Print

გაზეთი № 3 [974]

ორიენტირი - 2016 წ. ივლისი, ანუ

მართლმადიდებელი ეკლესიების საეკლესიო კრება

 

ბიბლიური სწავლებით - ღმერთმა ხილული სამყარო 7 დღეში შექმნა - „გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა“ [დაბ. 2,2].

ამის შემდგომად გვეუწყება ადამისა და ევას შექმნისა, და მათი ცოდვით დაცემის ისტორია. აღნიშნულის თაობაზე საუბრისას, ბიბლიაში ვკითხულობთ - „მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის“ [დაბ. 3,8].

აქ მოცემული - „საღამო ხანს“, იმ პირობით მე-8 დღეს გამოკვეთავს, რომლის დასასრულსაც - „გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ“ [დაბ. 3,23-24].

ედემის ბაღიდან განდევნილი, როგორც ადამი და ევა, ასევე მისი მოდგმა, უკვე ახალ გარემოში მიმდინარე - პირობით მე-9 დღეში ატარებს, თავის, ცოდვით დაცემის ნიშნით დაღდასმულ, „ცხოვრებას“.

დღეისათვის ქრისტიანული ეკლესიის ისტორია ცნობს - 7 მსოფლიო საეკლესიო კრებას: 1. ნიკეის - 325 წ.; 2. კონსტანტინეპოლის - 381 წ.; 3. ეფესოს - 431 წ.; 4. ქალკედონის - 451 წ.; 5. კონსტანტინეპოლის - 555 წ.; 6. კონსტანტინეპოლის -680 წ. და 7. ნიკეის - 787 წ.

როგორც ცნობილია, უკვე რამოდენიმე ათეული წელია აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა - მართლმადიდებელთა მსოფლიო წმიდა და დიდი კრების ჩატარების თაობაზე.

2016 წ. 31 იანვარს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საუბრისას, 2016 წ. 22-27 იანვარს, ჟენევაში [შვეიცარია] ჩატარებული მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების შეხვედრის თაობაზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა - „ჩვენ ვიყავით შეკრებილები ჟენევაში, სადაც მონაწილეობას ღებულობდა ყველა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური და წარმომადგენელი... სულ არის 15 ავტოკეფალური ეკლესია. ამერიკის ეკლესიას ზოგიერთი არ სცნობს, როგორც ავტოკეფალურ ეკლესიას. ე.ი რჩება 14, რომელსაც მსოფლიოში სცნობენ. აკლდა ანტიოქიის პატრიარქი, საბერძნეთის ეკლესიის მეთაური და პოლონეთის მიტროპოლიტი. დანარჩენი მეთაურები და დელეგატები იყვნენ.

ერთი კვირის განმავლობაში იყო შეხვედრები და კამათი, და კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი გზა სასუფევლისკენ. მართლმადიდებლობა არის ის ეკლესია, რომელიც ატარებს რწმენას და ტრადიციებს, განუყოფელი სამოციქულო ეკლესიისა და ამით გადაწყვიტეს, რომ ივლისის თვეში ჩატარდება მართლმადიდებელი ეკლესიების საეკლესიო კრება...“.

ამდენად, გამოიკვეთა - 2016 წლის ივლისი, რომელიც, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიებისა და მათი მრევლისათვის, შეიძლება გახდეს კიდეც, მსოფლიო მე-8 კრების ტოლფასი თავყრილობა.

წმიდა მამათა სწავლებით, მსოფლიოს 7 საეკლესიო კრება, სამყაროს ქმნადობის შვიდდღიანი მონაკვეთის შესატყვისია.

თუ მსჯელობის ამ ხაზს გავყვებით, მაშინ მე-8 საეკლესიო თავყრილობ, უკვე ხსენებული მე-8 დღის, ანუ - „ცოდვით დაცემისა“ და მისი ახალ გარემოში გადასვლის მისტერიულ წინარესახედ შეიძლება მივიჩნიოთ.

შესაბამისად, 2016 წ. ივლისში მომხდარი, შეიძლება იყოს კიდეც ყოველივე აღნიშნულის - „საღამო ხანი“, ანუ იმ - პირობითი „მერვე დღის“ დასასრული, რომელიც მოახლოებული განკითხვის დღის დროითი კონტურების გამომკვეთად შეგვიძლია მივიჩნიოთ, საიდანაც  უნდა „დაიწყოს“ - უდროობისეულ, ანუ მარადისობასთან წილნაყარ გარემოში გადასულთა, პირობითი მე-9 დღის შესატყვილი, ახალი ცხოვრებისეული ეტაპი, რამეთუ - „განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი. მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება“ [3 ეზრა 7,43-44].

ამდენად, მისტერიულად, 2016 წლის ივლისში მოსახდენი მოვლენა, შეიძლება, პირობითი მე-8 [„ცოდვით დაცემისა“] და მე-9 დღეთა [„მარადისობაში გადასვლის“] გამმიჯნავად ჩავთვალოთ.

ჩვენი ისტორიიდან ვიცით, რომ ღმერთის ნებითა და წმიდა ნინოს ძალისხმევით, ნიკეაში 325 . შემდგარი პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების შემდგომად,  „ქართლის სამეფო“ - პირველი ქვეყანა გახდა, სადაც - ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იქნა გამოცხადებული.

მიმდინარე - 2016 წელი, როგორც საპარლამენტო არჩევნების წელი, ღმერთის ნებით, შეიძლება იქცეს, ჩვენს მიერ გაზეთის წინა ნომრებში გაჟღერებული, ე.წ. მხილებისეული ღია ეტაპის ჩატარების წლად.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ითვალისწინებს - საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხს.

„საქართველოს კონსტიტუციით“ - პარლამენტის არჩევნები, 2016 წ. ივლისის თვისთვის დაგეგმილი - ე.წ. მე-8 მსოფლიო კრების ტოლფასი „მართლმადიდებელი ეკლესიების საეკლესიო კრების“ შემდგომად, ანუ - 2016 წ. ოქტომბრის თვეში უნდა ჩატარდეს. ეს კი, მე-4 საუკუნის ოციან წლებში მომხდარის მისტერიული პარალელის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

ამ თემაზე საუბარი, ღმერთის ნებით, მომდევნო დღეებისათვის გადავდოთ. ამჯერად კი, თხრობის დასასრულს, მოდით, კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ. 

საქართველოს საერო და საეკლესიო ისტორიაში, თავისთავად საინტერესოა მიმდინარე 2016-დან,ზემოთ ხსენებული 325 წლის უკუათვლით აღებულ დროში მომხდარი.

როგორც მოგეხსენებათ, გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ - ბაგრატ III კურაპალატმა (975 - 1014 წ.წ.), 1003 წელს დამთავრდა ბაგრატის ტაძარი (ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი).

ბაგრატის ტაძრის არსებობის ისტორიაში - „,,,განსაკუთრებით საბედისწერო გამოდგა მე-17 საუკუნე, როდესაც ოსმალებისაგან ქუთაისის ციხე-ქალაქს საშიშროება შეექმნა, იმერეთის მეფე ალექსანდრე III (1639-1660) იძულებული გახდა გაემაგრებინა ქალაქი და დიდი ზღუდე შემოევლო. თუმცა მოგვიანებით, 1666 წელს მოღალატე ფეოდალის სეხნია ჩხეიძის დახმარებით ოსმალებმა ხელთ იგდეს ქუთაისის ციხე, რომელშიც მდებარეობდა ბაგრატის ტაძარი, ხოლო 1691 წელს კი, როცა არჩილ მეფის [არჩილ II (დ. 1647 — გ. 16 აპრილი. 1713, მოსკოვი) — საქართველოს მეფე, პოეტი, ვახტანგ V-ის ძე. მეფობდა იმერეთში 1661-1663, კახეთში — 1664-1675, კვლავ იმერეთში — 1678-1679, 1690-1691, 1695-1696, 1698 წ.წ.] მეთაურობით ქართველებმა მისი გათავისუფლება კიდევ ერთხელ სცადეს, ალყა შემოარტყეს უქმიერიონს და „დიდ ქუთაისს“. გამძვინვარებულმა ოსმალებმა ციხის ტერიტორიაზე არსებულ ბაგრატის ტაძარს ოთხივე კუთხეში თოფის წამალი ჩაუწყეს და ააფეთქეს, ჩამოიქცა გუმბათი და შეირყა კედლები, ტაძრის მოკაზმულობა და მარმარილოს პერანგი მოხსნეს და ოსმალეთში წაიღეს“.

325 წლიანი ინტერვალის შემომსაზღვრელი - 1691 და 2016 წლების კოდირებული მინიშნება ასეთია:

1. „1691“ = 1 + 6 + 9 + 1 = 17 = 1 + 7 = 8; ანუ იგი მისტერიული „8“-ის არსის მატარებელი წელია, ხოლო

2. „2016“ = 2 + 0 + 1 + 6 = 9, ანუ მიმდინარე - 2016, მისტერიული „9“-ის არსის მატარებელი წელია.

ვისაც ყური აქვს - ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

 

430 დღიანი მიჯნის საკითხის - წინათქმა

დაინტერესებულ მკითხველს კარგად მოგეხსენებათ, რომ, ჩვენს მიერ, 2013 – 2015 წლებში, საქართველოს პარლამენტში არაერთი ათეული საკანონმდებლო წინადადება იქნა წარდგენილი. მათ შორის გახლავთ, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის პოზიციის ამსახველი საკანონმდებლო წინადადება, საქართველოში - ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღებასთან დაკავშირებით. კერძოდ, 2014 წ. 24 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის კანცელარიას ჩაბარდა - „კანონპროექტი: საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ [ ჩაბ. №23 852],

2016 წ. 28 ნოემბერს, ტელეფონით დამიკავშირდა ურბნისისა და რუისის ეპარქიაში მდებარე წმ. ივლიტესა და კვირიკეს სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა გიორგი [აბდუშელიშვილი]. საუბრის მთავარი თემა სწორედ ზემოთხსენებული საკითხის თაობაზე დღეისათვის არსებული მდგომარეობა გახლდათ.

29 ნოემბერს ლასკარში შემდგარ შეხვედრაზე, მამა გიორგიმ, მე და ბატონ ავთანდილ იოსელიანს, შემოგვთავაზა, ახალი ძალით გაგვეაქტიურებინა ჩვენი ერთობლივი საქმიანობა, და გვაუწყა, რომ იგი, როგორც მეუფე იობის [აქიაშვილი] კურთხევით მოქმედი სასულიერო პირი, ძალისხმევას არ დაიშურებდა ამ საკითხის დადებითად გადაჭრის საქმეში.

ორსაათიანი საუბრის ბოლოს შევთანხმდით, რომ ს/გ უფლის სახელით...“ კიდევ ერთხელ მიგვემართა, როგორც - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და მისი თავმჯდომარის ქ-ნ ეკა ბესელიას; ასევე - საქართველოს იუსტიციის მინისტრ ქ-ნ თეა წულუკიანისათვის.

2016 წ. 1 თებერვალს, ორივე ხსენებულ ადრესატს შემდეგი შინაარსის წერილები ჩავაბარეთ.

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და

სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის

თავმჯდომარეს

 ქალბატონ ეკა ბესელიას!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ღ ი ა   მ ი მ ა რ თ ვ ა

ქალბატონო ეკა!

მოგახსენებთ, რომ 2013 – 2014 წლებში ჩვენი გაერთიანების სახელით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებები

[იხ. კანონპროექტი: „საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების შესახებ“; აგრეთვე:

„კანონპროექტი: საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ [2013 წ. 20 დეკემბერი, ჩაბ. №42594; 2014 წლის  29 ივლისსა და 2014 წ. 24 ნოემბერი, ჩაბ. №23 852],  

თქვენდამი რწმუნებულ კომიტეტზე განხილვის შემდეგ, შესაბამისი პოზიციის გარკვევის მიზნით, თქვენს მიერ გადაგზავნილი იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტოში.

შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრ ქალბატონ თეა წულუკიანისადმი განკუთვნილი თქვენივე წერილის [№ 434/4-2, 23. 01. 2015 წ.] შინაარსს:

„ქალბატონო თეა!

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ გადმოგზავნილ №348/4-2 რეკომენდაციაზე დანართის სახით გიგზავნით კომიტეტის მიერ განხილულ - 100 000 ხელმომწერთა სახელით მოქალაქეთა საორგანიზაციო ჯგუფის [№3841], ადამიანის უფლებების სფეროში სპეციალიზირებული იურისტების [№11004] და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს [42500] მომართვებს“

დანართი: 33 ფურცელი.

პატივისცემით

ეკა ბესელია /კომიტეტის თავმჯდომარე/“.

ქალბატონო ეკა!

ვფიქრობთ, რომ უკვე საკმაო დრო გავიდა იმისათვის რათა თქვენს კომიტეტს, საფუძვლიანად გაეაზრებინა ყველა მის ხელთ არსებული მასალა [საქართველოს მოქალაქე 100 000 ხელმომწერთა მიერ დაფიქსირებული ნება; ჩვენი საკანონმდებლო წინადადებები; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოკვეთილი პოზიცია და სხვა].

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით რათა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, თქვენს მიერ, ხსენებულ საკითხზე, დაინიშნოს საკომიტეტო მოსმენა, სადაც დაფიქსირდება 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს პარლამენტის საბოლოო ნება - რამდენად ითვალისწინებს იგი, საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის საფუძვლიან მოთხოვნას: საქართველოში ალტერნატიული პირადობის მოწმობის შემოღებასთან დაკავშირებით.

გთხოვთ გვაცნობოთ, საკომიტეტო მოსმენის დრო და ადგილი, რათა ჩვენი გაერთიანების წარმომადგენლებს მოგვეცეს, ჩვენს მიერვე ინიცირებულ საკანონმდებლო წინადადების თაობაზე, ყოვლისმომცველი და დეტალური ინფორმაციის, თქვენთვის მოწოდების შესაძლებლობა.

პატივისცემით

 საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

ჩაბ. № 1564, 01.02. 2016 წ.

                           

საქართველოს იუსტიციის მინისტრს

 ქალბატონ თეა წულუკიანს!

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: „უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

 

 

ქალბატონო თეა!

 როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების - „საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების შესახებ“ [იხ. აგრეთვე: „კანონპროექტი: საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ [2013 წ. 20 დეკემბერი, ჩაბ. №42594; და 2014 წ. 24 ნოემბერი, ჩაბ. №23 852], საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2015 წლის 23 იანვარს [№454/4-2] თქვენდამი მომართულ წერილში გეცნობათ შემდეგი:

„ქალბატონო თეა!

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ გადმოგზავნილ №348/4-2 რეკომენდაციაზე დანართის სახით გიგზავნით კომიტეტის მიერ განხილულ - 100 000 ხელმომწერთა სახელით მოქალაქეთა საორგანიზაციო ჯგუფის [№3841], ადამიანის უფლებების სფეროში სპეციალიზირებული იურისტების [№11004] და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს [42500] მომართვებს“

დანართი: 33 ფურცელი.

პატივისცემით

ეკა ბესელია /კომიტეტის თავმჯდომარე/“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, რათა, თქვენდამი რწმუნებული სამსახურის მეშვეობით, მოხერხდეს - თქვენს მიერ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხსენებული მომართვის თაობაზე მომზადებული საპასუხო წერილის ასლის ჩვენთვის გადმოცემა.

 წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისათვის.

პატივისცემით

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

 „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

 სპიკერი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

ჩაბ. № 01/1779, 01.02. 2016 წ.

 

თხრობის დასასრულს, ლასკარულ ცნობიერებას ზიარებული მკითხველის გასაგონად, ვიტყვით, რომ კანონპროექტის ჩაბარებიდან, ანუ - 2014 წ. 24 ნოემბრიდან, ხსენებულ სატელეფონო საუბრის დღე - 2016 წ. 28 იანვარი - 430-ე დღე გახლდათ.

ბიბლიაში დაფიქსირებული, უშუალოდ ამ 430 დღიანი დროითი მიჯნისა და მის შემდგომად განვთარებული მოვლენების შესახებ, თუ ღმერთი ინებებს, ჩვენს მომდევნო წერილებში ვისაუბრებთ, ამჯერად კი ამ ე.წ. „წინათქმით“ შემოვიფარგლოთ, რადგანაც - „ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ [ეკლ. 3,1].

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

...

გადაიარა ღრუბლებმა,

თან გაიყოლა დარდები...

დრო აღარ ითმენს, ლასკარო,

ძალიან მალე აღსდგები!..

ვიცი რომ „დაღლილები“ ხართ,

[ყველამ გრძელ გზაზე ვიარეთ]

დაცემა, ჯვარცმა, წამება

სულ ერთად გამოვიარეთ.

შრომა - არ დაიკარგება,

უფალი ჩვენთან იქნება,

ლასკარი და საქართველო,

გაბრწყინებული იქნება...

სულ შეიცვლება „ცხოვრება“,

„სასწაული“ დაიწყება,

ერთი - „დიდი პიროვნება“,

ჩვენს წინაSე გაცხადდება!...

ამას, რომ დაინახავენ,

ხალხი ძლიერ გაოცდება,

ზოგი - ძლიერ გაიხარებს,

ზოგს კი - გული გაუსკდება.

ქვეყნად ყველა დაფარული

ერთიანად გამჟღავნდება,

და გრაალის წმიდა თასი,

მოელვარე - გამოჩნდება...

 ეკატერინე

ხრიკული

 

...

გილოცავთ - ნათლისღებასა:

უფალი იღებს ნათელსა.

მისი ერთგული შვილები

ყველა დაუნთებს სანთელსა.

მინდა რომ თქვენთან მოვიდე,

და ნათქვამით გაგახაროთ:

„უფალი გვიახლოვდება“,

უკეთესი რა გახაროთ?!

დაგლოცავთ, ჩემო შვილებო,

ვინც ელით გაცხადებასა,

მარადიული „სიცოცხლე“,

ვიცი გერგებათ - ყველასა...

უფლის დრო-ჟამის მოსურნეთ,

არ დაგვიკარგავს ამაგსა:

როცა ქვეყნად  გაცხადდება,

და როცა ნახავს ლასკარსა.

ეს, სხვებსაც ბევრი მივწერეთ,

მათ - გაისქელეს ყურები,

ვისაც ნათქვამის არ ჯერა,

ძაან დასწყდებათ გულები,

ვეღარც ეშმაკი უშველით,

ვერც მისი მოციქულები!..

 ეკატერინე

ხრიკული

 

...

ლასკარო, ჩემო ლასკარო,

დაღონებული რად ხარო?

ამ ჩემი პატარა ლექსით,

მინდა ამბავი გახარო:

მაღლიდან ღმერთი გიშველის,

თქვენ გამოიცვლით დარბაზსა...

და ყველა ნახავს „სასწაულს“:

„ბოლოს“ მდგომთ- პირველობასა!..

უფალიც გაგვიცხადდება,

და გააბრწყინებს ლასკარსა.

დროა - სამხილად სათქმელი

ამცნოთ - „რიგითს“ თუ „ბელადსა“,

და მერე თვით გადაწყვიტონ:

ღმერთს გაჰყვნენ, თუ - მტერ ეშმასა...

 

 ეკატერინე

ხრიკული

 

„იცით რა დროა?!“

ზეციდან ხმა ისმის: იცით რა დროა?

დრო და ჟამი შესაცნობია,

და - ის, აღთქმული დრო, წამებსღა ითვლის...

დღეს იგავი - „იგავებით“ იშიფრება;

ბიბლიურ კოდს - „საიდუმლო გრიფი“ ეხსნება;

ქართულ ენაში დამარხული

ღვთიური სიბრძნე შიშვლდება,

და სამზეოზე კონად იკვრება,

ცათა სასუფევლის - ცოდნა იხსნება...

ნეტავ რა ხდება?

ღმერთსა და კაცს შორის

ყველა იდუმალი გზები „შიშვლდება“...

ალბათ - „სიშიშვლე“ ნიშნავს, უფალო,

რომ აღთქმულ დროისთვის

წუთისოფელს მობრძანებულხარ,

მაგრამ - არ ცხადდები...

შენი მორწმუნე ხსნას მოელის

შენგან უფალო!

გემუდარები - გაგვეხსენი...

მე წამიკითხავს: ოდეს სიმართლე,

შემდეგ მთებში განივთებული,

ვიცი უფალო - ქართველთათვის მოწყალება

გულუხვად გაგიცია...

შენს „სავანედ“ არჩეული ეს ქვეყანა

ქართველებისთვის საცხოვრებლად დაგითმია.

რადგან გეგმავდი მეორედ მოსვლას საქართველოში,

მაცხოვრის „კვართი“ აქ მობრძანებულა,

ღვთისმშობლის „კვართიც“ აქ მობრძანებულა...

დღეს კი - ძველი სიტყვა ასრულებულა,

ღვთისმშობელი შესამოსელს, იქ დაეძებს - სამეგრელოს,

მაცხოვარი თბილისს უკვე შემოსილა...

ვერა ხედავთ?

ქართველი ერის რჩეულობა,

ეს ხომ, ოდითგან „დაღდასმულია“,

სხვადასხვა კუთხით ნაუწყებია!...

დღეს ქართველთა ერთი ნაწილი ბჭობს:

ტყუილია, თუ მართალია?!

სანამ ერში გაირკვევა -

„მეორედ მოსვლის მითები“,

„საქართველოს სულიერი მისია“,

ტყუილია, თუ მართალი?

მანამდე, უკვე, კარს მოგვადგა,

ქართველებო, სამკალი...

შენ კი დაბრუნდი უფალო

შენს „სავანეში“,

აღთქმულ დროისთვის, 

მაგრამ ვაი, რომ „ქართველები“

ცოტანი დავრჩით საქართველოში...

მიმოვიფანტეთ, - ნუთუ უკვე დავისაჯეთ?

ნუთუ, შენი გზები დავგმეთ?

ნუთუ, ყველა, ხელმეორედ

ქრისტეს ჰყიდის?

და, დღესაც დაძრწის გამყიდველი,

ოქრო-ვერცხლით ხელში...

ნეტავ, რა ხდება?

ცხადია, თუ სიზმარია?

ქრისტე - გაეცით?

და ახალ მღვდელმთავებს,

მონებად ექეცით?

ეს - ხსნის გზა არ არის,

იღუპებით...

- გაიღვიძე ჩემო ერო

და ერთად აღვასრულოთ წინასწარნაუწყები

„საქართველოს სულიერი მისია“...

23. 01. 2016

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

ცათა დიდებავ - შენ ხარ მოწამე!..

ცათა დიდებავ - შენ ხარ მოწამე,

რომ ზეციური ბეჭდის - გვადევს ნიშანი,

და დავუხარეთ თავი უფალს მორჩილებისთვის...

გულისნადები მინდა „გაგანდო“ - ღმერთო:

უფალო - მოვდივარ, ეშმასთან ბრძოლაში

დაღალულ გზებიდან,

ნეტავ, როდემდე გასტანს „ფარული“ ორთაბრძოლა?!

და ვფიქრობ ახლაც - როგორ და რა გზით

წინ აღვუდგე, შორს გამიზნულ, ეშმაკის გეგმას.

ახლა, ამ დროში, ეშმა ღმერთს ეპაექრება...

ო, დიდებულო უფალო - როდემდე უნდა ითმინო?

შენს გზათა - უღირსი, უგრძნობი გახდა:

შენი ბრალი როდია ღმერთო!..

ყველა - შენთან მოთამაშე,

შენი რისხვის დღეს დაისჯება:

შენი ბრალი როდია ღმერთო!..

ურწმუნოვ, იგლოვე შენი უძლურება,

განიწმინდე, სანამ ჯერ კიდევ დრო არის...

ყველა ნიღაბი ჩამოიხსენი [ბოლო ნიღბამდე],

მიდი უფალთან, გულრწფელად მიდი!..

იცოდე - შეგინდობს!..

27. 01. 2016

 დინა [დიანა]

ჯიქია