Print

გაზეთი № 6 [977]

ვიბრძოლოთ

ერთმანეთის სულების გადარჩენისათვის

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად, თავად გახლდით მომსწრე იმ დანაშაულებრივი ქმედებებისა, რომელსაც, 2004-2012 წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების სათავეში მყოფი, - მ. სააკაშვილი და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდი - „ერთიანი ნაციონალური მოძარაობა“, - სჩადიოდა.

ალბათ ორიგინალურნი არ ვიქნებით, მათი საქმიანობის ზოგად შეფასებაში - ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელსაც ხსენებული გუნდის პოლიტიკური ელიტა სჩადიოდა.

ვფიქრობთ უკვე საკმაო დრო გავიდა იმისათვის, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და მათი საქმიანობა შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციის ფარგლებში მოექცეს.

ს/გ „უფლის სახელით...“ მომავალმა გუნდმა, სწორედ ამ თვალსაზრისზე აგებული სამართლებრივი რეგულაცია გვინდა შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობას. რომლის მთავარი არსი მდგომარეობს შემდეგში:

2004-2012 წლებში საქართველოს ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა გუნდმა შექმნა - სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმი;

ამ დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლები, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, როგორც მინიმუმ ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ. ამათგან, პირველ ჯგუფში კონკრეტული დანაშაულის ჩამდენი ის პირები მოიაზრებიან, რომელთა მიმართაც, სასამართლოს მიერ, ასევე კონკრეტული სამართლებრივი სასჯელი უნდა იქნეს [და იქნება კიდeც] გამოტანილი;

პირობითი მეორე ჯგუფი შედარებით უფრო ფართო სპექტრს აერთიანებს. მათ შორის არიან სხვადასხვა არჩევით თუ დანიშნულ თანამდებობებზე მომუშავე ის პირები, რომლებიც, როგორც მინიმუმ, მორალურად არიან პასუხისმგებლები პარტიული თანამოაზრეების მიერ, მათ თვალწინ ჩადენილი დანაშაულებრივი საქმიანობისა.

შესაბამისად, ამ ორ ჯგუფში გაერთიანებულთა მიმართ, სამართლებრივი თვალსაზრისით, სხვადასხვა სასჯელი უნდა იყოს გათვალისწინებული.

ყოველივე აღნიშნული, ბუნებრივია არ უნდა შეეხოთ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძარაობის“ ყოფილ, თუ ახლანდელ რიგით წევრებსა და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც სათანადო, უშუალო, გავლენას ვერ ახდენდნენ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხსენებული ჯგუფის საქმიანობაზე.

ქრისტესმიერი სიყვარულიდან მომდინარე ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ ერთმანეთის სულების გადასარჩენად. ეს კი, ჩანადენი შეცდომების გამოვლენასა და, მონანიების გზით, მისგან განთავისუფლებაში მდგომარეობს, რადგან თითოეული მისი წარმომადგენლისათვის- „...უმჯობესია, განსაცდელგამოვლილი მოვიდეს აქამდე, ვიდრე ღრუბელივით გავიდოდეს წუთისოფლიდან, და ახლა განიცადოს, რაც მოელის უკანასკნელ ჟამს...“ [3 ეზრა 13,20].

შესაბამისად, თუ ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა, თავადვე არ გავემიჯნებით 2004 – 2012 წლებში ჩვენს ქვეყანაში მომქმედი „სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმის“ ცოდვიან საქმეებს, და, რაც არანაკლებ მთავარია, არ დავეხმარებით თავად მათ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, დავანახოთ საქმის ნამდვილი არსი, მაშინ - ჩვენვე გამოვალთ მათ ცოდვიან საქმეთა თანაზიარნი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ს/გ „უფლის სახელით...“ მომავალ გუნდს მიგვაჩნია, რომ: ერთის მხრივ - ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა, და მეორეს მხრივ - „სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმის“ დამამყარებელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის სულების გადასარჩენად, ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს ორი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, თუმცა ურთიერთ შემავსებელი შინაარსის მატარებელი გადაწყვეტილება. ამათგან ერთს - დადგენილების, ხოლო მეორეს - საკანონმდებლო რეგულაციის სახე უნდა მიეცეს.

2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩართულმა ს/გ „უფლის სახელით...“ მომავალმა გუნდმა სპეციალური მიმართვით გვინდა ვთხოვოთ საქართველოს მოსახლეობას:

მოგვეცით ნდობის მანდატი, რათა ერთად აღვადგინოთ სამართლიანობა, ანუ პარლამენტში არჩევის შემდეგ შევძლოთ, ჩვენი ქვეყნის მკვიდრთა უმრავლესობის ნების გამომხატველი, წინამდებარე დადგენილების მიღება:

საქართველოს პარლამენტის დადგენილება - საქართველოში 2004 – 2012 .. მომქმედი რეჟიმის საქმიანობის შესახებ“.

ვითვალისწინებთ რა, რომ . სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი პო-ლიტიკური გუნდის მიერ, ქვეყნის ცხრაწლიანი მართველობის დროს, ჩადენილმა დანაშაულებრივი საქმიანობის სიმძიმემ, უმძიმესი კვალი დატოვა საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის ისტორიაში,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

2004 - 2012 . საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ძალის მიერ დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობა, კაცობრიობისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შეფასებულ იქნეს, როგორც - დანაშაულებრივი.“.

 

საკანონმდებლო რეგულაციის თვალსაზრისით, საჭიროა მოინახოს ისეთი იურიდიული მექანიზმი, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცევს 2014 – 2012 წ.წ. საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის დამამკვიდრებელი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობის საქმიანობის სათანადოდ შეფასებით საკითხს.

ს/გ/ „უფლის სახელით...“ მომავალი გუნდის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილების არსის გაცნობამდე, მოდით თვალი გადავავლოთ, მეტ-ნაკლებად ანალოგიური მიზნით გადადგმულ იმ ნაბიჯებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში განხორციელდა. კერძოდ

 

დანაშაულებრივი რეჟიმის თანამშრომლებს :

- აეკრძალათ იურიდიულ საქმიანობა და ბანკში მუშაობა. ამასთანავე, შეეზღუდათ კერძო სექტორში დასაქმებაც [ლიტვა];

- აეკრძალათ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა [ლატვია];

- ჩამოერთვათ საადვოკატო ლიცენზია. ამასთან პირი, რომელსაც სურდა არჩევითი თანამდებობის დაკავება, უნდა ყოფილიყო სპეციალური კომისიის მიერ „შემოწმებული“ არჩევნებში მონაწილეობის მიღებამდე ან პოსტზე წარდგენამდე [ალბანეთი];

- იმ მოსამართლეებს, რომლებსაც ჩადენილი ჰქონდათ ადამიანის უფლებათა დარღვევის რამე სახის ქმედება, უფლება არ ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ახალ არჩევნებში მანდატის გასვლის შემდეგ [ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში];

- აეკრძალათ პოლიტიკური პარტიების წევრობა და საჯარო თანამდებობის დაკავება  [ბულგარეთი; რუმინეთი];

- სხვადასხვა შეზღუდვა  ვრცელდებოდა ყველა არჩეულ სახელმწიფო თანამდებობის პირზე, საპარლამენტო კანდიდატების ჩათვლით, ყველა მინისტრზე, ადვოკატებზე, მოსამართლეებზე, პროკურორებსა და ელექტრონული და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებზე. იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება იცრუებდა საკუთარი წარსულის შესახებ, მას კანონით ეკრძალებოდა 10 წლის მანძილზე სახელმწიფო სამსახურში დასაქმება. ლუსტრაციის პროცესმა სასულიერო პირებიც მოიცვა. [პოლონეთი];

- შეზღუდვის კანონი  შეეხოთ პარლამენტარებს, მინისტრებს, სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, სასამართლო სისტემისა და მედიის წარმომადგენლების ჩათვლით [უნგრეთი].

- ყოფილი თანამდებობის პირებს - ხუთი წლით აეკრძალათ საჯარო სამსახურში პოზიციების დაკავება [ჩეხეთი]; და ა.შ.

  

ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ს/გ „უფლის სახელით...“ მომავალმა გუნდმა შეიმუშავა დღეისათვის მომქმედ საქართველოს კანონში - „თავისუფლების ქარტია“-ში, შესატანი ასეთი ცვლილებების  პაკეტი:

- განსახილველი კანონის მეორე მუხლს: ტერმინთა განმარტება“, ჩვენი შემოთავაზებით ემატება შემდეგი რედაქციის მქონე - „ვ1 ქვეპუნქტი:

1) დანაშაულებრივი  რეჟიმი      - 2004 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებიდან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე საქართველოში მომქმედი დანაშაულის ხასიათისა და  დანაშაულის შემცველი სახელმწიფო მმართველობითი რეჟიმი.“;

- აღნიშნულის პარალელურად, გამოკვეთილია, მისაღები ცვლილებების არეალშო მოაზრებულ პირთა წრე. კერძოდ იგი ეხება:

- „ა1) საქართველოს პარლამენტის დეპუტატს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს; ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების ანაზღაურებად თანამდებობაზე მომუშავე დეპუტატს; ადგილობრივი თვითმმართველობის  აღმასრულებელი ორგანოების თანამშრომლებს: მერს, მერის მოადგილეებს, გამგებელს, გამგებლის მოადგილეებს“ [იხ.მერვე მუხლი];

- „მუხლი 101. ყოფილი დანაშაულებრივი რეჟიმის თანამშრომლები: ყოფილი დანაშაულებრივი რეჟიმის  თანამშრომლებს  მიეკუთვნებიან: 2004 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ყველა ის პირი რომელსაც 2004 - 2012 წლებში ამ პარტიათა წევრის სტატუსით ეკავა ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“ [იხ. მუხლი 10].

ამასთანავე, მითითებულია, რომ - არ დაიშვას მოქალაქეთა დევნა ან დისკრიმინაცია მათი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი - არა ანაზღაურებადი წევრობის გამო.“ [იხ. მუხლი 12].

- საკანონმდებლო ცვლილებით განსაზღვრულია შეზღუდვის მოქმედების კონკრეტული ვადა:

 „11. ამ კანონის მე-8  მუხლით  განსაზღვრულ  თანამდებობებზე, ამ კანონის ძალაში შესვლიდან ყველა სახის არჩევნების ორი ციკლის განმავლობაში, არ შეიძლება  დანიშნულ ან არჩეულ  იქნენ  დანაშაულებრივი რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ის პირებირომლებსაც, საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის მოქმედების დროის განმავლობაში, ამ პარტიის წევრის სტატუსით ეკავათ ამ კანონის მე-8  მუხლით  განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“ [იხ. მუხლი 8]. 

ყოველივე ზემოთქმული, შესაძლებლობას იძლევა დავასკვნათ, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, სრულად პასუხობს, როგორც საერთაშორისო ნორმების, ასევე, დღეს საქართველოში მომქმედი კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას.

მთლიანობაში, საკანონმდებლო წინადადება ასეთი სახისაა:

 

საქართველოს კანონი

 საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.06.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016342) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. კანონის მიზანი

 ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ეფექტიანი ამოქმედება და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივებისა და რევანშისტულად განწყობილი დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელთა წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.“;

 

2. მეორე მუხლს: „ტერმინთა განმარტება,“ დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე - „ვ1“ ქვეპუნქტი:

1) დანაშაულებრივი  რეჟიმი      - 2004 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებიდან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე საქართველოში მომქმედი დანაშაულის ხასიათისა და  დანაშაულის შემცველი სახელმწიფო მმართველობითი რეჟიმი.“;

 

3. მე-7 მუხლის - პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-7 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულთა პრევენციის მიზნით, ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად, ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, ამ კანონით დადგენილი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიებისა და  დამნაშავე რეჟიმის რევანშისტულად განწყობილ წარმომადგენელთა პროპაგანდის აკრძალვის მიზნით და ამ კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისათვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იქმნება კომისია. კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს. კომისიის შემადგენლობა (გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ წარდგენილი წევრებისა) და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.“;

„3. კომისია დადგენილი წესით აგროვებს მონაცემებს და აწარმოებს როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელთა, ასევე იმ პირთა რეესტრს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან ან რომელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მონაცემები ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან მათ ფარულ კავშირზე მიუთითებს. კომისია ასევე აგროვებს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაზე გამოყენების თაობაზე, ასევე საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების შესახებ, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილების თაობაზე, რომლებიც შეიცავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის ელემენტებს თუ ამ იდეოლოგიების ლიდერთა სახელებს.

4. კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეესტრში როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელთა, ასევე იმ პირთა შესახებ მონაცემების შეტანის თაობაზე, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან

5. კომისია უზრუნველყოფს როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელთა, ასევე იმ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საიდუმლოებას, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთანგარდა  კანონით  დადგენილი  გამონაკლისებისა.“;

„7. კომისია საჯაროდ აცხადებს მხოლოდ იმ პირთა ვინაობას და მათ შესახებ მონაცემებს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან, აგრეთვე წარმოადგენდნენ დანაშაულებრივ რეჟიმს და უკავიათ ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობა და ნებაყოფლობით, კანონით დადგენილ ვადაში არ განაცხადებენ უარს ამ თანამდებობაზე.“;

 

4. მერვე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე - „ა1“ ქვეპუნქტი:

1) საქართველოს პარლამენტის დეპუტატს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს; ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების ანაზღაურებად თანამდებობაზე მომუშავე დეპუტატს; ადგილობრივი თვითმმართველობის  აღმასრულებელი ორგანოების თანამშრომლებს: მერს, მერის მოადგილეებს, გამგებელს, გამგებლის მოადგილეებს;“;

 

 

5. მეცხრე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე - „11“ ქვეპუნქტი:

„11. ამ კანონის მე-8  მუხლით  განსაზღვრულ  თანამდებობებზე, ამ კანონის ძალაში შესვლიდან ყველა სახის არჩევნების ორი ციკლის განმავლობაში, არ შეიძლება  დანიშნულ ან არჩეულ  იქნენ  დანაშაულებრივი რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ის პირებირომლებსაც, საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის მოქმედების დროის განმავლობაში, ამ პარტიის წევრის სტატუსით ეკავათ ამ კანონის მე-8  მუხლით  განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“; 

 

6. დაემატოს - „მუხლი 101.“ , რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 101. ყოფილი დანაშაულებრივი რეჟიმის თანამშრომლები

ყოფილი დანაშაულებრივი რეჟიმის  თანამშრომლებს  მიეკუთვნებიან: 2004 – 2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ყველა ის პირი რომელსაც 2004 - 2012 წლებში ამ პარტიათა წევრის სტატუსით ეკავა ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა.“;

 

7.  მე-11 მუხლის მე-2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მიმართოს კომისიას და შეამოწმოს იმ პირის შესახებ მონაცემები, რომელიც საქართველოს ორგანული კანონითსაქართველოს საარჩევნო კოდექსითდადგენილი წესით მიმართავს მას კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ კომისია დაადგენს, რომ კანდიდატი არის დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელი თანამდებობის მქონე პირი, ან პირი, რომელიც თანამშრომლობდა ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან და არის ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული სპეციალური სამსახურის საიდუმლო თანამშრომელი, კომისია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამ პირის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და მხოლოდ კანდიდატის მიერ კანდიდატურის არმოხსნის შემთხვევაში აქვეყნებს კანდიდატის შესახებ არსებულ საიდუმლო მონაცემებს.“.

 

8. მეთორმეტე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე - მე-5 ქვეპუნქტი:

„5. არ დაიშვას მოქალაქეთა დევნა ან დისკრიმინაცია მათი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი - არა ანაზღაურებადი წევრობის გამო.“.

 

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

 

ს/გ უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე-ს

სპიკერი

მიხეილ (გელა)

 სალუაშვილი

 

 

...

მაღალო ღმერთო, გულით გთხოვ,

ქართველებს შეგვაძლებინე:

ვინც საქართველოს უშველის,

ის - კაცი, აგვარჩევინე...

თებერვალმა თქვა - მივდივარ,

უკანა მრჩება ფეხები.

თქვენ „არჩევანი“ რად გინდათ?

მალე მოგივათ მშველელი!..

მარტის თვე - სამზადისშია,

ის, თქვენი გამხარებელი...

აღიმართე საქართველო,

სიხარულის წამი დგება,

დიდი სასწაული გელით:

საიდუმლო გაიხსნება,

ჩრდილში მდგომის გამოჩენა,

ბევრისთვის ძნელი იქნება,

უფალი მოციქულებით,

წმინდა ლასკარს ესტუმრება!..

 

 ეკატერინე

ხრიკული

 

 

ახალი ზღაპარი

თბილისს დაირხა ამბავი,

თურმე - ახალი ზღაპარი შეითხზა:

ზე-ცის ღრუბლებში, უეცრად,

„ცის კიდობანი“ გაიხსნა...

და, კიდობანში, ეულად,

ჩანდნენ - „უფალი და უფალაო“...

არ არს ახალი - „გმობა“ მათი,

სცოდავს კაცთა მოდგმა...

ზეციდან ხმა მოისმოდა:

ახალი ზღაპარი ითხზვება,

„მესამედ მოსვლის“ გზები იწყება...

კვლავ გრძელდებოდა, ბრაზმორეული,

ხმა ზეციდან მომდინარი:

„არ მიიღებთ თქვენ, არა!..“,

ამის თქმა იყო და, როგორც ზღაპარში,

გაუჩინარდა - „გზაი უფლისა“.

 

19. 02. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

მეგობრობის ნიშა-მისიონერები

„ისრაელიანებო!“ მოდით ვზიდოთ სიყვარულით

იბერთა და ებერთ ჯვარი...

მოდით, ერთად „განვსაჯოთ“ იმერი და ამიერი...

ვთხოვოთ ზეცას - შეგვიწყნაროს

[დღესაც გმინავს ჯვარს გაკრული მაცხოვარი,

და - ასე მგონია: სახეს მიკაწრავს ეკლის გვირგვინი,

სულში მეწვეთება ცრემლები შენი]...

ო, უფალო, ეს რა წამება გამოგივლია,

დიდება შენს გზებს უფალო იესუ!..

ასე ინება განგებამ:

უფლის გზებზე ხიდი გასდო, შეგვახსენა

წარსული და მომავალი...

ერთმანეთის გვერდით დგანან

ქართველი და ებრაელი.

ორნივ შეკრა რწმენის ჯაჭვით,

მეგობრობის გზებით...

საქართველო-ისრაელის სამეგობრო გზები აყვავდება,

საკაცობრიო - ქართველთა მისია,

არ დადუმდება...

ქართული ვაზის ნაჟურით,

უკვე ფიალა ივსება -

სადიდებელად უფლისა...

კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!

დიდება შენს გზებს უფალო იესუ!..

 

19. 02. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

არა მაბადია რა, არცა - ნაბადია...

არა მაბადია რა,

არცა - ნაბადია!..

მწყემსი ვარ ნაილაღარი,

მთებში ვარ, მათოვს მხრებზედა,

გადავიარე გორა-გორა,

იალბუზს რომ მივადექი,

იქ ვიგრძენი, რომ იწყება,

„საიდუმლო ფერთა წყება...“,

ზეცა ასე იუწყება!..

 

19. 02. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია