Print

გაზ. № 16 [964]

ბოლო ჟამში გასავლელი - „ჯვარცმისეული გზის“ არსისათვის

 

სამოთხიდან გამოძევებული ადამის მოდგმისათვის, ბოლო ჟამად სახელდებული დრო იმითაა გამორჩეული, რომ ამ დროის მონაკვეთში ხდება აქამდე დაწერილი ყველა წინასწარ ნაუწყები ნიშნის აცხადება.

როგორც ლასკარისეულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, ჩვენი აზრით, ბიბლიასა და სხვა წყაროებში ნაწინასწარმეტყველებია - ბოლო ჟამში მოღვაწე „რომელიღაც“ ქვეყნისა და ამ ქვეყანაში მომქმედი კომკრეტული ჯგუფის ისტორია.

გატიალების სიბილწედ სახელდებული ბოლო ჟამის დროის მდინარება, შესაბამისი - რთული პროცესების ერთობლიობას წარმოადგენს.

ამ ნიშანთა ნაწილის ხილვით გულშეძრული ეზრა წინასწარმეტყველი ასე გვაუწყებს უზენაესის მიერ გადმოცემულს:

- „ახლაც მაჩვენე სიზმრის განმარტება. რადგან, როგორც მე ვფიქრობ ჩემი ჭკუით, ვაი მათ, ვინც დატოვებულნი იქნებიან იმ დღეებში, და ათასჯერ ვაი იმათ, ვინც არ არიან დატოვებულნი. რადგან ისინი, ვინც არ არიან დარჩენილნი, მწუხარენი იყვნენ. ახლა მე ვხვდები, რაც არის გამზადებული უკანასკნელი დღეებისათვის, და რა შეემთხვევა მათ და იმათაც, ვინც დარჩენილნი არიან. ამიტომ დიდ განსაცდელს და ბევრ გასაჭირს გაივლიან, რასაც ცხადყოფს ეს სიზმარი.

თუმცა უმჯობესია, განსაცდელგამოვლილი მოვიდეს აქამდე, ვიდრე ღრუბელივით გავიდოდეს წუთისოფლიდან, და ახლა განიცადოს, რაც მოელის უკანასკნელ ჟამს. ხოლო მან მიპასუხა და თქვა:  ამ ხილვის განმარტებასაც გეტყვი და გაგიმხელ, რაზეც ლაპარაკობდი.

ამ დარჩენილებზე რომ ლაპარაკობდი, ასეთი განმარტება აქვს ამ საქმეს. ვინც იმ დროს აიტანს განსაცდელს, ის თავად დაიცავს თავს; ვინც განსაცდელი გამოიარა, მას ღვაწლი აქვს და სწამს ყოვლადძლიერისა. მაშ, იცოდე, მკვდრებზე უფრო ნეტარნი არიან დარჩენილნი“ [3 ეზრა 13,15-24].

ნაწინასწარმეტყველებ ნიშანთა შორის ერთ-ერთი მტკივნეული ის გზასავალია, რასაც „ჯვარცმისეული ეტაპი“ ჰქვია. ამ გზაზე მხოლოდ იობისეული იმ მოთმინებით შეიძლება შედარებით „უმტკივნეულოდ“ გავლა, რომელიც ასეა ფორმულირებული:

„უთხრა ცოლმა: ახლაც ეჭიდები შენს სიალალეს? ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი! მიუგო: ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა! არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით“ [იობი 2,9-10].

ჯვარცმისეული ეტაპის თაობაზე საუბრისას ჩვენ ვწერდით - „...საეკლესიო სწავლების თანახმად - ეკლის გვრგვინდადგმულმა მაცხოვარმა, ჯვრის აღმართვის ადგილამდე  14-ჯერ შეისვენა“ [გაზ. №29[925], გვ. 6].

როგორც ცნობილია - „ვია დოლოროსა“ [ლათ.], იგივე - „მწუხარების გზა“, ან „მტკივნეული გზა", პირობითად ეწოდება იერუსალიმის იმ ქუჩაზე გამართულ მსვლელობას, რომელზეც გოლგოთისაკენ მიმავალმა უფალმა იესუ ქრისტემ გაიარა...“ [გაზ. №15[963], გვ. 5].

იქვე ვწერდით იმ მე-5 შესვენების თაობაზეც, რასაც „მაცხოვრის დაცემა“ ჰქვია - „...„მხილების ეტაპის“ ე.წ. „ღია“ მონაკვეთი, ჩვენი საქმიანობისათვის სრულიად სხვა გარემო პირობებს მოითხოვს, რაც დიდწილად ფინანსურ მხარეზეა დამოკიდებული. ამ მიმართულებით ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოების ხუთი თვის თავზე [2014 წ. დეკემბერი, და 2015 წ. იანვარ-აპრილი], კერძოდ აღდგომის წინა დღეებში გაირკვა, რომ ჩვენი მოლოდინი სრული მარცხით დამთავრდა“ [გაზ. №15[963], გვ. 6].

დღეს, ამავე მე-5 ეტაპის ე.წ. „მედლის მეორე მხარეზე“ გვინდა ვისაუბროთ.

 

„...ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი.“

მკითხველმა იცის, რომ 1992 წ. იანვრის დასაწყისში დაფუძნებული ჩვენი პარტიის - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი: ხმა ერისა“-ს აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, მთლიანად ჩაანაცვლა - 1996-1997 წლების გასაყარზე დაარსებულმა - „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის“ ეგიდით წარმართულმა მოღვაწეობამ.

პარტიული საქმიანობის გააქტიურება, მხოლოდ - 2011 წლის მიწურულს განხორციელდა, პარტიის ახალი სახელდებით -  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“.

2013 წ. საპრეზიდენტო, და 2014 წ. ადგილობრივ არჩევნებში ჩვენი მონაწილეობა მიზნად ისახავდა, საარჩევნო ტრიბუნის გამოყენებით, გვეუწყებინა საზოგადოებისათვის - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების თაობაზე.

მაშასადამე - არჩევნებში ვმონაწილეობდით, არა - მასში გამარჯვებისათვის, არამედ საარჩევნო ტრიბუნის გამოყენებით უკვე აცხადებული ბიბლიური ნიშნების ყველასათვის საუწყებლად.

ბუნებრივია, რომ ჩვენი ასეთ ე.წ. „გაორებული საქმიანობა“ ერთგვარ დაბნეულობის შემცველი გახლავთ. ირგვლივ მყოფთათვის ერთგვარად გაურკვეველი იყო: აქეთ [პოლიტიკისკენ] ვიყავით, თუ იქით [ბიბლიისაკენ].

ჩვენი ასეთი „ნელ-თბილი“ საქმიანობის ამსახველი სიტყვები წმიდა წერილში ასეა წინასწარნაუწყები:

- „...ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი...“ [გამოცხ. 3,15-16].

აქ მოცემული კოდირებული არსის გახსნამდე, აი რა გვინდა მოგითხროთ.

ბოლო ჟამის ე.წ. „მხილებისეული ეტაპი“ ბოლომდე შეუცნობი ნიშნის მატარებელია. მისი არსის ერთ-ერთი კუთხის შესახებ მკითხველს უკვე ვესაუბრეთ ბროშურაში - „საქართველოს სულიერი მისიის კუთხით დანახული „იბერიის გაბრწყინების“ საკითხისათვის“ [თბ. 2015 წ.].

ე.წ. „მხილებისეული ეტაპის“ - აქტიური ფაზა, ჩვენი აზრით, არჩევნების პროცესს შეიძლება უკავშირდებოდეს, რაც  გარკვეულ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს.

ამ ხარჯებისათვის გამიზნულ ფინანსური დახმარების შემოთავაზებათა შორის, ერთ-ერთის „მოკლე ისტორია“ ასეთია.

2014 წლის დეკემბრის ბოლოს, ჩვენმა მხარდამჭერთაგანმა ბ-მა: ა.ი.-მ გაგვიმხილა, რომ იგი შეიძლება გამხდარიყო, საზღვარგარეთ მოღვაწე მისი ნაცნობი ბიზნესმენის ტრაგიკული გარადცვალების შედეგად დატოვებული მემკვიდრეობის მფლობელი.

ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, საწყის ეტაპზე ითხოვდა გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს, რომლის გაღების შესაძლებლობაც მას ამ ეტაპზე არ გააჩნდა.  ბ-მა: ა.ი.-მ ჩვენგან გაწეული დახმარების სანაცვლოდ, ე.წ. „მხილებისეული ეტაპის“ წარმართვისათვის საჭირო ფინანსური ხარჯების გაღების ვალდებულება აიღო.

როგორც ცნობილია, ინტერნეტ სივრცე გაჯერებულია იმ ცრუ შემოთავაზებებით, რომელიც სავარაუდო - „საკბილოს“, გარკვეული ხარჯების გაღების შემთხვევაში, საზღვარგარეთ უეცრად გარდაცვლილი ბიზნესმენის ქონების მემკვიდრეობით მიღებას ჰპირდება.

ბ-მა ა.ი.-მ განგვიცხადა, რომ ეს ინფორმაცია მისთვისაც ცნობილი იყო, ოღონდ მისი შემთხვევა იმით იყო გამორჩეული, რომ იგი თავად პირადად იცნობდა აფრიკის სახელმწიფო - ტოგოში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს და ახლო ურთიერთობა ჰქონდა მასთან. მის მიერ წარმოდგენილი რამოდენიმე დამაჯერებელი არგუმენტის გაცნობის შემდეგ, გადავწყვიტეთ ჩვენი ძალებით დახმარება აღმოგვეჩინა მისთვის.

ამ მიზნით ჩემსა და ბ-ნ: ა.ი.-ს შორის შემგდარ საუბრებს, სხვადახვა დროს  ესწრებოდნენ - ბ-ნი მევლუდ მამადაშვილი, ქ-ნი დინა ჯიქია და ბ-ნი ლევან ჩოხელი. სწორედ მათ მიერ, სხვადასხვა გზით სესხად აღებული თანხის მობილიზებით, წარიმართა მთელი შემდგომი პროცესი. ექვსი თვის მანძილზე. ამ გზით მოძიებულმა და საქართველოდან ტოგოში გადარიცხულმა საერთო თანხამ - 33 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

სხვადასხვა მიზეზით, მთელი ექვსი თვის მანძილზე გაწელილი აპ პროცესის დასრულებას ბოლო არ უჩანდა. ამ საქმეში ჩართული ტოგოში მცხოვრები ბანკირი თუ ადვოკატი სხვადასხვა მიზეზს გვისახელებდნენ, რომლის უმოკლეს დროში დასამთავრებლადაც ფული გადარიცხვა იყო საჭირო.

პარალელურად ამისა, ჩვენ ერთობლივად ვაწარმოებდით ე.წ. მხილებისეული პროცესის წარსამართად მოაზრებული - საოფისე ფართის მოძიებას; ვსახავდით სხვადასხვა წარსამართი ღონისძიებების გეგმას; ვადგენდით მოქმედების გრაფიკს და ა.შ.

მოგვიანებით, ცხადი გახდა, რომ ჩვენი გეგმების განხორციელებას დიდი საფრთხე დაემუქრა - დაწყებულ საქმეს ბოლო არ უჩანდა. ჩვენი წამოწყების უპერსპექტივობა ირგვლივმყოფთა დაცინვის საგანი გახდა. მევალეთა მხრიდან საკუთარი თანხის დაბრუნების მოთხოვნა თანდათან მძაფრ ფორმებში გადაიზარდა...

როგორც იტყვიან - „საკოცნელი პირი, საფურთხებელი გახდა“... არსებულმა გარემომ თითქმის გაუსაძლისი სახე მიიღო...

ამ ეტაპზე, ჩვენს ირგვლივ არსებული რეალობის ამსახველი ბიბლიური ტექსტი ასე გვეხმიანება:

-  „...ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა. ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან.  რადგანაც ამბობ: მდიდარი ვარო, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო, და ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი“ [გამოცხ. 3, 14-17].

ბოლო ჟამის ამ ეტაპის შესაბამისი - ეშმაკის მიერ დაგებულ მახეთა თაობაზე, ჯვარცმის გზისაკენ მიმავალი მაცხოვრის სიტყვები ასე გვაუწყებენ:

 „...თქვა უფალმა: სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ დააპირა თქვენი გაცხრილვა, როგორც ცხრილავენ ხორბალს. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რათა არ შემცირდეს შენი რწმენა; და როცა მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები“ [ლუკა 22,31-32].

სატანის ე.წ. „გაცხრილვის“ ეტაპის სულიერი მდგომარეობა კარგად ჩანს მაცხოვრის შეპყრობის ღამეს გამოვლენილ პეტრე მოციქულის საქციელში:

- „როცა მასთან მყოფებმა დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: უფალო, ხომ არ დავცეთ მახვილი? ერთმა მათგანმა დაჰკრა ხმალი მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა“ [ლუკა 22,49-50];

- „მაშინ იესომ უთხრა მას: ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება“ [მათე 29, 51-52];

- „ხოლო იესომ თქვა: მოეშვით, კმარა; შეეხო მის ყურს და განკურნა იგი“ [ლუკა 22,51];

- „მაშინ ყველამ მიატოვა ის და გაიქცა. ერთი ჭაბუკი, რომელსაც შიშველ ტანზე ტილო შემოეხვია, მისდევდა მას, და მეომრებმა შეიპყრეს იგი. ხოლო მან ტილო შეატოვა ხელში და შიშველი გაექცა მათ“ [მარკ. 14,50-52].

ყოველივე ზემოთქმულის მთლიანობაში გააზრება გვაძლევს იმის ვარაუდის გამოთქმის უფლებას, რომ - საქმე გვაქვს მაცხოვრის ე.წ.  „დაცემის ეტაპის“ მედლის მეორე მხარის მისტერიულად აცხადებასთან.

მიზეზთა გამო, ჯვარცმის გზაზე წაქცეული და მტვერში ამოგანგლული მაცხოვრის მდგომარეობის ამსახველი ძველი აღთქმის ტექსტი ასე იუწყება:

„დამანახვა მან იესო მღვდელმთავარი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი, და სატანა, მის ხელმარჯვნივ მდგარი [კოდია], მის მოსაყივნებლად. უთხრა უფალმა სატანას: გიკრძალავს უფალი, სატანავ! გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი ამოარჩია! განა ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის?

იესოს წვირიანი სამოსელი ეცვა [კოდია] და იდგა ანგელოზის წინაშე. მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: გახადეთ წვირიანი სამოსელი! უთხრა მას: აჰა, წარგხოცე უკეთურება და საზეიმო სამოსელით შეგმოსავ.

თქვა: დაახურონ თავზე სუფთა თავსაბურველი! და დაახურეს თავზე სუფთა თავსაბურველი და ჩააცვეს სამოსელი; უფლის ანგელოზი კი იდგა. გამოუცხადა უფლის ანგელოზმა იესოს და უთხრა:

ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ჩემი გზებით ივლი [კოდია] და ჩემს სამსახურს შეასრულებ, გაუძღვები ჩემს სახლს და თვალყურს ადევნებ ჩემს ეზოებს, მოგცემ მისასვლელს აქ მდგომარეთა შორის“ [ზაქ. 3,1-7].


2015 წ. 27 ივნისს გამართულ ლასკარის ღია სხდომაზე, არსებული მძიმე მდგომარეობის  განხილვის შემდეგ გადაწყდა;


1. ლასკარის განთავსების ადგილი, რომელიც ჩვენი 21 წლიანი საქმიანობის უტყვი მოწმე იყო, საცხოვრებლად დაეთმოს აფხაზეთიდან ლტოლვილსა და ჩვენი ლასკარის ერთგულ წევრს ქ-ნ დინა [დიანა] ჯიქიას.

[ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ბოლო ჟამში მოღვაწე პირთა მიერ, სხვადახვა დროთა პირობითი თანამიმდევრობით, ხდება, ამა თუ იმ პერსონაჟთა გზასავალის მისტერიული ფორმით გავლა.

ამჟამად, კომენტარის გარეშე შეგახსენებთ, რომ, როგორც ვიცით  - ე.წ. „ვია დოლოროსა“-ს, იგივე - „მწუხარების გზაზე“, მაცხოვრის დაცემის ეტაპზე ხდება ვერონიკას მიერ, წაქცეული მაცხოვრისათვის, ტილოთი სახის მოწმენდა.];


2. უკვე ხსენებული ძველი აღთქმის ტექსტისა: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს სამსახურს შეასრულებ...“ [ზაქ. 3,7];  და

გამოცხადებისეული შეგონების - „ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე“ [გამოცხ. 3,19], ურთიერთ შეჯერების შედეგად გადაწყდა, რომ:

 უზენაესი ძალისადმი აღსავლენი მონანიების მიზნით, მივახლებოდით საქართველოში უმაღლეს ადგილას აღმართულ მოქმედ ეკლესიას - გერგეტის ყოვლადწმიდა სამების მონასტერს, რომლის მთავარი დღესასწაულიც ყოველი წლის - 16 ივლისს აღინიშნება. ამასთანავე:

- ვინაიდან აღნიშნული მტკივნეული პროცესის ასრულებაც ივლისის თვის მიწურულს დაემთხვა;

- ვინაიდან, თვეთა ჩამონათვალში „ივლისი“ ერთადერთია, რომელიც მეგრული კოდის მიხედვით რაღაც სვლაზე [სიარულზე] გვაუწყებს: „ივლი-სი [შენ]:, და

- ვინაიდან, ბიბლიური შეგონება გვაუწყებს: თუ ჩემი გზებით ივლი“, ანუ აქაც ფეხით სიარულზე უნდა იყოს მინიშნება,

ამიტომ გადაწყდა, რომ 2015 წლის 16 ივლისის გერგეტობის დღესასწაულზე დასასწრებად თბილისიდან ფეხით სვლის მარშრიტი დაგვეგეგმა.

აი, ყოველივე იმის თაობაზე, რისი თქმაც ამ ეტაპზე ჩავთვალეთ მართებულად.

ჩვენი საუბრის დასასრულს, პრინციპით - „ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს“, შემოგთავზებთ, თბილისიდან 157 კმ-ით მოცილებულ სტეფანწმინდაში მდებარე გერგეტის სამების მონასტრისაკენ სავალი გზის მარშრუტის ზოგად მონახაზს.

 

 

თბილისი - სტეფანწმინდა = 157 კმ.

 

პირველი დღე:

 თბილისი - ნატახტარი [17 კმ.] - არაგვისპირი [20 კმ.] = 37 კმ

1. ნატახტარი - ძველი სახელწოდებაა საფურცლე

2. მისაქციელი ზღვისდონიდან 600 მეტრი,სოფელშიცხოვრობს 2105 კაცი.

3. ლამი - ზღვის დონიდან - 650 მეტრი;

4. აღდგომელაანთკარი - ზღვის დონიდან – 580 მეტრი, ცხოვრობს 411 კაცი;

5. ნავაზი

6. წითელსოფელი - ზღვის დონიდან 600 მ.

7. ბოდორნა - ზღვის დონიდან 880 მეტრზე,

8. არაგვისპირი - ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლეზე  [მოსახლეობა - 1088 ადამიანი.] [თბილისიდან 37 კმ.].

 

 

არაგვისპირი - სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჭონქაძის თემის შემადგენლობაში. მდებარეობს მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლეზე. მოსახლეობა შეადგენს 1088 ადამიანს. სოფელი არაგვისპირი შეიქმნა სოფლების ინიანთკარისა და ჯიქურაულთკარის გაერთიანების შედეგად.

ეკლესია დგას სოფლის დასავლეთით, მთის ფერდობზე, სასაფლაოს ტერიტორიაზე.  აგებულია XVIII-XIX საუკუნეებში. 1982-1983 წლებში ჩატარდა სარემონტო სარესტავრაციო სამუშაოები.

ციხე-წისქვილი მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. შემორჩენილია 0,8-1,3 მეტრის სიმაღლეზე. ძეგლი შედგება მოზრდილი დარბაზისა (10 X 5,5 მ) და სათავდაცვო კოშკისაგან. ნაგებია რიყის ქვითა და მტკიცე დუღაბით. დარბაზში დოლაბები ყოფილა გამართული. კოშკი მრგვალია (დიამეტრი 4,2 მ), გადმოცემით ორსართულიანი ყოფილა. იგი არაგვის ხეობის ციხე-წისქვილთაგან ერთადერთი გადარჩენილი ძეგლია.

 

მეორე დღე:

 არაგვისპირი - ანანური = 23 კმ.

8 [1]. არაგვისპირი

9 [2]. ბიჩნიგაური [ქადაგიანთკარი] - ზღვის დონიდან 800 მ.

10 [3]. პიკოს რეზიდენცია

11 [4]. ჟინვალი - ზღვის დონიდან 760 მ.

12 [5]. ანანური  - ზღვის დონიდან 900 მ.  [თბილისიდან 60 კმ.] [არაგვისპირიდან ციხისძირამდე = 23 კმ.]. სოფელში ცხოვრობს 508 კაცი.

 

ანანურის კომპლექსი მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზაზე, თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით იმავე სახელწოდების სოფელში.

ციხე შედგება ორი ძირითადი ნაწილის - ქვედა ციხისა და ზედა ციხისაგან (ციტადელი).

ქვედა ციხე აგებულია XVIII საუკუნეში.

ზედა ციხე (ციტადელი) ხუთგვერდა ფორმისაა, აგებულია XVI-XVII სს-ში.

ანსამბლში შედის „ხევსურული კოშკი”, ღვთისმშობლის ეკლესია, ღვთაების ეკლესია, ეკლესია „მკურნალი”, სამრეკლო, საკანი და წყალსაცავი.

გალავნის დასავლეთ კედელში სამი კოშკია. შუა კოშკი - „შეუპოვარი” ყველაზე მაღალი და მნიშვნელოვანი თავდაცვითი ნაგებობაა. კოშკი თავდაპირველად ექვსსართულიანი ყოფილა.

ზედა ციხის ცენტრში დგას ე. წ. ხევსურული კოშკი (4,8 X 4,6 მ), იგი ანსამბლის ყველაზე ადრინდელი ნაგებობაა (თარიღდება XIV-XV სს-ით).

ანსამბლის მთავარი ნაგებობა - ღვთისმშობლის ეკლესია დგას „ხევსურული კოშკის” აღმოსავლეთით.

ზედა ციხის დასავლეთ მონაკვეთში დგას ღვთაების ეკლესია. იგი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა (16,4 X 13,3 მ), ნაშენია ნატეხი ქვითა და აგურით. აგებულია XVI ს-ის ბოლოს ან XVII ს-ის I ნახევარში.

ზედა ციხის აღმოსავლეთ კიდეში დგას ეკლესია „მკურნალი”, რომლის თითქმის მთელი კორპუსი გალავნის გარეთ გადის. თარიღდება XVI ს-ის II ნახევრით.

ეკლესია „მკურნალზე” დაშენებული სამრეკლო რვაგვერდა ღია ფანჩატურს წარმოადგენს. თარიღდება XVII ს-ის II ნახევრით.

 

მესამე დღე:

 ანანური - ფასანაური = 20 კმ.

12 [1]. ანანური

13 [2]. ციხისძირი  - ზღვის დონიდან 900 მეტრი. თბილისიდან - 65 კმ. [არაგვისპირიდან -  28 კმ.] მოსახლეობა - 277 ადამიანი.

14 [3]. პავლეური - ზღვის დონიდან 900 მ.

15 [4]. ცივწყარო;

16 [5]. მენესო  - ზღვის დონიდან 820 მ, [14 ადამიანი];

17 [6]. სონდის ხევი [პიკოს რეზიდენციიდან 18 კმ.];

18 [7]. ჭართალი - ზღვის დონიდან 1200 მ. [279 ადამიანი];

19 [8]. მუგუდა

20 [9]. ხანუშა

21 [10]. ხანდო

22 [11]. ბიბილიანი

23 [12]. ფასანაური - ზღვის დონიდან 1050 მ . [724 ადამიანი] [თბილისიდან 80 კმ.].

 

ფასანაური - დაბა დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების მთიულეთის და გუდამაყრის არაგვის შესაყართან, საქართველოს სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1050 მ,  მოსახლეობა 724 კაცი.

ფასანაური თბილისიდან 80 კილომეტრშია.

გადმოცემებიდან ცნობილია, რომ ეს ადგილი ძველად წარმოადგენდა ვაჭრობის ერთ–ერთ ცენტრს, თანამედროვე გაგებით, ის საბაჟო–გამშვები პუნქტის ფუნქციას ასრულებდა. მისი სახელწოდებაც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა, სავარაუდოდ ის დაკავშირებული სიტყვასთან “ფასი“.

დაბაში მდებარეობს წმ. პეტრეს და პავლეს სახელობის ეკლესია, რომელსაც აუარებელი მრევლი ჰყავს.

 

მეოთხე დღე:

ფასანაური - ზემო მლეთა = 20 კმ.

23 [1]. ფასანაური [ზემო მლეთამდე - 20 კმ]

24 [2]. ჩაბარუხი;

25 [3]. ქავთარაანი

26 [4]. ქოჩორაანი

27 [5]. ზემო ამირნი

28 [6]. ჩოხელნი - ზღვის დონიდან 1200 მ.

29 [7]. ხარხეთი

30 [8]. ნადიბანი

31 [9]. ნაგორევი

32 [10]. ქვეშეთი - ზღ. დ. 1300 მეტრი,  [355 ადამიანი] [თბილისიდან 90 კმ]

33 [11]. არახვეთი - ზღვის დონიდან 1520 მ. [326 ადამიანი]

34 [12]. ქვემო მლეთა - ზღვის დონიდან 1480 მ.

35 [13]. ზემო მლეთა - ზღვის დონიდან 1680 მ. [176 ადამიანი].

 

სოფელ ზემო მლეთის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი - 7 კილომეტრია ეკლესიამდე. 

ლომისის ტაძრის ტრაპეზი ორსაფეხურიანია. მასზე შეწირული ხატებია დასვენებული. არავინ იცის, სად არის ლომისის სასწაულთმოქმედი ხატი. ამბობენ, შიშიანობის დროს დეკანოზებს იგი გადაუმალავთ და სანაცვლოდ მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ. გადამალული ხატი ვეღარ უპოვიათ. ასლი ახლა მლეთის ეკლესიაში არის დაბრძანებული.

 

მეხუთე დღე:

ზემო მლეთა - გუდაური = 20 კმ.

35 [1]. ზემო მლეთა [176 ადამიანი]

36 [2]. სეთურნი - პირველი სოფელი მლეთის უღელტეხილის თავზე;

37 [3]. ქუმლისციხე  - ზღვის დონიდან 1840 მ. [სტეფანწმინდიდან 40 კილომეტრი]. [38 ადამიანი]

38 [4]. გუდაური - ზღვის დონიდან 2196 მ. [თბილისიდან 120 კმ-ში, სტეფანწმინდამდე - 37 კმ.] [8 ადამიანი]

 

1. ქუმლისციხე  სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (გუდაურის თემი), მდებარეობს ჯვრის უღელტეხილის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1840 მეტრი, სტეფანწმინდიდან 40 კილომეტრი. სოფელში ცხოვრობს 38 კაცი.

2. გუდაური - თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე. სოფელში ცხოვრობს 8 კაცი.

 

მეექვსე დღე:

გუდაური - ალმასიანი = 17 კმ.

38 [1]. გუდაური [ჯვრის უღელტეხილამდე 3 კმ.]

39 [2]. ბაიდარას ველი

40 [3]. ჯვრის უღელტეხილი (ხევისყელი) — უღელტეხილი ხევის კავკასიონის მთავარ ქედზე. მდინარეების ბიდარისა (თერგის მარჯვენა შენაკადი) და მთიულეთის არაგვის წყალგამყოფზე, სიმაღლე 2379 მ.

41 [4]. კობის თემი:

42 [5]. ალმასიანი - ზღვის დონიდან 1960 მ. [სტეფანწმინდიდან დაშორებულია 20 კილომეტრით.] - ცხოვრობს 13 ადამიანი.

 

მეშვიდე დღე:

ალასიანი - სიონი - სტეფანწმინდა = 20 კმ.

42 [1]. ალმასიანი

43 [2]. კობი - ზღვის დონიდან 1970 მ. [სტეფანწმინდიდან 18 კილომეტრი] - ცხოვრობს 26 ადამიანი;

44 [3]. ყანობი -ზღვის დონიდან 2040 მ., სტეფანწმინდიდან 17 კილომეტრი, ცხოვრობს 565 ადამიანი

45 [4]. ვარდისუბანი - - ზღვის დონიდან 1860 მ. [სტეფანწმინდიდან 10 კილომეტრი]

46 [5]. სიონი  - ზღვის დონიდან 1860 მ. [სტეფანწმინდიდან 8 კმ.] ცხოვრობს 384 ადამიანი

47 [6]. გარბანი  ზღვის დონიდან 1830 მ. [სტეფანწმინდიდან 7 კილომეტრი] ცხოვრობს 342 ადამიანი

48 [7]. არშა - ზღვის დონიდან 1760 მ. [სტეფანწმინდიდან 6 კილომეტრი]. ცხოვრობს 565 ადამიანი

49 [8]. აჩხოტი - ზღვის დონიდან 1760 მ. სტეფანწმინდიდან 5 კილომეტრი, ცხოვრობს 251 ადამიანი

50 [9]. ფანშეტი - ზღვის დონიდან 1790 მ. [სტეფანწმინდიდან 4 კილომეტრი].  სოფელში ცხოვრობს 58 კაცი.

51 [10]. სტეფანწმინდა (ყოფილი ყაზბეგი) - დაბა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში, მყინვარწვერის ძირში ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. თბილისიდან 157 კმ. ცხოვრობს 1820 ადამიანი

 

 

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების მონასტერი

გერგეტი - გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. კომპლექსში შედის:

სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები),

სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და

საბჭეო (XV საუკუნე).

გეგმით ოთხკუთხა ტაძრის გუმბათი ეყრდნობა აფსიდის კედლებსა და თავისუფლად მდგარ 2 ბურჯს. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრატებით. ფასადები და გუმბათის ყელი, აგრეთვე ორსართულიანი სამრეკლოს ფასადებიც მოჩუქურთმებულია. ტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულ მცირე ზომის საბჭეოში იკრიბებოდა უხუცესთა საბჭო, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა.

სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. 1392 გუჯარში გერგეტის სამების მონასტერთან ერთად მოხსენიებულია „არაგუზე ციხე გერგეტაული“.

ვახუშტი სამების ეკლესიას მიიჩნევს მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმ. ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად.

 ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია (თუმცა ძველი წყაროებისა და არქიტექტურული სტილის მიხედვით წმ. სამება საქართველოს ეკლესიის აღმავლობის ხანაში, XIV საუკუნეშია აგებული), არც მის მშენებლებსა და მშენებლობაზეა შემონახული ცნობები. მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის“ მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული.

ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი - სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული.

ადრე გერგეტის სამების ტაძრის ადგილას, როგორც თეიმურაზ ბატონიშვილის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული.

გიორგი ბრწყინვალემ ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დააკისრა, რომლებიც „სამების საყდრისშვილებად“, მის ყმებად ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ.

გერგეტის სამება „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – წმინდა ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა. აქვე, გერგეტში იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“ – დოკუმენტების კრებული, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევის და აგრეთვე საქართველოს ისტორიის შესახებ.

ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა:

ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია:  „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო“. მეფეები ასეც მოქცეულან. 

ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ.

ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ.

აქედან კი გერგეტში, „ელგეშის“ ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია,

ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.

 

მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: „წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო“.

ასეც მოქცეულან და ყველანი - ცხენით თუ ფეხით - ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა.

მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.


მიხეილ [გელა] სალუაშვილი