Print

გაზეთი № 14 [962]

„ივერიის [საქართველოს] გაბრწყინებისეულ“ დროში

 აღსასრულებელი მისიის ქრონიკებისათვის

დასაწყისი იხ. გაზ. №11 [960]

 

„ივერიის გაბრწყინების“

სულისმიერი ასპექტის მიმდინარე პროცესში

შეტანილი ჩვენეული წვლილი

 

პირველი ნაწილი:

ა)  საქართველოს

მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მიწოდებული მასალები

31. „10, ანუ უფლის ტახტი გამზადებულია“, თბ. 2007 წ. 4 იანვარი [1. პირველი ნაწილი - წინარე ისტორია; 2. მეორე ნაწილი - ღვთისა და ერის წინაშე; 3. ხუთი დანართი];

32. ქრისტიანული სამყაროსადმი განკუთვნილი სახარებისეული გაკვეთილები, თბ. 2007 წ. 7 თებერვალი [მეორე ნაწილი: 1. სახარებისეული გაკვეთილი პირველი: შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია; 2. სახარებისეული გაკვეთილი მეორე: სახარება ყველაზე უმთავრესია; 3. სახარებისეული გაკვეთილი მესამე: პეტრე მოციქულის გამორჩეული როლი; 4. სახარებისეული გაკვეთილი მეოთხე: უფლისმიერი 75 მიმართება; 5. სახარებისეული გაკვეთილი მეხუთე: უფლისმიერი აკრძალვა; 6. სახარებისეული გაკვეთილი მეექვსე: მოწაფეების გაფანტვაზე; 7. სახარებისეული გაკვეთილი მეშვიდე: „იტყვი, რომ არ მიცნობ მე“; 8. სახარებისეული გაკვეთილი მერვე: არა შიშისა გამო; 9. სახარებისეული გაკვეთილი მეცხრე: შეპყრობის გადაწყვეტილება; 10. სახარებისეული გაკვეთილი მეათე: პეტრე მოციქულის თვალწინ მიმდინარე ცრუმოწმის ძიება; 11. სახარებისეული გაკვეთილი მეთერთმეტე: ჭეშმარიტი მოწმის ძიება; 12. სახარებისეული გაკვეთილი მეთორმეტე: მაცხოვრის თვალწინ მიმდინარე პროცესი; 13. სახარებისეული გაკვეთილი მეცამეტე: პეტრე მოციქულის ბოლო ცდა; 14. სახარებისეული გაკვეთილი მეთოთხმეტე: იძულებითი ტყუილი; 15. სახარებისეული გაკვეთილი მეთხუთმეტე: ერთადერთი სწორი არჩევანი;  16. სახარებისეული გაკვეთილი მეთექვსმეტე: ხელდასხმა, ანუ მწყემსმთავრად დადგინება; 17. დასკვნა, ანუ - „ვისაც ყური აქვს ისმინოს“;

მესამე ნაწილი: „არა ცილი სწამო“, ანუ ე.წ. „განხილვა“-ს რამოდენიმე კომენტარი (16 კომენტარი)];

33. პირველი და მეორე შობაი, ანუ დედა და ძიძა, თბ. 2007 წ. 28 მარტი [1. წინა თქმა, ანუ - 49-ე ჟამში სათქმელი; 2. სულის გარდამოსვლისა გამო; 3. ღმერთი - სულია, უფალი - სულია; 4. პირველი და მეორე შობაი, ანუ...; 5. სახარებისეული „საბუთები“; 6. რას გვკარნახობს „ქართლის ცხოვრება“?!; 7. „ქართლის ცხოვრების“ საიდუმლო სიმბოლო-მინიშნებანი; 8. „იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისა და ძმა კლეოპასი“; 9. ორი დედა, ანუ - კვართი, ღვთისმშობელი და წმ. ნინო; 10. წილხვედრილობა პირველი, ანუ - კვართი; 11. წილხვედრილობა მეორე, ანუ - ღვთისმშობელი; 12. წილხვედრილობა მესამე, ანუ - წმიდა ნინო; 13. მითოლოგიური საბუთები; 14. რუსთაველისეული მინიშნება - ასმათი; 15. რაზე გვანიშნებს კოდი - „და“ და „40“;  16. კოდი „და“-ს ორი მხარე; 17. კოდი - „ზღვა“, „საუნჯე“ და ასაკისმიერი სხვაობა; 18. რამოდენიმე დროითი მინიშნება];

34. ზვიადი გზა მთაწმინდაზე დასრულდა, წინ ქრისტეს გზაა, თბ. 2007 წ. 18 აპრილი [1. კოდი - „68“; 2. „...ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა“; 3. „ზვიადის გზა“ მთაწმინდაზე „დამთავრდა“: მინიშნება პირველი - „ფსალმუნი 83“, ანუ - „წყარო“; 4. მინიშნება მეორე - „შვიდი თვის ბოლოს“; 5. მინიშნება მესამე - „ჭიაკოკონობიდან“ „ეკის“ დაყვირებამდე; 6. მინიშნება მეოთხე - „ნიბელუნგები“, ანუ - ოთხი წელი; 7. მითოსური სამყაროს ნიშნები; 8. მინიშნება მეხუთე - „დიდხანს არ მოუხდა მეფობა“; 9. მინიშნება მეხუთე - „დიდხანს არ მოუხდა მეფობა“; 10. მინიშნება მეექვსე - ორი მეუღლე, სამი შვილი; 11. მინიშნება მეშვიდე - „ხუთკუთხოვანი გალავანი“, ანუ - ხუთი გადასვენება; 12. მინიშნება მერვე - ძმების დაპირისპირება; 13. მინიშნება მეცხრე - დნმ-ის აღება; 14. მინიშნება მეათე - კოდი „69“ და „48“; 15. მინიშნება მეთერთმეტე - ლაზარეს აღდგინების შაბათი; 16. მინიშნება მეთორმეტე - „ბზობა“ და „მამა დავითი“; 17. მინიშნება მეცამეტე - ძაღლისა და ღორის წელთა ერთება; 18. მინიშნება მეთოთხმეტე - 10-ისა და 13-ის შემდეგ, ანუ - დიდი ცვლილებების დაწყების მიჯნა; 19. დასკვნის მაგიერ, ანუ - წინ ქრისტეს გზაა];

35. სასუფევლის კარიბჭესთან - ვერც მამა იცნეს და ვერც მე, თბ. 2007 წ. 16 ივნისი [1. შეგონება - პირველი: „ჭეშმარიტი დოგმატების ცხოველმყოფელი ძალა და ცრუ დოგმატების მომაკვდინებელი ძალა“; 2. შეგონება - მეორე: საღმრთო გამოცხადებიდან აღებული დოგმატი; 3. შეგონება - მესამე: არის სული ჭეშმარიტი, და არის „სიცრუის სული“; 4. შეგონება - მეოთხე: ფრთხილად, სულიწმიდა არ დაგმოთ; 5. თხოვნა - შეგონება; 5. და ბოლოს; 6. ბოლო ჟამის მიერ გაცხადებული მამის სახელი; 7. შეხსენება პირველი - ბოლო ჟამია; 8. შეხსენება მეორე - ედ. შევარდნაძე არის ბოლო ჟამის ანტიქრისტეს არსის მატარებელი; 9. შეხსენება მესამე - მ. სააკაშვილი არის ბოლო ჟამის ცრუწინასწარმეტყველი; 10. შეხსენება მეოთხე - ერთია ღმერთი და ერთია უფალი; 11. შეხსენება მეხუთე - ძე შობილი და ძე ქმნილი; 12. შეხსენება მეექვსე - სულიწმიდის გამოსვლის საიდუმლო; 13. შეხსენება მეშვიდე - ზვიად გამსახურდია იყო ძე შობისმიერი არსის მატარებელი პიროვნება; 14. შეხსენება მერვე - შობით მოსული ძე კაცისა; 15. შეხსენება მეცხრე - „წმიდა იყოს სახელი შენი“; 16. შეხსენება მეათე - ბოლო ჟამში გაცხადებული მამის სახელი; 17. „...აჰა, მსაჯული კარის წინაშე დგას“; 18. „...მეტის მქონეს - მეტი მოეკითხება“; 19. „პეტრეს გზის“ არსი, ანუ - სასუფევლის კარიბჭესთან; 20. „ვერც მამა იცნეს და ვერც მე“, ანუ - თავს ნუ მოვიტყვილებთ].

 

ეს ბროშურა გახლდათ, ჩვენს მიერ საქართველოს საპატრიარქოში წარდგენილი მასალების შემცველი ბოლო კრებული.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარ- ეპისკოპოსის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორის სახელზე: 1997 წ., და 2004 – 2007  წლებში გაკეთებული მიმართვებიდან, ბოლო - 33-ე მიმართვაში [2007 წ. 31 მაისი] კერძოდ ვწერდით:

„თქვენო უწმიდესობავ!

2004 წლიდან დაწყებული ჩვენი საქმიანი „ურთიერთობა“, თქვენი გადაწყვეტილებით თავის დასასრულს მიუახლოვდა. ამიტომ, ვიდრე დაგემშვიდობებით, რამოდენიმე წინასწართქმული გვინდა შეგახსენოთ:

- „...ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეთხოვება: [ლუკა 12, 45];

- „...ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს ამაღლდება“ [ლუკა 18,14];

- „...ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება“ [მარკ. 16,16];

- „აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ, თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას, და კარს გამიღებს, შევალ მისას და მასთან ვჭამ პურს, ხოლო ის - ჩემთან“ [გამოცხ. 3,20];

- „ამბობს, ვინც მოწმობს ამას: ჰო, მოვალ მალე! ამენ!“ [გამოცხ. 22,20];   

- „და მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლებზე მომავალს ძალითა და დიდებით მოსილს“ [ლუკა 21,27];

- „...გადაიშალა სხვა წიგნი, რომელიც არის სიცოცხლისა, და... საქმეთაებრ მისისა განისაჯა ყოველი... და ვინც სიცოცხლის წიგნში არ იყო ჩაწერილი, ჩავარდა ცეცხლის ტბაში“ [გამოცხ. 20,12-13; 15].

ვისაც ყური აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე სეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება უკუნისამდე. ამენ!“.

დასასრულს დავსძენთ, რომ ჩვენს მიერ მომზადებულ საქართველოს საპატრიარქოსადმი გაგზავნილი მასალების შემცელ 35 კრებულში, მთლიანობაში - 620 საკითხია გადმოცემული.

 

ბ) 2007 – 2011 წლებში მომზადებულ მასალათა შინა-არსი

ამ ქვეთავში წარმოგიდგენთ ლასკარის ღია სხდომებზე განხილულ და ჩვენი გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნებული მასალების ბაზაზე მომზადებულ კრებულებს [მათი შინაარსითურთ]. საერთო რიგითობის დაცვით მათი ჩამონათვალი ასეთია:

1[36]. ძე კაცისა და... ბოლო ჟამის შესაკრებელი ლასკარი, თბ. 2007 წ. 7 ივლისი (07.07.07) [1. „მღვდელმთავრები იყვნენ ანა და კაიაფა“; 2. „მამისა“ და „ძის“ შესაცნობი ნიშნების ზოგადი ქრონოლოგია; 3. „მამისეული“ არსის მქონე პიროვნების შესაცნობ ნიშანთა მოკლე ჩამონათვალი; 4. „ძისეული“ ნიშნების მატარებელი ზოგად-კონკრეტული არსის მქონე ჯგუფის შესაცნობი ნიშნების მოკლე ჩამონათვალი; 5. ბოლო ჟამის შესაკრებელი, ანუ ძე კაცისას არსის მისტერიულად მატარებელი - „ლასკარი“; 6. „მე ვარ ანი და ჰაე“, ანუ...];

2[37]. უფალი მოდის! - გამოცხადებული დასასრულის ქრონიკები, თბ. 2007 წ. 1 აგვისტო [1. ჟამის დასასრულამდე დარჩა; 2. ორი მხეცი, მეთორმეტე მეფე და ცრუწინასწარმეტყველი, ანუ დასასრულისათვის სათქმელი; 3. „ზღვიდან ამომავალი“ „ათრქიანი“ – „მხეცი, რომელიც ვიხილე, ჯიქსა ჰგავდა“; 4. „მხეცი ზღვიდან ამომავალი“; 5. კოდი - „ჯიქსა ჰგავდა“; 6. კოდი - „ფეხნი მისნი, როგორც დათვის ფეხნი“; 7. კოდი „ათრქიანი და შვიდთავიანი“; 8. „მიწიდან ამომავალი“ – „ორ რქიანი მხეცი“: კოდი - „მიწიდან ამომავალი“; 9. დროითი ნიშანი - „70 წელი“; 10. კიდევ ერთი დროითი ნიშანი; 11. „პირველი მხეცის“ – „მემკვიდრე“, - „სხვა მხეცი“; 12. კოდი - „ორი რქის“ პირვანდელი და საბოლოო სახეები; 13. დასკვნის მაგიერ; 14. ძველი აღთქმა, ანუ კიდევ ერთხელ - „თორმეტ მეფეზე“; 15. კოდირებული - „არწივის“ „სამი თავის“ დროითი არსი; 16. ერთი თავი „გაუჩინარდა“, ანუ - „დარჩა ორი თავი“; 17. ვადის გაგრძელებიდან - ვადის გაგრძელებამდე; 18. კოდი - „ცრუწინასწარმეტყველი“; 19. კოდი - „არცარეთი“, 20. 2008 წ. - დიდი ცვლილებების დროითი მიჯნა; 21. მე-12 მეფის დროის დასასრული; 22. კოდირებული - „სამთავიანი“-ს მოქმედებითი დროის დასასრული; 23. კოდი - „ორმოცდაათისაც არა ხარ“; 24. კოდი - „ბუში“; 25. კოდი - „დასასრული გამოცხადებულია“];

3[38]. მამის მარჯვნივ მჯდომარე ძე, ანუ უფალი იესუ ქრისტე, თბ. 2007 წ. 12 სექტემბერი [1. უფალი, ანუ - მეექვსე დღის საიდუმლო; 2. ცნება - ღმერთი; 3. ცნება - უფალი; 4. მამა და ძე; 5. „დასაბამის“ - დასაწყისი, ანუ - დღე იგი მეექვსე; 6. როდის შეიქმნა - „კაცი“?!; 7. ბოლოს ქმნილი კაცი - „წილმქონე“ და „თანამზრახველი“: მითოსური - „კაცი“; 8. გრიგოლ ნოსელისეული „კარნახი“; 9. უხილავი ღმერთის არსში მიმდინარე „თათბირი“; 10. რატომ შეიქმნა კაცი - ქმნადობის ბოლოს?!; 11. მამა ღმერთის „ხატი და მსგავსი“ - ძე ღმერთი; 12. ღმერთის ძე - უფალი; 13. უფალი - სრული ღმერთი; 14. დაპირისპირებული ნაანგელოზარი; 15. მამის ნების შემსრულებელი; 16. კიდევ ერთხელ რანგირებისა გამო];

4[39]. ზეციური დედოფალი, ანუ უფალა, თბ. 2007 წ. 17 ოქტომბერი [1. უფალა და ევა, ანუ კიდევ ერთხელ მეექვსე დღეზე; 2. სულიწმიდა - სიცოცხლის მომნიჭებელი; 3. „ყოველი ცოცხალის დედა“ - ევა; 4. დასაბამისმიერი ქიშპის ანარეკლი; 5. „მამისაგან შობილი“; 6. ცოდვის შედეგი - სიკვდილი; 7. მითოსური კარნახი; 8. ადამიდან - აბრაამამდე; 8. მითოსური მინიშნებანი; 9. კიდევ ერთხელ კოდი - „ექვსისა“ და „ვინ“-ის შესახებ; 10. წელიწადის „არათანაბრობა“; 11. „სასწორის“ უსწორობა; 12. მარიამისაგან შობილება; 13. დასკვნის მაგიერ];

5[40]. განკითხვის დღის ეტაპები, თბ. 2007 წ. 28 ნოემბერი [1. ზოგადად - უფალსა და უფალაზე; 2. „განკითხვისეული“ პრველი ეტაპი, ანუ - „პირველად ქრისტე“; 3. განკითხვის „მცირე“ და „დიდი“ ეტაპები; 4. უფალა, ანუ „მცირე“ განკითხვის პირველი ეტაპი; 5. „სიტყვანი ღმრთისა“, ანუ „მცირე განკითხვის“ მეორე ეტაპის არსი; 6. თორმეტი მოწაფეთაგანი, ანუ - თერთმეტი; 7. მეთორმეტედ შერაცხული; 8. კოდი - „უმცირესი“-ს არსი, ანუ - მეცამეტე; 9. თორმეტ ტახტზე მჯდომი - „უფალი და უფალა“; 10. თორმეტი „უფალის“ არსი; 11. თორმეტი „უფალას“ არსი; 12. „თორმეტი ტახტის“ ოცდაოთხი უხუცესი, ანუ - „ოცდაოთხი ტახტის“ მფლობელთა სახელდებანი; 13. „მცირე“ და „დიდი“ განკითხვის არსი; 14. დასკვნა, ანუ - საბოლოო კონტურები; 15. ხატწერითი მინიშნებანი: ხატი ყოვლადწმიდა სამებისა; 16. ღმერთი და უფალი, ანუ ხატი - სამებისა, და მამის მარჯვნივ მჯდომარე - ძისა; 17. „მცირე განკითხვის“ პირველი განსჯისეული ეტაპის „შედეგი“ - უფალა; 18. „მცირე განკითხვის“ მეორე განსჯისეული ეტაპის „შედეგი“ -თანაგანმსჯელნი; 19. „მცირე განკითხვის“ მესამე განსჯისეული ეტაპის „შედეგი“ - სიტყვანი ღმრთისა];

6[41]. „ლასკარის“ დროითი მინიშნებანი, თბ. 2008 წ. 8 იანვარი [1. ბოლო ჟამის მთავარი შესაკრებელი „ლასკარი“; 2. „ლასკარი“-ს თაობაზე; 3. კოდი - „ლასკარი“: „ლას“-ი, ანუ შობისწინა 153-ე დღე; 4. „ვერძი“ და „ლასი“; 5. მე-12 „ლას“-ი; 6. კოდი - „წელიწადნახევარი“; 7. სიმონ კვირინელი, ანუ - „ლასკარი“; 8. „არს მითამცა ავთანდილი“; 9. კოდი „სიმონი“, ანუ - ქრისტეს ჯვრისმტვირთველი; 10. პეტრე - ქრისტეს სუდარის მქონებელი; 11. პეტრე - ქრისტეს სხეულის „ეკლესია“; 12. კოდი - „გასაღები“; 13. კოდი - „მძინარე პეტრე“; 14. დასკვნის მაგიერ; 15. პეტრე - ადამი; 16. იგავური დროის მინიშნების არსი; 17. კოდი - „შობისწინა დღე“; 18. კოდი - „ქრისტეშობის დღე“; 19. მესამე და მეოთხე - „ლასკრობა“; 20. კოდირებული - მეხუთე „ლასკრობა“; 21. მთავარანგელოზის ეკლესია; 22. კოდი „ლამარიას ნიში“, ანუ „აღდგომის მერვე დღე“; 23. კოდი - „ქვიშობი““ და „ულიში“; 24. კოდი - „კლდე“; 25. კოდირებული „მერვე“, ანუ - 60 დღე; 26. კოდი - „ხუთშაბათი“; 27. დასკვნის მაგიერ];

7.[42]. ინდური მითოსი, თბ. 2008 წ. 9 მაისი [1. ინდური მითოსის ბოლო ჟამისმიერი მინიშნებანი; 2. ზოგადი მიმოხილვა; 3. „ტრიმურტი“, ანუ - სამება; 4. ღმერთის პირველი და მეორე მოსვლის ნიშნები; 5. უფალისა და უფალას სახებათა ანარეკლი; 6. კოდი - „კრიშნა“, ანუ - „კრშნა“; 7. მე-6 დღისეული ნიშანი; 8. კოდი: 3+1=4-ის ანარეკლი; 9. ღმერთად პირველად მოსვლისეული ნიშნები; 10. კოდი - „ბაგაში“ შობილი; 11. იუდას ტომის მინიშნება; 12. ვარსკვლავისმიერი ნიშანი; 13. მწყემსების თაყვანისცემა; 14. ჰეროდეს პროტოტიპი - კამსა; 15. ჩასახვის მისტერია; 16. დევაკი - მარიამი; 17. „გაქცევა“ და „ბავშვების დახოცვა“; 18. კოდი - „ათი“; 19. ღმერთად მეორედ მოსვლისეული ნიშნები; 20. მწყემსობიდან - პოლიტიკოსობამდე; 21. კოდი - „მთვარე და მზე“; 22. კოდი - „სავსე მთვარე“, ანუ - „უფალო“; 23. კოდი - „18“; 24. მეათე „ჩამოსვლა“, ანუ - გაცხადება; 25.  ინდური მითოლოგიის მიერ ნაკარნახევი შობისეული მიჯნის დროითი ნიშნები; 26. შობა-გაცხადებისეული ნიშნები; 27. რამა და კრშნა, ანუ 7 და 8; 28. კოდირებული - „რვა“; 29. „იუგა“, ანუ 50-ის ბოლო „დღე“; 30. კოდი - „პუტანას მოკვლა“];

8[43]. ყურანი, ანუ არაბული მითოსი, თბ. 2008 წ. 14 მაისი [1. „ყურანი“, ანუ ბოლო ჟამის გასრულებისეული მინიშნებანი; 2. კოდი - „ყურანი“; 3. საუბრის დასაწყისამდე, ანუ...; 4. კოდი - „იკრა’!“, „ანა ლასთუ კარი’ ან“ და „96“; 5. კოდი - „იკრა’!“; 6. კოდი - „ანა ლასთუ კარი’ ან“, ანუ „ლასკარი“; 7. კოდი - „96“; 8. ზოგადი საკითხები; 9. მუჰამადი; 10. ყურანი; 11. კოდი - „ისლამი“; 12. ალეგორიული - „დამმოწმებელი“; 13. კოდი „ქარიმა“ და „ზიქრ“; 14. შეუმცდარი არავინაა; 15. ყურანის სახარებისეული პარალელები; 16. მარიამის უბიწობა; 17. ბოლო ჟამის გასაგონი დასტური - მინიშნებანი; 18. დროითი ნიშანი - „ანტიქრისტე“, „40 + 40“ და „მუსიკის ხმა“; 19. კოდი - „დედოწიგნი“ და „აია“; 20. „შაბათი“ დღის არსი; 21. კოდი - „ჩიტი“, ანუ „იყო შაბათი“; 22. კოდი - „მალაქ“; 23. კარი - აღმოსავლეთით; 24. ღორის ხორცისა და ღვინის აკრძალვა; 25. ადამისა და ევას ღვთიური სამოსელი; 26. კოდი „6“, „9“ და „68“; 27. კოდი - „ალაჰი“; 28. ღმერთი = უფალი = ალაჰი; 29. კოდი „99 სახელი“; 30. კოდი - „ჩვენი უფალი ალაჰიაო“; 31. ყურანში იესუ ქრისტეზე დაცული მინიშნებანი: დღე მე-6, ანუ „პარასკევი“; 32. რას გვიმოწმებს ყურანი; 33. ყველასგან გამორჩეული - „ისა“; 34. ჩასახვა; 35. თავიდანვე ორბუნოვანი; 36. თხრობის გაგრძელებამდე, ანუ - ჯვარზე სიკვდილი; 37. „’ისას იგავი“ – „იგავი ადამისა’; 38. „დაჯდა მამის მარჯვნივ“; 39. „დაიმორჩილა მზე და მთვარე“; 40. კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა; 41. ვიდრე ვიტყოდეთ - დასრულდა; 42. 113-ე სურა; 43. პირველი სურა; 44. „96“ – „10“, ანუ 86-ე სურა];

  

 [გაგრძელება იქნება]

 

 

„უფალია ჩვენი სიმართლე

[სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“-ს

ლასკარის

2015 წლი28 მარტის

სხდომის ანგარიში

„უფალია ჩვენი სიმართლე [სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“-ს ლასკარის 2015 წლის 28 მარტის ღია სხდომას ესწრებოდნენ - მიხეილ(გელა) სალუაშვილი,  ბეჟან შერგელაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ჯემალ ჯიქია, ნათელა მელქაძე, დინა ჯიქია, ლია ქამხაძე, ლენა სისაური, ლეილა კობახიძე, ეთერ ბუიძე, ლიდა ვეშაგური, შაზი რაზმაძე, ლალი ბეგაშვილი, ნელი მაძღარაშვილი, ნარგიზა ხალვაში, კაკო გოგლიძე, დავით შათირიშვილი.

მოისმინეს, ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ [გელა] სალუაშვილის ინფორმაცია:

1. საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო წინადადების სახით წარსადგენი - არჩევნების ჩატარებულად ჩათვლისათვის საჭირო ამომრჩეველთა აქტივობის ახალი წესის თაობაზე;

2. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 76-ე წლისთავისა  და 1991 წ. 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 24-ე წლისთავთან დაკავშირებით გასამართ ღონისძიებასთან მიმართებაში.  

სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

 „უფალია ჩვენი სიმართლე

[სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის

2015 წლი30 მარტის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია გაერთიანების უახლოესი სამოქმედო გეგმის თაობაზე.

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ნანა არუდაშვილი, ავთანდილ იოსელიანი, ომარ დარსაძე, თამაზ მოსიაშვილი...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

31 მარტი

დღეს დაიბადე - ცხებულო მეფევ!

სამშობლო ძლიერ გიყვარდა,

მხრებით მიგქონდა რწმენა ურყევი,

ქვეყანა უფლისკენ მიგყავდა...

რჩეულთა შორის - რჩეული,

ესიტყვებოდი ვარსკვლავებს.

სამშობლოს სიყვარულისთვის

ურწმუნოებმა გაწამეს...

უმრავლესობამ ხმა მოგცა,

ხალხის მეგზური იყავი,

ჩვენს გულში - კვლავ ცოცხალი ხარ,

ჩვენო უკვდავო ზვიადი...

 ეკატერინე

ხრიკული

 

რწმენის კაეშანი

ის დრო იყო: გულის ფიცარზე

ვწერდი ღვთის სიტყვას,

და უფლის კვერთხი - ხელში მეჭირა...

უხილავად - ზეცას ვიყავ,

ხილულად კი - დედამიწას...

მეც კი მიკვირს - ხელოვნება ზეციერთა,

ვით შეერწყა: მიწიერი - ზეციერსა.

„რჩეულობის“ ტვირთი ვზიდე,

წუთისოფლის გზასავალზე

გარს შემომერტყა რწმენის კაეშანი.

ზეცა - საბურველს მახვევდა თავზე,

ამ დროს კი - ურწმუნოთა ლაშქარი

დედამიწაზე ძალას მაცლიდა,

გმობდა გზას ღვთისას...

თუმც მადლი ზეცით არ შემწყდარა

და კვლავ გრძელდება:

„დრო და ჟამი იწურება,

უდროობის ჟამი დგება...“

ჩვენ - დრო არ ვიცით,

დაფარული - როს გაცხადდება.

და ველოდებით - აჰა, სულ მალე,

რომ „გზა უფლისა“ აბჯარს აისხამს,

და „მოედანზე“ გავა ფარებით.

მოეფინება სივრცეს „ცხვრის ფარა“,

და - მოვა მწყემსი!..

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

იგრგვინა ცამ და...

მოწამეთ მოარულმა სულთა ზმანებამ, შემომინახა უფლის სიტყვა - გულთ მოარული... მეცხრე ცას მოსწყდა სხივი იგი გულთ შთაგონება... მოვიდა სხივი, შორეულ ლანდთა მონაფერები:

სიტყვა უებრო, ნალიცლიცევი გარდასულ დღეთა და მონაბერი აზრთა არსისა-თვით მონა+ბერი. გააპო ღამე ვარსკვლავთა ცვენა იწყო ყოველმა, ცამ დაიგრგვინა, გარდამოხდა ხანი - სიტყვა იშობა, ღვთივ დანაბადი, ფერით მოსული, სიტყვა ქარგული, სიტყვა კაზმული - ფერთ შთაგონება - სიტყვა ქართული... უზომო ფიქრთა - უკიდეგანო;

სასრული ზეცის, უტყვ გულთა მთმენი, ჭიდილი კაცის - ნაირფერ წავშლი გულთა სასრულთა - სხივთა არულთა - შუქ მომფინარი, შუქი აჩრდილის, წყვდიადი ღამის, სხივთ მომცინარი.

გააპო ზეცა ნამეხარ სხივმა, ჩამოწვა ნისლი - და მოიქუფრა, შემოიღამებს ფიქრი ყოველთა...

იგრგვინა ცამ და თხილის მარცვლის ოდენა „სეტყვით“ დაიფარა დედა-მიწა...

 

ელენე ცხომელიძე

 

 

 

ათვლის წერტილი - 1996 წელი, ანუ 

იოანე-ზოსიმეს „ქებაის“ განმარტებისათვის

 

ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ მიმდინარე 2015-ე წელი რამოდენიმე კუთხით გახლავთ მნიშვნელოვანი. კერძოდ:

1. იოანე-ზოსიმესეული „ქებაის...“ მინიშნების: „და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოცდაათოთხმეტი წელი“-ს მიხედვით, რომელიც, ერთ-ერთი ათვლით - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის [1918-1921 წ,წ,] დამხობისა და საქართველოს გასაბჭოების 1921 წლიდან აღებულ 2015 წ. მოსულ 94-ე წელზე უნდა გვანიშნებდეს;

2. საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ [და მისი „ლასკარის“] დაარსების თარიღი 1996 წლის 15 დეკემბერი გახლავთ; ხოლო ჩვენი გაზ. „დედა[ნი] ენის სასწაული“-ს პირველი ნომერი - 1997 წლის 4 იანვარს დაიბეჭდა. აღნიშნულიდან ათვლით, მიმდინარე 2015-ე წელი, მე-19 წლად მოიაზრება.

ქართული ანბანის მიხედვით, რიგით მე-19 ასო-ნიშანი გახლავთ - „რაე“.

როგორც ცნობილია: „რა (რე) - ძველეგვიპტური მზის ღვთაებაა ქალაქ ჰელიოპოლისიდან. ის ასევე იყო ძველი ეგვიპტის პირველი ფარაონი „რამზე“. მისი სახელი ეგვიპტურ ენაზე ნიშნავს „მზეს".

მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ ლასკარის დაარსების მე-19, ანუ 2015-ე წელი, თავისი მითოსური არსით - „მზეს“ უკავშირდება.

აქვე ერთიც გვინდა გავიხსენოთ. ძველ ქართულ ასტრალურ პანთეონში უზენაეს ღვთაებათა შვიდეულის სახელები ეწოდებოდა კვირის დღეებს. მეგრულში კვირა დღეა - ჟაშხა, რაც მზის დღეს ნიშნავს; ორშაბათი - თუთაშხა - მთვარის დღე; სამშაბათი - თახაშხა - თახას დღე; ოთხშაბათი - ჯუმაშხა - ჯუხას დღე; ხუთშაბათი - ცაშხა - ცის დღე; პარასკევი - ობიშხა - ვობის დღე.

ამ სახელებში "ხა" არის ფონეტიკური სახეცვლილი მეგრული დღა (დღე). ჟა (ბჟა) მეგრულად ნიშნავს მზეს, თუთა - მთვარეს.

ს. ს. ორბელიანის ლექსიკონში გვხვდება შვიდეულის დღეთა სახელები, რომლებიც დაცული ყოფილა ძველ სამწერლობო ქართულში. ეს სახელები შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ, თუ რომელი დღე რომელ მნათობთა და ღვთაებასთან იყო დაკავშირებული ქართულ წარმართულ კალენდარში. ქართულში კვირა - მზის დღეა, ორშაბათი - მთვარისა, სამშაბათი - არიასი (მარსისა), ოთხშაბათი - ერმისა ანუ ჰერმესისა (მერკურისა), ხუთშაბათი - აფროდიტესი ანუ ვენუსისა (ცისკრისა), პარასკევი - დიოსისა (იუპიტერისა), შაბათი - კრონოსისა.

ძველ გერმანულ ტომებში „კვირა“, ასევე ეძღვნებოდა - მზეს, აქედანაა ინგლისური „სუნდაუ“.

ქრისტიანულ სამყაროში - კვირა, მაცხოვრის აღდგომასთან [რუსულად: „ვოსკრესენიე“] კავშირდება და უფლის დღედაც იწოდება.

 

საუბრის გაგრძელებამდე, ორიოდე „მოვლენაზე“ გვინდა მკითხველის ყურადღების გამახვილება.

1. 2014 წლის მარტის თქვეში, მიზეზთა გამო, ლასკარის წევრმა ქ-მა მზია [მზევინარ] ჭკადუამ გადაწყვიტა დროებით აღარ დასწრებოდა ლასკარის ყოველკვირეულ შაბათის ღია სხდომებს. თითქმის ერთი წლის თავზე, 2015 წ. მარტის შუა რიცხვებში ტელეფონზე შეხმიანების შემდეგ, ქ-მა მზიამ ჩემთან შეხვედრა ითხოვა. მას შევთავაზე, 20 მარტის მზის დაბნელების შემდეგ, მისი სურვილისამებრ, ნებისმიერ დღეს გვწვეოდა ლასკარში. მცირე „არჩევის“ შემდეგ - 29 მარტზე შევჯერდით.

და აი, 2015 წ. 29 მარტის კვირა დღეს, თითქმის ერთწლიანი ე.წ. „განრიდების“ შემდეგ ლასკარში 15.00 საათიდან დაწყებულ შეხვედრაზე ქ-მა მზიამ, ბოლო ჟამად სახელდებულ დროში ახალი ეტაპის დასაწყისის მისეულ მოლოდინებზე, თითქმის სამი საათი ისაუბრა;

2. 2015 წლის 29 მარტს, კვირა დღეს საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონს - გერმანიის ნაკრებს უმასპინძლა.

 

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული, ლეონტი მროველისეული, ე.წ. „მზის თემატიკასთან“ დაკავშირებული, ერთი ასეთი მინიშნება გვინდა გაგახსენოთ:

 „იხილა ფარნავაზ სიზმარი:

რე-ცა იყო იგი სახლსა შინა უკაცურსა, და ეგულვებოდა განსლვა და ვერ განვიდა [კოდია -გ.ს.]. მაშინ შემოვიდა სარკუმელსა მისსა შუქი მზისა [კოდია -გ.ს.] და მოერტყა წელთა მისთა, და განიზიდა და განიყვანა სარკუმელსა მას. და ვითარ განვიდა ველად, იხილა მზე ქუე-მდაბლად [კოდია -გ.ს.], მიჰყო ჴელი მისი, მოჰჴოცა ცუარი პირსა მ[ზ]ისასა და იცხო პირსა მისსა. განიღვიძა ფარნავაზ და განუკჳრდა...

ხოლო მას დღესა შინა განვიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო [კოდია -გ.ს.], და დევნა უყო ირემთა ველსა დიღომისასა. და ივლტოდეს ირემნი [კოდია -გ.ს.] ღირღალთა შინა ტფილისისათა. მისდევდა ფარნავაზ, სტყორცა ისარი და ჰკრა ირემსა [[კოდია, და გვაუწყებს: „ისარი“ = „ის-არი“; „ირემი“ = „იმერი“ - გ.ს.]. და მცირედ წარვლო ირემმან და დაეცა ძირსა კლდისასა. მივიდა ფარნავაზ ირემსა ზედა; და დღე იგი, მწუხრი, გარდაჴდა, და დაჯდა ირემსა მის თანა, რათა-მცა დაყო მუნ ღამე და დილეულ-მცა წარვიდა.

ხოლო კლდისა მის ძირსა ქუაბი [კოდია -გ.ს.] იყო, რომლისა კარი აღმოქმნულ იყო ქჳთა ძუელად [კოდია -გ.ს.], და სიძუელითა შეჰქმნოდა დარღუევა შენებულსა მას. მაშინ დაასხა წჳმა მძაფრი. ხოლო ფარნავაზ აღმოიღო ჩუგლუგი [„ჩუგლუგი – წერაქვი ჴელთ საპყრობი საომრად“. აქ, კოდი: „წერაქვი“ გვაუწყებს: „წერა-ქვი“[თ]  - გ.ს.] და გამოარღჳა კარი ქუაბისა მის, რათა-მცა მუნ შიგა დაიმშრალა წჳმისა მისგან, და შევიდა ქუაბსა მას. და იხილა მუნ-შინა განძი მიუწდომელი, ოქრო და ვეცხლი და სამსახურებელი ოქროსა და ვეცხლისა მიუწდომელი [კოდია -გ.ს.].

მაშინ ფარნავაზ განკჳრდა და აღივსო სიხარულითა. და მოეგონა სიზმარი იგი, და დაჰკრძალა კარი ქუაბისა ეგრეთ-ვე. და მსწრაფლ წარმოვიდა და უთხრა დედასა თჳსსა და ორთა დათა მისთა. და მას-ვე ღამესა წარმოვიდეს სამნი-ვე იგი საჴედრებითა და ჭურჭლებითა, და იწყეს გამოკრებად განძისა მის და დაფლვად სიმარჯუესა თჳსსა [კოდია -გ.ს.]. ხოლო ვითარ განთენდებოდის, კუალად ეგრეთ-ვე აღმოქმნიან კარი ქუაბისა მის. და ესრეთ გამოკრიბეს განძი იგი ხუთ ღამე [კოდია, და ერთ-ერთი კუთხით უთითებს: „დღეთა“ და „წელთა“ შეცნობაზე -გ.ს.]და დაიგულეს სიმარჯუესა მათსა...“ [იხ. „ქართლის ცხოვრება“, თბ. 2008 წ., გვ. 40-41].

ამჟამად არ მიგვაჩნია მართებულად იმაზე საუბარი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ბოლო ჟამის ამ კონკრეტულ ეტაპზე, რომელსაც პირობითად „მზის თემატიკა“ შეიძლება ვუწოდოთ.

თუმცა, საუბრის დასასრულს გვინდა ჩვენს მიერ უკვე გამოქვეყნებული მასალის ფრაგმენტი შემოგთავაზოთ, სადაც ჩანს საძიებელი „მზის თემატიკის“ განსავითარებელი დროის ათვლის წელი - 1996.

„ინტერნეტ სივრცეში მასალის თვალიერებისას, „შემთხვევით“ წავაწყდი იოანე-ზოსიმეს უკვდავი ძეგლის - „ქებაი...“-ს უაღრესად საინტერესო კუთხით განხილვის მაგალითს. სამწუხაროდ მისი ავტორის დადგენა-მოძიება, მიზეზთა გამო, ვერ შევძელი. გთავაზობთ ნაწყვეტს ხსენებული წერილიდან:

„... გამოდის,  რომ ქებაის მიხედვით, ქართული ანბანის ასო-ბგერები  წილი - 4000 და ხარი - 7000 გასაღებია არა მხოლოდ თვით ტექსტისა, არამედ სამყაროსი!...

  ამასთან, ასეთი დასკვნა ხსნის ქებაის ტექსტში განზრახ შექმნილ აზრობრივ შეუსაბამობას (უზუსტობას), როგორიცააოთხმეოცდაათოთხმეტი წელი უმეტეის სხუათა ენათა ქრისტეის მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე“.  

დღემდე ყველა მკვლევარს სამართლიანად აკვირვებს ის ლოგიკური უხერხულობა, თუ როგორ, რა სახით შეიძლება იყოს წელი, წელიწადი სხვა ხალხების ენაზე უმეტესი... ყურადღება იყო გასამახვილებელი ავტორის მიერ რამდენჯერმე სხვადასხვა კონტექსტში შეფარულ  და დაჟინებით გამეორებულ ერთსა და იმავე აზრზე, კერძოდ, ქართული ასო-ბგერების  საკრალურ ათასწლეულებთან მიმართებაზე, რომლებიც უპასუხებენ საღვთოფორმულას“:  ათასი წელი, ვითარცა ერთი დღე“...

...ტექსტის ამ ნაწილის ამგვარი ახსნა აბათილებს ქებაის კიდევ ერთ სადავო სტრიქონსაც:" და ესე ყოველი რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ასი ესე წელი ანბანისაი", ინგოროყვასეული რედაქციითდა ესე ყოველი რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ას ოთხი ესე წელი და წილი ანბანისაი".  ჩემი ღრმა რწმენით კი, ეს სტრიქონები ასე უნდა იკითხებოდეს:

„და ესე ყოველი რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ასოი ესე წელი ანბანისაი", (ამგვარი დასკვნისაკენ მიბიძგა პავლე ინგოროყვასეულმა საკმაოდ გონივრულმა ინტერპრეტაციამ - ას ოთხი ესე წელი და წილი ანბანისაი", სადაც 104-ში, „წილის" ანალოგიით, ქართული ანბანის  კიდევ ერთი ასოხარი" იგულისმება, რადგან წილისავე 4000 წლის ანალოგიით ამ ასოსაც აქვს თავისი წელი  --  7000...). დავასკვნათ, რომ ეს გახლავთხარი" - 7000, ავტორისაგანვე მინიშნებულიწილი" - 4000-ის ანალოგიურად, სადაც  4000   და 7000  შეფარული მინიშნებებია საკრალურ წლებზე, ქართული ანბანის უნიკალური რიცხვითი მნიშვნელობების მიხედვით (ამიტომ არქმევს ავტორი ამ ციფრებს წლებს ანბანისას)!!!

ასო წილის 4000 რიცხვითი მნიშვნელობა რომ მიუთითებს ესქატოლოგიურ წინასწარმეტყველებაზე ლაზარე - ქართული ენის ანუ  4 დღე - 4 000 წლის იდენტურობაზე,  არაერთგზის ითქვა, მაგრამ რას მიანიშნებს  „ხარი" – 7 000 წელი?

ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთისაგან დაპირებული მეორედ მოსვლის ჟამი. სხვაგვარად არც შეიძლება ვიფიქროთ, ვინაიდან ლაზარე-ქართული ენის აღდგინება, ქებაის ტექსტის მიხედვით, უფლის მეორედ მოსვლას ელოდება: „და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული_ მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა". მეორედ მოსვლის ჟამი კი, ანუ 7000 წელი (უფლისთვის 7 დღე) ქართული 5604-წლიანი დასაბამითგანით შესრულდა 1396 წელს...

ასე რომ, ქართული (!)  დასაბამითგანით 7000 წელი მართლაც შესრულდა 1396 წელს, მაგრამ ადამიანებს არაგულისხმაუყვიათ, რომ აპოკალიფსური კიდევ 7 საყვირი ჩასაბერია და  კიდევ 7 ლანკანი   --  დასათხეველი და კიდევ  7 ბეჭედი   --  ასახსნელი.  აქვე აუცილებლად ხაზგასასმელია,  რომ  ქართული კრიპტოგრაფიის მრავალსახეობისა (როგორიც არ იცის არც ერთმა ერმა დედამიწაზე!)  და  ფსალმუნისეული  --  „1000 წელი, ვითარცა  1 დღის" მიხედვით, ისეთი თვალსაჩინოება ყალიბდება, რომელიც იდეალურადაა შერწყმული  ქართულივე  ანბანის უნიკალურობასთან, კერძოდ,  1 = 10 = 100 = 1000 = 10000  ანუ   1 = 1  (!)

 .ანი 1, ინი 10, რაე 100, ჩინი 1000  და  ჰოე 10.000 ერთი და იგივეა იდუმალთ მეტყველებისათვის  (შესაბამისად,  ქართული ანბანის სხვა ასო-ნიშნებიც და მათი რიცხვითი მნიშვნელობებიც, მაგალითადზენ  7, ონ  70,  ღან 700,  ხარ 7000  და .. ...).

ამასვე ადასტურებს ბიბლიაც  ყოველ ნაბიჯზე. ბიბლიის მიხედვით, არა მარტო 1000 წელი უდრის  1 დღეს, არამედ ერთი წელიც უდრის ერთ დღეს, მაგალითად: დღე წელიწდისა წილ" (რიცხვ.14. 33-34); ბიბლიაშივე გვხვდება ისიც, რომ მეშვიდე წელს შაბათის (ანუ მეშვიდე დღის) წელი ჰქვია: ხოლო წელსა მეშვიდესა შაბათი განსვენებაი იყოს ქუეყანისაი, შაბათი უფლისაი. ყანა შენი არა სთესო და ვენახი შენი არა განსხლა" (ლევ. 25, 4);

მოკლედ, თუ ერთი დღე შეიძლება გაუტოლდეს 1000 წელსაც და 1 წელსაც, ზემოთ მითითებული პრინციპის (1 = 10 = 100 = 1000)  მიხედვით, იგივე  1 დღე  100 წელიც არის... ამიტომ თუ  აპოკალიფსური 7000 წელი, ცნობილი პრინციპის შესაბამისად, 7 დღეა უფლისთვის, იგივე გამოცხადების წიგნის 7-7 საყვირ - ლანკან - ბეჭედი ასევე დაშიფრულ დროს ითხოვს... ეს დრო ასე წარმომიდგენია:

თუ მეორედ მოსვლის 7000 წელი შესრულდა 1396 წელს, მაშინ აღესრულებოდა მხოლოდ პირველი აპოკალიფსური საყვირი და  პირველი აპოკალისფური ლანკანი, შესაბამისად, 100-100 წლის მატებით, 1496 წელს იქნებოდა მეორე საყვირ-ლანკანი, 1596 წელს - მესამე, 1696 წელს - მეოთხე, 1796 წელს -  მეხუთე, 1896 წელს - მეექვსე, 1996 წელს - მეშვიდე (!)  (იმედს ვიტოვებ, ადვილი მისახვედრია, რომ ეს ყოველივე სულითაა შესამეცნებელი და არა მატერიაში!).

იოანეს აპოკალიფსისის მიხედვით, მე-7 საყვირ-ლანკანზე ერთი და იგივე შეძახილი ისმის  - იქმნა!" (გამოცხ. 16,17 და 11,15), თანაც  მე-7 -ზე აღესრულება კიდეც ღვთის საიდუმლო, სავარაუდოდ  --  ბეჭდები...

ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, ძლიერ ახლოს უნდა ვიდგეთ დასასრულისა თუ დასაწყისის უდიდეს სიახლესთან, რომლის გამოხატული ფორმის, ხასიათის, ზუსტი დროისა და რაგვარობის შესახებ არავინ უწყის, თვინიერ ზეციერი მამისა.

ნურავინ იფიქრებს ნიშნისგებით, რომ  მე-7 საყვირ-ლანკანი  რაკი 1996 წელს მივუთითე, იმავე წლით უნდა დასრულებულიყო სამყარო და რომ ეს უაღრესად  მასშტაბური  მოვლენა რაღაც მცირე, ოდენ ლოკალური  დროით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული... მე მივუთითე დრო, რომელიც დაბეჯითებით გვათქმევინებს, რომ  ჩვენ (თანამედროვე მსოფლიო)  აპოკალიფსური ჟამის ადამის მოდგმა ვართ!...“.

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - 1996 წლიდან ათვლით მე-19, ანუ მიმდინარე 2015-ე წელი [იგივე „94-ე“ წელი], ე.წ. „მზის ტემატიკით“ მონიშნებულ დროით მონაკვეთზე [ანუ ამ წელს მოსახდენზე] გვაუწყებს, რომელიც, მეორენაირად „სასწაულის წლადაცაა“ სახელდებული.

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი