რელიგიურმა საბჭოებმა თავიანთი რელიგიური ლიდერები 2014 წ. 9 იანვარს აირჩიეს].

ზემოთქმულის გათვალისწინებით, კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ კონსტიტუციური ნორმიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა 5 პარლამენტის წევრი დანიშნოს - საქართველოში მომქმედი შემდეგი რელიგიური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან:

- საქართველოს სუნიტთა რელიგიურ საბჭოდან - ერთი დეპუტატი;

- საქართველოს შიიტთა რელიგიურ საბჭოდან - ერთი დეპუტატი;

- სომეხთა სამოციქულო  წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიიდან -ერთი დეპუტატი;

- ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციიდან - ერთი დეპუტატი;

- „იუდაური  თემი საქართველოში“-დან - ერთი დეპუტატი.

 

დ) დასკვნის მაგიერ

ამდენად, წინამდებარე კანონპროექტის თანახმად, კონსტიტუციური ნორმით გათვალისწინებული - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი 73 საპარლამენტო მანდატი, ასეა გადანაწილებული:

- დღეის მდგომარეობით დადგენილ, საქართველოს ტერიტორიული მოწყობით გათვალისწინებულ საზღვრებში შექმნილ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა - 34 დეპუტატი;

- საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებიდან აირჩევა - 34 დეპუტატი;

- საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყანაში მომქმედი ძირითადი რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთაგან, დანიშნავს - 5 დეპუტატს.

 

თავი მესამე:

საარჩევნო ადმინისტრაცია

წარმოდგენილი კანონპროექტით, საჭიროა ცვლილება შევიდეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მეორე მუხლით განსაზღვრულ „ტერმინთა განმარტებაში“. კერძოდ, საჭიროება მოითხოვს ორი ახალი ტერმინის: „საეპარქიო საბჭო“-სა და „სამრევლო საბჭო“-ს დამატებას. ამათგან:

- ტერმინ „საარჩევნო ოლქი“-ს შესატყვისი „საეპარქიო საბჭო“ ეწოდება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიების ტერიტორიით განსაზღვრულ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში მომქმედ უმაღლეს საარჩევნო ადმინისტრაციას; ხოლო

- ტერმინ „საარჩევნო უბნის“-ს შესატყვისი „სამრევლო საბჭო“ ეწოდება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიების ტერიტორიით განსაზღვრულ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში მომქმედ ქვედა რგოლის საარჩევნო ადმინისტრაციას; 

 შესაბამისად, კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაცია [იხ. პუქტი 5] ასეთი სახით ფორმულირდება:

„მე-2 მუხლის „ს“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომ − ცესკო) და მისი აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიები (შემდგომ − უსკო) და მათი აპარატები, საეპარქიო და სამრევლო საბჭოები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები“;

კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ - „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“ [იხ. პუქტი 9; აგრეთვე პუნქტი 10].

თავი მეოთხე:

მრავალმანდატიანი და ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები

კანონპროექტი ითვალისწინებს - მრავალმანდატიანი და ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ერთეულის შექმნას [იხ. პუნქტი 2; 7]. კერძოდ:

1. პირველ შემთხვევაში ეს არის - საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები. ამასთანავე: თბილისი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები, ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი] და მხარეები [სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიები] წარმოადგენს თითო საარჩევნო ოლქს [იხ. პუნქტი 11].

ამ დროს, საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ასრულებს, დადგენილი წესით ფორმირებული:

- აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქი] ადმინისტრაციულ ცენტრებში; მდებარე საოლქო საარჩევნო კომისია;

- მხარეებში, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის ადმინისტრაციის განთავსების ცენტრში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისია;

- ქ. თბილისში, უკვე შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიიდან, ცესკოს მიერ განსაზღვრული ერთი საოლქო საარჩევნო კომისია [იხ. პუნქტი 13].

2. მეორე შემთხვევაში ეს არის - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნებისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მიერ შექმნილი ეპარქიების ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები.

ამ დროს, საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ასრულებს, თითოეული ეპარქიის ადმინისტრაციულ ცენტრში მდებარე  „საეპარქიო საბჭო“.

კანონპროეტის თანახმად - „საეპარქიო საბჭოს“ წევრები არიან: მღვდელმთავარი, ოთხი სასულიერო და ორი საერო პირი. მათი დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსითა“ და „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“ [იხ. პუნქტი 14].

თავი მეხუთე:

საარჩევნო უბნები

კანონპროექრის თანახმად [იხ. პუნქტი 8; 15] საარჩევნო უბანს წარმოადგენს:

ერთის მხრივ - „ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი“, რომელიც იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კენჭისყრისა და ხმების დათვლისათვის არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვისას;

მეორეს მხრივ - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საარჩევნოდ განსაზღვრულ ეპარქიაში მდებარე ეკლესიები ან/და მონასტრები.

ამასთანავე, „საეპარქიო საბჭოს“ მიერ, ეპარქიაში, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩასატარებელ ტერიტორიაზე, შემავალ ეკლესიაში ან/და მონასტერში მდებარე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო პროცესს წარმმართველი „სამრევლო საბჭო“, შედგება ეკლესიაში ან/და მონასტერში მომსახურე ყველა სასულიერო და სამი საერო პირისაგან. სამრევლო საბჭოს თავმჯდომარე არის სამრევლოს წინამძღვარი.

თავი მეექვსე:

ეპარქიებში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი და

მისი ამომრჩეველი

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საარჩევნოდ განსაზღვრულ ეპარქიაში, თითო მაჟორიტარული კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ ეპარქიაში შემავალ, ანუ მის საზღვრებში მდებარე ეკლესიებსა და მონასტრებს [იხ. პუნქტი 6; 31].

ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საარჩევნოდ განსაზღვრული ეპარქიის ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი უნდა იყოს ამ ეპარქიის მღვდელმსახური [იხ. პუნქტი 30].

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საარჩევნოდ განსაზღვრული ეპარქიის ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ, ამომრჩეველთა სპეციალური სიით განსაზღვრულ, ეპარქიის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიებისა და მონასტრების მღვდელმსახურებს [იხ. პუნქტი 19].

 

თავი მეშვიდე:

არჩევნების შედეგების შეჯამება

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საარჩევნოდ განსაზღვრული ეპარქიის, ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში მდებარე ეკლესია-მონასტრებში მოქმედი „სამრევლო საბჭოები“, არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ  აგზავნიან „საეპარქიო საბჭოში“.

თავის მხრივ, „საეპარქიო საბჭო“, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა, ადგენს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ წარუდგენს მას საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს [იხ. პუნქტი 23; 24].

ამის შემდგომად, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი საეპარქიო და სამრევლო საბჭოების საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს ეპარქიებში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს, რის თაობაზეც ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რომელიც, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-18 დღისა, გადაეგზავნება ცესკოს [იხ. პუნქტი 25].

ჩვენს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადების თაობაზე საუბრის დასასრულს დავსძენთ, რომ

- ერთის მხრივ, პარლამენტის მიერ კანონპროექტის ძირითადი დებულებების ბაზაზე შემუშავებული კანონის ამოქმედებით, და

- მეორეს მხრივ ამ კანონის მიხედვით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომად ფორმირებული საქართველოს პარლამენტის საქმიანობით, შეიქმნება ის მყარი საფუძველი, რაც ხელს შეუწყობს, ჩვენი ქვეყნის ნორმალური სახელმწიფოებრივი განვითარებისაკენ მიმართულ, საერო და საეკლესიო სტრუქტურების წარმომადგენელთა ერთობლივ საქმიანობას.

„და სასწაულად ესე აქუს

ოთხმეოცდა ათოთხმეტი წელი...“

იოანე ზოსიმეს მიერ „ქებაი...“-ში დაფიქსირებული ეს ინფორმაცია, ჩვენის აზრით, თავის ათვლას 1918 და 1921 წლებიდან უნდა იღებდეს. კერძოდ:

- 1918 წ, 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობიდან 94-ე, ანუ - 2012 წელმა, მართლაც სასწაულებრივი მოვლენები გამოკვეთა;

- 1921 წ. 25 თებერვალს დამოუკიდებლობის დაკარგვიდან ათვლილი 94-ე წელი მიმდინარე 2015 წელზე მოდის.

მაშ, მივადევნოთ თვალი 2015 წელს, და ვნახოთ რაზე გვექარაგმება კოდი - „და სასწაულად ესე აქუს...“.