Print

გაზეთი № 12 [983]

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ანუ

„მეს[ია]“; „მეს“ - ღვთაებრივი სჯულდებები და

„მამული, ენა, სარწმუნოების“ საკითხისათვის

 

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, უფლის არსის გადმომცემ ტერმინ - „მესია“-სა და მასთან დაკავშირებულ ცნებებში შეფარულის არსობრივ მხარეზე გვინდა ვისაუბროთ.

ამ ტერმინის ქრისტიანული არსი, განკაცებულ უფალ იესუ ქრისტეს უკავშირდება. კერძოდ, ტერმინი - „მესია (ებრაული გამოთქმით - ,,მაშიახ“), რაც ბერძნულად ,,ხრისტოსად“, ,,ქრისტედ“ ითარგმნება, ქართულად - ,,ცხებული“.

სწორედ - მესია, ე.ი. ქრისტე ანუ ცხებული, ვითარცა ყოვლადსრული და საყოველთაო მეფე, აღასრულებს ხილული და არახილული სამყაროს იდეალს, - აღადგენს დაცემულ ადამს და განაახლებს ცისა და მიწის კავშირს. ასე რომ, პიროვნება, ვისაც უგალობდა დავითის ქნარი, იქნება არა მხოლოდ ცხებული, არამედ - მხსნელიც.

,,მხსნელს“ ებრაულად ეწოდება - ,,იეშუა“, ბერძნული ტრანსკრიფციით - ,,იესუ’’, ,,იესო“, რომელიც ამავე ენაზე ითარგმნება - ,,სოტერად“, ლათინურად - ,,სალვატორ“, რუსულად - ,,სპასიტელ’’, ძველი ქართული ტრადიციით - მაცხოვარი.

მაშასადამე, განკაცებული ღმერთი, ვით სანუკვარი მეფე, წარმომდგარი იუდას ტომისაგან, სახელდობრ - დავითის შთამომავალი, იქნება ცხებული მხსნელი ანუ ქრისტე იესო.

კაცობრიობას მხსნელი რჩეული ერის წიაღიდან მოევლინება. ერთსა და იმავე დროს იგი ღმერთიც იქნება და კაციც. იგი სამსხვერპლოზე მიიტანს თავის თავს, რითაც შეარიგებს კაცთა მოდგმას ღმერთთან და, უშუალო წინაპრის დავითის მსგავსად, დათრგუნავს გოლიათს ანუ წუთისოფლის საცთურს, ე.ი. ეშმაკს და მის სამეფოს - ჯოჯოხეთს..“ [ნ. პაპუაშვილი, „მსოფლიო რელიგიები საქართველოში“, თბ. 2002 წ.].

მესიის, ანუ მაცხოვრის მიერ ნაქადაგები სახარებისეული სიბრძნე, ღვთაებრივ სჯულისდებათა კრებულს წარმოადგენს.

ამ კუთხით, უაღრესად საინტერესოა შუმერთა ცივილიზაციის აღმწერ ლიტერატურულ წყაროებში დაფიქსირებული მინიშნება, რომელიც ეხება - „.. ეგრეთ წოდებულ „მეს“ - ღვთაებრივ სჯულდებებს, რომლებიც შუმერელი ფილოსოფოსების აზრით - შექმნის დღიდან განაგებდნენ და აწესრიგებდნენ სამყაროს მუდმივ მიმოქცევას...

ერთმა ძველმა პოეტმა, რომელიც ქმნიდა თუ რედაქციას უკეთებდა მორიგ მითს, საჭიროდ ჩათვალა აღენუსხა „მეს“ ყველა ის სჯულდება, რომელიც საზოგადოების ცხოვრებას შეეხებოდა, და ამ მიზნით თავისი თანამედროვე ცივილიზაცია ასზე მეტ ელემენტად დაყო. მათგან მხოლოდ სამოცია გაშიფრული...“ [სემიუელ ნ. კრამერი, „ისტორია იწყება შუმერიდან“, თბ. 1988 წ., გვ. 128-129].

ჩვენი სათქმელის თემატიკიდან გამომდინარე ამ სჯულდებათა შინა-არსზე არ შევჩერდებით. ამჯერად, ჩვენთვის, მთავარი ის მინიშნებაა, რომ შუმერული ცივილიზაცია, თავის უმაღლეს სჯულდებათა შემცველ ღვთაებრივ კრებულს - მეს სახელდებით მოიხსენიებს.

ვფიქრობთ, ძნელი არ უნდა იყოს იმ შინაგანი კავშირის დანახვა, რაც ტერმინ - „მეს[ია]“-სა და „ღვთაებრივ სჯულდებათა“ კრებულის აღმნიშვნელ ტერმინ - „მეს“ შორის იკითხება.

ქართველი ერის სულიერ მამად წოდებული, წმიდა ილია მართალი [ილია ჭავჭავაძე], თავის ერთ-ერთ საპროგრამო მოწოდებაში ასე ბრძანებს - „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?..“.

ამ შემთხვევაში, მკითხველის ყურადღება თავად ამ ჩამონათვალის თანამიმდევრობაზე გვინდა გავამახვილოთ - მამული, ენა, სარწმუნოება“.

თავისთავად ცხადია ამ ჩამონათვალის ამდაგვარი რიგითობით წარმოდგენის არსობრივი მხარე:

1. დედის წიაღიდან გადმობადებული ადამის მოდგმის პატარა ნაშიერი, თავისი მშობელი ერის მორიგი წარმომადგენელთაგანი ხდება. ამ კუთხით, პირველივე ცნება, რომელიც ახალშობილთან შეიძლება გავაიგივოთ, სწორედაც რომ - მამულია;

2. ამა თუ იმ ერის შვილად დაბადებულს, უპირველესად მშობლებისა და ახლობელთა ენასთან უწევს კონტაქტი;

3. და აი, შესაბამისი „მამულისა“ და „ენის“ ცნებასთან „ნაზიარები“ ადამიანი, მონათვლის რიტუალის გავლის შემდეგ - უზენაეს ძალასთან, სარწმუნოებრივ კავშირში შედის.    

 ჩვენის აზრით, სწორედ ასეთი უნდა იყოს  - „მამული, ნა, არწმუნოება“-ში განივთებული სამებისმიერი კავშირი.

თუ დავუკვირდებით ვნახავთ, რომ - ამდაგვარი სამების შემკვრელ სიტყვათა პირველი ასოები, ზემოთ უკვე ხსენებულ - „მეს“ ფორმას გვაძლევს, რომელიც შუმერთა აზრით წარმოადგენს იმ - „ღვთაებრივ სჯულდებებს, რომლებიც შუმერელი ფილოსოფოსების აზრით - შექმნის დღიდან განაგებდნენ და აწესრიგებდნენ სამყაროს მუდმივ მიმოქცევას..“.

აქედან გამომდინარე ილია ჭავჭავაძის გამონათქვამის, შუმერთა მიერ ფორმულირებულზე „დაურდნობით“ გაკეთებული პერიფრაზი ასეთ სახეს მიიღებს:

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მეს“ [ღვთაებრივი სჯულდებები] და, თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?..“.

აი, მოკლედ იმ დაფარული ურთიერთკავშირის სესახებ, რომელიც უნდა არსებობდეს:

1. ქრისტიანულ ტერმინში: მეს[ია];

2. შუმერთა მიერ „ღვთაებრივ სჯულდებათა“ ერთობის სახელდებაში - „მეს“; და

3. ილია ჭავჭავაძის მიერ ფორმულირებულ „[ამული], [ნა], [არწმუნოება]“-ში შეფარულ შეგონებას შორის.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

„მხილების“ აქტიური ეტაპის დაწყებამდე განვლილი მორიგი პროცესების მოკლე ისტორია

ჩვენს თვალწინ მიმდინარე ბოლო ჟამის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დამამთავრებელ მონაკვეთს, როგორც ადრეც განგვიცხადებია - „მხილების ეტაპი“ ეწოდება.

2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“, უმთავრეს აქცენტს ბიბლიური ცრუწინასწარმეტყველის - მ. სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდის მხილებაზე აკეთებდა.

პარალელურად ამისა, სამართლიანობის აღდგენისათვის სათანადო იურიდიული ბაზის შესაქმნელად, 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობას, 2013-2016 წლებში რამოდენიმე ათეული საკანონმდებლო წინადადება შევთავაზეთ.

მიზეზთა გამო, ხელისუფლების სათავეში მყოფმა კოალიცია „ქართული ოცნების“ მმართველმა გუნდმა, არც ერთი ჩვენი წინადადება არ გაითვალისწინა.

ზემოთქმულისა, და - „საქართველოს გაბრწყინების“ ფიზიკური ასპექტის, მკითხველისათვის უკვე ნაცნობი, თემატიკიდან გამომდინარე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ბიბლიურ მინიშნებებზე აგებულ ჩვენს - „მხილებისეული საქმიანობის“ არეალში:

ერთის მხრივ - საქართველოს რეალობაში მომქმედი მთელი პოლიტიკური სპექტრი; და

მეორეს მხრივ - საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები მოექცევიან..

როგორც მკითხველმა უკვე იცის, 2016 წ. 19 მარტს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნულ ეტაპში ჩართვის შემთხვევაში ჩვენი გუნდი: „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ იმოქმედებს.

საქართველოში მომქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის, საჭიროა - საარჩევნო რეგისტრაციის გავლა. ამ მიზნით, 2016 წ. 31 მარტს, ცესკოში შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის შემდეგ, უკვე - 1 აპრილიდან დავიწყეთ, რეგისტრაციაში გასავლელად საჭირო მინიმუმ 25 000 მხარდამჭერი ამომრჩევლის ხელმოწერების სიების შედგენის პროცედურა.

საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურის დამთავრება ა.წ. აღდგომამდელ დროში გვინდოდა მოგვესწრო.  ამიტომ, 2016 წ. 23 აპრილის მდგომარეობით, დადგენილ მინიმუმზე მეტი ოდენობის ხელმომწერთა სიების გამზადების შემდგომად, ლასკარის ღია სხდომაზე მიღებული გადაყვეტილებიდან გამომდინარე, 25 აპრილს ცესკოს წარვუდგინეთ - 904 ფურცელზე დატანილი: 27 016 [ოცდაშვიდი ათას თექვსმეტი] ხელმომწერის მქონე სპეციალური სია.

 

უფალია ჩვენი სიმართლე

[სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“-

ლასკარის

2016 წლის 23 აპრილის

გადაწყვეტილება

უფალია ჩვენი სიმართლე [სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“-ს ლასკარის 2016 . 23 აპრილი ღია სხდომაზე, მოისმინეს ლასკარის თავმგდომარის მიხეილ [გელა] სალუაშვილის ინფორმაცია 2016 წ. საპარლამენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის მიზნით ცესკოში რეგისტრაციის მისაღებად საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების პროცესის დამთავრებასთან დაკავშირებით..

განხილვაში მონაწილეობდნენ - მევლუდ მამადაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, ეთერ ჩხეტია, ნანული ერქვანიძე, ლეილა მეფარიძე, ლევან ჩოხელი, ნათელა მელქაძე, დინა ჯიქია, ლენა სისაური, ლეილა კობახიძე, ეთერ ბუიძე, ლიდა ვეშაგური,  შაზი რაზმაძე, ლალი ბეგაშვილი, ნელი მაძღარაშვილი, ლია ქამხაძე, კაკო გოგლიძე, მანანა სოსებაშვილი, ეთერ ბუიძე, ნარგიზა ხალვაში და დავით შათირიშვილი.

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად დაადგინეს:

1. დამტკიცდეს 2016 წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში რეგისტრციისათვის წარსადგენ მხარდამჭერთა ხელმოწერების საბოლოო ოდენობა:

904 [ცხრაასოთხი] ფურცელი, სულ - 27 016 [ოცდაშვიდი ათას თექვსმეტი] ხელმოწერა; მათ შორის:

881 [რვაასოთხმოცდაერთი] სრული ფურცელი: 26 430 ხელმოწერა; და

23 [ოცდასამი]არასრული ფურცელი: 586 ხელმოწერა.

2. დაევალოს მიხეილ [გელა] სალუაშვილსა და ლევან ჩოხელს მოგროვილ ხელმომწერთა სიების ა.წ. 25 აპრილს ცესკოში წარდგენის უზრუნველყოფა.

უფალია ჩვენი სიმართლე

[სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა]“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ქალბატონ თამარ ჟვანიას!

 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე-

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

ქალბატონო თამარ!

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს მიერ ცესკოში წარმოდგენილ 2016 წლის 31 მარტის განცხადებაში, საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 113-ე მუხლის შესაბამისად გაცნობეთ, რომ:

- ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახელწოდებით: „ზვიადის გზა -  უფლის სახელით“;

„საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად, თქვენის მხრიდან იმავე დღეს გადმოგვეცა მორიგ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისათვის განკუთვნილი ბლანკი.

2016 წლის 1 აპრილიდან დავიწყეთ რა  შესაბამისი საქმიანობა, „საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად წარმოგიდგენთ - „ზვიადის გზა -  უფლის სახელით“-ს მიერ 2016 წ. მორიგ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიას, საერთო რაოდენობით:

27 016 [ოცდაშვიდი ათას თექვსმეტი]  ხელმოწერა.

 

დანართი:

ზვიადის გზა -  უფლის სახელით“-ს მიერ 2016 წ. მორიგ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, სულ:

904 [ცხრაასოთხი]  ფურცელი, მათ შორის:

სრულად შევსებული - 881 ფურცელი: 26 430 [ოცდაექვსი ათას ოთხასოცდაათი] ხელმოწერა;

არასრულად შევსებული - 23 ფურცელი: 586 [ხუთასოთხმოცდაექვსი] ხელმოწერა.

პატივისცემით:

„ზვიადის გზა -  უფლის სახელით“:

 „სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

 

2016 წ. 26 აპრილს, ცესკოს შესაბამისი სამსახურის მიერ ჩატარებული პროცედურის დამთავრების შემდეგ, ასეთი შინაარსის „აქტი“ გადმოგვეცა:

 ა ქ ტ ი

„ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ელისაბედ ჭელიძე, რეგისტრაციის განყოფილების უფროსი ეკატერინე ფერაძე, ამავე განყოფილების სპეციალისტი [IIIკატეგორია] ნინო შაბურიშვილი და ხათუნა გალდავა, შტატგარეშე მოსამსახურე ანა გვასალია და პოლიტიკური გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ წარმომადგენელი - ლევან ჩოხელი, ამ აქტს ვადგენთ შემდეგზე:

2016 წლის 25 აპრილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ზემოხსენებული პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილი იყო განაცხადი, რომლის თანახმად მან წარმოადგინა 904 ფურცელი - მხარდამჭერთა 27 016 [ოცდაშვიდი ათას თექვსმეტი] ხელმოწერა, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისათვის პოლიტიკური გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ რეგისტრაციაში გატარების მიზნით.

მხარდამჭერთა ხელმოწერების გადათვლის შემდგომ დადგინდა, რომ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილი იყო 904 ფურცელი - 27 016 [ოცდაშვიდი ათას თექვსმეტი] ხელმოწერა.

თანმიმდევრობით სულ შემოწმდა 26 430 [ოცდაექვსი ათას ოთხასოცდაათი] ხელმოწერა; შემოწმების შედეგად გაბათილდა 342 [სამასორმოცდაორი] ხელმოწერა და დარჩა 26 088 [ოცდაექვსი ათას ოთხმოცდარვა] ნამდვილი ხელმოწერა.

ე. ჭელიძე, ე. ფერაძე, ნ. შაბურიშვილი, ზ. გალდავა, ა. გვასალია;

პოლიტიკური გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“

 წარმომადგენელი - ლევან ჩოხელი“.

აღნიშნულ „აქტზე“ დაყრდნობით, ცესკოს შესაბამისი სამსახურის მიერ ელ. ფოსტით გადმოგვეგზავნა, მათ მიერ 2016 წ. 27 აპრილს მიღებული შემდეგი გადაწყვეტილება:

   

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარე

განკარგულება №17/2016

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისათვის პოლიტიკური

გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ და მისი წარმომადგენლის

რეგისტრაციაში გატარების შესახებ

 

ქ თბილისი 2016 წლის 27 აპრილი

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 113-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, ვადგენ:

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდეს პოლიტიკური გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ და მისი წარმომადგენელი ლევან ჩოხელ.

მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე

თამარ ჟვანია

 

ამდენად, ჩვენი საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ საარჩევნო რეგისტრაციასთან დაკავშირებით 2016 წ. 31 მარტიდან დაწყებული პროცედურა - 2016 წ. 27 აპრილს წარმატებით დასრულდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით

- „ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, თავისი განცხადების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს ყველა დონის არჩევნებში, რომლებიც გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ პარტიას უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან სხვა საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მიიღოს მონაწილეობა ყველა დონის არჩევნებში, რომლებიც გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე" [მუხლი 114,13]. [იხ. აგრეთვე მუხლი 142,1-ა].

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის სახელით, დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ:  „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომავალი პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო რეგისტრაციის საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების სიის შედგენაში მონაწილე თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს. კერძოდ, ესენი გახლავან:

ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე კაკო, დარსაძე ომარი, ემხვარი რატი, ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, ინდუაშვილი შალვა, კობახიძე ლეილა,

მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მეფარიძე ლეილა, მელქაძე ნათელა, ნაჭყებია ლავრენტი, ნაჭყებია მამუკა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი ზაალი, სალუაშვილი საბა, სისაური ლენა,

სოსებაშვილი მანანა, ფიჩხნარაშვილი გელა, ქამხაძე ლია, ყველაშვილი სოსო, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ხალვაში ნარგიზა, ხრიკული ეკატერინე და ჯიქია დინა.

მათ მიმართ ჩვენი მადლიერების გამოხატვას, შემდეგი ბიბლიური შეგონებით დავასრულებთ - „დროულად აკეთეთ თქვენი საქმე და თქვენს საზღაურს თავის დროზე გადაგიხდით“ [სიბრძნე ზირაქისა 51,30].

ს/გ „ზვიადის გზა -  უფლის სახელით“:

 „სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა) სალუაშვილი

 

 

პაექრობა?!

სატანამ შეჰკადრა უფლის სულს:

აჰა, ფული და - მაპატიე ის რაც ვქენიო;

უფლის გზები, დედამიწას, შავად მოვქარგეო;

ყველა შენ გზას ჩავუსაფრდი,

ნერგი სიკეთისა არ გავახარეო;

გამიჭირდა, მაგრამ შევძელ:

მოვისყიდე შენი ხალხი, დრო მოვივაჭრეო;

თუ ღმერთი ხარ - შენი ხალხი რად იყიდებაო?

ზეცის ტახტზე შენ მბრძანებლობ,

დედამიწა, საბრძანებლად, მე დამიტოვეო;

შენი მანტია მოვირგე, და შევინიღბეო,

შენი ხალხი ვაცდუნე და მოვივაჭრეო...

აჰა, ფული და - მაპატიე, რაც მოგახსენეო...

პასუხი:

„გზა უფლისა დაგიკარგავს,

საცდურს მიტომ ვერ ერიდე...

მოკრძალება დაგიკარგავს,

ჩემს ხალხს მიტომ დაერიე...

საპასუხოდ - ღმერთის აღთქმა შესრულდება...“

ეს იყო და, თითქოს ღვთის ტახტი შეინძრა,

ცამ დაიქუხა რისხვითა,

განრისხდა სული უფლისა,

და თვისი კვერთხი - დედამიწას დასცა...

შეზანზარდა დედამიწა,

ზე აღიმართა ტახტზე მჯდომარე,

და - განემზადა წუთისოფელში ჩამოსასვლელად...

გარდასახვით შენიღბული, დედამიწას იარება,

და განსჯის დღეს „ელოდება“...

პური ჩვენი ცხოვრებისა

უშურველად გაუღია, მათთვის ვინც კი მიუხვდება,

სასუფევლის გზები გაუხსნია..

დიდება შენს სახელს,

დიდება შენს გზებს - მაცხოვარო!..

მადლობა შენ, ესოდენ დიდი შეწყალებისათვის...

შენს მეუფებას მოველით დედამიწას მყოფნი...

კურთხეულია სახელი შენი!....

15. 04.. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

...

უფლის სამადლობელ ლოცვას, აღვავლენ როცა:

ცრემლი მდის, და გულში მცრის

ნაიარევი მტრის...

ზურგში მახვილის ჩაცემა ვიგრძენი...

ერთი აღმოჩნდა - მოყვარის,

და მეორე კი - მტრის...

15. 04.. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

...

მიდის უცხო მოყმე ვინმე,

უდაბნოსკენ მიიჩქარის,

ლოცვის მადლით - შორით ისმის

„ხმა მღაღადებლისა“...

თვისტომთ გულცივობას უჩივის, უცხო იგი,

გულს ლოდი ადევს...

კვნესის - ვაჰ, მეო!..

15. 04.. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

გვედრი უფალო:

გზა ზეციდან კურთხეული - არ დაიგმოს...

ზეციური ძალა, სიტყვა ღვთისა,

ყოველთვის მოდის დედამიწაზე დანიშნულებით...

მოდის თავისით...

ესოდენ დიდი სიცხადით მოსული -

ძალა უფლისა, სიტყვა ღვთისა,

ესოდენ დიდი გამოცხადება,

დღემუდამ-ჟამ დაფარულში ვერ იქნება...

მალე „მოვა“ კულმინაცია,

როდესაც - ითხოვს სულიწმიდა აღიარებას...

არ დგას ღვთივსათნო, საღვთო მადლზე

დავა-კამათის საჭიროება.

მაგრამ დგება ჟამი, როცა

საჯაროობას მოითხოვს მაღალი ღმერთი, და

ზეცით შევიმოსებით [როცა ინებებს

სულიწმინდა, ჩვენზე გარდმოვლინებას]...

მაცხოვარო, მბრძანებელო, გეთაყვანები:

ეს სიმართლე მიითვალე

„დიდი ზღაპრის“ გაგრძელებად...

აჰა, მალე დამთავრდება

ჩვენი გრძელი ზღაპრები,

ნაპირიდან უკვე მოჩანს:

ზღვაზე „გემის“ „აფრები“.

ოი, მაცხოვარო, მომეცი ნება გთხოვდე:

სიტყვა შენგან მოცემული -

ჭეშმარიტად შემირაცხო,

„სულიწმინდა“ მოვლენილი დედამიწას:

არ დაიგმოს!.. 

22. 04.. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

...

მადლით მოსილო წმინდა გიორგი!

შენ შეეწიე ჩემს საქართველოს,

გამოაღვიძე ქართველი ერი,

იქნებდა რამე გვეშველოს...

არ ჯერათ - ბოლო ჟამია,

სამსჯავრო მოდგა კარებში,

უფალი რომ გაცხადდება:

როგორ შეხედავთ თვალებში?

სამშობლოს არად აგდებენ,

სულ აერიათ გონება,

მხოლოდ ფულები ადარდებთ,

რომ შეიძინონ ქონება...

განკითხვის ჟამი მოვიდა:

ვამხილოთ კაცის მკვლელები,

უფლის მცნებათა დამრღვევნი,

სამშობლოს გამყიდველები...

მხილება - განსჯას გავმიჯნოთ,

ვინ არის მაგის ამტანი?

ქვეყნად არცერთი არ არის

მამა აბრამის ბატკანი...

მოვა დრო - ძლიერ ინანებთ,

მაგრამ გვიანი იქნება,

ვეღარც ფულები გიშველით

და ვეღარც დიდი ქონება!..

 ეკატერინე

ხრიკული

 

...

დაგლოცავ ჩემო ლასკარო,

არ გაიტეხო გული,

ღვთის ნებით მალე გვეწვევა

ის დიდი სიხარული...

„მხედველ“ – „მსმენელთა“ შეკრების

დიდი დარბაზი მზადდება,

მხოლოდ ისინი შემოვლენ

ვისაც უფლება ექნება...

და-ნარჩენთ შური გამოხრავს,

ან გაუსკდებათ გულები,

ხელში შერჩებათ  ქაღალდად

გა-დაქცეული ფულები!...

 ეკატერინე

ხრიკული