Print

გაზეთი № 11 [959]

„ივერიის [საქართველოს] გაბრწყინებისეულ“ დროში

 აღსასრულებელი მისიის ქრონიკებისათვის

დასაწყისი იხ. გაზ. №9 [957]

 

„ივერიის გაბრწყინების“

სულისმიერი ასპექტის მიმდინარე პროცესში

შეტანილი ჩვენეული წვლილი

 

პირველი ნაწილი:

ა)  საქართველოს

მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მიწოდებული მასალები

16. მოყვარეს პირში უძრახე, ანუ რატომ დაიწვა ეს წიგნი, თბ. 2005 წ.;

17. უკვე მესამედ ვმოწმობთ, რომ - ერთია ღმერთი და ერთია უფალი, თბ. 2006 წ. 18 იანვარი [1. ღმერთი - უზენაესია; 2. ღმერთმა აღადგინა თვითონ უფალი; 3. მამის გვერდით მჯდომელი];

18. უვარგისი ხე უნდა მოიჭრას, ანუ 24+1 შეგონება დედაეკლესიას, თბ. 2006 წ. 15 თებერვალი;

19. უფალ იესუ ქრისტეს შობის თარიღის საიდუმლო, თბ. 2006 წ. 1 მარტი [1. ნულოვანი და შვიდდღიანი შესაქმე; 2. დღე იგი - მერვე; 3. დღე იგი - მეცხრე, ანუ მეათე; 4. „პირველი“ დღე - ნული (ნოლი); 5. წელთაღრიცხვა, ანუ - დღე მეექვსე; 6. საიდუმლო სერობა - ჯვარცმა - აღდგომა;  7. პირველი თვის მეთოთხმეტე დღე - ხუთშაბათი; 8. მზის დაბნელება; 9. ბიბლიური ათვლა; 10. მთვარის უკანასკნელი მეოთხედი; 11. დასკვნა; 12. შობისწინა მზის დაბნელება, ანუ - ახალმთვარეობა; 13. ათვლს წელი ძვ. წ. 10 (9) წ., ანუ - „1207“; 14. იულიუსისეული პერიოდის საწყისი, კოდი - „4713“; 15. იულიუსისეული პერიოდი, ანუ კოდი - „7980“; 16. დასკვნა; 17. ახალმთვარის კალენდარი, ანუ „დაახლოებით 19“; 18. მთვარის მე-3 დღე, ანუ - აღდგომა; 19. ქმნადობის მე-4 და მე-6 დღეთა ურთიერთკავშირი; 20. მთვარის ზოგიერთი თავისებურებანი; 21.  ძე კაცისას ერთ-ერთი მხატვრული სახე - მთვარე, ანუ -13; 22. კოდი - „ათი“, ძველი და ახალი სტილის მიჯნაზე, ანუ რატომ მოხდა რეფორმა - 1582 წ.; 23. ქრისტესმიერი სახებანი - მთვარე და მზე, ანუ - 10; 24. რაზე უთითებს - x, ანუ ქრისტიანობის სიმბოლო ჯვარი; 25. წმ. პეტრესა და ანდრიას ჯვარცმისეული მინიშნებანი; 26. დასასრულის სიმბოლო ჯვარი, ანუ „8“, იგივე „8000“; 27. ძვ. წ. 10 და ახ. წ. 2006 წელი, ანუ - იანვარში დაწყებული ძაღლის წელი; 28. კოდი - „იანვარი“; 29. კოდი - „ძაღლის წელი“; 29. „ცხრა წელი“ – „ბროლი“ – „ძაღლის წელი“; 30. რაზე მიგვანიშნებს „2006“, „168“ და „ძაღლის წელი“ ?!; 31. ორიოდე სიტყვა ზოდიაქოს მინიშნებაზე; 32. ძაღლის წელიწადში დაბადებულის ნიშნები];

[გაგრძელება იქნება]

 

 

„დაიწყება გლობალური და შეუქცევადი პროცესები..“

 2015 წლის 20 მარტს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასტრონომიული და ასტროლოგიური მოვლენა დგება - მზის სრული დაბნელება... ამ წლის მანძილზე ეს ერთადერთი შემთხვევა იქნება მზის სრული დაბნელების და ის 20 მარტს გრინვიჩის დროით 9 სთ. 46 წთ. 06 წმ-ზე დაიწყება და გარძელდება 2 წუთი და 47 წამი. თბილისის დროით ეს 13:46 საათზე მოხდება და დაბნელება თევზების ზოდიაქოს ნიშანში იქნება.

ჩვენი ქვეყნიდან მზის ნაწილობრივი დაბნელების (58%) თავლყურის დევნება იქნება შესაძლბელი, სრული დაბნელება კი კარგად გამოჩნდება - გრენლანდიის აღმოსავლეთით, ისლანდიაში, შპიცბერგენის არქიპელაგზე და ფარერის კუნძულებიდან.

ასტროლოგიაში ძალინ დიდ მნიშვნელობა ენიჭება მზის დაბნელებას (და ზოგადად დაბნელებებს), მზის დაბნელება ყოველთვის დიდ და გარდამტეხ მომენტებს ნიშნავს მთელი ერისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ მზე ზუსტ შეერთებაშია სხვა პლანეტებთან და მნათობებთან ამ მომენტში.

წელს კი იშვიათი მოვლენის მომსწრენი ვიქნებით - მზის სრული დაბნელება და გაზაფხულის ბუნიაობა მოხდება ერთ დღე-ღამეში.

ეს მოვლენა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ დროს მზე ზუსტ შეერთებას აკეთებს ვარსკვლავთან სახელად შეატი - რომლის პირდაპირი თარგმანი არაბულიდან არის პეგასის ბეჭი“. ამ ვარსკვლავს აქვს სატურნისეული ბუნება და თვისებები და ხშირად, დაბნელების დროს, მის შეერთებას მზესთან მოაქვს გარკვეული სახის ბუნებრივი კატასტროფები...

დაწყებული ბუნიაობის დღიდან, მსოფლიოში ადგილი ექნება დაგროვილი ენერგიების ამოფრქვევას ადგილი, რომლებიც ასე თუ ისე ამ მომენტამდე გაჩერებული იყო... ამიტომ დიდი ალბათობით მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე ადგილი ექნება მოვლენებს, რომლებსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ გამშვები მექანიზმი და რომლის შედეგადაც დაიწყება გლობალური და შეუქცევადი პროცესები...

ასტროლოგი

თორნიკე ბიძინაშვილი

[საინფორმაციო სააგენტო „კვირა“]

 

 

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსი

ცვლილების შეტანის შესახებ

 

[დასაწყისი გაზ. № 10 (958)]

 

26. 77-ე მუხლის „1“ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „11“ პუნქტი:

„11. საქართველოს ეპარქიებში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში [საეპარქიო ან/და სამრევლო საბჭოში]. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება“;

27. 109-ე მუხლის „1“ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „11“ პუნქტი:

„11. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 73 წევრიდან:

ა) 34 წევრი აირჩევა შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებიდან:

- . თბილისის მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის ხუთ წევრს;

- აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიის მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის ოთხ-ოთხ წევრს.

- ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის] მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის სამ წევრს.

- სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიების [გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის] მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის ორ-ორ წევრს.“;

ბ) 34 წევრი აირჩევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მიერ, სახელმწიფოს ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით განსაზღვრული საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ეპარქიებიდან“;

გ) 5 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოში მომქმედი შემდეგი რელიგიური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან:

- საქართველოს სუნიტთა რელიგიურ საბჭოდან - 1;

- საქართველოს შიიტთა რელიგიურ საბჭოდან - 1;

- სომეხთა სამოციქულო  წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიაიდან -1;

- ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციიდან - 1;

- „იუდაური  თემი საქართველოში“-დან-1.“;

28. 110-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს - თბილისი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები და სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიები წარმოადგენს თითო საარჩევნო ოლქს.

2. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნის და მათ საზღვრებს დადგენილებით ადგენს ცესკო არაუგვიანეს საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წლის 1 ივლისისა.“.

3. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ეპარქიებიდან, ეპარქიების საზღვრებს ადგენს და საეპარქიო საბჭოებს ქმნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდი არაუგვიანეს საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წლის 1 ივლისისა.“;

4. საპარლამენტო არჩევნებისას მაჟორიტარული ოლქი არ იქმნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.“;

 

29. 112-ე მუხლის „1“ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ეპარქიების მღვდელმსახურები;“;

 30. 116-ე მუხლის „1“ პუნქტს  დაემატოს შემდეგი რედაქციის „11“ პუნქტი:

„11. საეპარქიო საბჭოებში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ: შესაბამის ეპარქიის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიებსა და მონასტრებს. მათ მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა იყოს ამ ეპარქიის მღვდელმსახური“;

31. 116-ე მუხლის „2“ პუნქტს  დაემატოს შემდეგი რედაქციის „21“ პუნქტი:

„21. ეპარქიის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიებსა და მონასტრებს, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 57-ე დღისა, უფლება აქვთ, შესაბამის საეპარქიო საბჭოში, მაჟორიტარული წესით არჩევის მიზნით წარადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატი.“;

32. 116-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტია/საარჩევნო ბლოკი/ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, ეკლესია, მონასტერი საარჩევნო ოლქში ან/და ეპარქიაში მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს ამ კანონის 115-ე მუხლის მე-7–მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესებით.“;

33. 117-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარტიის/საარჩევნო ბლოკის ან/და ეკლესია/მონასტრების  მიერ საარჩევნო ოლქში ან/და საეპარქიო საბჭოში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციას/რეგისტრაციაზე უარის თქმას ახორციელებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის ან/და საეპარქიო საბჭოს თავმჯდომარე ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში. პარტია/საარჩევნო ბლოკი ან/და ეკლესია/მონასტრები ვალდებულია მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ამ კანონით დადგენილ ვადაში წარუდგინოს ცესკოს.“;

34. 119-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ან/და ეკლესია/მონასტრების მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს შესაბამისი საოლქო ან/და საეპარქიო საბჭოს საარჩევნო კომისია. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს საარჩევნო ოლქში ან/და ეპარქიაში საინიციატივო ჯგუფის ან/და ეკლესია/მონასტრების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ნომრებს, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით. ყველა ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე არსებული ნომრის წაკითხვა. კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ან/და ეკლესია/მონასტრების წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.“;

35. 123-ე მუხლის „1“ პუნქტს  დაემატოს შემდეგი რედაქციის „11“ პუნქტი:

„11. სამრევლო საბჭო აჯამებს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს იგი შემაჯამებელ ოქმში.“;

36. 124-ე მუხლის „1“ პუნქტს  დაემატოს შემდეგი რედაქციის „11“ პუნქტი:

„11. საეპარქიო საბჭო, სამრევლო საბჭოს ოქმების საფუძველზე, თავის სხდომაზე აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.“;

37. 124-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადების/საჩივრის საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია ან/და საეპარქიო საბჭო უფლებამოსილია განკარგულებით მიიღოს გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიიდან ან/და სამრევლო საბჭოდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ.“;

38. 125-ე მუხლის მე-1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან ან/და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდიდან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-19 დღისა, თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ადგენს ოქმს.“;

უხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2015 წლი9 მარტის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

1. უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია გაერთიანების უახლოესი სამოქმედო გეგმის თაობაზე;

2. ქალბატონ თინათინ ბაიაშვილის [ა/ო „თამარიონი“] შეხედულება საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ ძალებთან შესაძლო ურთიერთ თანამშრომლობის გზების შესახებ;

3. უფლისმიერი ლასკარის „მრჩეველთა საბჭოს“ თავმჯდომარის ავთანდილ იოსელიანის ინფორმაცია: 9 მარტს, რუსთაველის თეატრში - „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის გამართვასთან დაკავშირებით

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, თინათინ ბაიაშვილი, ავთანდილ იოსელიანი, ჯემალ ჯიქია, ნანა არუდაშვილი...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

 

...

ჩემო უფალო - ერთსა გთხოვ,

თუ მომცემ ამის ნებასა,

მინდა ეს ჩემი სათქმელი,

გავაგებინო ყველასა:

პატივისცემა ეგების

მშობლიურ დედა-ენასა,

ამ ენამ უნდა მოგვითხროს,

რაც გველოდება ყველასა...

იოანემ თქვა, ზოსიმემ

„ქებაი...“ ზესთა-ზენასა,

თუმც ზოგმა - სხვისი არჩია,

თავის მშობლიურ ენასა...

ვისაც სამშობლო არ უყვარს,

ჟამი წალეკავს ყველასა...

მხოლოდ ერთ-გული შეიგრძნობს

ამაყი გულის ძგერასა!..

ეკატერინე

ხრიკული

 

 

ზეციერთა მატერფალები

 

როცა უფალი თვის სამკვიდრებელს

ქართველთ უთმობდა,

ქართველი ერი მაშინაც გრძნობდა

ღვთიურ მისიას,

რომ გზა-სავალი, მისტერიული,

იბერთ გზა იყო...

ქვეცნობიერად ალბათ ელოდა ჟამს:

როს უფალი, თვის სამკვიდრებელს<მოიკითხავდა...

საკვირველია! - რად სურდა უფალს,

ქართულ ენაში ჩაემარხა „ღვთივ-საიდუმლო“,

 რად გაიხადა მეგობრად - ენა ქართული?

ალბათ, მიტომაც - ქართულ ფენომენს

შეესისხლხორცა ღვთიური გზები...

იცის ქართველმა - ღვთის რჩეულობა

მსუბუქი და მძიმე ტვირთია:

უფლის სახელით ელაპარაკო კაცობრიობას,

არ ნიშნავს მცირეს...

თუმცა - გზა უფლისანი, ამას გვავალებს!...

დღეს, ჩვენი ერი - ღვთიურ მისისა

ვერ გაექცევა.

მალე გავიგებთ, თუ რად ემჩნევა

ჩვენს სავალ გზებს ზეციერთა ნატერფალები...

დიდ საიდუმლოს ფარდა ეხდება,

თუმცა მანამდე, ეტაპობრივი გზა-სავალი

ჯერაც გრძელდება...

დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

მცირე კომენტარი, ანუ - ცნობისათვის

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, „სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა“ [მის. ქ. თბილისის, ფალიაშვილის ქ. 33], 2013 წელს გამოსცა, ქართული თარგმანი ბ-ნ სტივენ ჯონსის წიგნისა - „საქართველო - პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ [2012 წ. გამოცემა].

ავტორი, ჩვენის აზრით, საკმაოდ ტენდენციურად აშუქებს დროის იმ მონაკვეთს, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობას ეხება.

მიზეზთა გამო, ამ წიგნის რეცენზირებას არ ვაპირებთ, თუმცა ქართული გამოცემის 449-ე გვერდზე დაბეჭდილი ინფორმაციის თაობაზე მცირე კომენტარი გვინდა გავაკეთოთ.

აღნიშნულ გვერდზე, ავტორი კერძოდ აღნიშნავს - „...ყველაზე ღირებული მასალები ამ პერიოდისთვის თავად მონაწილეებისგან გვაქვს. მიხეილ სალუაშვილმა გამოსაცემად მოამზადა მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს დოკუმენტების მრავალტომეული. პირველ ორ ტომში შესულია ზვიად გამსახურდიას გამოსვლები და ინტერვიუები. მისი სახელწოდებაა: საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, თბილისი: ხმა ერისა, 2 ტომი. დოკუმენტებისა და მასალების მეორე კრებულის სახელწოდებაა: მრგვალი მაგიდის ისტორია. ის შეიცავს განცხადებებს, დეკლარაციებს და მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს პროგრამების აღწერას. თბილისი: ზვიადის ხმა - ხმა ერისა [უნდა იყოს: ზვიადის გზა - ხმა ერისა, - გ.ს.], 1996 წ., 3 ტომი. ორივე კრებული მიკერძოებულია, მაგრამ 1980-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიისთვის მდიდარი წყაროა...“ [იხ. გვ. 449].

ავტორის მიერ დამოწმებულ ჩვენს კრებულებში, ყოველგვარი კომენტარის გარეშე თავმოყრილი გვაქვს მხოლოდ - დოკუმენტური მასალა, რომელთაც მითითებული აქვთ - გამოცემის წყაროს სახელი, გამოცემის ადგილი და წელი.

ბ-ნი სტივენ ჯონსის მიერ ხსენებული ჩვენი კრებულები, ამდაგვარი აგებულებისა და შინაარსის გამო, თავიდანვე გამორიცხავს ყოველგვარ მიკერძოებას, და იგი მხოლოდ ისტორიული წყაროს ფუნქციის მატარებელია.

დასასრულს დავსძენთ, რომ - იმ დროს, როდესაც ბ-ნ სტივენ ჯონსს, ისტორიულ წყაროთა ერთობა მიკერძოებული ჰგონია, ვფიქრობთ ძნელი აღარ იქნება იმის გააზრება, თუ რატომ და რა დონის არაობიექტურობით ხასიათდება მის, მიერ თავის წიგნში, სამხედრო გადატრიალების მომწყობთა პოზიციიდან დანახული, ჩვენი ქვეყნის ისტორიის მომცველ ამ უაღრესად რთული დროითი მონაკვეთის თაობაზე გაკეთებული ანალიზი.

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

ეს პატარა სასწაული არ გეგონოთ - მითია

მე, ბუნების მიერ დადებულ ერთ პატარა სასწაულზე მინდა მოგითხროთ, რომელიც ჩემს თვალწინ მოხდა. ალბათ, ეს იმ დიდი სასწაულის ნიშანია, წინ რომ გველოდება, და რომელზეც იოანე-ზოსიმე ბრძანებს - „და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოცდა ათოთხმეტი წელი“-ო...

ალბათ, დადგა კიდეც ის 94-ე „წელი სასწაულისა“, უფლისმიერი განგებულობით 1918-1921 წლები რომ უდევს საფუძვლად... დრო და ჟამი მიგვანიშნებს, იოანე ზოსიმეს პირით წინასწარნაუწყები [დაფიქსირებული] ინფორმაციის აცხადების ეტაპი დგება...

მოდით, კვლავ დავუბრუნდეთ დაწყებულ თემას, თუ რა იყო ის პატარა სასწაული.

საოცრებაა უფლის ყველა ნამოქმედარი დედამიწაზე, რომელსაც წამიერად შეუძლია შეცვალოს ყველაფერი - ბუნებაცა და ადამიანებიც.

ნეტავ, რა ჩაუწვდომელი ნიჭია - გარდასახვის უნარი. მე, ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, მაინც მიკვირს, თუ როგორ მოხდა, რომ - არც თოვლი ყოფილა და არც წვიმა, და ერთი პატარა სამლოცველოს წინ - ყინულის კრისტალებით დაიფარა არემარე... ასეთი უცნაურად ლამაზი სურათის დახატვა, ასე ზედმიწევნით, ალბათ დიდ მხატვარსაც კი გაუჭირდებოდა...

ჩემი საცხოვრებელი ოთახის ფანჯარა პირდაპირ - წყნეთის უძოს წმიდა გიორგის [მძლეთას] ეკლესიის შემორჩენილი ნანგრევის პატარა სამლოცველოს გადაჰყურებს. 4 მარტის საღამოს რომ გავიარე, განსაკუთრებული არაფერი იყო. 5 მარტის დილას, ავტობუსის გაჩერებისკენ მიმავალმა რაღაც საოცარი სურათი ვიხილე - ირგვლივ, თვალში საცემად, ალმასივით თვალისმომჭრელი ნათება მოფენილიყო. უცებ ვერც გავერკვიე რაში იყო საქმე - დაუჯერებელ სინამდვილეს ჰგავდა.

ხან რა ვიფიქრე, ხან კიდევ რა - ძალიან უცხო სანახავი იყო. მდუმარებით მოცულიყო არემარე. ირგვლივმყოფნი თითქოს ხმას ვერ იღებდნენ... მე კი, ჩემთვის ვიკითხე - რა ხდება აქ, ყინულის სასახლე ხომ არ შენდება-მეთქი?!

უძოს წმიდა გიორგის სალოცავის წინ, 15 – 20 მეტრის რადიუსში, ხეები ყინულის კრისტალებით დაფარულიყო. არადა, არც თოვლი ყოფილა და არც წვიმა, იმ ღამეს არც ისეთი დიდი ყინვა იყო, რომ ხეთა ტოტებზე ყინულის ლოლუები „დათოვლილიყო“. მზის სხივის მოხვედრისას ირგვლივ ვერცხლისფერი სითეთრე კიაფობდა. საუცხოო სანახავი იყო...

არავინ იცის, უფალმა ამ სილამაზის სიღრმეში რა ნიშანი ჩადო; ან რაზე გვანიშნებდა მრევლს, ეს უფლისმიერი სათქმელი. არადა, გულცივ ხალხთა ტყვეობაში მოქცეულ ქრისტიან მრევლს ხომ უფრო მეტი მოგვეთხოვება, რათა ჩვენი სულიერი მდგომარეობა ყინულის კრისტალებს არ დაემსგავსოს...

დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

მათთვის რომელნიც ბოლო ჟამის „სუნთქვას“ გრძნობენ:

„ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ...“

 

„აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემს წინაშე; უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის, ამბობს ცაბაოთ უფალი“ [მალ. 3,1];

„რისთვის დადიოდით უდაბნოში? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც. რადგან ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არავინ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უმეტესი, ხოლო ცათა სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია“ [მათე 11,9-11];

„რჯული და წინასწარმეტყველნი - იოანემდე; ხოლო მას მერე ღმრთის სასუფეველი იხარება და ყველანი ძალით შედიან მასში“ [ლუკა 16,16];

„ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ; ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია“ [ლუკა 17,20-21];

„მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე ნათელს ვცემ წყლით, მაგრამ თქვენს შორის დგას იგი, ვისაც არ იცნობთ. ის არის ჩემს შემდეგ მომავალი, რომელიც ჩემზე უწინარეს იყო... ის უნდა იზარდოს, მე კი დავკნინდე“ [იოანე 1,26-27; 3,30];

„ვისაც სასძლო ჰყავს, სიძეა; ხოლო სიძის მეგობარი, - ვინც დგას და ესმის მისი, და სიხარულით ხარობს სიძის ხმის გაგონებისას; სწორედ ეს სიხარული აღსრულდა ჩემი“ [იოანე 3,29];

„...ალილუია! რადგანაც სუფევს უფალი ღმერთი ჩვენი, ყოვლისმპყრობელი. გვიხაროდეს და ვილხენდეთ, და მივაგოთ მას დიდება, ვინაიდან მოვიდა ქორწილი კრავისა, და სასძლომ მისმა განიმზადა თავი.  და მიეცა მას, რათა შეიმოსოს  ბისონი წმიდა და ბრწყინვალე, რადგანაც წმიდათა სიმართლეა ბისონი. და მითხრა მე: დაწერე: ნეტარნი არიან კრავის საქორწინო სერობაზე წვეულნი. და მითხრა მე: ესენი არიან ჭეშმარიტი სიტყვანი ღვთისა“ [გამოცხ. 19,6-9];

„...ერთმა თანამეინახემ უთხრა მას: ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღმრთის სასუფეველში. ხოლო იესომ მიუგო მას: ერთმა კაცმა დიდი წვეულება გამართა და მრავალნი მიიპატიჟა. და როცა პურობის დრომ მოაწია, გაგზავნა თავისი მონა წვეულთა დასაძახებლად: მობრძანდით, ყველაფერი უკვე მზად მაქვსო.

მაგრამ ყველამ ერთხმად ბოდიშის მოხდა დაიწყო. ერთმა უთხრა: ყანა ვიყიდე და უეჭველად უნდა მივიდე და დავხედო, გთხოვ, მაპატიო. მეორემ უთხრა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ: გთხოვ, მაპატიო. მესამემ უთხრა: ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლები.

დაბრუნდა მონა და ყველაფერი მოახსენა პატრონს. მაშინ განრისხდა სახლის პატრონი და უთხრა თავის მონას: დაიარე სასწრაფოდ ქალაქის მოედნები და ქუჩები და მომგვარე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი.

და უთხრა მონამ: ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ მაინც გვრჩება ადგილი. და უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი, რათა აივსოს ჩემი სახლი. რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს ჩემი სადილის გემოს“ [ლუკა 14,15-24];

„ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი - რჩეულნი“ [მათე 22,14];

„ასე იქნებიან უკანასკნელნი - პირველნი, და პირველნი - უკანასკნელნი, ვინაიდან მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი“ [მათე 20,16];

„მიპასუხა და თქვა: უზენაესმა ეს წუთისოფელი მრავალთა გულისთვის შექმნა, მომავალი კი - მცირედთა გულისთვის. ...თუ შეეკითხები მიწას, გეტყვის, რომ უამრავი თიხაა მიწაში ჭურჭლის საკეთებლად, მაგრამ მცირედზე მცირეა მტვერი, საიდანაც ოქრო გამოდის...“ [3 ეზრა 8,1-2];

„ადრე მითქვამს, ახლაც ვამბობ, და კვლავ ვიტყვი: დასაღუპად განწირულნი გადარჩენილებზე ბევრნი არიან,  როგორც ტალღაა მეტი წვეთზე...“ [3 ეზრა 9,15-16];

„სხვა იგავიც შესთავაზა მათ და უთხრა: ცათა სასუფეველი მსგავსია მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში; ეს მარცვალი ყოველნაირ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა ამოვა, ყველა მწვანილზე დიდი ხდება და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინავენ ცის ფრინველები და მის ტოტებზე იბუდებენ“ [მათე 13,31-32];

„იესომ დაუძახა ბავშვს, მათ შორის ჩააყენა და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“ [მათე 18,2-3];

„ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში“ [ლუკა 18,17];

„რადგან ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება“ [მათე 23,12];

„ამრიგად, ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ბავშვი, ის არის უდიდესი ცათა სასუფეველში. და ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს... ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს“ [მათე 18,4-5; 10];

„სხვა იგავიც შესთავაზა და უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია კაცისა, რომელმაც დატესა კეთილი თესლი თავის ყანაში. ხოლო როდესაც ეძინა ხალხს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ყანაში და წავიდა.

...კეთილი თესლის მთესავი ძეა კაცისა. ყანა არის ქვეყანა; კეთილი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - უკეთურის ძენი. ღვარძლის მთესავი მტერი ეშმაკია: მკა - ქვეყნის დასასრული, და მომკალნი - ანგელოზები. როგორც შეკრებენ ღვარძლს და ცეცხლს მისცემენ, ასევე იქნება ქვეყნის დასასრულს“ [მათე 13,24-25; 37-40];

„და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული“ [მათე 24,14];

„მაშინ მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!“ [მათე 24,43].

 

მოამზადა

დავით შათირიშვილმა