Print

გაზეთი №19 [967]

პეტრე მოციქული, ანუ

„მამლის ყივილიდან“ – „აღდგომამდე“ მოსახდენი მისტერია

 

საყვარელნო, ნუ იუცხოვებთ თქვენს გამოსაცდელად მოვლენილ ცეცხლოვან განსაცდელს, თითქოს რაღაც უჩვეულო რამ დაგმართოდეთ. არამედ ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარნი, რათა მისი დიდების გამოცხადებითაც იხარებდეთ და ილხენდეთ

[1 პეტრე 1,12-13]

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ბოლო ჟამი, უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადებამდე არსებული დროის ის მონაკვეთია, რომელშიც უნდა აცხადდეს, ამ დროის დადგომის შესაცნობი ყველა წინასწარ ნაუწყები ნიშანთაგანი.

თავის მხრივ, ამ ნიშანთა ასრულება - წინასწარ შესაცნობ „კანონზომიერებას“, ანუ მკაცრად განსაზღვრულ თანამიმდევრობას არ  ექვემდებარება. კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში ერთგვარი რიგითობა იკვეთება, ზოგჯერ ეს ნიშნები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს და ა. შ.

ჩვენი მოქმედების ერთ-ერთი მთავარი მიზანი - წინასწარნაუწყებ ნიშანთა აცხადების დროის შეცნობა და, ბოლო ჟამის ბობოქარ დროში მცხოვრებთა წინაშე, მათი წარმოჩენაა.

როგორც ვიცით, ამ მოსახდენი ნიშნების შინაარსობრივი სიმძიმიდან გამომდინარე, ბიბლიაში, ბოლო ჟამი - „გაპარტახების [ანდა: გატიალების] სიბილწედაა“ სახელდებული [იხ. მათე 24,15; დან. 12,11].

აქვე უნდა ითქვა ისიც, რომ ამა-თუ-იმ ნიშნის აცხადებისას, ჩვენ უფლება არ გვაქვს საკუთარი ემოციებით ვიხელმძღვანელოთ. ჩვენი ვალია - ცივი გონებით მივუდგეთ ყველა ნიშნის აცხადებას, რაოდენ მძიმე და ტკივილიანი არ უნდა იყოს მათი გამოვლენის შინაარსი.

წინამდებარე წერილში, მოკლედ გვინდა ვისაუბროთ, სახარებაში - პეტრე მოციქულთან დაკავშირებით არსებულ თხრობაში განივთებულ იმ რამოდენიმე ნიშანთაგანზე, რომელიც ბოლო ჟამის დროთა მდინარების კონკრეტულ ეტაპს გვიფიქსირებს.

 

სახრებისეული მინიშნება და...

ვფიქრობთ არ დგას იმის აუცილებლობა, მკითხველს შევახსენოთ თუ რა ადგილი აქვს განსაზღვრული პეტრე მოციქულს სახარებისეულ თხრობაში.

დიახ, ჩვენ არ შევეხებით სახარებაში არსებულ იმ ნიშნებს, სადაც ხაზგასმაა პეტრე მოციქულის სულიერ სიძლიერეზე, მაცხოვრის მიმართ მის უსაზღვრო სიყვარულსა და ერთგულებაზე.

ამჟამად გვინდა გავიხსენოთ - საიდუმლო სერობისა და მაცხოვრის შეპყობისას მომხდარი რამოდენიმე ნიშანთაგანი.

 

ა] საიდუმლო სერობისას - წინასწარ ნაუწყები

მაცხოვრის მიერ პეტრე მოციქულის მომავალ ნაბიჯთან დაკავშირებული წინასწარმეტყველების ტექსტი ოთხივე სახარებაშია დაცული. კერძოდ, საიდუმლო სერობის ღამეს გამართული დიალოგის შემცველ სახარებისეულ ტექსტში მოცემულია:

1. მომავალ განსაცდელთან დაკავშირებული მაცხოვრის ზოგადი შეგონება:

 „მაშინ უთხრა მათ იესომ: თქვენ ყველანი შეცდებით ამაღამ ჩემს გამო; ვინაიდან დაწერილია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან ფარის ცხვრები“ [მათე 26,31; იხ. აგრეთვე მარკ. 14,27];

2. მომავალი განსაცდელის დაძლევასთან მიმართებაში, პეტრე მოციქულის ხაზგასმული თავდაჯერებულობა:

„მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები... შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა, არასოდეს უარგყოფ შენ...“ [მათე 26,33; 35];

„პეტრემ უთხრა: შეიძლება ყველანი შეცდნენ, მაგრამ მე - არა... პეტრე უფრო დაჟინებით ამბობდა: შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა, არ უარგყოფო..“ [მარკ. 14,29; 31];

„მან კი უთხრა იესოს: უფალო, მზადა ვარ საპყრობილეშიც წამოგყვე და სასიკვდილოდაც“ [ლუკა 22,33];

„უთხრა მას პეტრემ: უფალო, რატომ ვერ გამოგყვები ამჟამად? სულს დავდებ შენთვის“ [იოანე 13,37];

3. მომავალ განსაცდელში პეტრე მოციქულის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი:

„უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე“ [მათე 26,34];

„მიუგო მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები: ამაღამ, ვიდრე მამალი მეორედ იყივლებს, სამჯერ უარმყოფ მე“ [მარკ. 14,30];

„ხოლო მან თქვა: შენ გეუბნები, პეტრე, დღეს, მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ და იტყვი, რომ არ მიცნობ მე“ [ლუკა 22,34];

„იესომ მიუგო: სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ მე“ [იოანე 13,38].

ლუკას სახარებაში გვეუწყება, რომ პეტრე მოციქულს სატანის მიერ დაგებული განსაცდელის გავლა ელოდება - „და თქვა უფალმა: სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ დააპირა თქვენი გაცხრილვა, როგორც ცხრილავენ ხორბალს“ [ლუკა 22,31];

იქვე მინიშნებაა, იმ უდიდეს სულიერ მხარდაჭერაზე, რომელსაც მაცხოვარი პირდება პეტრე მოციქულს - „მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რათა არ შემცირდეს შენი რწმენა; და როცა მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები“ [ლუკა 22,32].

მაშასადამე, სატანის მიერ მოვლენილ განსაცდელს - რწმენადაკარგული პეტრე მოციქული, მხოლოდ უფლისმიერი მხარდაჭერით აღწევს თავს.

 

ბ] „მახვილის ამღები მახვილითვე განიგმირება“

მაცხოვრის შეპყრობისეული სცენის აღწერიდან ვგებულობთ, თუ რა გზით ცდილობენ უფლის მოციქულები, მოსალოდნელი განსაცდელიდან თავის დაღწევისას - „როცა მასთან მყოფებმა დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: უფალო, ხომ არ დავცეთ მახვილი?“ [ლუკა 22,49].

ძალისმიერ ხერხზე იმედდამყარებული პეტრე მოციქული, არ ელოდება მაცხოვრის პასუხს, და პირდაპირ ქმედებაზე გადადის - „ხოლო სიმონ-პეტრეს მახვილი ჰქონდა; იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა...“ [იოანე 18,10]; იხ. აგრეთვე: მათე 26,51; მარკ. 14,47; ლუკა 22,50.

მაცხოვარი, ამ მძიმე განსაცდელის დროსაც აგრძელებს მოწაფეების დამოძღვრას, და ცდილობს აუხსნას პეტრეს მოსახდენის გარდუვალობა:

„მაგრამ იესომ უთხრა პეტრეს: ჩააგე მახვილი ქარქაშში! ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა?“ [იოანე 18,11];

„ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც. როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ასე უნდა მოხდეს?“ [მათე 26,53-54].

ვგონებ, ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ირგვლივ მყოფთა გაოცებული სახეები, რომლებიც მიწიური სასწაულის მომსწრენი გახდნენ - „ხოლო იესომ თქვა: მოეშვით, კმარა; შეეხო მის ყურს და განკურნა იგი“ [იოანე 18,51].

ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა მაცხოვრის მიერ წარმოთქმული, მარადისობისათვის განკუთვნილი, შეგონება - „მაშინ იესომ უთხრა მას: ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება“ [მათე 26,52].

 

გ] „...უარმყოფ და იტყვი, რომ არ მიცნობ მე“

მაცხოვრის შეპყრობის ღამეს მომხდარის აღმწერ თხრობაში მოცემულ მინიშნებათა თაობაზე, ჩვენ დეტალურად გვაქვს საუბარი ბროშურაში - „პეტრე მოციქულს ბრალდება უნდა მოეხსნას“ [თბ. 2006 წ.]. ამჟამად, მასში მოცემული ის  არსობრივი მხარე გვინდა გავაანალიზოთ, რომელთა მეშვეობითაც ბოლო ჟამის მდინარების კონკრეტული დროის შეცნობა ხდება შესაძლებელი.

სახარებაში ვკითხულობთ - „შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და მიიყვანეს მღვდელმთავრის სახლში, ხოლო პეტრე შორით მისდევდა“ [ლუკა 22,54]. აღნიშნულ მონაკვეთში ისიცაა მოცემული თუ როგორ რეაგირებს პეტრე მოციქული, უშუალოდ მის მიმართ მოსალოდნელ საშიშროებაზე.

მაცხოვრის მიერ წინასწარნაუწყები ე.წ. „სამი უარყოფა“, - მამლის პირველ და მეორე ყივილამდელ, ანუ ორ პირობით მონაკვეთშია მოქცეული. კერძოდ:

„„ხოლო, როცა პეტრე ქვემოთ, ეზოში იყო, მოვიდა მღვდელმთავრის ერთი მხევალი. და, ცეცხლს მიფიცხებული პეტრე რომ დაინახა, დააკვირდა და უთხრა მას: შენც ხომ იესო ნაზარეველთან იყავი? მაგრამ მან უარყო და თქვა: არ ვიცი, არ მესმის, რას ამბობ; ეზოდან გავიდა, და იყივლა კიდეც მამალმა“ [მარკ. 14,66-68];

ამ დროს აღსრულებული „უარყოფის“ ტექსტი, დანარჩენ სახარებებში ასე იკითხება - „...მან ყველას წინაშე უარყო და თქვა: არ ვიცი, რას ამბობ“ [მათე 26,70]; „...მან უარყო და თქვა: ქალო, არ ვიცნობ მას“ [ლუკა 22,57] და „...მეკარე ქალმა პეტრეს უთხრა: განა შენც ამ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ? მან თქვა: არა ვარ“ [იოანე 18,17].

ამდენად, მიზეზთა გამო, თავსდატეხილი განსაცდელიდან გამოსავლის მაძიებელი პეტრე მოციქული, „მზადაა“ უარყოს არათუ „ამ კაცის“ მოწაფეობის, არამედ საერთოდ მისი ნაცნობობის ფაქტიც კი - „...და იყივლა კიდეც მამალმა“.

აღწერილის მსგავსი შინაარსისაა, პეტრე მოციქულის მეორე „უარყოფაც“ – „...მეორე მხევალმა დაინახა და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც იესო ნაზორეველთან იყო.  ისევ უარყო პეტრემ ფიცით: არ ვიცნობ იმ კაცსო“ [მათე 26,71-72]; „მხევალმა კვლავ შეასწრო თვალი და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც ერთი მათგანიაო. მან კვლავ უარყო....“ [მარკ. 14, 69-70]; „ცოტა ხნის შემდეგ სხვამ დაინახა იგი და თქვა: შენც ერთი მათგანი ხარ. ხოლო პეტრემ მიუგო: არა ვარ, კაცო“ [ლუკა 22,38] და „“...უთხრეს მას: განა შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ? მაგრამ მან უარყო და თქვა: არა ვარ“ [იოანე 18,25].

ლუკას სახარება გვიკონკრეტებს, რომ მესამე „უარყოფა“ ერთის საათის შემდეგ მომხდარა - „ასე, ერთი საათის შემდეგ, სხვა ვიღაცამაც დაიჟინა: ნამდვილად ესეც მას ახლდა, ვინაიდან გალილეველია“ [ლუკა 22,59].

სახარებისეული ტექსტიდან ისიც იკითხება, რომ პეტრე მოციქული, ამ დროის მანძილზე, ირგვლივ მყოფებთან, გარკვეულ საუბარშია ჩართული:

- „ცოტა ხნის შემდეგ იქ მდგომნიც მივიდნენ და უთხრეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენც ერთი მათთაგანი ხარ, რადგანაც შენივე კილო გამხილებს“ [მათე 26,73];

- „...უთხრეს პეტრეს: მართლაც ერთი მათგანი ხარ,  რადგან კილოზე გეტყობა, რომ  გალილეველი უნდა იყო“ [მარკ. 14,70].

პეტრე მოციქულის ე.წ. სამი „უარყოფიდან“, ეს მესამე „უარყოფა“, თავისი გამოვლენის სიმძიმით - ყველასაგან გამორჩეულია: „მაშინ ის მოჰყვა წყევლას და ფიცს, რომ არ იცნობს იმ კაცს“ [მათე 26,74];

„ხოლო ის მოჰყვა წყევლას და ფიცს: არ ვიცნობ იმ კაცს, ვისზედაც მელაპარაკებითო; და მეორედ იყივლა მამალმა. გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის მეორე ყივილამდე სამჯერ უარმყოფო, და ტირილი დაიწყო“ [მარკ. 14,71].

პეტრე მოციქულის შინაგანი სულიერი განცდების გამომხატველი მინიშნება - „გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა“ [ლუკა 22,62], მომხდარის, მის მიერ სრულად გააზრების დამადასტურებელ ფაქტად უნდა აღვიქვათ.

 

დ] დაეჭვებული „თანამებრძოლნი“

სახარებიდან კარგად იკითხება,, რომ საიდუმლო სერობიდან მოყოლებული ვიდრე ჯვარცმა-აღდგომამდელ დროში მომხდარმა უდიდესი განსაცდელის წინაშე დააყენა მაცხოვრის გვერდით მყოფები - „...მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა ის და გაიქცა“ [მათე 26,56];

„ერთი ჭაბუკი, რომელსაც შიშველ ტანზე ტილო შემოეხვია, მისდევდა მას, და მეომრებმა შეიპყრეს იგი. ხოლო მან ტილო შეატოვა ხელში და შიშველი გაექცა მათ“ [მარკ. 14,51-52].

მიწიურ განსაცდელში ჩავრდნილ მაცხოვარს, ირგვლივმყოფნი დაცინვითა და ნიშნისმოგებით მიმართავდნენ - „ხალხი კი იდგა და უყურებდა. მათთან ერთად დასცინოდნენ წინამძღვრებიც და ამბობდნენ: სხვები იხსნა, და იხსნას ახლა თავისი თავი, თუკი ქრისტეა, ღმერთის რჩეული. ასევე დასცინოდნენ მეომრებიც, მიდიოდნენ, ძმარს აწვდიდნენ და ეუბნებოდნენ: თუ შენა ხარ იუდეველთა მეფე, იხსენი შენი თავი...

ხოლო ერთი ჯვარცმუღი ბოროტმოქმედი აგინებდა მას და ამბობდა: თუ შენ ხარ ქრისტე, იხსენი შენი თავი და ჩვენც“ [ლუკა 23,35-37; 39].

ყველაფერ ამის საპასუხოდ, მაცხოვრის მდუმარებაში განივთებული გულისტკივილით გაჯერებული დროის დასასრულს,  ჯვარცმულის ბაგეებიდან მომდინარე სიტყვები გაისმა - „... მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან...“ [ლუკა 23,34].

და ბოლოს. ჯვარცმის გზას შემდგარი მაცხოვრის ვნების  ამსახველ სახარებისეულ ტექსტში პეტრე მოციქული უკვე აღარსად ჩანს.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

 

პეტრე მოციქულის მისტერია

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა კარგად იცის, რომ ბოლო ჟამში, შობით მოსული ძე კაცისას გარდა, ასევე რეინკარნირებულია ყველა ბიბლიური პერსონაჟი, თუმცა, ბიბლიური შეგონების თანახმად - „... ვერავინ შეძლებს იხილოს დედამიწაზე ჩემი ძე, ან ისინი, ვინც მას ახლავან, ვიდრე საამისო დღე არ დადგება“ [3 ეზრა 13,52].

როგორც ითქვა, ჩვენი მოქმედების მთავარი მიზანი - თავად ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების მოძიება და გასაჯარისებაა. ამიტომ, მაქსიმალურად ვიკავებთ ხოლმე თავს, ბოლო ჟამში რეინკარნირებული ამა თუ იმ ბიბლიური პირის დასახელებისაგან.

მიუხედავად ამისა, ბოლო ჟამის ზოგიერთ ნიშანთა შეცნობა - აღნიშნულ პირთა ცალკეული წარმომადგენლების ღიად დასახელების გარეშე შეუძლებელი ხდება. თუმცა, ასეთ შემთხვევებში, ჩვენი უმთავრესი მიზანი, კვლავაც - წინასწარნაუწყებ ნიშანთა ასრულების დადასტურებაა, და არა, ბოლო ჟამში მოღვაწე, ამა თუ იმ რეინკარნირებული პირის გამოვლენა.

სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ამჟამად.

ლასკარის წევრთა უდიდესმა ნაწილმა იცის, რომ - მევლუდ მამადაშვილი, ჩვენის აზრით, უნდა იყოს პეტრე მოციქულის ბოლო ჟამში რეინკარნირებული სულის მატარებელი პიროვნება.

აღნიშნულის დამადასტურებელი ნიშნების თაობაზე, ჩვენ ღიად [საგაზეთო მასალის სახით] არასოდეს გვისაუბრია. ამჟამად, ამ თემაზე საუბრის აუცილებლობა განაპირობა, ჩვენს თვალწინ იმ ეტაპის მიმდინარეობამ, რასაც პირობითად - „მამლის ყივილიდან აღდგომამდე“ შეიძლება ვუწოდოთ.

ბ-ნი მევლუდ მამადაშვილი 2004 წელს გახდა - საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ ლასკარის წევრი. 2012 წელს იგი არჩეულ იქნა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლეს“ ლასკარის თავმჯდომარის მოადგილედ და რეგიონალურ მდივნად.

თავისი სულის გამოღვიძების გზაზე მავალი, ჩვენი ქვეყნის, საკუთარი ოჯახისა და მეგობრების  უზომოდ მოყვარული მევლუდ მამადაშვილი, პირველივე დღიდანვე შინაგანი პატიოსნებით ა და ლასკარისადმი უდიდესი ერთგულებით გამოირჩევა.

სხვადასხვა შეხვედრისას თუ საუბრებში, იგი ხშირად უსვამდა ხაზს, თუ რაოდენ ახლობელი და მნიშვნელოვანი იყო მისთვის ლასკარის საქმიანობა - ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების გამოვლენა და ყველას გასაგონად მათი გაჟღერება; და, რომ - იგი ბოლომდე იქნებოდა, ღმერთის ნებით, ლასკარის მიერ გაკვალული გზის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მიმდევარი.

მკითხველმა, გაზეთის წინა ნომრებიდან უკვე იცის თუ რა დიდი წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდა, ბიბლიური „მხილებისეული“ ეტაპის დადგომის მომლოდინე ლასკარი.

აღნიშნული ეტაპის გასავლელად საჭირო ფინანსების მოძიების მიზნით, ბ-ნი ა.ი.-ს მიერ გაკეთებულმა შემოთავაზებამ, ცნობილ მიზეზთა გამო, ლასკარის ცალკეულ წევრთა მიერ სესხად აღებული 33 ათასი დოლარის მიუხედავად, სასურველი შედეგი დღემდე ვერ მოიტანა.

აღნიშნული პროცესის წარმართვის საქმეში, ძირითადი სიმძიმე სწორედ ბ-ნ მევლუდ მამადაშვილზე გადავიდა. მის მიერ, ხსენებული საქმისათვის, სხვადასხა გზით მოძიებული თანხის დაბრუნების მომლოდინეთა მხრიდან გაკეთებული, სავსებით სამართლიანი მოთხოვნის შეუსრულებლობა, უდიდესი სულიერი და ფიზიკური ძალების გაღებას ითხოვდა.

შექმნილი სიტუაციის ანალიზი ცხადყოფდა, რომ, ჯვარცმისეული გზის ე.წ. „მაცხოვრის დაცემისეული“ უმძიმესი მონაკვეთის პარალელურად, ჩვენ წინ „იწყებოდა“ სახარებაში დაფიქსირებული ეტაპი -„და თქვა უფალმა: სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ დააპირა თქვენი გაცხრილვა, როგორც ცხრილავენ ხორბალს“ [ლუკა 22,31];

მევლუდ მამადაშვილთან გამართული არაერთი საუბრის მიუხედავად, მზარდი უკმაყოფილების ტალღის ჩაქრობა ვერ ხერხდებოდა. ნათელი გახდა, რომ იწყებოდა, სახარებაში დაფიქსირებული, და მაშასადამე მოსალოდნელი, მაგრამ ადამიანური კუთხით ძალიან მძიმედ გადასატანი, პეტრე მოციქულის სახელთან დაკავშირებული,  ე.წ. „უარყოფის“ ეტაპი.

ძალიან მძიმედ მოსასმენი, მაგრამ ფიზიკური თვალთახედვით სრულიად ასახსნელი სულიერი მღელვარების პირველი გამოხატვა - ივნისის თვის მიწურულს მოხდა, როდესაც, გარსმოჯარული მევალეებით შეწუხებულმა ბ-მა მევლუდმა ღიად დააფიქსირა თავისი გულაცრუება ლასკარის მიერ ღიად გაცხადებული საქმიანობისადმი. შინაგანი პროტესტის ღია გამოვლენა, მის მიერ ლასკარის სხდომებზე არდასწრება გახდა.

ამ ე.წ. „პირველი უარყოფის“ ნიშნის გამოვლენას. ივლის-აგვისტოს თვის გასაყარზე განვითარებული მძიმე პროცესების გამო გამოწვეული ე.წ. „მეორე უარყოფის“ ნიშნების დამადასტურებელი რეაქცია მოჰყვა.

ყოველივე აღნიშნულს, ემატებოდა ისიც, რომ ეშმაკის მიერ დაგებული მახიდან თავის დაღწევის გზის მაძიებელი ბ-ნი მევლუდი, სულ უფრო მეტად იხრებოდა თავსმოჯარული მძიმე პრობლემის - ფიზიკური ძალისხმევით გადაჭრისაკენ [იხ. პეტრეს მოციქულის მიერ მოწინააღმდეგისათვის მახვილით ყურის ჩამოჭრის  სახარებისეული მინიშნება].

როგორც ითქვა, სახარების მიხედვით, ე.წ. „უარყოფათაგან“, ყველაზე უფრო მძაფრი ფორმა სწორედ მესამე „უარყოფაზე“ მოდის, როდესაც პეტრე მოციქული - „... მოჰყვა წყევლას და ფიცს: არ ვიცნობ იმ კაცს, ვისზედაც მელაპარაკებითო; და მეორედ იყივლა მამალმა“ [მარკ. 14,71].

ჩვენის აზრით, აღნიშნულის ბოლო ჟამში მისტერიულად გამოვლენა - 2015 წ. 18 აგვისტოს მოხდა, როდესაც ლასკარში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე მოსულმა ბ-მა მევლუდმა, მის მიერ ლასკარიდან გამიჯვნის დადასტურების მიზნით, ყველას დასანახად დამობრუნა ლასკარის წევრობის დამადასტურებელი მისი პირადობის მოწმობა.

ლასკარის ოთახიდან გასვლიდან, რამოდენიმე წუთის შემდეგ, ჩვენს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარის მიუღებელი ტონი და შინაარსი, სახარებაში მინიშნებული - „წყევლისა და ფიცის“ მორიგი გამოვლენა გახდა.

ბოლო ჟამის მიმდინარეობის დამადასტურებელი, აცხადებული ნაწინასწარმეტყველები ნიშნის სიმძიმის მიუხედავად, იმედს ვიტოვებთ, რომ ბ-ნი მევლუდ მამადაშვილი თავის თავში იპოვის ძალას, სწორად გაანალიზებს მის ირგვლივ დატრიალებული მოვლენებით შექმნილ მდგომარეობას და მართებულ ნაბიჯებს გადადგამს.

ამის გაცხადების უფლებას გვაძლევს, სახარებაში დაფიქსირებული მინიშნება - „გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის მეორე ყივილამდე სამჯერ უარმყოფო, და ტირილი დაიწყო.“ [მარკ. 14,72]...

მითუმეტეს, როდესაც გვჯერა, რომ ყოველივე ეს მაცხოვრის მიერ აღთქმულის ფონზე წარიმართება -  „და თქვა უფალმა: სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ დააპირა თქვენი გაცხრილვა, როგორც ცხრილავენ ხორბალს. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რათა არ შემცირდეს შენი რწმენა; და როცა მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები“ ლუკა 22,31-32].

აი, ყოველივე ის, რისი თქმაც ამ ეტაპზე მკითხველისათვის გვინდოდა. ამიტომ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

ბოლო ჟამში მიმდინარე „ჯვარცმისეული ეტაპი“ კი - მთელი თავისი სიმძიმით აგრძელებს გზას.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

კიდევ ერთხელ ჯვარცმისეული ეტაპების თაობაზე

მოკლედ შეგახსენებთ უკვე ნათქვამს. საეკლესიო სწავლების თანახმად - ეკლის გვრგვინდადგმულმა მაცხოვარმა, ჯვრის აღმართვის ადგილამდე  14-ჯერ შეისვენა“

როგორც ცნობილია - „ვია დოლოროსა“ [ლათ.], იგივე - „მწუხარების გზა“, ან „მტკივნეული გზა", პირობითად ეწოდება იერუსალიმის იმ ქუჩაზე გამართულ მსვლელობას, რომელზეც გოლგოთისაკენ მიმავალმა უფალმა იესუ ქრისტემ გაიარა...

მეხუთე საუკუნით დათარიღებულ აპოკრიფულ ტექსტში მოთხრობილია, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყოველ პარასკევს დადიოდა იმ გზაზე, სადაც მისმა ძემ ტანჯვით გაიარა და სადაც მისი სისხლი დაიღვარა.

მთელი გზის სიგრძე დაახლოებით - 600 მეტრია. თავდაპირველად აღინიშნებოდა მხოლოდ ცხრა ე.წ. „სადგური“, ანუ - შესვენება, და მხოლოდ მე-18 საუკუნეში, მას დაემატა კიდევ ხუთი შესვენება, და საბოლოოდ მივიღეთ - 14 შესვენება.

ეს გზასავალი იწყება ე.წ. „ლომის კარიბჭის“ სიახლოვეს [ეხლანდელი ქალაქის აღმოსავლეთის მხარე - მაჰმადიანთა კვარტალი], პონტიუს პილატეს მიერ მაცხოვრისათვის მსჯავრის გამოტანიდან, და მთავრდება გოლგოთის მთაზე მომხდარი ჯვარცმის ადგილას აშენებულ ეკლესიასთან, სადაც წმინდა სამარხი მდებარეობს [ეხლანდელი ქალაქის დასავლეთის მხარე - ქრისტიანთა კვარტალი].

თითოეულ ამ 14 სადგურს, ანუ შესვენებას თავისი პირობითი სახელი აქვს მიკუთვნებული. კერძოდ:

1. პონტიუს პილატეს მიერ იესუსთვის მსჯავრის გამოტანა;

2. იესუს მიერ ჯვრის აღება;

3. იესუს მიერ ჯვრის ტარების დასაწყისი [პირველი სვლა];

4. იესუს შეხვედრა დედასთან;

5. მაცხოვრის დაცემა [იხ. მათე 27,52; მარკ. 15,21; ლუკა 23,26];

6. ვერონიკას მიერ მაცხოვრისთვის სახის შემშრალება;

7. იესუს მიერ ჯვრის ტარება სიმონ კვირინელთან ერთად [იხ. ლუკა 23, 26] [მეორე სვლა];

8. იესუს საუბარი ქალებთან [ლუკა 23,28]

9. მაცხოვრის მესამე სვლის დასაწყისი;

10. მაცხოვრისათვის ტანსაცმლის [კვართი და მოსასხამი] გახდა[იხ. მათე 27,35];

11. იესუს გაკვრა ჯვარზე [იხ. იოანე 19,18].

12. იესუს ჯვარზე სიკვდილი [მათე 27,50];

13. იესოს გარდამოხსნა ჯვრიდან[იხ. მარკ. 15,46];

14. იესოს ჩასვენება სამარხში [იხ. მათე 27,60].

დასასრულს დავსძენთ, რომ 2015 წ. 31 ივლისს გამოვლენილ ე.წ. მე-7 შესვენებას [იხ. გაზ. №18 (966), გვ. 1-6], 1 აგვისტოს გამართულ ლასკარის სხდომაზე, და 2-3 აგვისტოს დაწყებული პროცესების გათვალისწინებით, შესაბამისად მე-8 და მე-9 ე.წ. შესვენების“ მისტერიულად აღსრულება მოჰყვა.

ვისაც ყური აქვს ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!   

 

 

მადლობა

2015 წ. 18 აგვისტოს გაკეთებული განცხადების საფუძველზე, ბატონმა მევლუდ მამადაშვილმა დატოვა ჩვენი პარტიის რიგები.

პოლიტიკური ორგანიზაცია - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი მადლობას მოახსენებს ბატონ მევლუდ მამადაშვილს, წლების მანძილზე, ერთად გატარებული საქმიანობისათვის.

ბატონ მევლუდ მამადაშვილს ვუსურვებთ წარმატებით ევლოს იმ ურთულეს გზაზე, რასაც - ღმერთის, ერისა და ქვეყნისათვის უანგარო სამსახური ჰქვია.

 

ლასკარის სახელით

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

ლასკარო - შენი დღე დგება,

იხსნება სასწაულები...

უფალმა უკვე შეკრიბა

თავის ერთგული შვილები.

ლასკარში დგანან, ყველანი

გულანთებულნი ელიან...

არ დააყოვნებს უფალი,

იცის - ლოდინი ძნელია!..

გაგვიცხადდება უფალი,

გაგვიმხელს ახალ ამბებსა...

ყველა მორწმუნე მოძებნის,

წმიდა ლასკარის კარებსა!..

 ეკატერინე

ხრიკული

 

 

 

ლასკარი

 

საქართველოში „ლასკარი“ - ერთია,

ღვთიური ნათელი ზედ მოჰფენია...

ერთია ღმერთი,

ჩვენ გვწამს სამების ერთობა,

და გვწამს „სამთა“ ღმერთობა...

ზეცამ გვიკურთხა „ლასკარი“,

უფლის კიდობნის სადარი...

აქ, სხვა ჯვარია უფლისა;

აქ - არჩევანი არ არის;

აქ - ვეღარ მოხვალ კაცთ ნებით,

აქ - ზეცის ნება მეუფებს:

მბრძანებელია უფალი.

„ჩვენ, ვზივართ ნავში და მივცურავთ ზღვაში“,

რწმენაში მტკიცდები?

„ქრისტეს მხარდამხარ“ - გაივლი ზღვაში.

„ლასკარი“ არც ისე შორსაა.

მორწმუნეს კარს უხსნის,

ურწმუნოს - არა.

გზა - ბილიკებით გასავლელია,

რწმენის მწვერვალი დასაპყრობია.

ჩვენი ლასკარი, საღვთო ლაშქარი,

დღეს ქრისტეს ცეცხლით ანთებულია.

ეს ცეცხლი მალე, ყველა სალოცავს

ჩამქრალ პატრუქებს გადაედება

და აენთება ყველა მორწმუნეს

სუეტად ნათლისა...

დღეს, აქ ცხადდება ღვთის საიდუმლო

სიტყვა ღვთისა,

მძაფრ ქარტეხილებს გადარჩენილი,

ზეციურ ცეცხლში გამოწრთობილი,

და საუკუნოდ შემონახული

„ბოლო ჟამისთვის“.

 

  დინა [დიანა]

ჯიქია