Print

გაზეთი №8[979]

საარჩევნო გაერთიანების

 „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

საარჩევნო პროგრამის

„ერთად გავაბრწყინოთ საქართველო“

თეზისები

 

ზოგიერთს ისე გაუვიდა თავს, თითქოს თქვენთან არც ვაპირებდე მოსვლას. მაგრამ, თუ უფალი ინებებს, მალე მოგივალთ და გამოვცდი თავგასულთა არა სიტყვას, არამედ ძალას. ვინაიდან ღმრთის სასუფეველი

სიტყვით კი არ არის, არამედ ძალით.

რა გსურთ? კვერთხით მოვიდე თქვენთან თუ

სიყვარულითა და თვინიერების სულით?

[1 კორ. 14,18-21].

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

 ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ - „საქართველოს გაბრწყინების“ არსის შემცველი: „საქართველოს სულიერი მისია“, ორი ძირითადი - სულისმიერი, ანუ - ფარული, და ფიზიკური, ანუ - ღიად მიმდინარე ეტაპის გავლას ითვალისწინებს.

თხრობის გაგრძელებამდე, ჩვენს მიერ განვლილი გზის მოკლე ისტორიას გაგახსენებთ

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში - 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი ტრაგიკული მოვლენებით გამოწვეული უმძიმესი შედეგების აღმოფხვრის მიზნით 1992 წლის იანვარში, ჩვენს მიერ დაარსებულ იქნა პოლიტიკური პარტია: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა“.

1992 და 1995 წლებში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილ;ეობის შემდეგ, ჩვენ უარი ვთქვით აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაზე [სხვადასხვა დონის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა], და ჩვენი გზასავალი: 1996-1997 წლების მიჯნაზე ჩამოყალიბებულ „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის“ ეგიდით გავაგრძელეთ.

2011 წლის დეკემბერში ამ ორი ორგანიზაციის პირობითი შერწყმის შემდეგ, პარტიის სახელდება ასე განისაზღვრა: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“.

2012 წლის იანვარში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლეს“ სახელდებით მიგვეღო მონაწილეობა.

მომქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვის მიუხედავად, აქტიური პოლიტიკური საქმიანობის განახლების პირველ ეტაპზე, მ. სააკაშვილის მიერ დამყარებული დანაშაულებრივი პოლიტიკური სისტემის ორგანულმა ნაწილმა - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მიზეზთა გამო, საარჩევნო რეგისტრაციაზე უარი გვითხრა.

მ. სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში ჩატარებულ 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ასევე ვერ მოხერხდა „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლეს“ სახელდებით მონაწილეობის მიღება. ამიტომ, იძულებულნი გავხდით, საპრეზიდენტო არჩევნებში საინიციატივო ჯგუფის სახელით დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსით ჩავრთულიყავით. ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის სახელდება ასე განისაზღვრა: „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“.

2013 წ. დეკემბერში, ჩვენივე ინიციატივით დაარსებულ იქნა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“. სწორედ ამ სახელით მივიღეთ მონაწილეობა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენი სამოქმედო დევიზი გახლდათ: „აირჩიეთ სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ“.

მოგეხსენებათ რომ, როგორც - 2013 წლის საპრეზიდენტო, ასევე - 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისას, ჩვენი მთავარი მიზანი გახლდათ - საჯაროდ განგვეცხადებინა „საქართველოს სულიერი მისიის“ ის მთავარი არსი, რომელიც, ძირითადად, საქართველოს გაბრწყინების - სულიერ, ანუ ფარულად მიმდინარე ასპექტებზე იყო დამყარებული.

ღმერთის ნებითა და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით, შევძელით საჯაროდ გვესაუბრა ბიბლიასა და სხვა წყაროებში დაფიქსირებული იმ ნიშნების აცხადების თაობაზე, რომელთა ერთობლიობა უკვე დამდგარი ბოლო ჟამის შეცნობისაკენ იყო [და არის] მიმართული.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ „საქართველოს გაბრწყინების“ არსის შემცველი: „საქართველოს სულიერი მისიის“:

- სულიერი, ანუ - ფარული ასპექტი, ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანისდა მიუხედავად მიმდინარეობს, და იგი, საბოლოოდ, მეორედაც შობით მოსული ძე კაცისას ძალმოსილების შეძენის შემდგომად, უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადებით დამთავრდება; ხოლო

-  ფიზიკური, ანუ - ღიად მიმდინარე პროცესი, რომელიც ბოლო ჟამის ე.წ. დამამთავრებელ ეტაპს მოიცავს, მთლიანადაა დამოკიდებული საქართველოს მოსახლეობის [და არა მარტო მათ] მიერ გასაკეთებელ არჩევანზე, რამეთუ: „... გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები“ [მათე 12,36-37]. 

ამასთან, მკითხველს, კიდევ ერთხელ გვინდა შეგახსენოთ ჩვენს მიერ თქმული - „... რომ „მეფის ინსტიტუტის“ აღდგენასთან დაკავშირებული საკითხი, „საქართველოს გაბრწყინების“ ის წინმსწრები პროცესია, რომელიც უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადებით უნდა დასრულდეს.

ამ თემატიკის განმსაზღვრელ ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში, ეს ყოველივე - „ცხებული მეფის“, ანდა - „პირველი რქის“, იგივე „პირველი მეფის“ კოდებითაა მოცემული.

ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ ყოველივე ეს უკავშირდება: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მთავარი მებაირახტრის, საქართველოს ისტორიაში დამკვიდრებული პრეზიდენტის ინსტიტუტის პირველი წარმომადგენელის, ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის - ზვიად გამსახურდიას სახელს...“ [იხ. გაზ. №7[978], გვ.1].

უფალ იესუ ქრისტეს დიდებით გაცხადების შემდგომად დასაწყებ მარადიულ „ქრისტეს გზამდე“ გასავლელი ბოლო მონაკვეთის -  „ზვიადის გზის“ პირობითი სახელდების თაობაზე, ჯერ კიდევ 2001 წელს ვისაუბრეთ. ჩვენი გაზეთის №3 [32}-ე ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას: „მეშვიდე საფეხურიც მთავრდება“, რეფრენად შემდეგი სტრიქონები ჰქონდა წამძღვარებული:

„ღმერთმა დედამიწა დააფუძნა, და ზედ გადაჭიმა ცა... მისი საწყისიდან დაწყებულა პირველად ადამის გზა!

როს უკეთურმა იმატა ქვეყნად და ღმერთი შემოსწყრა ხალხს, წარღვნას მხოლოდ - რვა სული გადაურჩა და მათგან დაწყებულა ნოეს გზა!

გოდოლის გამო შემოგვწყრა ღმერთი, მრავალი ენა გაჩნდა სხვა... ქართულმა. დედოძარღვი შეიფარა: და იშვა - ფარნავაზის გზა!

კავკასის მთებიდან მონაჭექმა, ამაყი გოლიათის ხმამ, ახალი იერუსალიმი დააფუძნა: ვახტანგ გორგასალის გზამ!

გელათს და იყალთოს სათავე დაუდო, უკუნი განკვეთა მან... გალობა სინანულის ანდერძად დაგვიტოვა დავით აღმაშენებლის გზამ!

ენა მამულისას რწმენაში განივთებით, სანთელად აენთო ხალხს... მეოცე საუკუნე ტაატით შეუდგა; ილია ჭავჭავაძის გზას!

მესიის ახალმა მახვილმა, ქრისტეს გამოჩენის ჟამს, სათავე დაუდო ბოლო მიჯნას: ეკლიან - ზვიადის გზას!..“ [იხ. იქვე, გვ.1-4].

შეგახსენებთ ამ სტატიის ერთ მონაკვეთს - „...1993 წლის გასრულებით, ქართველმა ერმა დაასრულა ილიას გზაზე სიარული, და შეუდგა თავისი არსებობის მანძილზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს, რომელსაც ზვიად გამსახურდიას გზა, ანუ მოკლედ - ზვიადის გზა ეწოდა.

და დაიწყო მეშვიდე საფეხური, მეშვიდე აღმართი გზასავალისა, ზვიადის გზად სახელდებული.

ზვიადის გზა გახლავთ ის გზა, რომელმაც მრავალჭირნახული ქართველი ერი უნდა მიიყვანოს ქრისტეს გზამდე, რათა აღსრულდეს ზვიად გამსახურდიასავე წინასწარმეტყველება, რომ - „ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდუვალი აღდგომისა“...

დიახ, მეშვიდე და დამაგვირგვინებელ აღმართიან გზას ადგას დღეს ადამის მოდგმა, გზას, რომელსაც - ზვიადის გზა ჰქვია, და რომელიც დასრულდება უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად მოსვლით. დაილოცოს ეს დიადი წამი კაცობრიობის ისტორიისა. წამი, როდესაც კვლავ ხილული შეიქმნება ჩვენთვის ღმერთი, და ხილულად დამყარდება საუკუნო მეფობა ღმრთისა...“ [იხ. იქვე, გვ.4].

ზვიად გამსახურდიას ფიზიკური აღსრულების შემდეგ,, მისი პოლიტიკური გზის მრავალრიცხოვანი მიმდევრები, მიზეზთა გამო, სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკებში გადანაწილდნენ.

და აი, ღმერთის შეწევნით, ჩვენს მიერ ზვიად გამსახურდიას მიერ გაკვალული ფიზიკური და სულისმიერი გზის შესახებ 1992 წლიდან დაწყებული საუბრის დღევანდელ ეტაპზე, მტკიცედ გვწამს რა, რომ ჭეშმარიტ „ზვიადის გზაზე“ მოსიარულე მხოლოდ „უფლის სახელით“ უნდა მოქმედებდეს, გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:

ღმერთის ნებით, „საქართველოს გაბრწყინების“ არსის შემცველი: „საქართველოს სულიერი მისიის“ - ფიზიკურ, ანუ - ღიად მიმდინარე პროცესის ახალ სამოქმედო ეტაპში ჩართვისათვის საჭირო პირობების სათანადოდ გამოვლენის  შემთხვევაში, უფლისმიერი სიმართლით მოქმედების სურვილით გაერთიანებული ჩვენი გუნდი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს სახელდებით: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, საქართველოს ამომრჩეველს გვინდა შევთავაზოთ, ბიბლიურ დებულებებზე დაფუძნებული - ქვეყნის მოწყობისა და მართვის თვისობრივად ახალი სისტემა.

მთლიანობაში, საქართველოს გაბრწყინების ფიზიკურ, ანუ ღიად მიმდინარე ასპექტებზე დამყარებული, ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ არჩევნებში მონაწილე ჩვენი გუნდის საარჩევნო პროგრამის სახელი ასეა გამოკვეთილი - „ერთად გავაბრწყინოთ საქართველო“.

საარჩევნო პროგრამის 18 ნაწილისაგან შემდგარი პოლიტიკური შემადგენელი, საკანონმდებლო ინიციატივების მოთხოვნათა შესაბამისად არის მომზადებული, და მათ შესახებ, თუ ღმერთი ინებებს, თავის დროზე დეტალურად გვექნება საუბარი.

ამჯერად კი, მოკლე თეზისების სახით გვინდა გაგაცნოთ რამოდენიმე თემატურ ჯგუფად დაყოფილი ჩვენი საარჩევნო პროგრამის მთავარი არსი. 

 

საარჩევნო პროგრამის

„ერთად გავაბრწყინოთ საქართველოს“-ს სტრუქტურა

საარჩევნო გაერთიანების: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მოქმედი გუნდის მიერ მომზადებული საარჩევნო პროგრამა: „ერთად გავაბრწყინოთ საქართველო“, სამ მთავარ დებულებას: ჩადენილი საქციელის სათანადოდ გააზრებას, ღმერთისადმი ჩვენი დამოკიდებულების მართებულ განსაზღვრასა და ცხოვრებაში უფლისმიერი სიმართლით მოქმედების პრინციპებს ეფუძნება. მოდით მივყვეთ თანამიმდევრობას.

 

1. საქართველოს გაბრწყინებისაკენ გადასადგმელი

 პირველი ნაბიჯი:

ჩადენილი საქციელის სათანადოდ გააზრება

ბიბლიური სწავლების თანახმად - არ არსებობს უცოდველი ადამიანი. ყოველი ჩვენთაგანი, მიზეზთა გამო, გარკვეულ ცხოვრებისეულ შეცდომებს ვუშვებთ. თითოეული ასეთი შეცდომა, მისი -  გამოუსწორებლობის, ანუ - მოუნანიებლობის შემთხვევაში, თითქმის გადაულახავ ბარიერად გვექცევა ხოლმე. და პირიქით - ყოველი ჩადენილი შეცდომის სათანადოდ გააზრებისა და მონანიების შემთხვევა, ჩვენი ცხოვრების კვლავ  ნორმალურ მდინარებაში დაბრუნების შესაძლებლობას გვაძლევს.

ანალოგიური მდგომარეობაა ინდივიდთა ერთობისაგან შემდგარ ერსა და სახელმწიფოსთან მიმართებაშიც:

ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ, მიზეზთა გამო, ჩადენილი შეცდომა-დანაშაული ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების ნორმალურ რიტმს, დანაშაულის ხარისხისდა მიხედვით აფერხებს, შედეგად - ქვეყანა გაჭირვებასა და სიდუხჭირეში ვარდება.

1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვარის მოვლენების გამო გახლეჩილი ეროვნული ცნობიერების შედეგად შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი - ჩადენილი შეცდომის ძირეულ გააზრებასა და შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაშია საძიებელი.

ღმერთის ნებითა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, სათანადო სამართლებრივ კონდიციამდე გვაქვს გააზრებული, როგორც 1991-1992 წლბის გასაყარზე მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება და მასში მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხი, ასევე 1992-2012 წ.წ. საქართველოში მომქმედი პოლიტიკური რეჟიმის მთელი საქმიანობა.

  

2. საქართველოს გაბრწყინებისაკენ გადასადგმელი

 მეორე ნაბიჯი:

ღმერთისადმი ჩვენი დამოკიდებულების მართებული განსაზღვრა

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს წინაშე მდგარი სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებისა და ჩვენი მორალურ-ზნეობრივი ფასეულობების გადარჩენის მიზნით, საჭიროა - მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.

ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებითა და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ შექმნილია ისეთი მექანიზმი, რომელიც:

- ერთის მხრივ უზრუნველყოფს სახელმწიფოსაგან ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობას; და

-  მეორეს მხრივ ყველა პირობას შექმნის, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უფლება: იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე.

ყოველივე ამისათვის შემუშავებული გვაქვს, ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების ხაზის გამომკვეთი - უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მოწყობის უნიკალური მოდელი.

 

3. საქართველოს გაბრწყინებისაკენ გადასადგმელი

მესამე ნაბიჯი:

ცხოვრებაში უფლისმიერი სიმართლით მოქმედება

საარჩევნო პროგრამის მესამე პირობითი ჯგუფი მოიცავს, როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების ნორმალიზებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებათა მთელ პაკეტს, ასევე საქართველოს სახელმწიფოს მიერ მსოფლიო თანამეგობრობისათვის შესათავაზებელ საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მიზნით განსახორციელებელ კონკრეტულ წინადადებებს.

 

ა) ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების ნორმალიზებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები

ჩვენს მიერ ამ მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ითვალისწინებს შემდეგი საკითხების დარეგულირების მექანიზმს:

1. გამოვაცხადოთ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტი;

2. მივიღოთ: ქართული მიწის დაცვის კანონი;

3. შემოვიღოთ:  მოსწავლისა და მშობლის კანონი;

4. მოვახდინოთ 2004 - 2012 წ.წ. რეჟიმის შეფასება;

5. შევცვალოთ ანტიდისკრიმინაციული კანონი;

6. მივიღოთ: იპოთეკით დაზარალებულთა კანონი;

7. დავუშვათ ალტერნატიული პირადობის მოწმობები;

8. დავაფუძნოთ: მთაში განსახლების ფონდი;

9. შევქმნათ: ეროვნული თანხმობის დარბაზი;

10. დავარეგულიროთ „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭოსა და მთავრობის შექმნასთან დაკავშირებული“ საკითხი;

11. გადავჭრათ ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს ტერიტორიისათვის „ჩრდილო ქართლი [ცხინვალის ოლქი]“-ს სახელის მინიჭების საკითხი“;

12. მოვაწესრიგოთ საკითხი „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ“;

13. მივიღოთ გადაწყვეტილება „1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ 2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით“ და სა.შ

 

ბ) საქართველოს სახელმწიფოს მიერ მსოფლიო თანამეგობრობისათვის შესათავაზებელ საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მიზნით განსახორციელებელ კონკრეტულ წინადადებები

ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი გუნდი, ესწრაფვის რა არჩევნების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლას, თავისი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ისახავს, რომ საქართველო გამოვიდეს ინიციატორი, რათა შეიქმნას:

 - საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი [რომელშიც შევლენ: საქართველო, რუსეთი, სომხეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი], და

- სახელმწიფოთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: ნეიტრალური ზონის ქვეყნების კავშირი - „სამუბ“-ი [სადაც გაერთიანდება: საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი].

ჩვენი ინიციატივები ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ძირითადი სუბიექტების - სუვერენული სახელმწიფოების მიერ გამოხატულ კეთილ ნებას: თავისი წვლილი შეიტანონ ევროპაში მშვიდობისა და საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბება-განმტკიცების საქმეში.

 

აი, ყოველივე ის, რის შესახებაც აქტიური საარჩევნო პროცესის დაწყებამდე გვინდოდა თქვენთვის გვეთქვა.

მიხეილ (გელა)

 სალუაშვილი

 

 

რა დაგიწეროთ, რა გითხრათ,

რა გაგიხარებთ გულებსა?!

თქვენგან ნათქვამი არ სჯერათ,

ამ უბედურთა შვილებსა...

თქვენ, ისევ თქვენს გზას გაჰყევით,

ყველგან თქვით თქვენი სათქმელი,

ნუ დაგაბრკოლებთ ქილიკი,

მაღლა ღმერთია განმსჯელი!

დრო რომ ჩამოჰკრავს, და უკვე

სიტყვა წამოვა ქვიანი,

მერე იგრძნობენ, მაგრამ რა

იქნება ძალზედ გვიანი...

ვისაც ნათქვამის არ სწამდა,

მათთვის იქნება „ალალი“,

ისე მოცელავს უფალი,

როგორც ყანას მკის ნამგალი...

შენ კი - ლასკარის მსმენელო,

უფალს მიაგე დიდება,

სხვებმა - შორიდან გვიყურონ:

ღმერთი ჩვენთან რომ იქნება!..

 ეკატერინე

ხრიკული

 

...

ბევრჯერ დავწერე, ბევრჯერ გითხარით,

თქვენ ვერ გებულობთ, არც სხვისი გჯერათ,

არ ვიცი, ნეტავ, რა პასუხს გასცემთ,

სამსჯავრო კარზე რომ მოგადგებათ?

ხალხს კლავენ, მათზე - არაფერს ამბობთ,

მცენარეებზე შეგტკივათ გული?

ყველამ გაგიგოთ ეგ ეშმაკობა,

ძაღლის თავია მანდ დამარხული...

სამშობლო ქვეყნის მოღალატეებს,

გამჩენმა ტვინი მიტომ არ მისცა,

რომ არ ენახათ - ახალ;ი ცა და,

რომ არ ენახათ ახალი მიწა...

გაიხედ-გამოიხედეთ, ამ ქვეყანაზე რა ხდება,

წუთისოფელი - მიფრინავს, და უდროობის „დრო“ დგება,

ნეტავი იმას, განკითხვის შემდეგ,

მარადისობას ვინც მოერგება...

გადავისახოთ პირჯვარი,

დიდება უფალს, დიდება...

ეშმას ზეიმი - მთავრდება,

ღვთისშვილთა - ეხლა იწყება..

 ეკატერინე

ხრიკული

 

რა არის ჯადო?!

ჯადო - სატანის ენერგეტიკაა, რომელიც ადამიანში სხვადასხვა გზით შეიძლება შევიდეს... 

მოდით, მეორენაირად დავსვათ შეკითხვა - რა გზებით შეიძლება დაგაზიანოს არახილულმა ძალამ, სატანამ - ფიზიკურად, თუ სულიერად?

და შევეცადოთ გავერკვეთ - რას ნიშნავს: „ჯადო აქვს გაკეთებული“?

საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ ჯადოს ენერგეტიკა ვლინდება არა მხოლოდ „ფიზიკურ-ნივთიერად“, არამედ - უხილავადაც...

ჯადო, სხვა ადამიანის მიმართ გამოვლენილი უარყოფითი ენერგეტიკაა...

სამწუხაროდ, არსებობს - სატანისადმი აღვლენილი გაუკუღმართებული „ლოცვები“, რომელიც დაცემულ ანგელოზთა სულიერ ერთობაშია, და მავნე გავლენას ახდენს [დაუცველ, რწმენაში არამყარად მყოფ] ადამიანზე.

ასეთ შემთხვევებში არსებობს თავდაცვის გზები, რომელთა შორის უპირველესი - ქრისტიანული ცხოვრების წესით შეიარაღებაა, უარყოფით ენერგეტიკას რომ ასუსტებს და აცამტვერებს...

თუკი ადამიანის გულში ფესვგადგმული ლოცვა უფალმა მიიღო, თუკი ხატს ეხები და იქიდან მადლს ღებულობ, უარყოფითი ენერგეტიკა ვერ დაგაზიანებს...

მოგეხსენებათ, თუკი ბოროტი შურის ზეგავლენას განიცდი, ეს ბოროტი ზრახვა, გულში ჩავარდნის წამიდანვე თავად შენთვის ხდება ზიანის მომტანი... ამას დაუმატეთ ათასგვარი ბოროტი მანქანები - ტანსაცმელი, სურათი, რომელსაც მავანი დახევს, დამარხავს, მიცვალებულს ჩააყოლებს, იწყევლება და ა.შ. ესეც ხომ ჯადოა, დაცემულ კოსმიურ ძალებს რომ გადააქვთ, და ცდილობს დააზიანოს დაუცველი ადამიანი...

ამიტომაცაა საჭირო - კეთილი ადამიანები იყვნენ ერთობაში...

იცოდეთ, სატანა - ყველაზე დიდი ვაჭარია, რომელიც მსხვერპლს მაშინ „მოივაჭრებს“, როცა მარტოა ადამიანი... ამიტომაც, „მარტო“ [დაუცველად] არასოდეს არავინ არ უნდა დავტოვოთ...

ხედვით, საუბრისას თუ უხილავად გადაცემულმა ჯადოს ენერგეტიკამ, შეიძლება დაგაბრკოლოს საქმეში, ანდა დაავადება გამოიწვიოს... და ალბათ გაჩნდება კითხვა - ასეთ შემთხვევაში, რა გავლენა აქვს კეთილ ადამიანთა თანადგომას:

- იქ, სადაც ერთგულება, სატანის ძალა სუსტდება და ითრგუნება;

- იქ, სადაც თანადგომაა,  სატანის ძალა სუსტდება და ითრგუნება;

- იქ, სადაც ღვთაებრივი სიყვარული, ლოცვა და რწმენაა, სატანის ძალა სუსტდება და ითრგუნება...

დაუცველი ადამიანისათვის, ძნელია გაუმკლავდეს ჯადოს ენერგეტიკას...

ვეცადოთ, ყოველთვის ვაკონტროლოთ ჩვენი აზროვნება, დავიცვათ ბალანსი, და დავუქვემდებაროთ იგი ღვთის მცნებებს...

აზროვნების კონტროლი ეხმარება ადამიანს ჯადოს ენერგეტიკის დაძლევაში;

კეთილი ძალების გაერთიანება, ანგრევს ჯადოს ენერგეტიკას...

ამიტომ „შევიარაღდეთ“ და მომაჯადოვებელ ძალებს გავუმკლავდეთ - ერთობით, სიწმინდითა და ქრისტიანული ცხოვრების წესით...

27. 02. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

ყოვლადწმინდაო სამებავ - შენ ხარ ერთარსი!..

ო, დიდებულო ძალავ ღვთაების,

ყოვლისმომცველო, ყოვლის მფარველო,

შემწყნარებელო ყოველთა ერთა,

„ერთარსი“ შენ ხარ, „ღვთის არსი“,

მხოლოდ შენშია არსი სიცოცხლის...

შენ ხარ დამსჯელიც, მიმტევებელიც,

ხელში გიჭირავს სასწორი ცოდვა მადლისა

ყოვლისმპყრობელო!..

ო, დიდებულო შენა ხარ

ყოველთა ნიჭთა მომმადლებელი,

და ნება შენი განაგებს ყოველს,

ცასა და მიწაზე,

შენი ძალაა, უხილავად, ყველგან რომ მეუფებს,

დიდება შენ სახელს!...

დიდება შენს ძალას უფალო!..

03. 03.. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

სამყაროს ბედისწერა

სამყაროს ბედისწერა - ზეცას დაწერილა,

უფლის აღთქმის კიდობანი,

ჯერ არ გალეულა...

დედამიწას - „ბოლო ჟამი“ დაწყებულა,

მაცხოვრის სანთელი ანთებულა:

უკუნი ღამე გალეულა,

ზეცის ნათელი გამოჩენილა...

უფალო, ალბათ რჩეული ერის ხვედრია:

„შენს გზის მიმდევართ მხარეში

გაისმის ერთა თარეში...“

ოი, სამყაროვ!

შენი ბედისწერის აკვანი,

საქართველოში დარწეულა,

ქართლის ალაგთა არტახებში მოქცეულა,

დრო და ჟამის მარწუხებში დავაჟკაცებულა!..

ოი, მაცხოვარო - გზა შენმიერი,

დღეს რომ ვლინდება საქართველოში,

ერებს ეცვლებათ იერი...

ოი, ერებო!

სხვა რა კურსი, სხვა რა გზა,

სხვა რა დაგრჩენია - რა?

ერთადერთი გადამრჩენი

არის მხოლოდ - უფლის გზა,

და ერთადერთ ღმერთში - ხსნა!..

 

11. 03.. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია