Print

გაზეთი № 5 [976]

მხილებისეული ეტაპის არსი, ანუ მიზანი და სურვილი

 

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის - „ივერიის გაბრწყინებასთან“ დაკავშირებული საქართველოს სულიერი მისიის გამოვლ;ენის ორი - სულიერი [ფარული] და ფიზიკური [ღია] არსის შესახებ.

ბოლო ჟამის თაობაზე, ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებ ნიშანთა აცხადებასთან დაკავშირებული სულისმიერი ასპექტი „ივერიის გაბრწყინებისა“, როგორც ვიცით, ჩვენის მხრიდან გამოხატული ნებისდა მიუხედავად, უკვე - მიმდინარეობს, ანუ ეს პროცესი - ჩვენს მიერ გაკეთებულ თუ გასაკეთებელ არჩევანზე არაა დამოკიდებული.

სამაგიეროდ, იგივე პროცესის ფიზიკური ასპექტი, მთლიანადაა დამოკიდებული ჩვენს მიერ გასაკეთებელ არჩევანზე. ბოლო ჟამის „მხილებისეული ეტაპი“, სწორედ ამ თავისუფალი არჩევანის ნებაზეა დაფუძნებული.

აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს გაბრწყინების, როგორც - სულიერი, ასევე - ფიზიკური ასპექტები, მაცხოვრის მიერ ნაკარნახევი საქმიანობითაა ნიშანდებული - „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22].

დიახ, ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების მოძიება - გასაჯარისებით „დაკავებული“ ჯგუფის საქმიანობას კონკრეტული მიზანი აქვს - შეძლებისდაგვარად ფართო წრისათვის გახადოს ხელმისაწვდომი, „დაფარულად“ მიმდინარე სულისმიერი ასპექტი - საქართველოს სულიერი მისიისა.

„ანალოგიური“ მიზნით ხასიათდება ფიზიკური ასპექტის არსობრივი მხარეც. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ ამ დროს, რომელიმე ნიშნის აცხადების თაობაზე კი არ ვიუწყებით, არამედ - კონკრეტული საკითხის გადაწყვეტის მექანიზმის შეთავაზება ხდება.

ხსენებულ - „მხილების“ ეტაპზე, ასეთი მისიით მოქმედი ჯგუფისათვის, მთავარი მიზანი, მხოლოდ - ამა თუ იმ პრობლემის მოგვარების კონკრეტული მექანიზმის შემუშავება და მისი მავანთათვის მიწოდებაა. შესაბამისად, მეორე მხარის მიერ, შეთავაზებული მექანიზმის მიღება-არმიღების დროს, გამოვლენილი კონკრეტული დამოკიდებულებისდა მიუხედავად, ჩვენი მიზანი - უკვე მიღწეულია.

ამავე დროს, ბუნებრივია - სასურველი იქნება, თუკი მავანი გაიზიარებს ჩვენს შეთავაზებულს. მაგრამ, კიდევ ვიმეორებთ - ეს არაა ჩვენი მიზანი.

ბოლო ჟამის არსიდან გამომდინარე, ჩვენი მთავარი მიზანი - მეორედაც შობით მოსული ძე კაცისას, უფალ იესუ ქრისტედ საყოველთაო გაცხადებამდელ დროში - ჩვენი მისიის შესრულებაა: „მივიდეთ“ და „ვუთხრათ“.

თუ ვინმე, სათანადოდ „დაინახავს“ ანდა „გაიგებს“ ჩვენგან მოწვდილს, ხომ კარგი, თუ არადა ჩვენი მიზანი - „მივიდეთ“ და „ვუთხრათ“, მაინც შესრულებული იქნება.

ასე მაგალითად, როდესაც ჩვენ - ხელისუფალს ვთავაზობთ:

- სათანადო შეფასება მისცეს 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარს; ანდა

- მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხდოს; ანდა

- მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის კურსი აიღოს; ანდა

- საარჩევნო სისტემის რეფორმა ჩაატაროს; ანდა

- დაუშვას ალტერნატიული პირადობის მოწმობები; ანდა

- დანაშაულებრივი შეფასება მისცეს ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის მერ დამყარებულ რეჟიმებს; ანდა

- ქართველი ერის ისტორიული თვითდამკვიდრების გზაზე ჩამოყალიბებულ სულიერ თუ ფიზიკურ ფასეულობებს უერთგულოს; ანდა

- ქართველთა არაერთი თაობის სისხლით გაპოხილ მიწა-წყალს სათანადოდ მოუაროს, და ა.შ.

ამ დროს, ამდაგვარი საკითხების დადებითად გადაწყვეტა, ჩვენი სურვილია მხოლოდ, და არა მიზანი, რადგან უმთავრესი მიზანი - მეორედაც შობით მოსული ძე კაცისას, უფალ იესუ ქრისტედ საყოველთაო გაცხადებამდელ დროში - ჩვენი მისიის შესრულებაა: „მივიდეთ“ და „ვუთხრათ“.

თუ ღმერთი ინებებს, სწორედ ამდაგვარი მიზნით გვინდა ჩავერთოთ ამ წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებშიც.

და თუკი, საქართველოს მოსახლეობა, არჩევნებში გამოხატული თავისი ნების თანახმად, მხარს დაუჭერს ს/გ „უფლის სახელით...“ მავალი გუნდის მიერ შემუშავებულ პროგრამას და თანხმობას განაცხადებს ჩვენს მიერ შეთავაზებულის ცხოვრებაში განხორციელებაზე, ხომ კარგი - ჩვენი სურვილის ასრულების შესაძლებლობა მოგვეცემა; თუ არა და, ჩვენი მიზანი, - „მივიდეთ“ და „ვუთხრათ“ სათქმელი, - მაინც მიღწეული გვექნება.

„მიზნისა“ და „სურვილის“ თემის ამდაგვარი გააზრების ფონზე, გაზეთის წინამდებარე ნომერში, ჩვენს წინაშე მდგარი ერთ-ერთი საჭირბოროტო საკითხის მოგვარების კონკრეტული მექანიზმი გვინდა წარმოვაჩინოთ. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ მოვდივართ - რათა ვთქვათ [ესაა ჩვენი მიზანი], შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება კი - თქვენზეა. ამიტომ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

მიხეილ [გელა]

 სალუაშვილი

 

 

ს/გ „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ინიციატივა

 ს/გ „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“, ესწრაფვის რა არჩევნების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლას, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ მიმართული თავისი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ისახავს, რომ საქართველო გამოვიდეს ინიციატორი, რათა, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალ - აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის ხელისუფალთა წინაშე, დაისვას საკითხი - ხუთი სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული ნებიდან, გამომდინარე შეიქმნას:

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი [საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი], რომელიც დაეფუძნება საერთაშორისო სამართლის ძირითადი სუბიექტების - სუვერენული სახელმწიფოების მიერ გამოხატულ კეთილ ნებას: თავისი წვლილი შეიტანონ ევროპაში მშვიდობისა და საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბება-განმტკიცების საქმეში.

 

 

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია:

ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“ -ის

[საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი]

შექმნის მიზანშეწონილობა

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილმა ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ, მსოფლიო საზოგადოება, არაერთი პრობლემატური საკითხის გადაჭრის აუცილებლობის წინაშე დააყენა.

ყოფილი სოციალისტური ბანაკისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში გაწევრიანების პარალელურად, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებათა შედეგად, მიზეზთა გამო, ახალი ფორმით გამწვავდა ურთიერთობა - აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის; საერთაშორისო სამართლით აღიარებულ სახელმწიფოებრივ საზღვრებში საკუთარი ტერიტორიების სრულად გაკონტროლების პრობლემის წინაშე დადგნენ - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ხელისუფალნი.  

მსოფლიო საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი ძალისხმევისა და მათ მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების ფონზე, ვგონებთ უკვე დადგა დრო, რომ: ერთის მხრივ - რუსეთის ფედერაციასა, და, მეორეს მხრივ - ნატოში გაერთიანებულ ქვეყნებს შორის მოქცეული, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი - საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, ამ სახელმწიფოებმა, მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, თავადვე აიღონ პასუხისმგებლობა დედამიწის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში მშვიდობის მყარი გარანტიების შექმნასთან დაკავშირებით.

ს/გ „უფლის სახელით...“ მავალი გუნდი წარმოგიდგენთ, ჩვენს მიერ შემუშავებული: სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის დამფუძნებელი დოკუმენტის პროექტს.

 

 

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია:

ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“ -ის

დამფუძნებელი დოკუმენტი

[შეთანხმება]

 

წინათქმა

ჩვენ, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი სახელმწიფოები - საქართველო, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, მოლდოვის რესპუბლიკა, უკრაინა და ბელარუსის რესპუბლიკა:

ვხელმძღვანელობთ რა საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და პრინციპებით;

ვაღიარებთ რა საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს; და

ვესწრაფვით რა ევროპის სახელმწიფოთა შორის მშვიდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბებას,

წინამდებარე ხელშეკრულების დადებით ვაცხადებთ: სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის ჩამოყალიბებას, რომლის შტაბ-ბინა განთავსებულია - საქართველოში, ქალაქ - ქუთაისში.

აღნიშნულიდან გამომდინარე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი სახელმწიფოები, თავიანთი უმაღლესი წარმომადგენლობის საშუალებით, რომ-ლებმაც თავი მოვიყარეთ საქართველოში, ქ. ქუთაისში და წარვადგინეთ შესაბამისი რწმუნებულებანი, შევთანხმდით რა - მივიღოთ ეს დამფუძნებელი დოკუმენტი [წესდება], და შევქმნათ - სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი,

ვადასტურებთ, რომ:

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი, ითვალისწინებს რა გაერო-ს წესდების 52-ე მუხლის პირველი პუნქტის სულისკვეთებას, რომელიც: „...არ ეწინააღმდეგება რეგიონული შეთანხმების ან ორგანოების არსებობას საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების სფეროს ისეთი საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც შეეფერებიან რეგიონულ ქმედებებს...“, - ყალიბდება, რათა თავისი წვლილი შეიტანოს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უშიშროების, პოლიტიკური და სხვა პრობლემების გადაწყვეტის მიზნების განხორციელებაში;

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი, იქმნება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი ხუთი სახელმწიფოს - საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინისა და ბელარუსის რესპუბლიკის მიერ, გაერო-ს წესდებით გათვალისწინებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე აგებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მისი დამფუძნებელი დოკუმენტია, და რომელსაც დაექვემდებარება ამ ორგანიზაციის საქმიანობა;

  სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის წევრი სახელმწიფოები რჩებიან დამოუკიდებელ, სუვერენულ და თანასწორუფლებიან სახელმწიფოებად;

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი არ ერევა იმ საქმეში, რომელიც ამ ორგანიზაციაში შემავალი რომელიმე სახელმწიფოს შინაგანი კომპეტენციაა;

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის თითოეული წევრი სახელმწიფო მოქმედებს მათი ქვეყნის სახელისუფლო ორგანოთა მეშვეობით, მთელი ქვეყნის სახელით, როგორც ერთიანი სუვერენული ერთეული;

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი, მასში გაერთიანებული სახელმწიფოების ძალისხმევით, შეეცდება რეგიონში - მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების საკითხებში თანამშრომლობის განვითარების ეფექტიანობის ამაღლებას;

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის თითოეული წევრი სახელმწიფო ვგმობთ ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას და დასახული მიზნების მიღწევისათვის ვიბრძოლებთ მხოლოდ სამართლებრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური საშუალებებით;

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის თითოეული წევრი სახელმწიფო კვლავაც განვამტკიცებთ ადამიანის ძირითად უფლებათა, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების თანასწორუფლებიანობის რწმენას;

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის თითოეული წევრი სახელმწიფო გავაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის ევროპის რეგიონში მშვიდობისა და უშიშროების დაცვის მიზნით.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ვითვალისწინებთ რა 1907 წლის ჰააგის კონვენციას „საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ“;

ვითვალისწინებთ რა 1969 წ. ვენის კონვენციასსახელშეკრულებო სამართლის შესახებ“;

ვეყრდნობით რა გაეროს წესდების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, აგრეთვე 33-ე მუხლში გადმოცემულ საერთაშორისო დავების მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარების უმთავრეს პრინციპს, რომ საფრთხეს არ უნდა შეექმნას „საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას და სამართლიანობას; და

ვითვალისწინებთ რა 21-ე საუკუნეში არსებულ მულტიპოლარულ სისტემაზე დაფუძნებულ ძალთა წონასწორობის საერთაშორისო ნორმებს, კერძოდ - 1. მსოფლიო თუ რეგიონალური ჰეგემონიის თავიდან აცილება; 2. გაეროს წესდებით დეკლარირებული საერთაშორისო სისტემის შემადგენელი ელემენტებისა და, საკუთრივ, სისტემის შენარჩუნება; 3. საერთაშორისო სისტემაში, საყოველთაო თუ რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის ხელის შეწყობა; 4. ომის შეკავებით მშვიდობის განმტკიცება და გახანგრძლივება,

ვაცხადებთ, რომ:

როგორც - სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის, ასევე ცალ-ცალკე თითოეული მისი წევრი სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ურთიერთობებში წარმართული საქმიანობა დაემყარება  - მუდმივი სახელმწიფო ნეიტრალიტეტის კვალიფიციური მიუკერძოებლობიდან გამომდინარე შემდეგ პრინციპებს:

1. ომის პერიოდში:

- არ მიაწოდოს საკუთარი შეიარაღება მეომარ მხარეებს;

- არ დაუთმოს საკუთარი ტერიტორია მეომარ მხარეებს (ბაზირება, ტრანზიტი, გადაფრენა და სხვა);

- არ გაუწიოს დისკრიმინაცია რომელიმე მხარეს სამხედრო დანიშნულების იარაღისა და საქონლის მიწოდებისას (ანუ შეზღუდვა: ან ერთნაირი უნდა იყოს, ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს);

- არ შეუწყოს ხელი, სამხედრო დაპირისპირებული მხარეების დახმარების მიზნით რაიმენაირი სამხედრო ფორმირების და მოხალისეთა გაერთიანებების შექმნას

2. მშვიდობიან პერიოდში:

ა) არ შევიდეს სამხედრო კავშირებსა და ბლოკებში;

ბ) არ დათმობს თავის ტერიტორიას უცხოური ჯარებისა და სამხედრო ბაზებისთვის;

გ) არ დააწესებს პროტექტორატს უცხო სახელმწიფოს მიმართ, თუ კი ამ უკანასკნელს მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსი არ გააჩნია.

 

შესაბამისად, ვეყრდნობით რა გაეროს წესდების 54-ე მუხლს, რომლის ძალითაც - „უშიშროების საბჭო ყოველთვის სრულად უნდა იყოს ინფორმირებული იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც განხორციელებული ან დასახული არიან რეგიონული შეთანხმებების ძალით ან რეგიონული ორგანოების მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების მხარდასაჭერად“,

გამოვდივართ წინადადებით, რომ - გაეროს წესდების 23 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, უშიშროების საბჭოს ხუთივე წევრი სახელმწიფო - ინეთის რესპუბლიკა, საფრანგეთი, რუსეთის ფედერაცია, დიდი ბრიტანეთისა დარდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები, სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან დადებული სათანადო საერთაშორისო შეთანხმებებით, გახდნენ, ჩვენს მიერ დეკლარირებული - კვალიფიციური მიუკერძოებლობის პრინციპზე აგებული მუდმივი სახელმწიფო ნეიტრალიტეტის მთავარი გარანტორები.

 

თავი 1.

განსაზღვრებანი

ამ წესდების მიზნებისათვის:

- „სამუბ“-ი ნიშნავს სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის;

- „წესდება ნიშნავს სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის წევრი ქვეყნების მეთაურების მიერ ხელმოწერილ დამფუძნებელ დოკუმენტს;

- „წევრი სახელმწიფოები ნიშნავს სახელმწიფოებს, რომლებიც წარმოადგენენ წესდების მხარეებს;

- „საბჭო ნიშნავს სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ის საბჭოს [სამიტი ან/და მინისტერიალი];

- „თავდაცვის კომიტეტი“ ნიშნავს „სამუბ“-ის აღმასრულებელ ორგანოს;

- გენერალური მდივანი ნიშნავს „სამუბ“-ის „თავდაცვის კომიტეტის“ თავმჯდომარეს;

- „მუდმივი წარმომადგენელი ნიშნავს „თავდაცვის კომიტეტის“ წევრ, რომელსაც „სამუბ“-ის გამგზავნი წევრი სახელმწიფო აკისრებს იმოქმედოს როგორც „სამუბ“-თან მისი მუდმივი წარმომადგენლობის მეთაურმა;

- „მუდმივი წარმომადგენლობის თანამშრომლები ნიშნავს წევრი სახელმწიფოების „სამუბ“-თან წევრ სახელმწიფოთა მუდმივ წარმომადგენლებს და წარმომადგენლობის პერსონალის წევრებს;

- „სამდივნო ნიშნავს „სამუბ“-ის სამდივნოს;

- „სამდივნოს თანამშრომლები ან სამდივნოს პერსონალი ნიშნავს „სამუბ“-ის სამდივნოს ადმინისტრაციულტექნიკურ მუშაკებს;

- „სამუბ“-ის არქივი ნიშნავს დოკუმენტებს, ჩანაწერებს, კორესპონდენციას, მათ შორის ხელმოწერებს, აუდიოჩანაწერებს, ვიდეოფირებს, ფოტოსურათებს, დისკებს, კომპიუტერულ პროგრამებს და ინფორმაციის სხვა მატარებლებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, რომლებიც ეკუთვნიან „სამუბ“-ს და მის მიერ არიან დაცულნი;

- „ოჯახის წევრები ნიშნავს „სამუბ“-ის მუდმივი წარმომადგენლობისა და სამდივნოს თანამშრომელთა მეუღლეებსა და შვილებს, რომლებიც იმყოფებიან მათ კმაყოფაზე და ცხოვრობენ მათთან ერთად.

 

თავი 2.

ზოგადი დებულება

მუხლი 1.

სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი [შემდგომში - „სამუბ“-ი], დაფუძნელია მისი ყველა წევრის უფლებრივი თანასწორობის პრინციპზე.

მუხლი 2.

„სამუბ“-ი ყველა წევრი კეთილსინდისიერად ასრულებს წესდებით ნაკისრ ვალდებულებებს, რათა ყველა წევრისათვის ერთობლიობაში უზრუნველყონ ის უფლება-მოვალეობანი, რომელნიც გამომდინარეობენ ორგანიზაციის წევრობიდან.

მუხლი 3.  

„სამუბ“-ი ყველა წევრი წამოჭრილ დავას წყვეტს მშვიდობიანი საშუალებებით იმგვარად, რომ საფრთხე არ შეუქმნას რომელიმე წევრი, თუ არაწევრი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, მშვიდობას, უშიშროებასა და სამართლიანობას.

მუხლი 4.

„სამუბ“-ი ყველა წევრი ყოველმხრივ დახმარებას უწევს ორგანიზაციას ყველა მოქმედებაში, რასაც იგი წესდების შესაბამისად წამოიწყებს.

მუხლი 5.

წესდება სრულებითაც არ ანიჭებს „სამუბ“- უფლებას, ჩაერიოს ისეთ საქმეებში, რომელიც არსებითად შედის რომელიმე წევრი სახელმწიფოს შინაურ კომპეტენციაში.

 

თავი 3.

სამუბ“-ის წევრები და ძირითადი მიზანი

მუხლი 6.

„სამუბ“-ი დამფუძნებელი  წევრები არიან აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი სახელმწიფოები - საქართველო, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, მოლდოვას რესპუბლიკა, უკრაინა და ბელარუსის რესპუბლიკა, რომლებმაც თავისი უმაღლესი წარმომადგენელი პირის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღეს საქართველოში, ქ. ქუთაისში გამართულ დამფუძნებელ კონფერენციაზე, ხელი მოაწერეს სამუბ“-იდამფუძნებელ დოკუმენტს (შემდგომში - წესდება) და მოახდინეს მისი მიღება (რატიფიცირება) მე-7 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 7.

1. ეს წესდება რატიფიცირებული უნდა იქნეს, მისი ხელმომწერი სახელმწიფოთა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

2. წესდების რატიფიცირების დამადასტურებელი სიგელი შესანახად უნდა ჩაბარდეს სამუბ“-ი სამდივნოს თავმჯდომარეს (როცა იგი დანიშნული იქნება), რომელიც თითოეული სიგელის ჩაბარების შესახებ აცნობებს წესდების ყველა ხელმომწერ სახელმწიფოს. „სამუბ“-ი სამდივნო ადგენს ოქმს თითოეული სიგელის მიღების შესახებ და ოქმის ასლებს უგზავნის ყველა ხელმომწერ სახელმწიფოს.

3. ამ წესდების ხელმომწერი სახელმწიფოები, რომლებიც მოახდენენ მის მიღებას, მას შემდეგ რაც იგი ძალაში შევა, გახდებიან „სამუბ“-ი თავდაპირველი წევრები იმ დღიდან, როდესაც ისინი შესანახად ჩააბარებენ თავიანთ, შესაბამის, დამტკიცების დამადასტურებელ სიგელებს.

მუხლი 8.

1. „სამუბ“-ი წევრად მიიღება, „სამუბ“-ი წევრ რომელიმე ქვეყანასთან საერთო საზღვრის მქონე ის სახელმწიფო, რომელიც იკისრებს ამ წესდებაში მოცემულ ვალდებულებებს და რომელსაც სამუბ“-ი განსჯის მიხედვით, შეუძლია და სურს შეასრულოს ეს ვალდებულებანი.

2. „სამუბ“-ი წევრად ყოველი სახელმწიფოს მიღება წარმოებს საბჭოს [სამიტი] დადგენილებით, „სამუბ“-ი გენერალური მდივნის რეკომენდაციით.

3. „სამუბ“-ის სამუშაო ენებია: მისი წევრი ქვეყნის სახელმწიფო ენები; აგრეთვე - ინგლისური და რუსული.

მუხლი 9.

„სამუბ“-ი წევრი, რომელიც სისტემატიურად არღვევს ამ წესდებაში მოცემულ პრინციპებს, შეიძლება გაირიცხოს საბჭოს [სამიტი] მიერ, სამუბ“-იგენერალური მდივნის რეკომენდაციით.

მუხლი 10.

„სამუბი“-ს ძირითადი მიზანია:

- საერთაშორისო და რგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება;

- დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრება, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველყოფა;

- საერთო უსაფრთხოების რეგიონალური სივრცის შესაქმნელად, ევროპისა და აზიის სახელმწიფოთაშორისო პოლიტიკურ სისტემებში ინტეგრაციის გაღრმავება.

 

 

თავი 4.

„სამუბ“-ის სტრუქტურა

მუხლი 11.

1. „სამუბ“-ის მთავარ ორგანოებად არსდება: სახელმწიფოს მეთაურთა საბჭო [სამიტი], თავდაცვის კომიტეტის საბჭო [მინისტერიალი] და „სამუბ“-ის სამდივნო.

2. დამხმარე ორგანოები, საჭიროებისამებრ, შეიძლება დაარსდეს ამ წესდების შესაბამისად.

მუხლი 12.

1. „სამუბ“-ის უმაღლეს ორგანოებს წარმოადგენს:

ა) „სამუბ“-ის სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს [სამიტი] ყოველწლიური საშემოდგომო შეხვედრა;

ბ) „სამუბ“-ის თავდაცვის მინისტრების საბჭოს [მინისტერიალი] ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრა. 

2. „სამუბ“-ის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს „სამუბ“-ითავდაცვის კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: „სამუბ“-ის წევრ-სახელმწიფოთა მუდმივი წარმომადგენლები; კომიტეტი ფუნქციონირებს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით.

3. „სამუბ“-ის უმაღლეს ორგანოებში გადაწყვეტილებები მიიღება ყველა მხარის მონაწილეობით, კენჭისყრის გარეშე, შეთანხმების გზით კონსენსუსის საფუძველზე.  

4. ორგანიზაციაში თავმჯდომარეობა ხორციელდება ერთ-ერთი მხარის მიერ, როგორც წესი, ერთი წლის ვადით, როტაციის პრინციპით ინგლისურ ალფავიტში წევრი სახელმწიფოების სახელწოდებათა თანამიმდევრობის მიხედვით.

5. „სამუბ“-ის ძირითად დამხმარე ორგანოს წარმოადგენს „სამუბ“-ის სამდივნო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან „სამუბ“-ის სამდივნოს ადმინისტრაციულტექნიკურ მუშაკები.

6. „სამუბ“-ის საინფორმაციო ფუნქციების შესრულება ევალება „სამუბ“-ის სანფორმაციო ოფისს, ქ. ქუთაისი.

 

თავი 5.

სამართალსუბიექტურობა

მუხლი 13.

1. „სამუბ“-ი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, უფლებამოსილს დადოს ხელშეკრულებები, შეიძინოს, იჯარით აიღოს, განკარგოს და მართოს  „სამუბ“-ის ქონება, ასევე განახორციელოს სხვა ქმედებები, მიმართულნი თავისი საქმიანობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის დაიცვას მისი ინტერესები სასამართლო წესით. ამ საკითხებში „სამუბ“-ის სახელით გამოდის, ორგანიზაციის თავმჯდომარე მხარის მიერ დანიშნული, გენერალური მდივანი.

2. წინამდებარე შეთანხმებით სარგებლობისას გენერალური მდივანი მოქმედებს თავმჯდომარე მხარის სახელით და/ან საბჭოსთან შეთანხმებით.

3. გენერალური მდივანი თანამშრომლობს წევრი ქვეყნების სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან, რათა ხელი შეუწყოს „სამუბ“-ის საბჭოზე [სამიტი, მინისტერიალი] მიღებულ გადაწყვეტილებათა  სათანადო შესრულებას, მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე ყოველგვარი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე წესდებით.

 

აღნიშნულ განმარტებებზე დაყრდნობით, ჩვენს მიერ წარმოდგენილი წესდება, მთლიანობაში შედგება 16 თავისა და 88 მუხლისაგან.

 

ს/გ უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე-ს

სპიკერი

მიხეილ (გელა)

 სალუაშვილი

 

...

ყველას გასაგონად ვამბობ

[ბევრჯერ ვთქვი ჩემი სათქმელი]:

ყველამ მიბაძეთ ლასკარსა,

ვინც კი ხართ მისი მსმენელი,

ვისაც კი უფალი გიყვართ,

და ხართ მართლმადიდებლები...

ქართველო ახალგაზრდობავ,

ნუთუ არა გაქვსთ სათქმელი?

თქვენ გაბარიათ სამშობლო,

თქვენს ხართ მისი დამცველნი,

ობოლი ბარტყებივით რომ

ჩამოგიყრიათ ყურები,

იქნებდა თქვენშიც აღმოჩნდნენ,

წინაპრებივით გმირები...

შემობრუნდით უფლისაკენ,

გააძლიერეთ ლოცვები,

იქნებ შეგინდოთ უფალმა,

თუ რაიმე გაქვთ ცოდვები.

გადაისახეთ პირჯვარი,

ყველამ დაანთეთ სანთელი,

უფალს უთხარით მადლობა,

გახდით მართლ მადიდებლები...

რადგანაც ყველამ იცოდეს:

იყო, არის და იქნება,

ჩვენი მართლმადიდებლობა,

მუდამ პირველი იქნება...

ვინც ცუდი თვალით შეხედავს,

მისი დღეები - ითვლება.

 ეკატერინე

ხრიკული

 

ჩუმი პასუხი...

ვერ განმკითხველი - მოწყალეს,

გზა-სავალს ეღობებოდა.

ვეღარას გრძნობდა საწყალი:

„მოყმე - ვეფხვს“ ეჭიდებოდა.

„თეთნულდის გორას“ ცხვრის ფარა,

ანაზდეულად გაშლილი,

შეყრას აღარა ლამობდა,

ალბათ მწყემსს ელოდებოდა...

„იგვიანებდა“ ის მწყემსი,

ამბავს შორიდან ელოდა.

მითს-ზღაპარს მიმსგავსებული

„განჯას“ მოსული ამბავი,

„სამკეცად“ გვიბრუნდებოდა.

აჰა, გამოჩნდა ის მწყემსი,

საცნაურ იყო მეტადა,

[„ჯაჭვის პერანგი“ მხარზედა,

ნაიარევი გულზედა].

მზეჭაბუკს უხმოდ თვალთვალი,

გაჰყვა შორეულ ლანდებში...

ბინდს მიეფარა, აღარ ჩანს,

აღარ სურს მწირთან ერთობა,

რადგან „ორგული“ მეტად გაბევრდა,

აქ პაექრობის აღარ სურს კვალი,

არ უტოლდება ადამიანებს,

„ერთადერთობის“ არ გვაძლევს ნიშანს,

რადგანაც - „ნიშა ზეციური“, სამზეოზეა.

 

11. 02. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

ვედრება - „უფალო, წამოგვაშველე

ზეციდან ფარები!..“

 

უფალო, უკვე მომწიფდა

სამკალი [პურის ყანები],

სატანას გზები შეუკრავს,

უკვე დაგვედო „ვალები“

შველას მოველით - უფალო,

რომ აღარ დავრჩეთ ბოლომდე,

კაცთაგან განაწამები..

„ვალები“, ცოდვის „ვალები“

გავყიდეთ „სახლი - კარები“,

დიდება შენს გზას უფალო!

წამოგვაშველე ზეციდან,

თვალთ უხილავი ფარები.

თორემ წაგვლეკავს სატანის

ხრიკი და მახე-კავები,

ბოროტ ქირქილი, ნიღბები,

შურით გამსკდარი თავები,

ვერ „ვითამაშე“ უფალო

„თეატრალური სცენები“,

მომბეზრდა მათი ლაქუცი

ყალბი ბროლი და ლალები...

12. 02. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია