Print

გაზ. # 7(800)

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლის 28 იანვრის

სხდომის ანგარიში

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წლის 28 იანვრის სხდომას ესწრებოდნენ _ მიხეილ (გელა) სალუაშვილი, მევლუდ  მამადაშვილი, რეზო  კობიაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, თენგიზ ჯიქია,  ეთერ  ჩხეტია, ლეილა მეფარიძე,  ნანული ერქვანიძე და ლევან ჩოხელი.

სხდომაზე მოისმინეს ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება: „საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები“.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული კავშირის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის თენგიზ ჯიქიას ინფორმაცია:

1. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“-ს 1.01.2011 - 1.01.2012 წლის ფინანსური საქმიანობის თაობაზე, აუდიტორული ფირმა შპს „როიალ აუდიტის“ მიერ 2012 წლის 16 იანვრით დათარიღებული აუდიტორული დასკვნის მომზადების შესახებ;

2. საქართველოს კონტროლის პალატაში „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს 2011 წლის  საფინანსო დეკლარაციისა და აუდიტორული დასკვნის ჩაბარების თაობაზე.

ლასკარის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია:

1. ლასკარის მიერ 2012 წლის 7 იანვრის სხდომაზე მიღებული  - „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებული „საქართველოს კონსტიტუციაში“  შესატანი ცვლილებების თაობაზე“ მიღებული პროექტის, სპეციალურ მიმართვასთან ერთად -  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისათვის  2012 წლის 26 იანვარს გადაცემის თაობაზე;

2. ლასკარის მიერ 2011 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე - „ზვიად გამსახურდიას წმიდანად შერაცხვის საკითხისათვის“  მიღებული გადაწყვეტილების, სპეციალურ მიმართვასთან ერთად - პოლიტიკური პარტია: „განახლებული საქართველოსათვის“ (თავმჯდომარე ნანა გულუა) და საქართველოს ლეიბორისტული პარტიისათვის (თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი), შესაბამისად 2012 წლის 25 და 26 იანვარს გადაცემის თაობაზე.

3. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თაობაზე შესაბამისი პროექტების მომზადების ეტაპებთან დაკავშირებით.

ლასკარის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით - კავშირის მთავარ ეკონომისტს ლეილა მეფარიძეს დაევალა საერთო კოორდინაცია გაუწიოს კავშირის საწევრო და შემოწირულობათა გამართულად წარმართვის საკითხს.

ლასკარის მიერ ერთხმად იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლასკარის სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხებიც.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2012 წლის 28 იანვრის

გადაწყვეტილება

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“- ლასკარის 2012 წლის 28 იანვრის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის მოხსენება: საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად: დამტკიცდეს, 2011 წლის 31 დეკემბერს, ლასკარის სხდომაზე მიღებული კავშირის პოლიტიკური პრიორიტეტების საკითხები- ნუსხით გათვალისწინებული, საპროგრამო პაკეტში შემავალი - საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავ-შირებული საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის

2012 წლის 28 იანვრის

გადაწყვეტილება

„სამართლიანობის აღდგენის კავ-შირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წ. 28 იანვრის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ(გელა) სალუაშვილის მოხსენება: კავშირის საწევრო და შემოწირულობათა საკითხის სათანადოდ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად: დაევალოს კავშირის მთავარ ეკონომისტს _ ლეილა მეფარიძეს საერთო კოორდინაცია გაუწიოს კავშირის წევრთა მიერ საწევრო შენატანებისა [თვეში მაქსიმუმ 120 ლარი] და ფიზიკური პირების მიერ შემოწირულობის [თვეში მაქსიმუმ 60 000 ლარი] დადგენილი ნორმების შესაბამისად წარმართვას.

„სამართლიანობის აღდგენის

კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)  სალუაშვილი


 

ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე

 

მე _ ბეჟან შერგელაშვილი, დავიბადე 1955 წ. 5 აპრილს, ზესტაფონის რ-ის სოფ. ზოვრეთში;

1972 წელს დავამთავრე საშუალო სკოლა; 

1973 წელს დავამთავრე კავშირგაბმულობის ტექნიკური სასწავლებელი;

1974-1976 წ.წ. ვიყავი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში, ქ. ხაბაროვსკში;

1982 წელს დავამთავრე მოსკოვის ელექტრო-ტექნიკური ინსტიტუტი, სპეციალობით: მრავალარხიანი ელექტრო კავშირგაბმულობა; 

1983-1985 წ.წ. ვმუშაობდი ქ. თბილისის ელ, კავშირგაბმულობის ქსელების სხვადასხვა სამსახურში;

1985-1987 წ.წ. ვმუშაობდი აქართველოს პოლტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის უფროსად; პარალელურად ვკითხულობდი ლექციებს კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე: მრავალარხიანი ელ.კავშირგაბმულობის სპეციალობით;

1987-1990 წ.წ. ვმუშაობდი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ _ საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში, განყოფილების უფროსად; 

1988 წლიდან აქტიურად ჩავები საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. გავხდი საქართველოს ჰელსინკის კავშირის წევრი, რომელსაც ქართული ეროვნული მოძრაობის ლიდერი _ ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა;

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ეროვნული ძალების გამარჯვების შემდეგ მუშაობა დავიწყე _ საქართველოს უზენაესი საბჭოს დარგობრივ კომიტეტში, კავშირგაბმულობის კომისიის ექსპერტ-კონსულტანტად;

1991 წლის 31 მარტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გავხდი ქ. თბილისის მთაწ-მინდის რაიონის პირველი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი. 

საკრებულოს პირველივე სხდომაზე ამირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, ქ. თბილისის საკრებულოს წევრად. 

1991 წლის სექტემბრიდან ამირჩიეს მთაწმინდის საკრებულოს თავმჯდომარედ.

1992 წლის იანვარში, თანამოაზრეებთან ერთად დავაარსეთ - სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა, რომლის დამფუძნებელ კრებაზეც ამირ-იეს კავშირის დარბაზის თავმჯდომარის მოადგილედ.

1993 წელს დავინიშნე, ამავე წელს დაარსებული გაზ. არჩევანი-ს მთავარ რედაქტორად;

1996 წლის 9აპრილს, ჩემი მთავარი რედაქტორობით გამოსვლა დაიწყო გაზ. ზვიადის გზა-მ;

1996 წლის დეკემბერში თანამოაზრეებთან ერთად დავაარსეთ _ საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტი. 1997 წელს დავინიშნე გაზ. დედანი ენის სასწაული-ს მთავარ რედაქტორად.

1994 წელს შეიქმნა _ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მოღვაწეობის ამსახველი სარედაქციო ჯგუფი; ვარ, ამ ჯგუფის მიერ მომზადებული მონოგრაფიების 

1. 1991 წლის ოცდაორი შეხვედრა ზვიად გამსახურდიასთან;

2. ცხრა ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან;

3-4. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, ორტომეული;

5.ზვიად გამსახურდიადან ზვიად გამსახურდიამდე, 1991-1995 წ.წ.;

6. მრგვალი მაგიდის ისტორია, 3 ნაწილად;

 7. ოთხმოცდათერთმეტი -საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია;

8. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, 1992-1993 წ. _ სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარის მოადგილე; 

1995 წელს დავინიშნე პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება _ ზვიადის გზა _ ხმა ერისა-ს პრეს მდივნად;

2011 წლის 23 დეკემბრიდან, სახელდებაში ცვლილების დარეგისტრირების დღიდან, ვარ _ სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის რეგიონის თავმჯდომარე.



შეხვედრები გრძელდება


"სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისაუფალია ჩვენი სიმართლე"-ს ლასკარის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოში მომქმედ შესაბამის სტრუქტურებს წერილობითი მიმართვები დაეგზავნათ, სადაც ვთხოვდით - დაეფიქსირებინათ მათი პოზიცია ჩვენს მიერ ინიცირებულ საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხთან მიმართებაში.

 2012 წლის 27 იანვარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამოდენიმე შეხვედრა გაიმართა. "სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისაუფალია ჩვენი სიმართლე"-ს ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი და ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი ჯემალ ჯიქია დღის განმავლობაში შეხვდნენ:
_ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, ბატონ თამაზ გამყრელიძეს;
_ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, ბატონ ზურაბ ლომთათიძეს;
_ "ფაზისის აკადემიის" პრეზიდენტს, ბატონ ნუგზარ ნადარაიას;
_ "საქართველოს მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ ტყემალაძეს.
 თითოეულ მათგანს, შესაბამისი მასალის წარდგენასთან ერთად,  მოკლედ ეცნობა ჩვენი ინიციატივის მთავარი მოთხოვნები _ საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციაში წარმოდგენილი გადაწყვეტილების ასახვის მიზნით შემუშავებულ _ საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

2012 წლის 1 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორ, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესთან გამართულ  შეხვედრაზე, მამა გიორგის მოკლედ მოხსენდა ჩვენს მიერ დაყენებული საკითხის არსი. შეპირებული გამოხმაურების მიღების შემდეგ, სიონის ეკლესიაში შესულებმა სამადლობელი ლოცვა აღვავლინეთ უზენაესისადმი.

2012 წლის 1 თებერვალსვე, აღნიშნულ საკთხზე აფხაზეთის ავტონომიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ბატონ გია გვაზავასთან გამართულ ვრცელ საუბარში, შეძლებისდაგვარად დეტალურად განვიხილეთ კონსტიტუციაში შესატანი სავარაუდო ცვლილების რამოდენიმე საკვანძო საკითხი (მხარეთა პალატაში წმიდა სინოდის  მხრიდან არჩეულ წევრთა თაობაზე; საბიუჯეტო განაკვეთის ათვისების ნიუანსები და სხვა).

ბატონ გიას ღმერთის შეწევნა ვუსურვეთ და სავარაუდო გამოხმაურების მიღებაში დაიმედებულები დავემშვიდობეთ.

 

 

პოლიტიკური ორგანიზაცია
"განახლებული საქართველოსთვის"
თავმჯდომარეს
ქალბატონ ნანა გულუას!
პარტია "განახლებული საქართველოსთვის
მთავარ მრჩეველს 
საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში
ბატონ მინდია გულუას!

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: 
უფალია ჩვენი სიმართლე“-
ლასკარის
გამოხმაურება

  ქალბატონო ნანა!
  ბატონო მინდია!

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ - ეთანხმება რა თქვენს მიერ გამოჩენილ ინიციატივას - "შეიქმნას ეროვნული თანხმობის საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს გააერთიანებს და დაიწყებს მუშაობას ქვეყანაში პოლიტიკური კონფრონტაციის აცილების მექანიზმზე, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ნორმალური, მშვიდი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება და ხალხს მიეცეს საშუალება დაუბრკოლებლივ გამოხატოს თავისი ნება" [გაზ. "ახალი თაობა", 30/01-2012 ., გვ.4], გამოთქვამს მზაობას ჩაერთოს აღნიშნული საკითხის მომზადებაში, რათ საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ დროული ინიციატივის პრაქტიკულად განხორციელების საქმეში.

 

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა, რომ ყველა პოლიტიკური გაერთიანება თავის ქმედებებში საკუთარი პოლიტიკური პრიორიტეტებით უნდა ხელმძღვანელობდეს, აქვე წარმოგიდგენთსამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის მიერ 2011 წლის 31 დეკემბერს, ბატონ ზვიად გამსახურდიას ამქვეყნიდან წასვლის მე-18 წლისთავისადმი მიძღვნილ საგანგებო სხდომაზე დამტკიცებულ, ჩვენი პოლიტიკური პრიორიტეტების ნუსხას:

1. საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების - სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება;

2. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების (სამხედრო გზით მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება) ისტორიულ-სამართლებრივი შეფასება;

3. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების (სამხედრო გზით მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება) შემდგომად ქვეყანაში დარღვეული კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენის მექანიზმის შემუშავება;

4. ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით აღდგენა-დამკვიდრება;

5. საქართველო უნდა იყოს სამხარეო პრინციპებზე დაფუძნებული უნიტარული სახელმწიფო;

6. საქართველო უნდა გახდეს მუდმივი აქტიური ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო;

7. საქართველო არ უნდა იყოს რომელიმე სამხედრო, თუ სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების წევრი ქვეყანა;

8. საქართველოს ტერიტორიაზე არასოდეს არ უნდა განთავსდეს უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები;

9. საქართველოს შეიარაღებული კონტინგენტი არასოდეს არ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს რომელიმე კუთხეში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში;

10. საქართველოს საგარეო კურსი აგებული იქნებ აკეთილმეზობლურ პოლიტიკაზე, რაც დაეფუძნება საერთაშორისო პრინციპებზე დაყრდნობით შექმნილ ნებისმიერ გაერთიანებასა, თუ მის ცალკეულ წევრ სახელმწიფოსთან ორმხრივად მისაღები ურთიერთობის ფუნდამენტურ დებულებებს;

11. საქართველო, როგორც კავკასიის რეგიონის ცენტრალური სახელმწიფო, ესწრაფვის - „კავკასიის მშვიდობიანი სახლისჩამოყალიბებას და მასში თავისი აქტიური როლის გამოკვეთის გზით მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში თავისი წვლილის შეტანას;

12. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყნის პოლიტიკური მმართველობის მხოლოდ მშვიდობიანი და არჩევნების გზით ცვლილების დამკვიდრებისათვის საჭირო  იურიდიული, სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმების შემუშავებისათვის;
13. საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის გზით უნდა მოხდეს ქვეყნის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი მძლავრი სისტემის ჩამოყალიბება;
14. საკანონმდებლო დონეზე შემუშავებული უნდა იქნეს მედია-ცენტრების ნორმალურად ფუნქციონირებისათვის საჭიროის სამართლებრივი ჩარჩოები, რომლებიც უზრუნველყოფენ საინფორმაციო საშუალებათა ფართო სპექტრის რეალურ დამოუკიდებლობასა და მათი .. მეოთხე სახელისუფლო შტოდ ჩამოყალიბებას;
15. უნდა შემუშავდეს ქვეყანაში მომქმედი საპარლამენტო დაა რასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო სექტორის ნორმალური,  ურთიერთმისაღები და თანამშრომლობისათვის საჭირო ძირითადი პრინციპები;
16. უნდა შეიქმნას სამართლებრივი ბაზა ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური და ეკონომიკური კონკურენციისათვის საჭირო გარემოს ჩამოყალიბებისათვის.

მომავალი თანამშრომლობის იმედითა და პატივისცემოთ:

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: 
უფალია ჩვენი სიმართლეს ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ(გელა) 
სალუაშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ.: 5 (91) 63-63-36
ინტერნეტ გვერდი : წწწ.უფალი.გე
ელექტრონული ფოსტა: ინფო@უფალი.გე

 

 

მიმართვა

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური

მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებსა და

საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ სამრევლოებს

 

საერთო წანამძღვარი

დაგვლოცეთ მამაო!

პოლიტიკური გაერთიანება „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ თავის საპროგრამო საკითხების პირველ პუნქტად - საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხს აყენებს.

გიგზავნით ამ საკითხთან დაკავშირებულ მასალათა სრულ პაკეტს.

იმედი გვაქვს, რომ თუ ღმერთის ნება იქნება, გამონახავთ დროს წარმოდგენილი მასალის გაცნობისა და მასზედ თქვენს მიერ ჩამოყალიბებული შეხედულების წერილობითი ფორმით ჩვენთვის გამოსაგზავნად.

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.

დიდი პატივისცემითა და ქრისტესმიერი სიყვარულით

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმგდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:  ტელ.:  (+995 5(91) 63-63-36

                                   ინტერნეტ გვერდი: წწწ.უფალი.გე

                                   ელექტრონული ფოსტა: ინფო@უფალი.გე

 

2012 წლის 1 თებერვალს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ მომზადებული საკითხის _ საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების  სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით, სპეციალური თანდართული მიმართვა და შედგენილი მასალის _ სრული პაკეტი, განსახილველად დაეგზავნათ:

1. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებს. ესენია:

1. მაღალყოვლადუსამღვდელოესი აბრაამი, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი  [ელ-ფოსტა: მეტროპოლიტანაბრაჰამ@ყაჰოო.ცომ];

2. მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი [ელ-ფოსტა: პოტიპაზისი@ყაჰოო.ცომ]

3. მაღალყოვლადუსამღვდელოესი დიმიტრი, ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი [ელ-ფოსტა: ინფო@ეპარცჰი-ბატუმი.გე];

4. მაღალყოვლადუსამღვდელოესი ანდრია, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი [ელ-ფოსტა:  სგს@პოსტა.გე];

5. მაღალყოვლადუსამღვდელოესი სტეფანე, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი

[ელ. ფოსტა: არცჰბისჰოპსტეპჰანე@გმაილ.ცომ; 

არცჰბისჰოპ_სტეპანე@სტ-მახიმუს.ორგ]

6. მაღალყოვლადუსამღვდელოესი პეტრე, ჭყონდიდის მიტროპოლიტი

 [ელ-ფოსტა: პეტერ.ცჰკონდიდელი@მაილ.რუ];

7. მაღალყოვლადუსამღვდელოესი ზენონი, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი

[ელ-ფოსტა: გ.ორტჰოდოხ@ყაჰოოლ.ცო.უკ]

 

2.  საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ სამრევლოებს. ესენია:

1.  ბარსელონას (ესპანეთი) წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო [სამრევლო დაფუძნებულია მიტროპოლიტ აბრაამის მიერ 2006 წელს. სამრევლოს წინამძღვარი:  არქიმანდრიტი ლუკა (ფალავანდიშვილი). ელ.ფოსტა: პადრელუკა@გმაილ.ცომ];

2. ლიმოსის წმიდა გიორგის სახელობის სამრევლო [სამრევლო დაფუძნებულია მიტროპოლიტ აბრაამის მიერ 2009 წელს. მსახურება ტარდება რუმინეთის საპატრიარქოს მამათა მონასტერში მრევლის მოწვევით. სამრევლოს წინამძღვარი:  არქიმანდრიტი ლუკა (ფალავანდიშვილი)];

3.  ტულუზის წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო [სამრევლო დაფუძნებულია მიტროპოლიტ აბრაამის მიერ 2009 წელს. წირვა ტარდება სერბეთის საპატრიარქოს ტაძარში თვეში ერთხელ.  სამრევლოს წინამძღვარი: არქიმანდრიტი ლუკა (ფალავანდიშვილი)];

4. ბერლინის წმიდა მღვდელმოწამე კირიონის სახელობის სამრევლო [სამრევლო დაფუძნებულია მიტროპოლიტ აბრაამის მიერ 2004 წელს. წირვა ტარდება თვეში ერთხელ სერბეთის საპატრიარქოს ტაძარში.  სამრევლოს წინამძღვარი: დეკანოზი თამაზ ლომიძე. ელ.ფოსტა:  :  ტამაზლომიდზე@ყაჰოო.დე]

5. მიუნხენის წმიდა ვახტანგ გორგასალის სახელობის სამრევლო [სამრევლო დაფუძნებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის მიერ 2001 წელს. სამრევლოს წინამძღვარი: დეკანოზი თამაზ ლომიძე]; 

6. რეგენსბურგის წმიდა გაბრიელის, იმერეთის ეპისკოპოსის  სახელობის სამრევლო. [სამრევლო დაფუძნებულია მიტროპოლიტ აბრაამის მიერ 2004 წელს. მსახურება სრულდება მრევლის მოწვევით.  სამრევლოს წინამძღვარი: დეკანოზი თამაზ ლომიძე];

7. ფრანკფურტის წმიდა ნიკოლოზის სახელობის სამრევლო  [სამრევლო დაფუძნებულია მიტროპოლიტ აბრაამის მიერ 2008 წელს. მსახურება სრულდება თვეში ერთხელ. სამრევლოს წინამძღვარი: დეკანოზი თამაზ ლომიძე]; 

8. შტუდგარტის წმიდა ილია მართლის სახელობის სამრევლო  [სამრევლო დაფუძნებულია მიტროპოლიტ აბრაამის მიერ 2004 წელს. მსახურება სრულდება თვეში ერთხელ.  სამრევლოს წინამძღვარი: დეკანოზი თამაზ ლომიძე];

9. ბრიუსელის წმიდა თამარ მეფის სახელობის სამრევლო  [სამრევლო დაფუძნებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის მიერ 2001 წელს. სამრევლოს წინამძღვარი: არქიმანდრიტი დოსითე (ბოგვერაძე). ელ.ფოსტა: დოსსიტეოზყ@ყაჰოო.ფრ]; 

10. ჟენევის წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის სამრევლო [სამრევლო დაფუძნებულია მიტროპოლიტ აბრაამის მიერ 2008 წელს. წირვა ტარდება თვეში ერთხელ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს შამბეზის ტაძრის კრიპტაში.  სამრევლოს წინამძღვარი:  არქიმანდრიტი დოსითე (ბოგვერაძე)]; 

11. როტერდამის წმიდა ნიკოლოზის სახელობის სამრევლო  [სამრევლო დაფუძნებულია მიტროპოლიტ აბრაამის მიერ 2004 წელს. მსახურება სრულდება მრევლის მოწვევით.  სამრევლოს წინამძღვარი: არქიმანდრიტი დოსითე (ბოგვერაძე)];

12. გრაცის წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო  [ სამრევლო დაფუძნებულია მიტროპოლიტ აბრაამის მიერ 2010 წელს. სამრევლოს წინამძღვარი: არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი).  ელ.ფოსტა: ლაზარებერლინი@ყაჰოო.დე];

13. ვენის წმიდა დავით აღმაშენებელის სახელობის სამრევლო  [სამრევლო დაფუძნებულია მიტროპოლიტ აბრაამის 2004 წელს.  სამრევლოს წინამძღვარი: არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი) ];

14. კოპენჰაგენის წმიდა მოწამე გრიგოლის (ფერაძე) სახელობის სამრევლო  [სამრევლო დაფუძნებულია მიტროპოლიტ აბრაამის მიერ 2004 წელს. წირვა ტარდება მრევლის მოწვევით.  სამრევლოს წინამძღვარი: არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი)]; 

15. ლინცის წმიდა გიორგის სახელობის სამრევლო [სამრევლო დაფუძნებულია მიტროპოლიტ აბრაამის მიერ 2010 წელს. მსახურება სრულდება მრევლის მოწვევით. სამრევლოს წინამძღვარი:  არქიმანდრიტი (ლაზარე სამადბეგიშვილი)]; 

16. ჰამბურგის წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო [სამრევლო დაფუძნებულია მიტროპოლიტ აბრაამის მიერ 2004 წელს. მსახურება სრულდება მრევლის მოწვევით. სამრევლოს წინამძღვარი:  არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი)]; 

17. დიუსელდორფის წმიდა მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელის სახელობის სამრევლო  [სამრევლო დაფუძნებულია მიტროპოლიტ აბრაამის მიერ 2006 წელს. სამრევლოს წინამძღვარი: იღუმენი ისე (გელაშვილი). E-Mაილ: ინფო@მრეწლი.დე ;  E-Mაილ: MამაIსე@მრეწლი.დე];  

18. ვიტორიას წმიდა გიორგის სახელობის სამრევლო [სამრევლო დაფუძნებულია მიტროპოლიტ აბრაამის მიერ 2008 წელს. სამრევლოს წინამძღვარი: იღუმენი სერაპიონ (გრიგოლიშვილი). ელ.ფოსტა: ჩასადეგეორგია@ჰოტმაილ.ცომ]

19. რომის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლო [სამრევლო დაფუძნებულია მიტროპოლიტ აბრაამის მიერ 2004 წელს. წირვა სრულდება რომის სხვადასხვა ტაძრებში.  სამრევლოს წინამძღვარი: მღვდელ-მონოზონი იოანე (ხელაია)];

20. ფაბრიკა დე რომას წმიდა მირიან და ნანას სახელობის სამრევლო [სამრევლო დაფუძნებულია მიტროპოლიტ აბრაამის მიერ 2010 წელს. მსახურება სრულდება თვეში ერთხელ. სამრევლოს წინამძღვარი: მღვდელ-მონოზონი იოანე (ხელაია).  ელ.ფოსტა: კჰელაიაგეო@ჰოტმაილ.ცომ];

21. სტრასბურგის წმიდა ილია მართლის სახელობის სამრევლო [სამრევლო დაფუძნებულია მიტროპოლიტ აბრაამის მიერ 2007 წელს. სამრევლოს ფინანსური პრობლემების გამო, დროებით შეჩერებულია ღვთისმსახურების ჩატარება. საკონტაქტო პიროვნება: არქიმანდრიტი ანტონ (კანდელაკი).  ელ.ფოსტა:მამა-ანტონი@მაილ.რუ].