Print

გაზეთი № 20 [968]

...

ლასკარო - ჩვენო ლასკარო,

შენ ვერავინ შეგედრება,

შობით მოსული უფალი

სულ მალე გაგიცხადდება!..

 ეკატერინე

ხრიკული

 

„ხიდიდან ხიდზე“, ანუ

„ჩაილურის ეტაპის“ დასასრული

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, და სათქმელის თავმოყრას შევეცადოთ.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ:

1. მეორედ უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადების წინარე დროის მონაკვეთს, ბიბლიის მიხედვით - ბოლო ჟამი ჰქვია;

2. ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ძირითადი მოვლენების განვითარების ადგილია - მაცხოვრის კვართის დაფვლისა და ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო;

3. ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელ მოვლენებში აღწერილია [გადმოცემულია], საქართველოში მოქმედი, თავად ამ მოვლენათა შემსწავლელი, ჯგუფის „ისტორია“ [მათი - საქმიანობა, გარე სამყაროსთან ურთიერთობა და სხვა].

ამჯერადაც - ბოლო ჟამის მდინარების ერთ-ერთი მონაკვეთის თაობაზე გვინდა ვისაუბროთ.

 

წინათქმა, ანუ განვითარებულ მოვლენათა

მოკლე ქრონიკები

საქართველოს პარლამენტის 2015 წლის შუალედური არჩევნების დანიშვნამდე რამოდენიმე დღით ადრე გამართულ სატელეფონო საუბარში ბ-მა მიხეილ ანდღულაძემ, ჩვენის მხრიდან შესაძლო მხარდაჭერის სურვილის მიზნით, გამიზიარა თავისი გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში თავისი კანდიდატურის წარდგენის თაობაზე.

ბ-ნ მიხეილს მოკლედ ავუხსენი, რომ, ამ არჩევნების მოსალოდნელი შედეგების წინასწარ განსაზღვრის გამო, ჩვენ არ ვგეგმავდით მასში მონაწილეობას, და არც მას ვურჩევდით ამ პროცესებში ჩართვას... მაგრამ თუ იგი თავისი პოზიციის შეცვლას არ აპირებდა, ჩვენ ყველანაირად გვერდში ამოვუდგებოდით მას. და თან ავუხსენი, რომ საარჩევნო პროცედურებით განსაზღვრული ვადებიდან გამომდინარე, საჭირო იყო გარკვეული წინასწარი ღონისძიებების ჩატარება.

2015 წ. 31 აგვისტოს ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გაირკვა შუალედური არჩევნების გამართვის თარიღი - 31 ოქტომბერი. ამავე დღეს გამართულ სატელეფონო საუბარში მიხეილ ანდღულაძე კიდევ ერთხელ გავაფრთხილე, რომ თუ მას ჩვენი დახმარება სჭირდებოდა, საჭირო იყო საარჩევნო კოდექსის შემდეგი მოთხოვნის გათვალისწინება - „საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს: პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა...“ [მუხლი 113,1-ა], და რომ ეს ვადა - 2015 წ. 3 სექტემბერზე მოდიოდა.

მიზეზთა გამო, საარჩევნო თემატიკის განსახილველად, ჩვენი შეხვედრა მხოლოდ - 3 სექტემბერს მოხერხდა. 12.00 საათზე ლასკარში გამართულ შეხვედრას ჩემსა და ბ-მა მიხეილ ანდღულაძის გარდა ბ-ნები: ავთანდილ იოსელიანი და სოლომონ ბაიაშვილი ესწრებოდნენ.

საუბრის მსვლელობისას მათ განვუცხადე, რომ ბოლო ჟამის თაობაზე არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში სახელისუფლო კანდიდატის - თამარ ხიდაშელის გამარჯვებაზეა კოდირებული მინიშნება, და შესაბამისად ამ პროცესში გამარჯვების მიზნით ჩართვას აზრი არ ჰქონდა.... და, რომ მაქსიმალური მოსალოდნელი „შედეგი“ - საარჩევნო პროცესში მონაწილეობის გამოცდილების მიღება იქნებოდა მხოლოდ.

მიზეზთა გამო ბ-მა მიხეილმა არ გაიზიარა ჩვენი შეხედულება. ამიტომ განვიხილეთ, ამ არჩევნებში მისი - საინიციატივო ჯგუფის ან პარტიის სახელით მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალები.

აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ, გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნებში მიხეილ ანდღულაძე ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ დასახელებული კანდიდატის სახით მიიღებდა მონაწილეობას.

დეტალურად განვიხილეთ ის სირთულეც, რაც, საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული მჭიდრო ვადების გათვალისწინებით [რჩებოდა მხოლოდ 8 დღე], ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის საჭირო 25 000 მხარდაჭერის ხელმოწერის შეგროვებას უკავშირდებოდა.

თითქმის ორსაათიანი საუბრის ბოლოს, ცესკოში შესაბამისი განაცხადის წარსადგენი დოკუმენტაციის წესრიგში მოსაყვანად, სანოტარო ბიუროსაკენ გავემართეთ.

ყველა საბუთის გამზადების ბოლოს, ცესკოს იურიდიულ სამსახურთან მორიგი კონსულტაციის მიღების შემდეგ, ბ-მა მიხეილმა გადწყვიტა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება - საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის სტატუსით მიეღო. ასეთ შემთხვევაში საჭირო იყო მხოლოდ კონკრეტულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ის მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვება, რაც საგარეჯოს შემთხვევაში: 450- 500 ხელმოწერას არ აღემატებოდა.

თავის დაზღვევის მიზნით გადაწყდა, რომ ჩვენს მიერ ცესკოში წარსადგენად გამზადებული განაცხადი მაინც ჩაგვებარებინა. ცესკოში მისვლისას, მცირე კონსულტაციის გავლის შემდეგ გადაწყდა, რომ უკვე გამზადებულ განაცხადში - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის სურვილიც დაგვეფიქსირებინა. საბოლოოდ, საღამოს 5 საათისთვის, ცესკოს რეგისტრაციის სამსახურს შემდეგი სახის განაცხადი ჩავაბარეთ [წერ. №03/09-1; 3 სექტემბერი, 2015 წ.]:

„...საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 113-ე მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ:

- ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით - „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“;

- „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ხელმძღვანელი პირია: ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი [საცხ. მისამართი: ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება, 1 მ/რ, 2 კორპ., 95 ბინა. ტელ.: მობ. 5(91) 63-63-36; სახლ. 263-63-36];

ქალბატონო თამარ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ მიიღოთ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილება - 2015 წლის 31 ოქტომბერს გასამართ საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, ჩვენს მიერ მონაწილეობის მისაღებად საჭირო პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით.

გიგზავნით კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციას.

დანართი:

1. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა № 052 - 2 ფურცელი;

2. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წესდება (ახალი რედაქცია) - 4 ფურცელი;

3. კავშირის ხელმძღვანელი პირის ლასკარის თავმჯდომარის ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში - 1 ფურცელი.

პატივისცემით:

„სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

 

საბოლოოდ, ხუთკაციანი საინიციატივო ჯგუფის [ავთანდილ იოსელიანი, ნატალია ზაქარეიშვილი, თეიმურაზ მაკარიძე, კახაბერ ჭიჭინაძე, ბესიკ ბოგველი] მიერ დასახელებული მიხეილ ანდღულაძის კანდიდატურა, კანონით განსაზღვრული ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ, ცესკოში წარმატებით დარეგისტრირდა.

2014 წ. 15 ივნისს გამართულ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ჩვენი გაერთიანების მიერ უკვე გავლილი რეგისტრაციის გამო, ცესკოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი №18/2015 განკარგულების შესაბამისად, ჩვენი გაერთიანება 2015 წ. 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებისათვის, ავტომატურად იქნა რეგისტრირებული. 2015 წ. 29 სექტემბერს ცესკოს მიერ მიღებული №142/2015 განკარგულებით, საარჩევნო ნომრად უკვე მონიჭებული - №7 განგვესაზღვრა.  

როგორც ცნობილია - საგარეჯოსა და მარტვილში დანიშნული პარლამენტის შუალედური არჩევნების პარალელურად, 31 ოქტომბერს: საგარეჯოს - ჩაილურის თემში, დმანისის - დიდი დმანისის თემში, ვანის - ზედა ვანის თემსა და ხობის - გურიფულის თემში, ტარდებოდა - საკრებულოს მაჟორიტარული დეპუტატის შუალედური არჩევნებიც.

მიზეზთა გამო გადაწყდა, რომ ჩვენი კანდიდატურა მხოლოდ №11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის, №11-12 ჩაილურის თემში გამოკლებული საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებში დაგვეყენებინა.

13 სექტემბერს, საგარეჯოს საოლქო კომისიამ, ჩვენი განაცხადის თანახმად, ს/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს კანდიდატად, ჩაილურის თემში დაარეგისტრირა ქ-ნი მანანა ასანიშვილი, რომლის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ:

მე, მანანა ასანიშვილი დავიბადე 1973 წლის 6 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფ. ჩაილურში; 1990 წელს წარჩინებით დავამთავრე ჩაილურის საშუალო სკოლა; 1996 წელს წარჩინებით დავამთავრე თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი; 1996 – 2007 წლებში ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი რუსეთის ფედერაციაში, ქ. ირკუტსკში და ვმუშაობდი  - ირკუტსკის ტურისტული სააგენტოში, იურისტად; 2007 წელს ოჯახთან ერთად დავბრუნდი საქართველოში, და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასერტიფიკატო გამოცდების ჩაბარების შემდეგ გავხდი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; 2007 წლიდან დღემდე ვმუშაობ საგარეჯოში - ადვოკატად, სისხლის სამართლის სპეციალობით. მყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი“.

ჩვენი გაერთიანების წარმომადგენლებად: №11 საგარეჯოს საოლქო კომისიაში დარეგისტრირებულ იქნენ, ბ-ნები კახაბერ ჭიჭინაძე და გიორგი ფოცხვერიშვილი; ხოლო  დიდი [№28] და პატარა [№29] საუბნო საარჩევნო კომისიებში - მზია როსტიაშვილი, მიხეილ კოზმანაშვილი და ჯონი ამბარდნიშვილი.

როგორც მოსალოდნელი იყო 2015 წ. 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში, გამარჯვებულებად, ყველგან - კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატები დასახელდნენ.

საბოლოოდ: ბ-ნმა მიხეილ ანდღულაძემ არჩევნებში მონაწილეთა ]15 939 ამომრჩეველი] - 1,81% [276 ხმა], ხოლო ქ-მა მანანა ასანიშვილმა [862 ამომრჩევლის] - 3,51% [31 ხმა] მოაგროვეს.

 

მცირე კომენტარი, ანუ წინასწარნაუწყებ მინიშნებათა თაობაზე

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი მინიშნებები არა მარტო - ბიბლიაში, არამედ სხვადასხვა წერილობით წყაროებშია გაბნეულია.

ბოლო ჟამის ხსენებული მონაკვეთის თაობაზე არსებული მინიშნება, იტალიელი პოეტის, დანტე ალეგიერის [1262–1321 წ.წ.] „ღვთაებრივ კომედია“-შია [„ჯოჯოხეთი“, 21-ე ქება] მოცემული [იხ. კ. გამსახურდია, ტ. 8, თბ. 1967 წ. გვ. 467-470].

ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთების განხილვა პირობითი თანამიმდევრობით გვინდა შემოგთავაზოთ.

 

კოდი - „ხიდიდან ხიდი“

როგორც მოგეხსენებათ, საგარეჯოს ოლქის მაჟორიტარი კანდიდატის ქ-ნ თინა ხიდაშელის - საქართველოს თავდაცვის მინისტრად დანიშვნის გამო, პარლამენტში გამონთავისუფლებული დეპუტატის გამოსავლენად დანიშნულ შუალედურ არჩევნებში, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ქ-ნ თამარ ხიდაშელის კანდიდატურა დაასახელა.

თანამოგვარეობის არსის გამომკვეთი მინიშნების თაობაზე, დანტე ალეგიერის პირით მოწვდილ ნაწარმოებში ვკითხულობთ - ასე ვიდოდით ჩვენ ორივე ხიდიდან ხიდზე, ისეთ რამეზე ვსაუბრობდით, კომედიაში რაც მოხსენების და შექების არ იყო ღირსი“ [ქება 21,1-3; იქვე, გვ. 467].

ვფიქრობთ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ:

ა] კოდით: „ხიდიდან ხიდზე“, მიგვენიშნება - ერთი [კერძოდ თინა] „ხიდ-აშელის“ მეორე [კერძოდ თამარ] ხიდ-აშელი“-თ ჩანაცვლებაზე; ხოლო ის რომ თურმე ეს ყველაფერი

ბ] „მოხსენების და შექების არ იყო ღირსი“, ჩვენის აზრით თავად არჩევნების არასამართლიანად ჩატარებასა და მთელი თანმდევი პროცესების [გასაჩივრება, შიმშილობის აქცია და სხვა] თაობაზე უნდა გვანიშნებდეს.

 

კოდი - „რიცხვით მეექვსე“

1992 წლის დასაწყისში დაარსებული ჩვენი პარტიის: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა“-ს მიერ საქართველოში ჩატარებულ სხვადასხვა დონის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის ისტორია ასეთია:

1. 1992 წ. 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა“-ს სახელით მივიღეთ მონაწილეობა;

2. 1995 წ. 5 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში „ზვიადის გზა - ხმა ერისა“-ს სახელით მივიღეთ მონაწილეობა;

1996 წლის მიწურულს „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტი“-ს დაარსებიდან მოყოლებული, ბიბლიურ მინიშნებაზე დაყრდნობით, აქტიური პოლიტიკური საქმიანობა [არჩევნებში მონაწილეობა] შევწყვიტეთ, და მთლიანად გადავერთეთ - ბოლო ჟამის დადგომის თემატიკის შესწავლა-გასაჯარისებაზე.

3. 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შეგროვებული, საარჩევნო რეგისტრაციის მისაღებად საჭირო რაოდენობის მხარდამჭერთა ხელმოწერების ხელოვნურად შემცირების შემდეგ, ცეესკომ უარი გვითხრა არჩევნებში მონაწილეობაზე;

4. 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მთლიანად გამოვიყენეთ - ბოლო ჟამის დადგომის თაობაზე არსებული ინფორმაციის მოსახლეობამდე მისატანათ;

5. 2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით მივიღეთ მონაწილეობა.

თხრობის გაგრძელებამდე, დანტე ალეგიერის პირით მოწვდილი მინიშნება გვინდა შემოგთავაზოთ:

„...მან ჩვენსკენ შეიბრუნა იჩქითად პირი და გვეუბნება: თქვენ ამ გზაზე ვეღარ გაივლით, რადგანაც არკა აქაური, რიცხვით მეექვსე, დამსხვრეულია...“ [ქება 21,109-112; იხ. იქვე, გვ. 470].

ზემოთ უკვე აღწერილი ისტორიიდან გამომდინარე, ვფიქრობთ ძნელი ამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ კოდირებული - „რიცხვით მეექვსე“, ჩვენს მიერ 2015 წ. 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე მიგვანიშნებს, რამეთუ ეს ყოველივე, საარჩევნო პროცესებში ჩვენი ჩართვის სწორედ რიგით - მეექვსე შემთხვევა გახლდათ.

 

კოდი - „მეორე ხიდი“ 

2015 წ. 3 სექტემბერს ცესკოში ჩვენს მიერ ჩაბარებულ განაცხადში, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, საპარლამენტო და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ჩვენი გაერთიანების  მონაწილეობისათვის, საარჩევნო რეგისტრაციას ვითხოვდით.

ცესკომ განცხადების მიღებისთანავე მოგვცა, საპარლამენტო შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად საჭირო მხარდამჭერთა 25 000 ხელმოწერის შესაგროვებელი ბლანკის ნიმუში.

მეორე დღეს, ცესკოს თანამშრომელმა შეგვატყობინა ჩვენს განცხადებაში არსებული ხარვეზის თაობაზე. კერძოდ, საჭირო იყო არსებული ფრაზა: „საცხოვრებელი მისამართი“, შეცვლილიყო ფრაზით: „რეგისტრაციის მისამართი“.

ჩვენ მას განვუცხადეთ, რომ იმდენად რამდენადაც ჩვენი კანდიდატი მიხეილ ანდღულაძე, არა ჩვენი პარტიის, არამედ საინიციატივო ჯგუფის სახელით აპირებდა დარეგისტრირებას, რაც 25 000 მხარდამჭერი ხელმოწერის ნაცვლად, მხოლოდ ხუთასამდე მხარდამჭერის ხელმოწერის მოგროვებით უნდა განგვეხორციელებინა, ამიტომ საპარლამენტო შუალედურ არჩევნებში, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობას ისედაც აღარ აპირებდა, და აღმოჩენილი „ხარვეზის“ გამოსწორებას აზრი აღარ ჰქონდა.

როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ, რადგანაც 2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ჩვენ უკვე გავლილი გვქონდა საარჩევნო რეგისტრაცია, 2015 წ. 31 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში უკვე ავტომატურად შეგვეძლო მიგვეღო მონაწილეობა. და როგორც უკვე ვისაუბრეთ, ასეც მოვიქეცით.

მოდით ეხლა, დანტე ალეგიერის პირით მოწვდილ მინიშნებას გავეცნოთ. ზემოთ უკვე მოყვანილი ტექსტი - „...მან ჩვენსკენ შეიბრუნა იჩქითად პირი და გვეუბნება: თქვენ ამ გზაზე ვეღარ გაივლით, რადგანაც არკა აქაური, რიცხვით მეექვსე, დამსხვრეულია...“ [ქება 21,109-112; იხ. იქვე, გვ. 470], ასე გრძელდება:

„რიცხვით მეექვსე ]აქ - 2015 წ. 31 ოქტომბრის არჩევნები] დამსხვრეულია. ნამუსრევი გადარჩა მხოლოდ [აქ - საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი არ მონაწილეობის თაობაზეა მინიშნება], და თუ გწადიათ გზა განაგრძოთ ამ მიდამოში [აქ - საარჩევნო პროცესში], გირჩევთ ეს მღვიმე გადალახოთ და მოშორებით თქვენ შეგიძლიათ გადიაროთ მეორე ხიდი [აქ უკვე ამავე დღეს გასამართ მეორე არჩევნებზე, ანუ - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზეა აქცენტი]“ [[ქება 21,112-115; იხ. იქვე, გვ. 470].

როგორც უკვე ითქვა ჩვენმა გაერთიანებამ საგარეჯოს რაიონის ჩაილურის საარჩევნო თემში წარადგინა საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი [ქ-ნი მანანა ასანიშვილი].

 

კოდი - „1068-ეს 5 საათი“

ამჯერად ჩვენი თხრობა დანტე ალეგიერის პირით მოწვდილი და უკვე განხილული მინიშნების გაცნობით გვინდა განვაგრძოთ:

თქვენ შეგიძლიათ გადიაროთ მეორე ხიდი [როგორც ითქვა აქ 2015 წ. 31 ოქტომბერს გასამართ მეორე არჩევნებზე, ანუ - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზეა აქცენტი], გუშინ შესრულდა ამის შემდეგ ათას სამოცი და ექვსი წელი, რაც ეს ხიდი ჩანგრეულია. ხუთი საათიც მიუმატეთ თუ გსურთ სიზუსტე, ახლა იმ მხარეს გავაგზავნი მე ჩემიანებს“ [[ქება 21,115-119; იხ. იქვე, გვ. 470].

 ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულ მკითხველს არ გაუჭირდება იმის დანახვა, რომ აქ - დროითი მიჯნების თაობაზე უნდა იყოს მინიშნება. და აი, როგორ.

როგორც ვხედავთ, ტექსტი გამოყოფს სამ პირობით დროის მონაკვეთს, კერძოდ:

1. კოდი: გუშინ შესრულდა ამის შემდეგ ათას სამოცი და ექვსი“, უკვე განვლილ 1066-იან დროით მიჯნას გვიფიქსირებს [ვფიქრობთ აქ არ დგას იმის ახსნის აუცილებლობა, რომ აღნიშნულში არა - წელზე, არამედ უკვე განვლილ დღეთა რაოდენობაზეა მინიშნება];

2. ამასთანავე, კოდი „გუშინ“ უთითებს, რომ უკვე მოცემულ „1066“ კიდევ ერთი დროითი მიჯნა უნდა მივუმატოთ, და მივიღებთ რიცხვ: „1067“-ს;

3. იქვე, კიდევ უფრო გვიკონკრეტდება, რომ - ხუთი საათიც მიუმატეთ თუ გსურთ სიზუსტე“-ო, რაც უკვე - „1068“-ე დროით მიჯნაში მოსახდენზე მიგვანიშნებს.

დიახ, თუ „შევაჯამებთ“, მართლაც ვნახავთ, რომ მოყვანილი კოდირებული ტექსტი გვითითებს, ბოლო ჟამში საძიებელი 1068-ე დღის ხუთი საათისათვის მოსახდენ მოვლენაზე. მოდით ვნახოთ თუ რა უნდა გვეკარნახებოდეს აღნიშნულით.

როგორც ითქვა, 1992 და 1995 წლების არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ, ჩვენს მიერ რიგით მესამე, ანუ 2012 წ, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, მიზეზთა გამო. ვერ განხორციელდა.

ზემოთ უკვე დეტალურად ვისაუბრეთ იმაზეც, თუ რამ განაპირობა 2015 წ. 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში ჩვენი ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, და ამ მიზნით 2015 წ. 3 სექტემბერის დღის ხუთი საათისათვის ცესკოში განაცხადის ჩაბარება.

ყოველივე თქმულს თუ შევაჯერებთ, ვნახავთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ათვლით [1,2...], 2015 წლის 3 სექტემბერი არის, ზემოთ აღნიშნულში კოდირებულად  მინიშნებული, სწორედ - 1068-ე დღე.

ამდენად, ღმერთის განგებულობით, მე-13/14 საუკუნეთა მიჯნაზე  შედგენილი ტექსტი „გვაუწყებს“, ბოლო ჟამის დადგომისეული ნიშნების მომძიებელ-გამხმოვანებელი ჯგუფის მიერ, ბოლო ჟამში გასავლელი ერთ-ერთი ეტაპის დაწყების დამადასტურებელ 1068-ე დროით მიჯნას, ანუ -2015 წ. 3 სექტემბერზე, და უფრო მეტი კონკრეტიკისათვის ამატებს - ხუთი საათიც მიუმატეთ თუ გსურთ სიზუსტე“-ო.

 

 დასკვნის მაგიერ, ანუ კოდი - „ჩაილური“

წინამდებარე წერილში გადმოცემული მინიშნებების თაობაზე საუბარი, გვინდა „ჩაილურის“ თემატიკის განხილვით დავასრულოთ.

უკვე ხსენებულ „ჩაილურის თემში“, საგარეჯოს რაიონში გამავალი მდინარე ჩაილურის ნაპირას განლაგებული ორი სოფელი: პატარა და დიდი ჩაილურია გაერთიანებული.

როგორც ცნობილია: ჩაილური - მდინარე[ა] აღმოსავლეთ საქართველოში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), მდინარე ივრის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე 1435 მ სიმაღლეზე. სიგრძე 29,6 კმ, აუზის ფართობი 167 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით“.

ქართულ ენაში არსებულ ფრაზებსა და გამონათქვამებში, ჩაილურის თემატიკას თავისი გამორჩეული ადგილი აქვს დამკვიდრებული. კერძოდ გამონათქვამი: ჩაილურის წყალი დალია“, იგივეა რაც - „ჭირი მოგჭამა, წადი და უყარე კაკალი, ეს საქმე წასულია (უიმედოა), ამ საქმეს აღარაფერი ეშველება. ამ საქმეს არაფერი ეშველება“ [იხ. ალ. ნეიმანი, ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. თბ. 1978 წ. გვ. 559].

ამ გამონათქვამის გაჩენის ისტორიის თაობაზე თედო სახოკიას მიერ შედგენილ „ხატოვან სიტყვათქმათა ლექსიკონში“ ვკითხულობთ: ჩაილურის წყალი დალია -

უკვალოდ დაკარგვა რაიმესი, გათავება, მორჩომა.

ჩაილური სოფელია კახეთში, რომელსაც ჩაუდის პატარა მდინარე - ჩაილურის წყალი - ღრმაკალაპოტიანი და მაღალნაპირებიანი. ძველად მოპარულ საქონელს ქურდი ლეკები თუკი ჩაილურის წყალზე გადაატარებდნენ („ჩაილურის წყალს დაალევინებდნენ“), უკვე სამშვიდობოს ეგულებოდათ თავი. აქ მათ ხვდებოდათ მათი ლეკი დამქაშები, რომლებსაც ნაქურდალს აძლევდნენ.

შემდგომში ჩაილურის წყალდალევინებულს ამბობდნენ ყველაფერზე, რაც დაიკარგებოდა, რისი დაბრუნების იმედი გადაწურული იყო“.

ეზოთერული კუთხიდან გამომდინარე, ბოლო ჟამის მდინარებაში, 2015 წ. 31 ოქტომბერს „ჩაილურის თემში“ ჩატარებულ საკრებულოს არჩევნებში ს/გ „უფლის სახელით...“ ჩვენი მონაწილეობით, ჩვენის აზრით უნდა გვიფიქსირდებოდეს უკვე განვლილ დროით მონაკვეთთან დაკავშირებული იმ მისტერიული პროცესების დასრულება, რასაც „საქართველოს სულიერი მისიის“ კუთხით აღსაქმელი: „:ივერიის გაბრწყინების“ ფარულად მიმდინარე „სულიერი გაბრწყინების პროცესები“ ჰქვია [აღნიშნულზე დეტალურად იხ. ჩვენი კრებული: „ვიდრე ვიტყოდეთ აღსრულდა, ანუ ჯაჭვის რგოლები“, თბ. 2015 წ. გვ. 39-45].

ღმერთის წინასწარგანჭვრეტისეული მინიშნების, ანუ ე.წ. ერისა და ქვეყნის „გაბრწყინების“ ფიზიკური ასპექტის თაობაზე [იხ. იქვე, გვ. 44-45], თუ ღმერთი ინებებს თავის დროზე ვისაუბრებთ.

აი, ყოველივე ის, რის თაობაზეც ამჯერად გვინდოდა გვესაუბრა. ამიტომ - „თუ ვინმეს თავის თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე, შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ, უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38].

ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

ს/გ უფლის სახელით -

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

უფლისმიერი ლასკარის სპიკერი

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

25 წლიანი დროითი მიჯნის შემდგომად მოსახდენი, ანუ...

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების ისტორიაში, 1990 წლის ორ თარიღს: 28 ოქტომბერსა და 14 ნოემბერს, თავისი გამორჩეული ადგილი უკავია:

1. 1990 წ. 28 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებულმა, „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო ბლოკში შემავალმა ეროვნულმა ძალებმა, ქართველი ერის მიერ გამოხატული ერთსულოვანი ნებით, დაამთავრეს „კომუნისტური რეჟიმის“ 70 წლიანი მმართველობა; და

2. 1990 წ. 14 ნოემბერს, ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, საიდანაც დაიწყო „კომუნისტური მმართველობითი რეჟიმის“ რღვევისათვის საჭირო იურიდიული საფუძვლების შექმნა.

ზემოთქმულიდან ათვლით, ჩვენს თვალწინ მიმდინარე 21-ე საუკუნეში, კერძოდ 2015 წლის 28 ოქტომბერსა და 14 ნოემბერს, ზუსტად 25 წელი გასრულდა.

აღნიშნულის ფონზე, კომენტარის გარეშე გვინდა შემოგთავაზოთ მიშელ ნოსტრადამუსის მესამე ცენტურიის 77-ე კატრენი:

ოქტომბრის დასასრული ოცდამეხუთე წლისათვის,

ოცდამეერთე საუკუნე კი უმძიმესი ომით,

რწმენის დამრთგუნველთ თავიანთი ხალხის შერცხვებათ,

სპარსეთის შაჰი კი ისპობა ეგვიპტელთა მტრობით.”

ვფიქრობთ, რომ მკითხველი თავად გაავლებს პარალელს მსოფლიო მაშტაბით მიმდინარე იმ მოვლენებთან, რომელმაც 21-ე საუკუნეში შესრულებული 25-ე წლიანი დროითი მიჯნიდან [2015 წ. 14 ნოემბრიდან] აიღო სათავე.

ვისაც ყური აქვს ისმინოს.

ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

ჟამია ჟამი!..

 

დრო - დაძაბულია,

ხალხი - აღზევებული.

უფლის გზა-სავალზე

ისევ ავდარია.

ბოროტების აღსაკვეთად

აღმართულო მახვილო,

სულო - ყოვლად ძლიერო

და

სულო უფლისმიერო,

კაცობრიობის სახსნელად

დედამიწას მოვლენილო...

სანამდის, სანამდის,

როდემდის ნიღაბქვეშ - უფალო?!

მოდი, გაცხადდი ლასკარში,

ქრისტედ მოვლენილო!...

 

 დინა [დიანა]

ჯიქია