Print

გაზეთი № 13 [984]

„მესამე სვლიდან“ – „ჯვარზე აღსრულებამდე“,

ანუ 2016 წლის 19 მარტიდან 27 მაისამდე

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

როგორც ვიცით  - ე.წ. „ვია დოლოროსა“-ს, იგივე - „მწუხარების გზაზე“, საეკლესიო სწავლებით, მაცხოვრის ე.წ. 14 შესვენებაა გამოყოფილი. ამათგან ე.წ. მე-7 და მე-8 შესვენებები ასეა სახელდებული: „7. იესუს მიერ ჯვრის ტარება სიმონ კვირინელთან ერთად [მეორე სვლა]; 8. იესუს საუბარი ქალებთან“.  

ჩვენი გაზეთი №18 [966]-ე ნომერში დაბეჭდილი სტატიის - „2015 წ. 31 ივლისი - „სიმონ კვირინელის“ მისტერიის ასრულების დღე?!“ [გვ. 1-6],  თაობაზე 2015 წ. 1 აგვისტოს, შაბათ დღეს გამართულ ლასკარის სხდომაზე გვქონდა საუბარი.

ლასკარის ყველა წევრმა, და განსაკუთრებით ქალბატონებმა, მძიმედ განიცადეს, რომ ჩვენს წინაშე მდგარი ფინანსური - „...საკითხის მოგვარებისათვის... გადაწყდა, რომ იპოთეკური ვალდებულებით დატვირთულიყო - ჩემს საკუთრებაში მქონე გლდანის მასივის ბოლოს მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 50 კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართის მქონე ნაგებობა“ ]იხ. იქვე, გვ. 2].

აღნიშნულის თაობაზე, სახარებისეული ტექსტი ასე გვამცნობს - „და როცა მიჰყავდათ იგი, შეიპყრეს ვინმე სიმონ კირენელი, მინდვრიდან მომავალი, და აჰკიდეს მას ჯვარი, რათა წამოეღო იესუს კვალდაკვალ. და მისდევდა მას უკან ურიცხვი სიმრავლე ხალხისა და ქალებისა, რომლებიც ტიროდნენ და გლოვობდნენ მას. ხოლო იესო შემობრუნდა და უთხრა მათ: იერუსალიმის ასულნო, მე კი ნუ დამტირით, არამედ დაიტირეთ თქვენი თავი და თქვენი შვილები... რადგან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, რაღას უზამენ ხმელს?“ [ლუკა 23,26-28; 31].

ე.წ. „მწუხარების გზაზე“, მორიგი შესვენებები ასეა სახელდებული - „9. მაცხოვრის მესამე სვლის დასაწყისი; 10. მაცხოვრისათვის ტანსაცმლის [კვართი და მოსასხამი] გახდა; 11. იესუს გაკვრა ჯვარზე; 12. იესუს ჯვარზე სიკვდილი“. აღნიშნულის შესაბამისი, ბოლო ჟამში მისტერიულად განვითარებული, პროცესების მოკლე ისტორია ასეთია:

2016 წ. 19 მარტს ლასკარის სხდომაზე გადაწყდა, რომ - 2013 წლის საპრეზიდენტო, და - 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისაგან განსხვავებით, 2016 წლის მორიგ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მიიღებდა მონაწილეობას [იხ. გაზ. №9 [980], გვ. 3];

ჩვენი ე.წ. „მესამე სვლასთან“ გაიგივებულ გზასავალზე, აღნიშნული სახელდებით, პირველი მიმართვები 2016 წ. 6 და 7 აპრილს გაკეთდა; სადაც საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს მოვუწოდებდით პარლამენტის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით არ მიეღოთ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები [იხ. გაზ. 10 [981], გვ. 3-4];

საარჩევნო რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები, საბოლოოდ,  2016 წ, 27 აპრილს დასრულდა [იხ. გაზ. №12 [983], გვ. 3-8];

ამის პარალელურად, კერძოდ 2016 წ. 22 მარტს, კერძო აღმასრულებლმა - ნიკა ელოშვილმა გადმომცა, იპოთეკარ - ჟანა ქელეხსაევას მიმართვის საფუძველზე, მის მიერ მიღებული „გადაწყვეტილება“, ზემოთქმული მიწის ნაკვეთის აუქციონზე გასაყიდად გატანის თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით ბოლო ვადა - 2016 წ. 23 მაისს იწურებოდა.

მიზეზთა გამო, ნაკვეთის გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხების საბოლოო „მოგვარება“ მხოლოდ 23 - 27 მაისის დროის მონაკვეთში მოხერხდა: 27 მაისს, პარასკევს, მისი ახალი მფლობელი - ჯემალ და როზა ალანიები გახდნენ.

სახარებაში ვკითხულობთ:

- „და იყო დღე პარასკევი...“ [ლუკა 23,54];

- „...როცა ჯვარს აცვეს, წილი ჰყარეს და გაიყვეს მისი სამოსი; რათა აღსრულდეს თქმული წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: გაიყვეს ჩემი სამოსი ერთმანეთში, და ჩემს კვართზე იყარეს წილი“ [მათე 27,15].

თხრობის დასასრულს გვარ-სახელებით გადმოცემულ მინიშნებებს გვინდა შევეხოთ. კერძოდ:

  გვარ - „ელოშვილი“-ში კოდირებული „ელო“-ის არსი, მისტერიულად მიმდინარე იმ პროცესზე უნდა გვანიშნებდეს, რომლის თაობაზეც სახარებაში ვკითხულობთ - „... ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი ? რაც თარგმანში ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე?“ [მარკ. 15,34].

[აქ მოცემული - „საბაქთანი“, კოდირებულ - „საბა“-ს არსზე უნდა გვითითებდეს, თუმცა ამჯერად მასზე არ შევჩერდებით];

სახელი: „ჯემალი“-ს კოდირებული არსი მოსალოდნელი პროცესების მოკლე დროში, ანუ  - „მალ“-ე დამთავრებაზე უნდა გვანიშნებდეს;

სახელი: „როზა“, მისი ქართული შინა-არსიდან მომდინარე, - ვარდს ნიშნავს. ვფიქრობთ მკითხველს არ გაუჭირდება იმაში გარკვევა, რომ ამით - „წითელი“ [მ. სააკაშვილის რეჟიმზე მიმანიშნებელი] და „თეთრი“ [სულიწმინდის არსზე მიმანიშნებელი] ვარდების ბრძოლის მისტერიული პროცესები იკვეთება;

გვარ: „ალანია“-ს ე.წ. წინსართის თაობაზე სულხან-საბა ასე გვკარნახობს - „...ალას ამართვად ვიტყვით, რაიც სიგრძეზე აღმართო...“-ო [იხ. ტ. 1, გვ.45].

მთლიანობაში ხსენებული: „ჯემალი“ – „როზა“ – „ალანია“, კოდირებულად გვაუწყებს: „მალე სულიწმიდა გამოჩნდება [აღიმართება]“.

მანამდე კი, ამ ჟამის მომლოდინეთა საერთო სულიერ-ფიზიკური ყოფის ამსახველ მძიმე „განწყობაზე“ უნდა გვითითებდეს, ზემოთხსენებული გვარ სახელი: „ჟანა“ [ჟამზე გვანიშნებს] „ქელეხსაევა“ [საქელეხო მდგომარეობას გამოკვეთავს].

აი, მოკლედ ყოველივე ის, რისი თქმაც ლასკარულ ცნობიერებასთან ზიარებული მკითხველისათვის გვინდოდა.

აღდგომისეული ეტაპის დადგომამდე ე.წ. „მწუხარების გზაზე“ დარჩენილი ორი შესვენება ასეთი სახელდებისაა - 13. იესოს გარდამოხსნა ჯვრიდან [იხ. მარკ. 15,46]; 14. იესოს ჩასვენება სამარხში [იხ. მათე 27,60].

ამიტომ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - „დაცემა“ ის გარდუვალი ეტაპია, რომელიც, თავის მხრივ, მოახლოებულ „აღდგომამაზე“ მოგვანიშნებს.

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

 

 

საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარეს

ქალბატონ თამარ ჟვანიას!

 

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

ლასკარის თავმჯდომარის

მიხეილ (გელა)  სალუაშვილის

ღ ი ა   მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ქალბატონო თამარ!

- ერთის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნ გიორგი მარგველაშვილის მიერ: 2016 წ. 5 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებისა; და

- მეორეს მხრივ 2016 წ. 10 მაისს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ - საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს ცესკოს თავმჯდომარის ერთობლივ შეხვედრაზე მიღებული შეთანხმების შედეგების გავრცელების შემდეგ,

ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების სავარაუდო თარიღად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შერჩეულია - 2016 წ. 8 ოქტომბერი.

გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნ გიორგი მარგველაშვილის მიერ მორიგი საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო თარიღად - 2016 წ. 8 ოქტომბრის დადგენა,  წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 38-ე და 113-ე მუხლების მოთხოვნებთან.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-თ გაწერილი დროითი რეგულაციების თანახმად:

1. ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავთ თავისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, განცხადებით მიმართავენ ცესკოს თავმჯდომარეს - პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა [იხ. მუხლი 113,1-ა];

2. იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დროისათვის არ ჰყავთ თავისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში:

- საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაციის მისაღებად, უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ ცესკოს - პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე [იხ. 113-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი];

- საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი კანონით დადგენილი ოდენობის ამომრჩეველთა სიების წარდგენის ბოლო ვადაა - 15 აგვისტო [იხ. 113-ე მუხლის მე-9 პუნქტი];

- წარმოდგენილი მხარდამჭერთა სიების შემოწმებისათვის ცესკოს ეძლევა 10 დღიანი ვადა [იხ. 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი], რომელიც 25 აგვისტომდე დროის მონაკვეთს გამოკვეთავს;

- მთლიანობაში, საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღები, ანუ რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურა იწყება - საარჩევნო წლის 1 იანვარს, და მთავრდება, იმავე წლის - 25 აგვისტოს, რომელიც, ამავე დროს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 59-ე დღეს უნდა წარმოადგენდეს [იხ. მუხლი 113,10];

- არჩევნების დღემდე 59-ე დღის, საარჩევნო წლის 25 აგვისტოსთან თანხვედრის აუცილებლობა, ზუსტად გამოკვეთავს მორიგი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საძიებელი დღის ე.წ. - ქვედა მიჯნას, და ესაა, საარჩევნო წლის - 25 აგვისტოდან ათვლით [26, 27...] აღებული 59-ე დღე, ანუ - 23 ოქტომბერი;

- მორიგი საპარლამენტო არჩევნების ოქტომბრის თვეში ჩატარების საკანონმდებლო მოთხოვნიდან გამომდინარე, გამოკვეთილია მორიგი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების - ზედა მიჯნა, და ესაა - 31 ოქტომბერი;

ქალბატონო თამარ!

- „საქართველოს კონსტიტუციის“ 50-ე მუხლის მე-21 პუნქტის;

- საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის; 45-ე მუხლის პირველი პუნქტის; 108-ე მუხლის 1 და 2 პუნქტების; 113-ე მუხლის: 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, აგრეთვე მე-9 და მე-10 პუნქტების; და

- საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მუხლი 73-ის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით:

საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, საარჩევნო წლის: 23 ოქტომბრიდან - 31 ოქტომბრამდე აღებულ ნებისმიერ დღეს;

აღნიშნულიდან გამომდინარე, მორიგი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებული დროითი რეგულაციები შემდეგი სახისაა:

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მორიგი საპარლამენტო არჩევნების თარიღის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, მიღებულ უნდა იქნეს არჩევნებამდე არაუგვიანეს 71 დღით ადრე, რომლის მიღების:

ა) ქვედა მიჯნა: არჩევნების თარიღად 23 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 13 აგვისტო იქნება, ხოლო

ბ) ზედა მიჯნა:  არჩევნების თარიღად 31 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, 20 აგვისტოზე მოვა;

 

2. საქართველოს პრემიერ მინისტრის მხრიდან, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მორიგი საპარლამენტო არჩევნების თარიღის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის კონტრასიგნაცია უნდა განხორციელდეს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში, რომლის

ა) ქვედა მიჯნა: არჩევნების თარიღად 23 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 24 აგვისტო,  ხოლო

ბ) ზედა მიჯნა:  არჩევნების თარიღად 31 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, 31 აგვისტო იქნება;

 

3. კონტრასიგნაციის პროცესის დასრულებისთანავე, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების ვალდებულებიდან გამომდინარე, ოფიციალური საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის:

ა) ქვედა მიჯნა, არჩევნების თარიღად 23 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 25 აგვისტო, ხოლო

ბ) ზედა მიჯნა, არჩევნების თარიღად 31 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 1 სექტემბერი იქნება. 

ქალბატონო თამარ!

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, თავისი იურიდიული სამსახურის მეშვეობით, შეძლებს:

1. სათანადო დონეზე გაერკვეს მომქმედი საკანონმდებლო ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებში, და

2. დროულად მიაწოდოს შესაბამისი რეკომენდაციები საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პრემიერ მინისტრს, მათ მიერ კანონთან შესაბამისობის მქონე სამართლებრივი აქტის მიღების უზრუნველსაყოფად.

ყოველივე ზემოთქმულის განხორციელების შემთხვევაში, ჩვენს წინაშე აღარ დადგება მოქმედი სამართლებრივი ნორმების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მიღებული სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების აუცილებლობა.

დანართი:

კრებული: „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის საკითხის განმარტებისათვის“ [ავტ. მიხეილ (გელა) სალუაშვილი, თბ. 2016 წ.] - 16 გვ.

 

პატივისცემით:

საარჩევნო გაერთიანება

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“:

„სამართლიანობის აღდგენის  კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

 სალუაშვილი

11 მაისი 2016 წ.

აღნიშნული მიმართვის პასუხად ცესკოს მიერ 2016 წ. 24 მაისს ჩვენდამი გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

№01-02/1049

21/05/2016

 

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

ლასკარის თავმჯდომარეს

მიხეილ (გელა)  სალუაშვილს

 

ბატონო მიხეილ [გელა]

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია გაეცნო თქვენს 2016 წლის 11 მაისის №11.05-01 ღია მიმართვაში [ცესკოში რეგისტრაციის №1287] აღნიშნულ წინადადებებს, რომლის თაობაზეც გაცნობებთ, რომ ცესკო ინფორმირებულია აღნიშნული საკითხების თაობაზე, რომელთა დარეგულირების მიზნით გასულ წელს საკანონმდებლო წინადადებით მიემართა საქართველოს პარლამენტს ცესკოს მიერ.

 როგორც ჩვენთვის ცნობილია საქართველოს პარლამენტში იგეგმება საკანონმდებლო ინიციატივის გზით აღნიშნული საკითხების განხილვა. შესაბამისად, შესაძლებელია საკითხები დარეგულირდეს საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლამდე.

მითითებულ ვადამდე საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიუღებლობის შემთხვევაში ცესკო იმოქმედებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

პატივისცემით:

თამარ ჟვანია

კომისიის თავმჯდომარე

 

 

 

სამყაროს მოლოდინი

ნაზი ფერებით მოსულ სამყაროს,

თუ ეფერები,

წმინდანთ სამყაროს, თუ ეფერები,

ლოცვა- ვედრებით თუ დამშვენდები,

მაცხოვრის გზაზე ლამპრად ენთები:

და გაუნათებ გზა-სავალს, მომავალს,

რათა შევეგებოთ - სამყაროს „ახალ მომავალს“,

დიდებით მომავალ - უფალ იესუს!..

წინამორბედნი გზას მიიკვლევენ,

„ფერისცვალება“ მალე იქნება.

მოლოდინშია სამყარო,

„ჟამთა ზმანება“, „გარდასახვა“

ერთურთს ერწყმება...

აია, ბაია, ოი, რა გასახარია.

ყველა ჟამის ხარება

ერთ კონად შეიკვრება,

დრო-ჟამის ნეტარება, ერთად იხარება,

გავიხაროთ, გავიხაროთ,

ზეციური ანგელოზი გვეფსალმუნება,

მაცხოვარი დედამიწას, მეორედ ევლინება...

იმედად ისღა მრჩება - ელია გამოჩნდება...

ღმერთი - სიყვარულია.

სიყვარული - გზა და ხიდია,

სიყვარული - ზეცის ნიჭია,

ყველაზე უნეტარესი ჯილდო - უზენაესის.

ის, რაც - „მძლეველია“, სიყვარულია.

უკვდავებისკენ გეზი ავიღე,

მარადისობა არს მომავალი.

უფლისმიერ გზა-სავალზე გული გავიღე,

აღარ მინდა - თქვენი იყოს

ყველა ფულები,

აღარ მინდა - იადონი,

ფირუზ-ლალები...

მე სხვა სიყვარულს არ ვეძებ,

ღვთის სიყვარულის გარდა.

იესუს ნაკვალევს მივყვები,

ცისკარს - გალობით ვეგებები.

დიდება შენს მობრძანებას

უფალო იესუ!..

 

28. 04.. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

ვედრება

ღმერთო ეს წნეხი - ამატანინე,

ჩემი სიმართლე - გამატანინე,

სიტყვა მართალი - მადიდებინე!..

ღმერთო, შენი სამართალი

მჯერა არ დაკნინდება,

მართალი კაცი, ამ ქვეყნად,

არ დაიგმობა..

შენ, გიყვარს მართალი კაცი ღმერთო,

შენ გიყვარს სიმართლე...

სიმართლის ფესვზე აღმოცენდა

შენი სჯულდება.

ასე ბრძანებს სიტყვა ღმრთისა:

„ყოველი უსამართლობა ცოდვააო“.

შენ იყავ ღმერთო,

ერთი ქალაქის გადასარჩენად

ათი მართალი რომ მოითხოვე...

ოი, როგორ გადარჩები წუთისოფელო,

დღესაც ხომ ძნელი მოსაძებნია

„ათი მართალი კაცი“ ერთ ქალაქში?..

ზეციდან შევიმოსე, ვითარცა მოსე,

ღმერთო  -  ნიღბები და რიდე ამარიდე...

მე, გზა-სავალს მივუყვები - ღიად,

ღმერთო, შენი დიდების სიუხვე,

რჩეულ ჭურჭლებზე ვლინდება,

აღსასრულის დასაწყისი,

ლასკარს ცხადდება...

ნეტარია - ლასკარში ვინც გაცხადდება.

დაღლილ მხრებით - ვზიდე ჯვარი,

„ჯვართმტვირთველი“ მეგებება,

ალბათ დღეს დაიწყება

მაცხოვარო, შენი გზების - გამოღვიძება:

ხალხის ნაკადი მოედინება

[ყველას აინტერესებს -

ლასკარში რა ხდება]...

ერთი იმედით ვცოცხლობ:

დედამიწაზე იესუ გვიბრუნდება...

ქრისტეს მახვილი იმძლავრებს

ბოროტების დასათრგუნად...

უფალი მოდის!...

სამყარო ახალ მომავალს გვპირდება. ამენ!

დიდება შენს სახელს მაცხოვარო,

მაცხოვნებელო სულისა!.. 

 

06. 05. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

მონატრება

საკუთარი მე და სივრცე - მენატრება

[ხმამაღლა ფიქრი მომძალებია},

ხმამაღლა ლოცვა რომ დავიწყე,

აღარ უნდა ამას ფიცი...

მარწუხებში კვნესის მოძმე,

ესეც ვიცი...

უფლის გზაზე თავს გავწირავ

მოძალადევ, შენ ეს იცი,

ტყუილია შენი ფიცი,

აღარ გინდა ეს ლაციცი...

ცას შეხედე კარიბჭესთან

„ცის-კარს“ მზერა გეგებება შემზარავი.

ბოროტებავ, წინ ნუ გადამიდგები,

აღარ გიშველის მაცდური ფიქრები...

გზა-სავალზე განზე გადექ, -

ნუ ეფარები!... 

 

06. 05. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

მენატრება...

1. არ ვყოფილვარ ღირსეული შენი შვილი,

აღარ მიძგერს ალბათ გული...

ასე როგორ მიგატოვე

ჩემო - საბედიანო... 

 

2. გული, როგორ გამოცივდა,

განზე როგორ გავდექი...

იცი როგორ მიხაროდა

ნათლისღებას შენს ტაძარს რომ ვიდექი...

შენთან - განშორება მტკივა,

იცი როგორ?

უშენობა ისე მტკივა,

ახლა უკვე სულშიც მცივა...

 

3. შენთან მინდა - აფხაზეთო!..

შენს ტაძრებში ლოცვა მინდა,

იცი, როგორ მომენატრე?..

შენსკენ მხოლოდ შორით მზერით,

შენთვის კვნესით მიძგერს გული,

შენი მოფერება მინდა...

ოი, როგორ მენატრები,

ჩემო სულის სალოცავო - წმინდავ...

 

4. შენთან ღია დიალოგი მინდა,

მინდა გიძღვნა გული ჩემი - წმინდა...

დავკარგე და ვერა ვპოვე:

მამა-პაპის ნატერფალებს დავეძებ...

ვეძებ - გულებს, დაკარგულებს,

და ეშმასგან გათიშულებს...

 

5. ოი, წმინდა ტაძრის ძალავ,

შენ იმძლავრე ღვთისა ძალო,

შენ იყავი - განმსჯელი:

სადღაც რაღაც დავაშავეთ,

როცა ვეღარ გიპატრონეთ,

შენი გზების სიდიადეს

ღირსეულად როცა ვეღარ ვეზიარეთ...

 

6. ჩვენი გული გაიჟღინთა „ქრთამითა“,

ახლა უნდა განვიწმინდოთ,

იქნებ შევძლოთ ზიარება  ღვთის ბარძიმითა...

ამ გზით ვინც კი იარება,

თავის ბუდეს უბრუნდება...

სხვის ბუდეში დაბუდება

არ ეგება, არ ეგება - ზეცას!...

ნეტავ - ვის რა ეკარგება,

როცა - შენი გიბრუნდება...

მოლოდინით მიძგერს გული, სული შფოთავს,

და ცრემლები მთელი არსით მნამავს,

ფიქრში თქმული - „ჩემი საბედიანო“,

გულის გულში - თავის დაღით მშანთავს...

 

7. „ვხედავ“ - „ზედაშეს“, სალოცავების

ტაძრის ეზოში გმინვით დგომას,

თავყრილობა იქ აქვს ყველას,

იქ მოველით - აღდგომას...

 

8. ტაძრის ეზოს, „ზედაშეებს“

ჩამწკრივებულს რომ შევხედე,

მაშინ მივხვდი ბედისწერა რას გვიქადდა...

ახლა, ისევ მინდა გთხოვო:

დაგვიბრუნე წმინდა სალოცავები,

„ზედაშეებს“ მოვეფერო მინდა...

 

9. დაგვაბრუნე მამა-პაპის კერიას,

დაგვანახე მიმწუხრი და ბინდები,

ჩვენს გარშემო მოლივლივე

ჩვენი ზღვის თოლიები...

ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ,

გული შენთვის გამიღია,

ვერ გივიწყებ,

ოი, როგორ მინდები;

შენთან რომ ვერ მოვდივარ,

იცი, როგორ ვმძიმდები?..

შენს სალოცავს მალოცვინე ღმერთო,

გპირდები, რომ - სულ შენს ტაძარს ვიდგები...

„გიორგობას“ - ილორს წმინდას შევხვდე მინდა,

ამ სურვილში ჩაძირული - იცი როგორ ვმაღლდები?!..

 

10. ჩემი სავანე უძვირფასესი

ოი, როგორ დაფერფლილა ნაცარტუტებად,

შენ - კვლავ უნდა აღსდგე მარგალიტებად...

ზეცის სავანე შენს გზებს მანახვებს,

შენსკენ მოვილტვით - ცხელი გულებით,

ო, საქართველოვ, ნუ დაღონდები - აღორძინდები!

უფლის კვართი გაქვს შემოხვეული,

და ღვთისმშობელი ლოცულობს შენზე!..

 

14. 05. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

...

ანასხლავი ვაზის ტოტი ნაყოფს მოგვცემს,

ღვთიურ სიბრძნის საიდუმლო

ჩვენი ენით ეუწყებათ ერებს...

დღეს ჯვარცმული, საქართველო გაბრწყინდება

მისი შუქის ათინათი

მომლოდინეთ, ყველას ერთად შეკრებს...

ეს მითი და ლეგენდები,

ღვთიურ სიბრძნის საუნჯე,

შეუცვნიათ უცხო ქვეყნის შვილებს...

ავახილოთ სულიერი თვალი,

დავინახოთ უფლის გზა და კვალი...

ანასხლავი ვაზის ტოტი ნაყოფს მოგვცემს,

ჩვენი ერის რჩეულობა - შეუცვნიათ ერებს...

შეიცანით - ენა ქართული,

ცით მოქარგული,

იცით რას ამბობს ცის სახარება?

„ზეცის სიბრძნის საუნჯე,

ლასკარს დაუნჯებულა,

ყველა მისი მსმენელი

უკვე დადუმებულა...

ახლა უკვე მდუმარეთა საუბრების ჟამია!..“

 

21. 05. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

ქრისტე აღდგა!...

ქრისტეს აღდგომას გილოცავთ!

დე, მისი მადლით იხარეთ...

ნათდება, ჩემო ლასკარო,

და ცაზე ჩნდება სინათლე,

[მხოლოდ იმათთვის თენდება:

ვინც ქრისტეს გზაზე იარეთ...].

დაგლოცავ - ჩემო ლასკარო,

ყველას სუფთა გაქვთ გულები,

კარს მალე შემოგიღებენ,

ქრისტე და მოციქულები...

მაღალო ღმერთო, გულით გთხოვ,

სიმართლე გაგვარჩევინე,

ვინც საქართველოს უშველის,

ის კაცი აგვარჩევინე!..

 ეკატერინე

ხრიკული

 

 

...

სამშობლოვ, ჩვენო დედაო,

მოგესალმება ლასკარი!

გილოცავთ გიორგობასა!

გფარავდეთ იმისი მადლი...

ჩვენი უფლის მიმდევრებო,

არ გაიტეხოთ გულები,

მალე გვეწვევა უფალი,

და მისი მოციქულები!..

დაგვლოცე წმიდა გიორგი,

დახმარება გაგვიწიე,

ლასკარი რაზედაც ფიქრობს,

ის ფიქრები შეგვისრულე.

მხნედ იყავ ჩემო ლასკარო,

აგისრულდება ფიქრები,

ღმერთი მაღლიდან გადლოცავს

მუდამ პირველი იქნები!..

რა ხდება ქვეყანაზედა?

ყველაფერი აირია,

არ იდარდოთ, ჩემო ხალხო:

გაბრწყინდება ივერია!..

 

 ეკატერინე

ხრიკული


...

კვირაცხოვლობას გილოცავ

შენ, ჩემო დიდო - ლასკარო!

ღმერთსა ვთხოვ შემაძლებინოს,

რომ უფლის მოსვლა გახაროთ...

დაგვლოცე კვირაცხოველო,

და - შეგვეწიე ყველასა,

დე, შენი მადლი ჰფარავდეს,

ვინც შენგან ელის შველასა!...

ჩვენ კი, ჩემო კარგო ხალხო,

[გენაცვალეთ ყველას გულში],

მოდით ერთურთს შევეჯიბროთ:

საქართველოს სიყვარულში...

ვიდრე უფალი მოგვივა,

გავისუფთაოთ გულები,

მოვინანიოთ, ვეცადოთ

ეშმას არ მივცეთ სულები...

დაგლოცავ ჩემო ლასკარო,

სულ კეთილ გზაზე იარე,

დრო-ჟამის არსი, და ცოდნა

ყველას რომ გაგვიზიარე

 ეკატერინე

ხრიკული

 

ქართველებო - რამ შეგცვალათ?

ვინ დაგადგათ ცუდი თვალი?

ერთმანეთს რომ დარევიხართ,

ნეტავ რა ვერ გაიყავით?

ტელევიზორს ვეღარ ჩართავ,

სულ ისმის ლანძღვა-გინება...

ნერვები სულ გაგვიფუჭეთ,

აღარ ღირს თქვენი ყურება.

ხალხის აბუჩად აგდება,

თქვენთვის კარგი არ იქნება,

რაც კი რამ „დაგითესიათ’.

სულ უკან დაგიბრუნდებათ...

ერთ საიდუმლოს გაგიხსნით:

ზეცას კარი გაიხსნება,

ანგელოზმა ჩამჩურჩულა:

„მომნანიე გადარჩება...

მიაშურეთ ეკლესიებს,

გადაისახეთ პირჯვარი,

იქნებ უფალმა შეგინდოთ

ვიდრე დრო ჯერ კიდევ არი!..“

 ეკატერინე

ხრიკული