Print

გაზეთი № 18 [966]

2015 წ. 31 ივლისი - „სიმონ კვირინელის“ მისტერიის

 ასრულების დღე?!

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

გაზეთის წინა ნომერში ჩვენ ვწერდით - „ როგორც ვიცით  - ე.წ. „ვია დოლოროსა“-ს, იგივე - „მწუხარების გზაზე“, საეკლესიო სწავლებით, მაცხოვრის ე.წ. 14 შესვენებაა გამოყოფილი.

წინამდებარე სათქმელი, ჩვენს თვალწინ მისტერიულად მიმდინარე „ჯვარცმისეული ეტაპის“, ანუ „მწუხარების გზის“ იმ მონაკვეთს ეხება, რომელსაც პირობითად: „მაცხოვრის დაცემიდან“ – „სვიმონ კვირინელის გამოჩენამდე“ ეტაპზე მოსახდენი ჰქვია...“ [იხ. გაზ. №17[965], გვ.1].

ამჟამად კი უშუალოდ - „სვიმონ კვირინელის ეტაპის“ თაობაზე გვინდა ვისაუბროთ.

 

30 ივლისის ხუთშაბათი დღის მისტერია

2015 წ. 6-9 ივლისს დადებული წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, ბ-ნი ა.ი. 30 ივლისს, ხუთშაბათს, ლასკარის ოფისში დაგეგმილ შეხვედრაზე არ მობრძანდა.

მკითხველისათვის უკვე ცნობილი პრობლემის მოგვარებისათვის საჭირო გადაუდებელი ქმედების განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე, მუხიანში, საღამოს 6 საათისათვის შემდგარი შეხვედრა, მძიმე ემოციურ ფონზე წარიმართა.

რამოდენიმე ხნის უკან, ბ-მა მევლუდ მამადაშვილმა, თავისი მეგობრის და ჩემთვის უცნობი, ბ-ი ვლადიმერ ბადაგაძის ხელშეწყობით, მოახერხა ჩვენ წინ მდგარი პრობლემის გადასაჭრელად საჭირო იმ თანხის მოძიება, რომელიც, თავის მხრივ, თავად ბ-ნი ვლადიმერის ფინანსური პრობლემების დროებით მოგვარებისათვის იყო გამიზნული.

31 ივლისის დღის ბოლომდე საჭირო თანხის  [არებული საბანკო ვალის პროცენტის] გადაუხდელობის შემთხვევაში, ბანკის მიერ განხორციელდებოდა ბ-ნი ვლადიმერ ბადაგაძის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის კონფისკაცია.

საკითხის მოგვარებისათვის [ანუ ჩვენს მიერ ბ-ნი ვლადიმერისათვის ვალის დასაბრუნებლად] გადაწყდა, რომ იპოთეკური ვალდებულებით დატვირთულიყო - ჩემს საკუთრებაში მქონე გლდანის მასივის ბოლოს მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 50 კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართის მქონე ნაგებობა.

ბ-ნი ვლადიმერ ბადაგაძის მანქანითვე  [მე და ბ-ნი მევლუდ მამადაშვილი, და მისი მეგობარი ბ-ნი ხარება] მივედით აკ. წერეთლის გამზირზე მდებარე შესაბამის ოფისში. ვინმე ქ-ნ დარეჯანთან გამართული მცირე საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ საჭირო თანხის გამოყოფა მოხდებოდა მეორე დღეს - 31 ივლისს.

უკან დაბრუნების გზაზე, მანქანაში მიმდინარე საუბრისას გაირკვა, რომ ბ-ნი ვლადიმერი, მისი ეკლესიისადმი სათანადო დამოკიდებულების მიუხედავად, მიზეზთა გამო, გულსაკიდ ჯვარს არ [ვერ] ატარებდა.

მე მას ვთხოვე, რომ ვიდრე მუხიანში მიმიყვანდა, იქნებ ჯერ სახლში [თემქის დასახლება] გაევლო, მის მიერ შეძენილი გულსაკიდი ჯვარი აეღო და გზა შემდეგ გაგვეგრძელებინა.

ბ-ნი ვლადიმერი გულწრფელად დამთანხმდა. სახლიდან გულსაკიდი ჯვარი ჩამოიტანა, მაგრამ მისი გულზე დაკიდება მხოლოდ იმ დროს მოხდა, როდესაც თემქიდან მომავლები მუხინში მდებარე მირიან და ნანა დედოფლის სახელობის ეკლესიას მივუახლოვდით.

მეორე დღის შედეგების მომლოდინენი, პრობლემების გამო გულდამძიმებულნი საღამოს ათი საათისათვის დავშორდით ერთმანეთს.

 

31 ივლისის პარასკევი დღის მისტერია

ვფიქრობთ, რომ ამ დღეს მომხდარის დეტალური აღწერის გარეშეც, მკითხველი ადვილად წარმოიდგენს იმ სულიერი დაძაბული ფონის მთელ სიმძიმეს, რაც ბინის დაკარგვის რეალური საფრთხიდან გამომდინარე საჭირო თანხის სასწრაფოდ მოძიებით იქნებოდა გამოწვეული.

დილიდან მოყოლებული საღამომდე, სულიერად დათრგუნვის ხარჯზე, მევახშეების მიერ დადგმულ „სპეკტაკლში“ გვიწევდა უნებური მონაწილეობა - რამოდენიმეჯერ მოგვიხდა გლდანში მდებარე ნაკვეთის სანახავად მათი აყვანა; სხვადასხვა პირებისათვის გადასახდელი პროცენტების საკითხზე „ვაჭრობა“ და სხვა.

საბოლოოდ გაირკვა, რომ ბ-ნი ვლადიმერისათვის დასაბრუნებელ ვალში მოაზრებული თანხის სასწრაფოდ მოძიების მიზნით, საჭირო იყო - მევახშეების მიერ „მოძიებული“ სესხი, ისევ ბ-ნ ვლადიმერ ბადაგაძის სახელზე გაფორმებულიყო.

შეიქმნა ძალიან მძიმე მდგომარეობა - ბ-ნი ვლადიმერი, რომელმაც მევლუდ მამადაშვილთან მეგობრობიდან გამომდინარე, თავის დროზე ხელი გაგვიმართა, მისთვის ამ ვალის დაბრუნებისათვის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვის გზით აღებული თანხის დროულად მოძიების მიზნით, იძულებული ხდებოდა ახალი სესხის აღების ხელსეკრულება გაეფორმებინა.

მაშასადამე - თავის ვალს იბრუნებდა, მაგრამ ამავე დროს ხდებოდა ამ თანხის სესხად ამღები პირი.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ბ-ი ვლადიმერ ბადაგაძე, სულიერი მღელვარების ფონზე იძულებული შეიქნა დათანხმებოდა ამ „ჯვრის“ საკუთარი მხრებით ტარებას.

საღამოს ექვსის ნახევრისთვის, ანუ სესხის აღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის ნოტარიულად გაფორმების შემდეგ, ისიც გაირკვა, რომ მევახშეებმა, ისარგებლეს რა ჩვენს წინაშე არსებული მძიმე პრობლემით, გაფორმებული სესხის 10%-ის მითვისება მოახერხეს.

იმის გამო, რომ საღამოს ექვს საათამდე ბანკში მისვლა უნდა მოგვესწო, იძულებული გავხდით, მევახშეებთან გამართულ მხოლოდ რამოდენიმე წუთიან საუბარში გამოგვეხატა ჩვენი უკმაყოფილება, რომელიც პრინციპში უკვე ვეღარაფერს ვეღარ შეცვლიდა.

მათი ასეთი „საქციელით“ მორალურად და ფიზიკურად დათრგუნულებმა, პირობითი „ჯვრის“ სიმძიმის მხრებზე შეგრძნების ფონზე, ვალის დაბრუნების მიზნით საჭირო ბანკში მისვლა ზუსტად ექვსი საათისათვის მოვახერხეთ...

მოგვიანებით, დამშვიდობების შემდეგ ბ-ნ ვლადიმერს ვთხოვე გაეაზრებინა გულსაკიდი ჯვრის რწმენით ტარების არსი და შეძლებისდაგვარად აღარ განერიდებინა იგი...

 

  მეშვიდე შესვენება, ანუ  

„სიმონ კვირინელის მისტერიული“ არსი

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, მოკლედ გვინდა გაგაცნოთ წმიდა წერილებში დაფიქსირებულ მინიშნებათა ნაწილი.

როგორც ვიცით, იოანეს სახარების გარდა სამივე სახარება იუწყება სიმონ კვირინელთან დაკავშირებულ ინფორმაციას. რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

 „გზაში შემოხვდათ ერთი კირენელი კაცი [ძველქართულით - „პოვეს კაცი კჳრინელი“], სახელად სიმონი; და აიძულეს წამოეღო იესოს ჯვარი.“ [მათე 27,32]

და აიძულეს მინდვრიდან მომავალი ერთი კირენელი კაცი [ძველქართულით - „ვინმე კჳრინელი“], სახელად სიმონი, ალექსანდრესა და რუფუსის მამა, ეტვირთა იესოს ჯვარი.“ [მარკ. 15,21]

ის რომ მიჰყავდათ, შეიპყრეს ვინმე სიმონ კირენელი [ძველქართულით - „ვინმე კჳრინელი“], მინდვრიდან მომავალი, და აჰკიდეს მას ჯვარი, რათა წამოეღო იესოს კვალდაკვალ“ [ლუკა 23,26].

როგორც ვხედავთ, თანამედროვე ქართულში დაფიქსირებული - „კირენელი“, ძველქართულში - „კჳრინელი“-ს, ანუ - „კვირინელი“-ს სახითაა მოცემული.

მოდით ვნახოთ რას გვკარნახობს კოდი „კვირინელი“. იგი ასე შეიძლება დაიშალოს:

„კვირინელი“ = „კ-ვირი-ნელი“

საუბრის გაგრძელებამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენს მიერ 2009 წ. 7 იანვრით დათარიღებულ ბროშურაში: [„ვირი“ – „ზეცაში ასვლის დრო“, ანუ ქართველურ ენათა საიდუმლონი“], დეტალურად გვაქვს განმარტებული კოდირებული - „ვირი“-ს არსი.

კერძოდ - „ირკვევა, რომ თავდაპირველად ვირი ქართულსა და ქართველურში ეხლანდელის მსგავსად გარკვეული ცხოველის სახელი კი არა, არამედ მამრობითობის, მამალი არსების აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი ყოფილა“ [იხ. იქვე, გვ. 26];

და - „რომ, სიტყვა  „ვირი“ თანამედროვე ღუნუქურში „შუა ხნის მამაკაცს“ ნიშნავს“ [იხ. იქვე, გვ 30].

აღნიშნულს, თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ასო-ნიშანი: „კ“, კ[აცის], ხოლო სიტყვა „ნელი“ დროითი ტერმნის არსის შემცველია, მაშინ უფრო გაგვიადვილდება იმაში გარკვევა, რომ კოდი - „კვირინელი“, ანუ: „კ [კაცი] - ვირი [შუა ხნის მამაკაცი] - ნელი“, იგავურად გვაუწყებს ბოლო ჟამის გარკვეულ მონაკვეთში: „ნელა“ მოსახდენ, „შუა ხნის მამაკაცთან“, ანუ „კაცთან“ დაკავშირებულ მისტერიულ პროცესზე. 

ზემოთხსენებული გვარისმიერი მინიშნება კი ასეთია: „ბადაგაძე“, ანაგრამის გამოყენებით გვკარნახობს:

„ბაგა“ – „და“ - „ძე“.

როგორც ლასკარისეული ცნობიერებით ვიცით, ბოლო ჟამში „შობისა“ და „ძალმოსილებით აღწურვის“ პროცესების დროითი თანხვედრა ხდება.

ამიტომ, კომენტარის გარეშე აღვნიშნავთ, რომ კოდირებული: „ბადაგაძე“, ანუ ანაგრამით: „ბაგა“ – „და“ - „ძე“, იგავურად, სწორედ ზემოთაღნიშნული დროის მოახლოებაზე უნდა გვანიშნებდეს.

ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ინფორმაციის გადმოცემით შემოვიფარგლებით. ხოლო მათთვის ვისაც ყური სასმენლად აქვს ვიტყვით, რომ - 2015 წლის 30-31, ანუ ხუთშაბათ-პარასკევ დღეს მომხდარით - „სიმონ კვირინელის ეტაპის“ გავლის მისტერიული პროცესის ასრულებასთან უნდა გვქონდეს საქმე.

ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი სახელი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ!.

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

არ არს ადვილი

ქრისტეს რაინდი უნდა იყო:

გაფურთხებდნენ და პატიობდე,

გიბრიყვებდნენ და ურიგდებოდე...

უფლის გზა ითხოვს:

უნდა დათმო მიწიერი გზასავალი,

სულიერად უნდა ამაღლდე „უვიცთ“ წინაშე,

სინანულისკენ უხმობდე ყველას

და - ღვთის სიტყვას ქადაგებდე...

წუთისოფელი ბრძოლის ველია,

ხოლო ცხოვრება - როლის თამაში.

გადანაწილდა ზეცას როლები მიწიერთათვის...

თქვენ როგორ ფიქრობთ:

განა მართლა როლებს ვთამაშობთ?

ზეცამ გვარგუნა ეს ბედისწერად -

„ზეციერთ როლები“.

ძნელია, უფლის მოსაწონად რომ ირაინდო...

გზა: ეკალ-ბარდით დაფარულია.

აბა, ვირაინდოთ ქართველებო!

აბა. ვი-ზვიადოთ გულ-ზვიადნო...

თუმცა, ზვიადს ვინ შეედრება...

ზეცის წიაღში დავანებული,

და განღმრთობილი ცხებული მეფე,

ზეცის სამეუფო ტახტზე დაბრძანდება...

19.04. 2015 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

იდუმალი გასაუბრება მამა გაბრიელთან

წუხელ სიზმარში - მერგო პატივი,

და მამა გაბრიელს გავესაუბრე...

მდუმარედ გადამიშალა

ზეცის სამყაროს ფერები,

ციურ სიხარულს ვეღარ ვმალავდი,

როს გაბრიელ ბერს მივუახლოვდი...

შევბედე - მამა გაბრიელ,

მდუმარედ რატომ მიყურებ!

ვერ ვგუობ სევდიან მზერას,

მსურს ვუყურო შენს ხატებას -

ზეციური სიხარულით გაბრწყინებულს...

მინდა გაგეხსნა - მამა გაბრიელ!

ხანდახან მეც კი ვხალისობ...

თუ დადუმდები, კიდევ შეგბედავ:

უფრო მეტს ვიგებ მდუმარებიდან,

თუმც, თქვენებრ - არ ჩავწოლილვარ კუბოში...

ვერ ვბედავ - მსწრაფლ დამმარხავენ.

ხომ იცი, ჩვენს ერს რა „ზნე“ სჭირს:

ცოცხლებს მარხავენ, საქართველოში.

„ჰოი, დიდებულო უფალო!

როდემდე უნდა ითმინო?

ალბათ, მეორედ მოსვლამდე,

ალბათ, ჟამამდე უფლისა“.

წამოგვაშველე მამა გაბრიელ,

ზეცის ნათელი სასუფევლიდან...

როს გაიცინა - სალოსურადა,

სმენა დავძაბე,

რომ გამეგო რას ჩურჩულებდა,

მდუმარება ვით დაარღვია:

„მოუხდებოდა დღეს ჩემს ერს:

ილიას სიტყვის ლახვარი,

„ნინოს გზა“ - განსაწმენდელად,

უამრავ კითხვაზე ითხოვენ პასუხს ზეციერები...

რატომ ხდება ასე?

ნეტავ „რა ზნე“ გჭირთ უშველებელი -

ორგულობისა, ორპირობისა!?

ზეციდან ამას გაუწყებთ:

მალე დამთავრდება დუმილის „პიკები“,

და განიკითხებიან

ზნე-დაცემული ჩინოვნიკები...“

შევბედე - კიდევ რას გვეტყვი წმიდა მამაო?

კითხვის პასუხად, კვლავ კითხვითვე

გააგრძელა ბერმა საუბარი:

„რა დამრჩენია სათქმელი?

ზეციდანა კვლავაც ვქადაგებ -

არ გაგიკვირდეთ რაც ხდება

„ბოლო ჟამია“...

იცოდეთ - მსუბუქი განკითხვის ჟამი გაილია,

მძიმე განკითხვის დადგება ჟამი...

იცოდეთ - უფალი ყველაფერს აჯამებს,

თითქოს ცა და მიწა ანგარიშს აბარებს...

გამოფხიზლდი ერო ჩემო!...

„განიწმინდეთ“ - უფლის დრო მოდის!..

ნაბრძანებია ზეციდან:

„აბა, ჩქარა, „მელიები“ სოროსაკენ,

ღირსეულნი - „მაღალ ტახტზე“...

24. 04 2015 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

მესიის მისია, მეორედ მოსვლის ჟამს

I.

კაცობრიობის ჯვართმტვირთველი,

მოდის მესია - მისიისთვის, განკითხვისათვის...

კაცობრიობის „ქაოსური“ ტალღა ისე ირევა,

მიღმიერიდან ლანდად მოჩანს გზები უფლისა!...

უფალი მოდის - ვნებიან გზებზე,

პირველად მოსვლის გზებს იმეორებს მისტერიულად,

კვლავ ჯვარს მოათრევს გოლგოთაზე,

სვენებ- სვენებით...

დღეს ის ჟამია, მომკელი დადის,

კაცობრიობა, უფლის წინაშე, გამოცდას აბარებს...

იფხიზლეთ, ირწმუნეთ, იღვაწეთ ერებო!...

რამეთუ - მთვლემარე ერები აღიგავება...

 

II.

კაცობრიობის ჯვართმტვირთველო,

მრავალ ჭირთ მთმენო უფალო იესუ,

მსურს აჩრდილივით შემს გზებს ავედევნო,

და ლოცვად მუხლმოყრილი, შეგევედრო:

„იხსენი ერი ჩემი - ურწმუნოებისაგან, უღვთო ცხოვრებისაგან, იწროებისაგან, გარეშე და შინაური მტრებისაგან; კეთილად შეცვალე მათ გულებში ყოველგვარი ბოროტი ზრახვანი, იხსენი ბოლო ჟამის მოძალებული ურჯულოებისაგან, რათა შეძლონ სატანის კლანჭებისაგან თავდახსნა, მიეცი მათ გაბრძოლების უნარი, სურვილი და შესაძლებლობა, რათა სძლიონ სატანას...

ვაგლახ, რომ დღეს ძლეულია ჩემი ერი და ქვეყანა სატანისაგან... მოგვეც უფალო, კიდევ „ერთი დღე“ სატანასთან გაბრძოლებისა, რათა ლახვარი ჩავსცეთ გაუკუღმართებულთა უღვთო გზებს...

შეცვალე უფალო ჩემი ერი - სულიერად, რათა სულიერად განწმენდილნი, ოქრო-ვერცხლით მოყვარეობას განშორებულნი, ღვთის მადლ შეძენილნი, ერთობით მიუყვებოდნენ შენს წმინდა გზა-სავალს...

დაე, იმძლავროს ძალამ უფლისა, მადლმა შენმიერმა - ღმერთო მაღალო!...

 დღეს ორთაბრძოლაა ქართველთ სულში კეთილისა და ბოროტისა, ღმერთისა და სატანის „ორთაბრძოლაა“.

ჰეი, ქართველებო!.. გმირო ქართველებო!.. დღეს ქართველთ სულებში და საქართველოში - „დიდგორობაა“, „დავითობაა“. შამქორის ბრძოლა - მოსაგებია... კრწანისის ველი კვლავ გველოდება - თავდადებისთვის, რწმენისთვის, სამშობლოსათვის...

თუმცა, დღეს სულ სხვა დროა - „ბოლო ჟამია“. ქართველთ მისიაც განსხვავებულია. უფრო ამაღლებული და აღმატებული როლი გვაქვს, ღვთისა და ერის, კაცობრიობის წინაშე... ამ „როლს“ - საქართველოს სულიერი მისისა ჰქვია.

დაე, გვიწინამძღვროს „ზეცის კრებულმა“, რათა ღირსეულად აღვასრულოთ საღვთო მისია.

დღეს, სულიერის ეპიცენტრი - საქართველოა. სწორედ ამიტომაც, აქ ვლინდება „პიკი“ ღმერთისა და სატანის სულიერი „ორთაბრძოლისა“.

მჯერა, სუეტი ნათლისა აღიმართება ქართველთ სულებში, „ძლევაი საკვირველი“ ნათლად გაცხადდება...

ვერ ხედავთ - „ზეცის ლაშქარი“ მოემართება საქართველოში. ნეტავ რას გვამცნობს „ზეციურს?“

ჰეი, ქართველებო - მიგებება უნდა ზეციერს, სიყვარულით შეგებება.

მოდით, აღვავსოთ სიყვარულით ჩვენი გულები, ერთურთს შევუნდოთ და მოვეფეროთ...

მტრობამ რაც დაგვმართა ხომ ვხედავთ, იქნებ გვიშველოს ძმობამა, ქართველთ ერთურთის ნდობამა...

უფლის გზაზე, ჩამქრალ პატრუქებს ავუნთოთ შუქი, რომ გაგვინათდეს გზა-სავალი ამერ-იმერის...

რომ ჟამს უფლისას, მეორედ მოსვლისას, შევეგებოთ წმინდა სულებით...

ამბობენ - ასე გვამცნობენო ზეციური სამყაროს მითები:

ბოლოჟამს ღვთისმშობელს გეზი საქართველოსკენ აუღია. გზაში ქართველთ სიმღერის ხმა შესმენია - „ჩემო ლამაზო სამშობლოვ, სენ კი გენაცვალე!..“

ამის შემდეგ ზეცაში, თურმე ძალიან დიდხანს ისმოდა ღვთისმშობლის ცრემლნარევი ხმა: „იმღერე და იდღეგრძელე ჩემო ერო, შემოენთე ზეცის მწვერვალს ნათლის სვეტად!..“.

სხვა რა გითხრა წილხვდომილ ერს?

გამოგიტყდებით, რომ გულში ლოცვაც მაქვს და საყვედურიც, ბრაზმორეული და ცრემლმორეული ვარ...

რად მტკივა სული?

თქვენ გმობთ „სულიწმიდას“...

სხვა რა გითხრათ? აჰა, - თქვენთვის გადამიშლია ზეციდან გული „პალმის რტოებად“ და გადაიარეთ, თუ გადარჩებით!..

მაგრამ ხომ იცით - გზა დაგმობისა ვერ გადაგარჩენთ.

დაჩოქილი და დაგმობილი ვარ თქვენს წიაღში.

მინდა გაგაფრთხილოთ: წინ, „ქრისტეს გზის“ დასასრული - განკითხვა გელოდებათ... მაშინ უკვე მეოხებას ვერ დაგპირდებით, რადგან დამგმობთა მეოხებაც ცოდვად შეირაცხება...

 

2-9 მაისი 2015 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

ქრისტეს აღდგომას გილოცავთ,

მის გზასა და მოსვლის კვალსა!...

მისი მადლი საქართველოს

გაუბრწყინებს მომავალსა...

მაშ, მისმინეთ ქართველებო,

კარგად მიგდეთ ყველამ ყური:

საქართველოს ძლიერ მალე

ელოდება სასწაული...

დაწყნარდით და მოისმინეთ,

რად ხართ აღელვებულები?!

მოდის, მოდის მაცხოვარი,

შევხვდეთ გახარებულები!..

გაცხადდება უფალი და

გზად შეხვდება წვეულებსა,

და გაგვაცნობს მასთან ხლებულ

თავის ამორჩეულებსა!...

 ეკატერინე

ხრიკული

 

ბევრჯერ დავწერე ლექსებში:

მოსალოდნელი რაც არის...

თითქოს არავის არ ჯერა,

თითქოს ჰგონიათ ზღაპარი.

ამას მხოლოდ ის ირწმუნებს,

ვინც არის უფლის მორწმუნე:

„განკითხვა“ სამზადისშია,

ხელთა აქვს უკვე ნამგალი,

დედამიწაზე, სულ მალე,

„ყანა“ იქნება სამკალი...

მერე გვიანი იქნება,

როცა მოხვდებათ „ნამგალი“,

და მერე მაშინ იკითხონ:

„ტყუილია, თუ მართალი?“..

 ეკატერინე

ხრიკული

 

ჩემო ტანჯულო სამშობლოვ,

გვნებენ უგვანო შვილები,

მიწა-წყლის შემარცხვენლებმა

მამულს არჩიეს ფულები...

მტერი რომ შემოგვესიოს,

განა წინ დაუხვდებიან?

ოღონდ ფულები შეპირდნენ,

მონებად გაუხდებიან...

მაგრამ - ერთგულნიც ბევრი გყავს,

შენთვის რომ უძგერთ გულები,

უფლისგან გამორჩეულნი,

ლასკარში გამოზრდილები

სხეულს ჭურჭლად რომ აქცევენ,

სანთლად უნთიათ სულები...

შუქი ყოველ წამს მატულობს,

სიბნელესა სძლევს ნათელი.

სულ მალე საქართველოში:

იბრწყინებს უფლის სახელი!..

 ეკატერინე

ხრიკული

 

დიდ ლასკარს - საქართველოს!

ლასკარულ სულის მქონებლთ,

ვულოცავ - გიორგობასა!

ჩემს საქართველოს,

წილხვდომილს

მარიამ ღვთისმშობლისასა...

ჩვენს კუთვნილს ნურვის დავუთმობთ,

ნურც ჩვენ მოვითხოვთ სხვისასა...

მინდა სუყველამ შევიგრძნოთ

დიდი დრო გვიახლოვდება:

ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს

საქართველოს გაბრწყინება!

ხელს ვერავინ ვერ შეუშლის,

უფალმა ასე ინება!..

ეკატერინე

ხრიკული

 

...

ყველას გასაგონად ვამბობ:

ვერვინ დაჩაგრავს ლასკარსა,

„კეთილი“ დაგვეხმარება,

შევიძენთ - „ნათელ დარბაზსა...“

უფალიც იქ გაცხადდება,

მოშურნეს დასცემს თავზარსა.

როცა დამხმარე მოგვივა,

მოგვიტანს ახალ ამბავსა,

უფალი - მოწყალეა, და

არ დაუკარგავს ამაგსა...

და როცა ჟამი ჩამოჰკრავს

უბოძებს უკვდავებასა.

მადლიანი ხარ ლასკარო,

ტანჯვის გზა გამოიარე,

თოვლში, ქარსა და წვიმაში

მუხლჩაუხრელად იარე...

ჩვენც ჩვენი საქმე ვაკეთოთ,

ვადიდოთ ჩვენი უფალი,

მას დავულოცოთ გზა-კვალი,

გამოჩინების დრო არი!

 ეკატერინე

ხრიკული