Print

გაზეთი № 10 [981]

გაფრთხილება საქართველოს პრეზიდენტ - გიორგი მარგველაშვილსა

და

საქართველოს პრემიერ მინისტრს - გიორგი კვირიკაშვილს:

არ დაარღვიოთ მოქმედი კანონმდებლობა!

 

საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით:

1. პარლამენტის მორიგი არჩევნები ოქტომბრის თვეში უნდა გაიმართოს;

2. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი;

3. არჩევნების თარიღის დანიშვნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს პრემიერ მინისტრის თანხმობის შემდეგ.

2016 წ. 5 აპრილის საღამოს, გავრცელდა ცნობა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების თარიღად 2016 წ. 8 ოქტომბრის დადგენასთან დაკავშირებით.

აღნიშნული თარიღი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანულ კანონთან „საქართველოს საარჩევნო კოდექსთან“, რომლის თანახმადაც - პარტიების მიერ საარჩევნო რეგისტრაციისათვის გამოყოფილი ვადა 25 აგვისტოს იწურება [იხ. მუხლი 38-ე და 113-ე]. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მომქმედი კანონმდებლობით - საარჩევნო კამპანიისათვის საჭირო დრო 60 დღითაა განსაზღვრული, მაშინ ცხადი გახდება, რომ არჩევნების დანიშვნის ქვედა მიჯნა: 25 აგვისტოდან ათვლით მე-60 დღეს, ანუ - 23-24 ოქტომბერზე მოდის.

შესაბამისად, ამ თარიღამდე არჩევნების ჩატარების დღის დადგენა დაუშვებელია, რამეთუ ეს წინააღმდეგობაში მოდის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული ვადების რეგულაციასთან.

ყოველივე აღნიშნულის თაობაზე, 6 აპრილს ღია წერილით მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტ - გიორგი მარგველაშვილს [ჩაბ. № 1/7219, 06. 04. 2016 წ.].

ამავე დღეს შემდგარი წინასწარი კონსულტაციის შემდეგ, 2016 წ. 7 აპრილს, 11.00 სთ-ზე, სააგენტო „რეპორტიორის“ სტუდიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე: მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ავთანდილ იოსელიანმა დეტალურად ისაუბრეს - საქართველოს პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო არჩევნების თარიღის კანონდარღვევით დანიშვნასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ბრიფინგი ვიდეო კამერით ჩაიწერა და სათანადო დონეზე დაამონტაჟა ბ-მა სოლომონ ბაიაშვილმა და იმავე დღესვე გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში.

7 აპრილსვე, ასევე „ღია წერილით“ მივმართეთ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს [ჩაბ. №1/742, 07. 04. 2016 წ.], და ვთხოვეთ არ მიეცა თანხმობა პრეზიდენტისათვის, არჩევნების თარიღად - 8 ოქტომბრის დადგენასთან დაკავშირებით.

ჩვენის აზრით ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ, ღმერთის ნებით, საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ ჩასატარებელი მხილების ეტაპის დასაწყისი, ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს ხარებას [7 აპრილს] „დაემთხვა“.

თხრობის დასასრულს, ბიბლიური მინიშნების ორ მონაკვეთს შემოგთავაზებთ:

1. დანიელის წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ - „34. შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოსწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე მდგარს, და შემუსრა იგი. 35. მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა, რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ისეთი გახდა, როგორც ბზე ზაფხულის კალოზე. ქარმა წაიღო ისინი და მათი ნატამალიც კი აღარ დარჩა. ხოლო ის ლოდი, კერპი რომ შემუსრა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა.

36. სიზმარი ეს იყო. ახლა კი მის ახსნასაც ვიტყვი მეფის წინაშე.

44. იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება. 45. როგორც დაინახე, ის ლოდი მთას ხელისკვრის გარეშე მოსწყდა და ნამსხვრევებად აქცია თიხა, ვერცხლი და ოქრო...“ [დან. 2,34-36; 44-45];

2. ეზრა წინასწარმეტყველი კი გვაუწყებს - „...ის გამოააშკარავებს მათ უკეთურებებს და ბოროტებებს, და წინ დაუფენს მათ საზიზღარ საქმეებს. ცოცხალთ დააყენებს მათ სამსჯავროში და, როცა ამხელს, გაანადგურებს მათ. მოწყალებით დაიხსნის ჩემი ხალხის ნატამალს, ვინც ჩემს საზღვრებში გადარჩება და გაახარებს მათ, როცა მოვა დასასრული, განკითხვის დღე, რაზედაც თავდაპირველად გელაპარაკებოდი“ [3 ეზრა 12,32-34].

მაშ, ვისაც ყური აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

  

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

 

საქართველოს პრეზიდენტს

ბატონ გიორგი მარგველაშვილს!

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

სპიკერის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

 

ღ ი ა   მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო გიორგი!

როგორც მოგეხსენებათ - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 38-ე [მხარდამჭერთა სიების შემოწმება] და 113-ე [პარტიების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება] მუხლებში დაფიქსირებული დროითი რეგულაცია, ნათლად ადგენს, კანონით - ოქტომრის თვეში განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარების შესაძლო თარიღის ქვედა მიჯნას.

კერძოდ, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებთაც საქართველოს პარლამენტში არ ჰყავთ თავისი წარმომადგენელი, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად:

- საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაციის მისაღებად, უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ ცესკოს - პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე [იხ. 113-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი];

- საქართველოსპარლამენტისარჩევნებშიპარტიისმონაწილეობისმხარდამჭერი კანონით დადგენილი ოდენობის ამომრჩეველთა სიების წარდგენის ბოლო ვადაა - 15 აგვისტო [იხ. 113-ე მუხლის მე-9 პუნქტი];

- წარმოდგენილი მხარდამჭერთა სიების შემოწმებისათვის ცესკოს ეძლევა 10 დღიანი ვადა [იხ. 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი], რომელიც 25 აგვისტომდე დროის მონაკვეთს გამოკვეთავს;

- იმ შემთხვევაში, როდესაც: „...მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ...“ [იხ. მუხლი 113,10].

ამდენად, საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად შერჩეული თარიღიდან უკუათვლით, კანონმდებლობით განსაზღვრული  59-ე დღე, არ უნდა იყოს, ზემოთ უკვე გამოკვეთილი თარიღის, კერძოდ - 25 აგვისტოს ქვემოთ.

ზემოთქმულის პარალელურად, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამავე კანონით -  „მორიგი არჩევნები/რეფერენდუმი/პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. კენჭისყრის დღე უქმე დღეა“ [მუხლი 6], მაშინ:

კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის არჩევნები შეიძლება ჩატარდეს: 25 აგვისტოდან ათვლით [26, 27...] 59-ე დღის, ანუ 23 ოქტომრიდან - 31 ოქტომბრამდე არსებულ ნებისმიერ დღეს.

ბატონო გიორგი!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თქვენს მიერ საპარლამენტო არჩევნების თარიღად - 2016 წ. 8 ოქტომბრის დადგენა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 38-ე და 113-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დარღვევით განხორციელებული ქმედებაა.

შესაბამისად, მოგიწოდებთ შეცვალოთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გამოცხადებული თარიღი - 2016 წ. 8 ოქტომბერი, და „საქართველოს საარჩევნო კიდექსის“ მოთხოვნაზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარების თარიღად გამოაცხადოთ: 2016 წლის 23 ოტომრიდან - 31 ოქტომრამდე დროის მონაკვეთში არსებული, თქვენთვის სასურველი ნებისმიერი თარიღი.

დანართი:

ამონაწერი საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ – 1 ფ.

 

პატივისცემით:

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

სპიკერი,

სამართლიანობისაღდგენის კავშირიხმაერისა:

უფალიაჩვენისიმართლეს

ლასკარისთავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

 სალუაშვილი

ჩაბ № 1/7219

6 აპრილი, 2016 წ.

 

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრს

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს!

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

სპიკერის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

 

ღ ი ა   მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო გიორგი!

საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნ გიორგი მარგველაშვილის მიერ საპარლამენტო არჩევნების თარიღად - 2016 წ. 8 ოქტომბრის დადგენა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 38-ე და 113-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დარღვევით განხორციელებული ქმედებაა.

აღნიშნულის თაობაზე, 2016 წ. 6 აპრილის ღია წერილით უკვე ვაცნობეთ საქართველოს პრეზიდენტს [ჩაბარებული წერილის № 1/7219, იხ. დანართი].

იმედს ვიტოვებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურისაგან განსხვავებით, პრემიერ მინისტრის იურიდიული სამსახური სათანადო დონეზე შეძლებს გაერკვეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 38-ე და 113-ე მუხლების მოთხოვნებში, რომლის შემდგომად ადვილად დარწმუნდება, რომ - კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, მხოლოდ: 23 ოქტომრიდან - 31 ოქტომბრამდე არსებულ რომელიმე დღეს.

ბატონო გიორგი!

ვინაიდან, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს თანახმად - „არჩევნებისთარიღსნიშნავსსაქართველოსპრეზიდენტისაქართველოსპრემიერ-მინისტრისკონტრასიგნაციით, არჩევნებამდეარაუგვიანეს 60 დღისა“ [მუხლი 108,2], გთხოვთ

შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას ისარგებლოთ ამავე კანონის უკვე ხსენებული მოთხოვნებიდან, და მიუთითოთ საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან შეცვალოს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გამოცხადებული თარიღი - 2016 წ. 8 ოქტომბერი,

და

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნაზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარების თარიღად გამოაცხადოს: 2016 წლის 23 ოტომრიდან - 31 ოქტომრამდე დროის მონაკვეთში არსებული, ნებისმიერი მისთვის სასურველი თარიღი.

დანართი:

2016 წ. 6 აპრილის ღია მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს - 3 ფურცელი

 

პატივისცემით:

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

სპიკერი,

სამართლიანობისაღდგენის კავშირიხმაერისა:

უფალიაჩვენისიმართლეს

ლასკარისთავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

 სალუაშვილი

ჩაბ. №1/742,

 7 აპრილი 2016 წ.

 

 

რაზე უნდა გვანიშნებდეს - „ღარიბაშვილის“

„კვირიკაშვილით“ ჩანაცვლება

მოდით, შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალი იესუ ქრისტეს შეწევნით შევეცადოთ სათქმელს მოვუყაროთ თავი.

როგორც მოგეხსენებათ, საეკლესიო ახალი წელი სექტემბრიდან იწყება. ამიტომ 2016 წ. 1 იანვრიდან დაწყებული საერო კალენდრის პარალელურად, 2016 წ. 14 სექტემბრამდე, საეკლესიო კალენდრით ჯერ კიდევ 2015 წელი იქნება.

თავისთავად: 2015 = 2 + 0 + 1 + 5 = 8; ხოლო: 2016 = 2 + 0 + 1 + 6 = 9. შესაბამისად 2016 წ. 14 სექტემბრამდე, ამ „8“-ისა და „9“-ის ურთიერთმიმართებით დროში მოგვიწევს ცხოვრება. მეორეს მხრივ 2016, ნაკიანი წელიწადი გახლავთ.

აღნიშნულთან მიმართებით, მიმდინარე დროზე უნდა მიგვეთითებოდეს შ. რუსთაველისეულ კოდირებულ მინიშნებაში - „ერთმანეთსა შემოსტყორცნა, რვა-ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა“ [1053,3]; და - „ნაკად აქვს ჭირი სამისოდ, ამ წელიწადსა წლეულსა“ [816,2].

ამას გარდა, „ვეფხისტყაოსანში“, უცხო მოყმის საძებნად წასული ავთანდილის თაობაზე ვკითხულობთ - „წელთა ოქრო შემოირტყა საღარიბოდ შეემზადა“-ო [175,2].

როგორც მოგეხსენებათ 2015-2016 წლების გასაყარზე, პრემიერ მინისტრის პოსტიდან წასული ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილმა ჩაანაცვლა.

„ღარიბაშვილის“ პოსტიდან წასვლა, მისტერიულად მოსახდენ - „სიღარიბისეული ეტაპის“ დასასრულის მოახლოების მაუწყებელი ნიშანი უნდა იყოს. რაც, თავის მხრივ, „უცხო მოყმის“, იგივე მეორედაც შობით მოსული „ძე კაცისას“ გამოჩენის ჟამის კონტურებსაც გამოკვეთავს.

აღნიშნულ მოსაზრებას ერთგვარად ამყარებს, საქართველოს აღმასრულებელი ორგანოს მეთაურად - „კვირიკაშვილის“ მოსვლა.

ლასკრულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ძე კაცისას“ ერთ-ერთი მითოსური სახეა - „კვირია“.

- „ქართული მითოლოგიური გადმოცემები მოგვითხრობენ პანთეონის ღვთაებათა ტრიადის წევრებზე [მორიგე ღმერთი, კვირია და მზე]“. აქედან პირველია - მორიგე ღმერთი. რომელიც შემდგომში ყოვლადწმიდა სამებასთან - მამა, ძე და სულიწმიდასთან გაიგივდა - „მორიგე უზენაესი ღვთაება ფშავსა და ხევსურეთში. ხალხური რწმენით იგი მეშვიდე ცაში სუფევს და აწესრიგებს ქვეყანას“-ო [იხ. ქ.ს.ე. ტ. 7, თბ.1984 წ. გვ. 124].

ყოვლადწმიდა სამების ძის - უფალ იესუ ქრისტეს შესაბამისად, ქართული პანთეონის ტრიადაში - კვირია მოიაზრება - „კვირა, კვირე, კვირია - ერთ-ერთი უძველესი ქართული მითოლოგიური სახე, უზენაეს მორიგის ძე [დასახული], დევთა და ქაჯთა რისხვა, ხმელეთის მეომარი, ამ ძლიერი ღვთაების კულტი უფრო ფშავ-ხევსურეთში და სვანეთში შემორჩა [„მეორე სანთელ-ჭიქა-ბარძიმითა შენ გადიდას, გაგიმარჯოს, დიდო კვირია“- ხევს.]. წარმართულ სვანურ სიმღერებში ისმის მხოლოდ ცალკეული სიტყვები - „კვირიაო, ეი-ვოი,ე!“ - გადმოცემით, ძვ. სარწმუნოებრივი სიმღერაა“  [აკ. გელოვანი, იქვე, გვ. 250].

ამდენად - პირველი ჭიქა-ბარძიმით უმაღლესი ღმერთი - მორიგე იდიდებოდა. ხოლო - „მეორე სანთელ-ჭიქა-ბარძიმითა შენ გადიდას, გაგიმარჯოს დიდო კვირია“-ო. როგორც ითქვა ეს კვირია არის - „უზენაეს მორიგეს ძე (დასახული)“.

აღნიშნულის თაობაზე, ჩვენ ადრეც არაერთხელ გვისაუბრია, ამიტომ ამჯერად მასზე არ შევჩერდებით. მხოლოდ ერთს შეგახსენებთ.

როგორც ვიცით - კვირიკობა 15 [28] ივლისს აღინიშნება. საქართველოში მოარული ლეგენდის მიხედვით კვირიკეს დედა ივლიტე, უშვილო ყოფილა. ერთ დღეს, უნდა მოენათლათ ბავშვები. ყველამ თავისი შვილი წაიძყანა. ივლიტემ ქვას ჩააცვა ბავშვივით და სხვებთან ერთად წავიდა. მღვდელმა ვერ შენიშნა და ქვაც სხვა ბავშვებთან ერთად მონათლა. როდესაც მღდელმა ივლიტეს შვილი მოსთხოვა, აღმოჩნდა, რომ მონათლული ქვა ბავშვად ქცეულიყო. ამ ბავშვს კვირიკე დაარქვეს...

დღეისათვის, ამ ინფორმაციით შემოვიფარგლოთ.

ყოველივე ზემოთქმული, კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენს ირგვლივ მომხდარი პროცესების ბოლო ჟამის თვალთახედვით გააზრება.

ამიტომ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს, რომ - „...რასაც თქვენ გწერთ უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არა ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38].

მიხეილ (გელა)

 სალუაშვილი

 

...

მალე გაცხადდი უფალო,

უშენოდ ყოფნა - ძნელია,

ლასკარის ყველა მსმენელი,

გულანთებულნი გელიან.

მობრძანდი ჩვენო უფალო

და გაგვიხარე გულები,

მფარველი კალთა გვაფარე,

თორემ ვართ დაკარგულები.

გაფრთხილებთ: ვისაც არ გჯერათ:

სხვაგან გაგირბით ფიქრები?

მეორედ მოსვლის დრო დგება,

მსჯავრდებულები იქნებით...

 ეკატერინე

ხრიკული