Print

გ ა ზ ე თ ი - № 9 [980]

უფალია ჩვენი სიმართლე

[სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“-

ლასკარის

2016 წლის 19 მარტის

გადაწყვეტილება

 

უფალია ჩვენი სიმართლე [სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“-ს ლასკარის 2016 . 19 მარტის ღია სხდომაზე, მოისმინეს ლასკარის თავმგდომარის მიხეილ [გელა] სალუაშვილის მოხსენება 2016 წ. საპარლამენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.

განხილვაში მონაწილეობდნენ - მევლუდ მამადაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ლეილა მეფარიძე, ლევან ჩოხელი, ნათელა მელქაძე, დინა ჯიქია, ლენა სისაური, ლეილა კობახიძე, ეთერ ბუიძე, ლიდა ვეშაგური,  შაზი რაზმაძე, ლალი ბეგაშვილი, ნელი მაძღარაშვილი, ლია ქამხაძე, კაკო გოგლიძე და მანანა სოსებაშვილი.

 

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად დაადგინეს:

1. გაუქმდეს ლასკარის მიერ 2016 წ. 16 მარტს მიღებული გადაწყვეტილება 2016 წ. საპარლამენტო არჩევნებში: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლეს“ სახელდებით შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით;

2. 2016 წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში საარჩევნო სახელდება იქნება: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“;

2. დამტკიცდეს საარჩევნო გაერთიანების: ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომზადებული საარჩევნო პროგრამა, სახელდებით: „ერთად გავაბრწყინოთ საქართველო“.

 

უფალია ჩვენი სიმართლე

[სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

მხილების „ბოლო“ მცდელობა, ანუ

პარლამენტში 2016 წ. 29 მარტს გამართული

 საკომიტეტო მოსმენის მოკლე ქრონიკა

 

2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტისათვის, ს/გ „უფლის სახელით...“ - 2016 წ. 15 თებერვალსა და 1 მარტს წარდგენილი ორი საკანონმდებლო წინადადების განხილვა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2016 წ. 29 მარტის სხდომაზე გაიმართა.

ამათგან ერთი ეხება - „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებას, მაჟორიტარული პრინციპით პარლამენტის დეპუტატთა არჩევის ახლებური წესის შემოღებასთან დაკავშირებით;

ხოლო მეორე ითვალისწინებს: საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ შესატან იმ ცვლილებას, რომელიც 2004-2012 წ.წ. საქართველოში მოქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის საქმიანობის სათანადო შეფასებასა და აქედან გამომდინარე გასატარებელ საკანონმდებლო რეგულაციას ეხება.

საკომიტეტო სხდომაში, ჩვენი გაერთიანების სახელით მონაწილეობა მიიღეს - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ავთანდილ იოსელიანმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 19 წევრიდან, ჩვენი საკითხის თაობაზე გამართული კენჭისყრისას, დარბაზში იყვნენ - ვახტანგ ხმალაძე [თავმჯდომარე], პაატა კიკნაველიძე [მოადგილე], თამარ კორძაია [მოადგილე], ზაქარია ქუცნაშვილი, გიგა ბუკია, თამარ ხიდაშელი, ელისო ჩაფიძე, ვლადიმერ აჩბა და ანი მიროტაძე.

პირველ საკითხთან მიმართებაში, ჩვენი საკანონმდებლო ცვლილების მიღებას მხარი მხოლოდ ზაქარია ქუცნაშვილმა დაუჭირა.

2004-2012 წ.წ. საქართველოში მომქმედი რეჟიმის დანაშაულებრივად გამოცხადებას, კომიტეტის მხოლოდ 4 წევრმა მისცა დადებითი ხმა. ესენი არიან - ელისო ჩაფიძე, ანი მიროტაზე, ზაქარია ქუცნაშვილი და ვლადიმერ აჩბა.

სამწუხაროა, რომ თავისი მოღვაწეობის 4 წლის მიწურულს, 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის დეპუტატებს არ აღმოაჩნდათ იმის პოლიტიკური ნება, რათა სათანადო შეფასება მისცენ იმ რეჟიმის საქმიანობას, რომლის შეცვლისათვის ქართველმა ხალხმა ამდენი ძალისხმევა დახარჯა.

გვახსოვდეს, ყველას და ყოველივეს დაუდგება თავისი პასუხისგების ჟამი... და ცოდვაა ის, ვინაც სათანადო გადაწყვეტილების არმიღების გამო მისთვის არასასურველ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი   

 

 

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ქალბატონ თამარ ჟვანიას!

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე”-

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ (გელა სალუაშვილის

         

 

ქალბატონო თამარ!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს - „ლასკარის“ 2016 წლის 19 მარტის სხდომაზე, კავშირის წესდების 6,5 მუხლის თანახმად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - 2016 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.

საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 113-ე მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ:

- ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“;

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“ ხელმძღვანელი პირია: ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი [რეგისტრ. მისამართი: ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება, 1 მ/რ, 2 კორპ., 95 ბინა. ტელ.: მობ. 5(91) 63-63-36; სახლ. 263-63-36];

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“ წარმომადგენელი ცესკოში გახლავთ: ლევან ჩოხელი [რეგისტრ. მისამართი: თბილისი ზღვისუბნის დას. XI მ/რ II კვ. კორ. 22ა ბ. 70 (ყოფ. ხევძმრის დას. 11 მკრ 2 კვ. (ყოფ. თემქის დას. 11 მკრ 2 კვ.), მობ. ტელ. 5[93] 31-88-41], რომელიც სარგებლობს „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე საარჩევნო სუბიექტის მიერ, საარჩევნო კომისიაში მივლენილი წარმომადგენლისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებით.

 

ქალბატონო თამარ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ მიიღოთ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილება - 2016 წ. ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, ჩვენს მიერ მონაწილეობის მისაღებად საჭირო პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით.

გიგზავნით კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციას.

 

დანართი:

1. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა №052 - 2 ფურცელი;

2. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წესდება (ახალი რედაქცია) - 4 ფურცელი;

3. კავშირის ხელმძღვანელი პირის ლასკარის თავმჯდომარის ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში - 1 ფურცელი.

პატივისცემით:

 

სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელასალუაშვილი

31 მარტი, 2016 წ.

 

 

არა განკითხვად, არამედ განსჯისათვის...

2016 წ. 27 მარტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ბ-ნ მიხეილ ანდღულაძის ინიციატივით გამართული შეკრების მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსულმა ბ-მა ჯემალ ჯიქიამ დამსწრე საზოგადოებას გვთხოვა, სურვილის შემთხვევაში გვეყურებინა - ა.წ. 25 მარტს, ქუთაისში მომქმედი ტ/კ „რიონის“ ყოველკვირეულ პროგრამაში: „ბადრი კაპეტივაძის სახელობის სატელევიზიო კლუბი“ [დას. 19.00 სთ. წამყვანი ბ-ნი ბენია თხილავა] შემდგარი მისი გამოსვლისათვის.

იმავე დღეს, კომპიუტერის მეშვეობით ყურადღებით მოვისმინე ტ/კ „რიონის“-ს ეთერში გასული აღნიშნული გადაცემის ჩანაწერი..

გადაცემის წამყვანმა, მოწვეული სტუმრის წარდგენისას ბრძანა - „... ბ-ნი ჯემალ ჯიქია, ფაზისის აკადემის ნამდვილი წევრი, ამასთანავე პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის სამოქალაქო მდივანი...“[იხ. 19. 04.37 სთ - 19. 04. 51 სთ].

აქ, დიდი უზუსტობაა დაშვებული, რამეთუ, ცნება - „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის სამოქალაქო მდივანი“ - ბუნებაში არ არსებობს.

მკითხველმა იცის, რომ 2011 წლის დეკემბერში განხორციელდა - 1992 წ. იანვარში დაფუძნებული პარტიის: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა“-ს, და 1996-1997 წლების გასაყარზე დაარსებული: საქართველოს სულიერი მისიის სემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის - ერთმანეთში შერწყმა, და ჩვენი სახელდება ასე განისაზღვრა: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“.

ბ-ნი ჯემალ ჯიქია, ჩვენი პარტიის „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეს“ საზოგადოებრივი მდივანი გახლავთ. და სასურველი იყო ზემოთხსენებული უზუსტობას ადგილი არ ჰქონოდა.

აქვე დავსძენთ, რომ ბ-ნი ჯემალი - ბოლო რამოდენიმე თვეა, პარტიის წესდებით: ყოველ შაბათს დადგენილ ლასკარის სხდომებს, მიზეზთა გამო, აღარ ესწრება.

ეხლა რაც შეეხება თავად გადაცემის შინაარსს. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ - ქართული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლისა და ეზოთერიის სფეროში წარმატებით მოღვაწე ბ-ნი ჯემალის ხსენებული სატელევიზიო გამოსვლა, მთლიანობაში, ჩემის აზრით, ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მისი შინაარსობრივი განხილვა ჩვენი წერილის ჩარჩოებს სცილდება, რადგან, ამჯერად, მკითხველის ყურადღება მინდა გავამახვილო, ბ-ნი ჯემალის გამოსვლის მხოლოდ იმ ნაწილზე, სადაც იგი ბიბლიურ ტექსტებზე აგებულ თვალსაზრისს გვამცნობს.

თავიდანვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბიბლიაში დაცულ თემატიკაზე საუბრისას, სასურველია მკაცრად იქნეს დაცული თავად ტექსტის შინაარსი. სამწუხაროდ, ხსენებულ საეთერო გამოსვლაში, ბიბლიური ტექსტების, ჩემის აზრით სრულიად მიუღებელ, ანუ არასათანადო სიზუსტით დამოწმებას ჰქონდა ადგილი.

ამჯერად მხოლოდ ერთ მათგანზე შევჩერდები. კერძოდ, მინდა შევეხო გადაცემის იმ მონაკვეთს რომელიც 19. სთ. 16 წთ. და 35 წმ-იდან იწყება, და - 19 სთ. 17 წთ. და 42 წამამდე გრძელდება.:

ბ-ნი ჯემალი ბრძანებს: „...ეს მეათე დღე მოსულია უკვე მეორე დღისთვის, მეათე ნომერი ანუ მეშვიდე დღე, რომ ღმერთი წავიდეს იმიერში, მაგრამ მის სახედ და ხატებად, მისი ოცნება, სიყვარული, რაცაა, აკეთებდა, აი, ის უნდა ნახოს, ამ დროს უკვე, მე აქედან ვლაპარაკობ, ბიბლიიდან [იგი მიგვითითებს მაგიდაზე დადებული წიგნისაკენ], ამ დროს უკვე ეშმაკმა მოასწრო ის, აცდუნა ერთიც და მეორეც, აცდუნა და, საღამოს, ღმერთმა - ერთიო, ხვალ წასვლამდეო დავხედავ ერთი ჩემს, ამ სახედ და ხატებად გაჩენილსო და, შევიდა და, სანამ ნახავს - დაუძახა. დაუძახა ერთხელ, დაუძახა ორჯერ, დაუძახა სამ... არ გასცეს ხმა. მერე, უყვირა, ხმამაღლა უთხრა: სადა ხართო? ადამმა წამოიკნავლა: აგერ ვარო... მერე ხმას რატომ არ მცემო? და, უკვე გველისგან ნაცდუნებია და რა უთხრა იცით? – „შიშველი ვარ“.

ეხლა ვნახოთ, რას ვკითხულობთ ბიბლიაში - „6. როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა. 7. აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.

8. მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის.

9. დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ? 10. მიუგო: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე“ [დაბ. 3,6-10].

ამ ორი ფრაგმენტის კომენტირება თავად ბ-ნი ჯემალისა და გაზეთის მკითხველისათვის მიგვინდია. ჩვენის მხრივ, თავად ბიბლიაშივე დაცულ ერთ ფრაგმენტს შეგახსენებთ.

როგორც იცით, ეგვიპტის ტყვეობიდან გამოსვლისას, ებრაელები, სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ აუჯანყდნენ  მოსეს. ერთი მათგანის აღწერისას ბიბლიაში ვკითხულობთ - „7. ელაპარაკა უფალი მოსეს, უთხრა: 8. აიღე კვერთხი და შეჰყარეთ საზოგადოება შენ და შენმა ძმამ, აარონმა. დაელაპარაკეთ მათ თვალწინ კლდეს და მოგცემთ იგი წყალს. ამოუჩქეფებ მათ წყალს კლდიდან და დაარწყულებ მთელს საზოგადოებას მათი საქონელითურთ.

9. აიღო მოსემ კვერთხი უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისგან. 10. შეჰყარა მოსემ და აარონმა საზოგადოება კლდის წინ. უთხრა მათ: ყური მიგდეთ, ურჩებო! ამ კლდიდან ხომ არ ამოგიჩქეფოთ წყალი? 11. აღმართა ხელი მოსემ და ორგზის დაჰკრა კლდეს კვერთხი და უხვად იდინა წყალმა. სვეს საზოგადოებამ და მისმა საქონელმა.

12. უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: იმის გამო, რომ არ მერწმუნეთ და წმიდად არ გამომაჩინეთ ისრაელიანთა თვალში, ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყნად, რომელიც მათთვის მაქვს მიცემული“ [რიცხვ. 20,7-12].

დააკვირდით, უფლისმიერი საყვედური აგებულია უმთავრეს პრინციპზე - ღმერთის მერ ნათქვამის ზედმიწევნით ზუსტად შესრულებაზე.

უფალი მოსეს ავალებს - „დაელაპარაკეთ მათ თვალწინ კლდეს და მოგცემთ იგი წყალს“. მაგრამ მოსე, აღნიშნულს ზუსტად არ ასრულებს - „აღმართა ხელი მოსემ და ორგზის დაჰკრა კლდეს კვერთხი“.

და რადგანაც იგი, სათანადოდ - არ ერწმუნა და წმიდად არ გამოაჩინა უფალი ღმერთი ისრაელიანთა თვალში, სწორედ ეს ჩაეთვალა მოსეს იმ შეცდომად, რაც უკვე ხსენებულ ბიბლიურ ტექსტშია მოცემული...

ჩვენის მხრიდან გვინდა შევთხოვოთ ღმერთს, რომ ყველას მისცეს ძალა და უნარი მართებული გადაწყვეტილების მიღებისა, რათა ზედმიწევნით ზუსტად შევიძლოთ უზენაესი ძალისაგან დადგენილის აღსრულება.  

მიხეილ (გელა)

 სალუაშვილი

 

 

...

გაზაფხული მოვიდა, და

აყვავილდა მთა და მდელო,

საიდუმლო უნდა გითხრა

ჩემო ტკბილო საქართველო:

მადლობას გეტყვი მარტის თვევ,

რატომ არ გქვია დიადი?

შენ საქართველოს აჩუქე

გამსახურდია ზვიადი!

ზვიად - სამშობლო გიყვარდა,

ქვეყნის ერთგული იყავი,

ერთ მუშტად შეკრული ხალხი,

სულ გავიძახდით „ზვიადი!“...

მაგრამ, ვაი რომ გიგანეს,

მწარედაც დაისჯებიან,

მოუსავლეთი რომ ჰქვია,

იმ „ქვეყნად“ გამწესდებიან...

ყურში, ზარივით ხმა მესმის:

„სიხარული გელოდებათ,

მაცხოვარი და რჩეულნი

მალე ერთად გესტუმრებათ!...“

 ეკატერინე

ხრიკული

 ბატონ ზვიად გამსახურდიას:

„შენი ერი გელოდება, გეფერება“

აღსდექ მკვდრეთით!

შენი ერი გელოდება...

შენს გამოძახილს საფლავის ქვა ვერ შეაჩერებს,

ვერ შეაჩერებს ჭეშმარიტ გზას,

გზა უკუღმართი.

ჩვენ რომ დავდუმდეთ,

ქვათა ღაღადი დაიწყება საქართველოში.

შენს საუფლო გზას,

შენს ღვთიურ ნათელს,

„აღდგომასავით გაბრწყინებულს“,

ცისკრის ვარსკვლავი შეეგებება!..

შენი სახელი იბრწყინებს სამარადჟამოდ,

არ დაიბინდება!..

შენ საქართველოს გული ხარ,

სული ხარ უკვდავებისა,

შენით მოელის ქვეყანა

„ივერთ-მზე“ - გაბრწყინებასა.

შენი გულის ფიქრები,

ზურმუხტ ლალის ფერია,

ზეცა - უკვე მოიარე,

დედამიწას გელიან!..

 

04. 03.. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

მომავალი შენია, ღვთისგან კურთხეულია!..

ახლა კი შენი ჯერია:

„თავისუფლების ქარტიავ“,

ალბათ, შენ უნდა მოიცვა

დრო-ჟამის „ნიშა“-მანტია...

ალბათ, შენ უნდა გაუძღვე

ჭეშმარიტების გაზა-სავალს...

შენს ნაკვალავზე, სულ მალე,

ივერთ მზე ამობრწყინდება!..

 

18. 03.. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

თურმე ოდესღაც...

ხილვაში ვნახე:

მაცხოვრის გზებზე - კელაპტრები ანთებულა,

ქრისტეს მხედრობა - აღზევებულა,

წმინდა ნინოს გზები - განახლებულა,

ჯვარი ვაზისა - აყვავებულა,

იქ, გორაკს, „ჯვარზე“

„ცხვრის ფარა“ შემოკრებილა,

და აჰა, მწყემსიც - გამოჩენილა,

ოდესღაც თურმე,

ჯვრისწერის გზებზე - შეყოვნებული,

უფლის გზა - ზეცით განათებულა

და - ბედისწერით შთაგონებულა...

 

19. 03.. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

ჰოი, ბედისწერავ!..

დრო გადის და უფლისაკენ

გზა-სავალი ვიწროვდება...

ძნელი არის ბილიკებით სიარული,

ჰოი, ბედისწერავ!..

ცის ლაბირინთებში - იდუმალი სამყარო მეხმიანება:

წყვდიადი ღამე მიილია,

დრო და ჟამი ახლოვდება,

დაფარული გაცხადდება...

ეს იმაზე, ცხადად რაც მოხდება...

 

ეხლა სიზმრის ამბავს გეტყვით,

წვრილად გეტვით რაც ვიხილე:

წუხელ ღამით, სიზმარში.

დიდხანს დავდიოდი ღმერთის საბრძანებელში...

შემდეგ ცაზე გაიელვა და

გზა ორად გაიყო...

ის იყო და, გზა-სავალი ამერია,

„ამერი“ თუ „იმერი“,

ზღაპარი და სინამდვილე,

ერთმანეთში ამერია...

ჰოი, ბედისწერავ!?.

ის იყო და, სიზმარშივე ჩამძინებია,

დაღლილ მგზავრივით...

თვალს რომ ვახელდი - მიკვირდა:

მივყვები ტრანსპორტს - „86“-ს...

ვიყვირე: უნდა წავყვე - „68“-ს,

შემეშალა, გააჩერეთ, ჩავდივარ...

შემდეგ, მძღოლს მივუბრუნდი:

გადავაბრალე - შენი ბრალია,

შეგიბრუნებია რიცხვი - „68“...

მძღოლის გაკვირვება დღემდე მომყვება...

ჰოი, ბედისწერავ!..

ხილვა გაგრძელდა: კვლავ

მივყვები ტრანსპორტს - „86“-ს,

და კვლავ მთელი ძალით ვიძახი:

გააჩერეთ, შემეშალა, ჩავდივარ...

არვინ მპასუხობს...

ტრანსპორტი მიდის...

მეგებება მდუმარება შორი გზიდან...

ჰოი, ბედისწერავ?!.

კვლავ ვბრაზობ სიზმარში და ვკითხულობა:

რა ხდება ხალხო,

მდუმარების კლდედ რომ ქცეულხართ,

რად არ მპასუხობთ?

დუმილს ახსნა რომ ვერ მოვუძებნე,

შემდეგ გავიფიქრე:

სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, ალბათ,

სადღაც სულ სხვა განზომილებაში,

სადაც - „აზრებით კითხვა და საუბარია“...

ვიუცნაურე, ცოტაც ვიხმიანე:

„მაშ, უპასუხოდ მტოვებთ“ - ვიკითხე,

სხვა რაღა ძალმიძდა, და მეც დავდუმდი...

„აბა - ვაჟას სული, არავის ჩაუბერავს ჩემთვის,

რომ ავახმიანო ლოდები კლდისა...“.

 

23. 03.. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია