Print

გაზეთი № 10 [958]

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2015 წლი28 თებერვლის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2015 წლის 28 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ლეილა მეფარიძე, ჯემალ ჯიქია, ნათელა მელქაძე და ლევან ჩოხელი.

მოისმინეს, ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ [გელა] სალუაშვილის ინფორმაცია - პარტიის სახელდებაში შესატანი ცვლილების შესახებ, რომელიც საბოლოოდ ასეთ სახეს მიიღებს: „უფალია ჩვენი სიმართლე [სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“.

სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება.

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

მიღმა სამყაროდან მიღებული გზავნილი

2015 წ. 25 თებერვალი. ვიხილე: მღვიმისკენ მოდიოდა უამრავი ხალხი, რომელსაც თეთრებში ჩაცმული მოძღვარი მოუძღოდა. მოძღვრის წინ ორი სტიქაროსანი მოაბიჯებდა... საზეიმო განწყობაში იყვნენ.

მღვიმის ბოლოში იდგა ტაბლა, რომელზეც ორი ანთებული კელაპტარი იდო. მე ოდნავ წინ ვიდექი და თითქოს ამ ხალხს უნდა შევგებებოდი. ტაბლამდე რომ მივედი მას ორჯერ შემოვუარე...

დინა [დიანა]

ჯიქია

 

...

სუყველას გააგებინეთ:

განკითხვის ჟამი დარეკავს,

მწყემსი თავისი ფარიდან,

თხებს სხვა მხარეზე გარეკავს...

სუყველა შეემზადენით,

მოუხმეთ ჭკუა-გონებას,

ვიცოდეთ - ყველა ნაბიჯი,

სასწორზე აიწონება.

თითოეული ჩვენგანი,

სამსჯავრო სკამზე დაჯდება.

უფალი, როგორც მოგვისჯის,

მხოლოდ იმ ფორმით ახდება...

ეკატერინე

ხრიკული

 

...

ზეციერი საქართველო - თავს გევლება,

მიწიერი ქართველი კი ფეხზე დგება...

იბერიის წინამძღოლად

„ღვთის ხატება“ გვევლინება.

ბოლო ჟამში ქართულ მოდგმას

უფრო მეტი გვევალება!..

დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

ვიჩქაროთ!

დღეს კონკურსია საყოველთაო...

 

მათთვის, ვინც ზეცის სამკვიდრებელს დაეძებს,

ვისაც სურს გაეღოს სასუფევლის კარი,

დღეს კონკურსია საყოველთაო დედამიწაზე...

ყველა გამარჯვებულისთვის ერთი პრიზია:

ზეციური სასეუფეველი!...

მოდით ვიჩქაროთ, ვიღვაწოთ ერთად,

სულს სამოსელი უნდა შევძინოთ:

სუფთა და წმიდა...

როს გაეხვევა სული ჩვენი თეთრ საბურველში,

სამოთხის კარი მაშინ გაიხსნება.

თუკი ღვთის ნება და ჩვენი სურვილი-სინერგია

წინ გაგვიძღვება,

მაშინ ედემის ბაღში ლოდი დაიძრება.

თუმცა, რეალობა - სახე ჩვენი,

არც ისე ბრწყინავს დედამიწაზე.

მივუყურადე ზეციერთა ხმას,

თქვენც მოუსმინეთ, აი, რას ამბობს:

„რამდენი გიშრომიათ, რამდენი გიწვალიათ,

და დედამიწას, სატანის გზებით,

რამდენი „სამოსახლო“ შეგიძენიათ...

ამ დროს კი, ვინ მოთვლის, დედამიწაზე

ერთ „სამოსახლოს“ რომ ვერ პოულობს,

ოი რამდენია!..

თქვენ როგორ ფიქრობთ:

განა ყველა ფული და ყველა ქონება,

ღირსეულ გზებით მოიპოვება?!

მაშ, ღირსეულნი რატომ კვნესიან,

დატყვევებულ გზებს რად მიჰყვებიან!?..“

ყველაფრისათვის პასუხს მოელის მაღალი ღმერთი.

და სამსჯავროზეც მალე წარვსდგებით!..

დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

„ივერიის [საქართველოს] გაბრწყინებისეულ“ დროში

 აღსასრულებელი მისიის ქრონიკებისათვის

დასაწყისი იხ. გაზ. №9 [957]

 

„ივერიის გაბრწყინების“

სულისმიერი ასპექტის მიმდინარე პროცესში

შეტანილი ჩვენეული წვლილი

 

პირველი ნაწილი:

ა)  საქართველოს

მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მიწოდებული მასალები

11. ბოლო ჟამის ბიბლიური კალენდარი, თბ. 2005 წ. 21 სექტემბერი [

1. პირველი თვის ბიბლიური კალენდარი; 2. მეორე თვის ბიბლიური კალენდარი; 3. მესამე თვის ბიბლიური კალენდარი; 4. მეოთხე თვის ბიბლიური კალენდარი; 5. მეხუთე თვის ბიბლიური კალენდარი; 6. მეექვსე თვის ბიბლიური კალენდარი; 7. მეშვიდე თვის ბიბლიური კალენდარი; 8. მერვე თვის ბიბლიური კალენდარი; 9. მეცხრე თვის ბიბლიური კალენდარი; 10. მეათე თვის ბიბლიური კალენდარი; 11. მეთერთმეტე თვის ბიბლიური კალენდარი; 12. მეთორმეტე თვის ბიბლიური კალენდარი;1 13. დასკვნა; 14. ახალმთვარეობის დასადგენი ცხრილი; 15. დანართი];

12. კვირიკობისთვე და ქრისტეშობისთვე, ანუ კვირია და ქრისტე; ივლი-სი თუეი იგი შობისაი, თბ. 2005 წ. 28 სექტემბერი

[1. კვირია - უფალ იესუ ქრისტეს მითოსური სახე; 2. კვირია და მისი მიწიური სახეები: კოპალა, იახსარი, ბაადური და თერგაული; 3. „მიმოდიოდა“, „მიმოიქცეოდა“ ანუ „ივლი“ – „სი“; 4. წელიწადის ათვლის საწყისი; 5. 16 და 19 ივლისი, ანუ მაიას და ეგვიპტის კალენდარი, ანუ კიბო და მთვარე; 6. ივლისის, ანუ კვირიკობისთვის მითოსური მინიშნებანი; 7. ბიბლიური წყაროები, ანუ მეშვიდე თვე; 8. რას გვამცნობს კოდი - „ქუელთობისთვე“ და „მკათათვე“; 9. 13(26) ივლისი - კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა; 10. ბიბლია - ბუკისცემისა და მიტევების დღეებზე; 11. კიდევ ერთხელ მეშვიდე თვეზე; 12. მეორედ ღმერთად მომავალი ძე კაცისას შობის თვე - ივლისი];

13. მაშ, რისთვის გცალიათ?!, თბ. 2005 წ. 23 ნოემბერი

[1. ცისფერი მთები, ანუ - აქა ამბავი ქორეპისკოპოსისა; 2. მაშ, რისთვის გცალიათ ბატონებო?!, ანუ - ცისფერი მთების გაგრძელება: „ფ-არა-ონი“];

14. თქვენი მმართველობა მთავრდება, თბ. 2005 წ. 14 დეკემბერი

[1. მორიგი, თუ უკანასკნელი გაფრთხილება; 2. როდის მოხდება ეს?; 3. ათეიზმის 70 წელი; 4. სსრკ და დსთ, ანუ - თორმეტი მეფე; 5. ზვიად გამსახურდია - „პირველი მეფე“, ანუ - „სამოცდაორი შვიდეული“; 6. დიდი განდგომილება, ანუ - ჯერ „სამი მეფე“ და შემდეგ „მეოთხე“; 7. „მომცრო რქა“, „მეოთხე მხეცი“, „მეოთხე მეფე“ - ედ. შევარდნაძე, ანუ - „მერვე შვიდთაგანი“; 8. მ. სააკაშვილი - „მეოთხე მხეცის“ - ედ. შევარდნაძის დამამხობელი, ანუ „მთავართა მთავარი“, „ერთ-ერთი მთავართაგანი“ და...; 9. „მეოთხე მხეცის ათი რქა“, ანუ - შევარდნაძის დამხობა „ერთ საათში“; 10. „სამხრეთის მეფის ასულის“ გაცემა; 11. თქვენი მმართველობის დრო მთავრდება, ანუ - სამი მეფე, და „ორნი დასასრულამდე დარჩებიან“; 12. დასკვნის მაგიერ];

15. „სიონის ბრძენთა“ კრების 24 ოქმი, ანუ მასონთა ბატონობის დასასრულამდე სათქმელი, თბ. 2006 წ.;

[გაგრძელება იქნება]

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტს დაემატოს „ვ.დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ.დ) თუ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ეპარქიის ტერიტორიაზე საეპარქიო საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნების შედეგები“;

 

2. მე-2 მუხლ„ლ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნებისაქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსსაკრებულოს წევრების არჩევნები ერთმანდატიანი ან/და მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით;

 

3. მე-2 მუხლ„პ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საარჩევნო რეგისტრაცია:

პ.ა) შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით;

პ. ბ) საეპარქიო საბჭოს მიერ ეპარქიის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიის მღვდელმსახურთაგან დასახელებული კანდიდატის რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით.“;

 

4. მე-2 მუხლის „ჟ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი – პირი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით წარდგენილია რეგისტრაციისათვის შესაბამის საარჩევნო კომისიაში ან/და საეპარქიო საბჭოში;

 

5. მე-2 მუხლის „ს“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომ − ცესკო) და მისი აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიები (შემდგომ − უსკო) და მათი აპარატები, საეპარქიო და სამრევლო საბჭოები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები“;

6. მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) მაჟორიტარი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიისა ან/და საეპარქიო საბჭოს მიერ რეგისტრირებული, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და ეპარქიაში შემავალი ეკლესიის ან/და მონასტრების მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე“;

7. მე-2 მუხლის „ც“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი:

ც. ა) საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

ც. ბ) საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნებისათვის განსაზღვრული ეპარქია.“;

8. მე-2 მუხლის „წ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ) საარჩევნო უბანი:

წ. ა.) ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი, რომელიც იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კენჭისყრისა და ხმების დათვლისათვის არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვისას;

წ. ბ.) საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საარჩევნოდ განსაზღვრულ ეპარქიაში მდებარე ეკლესია - მონასტრები.“;

9. მე-7 მუხლის „1“, „2“ და „5“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.

„2. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება:

ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან;

ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან;

გ) საეპარქიო საბჭოსაგან;

დ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან;

ე) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან;

ვ) სამრევლო საბჭოსაგან.“;

„5. ცესკოსა და უსკოს წევრები, მათი აპარატების თანამშრომლები, საეპარქიო საბჭოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, გარდა დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებისა და ამ კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისა, არიან საჯარო მოხელეები და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“;

10. მე-8 მუხლის „1“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარჩევნო კომისიის ან/და საეპარქიო საბჭოს მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს ცესკო ან/და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი.“;

11. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. საარჩევნო ოლქები:

1. საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დროს - თბილისი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები, ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი] და სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიები წარმოადგენს თითო საარჩევნო ოლქს.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს საარჩევნო ოლქებს, მათ საზღვრებს, სახელწოდებებსა და ნომრებს ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრავს ცესკო.

3. საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ეპარქიებიდან საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით დეპუტატების არჩევნების დროს, ეპარქიების საზღვრებს ადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდი, სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით.“;

12. მე-19 მუხლის „1“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1. საოლქო საარჩევნო კომისია ან/და საეპარქიო საბჭო არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიებს ქმნის ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით ან/და საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდი. საოლქო საარჩევნო კომისიას ან/და საეპარქიო საბჭო აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ან/და საეპარქიო საბჭოსთვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვაზე პასუხისმგებელი არიან საოლქო საარჩევნო კომისიის ან/და საეპარქიო საბჭოს თავმჯდომარე და ბუღალტერი. არჩევნებისათვის გამოყოფილი ფინანსების ხარჯვის უფლება საოლქო საარჩევნო კომისიას ან/და საეპარქიო საბჭო აქვს ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან.“;

13. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „21“ პუნქტი:

„21. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს, საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ასრულებს:

ა) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე ადმინისტრაციის განთავსების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ცენტრში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისია;

ბ) თბილისში, უკვე შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიიდან, ცესკოს მიერ განსაზღვრული ერთი საოლქო საარჩევნო კომისია.“;

 

14. მე-20 მუხლის „1“ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „11“ პუნქტი:

„11. საეპარქიო საბჭოს წევრები არიან: მღვდელმთავარი, ოთხი სასულიერო და ორი საერო პირი. მათი დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით.“;

15. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „21“ პუნქტი:

„21. საეპარქიო საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩასატარებელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბანს წარმოადგენს ეპარქიაში შემავალი ეკლესია ან/და მონასტერი.“;

16. 24-ე მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „61“ პუნქტი:

„61. საეპარქიო საბჭოს მიერ ეპარქიაში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩასატარებელ ტერიტორიაზე, შემავალ ეკლესიაში ან/და მონასტერში მდებარე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო პროცესს წარმართავს სამრევლო საბჭო, რომელიც შედგება ეკლესიაში ან/და მონასტერში მომსახურე ყველა სასულიერო და სამი საერო პირისაგან. სამრევლო საბჭოს თავმჯდომარე არის სამრევლოს წინამძღვარი.“;

17. 29-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის ან/და სამრევლო საბჭოს წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე 15 დღით ადრე.“;

18. 30-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია:

ა) ცესკოს ან/და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს წმიდა სინოდის მიერ მიღებული დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს ან/და საქართველოს წმიდა სინოდის მიერ მიღებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის ან/და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნებთან დაკავშირებით საეპარქიო საბჭოს მიერ მიღებული  განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის ან/და საეპარქიო საბჭოს კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები; 

გ) საუბნო საარჩევნო კომისიის ან/და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნებთან დაკავშირებით  სამრევლო საბჭოს მიერ მიღებული განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის ან/და სამრევლო საბჭოს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.“;

„6. ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისა და მათი თანამდებობის პირთა ან/და საქართველოს წმიდა სინოდის, საეპარქიო და სამრევლო საბჭოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა შესაბამისად საქართველოს, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის მთელ ტერიტორიაზე.“;

19. 32-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ზ)“ ქვეპუნქტი:

„ზ) საეპარქიო საბჭოს მიერ ეპარქიაში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩასატარებელ ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიებისა და მონასტრების მღვდელმსახურები. მხოლოდ მათ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩასატარებლად ეპარქიაში შექმნილ ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში.“;

20. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საუბნო საარჩევნო კომისია ან/და სამრევლო საბჭო ვალდებულია ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი კომისიის პირველივე შეკრების დღეს, ხოლო გადასატანი საარჩევნო ყუთის სია – მისი შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიის ან/და ეკლესია-მონასტრებისა და კენჭისყრის შენობებში. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის ან/და სამრევლო საბჭოს თავმჯდომარეს.“;

21. 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საუბნო საარჩევნო კომისია ან/და სამრევლო საბჭო უფლებამოსილია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა გადასცეს ამომრჩევლის ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება:“;

22. 53-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. საოლქო საარჩევნო კომისია ან/და საეპარქიო საბჭო კენჭისყრიდან არა უგვიანეს 30 დღისა წყვეტს ყოველგვარ ანგარიშსწორებას ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან და 10 დღის ვადაში ცესკოს ანგარიშზე ჩარიცხავს თავის ანგარიშზე არსებულ ნაშთს. ნაშთის ჩარიცხვიდან 2 კვირის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ან/და საეპარქიო საბჭო ცესკოს წარუდგენს საფინანსო ანგარიშს.“;

23. 71-ე მუხლის მე-7, მე-11 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის ან/და სამრევლო საბჭოს წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) საარჩევნო ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას ან/და საეპარქიო საბჭოს, რომელიც აღნიშნულ ოქმს საოლქო საარჩევნო კომისიის ან/და საეპარქიო საბჭოს შემაჯამებელ ოქმთან ერთად გადასცემს ცესკოს ან/და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს.“;

„11. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად საოლქო საარჩევნო კომისიას ან/და საეპარქიო საბჭოს ეგზავნება ამომრჩეველთა სიები კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერებით. საოლქო საარჩევნო კომისია ან/და საეპარქიო საბჭო, თავის მხრივ, აღნიშნულ სიებს უგზავნის ცესკოს ან/და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს, რომელიც მათ ახარისხებს და არქივში ინახავს.“;

„14. საუბნო საარჩევნო კომისია ან/და საეპარქიო საბჭო, ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე, თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის, ფაქსით, სადაც არის ამის შესაძლებლობა) გაუგზავნოს ცესკოს ან/და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს.“;

24. 75-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საოლქო საარჩევნო კომისია ან/და საეპარქიო საბჭო, საუბნო საარჩევნო კომისიების ან/და სამრევლო საბჭო, შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა აჯამებს რეფერენდუმის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, საქართველოს პარლამენტის არჩევნების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს, მერის/გამგებლის არჩევნების შედეგებს, ადგენს საქართველოს პარლამენტის, საკრებულოსა და მერის/გამგებლის არჩევნების შედეგებს და საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, რომლებსაც არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს ან/და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს“;

„7. საოლქო საარჩევნო კომისიის ან/და საეპარქიო საბჭოს კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საოლქო საარჩევნო კომისიის ან/და საეპარქიო საბჭო წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის ან/და საეპარქიო საბჭოს განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების ან/და სამრევლო საბჭოს შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს ან/და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს.“;

25. 76-ე მუხლის „1“ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „11“ პუნქტი:

„11. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი საეპარქიო და სამრევლო საბჭოების საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს ეპარქიებში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს, რის თაობაზედაც ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რომელიც, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-18 დღისა, გადაეგზავნება ცესკოს.“;

[გაგრძელება იქნება]