Print

გაზეთი № 21 [969]

ახალი ადამიანის „დაბადება“, ანუ...

 

ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ - საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის“ დაარსების გადაწყვეტილება - 1996 წლის 15 დეკემბერს იქნა მიღებული; ჩვენი გაზეთის - „დედანი ენის სასწაულის“ პირველი ნომერი 1997 წ. 4 იანვარს დაიბეჭდა, რომელიც საცალო ქსელში - 7 იანვარს იქნა გატანილი.

აქედან მოყოლებით, ოცდამეერთე საუკუნის მე-16, ანუ - 2016 წელს, ამ სფეროში, ჩვენი საქმიანობის ცხრამეტწლიანი მიჯნა მთავრდება და მე-20 წლის დროითი ათვლა იღებს სათავეს.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა კარგად იცის - „ოცი-ს, როგორც „ცისიერ[„ცი“] უფალო-ზე [მე-16 ასო-ნიშან: „ო - უფალო“-ზე] მინიშნების ეზოთერული არსი...

ჰომეროსისეული მინიშნებით, ოდისევსის დაბრუნება სწორედ მე-20 წელს ხდება.

 ოცწლიან დროით მონაკვეთს ეხება, 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრის მიჯნაზე, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ინფორმაციაც, რომელიც უნიკალური ყვავილის აყვავების თაობაზე იტყობინებოდა:

- „მსოფლიო სენსაციურმა სიახლემ მოიცვა: აყვავდა უდუმბარა, რომელიც 3 000 წელიწადში ერთხელ ყვავის.

ბუდისტების რწმენით, ბოლოს ის ბუდას დაბადების წინ ყვაოდა. ბოლო 20 წლის მანძილზე კი მის ყვავილობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აკვირდებიან. ამბობენ, რომ მისი ყვავილობა ბრძენის ან განსაკუთრებული ცოდნითა და უნარებით დაჯილდოვებული ადამიანის დაბადებას მოასწავებს.  

ამ პაწაწინა, არომატულ ყვავილს უთხელესი, მაგრამ მყარი ღერო აქვს. ის დიდხანს ყვავის და უშვებს არომატს. თავად სიტყვა უდუმბარა" სანსკრიტის ენაზე ნიშნავს "ყვავილი ციდან". უდუმბარა პირველად 1997 წელს სამხრეთ კორეის ტაძარში, ბუდას ქანდაკებაზე აღმოაჩინეს...

უდუმბარა უკვე რამდენიმე ადგილას ყვავილობს. ისინი ფაქტობრივად ნიადაგის გარეშე ყვავილობენ. მაგალითად რამდენიმე უდუმბარა, რომელთა ღეროს სისქე ადამიანის თმის სისქეს არც აღემატება, სრულიად უბრალო, ლითონის მილზე მოყვავილე აღმოაჩინეს.

ეს ყვავილი ზებუნებრივი ძალების სიმბოლოა. ბუდისტებმა მისი აყვავება შეაფასეს ახალი ეპოქის ნიშნად:

ბუდისტური ლეგენდის თანახმად უდუმბარა მოასწავებს ზეციური მეფის დაბადებას, რომელიც მიიღებს ყველა რელიგიის ადამიანს და ყველას გულმხურვალედ შესთავაზებს გადარჩენას...“.

დამდგარი ბოლო ჟამისეული კუთხით, აქ მინიშნებული - ბრძენი ან განსაკუთრებული ცოდნითა და უნარებით დაჯილდოვებული ადამიანი“, ანუ - „ზეციური მეფე“, სხვა არაფერია თუ არა ქრისტიანული სამყაროსეული - მეორედ დიდებით გაცხადებული უფალი იესუ ქრისტე.

ამ თემატიკას ანარეკლი უნდა იყოს მოცემული - სალვადორ დალის ცნობილ სურათზე: „ახალი ადამიანის დაბადება“, რომელიც - კვერცხის ფორმის დედამიწაზე, შავი და კასპიის ზღვათა შორის მოქცეული არეალიდან „იბადება“.

ზემოთქმულის ფონზე, ჩვენი საუბარი, მოდით - „კვერცხის“ თემატიკის განხილვით განვაგრძოთ.

 

„კვერცხის“ თემა სამყაროს შექმნის მითოსში

მსოფლიოს ყველა ქვეყნის მითოსი, თავისებურად ეხმიანება იმ უდიდესი საიდუმლოებით მოცულ საკითხს, რასაც - სამყაროს შექმნა ჰქვია. ამჯერად მხოლოდ მათზე შევაჩერებთ ყურადღებას, რომლებშიც სამყაროს შექმნა, სიცოცხლის და განახლების თითქმის უნივერსალური, საყოველთაო სიმბოლო  - კვერცხთანაა დაკავშირებული.

ინტერნეტ სივრცეში მრავლადაა მასალები, სადაც - „...კელტებს, ბერძნებს, ეგვიპტელებს, ფინიკიელებს, ქანაანელებს, ინდოელებს, ვიეტნამელებს. ჩინელებს, იაპონელებს, ინდონეზიელებს და ციმბირელებს საერთო და საყოველთაო სიმბოლოდ აქვთ საწყისი - კვერცხი, საიდანაც მოსჩქეფს ორგანიზებული სამყარო...“.

ასე მაგალითად:

- „ინდოელებს სამყაროს შექმნა ასე წარმოედგინათ:

პირველქმნილი უმოძრაო უკუნიდან წყალი გაჩნდა, მზე, მთვარე და ვარსკვლავები ჯერ კიდევ არ იყო. წყალმა შვა ცეცხლი, ცეცხლის სიმხურვალემ კი ოქროს კვერცხი გააჩინა. დრო არ არსებობდა და ზუსტად იმდენს ხანს, რამდენ ხანსაც ერთი წელიწადი გრძელდებოდა, კვერცხი ზღვაში დაცურავდა. შემდეგ იგი ორად გაიყო და ქვედა ნაწილი მიწად იქცა, ზედა - ზეცად. კვერცხიდან ინდოელთა უზენაესი ღვთაება - ბრაჰმა გამოვიდა. ბრაჰმამ ცასა და მიწას შორის ჰაერი მოათავსა, მიწა წყლით შემოსაზღვრა და დასაბამი დაუდო დროს. ასე შეიქმნა სამყარო...“ ;

-„ტიბეტში კვერცხი არაა შესაქმის საწყისში, მაგრამ ისაა ადამიანთა გრძელი გენეალოგიის წყარო. კერძოდ, ტიბეტელი დინასტიებისა და დიდი ოჯახების ისტორია იწყება იმის გახსენებით თუ როგორ დაიბადა ერთი კვერცხიდან კოსმოსი: „დასაბამიერის 5 ელემენტის არსიდან გამოვიდა ერთი დიდი კვერცხი...  ამ კვერცხის გულიდან 18 კვერცხი. ამ 18 კვერცხს გამოეყო შუა, ნიჟარის კვერცხი.  ნიჟარის კვერცხს გამოება კიდურები, ხუთი სრულყოფილი გრძნობა გაუჩნდა და ისეთი არაჩვეულებრივი სილამაზის ჭაბუკად იქცა, აღთქმის დროს რომ არიან ხოლმე. ასეც შეარქვეს მეფე იე–სმონი...“;

- ჩინური მითოლოგიის თანახმად დროთა დასაწყისში ბატონობდა ქაოსი. მის დიდ და ვრცელ განურჩეველ ფორმებზე წარმოიქმნა საწყისი კვერცხი. ღმერთ პან-გუს იქ განსავითარებლად დასჭირდა 18 წელი. 18 წლის შემდეგ მან გაიღვიძა, გატეხა კვერცხის ნაჭუჭი და გამოვიდა იქიდან.

კვერცხის მსუბუქ ნაწილში შევიდა იანის პრინციპი და შექმნა ცა. ინის პრინციპით შეპყრობილი მეორე ნაწილი კი ისევ დაეცა და გადაიქცა მიწად....“;

- იაპონიაში .. მე-8 საუკუნეში დაწერილ ტექსტთა ერთობლიობა - „კიგი“ ყვება, რომ თავიდან ცა და დედამიწა შეადგენდნენ ერთ დიდი და გაურკვეველ მასას. ამ საწყის ქაოსში იყო მომავალი სამყაროს ჩანასახები. ის მეტ-ნაკლებად ჰგავდა კვერცხს.

ამ კვერცხიდან მალე გამოვლენ და ცას შექმნიან მსუბუქი და წმნინდა ელემენტები.

ამავე კვერცხიდან გამოსული უფრო მძიმე ელემენტები შექმნიან მიწას. ამ საწყისი მაგმიდან გაჩნდებიან ღმერთი და ქალღმერთი,და-ძმა  იზანაგი და იზანამი...“;

- ეგვიპტეში საწყისი ოკეანეს პერსონიფიკაცია ნუნიდან ამოიზრდება ბორცვი რომელზეც გაჩნდება კვერცხი. ეგვიპტეში კვერცხი არის აბსოლუტური ნაყოფიერების და ზრდის სიმბოლო...“;

- სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ კოსმოგონიურ მითში მოთხრობილია რომ შემომქმედმა ღმერთმა მამამის მზეს სთხოვა სამყაროს ადამიანებით დასახლება. მზემ დედამიწაზე დაუშვა 3 კვერცხი. ოქროს კვერცხიდან გაჩნდა არისტოკრატია. ვერცხლის კვერცხიდან გაჩნდნენ არისტოკრატთა ქალები, სპილენძის კვერცხიდან კი გაჩნდა წვრილი ხალხი...“;

- შავ აფრიკაში, მალი იქნება ეს თუ დოგონებში კვერცხი არის სამყაროს და მისი თავდაპირველი სრულყოფილების ხატი...“;

- ფინელები ყვებიან რომ დამსხვრეული კვერცხიდან გაჩნდა სამყაროს ელემენტები...“;

- ოკეანიაში ტანგაროა არის ერთადერთი ღმერთი, ყველა ღმერთის წინაპარი, აბსოლუტური ბატონი ყველაფრისა რაც არის ზევით და რაც არის ქვევით. ის თვითონაა სამყარო რომელსაც ის შექმნის. ის დაიბადა კვერცხში და დარჩა იქ მრავალი მილიონი წელი. საწყისი კვერცხი  ბრუნავდა სივრცეში. ტანგაროამ ხმამაღლა იყვირა და პასუხი რომ ვერ გაიგო გააგრძელა თავისი ხანგრძლივი მოგზაურობა კოსმოსში. მაგრამ ბოლოს და ბოლოს მან გატეხა კვერცხი. კვერცხი გატყდა ორად. მისი ზედა ნაწილი გახდა ცა და ქვედა-მიწა...“.

როგორც ვხედავთ - „...ყველა ამ კოსმოგონიაში კვერცხი არის ტოტალობის, მთლიანობის ხატი. ისაა ორგანიზაციის პირველი პრინციპი რომელმაც შეცვალა ქაოსი. კვერცხი თავის თავში შეიცავს ყველა შესაძლებლობას...

კვერცხი იყო ჩასახვის. ბუნების პერიოდული განახლების და ერთის შეხედვით მკვდრის აღორძინების სიმბოლო. რუსეთში და შვედეთში აკლდამებში თიხის კვერცხების აღმოჩენა ადასტურებს ამ ინტერპრეტაციას. მიცვალებულებისთვის მიძღვნილი კვერცხი არის მათი აღდგომის საწინდარი. ქრისტიანულ ტრადიციებში შეღებილი და მოხატული აღდგომის კვერცხი დღესაცაა აღდგომის სიმბოლო...“.

სახარებაში ვკითხულობთ, რომ შეკრებილ მოწაფეებს - „მიუახლოვდა იესუ დაელაპარაკა და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. წადით  და ასწავლეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით: მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამენ“ [მათე 28,18-20].

საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომელიც  სხვათა მსგავსად დადიოდა  და ყველას ახარებდა  ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას.

ერთხელაც, საქადაგებლად რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორ ტიბერიუსის სასახლეს მიაშურა. მას არაფერი გააჩნდა იმპერატორისათვის საჩუქრად, იესუ ქრისტეს რწმენის მეტი. ამიტომ,  კვერცხი გაუწოდა იმპერატორს, სიტყვებით: -        „ქრისტე აღსდგა!“.

 იმპერატორმა ეჭვით შეხედა – „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო? ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდეს!“-ო

სიტყვები არ დაემთავრებინა, რომ კვერცხმა გაწითლება იწყო. ამ დღიდან მოყოლებული, ადამიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის დღესასწაულს...

კვერცხსა და მის წითელ ფერთან დაკავშირებით არსებობს კიდევ სხვა გადმოცემაც, რომელიც იერუსალიმში მცხოვრებ - შვიდ იუდეველს უკავშირდება:

„... მათ მიერ, ქრისტეს სიკვდილის შემდეგ გამართულ ტრაპეზის კერძებს შორის იყო შემწვარი ქათამი და მოხარშული კვერცხები. შუა ქეიფში ერთმა გაიხსენა ჯვარცმული და თქვა, რომ „...იესუ უნდა აღდგეს მესამე დღესო“. სახლის პატრონმა უარყო: „ის იმ შემთხვევაში აღდგება, თუ ამ სუფრაზე ქათამი გაცოცხლდება და კვერცხები გაწითლდება“.  და უცებ კვერცხებმა შეიცვალეს ფერი და ქათამი გაცოცხლდა...

კიდევ ერთი გადმოცემა იუწყება, რომ ჩვეულება მოდის ქალწული მარიამიდან, რომელიც პატარა იესუს გასართობად ღებავდა კვერცხებს...“.

ახალი ადამიანის დაბადებასთან დაკავშირებით განხილულ თემატიკაზე საუბარი - კვერცხისა და ქათამის პირველადობის საკითხზე მსჯელობით გვინდა დავასრულოთ.

 

„ქათამი თუ კვერცხი?“

არქიმედეს სახელთან დაკავშირებული ერთი ლეგენდა ასეთია - მეფე ჰიერონის მიერ ეგვიპტის მეფე პტოლემეუსისათვის საჩუქრად გამზადებულ მძიმე, მრავალგემბანიან ხომალდ „სირაკუზია“–ს  ვერაფრით ვერ უშვებდნენ წყალში. არქიმედემ  ააგო ბლოკების სისტემა (პოლისპლასტი), რომლის დახმარებითაც, მან ამ სამუშაოს შესრულება ხელის ერთი მოძრაობით შეძლო.

ლეგენდის თანახმად, არქიმედემ ამ დროს განაცხადა: „ჩემს განკარგულებაში რომ სხვა დედამიწა ყოფილიყო, რომელზეც  დავდგებოდი, მაშინ მე ადგილიდან დავძრავდი ჩვენსას“. სხვა ვარიანტის მიხედვით კი არქიმედემ თქვა: „მომეცით საყრდენი წერტილი და მე გადავაბრუნებ დედამიწას“.

აღნიშნული იმის სანიმუშოდ გავიხსენეთ, რომ ნებისმიერი საკითხის გააზრებისას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმას თუ რა საწყისზე ხდება მათი არსის განხილვა.

საყოველთაოდ ცნობილ კითხვას - „ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხიო“, ბიბლიური საწყისიდან გამომდინარე გვინდა პასუხი გავცეთ.

სოლომონის სიბრძნეში მიგვეთითება - „...ყოვლისშემძლე ხელი, რომელმაც უსახო ნივთიერებისაგან შექმნა სამყარო” [სოლ. 11,17].

ბიბლიური სწავლების მიხედვით - სამყაროს შემოქმედი, დაუსაბამო საწყისის მქონე უზენაესი ძალა - ღმერთი, თავდაპირველად ქმნის ინდივიდებს - „თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. წარმოშვა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით“ [დაბ. 1,11-12].

ამდენად, თავდაპირველად ქმნილი - მცენარე თუ ხე თავის თავშივე ატარებენ თავისივე გვარისა თუ სახეობის კვლავწარმოქმნის ნიშან-თვისებას...

ასეთივე სურათია, დედამიწაზე არსებულ სხვა ინდივიდებთან მიმართებაშიც - „თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე. შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო“ [დაბ. 1,20-21].

იქვეა მოცემული თითოეული ამათთაგანისთვის მიცემული გამრავლების უნარის წილხვედრილობა - „აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე“ [დაბ. 1,22].

ჩვენს განსახილველ თემატიკასთან დაკავშირებული ბიბლიური ინფორმაცია ასე მთავრდება - „თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო“ [დაბ. 1,25-26].

ამდენად, განსახილველ საკითხთან მიმართებაში: „ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი“, საწყისად - ბიბლიური თხრობის აღების შემთხვევაში, ცხადია, რომ, ღმერთის მიერ, თავდაპირველად იქმნება შინაურ ფრინველთა რიგს მიკუთვნებული - „ქათამი“, რომელიც თავისთავშივე ფლობს თავისივე მსგავსის კვლავწარმოშობის, ანუ გამრავლების უნარს - იგი დებს კვერცხს, საიდანაც ახალი ქათამი [წიწილა] იჩეკება.

დასასრულს, მოდით გავეცნოთ, განსახილველ თემატიკასთან დაკავშირებით ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ უახლეს სამეცნიერო ინფორმაციას:

„ინგლისში, უორუიკისა და შეფილდის უნივერსიტეტებში, მეცნიერები კიდევ ერთხელ საფუძვლიანად ჩაუღრმავდნენ ამ კითხვას და აღმოაჩინეს, რომ კვერცხზე ადრე ქათამი უნდა ყოფილიყო. კვერცხში აღმოჩნდა პროტეინი, რომელიც მხოლოდ ქათმის საკვერცხიდან შეიძლება მომდინარეობდეს.

„დიდი ხანია, მიაჩნდათ, რომ ჯერ კვერცხი იყო და მერე ქათამი,“ განუცხადა ჟურნალისტებს დოქტორმა კოლინ ფრიმანმა შეფილდის უნივერსიტეტიდან. „პროტეინის აღმოჩენა და კვერცხის წარმოქმნასთან მისი დაკავშირება უკვე ადრევე მოხდა. უფრო დეტალური გამოკვლევის შედეგად კი შევძელით დაგვენახა, რა გავლენას ახდენს ეს პროტეინი მთელ პროცესზე.“

სწავლულები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უფრო ადრე მაინც ქათამი გაჩნდა, რომელმაც, თავის მხრივ, დადო პირველი კვერცხი. იმისთვის, რომ ეს ამოცანა ამოეხსნათ, სწავლულებმა შექმნეს კვერცხის ნაჭუჭის წარმოქმნის მოდელი კომპიუტერის საშუალებით. კვლევების შედეგმა აჩვენა, რომ ნაჭუჭის ფორმირებაში ძირითად როლს ასრულებს გასაკუთრებული ცილა - ოვოკლედინინი, რომელიც ქათმის საკვერცხეში გამომუშავდება.

ნაჭუჭის ჩამოყალიბების პროცესი და ამ პროტეინის არსებობა ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ მხოლოდ ახლა შეძლეს მეცნიერებმა სრულფასოვანი სურათის მიღება.

სუპერკომპიუტერის საშუალებით მეცნიერები სპეციალური „გამადიდებელი შუშის“ მეშვეობით აკვირდებოდნენ კვერცხების განვითარებას. ამასთან, დადგინდა, რომ პროტეინი კვერცხის ზრდას აჩქარებს და, გარდა ამისა, მის ნაჭუჭს ამაგრებს. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს პროტეინი, რომელიც სპეციალური გარსის შექმნაზე ზრუნავს, მხოლოდ ქათმების ორგანიზმში მოიპოვება...“.

ჩვენი დღევანდელი საუბარიც ამით გვინდა დავასრულოთ.

მიხეილ [გელა]

 სალუაშვილი

 

ს/გ "უფლის სახელით... ვულოცავთ ლასკარის წევრს: ქ-ნ ეკატერინე ხრიკულს დაბადების 85-ე წლისთავს, და ვუსურვებთ სულიერ სიმხნევესა და ფიზიკურ ჯანმრთელობას!...

სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონი ეკატერინე 85 წლის გადმოსახედიდან კვლავ ჩვეული თავდადებით ეფერება ღვთისმშობლის წილხვედრ მის სამშობლოსა და მასში მცხოვრებთ...

 

ჩემო ჯვარცმულო ლასკარო

მოგილოცავ დღეის დღესა,

ღვთისმშობლობას მოგილოცავ,

დაგილოცავ მსმენელებსა,

მისი კალთა მფარველობდეს,

თქვენი ოჯახის წევრებსა!..

 

ლასკარო, ჩვენს სამშობლოში

სასწაულები იწყება...

დრო ჩამოჰკრავს და ჩვენს თვალწინ

კიდობანი გაიხსნება,

რაც რამ არის დაფარული

ყველას - ფარდა აეხსნება,

ძველისძველი, დაწერილი,

დიდი წიგნი გადიშლება...

და შევხარი იმ ბედნიერთ

ვისი გვარიც იქ იქნება...

უფრო კარგ რამეს გახარებთ:

მაცხოვარი გვესტუმრება!..

და ღვთიური ძალისხმევით

ყველაფერი დალაგდება..

ამდენი ხნის ნაწამები

საქართველო - გაბრწყინდება,

გაიხარებს, გალაღდება,

მტანჯველი არ ეყოლება!...

ეკატერინე

ხრიკული

 

მოდით ერთად მოვიგონოთ

ჩვენი დიდი წინაპრები,

მოწიწებით შევაწუხოთ,

ყველა წმინდანის სულები...

იმათ ფონზე - დღეს რა ხდება?

ვერ ავანთეთ კერას კვარი...

ვინ გაგთვალა - საქართველოვ?

ვინ დაგადგა ცუდად თვალი?

რას დავჭამეთ ერთმანეთი,

იქნებ შევიკავოთ თავი?!

გაიხედ გამოიხედეთ,

კარს მოგვადგა ბოლო ჟამი...

მალე არვის არას გარგებთ

ეგ ნანატრი თქვენი სკამი...

ეკატერინე

ხრიკული

 

...

რა გითხრათ, ან რა მოგწეროთ,

რომ გაგიხაროთ გულები?!

„მსოფლიო აურზაურმა“

გამოგვიჭედა ყურები,

ნერვები დაწყვეტაზე გვაქვს,

დავდივართ დაბნეულები...

თითქოს ვერავინ ვერა გრძნობს,

[უნდა ახდეს ღმერთის ნება]

მაღლა, საყვირს ამზადებენ,

რიგით - მეშვიდე იქნება!..

კეთილ საქმეს დაეშურეთ,

რისთვის გაბიათ ხელები,

ვინც უფლის მცნებებს არ მისდევს,

მას დათვლილი აქვს დღეები...

დამიჯერეთ ეს ნათქვამი:

უფალს მივაგოთ დიდება,

თორემ ვერავინ გიშველით,

უკვე გვიანი იქნება...

სასწაულები მოხდება:

ყველას ნიღაბი „მოძვრება“,

ისეთ ვინმეს დაინახავთ

ხალხი სულ დაიზაფრება...

ეკატერინე

ხრიკული

 

...

ქრისტეშობისთვეს - მაყრები

საცნაურ ამბებს ყვებიან:

ქრისტე და მოციქულები

სულ მალე გვესტუმრებიან...

დაისადგურებს სიმართლე,

ყველანი შერიგდებიან...

ის ჩვენი „ემიგრანტები“

სახლებში დაბრუნდებიან,

ლასკარი და საქართველო

ორივე გაბრწყინდებიან...

ღვთის სამართალის ძალითა

კეთილნი - განმრავლდებიან,

ცოდვილნი და ხელშემწყობნი,

ყველანი განისჯებიან!

 ეკატერინე

ხრიკული

 

 

წმინდაო სულო - მოდი, ერთად ვიაროთ!..

 

წმინდა სული - დედამიწას იარება...

თუმცა, მასთან ზიარება,

არ გეგონოთ ადვილი...

ჩვენ, რჩეულებს,

გვედავება განწმენდაში,

ამიტომაც - ალბათ უფრო გვევალება...

უფლის სულო!...

დედამიწას რად ჩამოხველ,

ზეცა რად მიატოვე?

ალბათ მოხველ მხილებისთვის

გსურდა ქვეყნის განწმენდა...

სულო ყოვლადძლერო და

სულო უფლისმიერო:

ვიაროთ, ვიაროთ, ვიაროთ... და

ქვეყანა შემოვიაროთ...

მერე ვნახოთ, შევაფასოთ

კაცთა მოდგმის ბუნება...

შენი გზა - სად დაიგმობა,

„სვეტი ნათლისა“ სად გამოჩნდება...

14. 11.. 2015

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

...

შუქნათელი სხივი

ლასკარს მოჰფენია...

„ბრძენთა საკრებულოს“

მისი გზასავალი

უკვე შეუცვნია...

21. 11.. 2015

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

მოლოდინი

ღმერთო, როდის იქნება

სამართალის ზეობა...

როდის უნდა „ვიხილოთ“

ქვეყნად მართალთ ზნეობა...

ქრისტეს ჯვარზე გაკრულებს,

როდის ჩაენაცვლება:

ცრუ-ორპირთა ტყვეობა!..

ქვეყნად უნდა მოიმკას

დიდი ნაამაგარი,

წინ უნდა შეგვეგებოს

ზეციური საგზალი, და

წმინდანთ ნატერფალები...

მოლოდინი დასრულდება

როს იქნება მამის ნება,

გაიხარებს ცა და მიწა

მაცხოვარი გაცხადდება!..

21. 11.. 2015

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

გზა ქრისტესმიერი!..

სული მაშინ ჰყვაოდა

ტაძართან რომ შევჩერდი,

სულ სხვაგვარად მწყალობდა

ზეციური ძალები..

ტაძრის ერთ კუთხეს ბინა დავიდე,

ვწერდი, ვძერწავდი თუ ვკითხულობდი,

სულ იქ ვიყავი...

აჩრდილი ზეცის იქ მიმყვებოდა.

გულს იქ ვუხსნიდი მიღმიერს,

ზეცა კი - ცისკარს მიხსნიდა...

ვიდრე ამას ვახერხებდი

დილა - „მშვიდობისა“ მქონდა,

მორწმუნეებს ერთურთს შორის

იმ ცის სიხარული გვქონდა...

შემდეგ, უეცრად ჩამოწვა ბნელი,

რად არ შემრაცხეს, დამგმეს, მაგინეს,

სიტყვა ღვთიური, და ძალა ღვთისა

„დემონურად“ მომითარგმნეს...

როცა დამგმობთ განვერიდე,

„წაქცეულსაც“ მომძახოდნენ:

„ღირსი ხარ, ღირსი!... იარე ასე!...

უღირსებთან „ერთობაში“

სული მწარედ ტიროდა...

 

ჟამიდან ჟამზე, ზეცის აჩრდილი

ამიტაცებდა როს ცის ხარიხას,

ხმა ზეციერი ნუგეშად ჟღერდა:

„ღირს ხარ! ღირს ხარ!...“

 

მინაწერი:

ციდან ქვეყნად ჩამოსულა,

სული უფლისმიერი,

და, მაინც ვერ შეგვიცვნია

დღეს „გზა - ქრისტესმიერი!..“

21. 11.. 2015

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

ერიც მოწმობს და ენაცა!...

 

ერიც მოწმობს და ენაცა,

რომ ბოლო ჟამის ახდა ნიშნები...

რომ, საქართველოს მისიაა:

ღვთის რჩეულობა...

არავინ იცის - რად ინება განგების ნებამ:

ებრაელების ჩანაცვლება, ქართველი ერით...

ღმერთმა ინება, და საქართველოს

დაეკისრა მისია ღვთისა...

აქ დაიწერა - „კაცობრიობის სულიერი ბიოგრაფია“,

აქ დაიცალა ზარდახშა ღვთისა,

აქ სანუკვარი „საუნჯეა“ - სავანე უფლის,

აქ მოელიან მეორედ მოსვლას, უფლის დიდებას!...

დიდება შენს მობრძანებას

უფალო იესუ!..

04. 12. 2015

 დინა [დიანა]

ჯიქია