Print

გაზეთი № 15 [963]

„ივერიის [საქართველოს] გაბრწყინებისეულ“ დროში

 აღსასრულებელი მისიის ქრონიკებისათვის

დასაწყისი იხ. გაზ. №14 [962]

 

„ივერიის გაბრწყინების“

სულისმიერი ასპექტის მიმდინარე პროცესში

შეტანილი ჩვენეული წვლილი

 

პირველი ნაწილი:

ბ) 2007 – 2011 წლებში მომზადებულ მასალათა შინა-არსი

 

9[44]. ბიბლია და „ქართლის ცხოვრება“, ანუ [გ]ახსნილი საიდუმლო, ტ. 1, თბ. 2008 წ. [თავი პირველი:“ქართლის ცხოვრება“ და ბიბლია, ანუ ლეონტი მროველის ერთი კონცეფციის გამო 1. შესავალი; 2. ლეონტი მროველი - ბიბლიურად მოაზროვნე ქართველი ისტორიკოსი; 3. მკვეთრად გამოყოფილი - „მეორე“ შვილი; 4. პირველი ბიბლიური მინიშნება: კაენი, აბელი, შეთი; 5. მეორე ბიბლიური მინიშნება: ნოეს ვაჟები - სემი, იაფეტი, ქამი; 6. მესამე ბიბლიური მინიშნება: თერახის ვაჟები - ჰარანი, აბრამი, ნახორი; 7. მეოთხე ბიბლიური მინიშნება: აბრაამის ვაჟები - ისმაელი და ისაკი; 8. მეხუთე ბიბლიური მინიშნება: ისაკის ვაჟები - ესავი და იაკობი; 9. მეექვსე ბიბლიური მინიშნება: იოსების ვაჟები - მენაშე და ეფრემი; 10. მეშვიდე ბიბლიური მინიშნება: მოსე; 11. დასკვნა№1; 12. იავანისა და იუდას ბიბლიური პარალელები; 13. ბიბლიური იავანის გამორჩეული როლი; 14. გომერის ძე თოგორმა, და თარშიშის ძე თარგამოსი;  15. ბიბლიური მინიშნება „ზღვისპირა ხალხები“; 16. ჰაოსი და ქართლოსი, ანუ მონოფიზიტები და დიოფიზიტები; 17. დასკვნა №2;

თავი მეორე: თარგამოსიანთა მოსვლა კავკასიაში - 1. წარღვნამდელი და წარღვნისსემდგომი კაცობრიობის გენეალოგიური შტო; 2. ბიბლიის ებრაული და ბერძნული თარგმანები; 3. წარღვნის დამთავრებიდან - ბაბილონის გოდოლამდე; 4. არარატის მიდამოებში ყოფნის დრო; 5. „შინყარის ველზე“ დამკვიდრება; 6. ბაბილონის გოდოლის დანგრევა, ანუ - გაფანტვა; 7. დასკვნა №3; 8. ერების გაფანტვა, ანუ - თარგამოსის მოსვლა კავკასიაში; 9. ნებროთი ანუ „ქართლის ცხოვრების“ მინიშნება; 10. გოდოლის დანგრევიდან - კავკასიაში მოსვლამდე; 11. კიდევ უფრო დაკონკრეტებისათვის; 12. დასკვნა №4;

თავი მესამე: „ქართლის ცხოვრება“ და „სომეხთა ისტორია“, ანუ ლეონტი მროველი და მოვსეს ხორენეცი - 1. გენეალოგიური ხაზი; 2. სახელი „თარგამოს“; 3. დასკვნა №5; 4. ბაბილონიდან კავკასიაში; 5. ჰაიკი და ჰაოსი; 6. ნებროთთან (ბელთან) მებრძოლი ჰაიკი (ჰაოსი); 7. დასკვნა №6;

თავი მეოთხე: „და ესე ენაი მძინარე არს“ – 1. გოდოლის დანგრევამდე და მის შემდეგ; 2. არარატის მიდამოებში მოსვლის „მიზანი“ და თანამიმდევრობა; 3. „ჰაიკის“ მძლავრობა „ჰაოსზე“; 4. თავდაპირველი ენა, ანუ - „სამოცდაათთაგანი“; 5. „ჰაი“-სა და „ქართი“-ს ენა; 6. „ყოველთა ნათესავთაგანი“, და - „შეიქმნა“; 7.  და კიდევ; 8. ზოგადად რამოდენიმე საკითხისა გამო, ანუ დასკვნის მაგიერ];

10[45]. ბიბლია და „ქართლის ცხოვრება“, ანუ [გ]ახსნილი საიდუმლო, ტ. 2, თბ. 2008 წ. [თავი მეხუთე - 1. ბიბლიისა და „ქართლის ცხოვრების“ მისტერიული პარალელები; 2. უდიდესი ცვლილებების სიმბოლო - ათი; 3. „ქართლის ცხოვრება“ და ბიბლიური კოდირებული „ათი“: კოდირებული „ათის“ პირველი ჯგუფი; 4. კოდირებული „ათის“ მეორე ჯგუფი; 5. კოდირებული „ათის“ მესამე ჯგუფი; 6. თხრობის გაგრძელებამდე, ანუ - დასათაურების თაობაზე სათქმელი; 7. „ქართლის ცხოვრების“ მეფეთა ქრონოლოგია ფარნავაზიდან - გიორგი მეორემდე; 8. ფარნავაზიდან - ადერკი მეფემდე, ანუ კოდირებული „ათის“ მეოთხე ჯგუფი; 9. ე.წ. „ორმეფობის ხანა“, ანუ კოდირებული „ათის“ მეხუთე წყვილი; 10. ადამიდან მირიანამდე, ანუ კოდირებული „ათის“ მეექვსე ჯგუფი; 11.  მირიანიდან ვახტანგ გორგასლამდე, ანუ კოდირებული „ათის“ მეშვიდე ჯგუფი; 12. ვახტანგიდან სტეფანოზ მეორემდე, ანუ კოდირებული „ათის“ მერვე ჯგუფი;  13. სტეფანოზ მეორედან ბაგრატ მესამემდე, ანუ კოდირებული „ათის“ მეცხრე ჯგუფი; 14. კოდირებული „ათის“ ე.წ. ბოლო მეათე ჯგუფი];

11[46]. ბიბლია და „ქართლის ცხოვრება“, ანუ [გ]ახსნილი საიდუმლო, ტ. 3, თბ. 2008 წ. [თავი მეექვსე - 1. ბიბლია და „ქართლის ცხოვრების“ მისტერიული სტრუქტურა; 2. ქართველური ტომების მეფეთა სტრუქტურა; 3. ქართლოსიანნი; 4. ნებროთიანნი; 5. არშაკუნიანნი; 6. ხოსროიან სასანიდები; 7. ბაგრატიონები; 8. სემი, იაფეტი და ქამი, ანუ - ნებროთიანნი; 9. ნებროთიანთა სამკვიდრებელი; 10. რა ენაზე მეტყველებს ნებროთიანთა მოდგმა?!; 11. „ქართლის ცხოვრების“ პირველი მისტერიული მინიშნება, ანუ ქამის მოდგმა - ნებროთი; 12. ქართლის მეფეთა „მეორე სამეული“, ანუ „ნებროთის (ბელის)“ სიკვდილი; 13. ქართლის მეფეთა „მესამე სამეული“, ანუ არშაკუნიან - ნებროთიანნი; 14. ქართლის მეფეთა „მეოთხე სამეული“, ანუ ადერკი მეფე; 15. ორი პირობითი ჯგუფი: 16. ნებროთიან - არშაკუნიან - ხოსროიანნი, და 2. ბაგრატოანნი; 17. ქართლოსიან - ნებროთიან - ბაგრატოანნი, და...; 18. არსი „ფარნავაზი“-სა; 19. არსი „ქართლოსიანი“-სა; 20. თარგამოსიდან - ფარნავაზამდე, და ფარნავაზიდან - საურმაგამდე; 21. თარგამოსიდან ფარნავაზამდე; 22. საუბრის გაგრძელებამდე, ანუ ზოგი რამ „მოქცევაი ქართლისაის“ ქრონიკიდან; 23. ფარნავაზიდან - საურმაგამდე; 24. ნებროთიან - არშაკუნიან - ბაგრატოანნი; 25. მირვანის „დრო“, ანუ არშაკიდ - არშაკუნიანამდე; 26. არშაკიდ - არშაკუნიანის არსი; 27. „ხოსროიანის“ არსი, ანუ ადერკი და მირიანი; 28. დასკვნის მაგიერ; 29. საუბრის დასასრულამდე; 30. სამი „სახელმწიფოებრივი ხაზის“ ურთიერთპარალელები: ქართული „სახელმწიფოებრივი ხაზი“;31. სპარსეთის „სახელმწიფოებრივი“ ხაზი; სომხეთის „სახელმწიფოებრივი“ ხაზი; 32. „ქართლის ცხოვრების“ მეფეთა ქრონოლოგია: ფარნავაზიდან - გიორგი მეორემდე];

12[47]. ბიბლია და „ქართლის ცხოვრება“, ანუ [გ]ახსნილი საიდუმლო, ტ. 4, თბ. 2008 წ. [თავი მეშვიდე - ბაგრატიონთა სამეფო შტო, ანუ მისტერია და სინამდვილე: 1. ბაგრატიონების დინასტიის გამოჩენამდე, ანუ წინარეისტორია; 2. მცხეთიდან თბილისამდე; 3. მეფე მირიანის გაქრისტიანება, ანუ ერთღმერთიანობიდან - ერთღმერთიანობამდე; 4. თბილისის „პირველი“ ხსენება; 5, მეორე დედაქალაქი - თბილისი; 6. კიდევ ერთხელ - „ჭეშმარიტი რწმენისა გამო“; 7. ასურელი მამების ჩამოსვლის მიზანი; 8. „უმეფობის ხანის“ მისტერიული არსი; 9. პირველი ბაგრატიონები; 10. „მიზეზი“ ცვლილებისა; 11. ბაგრატიონთა დინასტიის გამოჩენიდან, ანუ გაერთიანებული საქართველო; 12. „თარგამოსისეული“ საზღვარი; 13. „ფარნავაზიანთა“ საზღვარი; 14. „არჩილისეული“ საზღვარი; 14. ეგრისის სამეფო; 15. გუარამიდან გუარამამდე; 16. კიდევ ერთხელ უმეფობის არსის გამო; 17. ერთი „ჩამატების“ გამო; 18. ადარნასეს ძის - აშოტ ბაგრატიონის შთამომავლები; 19. №49 მეფის ადარნასეს შთამომავლები; 20. რას ნიშნავს - „ქართველთა მეფე“?!; 21. რას ნიშნავს - „აფხაზთა მეფე“?!; 22. ისევ „უმეფობა“, ანუ - 958 წ.; 23. გაერთიანებული საქართველო; 24. ზოგადი მონახაზი; 25. დასკვნის მაგიერ];

13[48]. ბიბლია და „ქართლის ცხოვრება“, ანუ [გ]ახსნილი საიდუმლო, ტ. 5, თბ. 2008 წ. [თავი მერვე - მისტერიულ მინიშნებათა რამოდენიმე „სურათხატებითი“ მაგალითი: 1. „ნადირობის“ სიმბოლური არსი; 2. მზის დაბნელებამდე, ანუ - ფარნავაზიდან მირიანამდე; 3. ფარნავაზის სიზმარი; 4. მირიანის - „მზის დაბნელება“; 5. მირიანიდან ვახტანგ გორგასლამდე; 6. ასაკისმიერი პარალელები; 7. ორი ცოლი - „სპარსელი“ და „ბერძენი“; 8. ბაღდადში ჩასვლა; 9. „ძლევაი ჯვარითა ბარბაროსთა ზედა“; 10. წიგნი ნებროთისი; 11. ფარნავაზი და გუარამი, ანუ ქართლოსიანნი და ბაგრატოანნი; 12. კოდირებული - „საქართველო“; 13. „ქართლის ცხოვრების“ ე.წ. შესავლის თაობაზე; 14. „ერის წინამძღოლთა“ პირობითი ქრონოლოგია;

თავი მეცხრე - ლეონტი მროველი - საქართველოს ერთიანი ისტორიული თხზულების ავტორი: 1. ლეონტი მროველი და ჯუანშერ ჯუანშერიანი; 2. ვინ არის პირველი ორი თხზულების ავტორი; 3. ვინაა - „მატიანე ქართლისაის“ ავტორი; 4, დასკვნის მაგიერ];

14[49]. ბაგრატიონთა „ორი“ შტო, ანუ თამარი და დავითი, თბ. 2008 წ. [1. კოდი „ალანი“ და „ოსი“; 2. ისტორიული - „დვალეთი“; 3. თავდაპირველად - „ხაზარები“; 4. „ქართლის ცხოვრების“ მინიშნებანი; 5. „კარი ოვსეთისა“; 6. „კარი დვალეთისა“; 7. და კიდევ...; 8. პირველი ძის წილხვედრ ბაგრატიონთა „ორი“ შტოს ისტორია; 9. გიორგი პირველის ორი ძე: ბაგრატი და დემეტრე; 10. სახელისმიერი მინიშნებანი; 11. თამარ მეფის - საბაგრატიონო შტო; 12. დავით სოსლანის საბაგრატიონო შტო; 13. „შემდგომი“ ისტორიის რამოდენიმე მაგალითი; 14. თხრობის დასასრულისათვის სათქმელი; 15. თამარი და დავითი; 16. მითოსური მნიშნებანი: „მზის შვილები“; 17. კოდი - „სოსლანი“; 18. მისტერიული სახისმეტყველება];

15[50]. „ვირი“ – „ზეცაში ასვლის დრო“. ანუ - ქართველურ ენათა საიდუმლონი, თბ. 7 იანვარი 2009 წ. [1. კავკასია - „ენათა მთა“; 2. იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფები, ანუ „ენათა მთის“ მოკლე კატალოგი; 3. კოდი - „სალ, ბერ, იონ, როშ“; 4. კოდი - „მამა ჩემო“; 5. კოდი „ღმ-ერთი“, ანუ კავკასიურ ენათა რიცხვითი სახელები; 6. ზოგად ქართული და ქართველური (მეგრული, ჭანური, და სვანური) რიცხვითი სახელები; 7. „ერთი“-ს სახელდება კავკასიურ ენებში, ანუ - „ოსანა“; 8. კოდი - „ჩოჩორი“, ანუ პირველად მოსვლისეული ნიშანთაგანი; 9. იერუსალიმში დიდებით შესული მაცხოვარი; 10. ოთხივე სახარებისეული მინიშნებანი; 11. კოდირებული „მორჩილი“ – „სახე“ და „დარი“; 12. კოდი - „ჩოჩორი, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა“; 13. კიდევ უფრო დაკონკრეტებისათვის; 14. „ძველი“ და „ახალი“ სახელი, ანუ „ჩოჩორი“ და „ვირი“; 15. კოდი - „ვირი“, ანუ მეორედ მოსვლისეული ნიშანთაგანი; 16. კოდირებული - „ვინ“, ანუ მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ათი სიტყვა; 17. „ვირი“-ს მითოსური მინიშნებანი; 18. ძველ-ქართული ტერმინი - „ვირი“; 19. „ვირი“ - მამრობითობის აღმნიშვნელი; 20. „ვირი“ - კონკრეტული ცხოველის სახელი; 21. მთავარი სათქმელის წინასიტყვაობა; 22. „შუახნის კაცი“, ანუ - ქართველურ ენათა მინიშნება; 23. „ვირი“, როგორც „წელ“-ზე მინიშნება; 24. დასკვნის მაგიერ];

16[51]. „ვაჰანის ქუაბთა განგების“ დათარიღებისათვის, თბ. 19 იანვარი 2009 წ. [პირველი ნაწილი: 1. ზოგადად „ვაჰანის“, ანუ - „ვანის ქვაბის“ თაობაზე; 2. „განგებაში“ მოხსენიებულ პირთა გამო; 3. „ქართლის კათალიკოზი გიორგი“; 4. „სარგისი“ და „სარგისის შვილი“; 5. „ვაჰანის ქუაბთა“ მეპატრონენი; 6. „განგების“ გარეგანი მონაცემები; 7. „განგების“ შედგენის თანამიმდევრობა;

მეორე ნაწილი: 1. ვაჰანის განგების ე.წ. ძველი ტექსტის „ნაკვალევი“; 2. „ნაკვალევი“ პირველი; 3. „ნაკვალევი“ მეორე; 4. „ნაკვალევი“ მესამე; 5. „ნაკვალევი“ მეოთხე; 6. „ნაკვალევი“ მეხუთე; 7. და კიდევ, ანუ დასკვნის მაგიერ;

მესამე ნაწილი: 1. ვაჰანის განგების ბოლო სამი კეფის შედგენის ისტორიისათვის; 2. დანიშვნების თაობაზე; 3. „ანდერძი“ ?!; 4. „მონასტერი ესე ჩემი“; 5. „...სარგისის შვილსა“; 6. კალიგრაფიის თაობაზე; 7. „განგების“ ე.წ. შუა ნაწილის - „ბოლო“; 8. კათოლიკოს გიორგის დამტკიცება; 9. „განგების“ დათარიღების ბოლოსიტყვაობა];

  17[52]. როდის და ვის მიერაა შედგენილი „მოქცევაი ქართლისაი“, თბ. 2010 წ. [1. „წმ. ნინოს ცხოვრების“ ვრცელი რედაქციის სტრუქტურული ასპექტები; 2. „მოქცევაი ქართლისაის“ თავდაპირველი რედაქციის შექმნის სავარაუდო დრო; 3. „ქართლის მოქცევის“ წიგნის მეორე ნაწილის ავტორი - გრიგოლ დიაკონი; 4. წმ. ნინოს „ანდერძის წიგნის“ შექმნის დროითი ეტაპები; 5. სიდონიას მიერ აღწერილი და მათი შექმნის სავარაუდო დრო; 5. აბიათარ მღვდლის მიერ აღწერილი და მისი შექმნის სავარაუდო დრო; 6. იაკობ და იოანეს მიერ აღწერილი და მისი შექმნის სავარაუდო დრო; 7. ე.წ. უავტორო თხზულება და მისი შექმნის სავარაუდო დრო; 8. მირიან მეფის ორი წიგნი და მათი შექმნის სავარაუდო დრო; 9. დასკვნის მაგიერ; 10. „წმ. ნინოს ცხოვრების“ ვრცელი რედაქციის შემდგენელი - „გრიგოლ დიაკონი“; 11. ე.წ. „შესავლისეული“ მინიშნებანი; 12. დასკვნის მაგიერ; 13. უავტორო თხზულებისეული მინიშნებანი; 14. იაკობის „მღვდლობის“ ფაქტისეული მინიშნება; 15. „მირიანის წიგნისმიერი“ დროითი მინიშნებანი; 16. „მირიანის წიგნისმიერი“ ანდერძისეული მინიშნებანი; 17. „გრიგოლ დიაკონის“ მიერ შედგენილი თხზულების თავდაპირველი შემადგენლობა; 18. IV ს. 30-40-იანი წლებში შედგენილი ძეგლის გავლენა ქართულ და უცხოურ წყაროებზე; 19. „ქართლის მოქცევის“ დღეისათვის ცნობილი რედაქციების შედგენის საკითხისათვის; 20. „ქრონიკების“ შედგენის საკითხისათვის; 21. რამოდენიმე მოსაზრება „ესე აღწერილი გამოკრებულად არს“ საკითხისათვის; 22. რაზე მიგვანიშნებს: „მცირესა მას მოკლედ აღწერილსა“; 23. დასკვნის მაგიერ; 24. „ქრონიკების“ რედაქტირებისა და „მოქცევაი ქართლისაის“ ერთიანი თხზულების შედგენის საკითხისათვის; 25. დასკვნა];

 18[53]. სასუფევლისეული ორიენტირი - ბიბლია, თბ. 2011 წ. [1. ღია წერილი: საქართველოში  „იეჰოვას მოწმეთა“ წარმომადგენლობას; 2. სასუფეველისეული ორიენტირი  ბიბლია, ანუ რამოდენიმე შენიშვნა „ბიბლია ახალი ქვეყნიერების თარგმანი“-ს თაობაზე: ელოჰიმი - იაჰვე, ანუ ღმერთი და უფალი; 3. ყოვლადწმინდა სამების დოგმატის თაობაზე; 4. მინიშნება - „რომაელთა მიმართ 9,5“; 4. მინიშნება - „ტიტეს მიმართ 2,13“; 5. მინიშნება - „იოანეს სახარება 1,1“; 6. „მამა“ და „მოძღვარი“, ანუ ღმერთისა და უფლის არსის თაობაზე; 7. ძე ღვთისა და ძე კაცისა, ანუ ორბუნოვნების არსი; 8. ადამი - „სრულყოფილი ადამიანი“; 9. ადამის „სამოთხისმიერი“ სხეული; 10. ადამის - „დედის“, ანუ - „ქალის“ გარეშე დაბადების არსი; 11. ღვთისმშობლობის არსის საკითსისათვის; 12. „... როგორც ეგონათ ძე იოსებისა...“; 13. „რაი არს ჩემდა და შენდა“-ს არსის გაგებისათვის; 14. „თარიღისმიერ“ მინიშნებათა თაობაზე; 15. „სულთან“ დაკავშირებული საკითხისათვის; 16. ცნება - „სამარე“-ს მართებული აღქმისათვის; 17. დასკვნის მაგიერ[.

 

ამდენად, 2007 – 2011 წლებში, სხვადასხვა მასალის ჩვენს გაზეთში დაბეჭვდისა და მათი  ლასკარის ღია სხდომებზე განხილვის შემდეგ, მომზადებული იქნა 18 კრებული, რომლებშიც მთლიანობაში გაშუქებულია - 418 საკითხი.

 

დასკვნის მაგიერ

ყოველივე ზემოთქმულის შეჯერების შემდეგ, ასეთი სურათი იხატება:

 „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის მიმდინარე პროცესში შეტანილი ჩვენეული წვლილი, გადმოცემულია „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის“ ეგიდით მომზადებულ - 53 კრებულში, სადაც მთლიანობაში გაშუქებულია - ბოლო ჟამში გასახსნელ საიდუმლოთა თაობაზე დამუშავებული და სამზეოზე გამოტანილი - 1038 საკითხი.

  

მეორე ნაწილი:

პოლიტიკურ ჭრილში ასახული

საქართველოს სულიერი მისიის არსის შემცველი მასალები

 

ბოლო ჟამად სახელდებული დროის დამამთავრებელი მონაკვეთი, წმიდა წერილის თანახმად,  ე.წ. მხილებისეულ ეტაპადაა სახელდებული. აღნიშნულის თაობაზე ბიბლიაში ვკითხულობთ:

„ლომი რომ იხილე ტყიდან ბდღვინვით გამოვარდნილი, არწივს რომ ელაპარაკებოდა და ამხილებდა მას უსამართლობაში და სიტყვებისთვის, რაც მოისმინე. ეს არის ცხებული, რომელიც შემოინახა უზენაესმა ჟამის დასასრულისთვის, რომელიც აღდგება დავითის მოდგმაში და მოვა, რომ ელაპარაკოს მათ; ის გამოააშკარავებს მათ უკეთურებებს და ბოროტებებს, და წინ დაუფენს მათ საზიზღარ საქმეებს. ცოცხალთ დააყენებს მათ სამსჯავროში და, როცა ამხელს, გაანადგურებს მათ. მოწყალებით დაიხსნის ჩემი ხალხის ნატამალს, ვინც ჩემს საზღვრებში გადარჩება და გაახარებს მათ, როცა მოვა დასასრული, განკითხვის დღე, რაზედაც თავდაპირველად გელაპარაკებოდი.

შენ ერთადერთი იყავი ღირსი, რომ გცოდნოდა უზენაესის ეს საიდუმლო. წიგნში ჩაწერე ეს ყველაფერი, რაც იხილე, და საიმედო ადგილას შეინახე იგი. შეასწავლე იგი შენი ხალხის ბრძენებს, ვისაც, შენი გაგებით, მისი შესწავლის და საიდუმლოდ შენახვის უნარი შესწევს“ [3 ეზრა 12,31-34; 36-38].

წინამდებარე ნაწილში წარმოგიდგენთ - 2011 წლის მიწურულიდან დაწყებული ჩვენი ახალი საქმიანობითი ეტაპის ამსახველ და ქრონოლოგიის მიხედვით დალაგებულ კრებულთა ჩამონათვალს:

1. „ზვიად გამსახურდიას წმიდანად შერაცხვის საკითხისათვის“, თბ. 2011 წ. 31 დეკემბერი;

2. „მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხისათვის“, თბ. 2012 წ. 7 იანვარი;

3. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებული - საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“, თბ. 2012 წ.;

4. „1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოს რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების შეფასების საკითხისათვის“, თბ. 2012 წ.;

5. „საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხისათვის“, თბ. 2012 წ.;

6. „საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული - საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“, თბ. 2012 წ.;

7. „საქართველოს პრეზიდენტი - საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“, თბ. 2012 წ.;

8. „აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების ზოგადი პრინციპები“, თბ. 2012 წ.;

9. „საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია მშვიდობის სახლი“ [„კავმშვისა“]“,თბ. 2012 წ.;

10. „საქართველოში პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესების საკითხისათვის: „ეროვნული თანხმობის დარბაზი“ [„ერთადა“]“,თბ. 2012 წ.;

11. „უფლის სახელით - სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეს“ წინასაარჩევნო განაცხადი“, თბ. 2012 წ.;

12. „2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები: უკანონოა“, თბ. 2012 წ.;

13. „ზვიად გამსახურდიასთვის საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭების საკითხისათვის“, თბ. 2012 წ.;

14. „საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა დამკვიდრების პრინციპები“, თბ. 2012 წ.;

15. „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი“, თბ. 2012 წ.;

16. „...უფალია ჩვენი სიმართლეს“-ს ისტორია, თბ. 2013 წ. 4 იანვარი;

17. „საკონსტიტუციო განმარტებანი“, თბ. 2013 წ.;

18. საქართველოს პარლამენტს - საკანონმდებლო წინადადება: მიხეილ სააკაშვილისათვის 2013 წ. 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“, თბ. 2013 წ.;

19. „საკონსტიტუციო განმარტება: დე-იურე უკანონო პრეზიდენტი და პარლამენტართა პასუხისმგებლობა“, თბ. 2013 წ.;

20. „დე-იურე და დე-ფაქტო უკანონო პრეზიდენტი“, თბ. 2013 წ.;

21 „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო - საპრეზიდენტო პროგრამა“, თბ. 2013 წ.;

22. „საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებული სანართლებრივი ასპექტები“, თბ. 2013 წ.;

23. „უფლის სახელით...“ მავალი გუნდის ისტორია, თბ. 2014 წ.;

24. „ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ბიბლიური მინიშნებანი“, თბ. 2014 წ.;

 

 

მესამე ნაწილი:

საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი მასალები

„საქართველოს სულიერი მისიის“ ასრულებისეულ დროით მონაკვეთში, კერძოდ 2011 წლის მიწურულიდან დაწყებულ პოლიტიკური კუთხით წარმოებულ „მხილებისეულ“ ეტაპზე, ჩვენი მხრიდან საქართველოს პარლამენტისათვის არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრის მექანიზმი იქნა შეთავაზებული. მათი წარდგენის ზოგადი ქრონოლოგიური სურათი ასეთია:

1. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან დაწყებული - საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ჩვენი ინიციატივით მომზადებული და წარდგენილი პირველი საკანონმდებლო წინადადება გახლდათ, კანონპროექტი: „მიხეილ სააკაშვილისათვის 2013 წ. 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“, თბ. 2013 წ.;

2. კოალიცია „ერთსულოვნებსთან“ ურთიერთ თანამშრომლობის ეგიდით, 2013 წ. 1 ივლისს საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო წინადადება: კანონპროექტი: „საქართველოს პარლამენტის დადგენილება: „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 64-ე მუხლში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით“. პარლამენტს ვთავაზობდით მიეღო გადაწყვეტილება არჩევნებზე ე.წ. მარკირების გაუქმებისა და „საარჩევნო უბანზე ფოტორეგისტრაციის“ შემოღებასთან დაკავშირებით;

2013 წლის მიწურულს ჩამოყალიბებული: „საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ეგიდით მომზადებული და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი იქნა შემდეგი კანონპროექტების ამსახველი საკანონმდებლო წინადადებები:

1. საქართველოს პარლამენტის დადგენილება: საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების  შესახებ“, 2013 წ. 12 დეკემბერი;

2. საქართველოს პარლამენტის დადგენილება: საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე“, 2013 წ. 20 დეკემბერი;

3. საქართველოს კანონი:საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების  შესახებ“, 2014 წ. 21 იანვარი;

4. საქართველოს ორგანული კანონი: საქართველოში 1992 - 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“, 2014 წ. 4 თებერვალი;

5. საქართველოს ორგანული კანონი: „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, რათა არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩათვლილიყო ჩატარებულად თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა ოლქში მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველი, 2014 წ. 11 თებერვალი;

6. საქართველოს ორგანული კანონი: „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ“, რათა უკანონოდ და ბათილად გამოცხადებულიყო: 1992 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული ყველა ის სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმით გამოხატულ ნებასა და 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, 2014 წ. 18 თებერვალი;

7. საქართველოს კანონი: „1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ 2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით“, 2014 წ. 25 თებერვალი;

8. საქართველოს ორგანული კანონი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“  შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებდა სკოლის ასაკის შვილის მყოლი დასაქმებული დედისათვის გარკვეული შეღავათების შემოღებას, 2014 წ. 4 მარტი;

9. საქართველოს კანონი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომლითაც ვთავაზობდით ახალი საპარლამენტო კომიტეტის შექმნას, სახელდებით: „ეროვნული თანხმობის დარბაზი“, 2014 წ. 10 მარტი;

10. საქართველოს კანონი: საქართველოში 1992 – 2012 წლების განმავლობაში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ იპოთეკით დაზარალებულთა  საკითხის დარეგულირების  მექანიზმი“, 2014 წ. 18 მარტი;

11. საქართველოს კანონი: საქართველოში მთიანი რეგიონების ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირებისათვის - „განსახლების ფონდი“-ს შექმნის თაობაზე“, 2014 წ. 25 მარტი; 

12. საქართველოს კანონი: საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“, 2014 წ. 1 აპრილი;

13. საქართველოს კანონი: საქართველოს კანონში  - საჯარო სამსახურის შესახებდა საქართველოს ორგანულ კანონში -  „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებდა სკოლის ასაკის შვილის მყოლი დასაქმებული დედისათვის გარკვეული შეღავათების შემოღებას, 2014 წ. 8 აპრილი;

14. საქართველოს კანონი: საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, 2014 წ. 8 მაისი;

15. საქართველოს კანონი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომლის თანახმადაც, თანაბარი საარჩევნო პირობების შექმნის მიზნით, ბეჭვდითი სააგიტაციო მასალის გამოყენება აკრძალული უნდა იყოს არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის რიგითი ნომრის დადგენამდე, 2014 წ. 2 ივნისი;

16. საქართველოს კანონი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომელიც არეგულირებს საარჩევნო პლაკატების გამოყენების თემატიკას, 2014 წ. 22 ივნისი;

17. საქართველოს კანონი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, იგი ეხება საარჩევნო კომისიების პარიტეტულად დაკომპლექტებისა და უფასო თუ ფასიანი სარეკლამო დროის დარეგულირების ახალ მექანიზმს, 2014 წ. 15 ივლისი;

18. საქართველოს კანონი: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 2014 წ. 5 აგვისტო;

19. საქართველოს კანონი: „აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით“, 2014 წ. 2 სექტემბერი;

20. საქართველოს კანონი: „საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით“, 2014 წ. 27 ოქტომბერი;

21. საქართველოს კანონი: საქართველოში 2004 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ“, 2014 წ. 12 ნოემბერი;

22. საქართველოს კანონი: „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, 2014 წ. 24 ნოემბერი;

23. საქართველოს კანონი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომელიც - საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადებასა და განხილვაში არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების ფართო წრეების ჩაბმის მიზნით ითვალისწინებს პარლამენტთან - „საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის“ შექმნას, 2014 წ. 1 დეკემბერი;

24. საქართველოს კანონი: „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ“, 2014 წ. 22 დეკემბერი;

25. საქართველოს კანონი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში  შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სუბიექტებისთვის, საკანონმდებლო სფეროს გაუმჯობესების პროცესში ქმედითად ჩართვის უფლების გაფართოებას, 2015 წ. 12 იანვარი;

26. საქართველოს კანონი: „ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების შესახებ“, 2015 წ. 9 თებერვალი;

27. საქართველოს კანონი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომელიც ეხება პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის ახალი მექანიზმის შემოღებას, 16 მარტი 2015 წ.;

28. საქართველოს კანონი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“, რომელშიც ხელისუფლებას ვთავაზობთ დაადგინოს არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისათვის, არჩევნებში ამომრჩეველთა მონაწილეობის საჭირო რაოდენობის საკითხი.

დასასრულს დავძენთ, რომ ზემოთაღნიშნული სამართლებრივი დოკუმენტების გარდა, 2014 წლის მანძილზე ს/გ „უფლის სახელით...“ მომზადდა და:

1. საქართველოს პარლამენტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს გადაეცა დოკუმენტი: „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის საკითხისათვის“, 2014 წ. 22 სექტემბერი;

2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წარედგინა - საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მოსამზადებელი მუდმივმოქმედი კომისიის“ დებულება, 2014 წ. 13 ოქტომბერი.

 

აი, ყოველივე იმის თაობაზე, რისი თქმაც ამ ეტაპზე გვინდოდა. შესაბამისად:

„...მეც ამით დავასრულებ სათქმელს. თუ მწყობრად და გონივრულად დავალაგე სიტყვა, მეც ეს მინდოდა. როგორც შემეძლო, ისე ვქმენ და თუ მწირად და უღიმღამოდ გამომივიდა, ის ვქმენ, რაც ძალმედვა.

ღვინოც ხომ, გაუზავებელს თუ დალევ, მავნეა. ასევე მავნეა მარტო წყალიც. მაგრამ კარგია ღვინო, წყალს შეზავებული; სიამოვნებისა და მადლის მომგვრელი და სიტყვის ჯეროვანი წყობაც თავისი წყობით გვანიჭებს მადლს. აქ იყოს ამბის დასასრული“ [2 მაკ. 15,37-39].

ვისაც ყური აქვს ისმინოს - „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-

უფლისმიერი ლასკარის

2015 წლი6 აპრილის

სხდომის ანგარიში

სხდომაზე მოისმინეს:

უფლისმიერი ლასკარის სპიკერის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია გაერთიანების უახლოესი სამოქმედო გეგმის თაობაზე.

განხილვაში მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, ნანა არუდაშვილი, ავთანდილ იოსელიანი...

სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

ს/გ „უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი



ჯვარცმის გზის

ე.წ. „დაცემისეული“ თემატიკის საკითხისათვის

წინამდებარე თხრობის დაწყებამდე გვინდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენის აზრით - 2013 -2014 წლებში განვითარებული მოვლენებით გამოიკვეთა, რომ - 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან მოყოლებული დაიწყო, ჯვარცმისაკენ მიმავალი - „ეკლის გვრგვინით“ სახელდებული ეტაპი.

და ბოლოს, გვინდა შეგახსენოთ, რომ საეკლესიო სწავლების თანახმად - ეკლის გვრგვინდადგმულმა მაცხოვარმა, ჯვრის აღმართვის ადგილამდე  14-ჯერ შეისვენა“ [გაზ. №29[925], გვ. 6].

როგორც ცნობილია - „ვია დოლოროსა“ [ლათ.], იგივე - „მწუხარების გზა“, ან „მტკივნეული გზა", პირობითად ეწოდება იერუსალიმის იმ ქუჩაზე გამართულ მსვლელობას, რომელზეც გოლგოთისაკენ მიმავალმა უფალმა იესუ ქრისტემ გაიარა...

მეხუთე საუკუნით დათარიღებულ აპოკრიფულ ტექსტში მოთხრობილია, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყოველ პარასკევს დადიოდა იმ გზაზე, სადაც მისმა ძემ ტანჯვით გაიარა და სადაც მისი სისხლი დაიღვარა.

მთელი გზის სიგრძე დაახლოებით - 600 მეტრია. თავდაპირველად აღინიშნებოდა მხოლოდ ცხრა ე.წ. „სადგური“, ანუ - შესვენება, და მხოლოდ მე-18 საუკუნეში, მას დაემატა კიდევ ხუთი შესვენება, და საბოლოოდ მივიღეთ - 14 შესვენება.

ეს გზასავალი იწყება ე.წ. „ლომის კარიბჭის“ სიახლოვეს [ეხლანდელი ქალაქის აღმოსავლეთის მხარე - მაჰმადიანთა კვარტალი], პონტიუს პილატეს მიერ მაცხოვრისათვის მსჯავრის გამოტანიდან, და მთავრდება გოლგოთის მთაზე მომხდარი ჯვარცმის ადგილას აშენებულ ეკლესიასთან, სადაც წმინდა სამარხი მდებარეობს [ეხლანდელი ქალაქის დასავლეთის მხარე - ქრისტიანთა კვარტალი].

თითოეულ ამ 14 სადგურს, ანუ შესვენებას თავისი პირობითი სახელი აქვს მიკუთვნებული. კერძოდ:

1. პონტიუს პილატეს მიერ იესუსთვის მსჯავრის გამოტანა;

2. იესუს მიერ ჯვრის აღება;

3. იესუს მიერ ჯვრის ტარების დასაწყისი [პირველი სვლა];

4. იესუს შეხვედრა დედასთან;

5. მაცხოვრის დაცემა [იხ. მათე 27,52; მარკ. 15,21; ლუკა 23,26];

6. ვერონიკას მიერ მაცხოვრისთვის სახის შემშრალება;

7. იესუს მიერ ჯვრის ტარება სიმონ კვირინელთან ერთად [იხ. ლუკა 23, 26] [მეორე სვლა];

8. იესუს საუბარი ქალებთან [ლუკა 23,28]

9. მაცხოვრის მესამე სვლის დასაწყისი;

10. მაცხოვრისათვის ტანსაცმლის [კვართი და მოსასხამი] გახდა[იხ. მათე 27,35];

11. იესუს გაკვრა ჯვარზე [იხ. იოანე 19,18].

12. იესუს ჯვარზე სიკვდილი [მათე 27,50];

13. იესოს გარდამოხსნა ჯვრიდან[იხ. მარკ. 15,46];

14. იესოს ჩასვენება სამარხში [იხ. მათე 27,60].

 

ჩვენი დღევანდელი სათქმელის თემატიკიდან გამომდინარე, ამჟამად მხოლოდ პირველი - ხუთი შესვენების თაობაზე გვინდა ვისაუბროთ.

მოდით მივყვეთ თანამიმდევრობას, და მათ შესახებ არსებული ინფორმაცია გავიხსენოთ.

 

შესვენება პირველი:

 პონტიუს პილატეს მიერ იესუსთვის მსჯავრის გამოტანა;

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გოლგოთისაკენ სავალი გზის ზუსტად განსაზღვრა ერთობ ძნელია. ასე მაგალითად, დღეისათვის უცნობია პონტიუს პილატის იმ სასახლის კონკრეტული ადგილიც კი, სადაც მაცხოვრისათვის ჯვარცმის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

არსებობს სამი შესაძლო ადგილი: 1. ჰეროდე დიდის მიერ აგებული ტაძარი; 2.  გარნიზონისათვის აშენებული ანტონიას ციხე; და 3. ამ ორ პირობით ადგილს შორის მდებარე ტერიტორია.

„მწუხარების გზა“ იწყება ე.წ. პირველი სადგურიდან [შესვენება], რომელიც ტაძრისა და „ლომების კარიდან“ დაახლოებით 300 მეტრში მდებარეობს.

სახარება გვაუწყებს - „მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და ჯვარზე საცმელად მისცა მათ.“ [მათე 27,26].

 [ბოლო ჟამში მისტერიულად ასრულებული ე.წ. „პირველი შესვენების“ შესახებ იხ. გაზ. №29 [925], გვ. 7].

 

შესვენება მეორე:

იესუს მიერ ჯვრის აღება;

მაცხოვრის მიერ ჯვრის აღების ადგილად მიჩნეულია, პირველი სადგურის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ქუჩა. სახარება გვაუწყებს - „ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ქლამიდი, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და წაიყვანეს, რათა ჯვარს ეცვათ“ [მათე 27,31]

[ბოლო ჟამში მისტერიულად ასრულებული ე.წ. „მეორე შესვენების“ შესახებ იხ. გაზ. №29 [925], გვ. 7].

 

შესვენება მესამე:

იესუს მიერ ჯვრის ტარების დასაწყისი;

სახარებაში ამ ეტაპის თაობაზე ვკითხულობთ - „.თან მიჰქონდა თავისი ჯვარი...“ [იოანე 19,17]

 [ბოლო ჟამში მისტერიულად ასრულებული ე.წ. „მესამე შესვენების“ შესახებ იხ. გაზ. №30 [926], გვ. 8].

 

შესვენება მეოთხე:

იესუს შეხვედრა დედასთან;

უნდა აღინიშნოს, რომ ახალ აღთქმაში არაფერია ნათქვამი ამ ე.წ. „მეოთხე შესვენების“ მიმანიშნებელი ეტაპის შესახებ. თუმცა, უძველესი ქრისტიანული თხრობის თანახმად შემონახულია მინიშნება მაცხოვრისა და მისი დედის შეხვედრის თაობაზე.

[ბოლო ჟამში მისტერიულად ასრულებული ე.წ. „მეოთხე შესვენების“ შესახებ იხ. გაზ. №31 [927], გვ. 8].

 

 

შესვენება მეხუთე:

მაცხოვრის დაცემა

„მწუხარების გზაზე“, ე.წ. მეხუთე შესვენების ადგილად მიჩნეულია ჯვარცმისკენ სავალი გზის ის მონაკვეთი სადაც, ქრისტიანული ტრადიციის თანახმად, მოხდა გამათრახებული და ჯვრის ტარებისაგან „დაუძლურებული“ მაცხოვრის დაცემა.

ჩვენი მოსაზრება - უფალ იესუ ქრისტეს სხეულებრივი წაქცევის არსობრივი მხარის თაობაზე შეგიძლიათ იხილოთ, 2006 წლის მიწურულს გამოცემული კრებულის ქვეთავში - „რატომ „წაიქცა“ მაცხოვარი“ [„ამპარტავნების მსხვერპლი, ანუ ვისაც არ ერგება, არ შეერგება“, თბ. 2006 წ., გვ. 60-61].

ბოლო ჟამში მისტერიულად ასასრულებელი ამ ეტაპის თაობაზე კი, აი რა გვინდა მოგახსენოთ.

როგორც მკითხველმა უკვე იცის, ბოლო ჟამის დროთა მდინარების დამამთავრებელი ეტაპი, ერთ-ერთი კუთხით - „მხილების ეტაპადაა“ სახელდებული. თავის მხრივ აქ გამოსაყოფია ამ „მხილების ეტაპის“ ე.წ. ფარული და ღია მონაკვეთები.

ჩვენის აზრით „მხილების ეტაპის“ ე.წ. „ფარული“ მონაკვეთი, თავის თავში მოიცავს პოლიტიკური კუთხით განხორციელებულ ჩვენი საქმიანობის იმ შინაარსობრივ მხარე, რომელიც ს/გ „უფლის სახელით...“ პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო ორგანოებისადმი წადგენილ მიმართვებშია გადმოცემული. ამ კუთხით, ჩვენი სათქმელის ძირითადი ნაწილი, ა/წ მარტ-აპრილის თვის გასაყარზე თითქმის მთლიანად ამოვწურეთ.

„მხილების ეტაპის“ ე.წ. „ღია“ მონაკვეთი, ჩვენი საქმიანობისათვის სრულიად სხვა გარემო პირობებს მოითხოვს, რაც დიდწილად ფინანსურ მხარეზეა დამოკიდებული. ამ მიმართულებით ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოების ხუთი თვის თავზე [2014 წ. დეკემბერი, და 2015 წ. იანვარ-აპრილი], კერძოდ აღდგომის წინა დღეებში გაირკვა, რომ ჩვენი მოლოდინი სრული მარცხით დამთავრდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე გვეკარნახება, რომ იწყება ამ ე.წ. „მარცხით“ გამოწვეული „ახალი სამოქმედო უტაპი“, რომლის დროსაც - ჩვენ უნდა შევწყვიტოთ წინამდებარე გაზეთის შემდგომი გამოცემა, და ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ლასკარის სხდომების ჩატარებით შემოვფარგლოთ.

შესაბამისად, გაზეთის წინამდებარე - №15 [963], საქართველოს სულიერი მისიის კვლევის მე-19 წლისთავზე გამოცემული ჩვენი - ბოლო საგაზეთო ნომერი გახლავთ.

კოდირებული - „№15 [963]“ თაობაზე საუბრის დაწყებამდე, გვინდა განვაცხადოთ, რომ წინამდებარე გაზეთის გამოსვლის თარიღი - 2015 წ. 11 აპრილი, ჩვენის აზრით, არის კიდეც განსახილველი - „მაცხოვრის დაცემით“ სახელდებული, ე.წ. მე-5 შესვენების მისტერიულად ასრულების დროითი მიჯნა.

და ბოლოს. ამ „შესვენების“ რიგითი ნომერი - 5, თავისებური კუთხით ეხმიანება, ზემოთქმულ 5 თვესა და 5-თან „დაკავშირებულ“ მიმდინარე წლის სიმბოლურ არსს.

მკითხველს კი ვთავაზობთ - თავად გაიაზრონ „ვია დოლოროსას“, იგივე - „მწუხარების გზისა“, თუ „მტკივნეული გზის" დარჩენილ ე.წ. „შესვენებათა“ მისტერიულად ასრულების თემატიკა. 

 

კოდი: „15[963]“, ანუ -

„ახალი სამოქმედო ეტაპის“ დასაწყისი

1997 წლის 4 იანვარს დაბეჭდილი გაზ. „დედა[ნი] ენის სასწაულის“ პირველი ნომრიდან მოყოლებული, 2015 წლის 11 აპრილს, აღდგომის დღესასწაულის წინარე დღეს, მიმდინარე წლის მე-15, ხოლო საერთო ათვლით, ჩვენი გაზეთის რიგით 963-ე ნომერი გამოვიდა - №15[963]. მოდით ვნახოთ, თუ რაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს წინამდებარე გაზეთის ნომერში „შეფარული“ კოდი: „15[963]“, ანუ: „15“ და „963]“.

1. კოდი - „15“. „ლასკარის“ შაბათის სხდომებთან თანხვედრილი, ყოველკვირეული გამოცემიდან ათვლით, 2015 წლის მე-15 კვირის შაბათ დღეს დაბეჭდილი ჩვენი გაზეთის წლიური რიგითი ნომერი: „15“, ჩვენის აზრით, განსახილველი სამოქმედო ეტაპის დადგომის დროით მონაკვეთს, კერძოდ კი - ოცდამეერთე საუკუნის მე-15, ანუ - 2015 წელზე უნდა გვანიშნებდეს;

2. კოდი - „963“. ეზოთერული კუთხით, აქ, რამოდენიმე მინიშნებასთან უნდა გვქონდეს საქმე. კერძოდ:

უმაღლესი ციფრი - „9“, უზენაესი ძალის - ღმერთის არსის შემცველია;

კოდი - „6“, რომელსაც ქართული ანბანის მე-6 ასო-ნიშანი „ვინ“-ი შეესაბამება, სამყაროს ქმნადობის მე-6 დღეს ღმერთის ხატად და მსგავსად ქმნილი კაცის [იხ. დაბ. 1,26-27] არსზე გვანიშნებს;

კოდი - „3“, სამების არსს გამოკვეთავს - „რადგან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა; და ეს სამნი ერთი არიან“ [1 იოანე 5,7].

[ჩანართის სახით დავამატებთ, რომ ამ ციტატის „მისამართი“: იოანეს პირველი წერილის მე-5 თავის მე-7 მუხლი, ანუ: „57“, თავის მხრივ 57-ე დროით მიჯნას გამოკვეთავს, და იგავურად გვითითებს, რომ საქმე ეხება - „იესუ“-ს არსთან დაკავშირებულ მოვლენას, რამეთუ  ძველ ქართულ ხელნაწერებში მოცემული სახელდებითი კოდი - „იესუ“, ანუ: „ი[10] + ე[5] + ს[20] + უ[22]“, ჯამში სწორედ „57“-ია].

საქართველოს საპატრიარქოს მიერ, 1989 წელს, თანამედროვე ქართულზე დაბეჭდილი ბიბლიის შესავალში ვკითხულობთ - „რა არის „აღთქმა“? ებრაული სიტყვა ბერით, რომელსაც თარგმნის ქართული სიტყვა, ნიშნავს კავშირს, შეთანხმებას. ამრიგად, ღმერთი კრავს კავშირს ადამიანთან, როგორც ისეთ არსებასთან, რომელიც ატარებს ღვთის ხატებას და მოწოდებულია ღვთის მსგავსების მისაღებად (განღმრთობა, თეოზისი)...“ [„ბიბლია“, თბ. 1989 წ., გვ.6].

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვფიქრობთ  ძნელი არ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ კოდით - „963“, ანუ იგავურად: ღმერთი[9], კაცი[6] და სამება[3], გვეუწყება: „ღმერთის[9] არსში გადასვლა (განღმრთობა, თეოზისი) კაცისა[6] სამების[3] მიერ“.

ამასთანავე, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ: კაცის[6], ანუ მოკვდავ არსში მყოფი არსების, სამების[3], ანუ უზენაესი ძალის მადლით მიღწეული - განღმრთობა თეოზისი, ანუ უკვდავი სახე-სხეულის შეძენა - აღდგომასთანაა დაკავშირებული; მაშინ, არც იმ მინიშნებაში გარკვევა უნდა გაგვიჭირდეს, რომ კოდით  - „აღდგომა“, ანუ „ა[1] + ღ[25] + დ[4] + გ[3] + ო[16] + მ[13] + ა[1]“, რომელიც ჯამში 63-ია, იგავურად სწორედ: „6“-სა და „3“-ს ხსენებული ურთიერთმიმართება უნდა გვენიშნებოდეს.

ყოველივეს თუ იმასაც დავამატებთ. რომ მიმდინარე 2015 წელს, უფალ იესუ ქრისტე ბრწყინვალე აღდგომა - 12 აპრილს აღინიშნება, მაშინ, მათდა გასაგონად, ვისაც სასმენლად „გონებისმიერი ყური“ აქვს ბოძებული, წინამდებარე გაზეთის რიგითი ნომრით - „15 [963]“ „მოწვდილ“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:

ბოლო ჟამის მე-15 წლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულიდან [აქ - 2015 წ. 12 აპრილიდან] ათვლით იწყება - ღმერთის[9] მიერ კაცის[6] განღმრთობასთან[3] დაკავშირებული ახალი სამოქმედო ეტაპი“.

ღმერთო, მოგვეცი ძალა შენი ნების სათანადოდ ასრულებისათვის... დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

აპრილმა გვითხრა: მოვედი,

ავაყვავე მთა და ბარი,

მონატრებულ არე-მარეს

გადავავლე ცალი თვალი:

ნახევარი საქართველო

სიღარიბის ზღვარზე არის!..

შემოვბრუნდი მთავრობისკენ,

რაცა ვნახე გეტყვით პირში,

მხოლოდ „საკუთარზე“ ფიქრობთ,

ხალხს კი ტოვებთ გასაჭირში...

თუ გსურთ, რომ ერს უწინამძღვროთ,

უნდა გქონდეთ - უფლის შიში,

გეტყვით: მოდის სამსჯავროს დრო,

მოამზადეთ ანგარიში...

 ეკატერინე

ხრიკული

 

ნაკვალევი

ოდითგან თქმული: „ზღაპარია თუ ნამდვილი“,

ბოლოჟამს განივთდა:

„საქართველოს ამჩნევია ნაკვალევი უფლის...“

ო, მაცხოვარო - დიდება შენს მობრძანებას!..

შენს ნაკვალევზე ვარდნი ჰყვავიან ,

და დედამიწას, ზეციური

„შობის ვარსკვლავნი“ გეგებებიან...

ხარობს ბუნება, ზეცას ლხინია...

„ეს რა ზეიმი გაუმართავთ ცის ანგელოზებს“,

ჩუმად ვკითხულობ, - „რა უხარიათ?..“

კითხვის პასუხად, შორეულ სივრცეს აკიაფდა

ცისარტყელას ნაირფერები.

ვუმზერ შორიდან, და მეგებება

ზღვაურ სივრცეში მოლიცლიცე

ყვავილთ ფერები...

სადღაც შორს მოჩანს,

იალბუზზე, „თაიგულები“,

სიყვარულისგან მონაფერები,

უფლის გზა-სავალს ეგებებიან...

გზა და გზა მომყვება და

ლოცვად მომაცილებს ზეცის კრებული:

„ახალ იერულასილმს“ კარიბჭენი უნდა  გაეხსნას,

მისაგებებლად და სადიდებლად უფლისა!

დიდება შენს მობრძანებას უფალო!

- ჩემო ტკბილო სასოებავ,

- მარგალიტო ზეცის,

როგორ მინდა შენი წმიდა ხატება

გულში ჩავიკრა და ჩავიხუტო,

გზა-სავალზე წარგიმძღვარო,

შენი სამწყსო მოვილოცო,

და აფორიაქებული სული დავიმშვიდო...

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

გზა იდიდების უფლისა -

ჩავსცეთ ლახვარი ბოროტეულთ გზას!

ამხედრებულა „ბოროტის გზები“,

პირი შეუკრავთ მისნებსა...

„მართალი“ უნდათ აწამონ,

განზრახული აქვთ ბრიყვებსა...

დავიწყებიათ - უფლის გზა,

მისი აღთქმანი - „მეორედ მოსვლის“,

რომ მაცხოვარი მობრძანდება,

მოვალს - განკითხვად ერების!..

შენ კი, კაცთ მოდგმავ,

უფალს რას ჰპირდები?

თუკი ორპირობ, თუკი ორგულობ,

თუკი თვალთმაქცობ, და

სიმართლის გზას ივიწყებ,

განა ასეთ ქცევით უფლის გულში

ადგილს მოიპოვებ?

მაშ, უნდა მიხვდე - ეშმაკით ძლეული

დაღუპვისაკენ მიექანები...

გადარჩენისკენ გექაჩება გზა ერთადერთი:

ლოცვად დადექ და მოინანიე,

დაგმე ბოროტების გზები, და:

დაე, იმძლავროს უფლის გზამ,

უფლის ბუნებამ ჩვენზედა!..

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

მომავლის - გზა

ქართველთ ბუნების სადარი,

უფლის გზა - უკვე აქ არი,

გზა - მომავალი სამყაროს,

„ძლევაი - საკვირველისა“

საქართველოში მზად არის!..

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

მათთვის რომელნიც ბოლო ჟამის „სუნთქვას“ გრძნობენ:

„...იმიტომ, რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე“ [იოანე 16,3]

„ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის} [მათე 5,1];

„ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, და შეურაცხგყოფენ თქვენ, და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო“ [ლუკა 6,22];

„ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი - დედამისს, და რძალი - დედამთილს მისას. და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი“ [მათე 10,35-36];

„...არ არსებობს წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში, თავისიანებს შორის და თავის სახლში“ [მარკ. 6,4];

„...არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით.

საპყრობილედან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი და ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე, როცა ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა; ჩემი ხალხის ცოდვებისთვის დაისაჯა... უფალმა ინება მისი ტანჯვა და სნება შეჰყარა. როცა გასწირავ მის სიცოცხლეს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად...“ [ესაია 53,2-3; 8; 10];

„...მელიებს სოროები აქვთ, და ცის ფრინველებს - ბუდეები, ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი“ [მათე 8,20];

„რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის“ [მათე 12,8];

„ამიტომ მრავალში მივცემ მას წილს და ძლიერებთან ერთად გაინაწილებს ნადავლს, რადგან სასიკვდილოდ გაწირა თავი და ცოდვილთა შორის შეირაცხა; მრავალთა ცოდვები ჰქონდა ტვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდა“ [ესაია 53,12];

„...თუმცა ძე იყო, ტანჯვის გზით ისწავლა მორჩილება.

რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო“ [ებრ. 5,8; 7];

„...ღმერთმა ყველაფერი მას დაუმორჩილა და ფეხქვეშ დაუმხო. ხოლო რაკი ითქვა, რომ ყველაფერი მას ემორჩილება, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას. ხოლო როდესაც ყველაფერს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მამას, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას, რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში“ [1 კორ. 15,27-28];

„...თვით უფალის ბრძანებით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღმერთის საყვირის ხმით, გადმოხდება ზეცით, და ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან პირველად“ [1 თესალ. 4,16];

„ხოლო თვითეული თავისი წესით და რიგით: პირველად ქრისტე, შემდეგ კი - ქრისტესნი, მისი მოსვლისას“ [1 კორ. 15,23];

„შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, მათთან ერთად აღვიტაცებით ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ასე მარადის ვიქნებით უფალთან ერთად“ [1 თესალ. 4,17].

მოამზადა

დავით შათირიშვილმა

 

 

ზვიად გამსხურდიას სახელის უკვდავსაყოფად

„1. ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა:

მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ.

2. რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე,

რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.

 

3. საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს.

4. მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე,

რომელიც მომეცა აღსასრულებლად.

5. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით,

შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე.

6. გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცა ქვეყნისაგან; შენი იყვნენ და მე მომეცი, და დაიცვეს შენი სიტყვა“ [იოანე 17,1-6]

 

ჭეშმარიტი ეროვნული სულისკვეთებით გულანთებული საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის ნათელია რაოდენ დიდია მეოცე საუკუნეში მოღვაწე - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთპიროვნული ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.

ზვიად გამსახურდიას ღვაწლის სახელმწიფო დონეზე სათანადოდ დაფასების მოთხოვნით, ჩვენ არაერთი ღია მიმართვა გავუგზავნეთ ქვეყნის ხელისუფალთ. მათ შორის გახლდათ მოთხოვნა, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ უმსხვილეს სატრანსპორტო ობიექტს - ქ. თბილისის აეროპორტს მინიჭებოდა: საქართველოს ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და საქართველოს ეროვნული გმირის - ზვიად გამსახურდიას სახელი.

ამ მოთხოვნის შემცველი ღია მიმართვები ჩავაბარეთ:

2013 წ. 13 მაისს - საქართველოს იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს [ჩაბ. №16 308];

2013 წ. 23 ნოემბერსა და 2014 წ. 13 იანვარს - საქართველოს იმჟამინდელ კულტურის მინისტრს ბ-ნ გურამ ოდიშარიას [ჩაბ. №11658, 23.11.2013 წ.; №327, 13.01.2014 წ.];

2014 წ. 29 სექტემბერს - ქ. თბილსის საკრებულოს თავმჯდომარეს ბ-ნ გიორგი ალიბეგაშვილს [№07/13388, 29.09-2014 წ.].

და აი, რამოდენიმე ხნიანი ლოდინის შემდეგ, ქ. თბილისის საკრებულოდან მივიღეთ 2015 წ. 31 მარტით დათარიღებული „პასუხი“, საიდანც გვეუწყება, რომ ქ. თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ „ამ ეტაპზე“ [???] - თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

აღნიშნული „პასუხი“ ასეთი შინაარსის გახლავთ.

 

 

ქალაქ თბილსის

მუნიციპალიტეტის საკრებულო

31 მარტი, 2015 წ.

 

საუდაკის ლიდერს

ქ-ნ თამარ დადიანს

მის.: შმიდტის ქ. № 84

 

განათლების ეროვნული კავშირის თავმჯდომარეს

ქ-ნ ლალი გილიგაშვილს

მის.: დ. გურამიშვილის გამზ. №39-ბ, მე-5 სად., ბ. 54

 

საქართველოს ფაზისის საერო აკადემიის პრეზიდენტს

 ბ-ნ ნუგზარ ნადარაიას

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. №60

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ  ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სპიკერს

ბ-ნ მიხეილ [გელა] სალუაშვილს

მის.: მუხიანი, პირველი მ/რ, მე-2 კვ., ბ. 95

 

 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ განიხილა:

საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამსახურის უფროსის - ლევან ერიქაშვილის მიერ, 2014 წ. 14 აპრილს გადმოგზავნილი: „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირის“ წერილი [№ 03/5106], რომლითაც ითხოვდით თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას;

აეროპორტისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების მოთხოვნით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის - მალხაზ მჭედლიშვილის მიერ კომისიაში 2014 წ. 04 დეკემბერს გადმოგზავნილია: „განათლების ეროვნული კავშირის“ თავმჯდომარის ლალი გილიგაშვილის № 07/13549 მიმართვა;

2014 წ. 01 დეკემბერს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის - ია მაქაცარია-ჩხაიძის მიერ კომისიაში გადმოიგზავნა - „საქართველოს ფაზისის საერო აკადემიის“ პრეზიდენტის ნუგზარ ნადარაიას და აკადემიის სწავლული მდივნის ლ. წურწუმიას №08/18090 წერილი, სადაც განმცხადებლები ითხოვდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის პირველი ქართველი ავიატორ-კონსტრუქტორის - ბესარიონ ქებურიას სახელის მინიჭებას;

2014 წ. 29 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის რეზოლუციით დაგვეწერა: საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სპიკერის მიხეილ [გელა] სალუაშვილის №07/13388 მიმართვა, რომლითაც განმცხადებელი ითხოვს: თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწოდოს - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და საქართველოს ეროვნული გმირის - ზვიად გამსახურდიას სახელი.

 

უპირველეს ყოვლისა გვინდა აღვნიშნოთ ის ფასდაუდებელი ღვაწლი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში, რაც ზვიად გამსახურდიას მიუძღვის. მიგვაჩნია, რომ სრულიად ქართული საზოგადოება ერთსულოვანია ზვიად გამსახურდიას განვლილი ცხოვრების შეფასების საკითხში.

 

მას შემდეგ, რაც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ დაიწყო აეროპორტის სახელდების თემაზე შემოსული განცხადებების განხილვა, კომისიაში არ შეწყვეტილა მოქალაქეთა სატელეფონო ზარები, რომლებიც აეროპორტისათვის ამა თუ იმ ღვაწლმოსილი პიროვნების სახელის მინიჭებას ითხოვენ [ფიროსმანი, თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი, ექვთიმე თაყაიშვილი, ნინო ხუბულავა, ბესარიონ ქებურია და ა.შ.]. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მოსაზრების დაფიქსირება სოციალურ სივრცეში და სხვადასხვა ფორუმებზე.

საზოგადოებაში პრაქტიკულად არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია თუ რა სახელს უნდა ატარებდეს თბილისის აეროპორტი.

საკითხის მნიშვნელობიდან და სენსიტიური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ წერილობით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებს და წერილობით მიიღო მათი მოსაზრებები აეროპორტის სახელდებასთან დაკავშირებით, რათა საკითხი ფართო განსჯის საგანი გამხდარიყო.

ვხელმძღვანელობთ რა ფრაქციათა მოსაზრებებით და საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა განწყობებით, ვფიქრობთ რომ ამ ეტაპზე თბილისის აეროპორტის სახელდების აუცილებლობის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ვფიქრობთ, თავის დროზე აეროპორტის სახელდების საკითხის აქტუალიზება პოლიტიკური ჯგუფების მიერ არასწორმა ინტერპრეტაციამ გამოიწვია.

აეროპორტის სახელდების აუცილებლობის შემთხვევაში კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს გაფართოებულ ფორმატში საზოგადოების სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ჩართულობის კომპეტენტური და არგუმენტირებული დასკვნის საფუძველზე.

 

დანართი: 5 ფურცელი.

 

პატივისცემით,

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის

კომისიის თავმჯდომარე

ლია ჯახველიძე

 

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის

კომისიის თავმჯდომარეს

ქალბატონ ლია ჯახველიძეს

 

ქალბატონო ლია!

 

თქვენი 2014 წლის 7 ოქტომბრის №10/14119 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ფრაქციას „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის სახელის გადარქმევა მიზანშეუწონლად მიაჩნია შემდეგი გარემოებების გამო:

1. სახელის გადარქმევის შემთხვევაში საჭირო გახდება იმ დიდი ფინანსური სახსრების მოძიება, რომლითაც დაიფარება აბრების, ბილეთების, ვებგვერდის, საერთაშორისო ორგანიზაციებში რეგისტრაციის და სხვა სახის ხარჯები;

2. აეროპორტი წარმოადგენს სპეციფიკურ ობიექტს და სასურველი იქნება მას დაერქვას პირველი ქართველი მფრინავის [ბესარიონ ქებურია], პირველი ქართველი მფრინავი ქალის [ნინო ხუბულავას] ან იმ ადამიანის სახელი ვისაც ქართული ავიაციის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი;

3. საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელის უკვდავსაყოფად სასურველია მისი სახელი მიენიჭოს პოლიტიკური ან ისტორიული მნიშვნელობის იმ ადგილს, რომელთანაც დაკავშირებულია ბატონი ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს ფრაქცია

„ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“

თავმჯდომარე

ხ. სამნიძე

 

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის

კომისიის თავმჯდომარეს

ქალბატონ ლია ჯახველიძეს

 

ქალბატონო ლია!

ფრაქციაში შემოვიდა წერილი [№10/14112] თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე.

ფრაქციამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსათვის“ სხდომაზე განიხილა აღნიშნული საკითხი და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რადგან აეროპორტი ნებისმიერი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძია, ფაქტობრივად კი მისი საჰაერო კარიბჭე და „სავიზიტო ბარათი“, ვინაიდან საზოგადოებაში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, ფრაქციას ამ ეტაპზე საკითხის განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

ხოლო, სამომავლოდ კი მივიჩნევთ შეიქმნას გაფართოებული კომისია, რომელიც შედგება მეცნიერებისა და საზოგადოების სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისგან. იმედი გვაქვს, კომპეტენტური და არგუმენტირებული დასკვნა თვალსაჩინოს გახდის თბილისის საზოგადოების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

პატივისცემით

ფრაქცია „ქართული ოცნება -

დემოკრატიული საქართველოსათვის“

თავმჯდომარე

რიმა ბერაძე

 

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის

კომისიის თავმჯდომარეს

ქალბატონ ლია ჯახველიძეს

 

ქალბატონო ლია!

ფრაქციის სახელზე შემოვიდა თქვენს მიერ გამოგზავნილი წერილი №10/14114.

ჩვენ ვიმსჯელეთ აღნიშნული საკითხის თაობაზე და გაცნობებთ, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მიენიჭოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი

 

პატივისცემით

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს ფრაქცია

„ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების“

თავმჯდომარე

გიორგი მუსხელიშვილი

 

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის

კომისიის თავმჯდომარეს

ქალბატონ ლია ჯახველიძეს

 

ქალბატონო ლია!

თქვენი 2014 წლის 7 ოქტომბრის №10/14120 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე გაიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ ფრაქციის სხდომა. სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საკითხის გარშემო საზოგადოებაში არსებული განსხვავებული მოსაზრებების გამო, ამ ეტაპზე თბილისის საკრებულოს მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებაზე თავი შევიკავოთ.

გამოითქვა მოსაზრება, აღნიშნული საკითხი გახდეს საჯარო განხილვის საგანი და სწორედ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგზე დაყრდნობით იქნეს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

 

პატივისცემით

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს ფრაქცია

„ქართული ოცნება - მრეწველების“

თავმჯდომარე

ვლადიმერ ძნელაძე

 

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის

კომისიის თავმჯდომარეს

ქალბატონ ლია ჯახველიძეს

 

ქალბატონო ლია!

თქვენი წერილის [№10/14123, 07.10.2014 წ.] პასუხად გაცნობებთ, რომ ფრაქციამ განიხილა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების საკითხი და მიიჩნია შემდეგი:

ვინაიდან, ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს;

ვინაიდან, ზ. გამსახურდია იყო საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ცნობილი დისიდენტი და საზოგადო მოღვაწე;

ვინაიდან, მისი ძალადობრივი დამხობისა და მის მიმართ განხორციელებული დევნის ირგვლივ არსებობს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი;

ვინაიდან, იგი ამავდროულად იყო გამოჩენილი მეცნიერ-რუსთველოლოგი, სამეცნიერო კვლევების, თარგმანისა და პოეტური კვლევების ავტორი;

ვინაიდან, საქართველოს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებს კვლავ წარმოადგენს სახელმწიფოს სრული დამოუკიდებლობა და განვითარების ევროპული კურსი, რაც აისახა კიდეც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაში;

ვინაიდან, საზოგადოების უმეტესი ნაწილის შეხედულება პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის შესახებ ერთმნიშვნელოვანია;

ვინაიდან, არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, რომ აეროპორტები არის ქვეყნის გამოჩენილი პრეზიდენტების სახელის მატარებელი;

მიგვაჩნია მიზანშეწონილად, მიენიჭოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტს საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი.

 

პატივისცემით

ფრაქცია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“

თავმჯდომარე

სევდია უგრეხელიძე