Print

გაზეთი № 14 [985]

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას

 

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

[ცესკოს განკარგულება №17/2016 - 27.04.2016 წ.]

ქ. თბილისი, მუხიანის 1 მ/რ, მე-2 კორპ., ბ.95

 

სასარჩელო განცხადება

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბატონი გიორგი მარგველაშვილის

ქ. თბილისი, მ.აბდუშელიშვილის ქ. №1

მიმართ

 

საქართველოს პრეზიდენტის ბატონი გიორგი მარგველაშვილის მიერ, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების - 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშვნის თაობაზე  - „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ მიღებული ბრძანებულების [№03/06/02, 2016 წ. 3 ივნისი], ბათილად ცნობის თაობაზე.

 

მოგახსენებთ, რომ 2016 წლი 3 ივნისს, „საქართველოს კონსტიტუციის“ 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა ბრძანებულება - „საქართველოს პარლამენტის რჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02];

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა, „საქართველოს კონსტიტუციის“ 731 მუხლის პირველი პუნქტისა და - საქართველოსმთავრობისსტრუქტურის, უფლებამოსილებისადასაქმიანობისწესისშესახებსაქართველოსკანონის - მუხლი 73,6-ის შესაბამისად, 2016 წლის 7 ივნისს მოახდინა აღნიშნული ბრძანებულების კონტრასიგნაცია, რის შემდეგაც: საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების თარიღად - 2016 წლის 8 ოქტომბერი დადგინდა.

საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე 2016 წლის 8 ივნისს გამოქვეყნდა, და -   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად - 2016 წლის 8 ივნისი დადგინდა.

 

ერთის მხრივ - საქართველოს პარლამენტის მორიგიარჩევნებისთარიღად - 2016 . 8 ოქტომბრისდადგენა,

და

მეორეს მხრივ - საქართველოს პარლამენტის წინასაარჩევნო კამპანიის - 2016 წ. 8 ივნისს დაწყება,

საქართველოსორგანულიკანონის საქართველოსსაარჩევნოკოდექსის 38-ე, 45-ედა 113-მუხლებისმოთხოვნათასრულიდარღვევითგანხორციელებულიქმედებაა; რამეთუ:

1. არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებებისათვის საქართველოსპარლამენტის მორიგ არჩევნებშიმონაწილეობისუფლებისმისაღები, ანუ საარჩევნო რეგისტრაციისათვისსაჭიროპროცედურა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისადიწყება - საარჩევნოწლის 1 იანვარს,დამთავრდება, იმავეწლის - 25 აგვისტოს,რომელიც, ამავედროს, არჩევნებამდეარაუგვიანეს 59-დღესუნდაწარმოადგენდეს [იხ. მუხლი 113,10];

თავის მხრივ, 25 აგვისტოდან ათვლით [26, 27...] 59-ე დღე - 23 ოქტომბერზე მოდის; ხოლო

მორიგისაპარლამენტოარჩევნებისოქტომბრისთვეშიჩატარებისსაკონსტიტუციო  მოთხოვნიდანგამომდინარე [მუხლი 50,21],გამოკვეთილია საპარლამენტო არჩევნების ჩატარების - ზედა მიჯნა, და ესაა - 31 ოქტომბერი;ამიტომ:

2. საქართველოსორგანულიკანონის საქართველოსსაარჩევნოკოდექსის 38-და 113-მუხლებით განსაზღვრული ვადებისსრულიდაცვისვალდებულებიდანგამომდინარე, საქართველოსპარლამენტის მორიგი არჩევნებიშეიძლებაჩატარდეს, მხოლოდ საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის გასრულებიდან, არანაკლებ - 59 დღის შემდეგ, ანუ: 23 ოქტომრიდან - 31 ოქტომბრამდეარსებულრომელიმედღეს; ამასთანავე:

3. ვინაიდან, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად - „წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით“ [მუხლი 45,1],

საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებული საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისათვის, კანონმდებლობით განსაზღვრული - „თანასწორი უფლების“ უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე,

საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩვევნების ოფიციალური საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის:

ა) ქვედა მიჯნად, არჩევნების თარიღად 23 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 25 აგვისტო, ხოლო

ბ) ზედა მიჯნად, არჩევნების თარიღად 31 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 1 სექტემბერი უნდა განისაზღვროს.

აღნიშნულის თაობაზე, პრევენციის მიზნით, შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდეთ

- საქართველოს პრეზიდენტს - 2016 წ. 6 აპრილს [იხ. დან. 1];

- საქართველოს პრემიერ მინისტრს - 2016 წ. 7 აპრილს და 6 ივნისს [იხ. დან. 2 და 3]; აგრეთვე

- საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას - 2016 წლის 11 მაისს [იხ. დან. 4].

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვითხოვთ

1. საქართველოსპრეზიდენტისმიერ 2016 . 8 ოქტომბრისთვის - „საქართველოსპარლამენტის  არჩევნებისდანიშვნისშესახებ" გამოცემულიბრძანებულების[№03/06/02, 2016 წ. 3 ივნისი] - ბათილადცნობას;

და

2. საქართველოსპრეზიდენტისმიერ, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოსპარლამენტისმორიგიარჩევნებისთარიღად2016 წლის 23 ოქტომრიდან 31 ოქტომრამდედროისშუალედში, მისთვისმისაღებნებისმიერდღეს„საქართველოსპარლამენტისარჩევნებისდანიშვნისთაობაზე" ბრძანებულებისმიღებას.

 

დანართი:

1. 2016 წ. 6 აპრილის - ღია მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს - 3 ფურცელი;

2. 2016 წ. 7 აპრილის - ღია მიმართვა საქართველოს პრემიერ მინისტრს - 2 ფურცელი;

3. 2016 წ. 6 ივნისის - ღია მიმართვა საქართველოს პრემიერ მინისტრს - 2 ფურცელი;

4. 2016 წ. 11 მაისის - ღია მიმართვა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას - 3 ფურცელი;

5. 2016 წ. 21 მაისის - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საპასუხო წერილი - 1 ფურცელი;

6. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება - 1 ფურცელი;

7. საარჩევნო გაერთიანების "ზვიადის გზა - უფლის სახელით" ცესკოში რეგისტრაციის დამადასტურებელი განკარგულება - 1 ფურცელი; 

8. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი - 2 ფურცელი

სულ - 15 [თხუთმეტი] ფურცელი.

 

პატივისცემით

მოსარჩელე:

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

თავმჯდომარე 

მიხეილ  სალუაშვილი

მინაწერი:

2016 წლის 9 ივნისს, ამაღლება დღეს, ლასკარში გამართულ შეხვედრაში მონაწილეებმა, ერთხმად დაადასტურეს თავისი მხარდაჭერა, ზემოთაღნიშნული სასარჩელო განცხადების შინაარსსა და მისი, 2016 წ. 10 ივნისს, ქ. თბილისის სასამართლოში წარდგენაზე. ესენი გახლავან:

ავთანდილ იოსელიანი - საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;

ლია ზაქარეიშვილი - ეზოტერულ-ასტროფიზიკური ცნობიერების ცენტრი „ათინათის“ თავმჯდომარე;

ალექსანდრე კობაიძე - უფლებადამცველთა კავშირი „განსჯა“-ს თვმჯდომარე;

ნანა არუდაშვილი - არასამთავრობო გაერთიანება „მანდილიონი“-ს თავმჯდომარე;

ევგენი ღვინიაშვილი - საერთაშორისო საზოგადოება „მშვიდობის მედროშე“-ს პრეზიდენტი;

სოლომონ ბაიაშვილი - ბაიაშვილების საგვარეულო კავშირის წინამძღოლი;

თეიმურაზ მაკარიძე - „სამოქალაქო საზოგადოება“-ს თავმჯდომარე;

კახაბერ ჭიჭინაზე, დავით ეფრემიძე, ბესიკ ბოგველი...

 

 

აპოკალიფსის დღეები

ჟამთა სრბოლა ქარტეხილებს მოარღვევს:

აპოკალიფსია!...

მძლეველს ხელში უჭირავს ზეციური სახარება

და ქადაგებს მეორედ მოსვლას...

მსმენელი აურაცხელია,

გამგონე ბევრად ნაკლები...

მალე, მალე - დედამიწას

ცის საბურველს გარდამოხსნის

მამ, ძე და სულიწმინდა...

მეოხებით მიითვალე ეს სიტყვები,

მსმენელო და გამგონეო:

დრო და ჟამი ეტაპობრივია,

თუმცა, თქვენი გულები მაინც ცივია,

უფლისთვის გაყინულია...

ერში დუღილის პროცესი -

ძლიერ აირია.

როცა „ღვინდება“, რაღაცა „ძმარდება“.

ღვინო - დაილევა,

ეს ჟამიც - გაილევა,

ქართველთ დიდი საიდუმლო - გაიხსნება,

დრო-ჟამი იწურება!..

 

27. 05. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

დრო მოვა და - ცა და მიწა შეერთდება!..

ზეცის ზარდახშა ნაპოვნია

სავსე ძვირფასი მარგალიტებით,

გვერდები ამოქარგულა მითებით...

ამგვარად, ლეგენდად ქცეულა

ზეცის ეს „ნივთები“,

ეს - დედამიწაა...

აქ, ყველაფერი მთავრდება,

შემდეგ კი, ისევ ზეციდან იკვრება,

ციურ ცვარ-ნამით ინამება

ეს - დედამიწა...

კაცთა მოდგმის გზასავალი

ზეციდან იკურთხება.

როცა „ზეციურ გზას“ სმენას დავუხშობთ,

„გზა უფლისა“ - გვეკარგება,

კაცთა და ღმერთს შორის მანძილი

შორი - შორდება...

ზეციურ მადლს გაფრთხილება უნდა,

სამების გზას, დედამიწაზე, მოფერება უნდა...

დრო მოვა და - ცა და მიწა შეერთდება,

ჩვენი გზები - სასუფეველს შეერწყმება!..

 

03. 06. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

თეთრი ვარდების ჟამია

1. თეთრი ვარდების ჟამია,

მათია არმია, ზეციურ მხედრობის.

სტსრტზეა, - სამეფო დარბაზი მზად არის...

უკვე ყველგან გამომჟღავნდა

საიდუმლო მითები,

„მისტერია“ აირეკლა

რჩეულ ნატერფალებზე...

უკვე ძლევა წამოვიდა ზეციდან,

„მძლეველს“ უხმობს ზეცა - გზაზე

[აიხსენით ფარდა, რიდე,

და გახსენით გზები]...

 

2. უფლის ნებით

სულიწმინდის გზები - გაიხსნება,

წამოიმართება...

ალბათ, აღარ დაგვჭირდება,

სხვათა დავა-კამათი...

 

3. წითელი ვარდები - შენ განზე გადგები,

თეთრი ვარდები - ლაგდება გუნდ-გუნდად...

დიდი ხანია კონკურის დაწყებიდან,

დღეს კი - შერჩევა მთავრდება,

ზეციური იერარქია

დედამიწაზე „დღეს“ ლაგდება...

ცის სამეფო, დედამიწაზე, აჩრდილებად იარება

[და „მოითხოვს“ რჩეულთათვის -

განცალკევდეს ზიარება]...

 

03. 06. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

...

ქართველებო - უნდა გითხრათ,

თუ რა დიდი ცოდვა გადევთ,

[რატომ სძულს ქართველს ქართველი,

ვერ ხვდებით რა დააშავეთ?]

გაფერმკრთალდა სიყვარული,

„ნათესაობა“ დავკარგეთ,

„მეზობლობაც“ აღარ მოგვწონს,

ვერ ხვდებით რა დააშავეთ?

თუ ასეა მე აგიხსნით:

ეშმას მუხლი მოუყარეთ -

ნაღდი რწმენა უარყავით,

სხვისი ყალბი შეიყვარეთ...

ძალიან გთხოვთ ეს ნათქვამი

ყველამ გულთან მიიტანეთ,

უფალს სთხოვეთ პატიება

მისი რწმენა გაიმყარეთ...

ვინც ამ ნათქვამს დაიჯერებს,

ყველა მათგანს ვენაცვალე...

ვინც არა და - რაც მოგივათ

ყველამ თქვენს თავს დააბრალეთ...

 ეკატერინე

ხრიკული

 

...

ამაღლებას - მოგილოცავთ,

უფლის ერთგულო შვილებო,

უფლისგან ამორჩეულნო,

მისგან ნიშანდებულებო...

უფლის ძლიერ სიყვარულში,

თქვენ ვერავის შეგადარებთ,

„მეოთხე“ მეოთხედი გაქვთ,

ბოლო გამოცდას აბარებთ!

ახლოვდება უფლის ჟამი,

გაიხარებს ჩვენი ერი,

„დიდ დარბაზში“ ერთად შევლენ,

სტუმარი და მასპინძელი...

იქ გაიგებთ - ვინ ვინ არი,

გამოჩნდება ყველა-ფერი...

ყველას „ფარდა“ აეხდება,

რაც კი არის დაფარული...

გაიხარებს საქართველო,

დალაგდბა ყველაფერი,

შური, მტრობა არ იქნება,

აღარ გვეყოლება მტერი...

 ეკატერინე

ხრიკული