Print

გაზეთი № 15 [986]

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე : ლეილა მამულაშვილის მიერ

საქართველოს სახელით მიღებულ

„განჩინებასთან“ დაკავშირებით

 

2016 წლის 10 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საარჩევნო გაერთიანება ,,ზვიადის გზა - უფლის სახელით" თავმჯდომარე მიხეილ სალუაშვილის მიერ ჩაბარდა „სასარჩელო განცხადება“ მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. მოთხოვნის არსი მდგომარეობდა შემდეგში::

„1) საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2016 წლის 08 ოქტომბრისათვის ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ" გამოცემული განკარგულების (N03/06/02, 2016 . 3 ივნისი) ბათილად ცნობა;

2) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის მირიგი არჩევნების თარიღად 2016 წლის 23 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე დროის შუალედში, მისთვის მისაღებ ნებისმიერ დღეს ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის თაობაზე" განკარგულების მიღება:.

2016 წლის 16 ივნისს, ელ. ფოსტით [ This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ] მივიღეთ საქმე N3/4292-16 დაკავშირებით გამოტანილი 2014 წ. 14 ივნისით დათარიღებული „განჩინება“ [იხ. დანართი], რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„...მოსარჩელე დაობს პრეზიდენტის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოვალეობის შესახებ და დავის საგანს წარმოადგენს კონსტიტუციური ნორმიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგი. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული სადავო აქტი არ ექცევა ადმინისტრაციული სამართლის სფეროში და ექცევა საკონსტიტუციო სამართლის სფეროში, რაც გამორიცხავს სადავო აქტის მართლზომიერების შემოწმებას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით...“.

აღნიშნულის საპასუხოდ უნდა ითქვას შემდეგი:

1. ჩვენს მიერ წარდგენილი „სასარჩელო განცხადებით“, დავის საგანს არ წარმოადგენს - „პრეზიდენტის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოვალეობა“; ანდა - „კონსტიტუციური ნორმიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგი“, რამეთუ, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების დანიშვნა დიახაც რომ საქართველოს პრეზიდენტის უფლებათა სფეროს განეკუთვნება. კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით:

- პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“ [ 50-ე მუხლის მე-21 პუნქტი],

- „საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით“ [73- მუხლის მე-2 პუნქტი]; ხოლო

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 108- მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად:

„საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა“.

როგორც ხედავთ, წარმოდგენილი საკანონმდებლო მოთხოვნით გამოკვეთილია მხოლოდ, არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღით ადრე დასანიშნი, არჩევნების ჩატარების თვე, და ესაა - პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერი“.  

2. ჩვენს მიერ წარდგენილი „სასარჩელო განცხადებით“, დავის საგანს წარმოადგენს - ოქტომბრის თვეში დასანიშნი არჩევნების კონკრეტული რიცხვის: „8 ოქტომბრის“ შეუსაბამობა მოქმედ კანონმდებლობასთან. კერძოდ, ეს თარიღი წინააღმდეგობაში მოდის - საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38-ე, 45-ე და 113- მუხლებით განსაზღვრულ: საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის საარჩევნო რეგისტრაციისათვის გარანტირებულ დროით რეგულაციებთან.

ჩვენს მიერ წარდგენილ „სასარჩელო განცხადებაში“ ნათლადაა გამოკვეთილი, როგორც პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის კანონის მოთხოვნებთან წინააღმდეგობის არსი, ასევე ამ საკითხის კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გადაჭრის კონკრეტული მექანიზმი. კერძოდ, „სასარჩელო განცხადებაში“ ვკითხულობთ:

1. არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებებისათვის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღები, ანუ საარჩევნო რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იწყება - საარჩევნო წლის 1 იანვარს, და მთავრდება, იმავე წლის - 25 აგვისტოს, რომელიც, ამავე დროს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 59- დღეს უნდა წარმოადგენდეს [იხ. მუხლი 113,10];

თავის მხრივ, 25 აგვისტოდან ათვლით [26, 27...] 59-ე დღე - 23 ოქტომბერზე მოდის; ხოლო

მორიგი საპარლამენტო არჩევნების ოქტომბრის თვეში ჩატარების საკონსტიტუციო  მოთხოვნიდან გამომდინარე [მუხლი 50,21], გამოკვეთილია საპარლამენტო არჩევნების ჩატარების - ზედა მიჯნა, და ესაა - 31 ოქტომბერი; ამიტომ:

2. საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38- და 113- მუხლებით განსაზღვრული ვადების სრული დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, მხოლოდ საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის გასრულებიდან, არანაკლებ - 59 დღის შემდეგ, ანუ: 23 ოქტომრიდან - 31 ოქტომბრამდე არსებულ რომელიმე დღეს; ამასთანავე:

3. ვინაიდან, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად - „წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით“ [მუხლი 45,1],

საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებული საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისათვის, კანონმდებლობით განსაზღვრული - „თანასწორი უფლების“ უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე,

საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩვევნების ოფიციალური საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის:

ა) ქვედა მიჯნად, არჩევნების თარიღად 23 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 25 აგვისტო, ხოლო

) ზედა მიჯნად, არჩევნების თარიღად 31 ოქტომბრის გამოცხადების შემთხვევაში, - 1 სექტემბერი უნდა განისაზღვროს“.

 

ამდენად, ჩვენი „სასარჩელო განცხადებით“ გამოკვეთილი დავის საგნის განხილვა არ შეიძლება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ მსჯელობის საგანი გახდეს, რამეთუ აქ, საქმე გვაქვს არა - კონსტიტუციური მოთხოვნის დარღვევასთან, არამედ, 2016 წ. 3 ივნისს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - „საქართველოს პარლამენტის რჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02], წინააღმდეგობაში მოდის - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარცევნო კოდექსით“ გაწერილ კონკრეტულ დროით რეგულაციებთან.  

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულის ფონზე, ვფიქრობთ აშკარაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე: ლეილა მამულაშვილის მიერ, ჩვენს „სასარჩელო განცხადებასთან“ დაკავშირებით, 2016 წ. 14 ივნისს მიღებული „განჩინება“:

1. ან საქმის არსში არასათანადოდ წვდომის შედეგია;

2. ანდა, საკითხის პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, სახეზეა საქმის არსებითი განხილვისაგან თავის არიდების სამწუხარო მაგალითი.

 

თავის მხრივ, ჩვენ არ ვაპირებთ, „განჩინებაში“ მითითებილი იმ უფლების გამოყენებას, რომ - „„განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში“, რამეთუ, მხილებისეულ გზაზე მავალი ჩვენი გუნდისათვის, ამ ეტაპზე მდგარი ამოცანა თითქმის შესრულებულია, კერძოდ

- სასამართლო ხელისუფლების წინაშე დავაყენეთ კონკრეტული კანონდარღვევის ფაქტის აღმოფხვის მოთხოვნა, და

- მათი მხრიდანაც მივიღეთ, თავისუფალი არჩევანის უფლებაზე დამყარებული - „შესაბამისი პასუხი“.

წინამდებარე თემაზე საუბარს კი მაცხოვრის შეგონებით დავასრულებთ - „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22].

ღმერთის მიერ მონიჭებულ - „არჩევანის თავისუფლებას“, შესაბამისი გამოყენება უნდა, რამეთუ თითოეული ჩვენთაგანი სწორედ ჩვენივე სიტყვებითა და ქმედებათა მიხედვით ვაგებთ პასუხს მოახლოებულ განკითხვის დღეს.

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

ლასკარის თავმჯდომარე

 მიხეილ [გელა] სალუაშვილი




საქმე N3/4292-16

საქართველოს სახელით სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

14 ივნისი, 2016 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე : ლეილა მამულაშვილი

 

მოსარჩელე: საარჩევნო გაერთიანება ,,ზვიადის გზა - უფლის სახელით" თავმჯდომარე - მიხეილ სალუაშვილი;

მოპასუხე: საქართველოს პრეზიდენტი;

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება;

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სასარჩელო განცხადების სასამართლოს წარმოებაში მიღების საკითხი, და

 

:

2016 წლის 10 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მომართა მოსარჩელე საარჩევნო გაერთიანება ,,ზვიადის გზა - უფლის სახელით" თავმჯდომარემ მიხეილ სალუაშვილმა, მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და მოითხოვა:

1) საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2016 წლის 08 ოქტომბრისათვის ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ" გამოცემული განკარგულების (N03/06/02, 2016 . 3 ივნისი) ბათილად ცნობა;

2) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის მირიგი არჩევნების თარიღად 2016 წლის 23 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე დროის შუალედში, მისთის მისაღებ ნებისმიერ დღეს ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის თაობაზე" განკარგულების მიღება.

სასამართლოს სარჩელისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად, მიაჩნია, რომ მოსარჩელე საარჩევნო გაერთიანება ,,ზვიადის გზა - უფლის სახელით" თავმჯდომარე - მიხეილ სალუაშვილს უარი უნდა ეთქვას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 03 ივნისის N03/06/02 განკარგულების - ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ" - თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 73- მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 108- მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არაჩევნები დაინიშნა 2016 წლის 8 ოქტომბერს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.1. მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

ამავე კოდექსის 23.1. მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 2.1. მუხლის თანახმად:

„გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი;

) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები;

) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს;

) აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს“.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 3.1. მუხლის შესაბამისად:

ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად“.

ამავე ნორმის მე-2 ,," ნაწილის მიხედვით:

ამ კოდექსის მოქმედება, გარდა III თავისა, არ ვრცელდება შემდეგი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე: „ა) საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოები“.

ამავე ნორმის 4. „," ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება

არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია:

) საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირთა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშვნისა და გათავისუფლების, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 73- მუხლის პირველი პუნქტის“−„დაქვეპუნქტებითა და მე-2 − მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებასთან“.

საქართველოს კონსტიტუციის 73.2. მუხლის თანახმად; „საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით“.

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 108.2. მუხლის თანახმად: „არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა“.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების დანიშვნის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, სხვა კონსტიტუციური უფლებამოსილების მსგავსად (მაგ. შეწყალება), საქართველოს პრეზიდენტი არ ეწევა მმართველობით საქმიანობას, ადმინისტრირებას, რის გამოც იგი არ ექცევა ადმინისტრაციული სამართლის მოწესრიგების სფეროში.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გამოცემული აქტი - საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 03 ივნისის N03/06//02 განკარგულება ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ", არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით რეგლამენტირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და შესაბამისად, მის მიმართ არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება.

სასამართლოს მოასზრებით, საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 03 ივნისის განკარგულება N03/06/02 (,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ"), არის სახელისუფლებო აქტი, რომლის გამოცემის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 73- მუხლი, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტს ფართო დისკრეციის პირობებში მიენიჭებული აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება - დანიშნოს პარლამენტის არჩევნები. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის პალატის 22.05;03 განჩინებაზე (საქმე N3-ად-440-კს-03).

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი აქტი არ განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართლის სფეროს. შესაბამისად, არ არსებობს სადავო ადმნისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოსარჩელე დაობს პრეზიდენტის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოვალეობის შესახებ და დავის საგანს წარმოადგენს კონსტიტუციური ნორმიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგი. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული სადავო აქტი არ ექცევა ადმინისტრაციული სამართლის სფეროში და ექცევა საკონსტიტუციო სამართლის სფეროში, რაც გამორიცხავს სადავო აქტის მართლზომიერების შემოწმებას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი და შინაარსი არის კონსტიტუციურ-სამართლებრივი ხასიათის, შესაბამისად, ამ დავის განხილვა არ განეკუთვნება საერთო სასამართლოების კომპეტენციას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186- მუხლის პირველი ნაწილისქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ: სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას;

მითითებული კოდექსის 187.3. მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

ამდენად, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ, საარჩევნო გაერთიანება ,,ზვიადის გზა - უფლის სახელით" თავმჯდომარის მიხეილ სალუაშვილის სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული წარმოებაში, ვინაიდან სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას.

სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელე საარჩევნო გაერთიანება ,,ზვიადის გზა - უფლის სახელით" თავმჯდომარეს მიხეილ სალუაშვილს უარი უნდა ეთქვას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186.1.,," მუხლის შესაბამისად.

 

ო     :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13 მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექის მე-2, მე-3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-; 284-; 285-; 447- მუხლებით, და

 

:

1. მოსარჩელე საარჩევნო გაერთიანება ,,ზვიადის გზა - უფლის სახელით" თავმჯდომარეს მიხეილ სალუაშვილს უარი ეთქვას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე;

2. მოსარჩელე საარჩევნო გაერთიანება ,,ზვიადის გზა - უფლის სახელით" დაუბრუნდეს სარჩელთან დაკავშირებით, მიხეილ სალუაშვილის (/ 01401114928) მიერ 2016 წლის 10 ივნისს, საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - . თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; ანგარიშის №-200122900; სახაზინო კოდი: 300773150);

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: . თბილისი, გრ. რობაქიძის №7) მხარისათვის წინამდებარე განჩინების ასლის ჩაბარებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე, . თბილისი აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.№6) მეშვეობით;

4. განჩინების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი“.




გადავიწყება იცის ყოველმა...

გადავიწყება იცის ყველამ და ყველაფერმა,

ამიტომაც მეორდება ქვეყნად ყოველი.

ეს, ადამიანური ბუნებაა...

„დიდების ზღაპარს“ ვაგრძელებ ეხლა,

და მოგიყვებით ხილვის უცნაურ გამოვლინებას:

ერთხელაც იყო - ღამის ხილვაში

„პაექრობაში“ ვიყავი ღმერთთან,

და „მოვითხოვე“ - სიმართლე [ადამიანური]...

ვიტირე, ვიყვირე, შევკადრე [უგუნურმა]:

„არ მოვალ შენთან,

ამ ჩემს „ნაფიქრალს“

თუკი „სიმართლედ“ არ მიღიარებ, და

როგორც მადლმოსილს - არ მაღიარებ...“

[ხილვაში მყოფს „გადმვიწყებოდა“,

რომ - ეს იყო უფალი...]

იმავ - ხილვაში, ადგილი ვიცვალე, და

უეცრად აღმოვჩნდი - ლასკარში,

მის „წინამძღოლთან“ ვიწყე დაობა:

„არ მაღიარებ, „მადლზე“ ფეხს აბიჯებ,

„ტექსტებს“ ასხვაფერებ...

მე კი, ამდენი არ მესმის [ეხლა]...

ადამიანი ვარ, უნდა გამიგო:

მხოლოდ ის მინდა, რომ

ზეციურ ძალის ვიყო მორჩილი...“

[ისე ჩქარა ვლაპარაკობდი,

ჩემი სიტყვები, ჩემთვისვე იყო დამაბნეველი...

ისე მიმაჩნდა, თითქოს ეს იყო ბრძოლის ველი,

და დავა-კამათში აქაც ვაგებდი...],

მინდა გამიგო - ადამიანური ვალია ჩემი:

დავიცვა სიტყვა ზეციური...

ეს ხომ არ არის „ჩემი“ ტექსტები?

რასაც „ვწერ“ და შემდეგ ვკითხულობ,

ეს - „ღვთის სიტყვაა“,

მისი „ავტორია“ თავად - უფალი...

ამიტომ - ჩემს მოტანილ ტექსტს,

არ მიაწეროთ ჩემი სახელი,

არამედ - „ამ სიტყვების ავტორია უფალი“...“

დიდხანს მისმენდა მდუმარე უფალი...

და პასუხი ამ ყველაფერზე

იცით რა იყო?  მას - გაეცინა...

ხილვაში მყოფმა - „მოვიბოდიშე“...

[რომ უნებურად „გადმვიწყებოდა“:

ღმერთთან სიმართლეს როდი არჩევენ!...]

ღმერთო - მაპატიე!... [წავიჩურჩულე],

ოი, რამდენს ვბედავ...

„ეხლა უკვე - ვიბნევი...

ვიცი სადაც ვდგევარ,

ზედმეტი შეგკადრე - ღმერთო,

გთხოვ - მაპატიე,

და მიიღე ჩემგან თაყვანისცემა...

დიდება! დიდება შენს სახელს - უფალო!..

 

09. 06. 2016 წ.

 დინა [დიანა]

ჯიქია

 

 

ბოჟია ვოლია...

„სლავა ტებე ბოჟე ნაშ,

სლავა ტებე...“

მოი რადნიე!..

1. ია უჟე ზნაიუ, ჩტო ვი ლუბიტე - იისუსა ხრისტა. ტოლკა ეტა, პო დელამ ვაშიმ, ნე ვიდნო...

ვი ვსეგდა პოსტუპაიტე ტაკ, კაკ ვამ ვიგოდნო...

ვერუიშიე იისუსა ხრისტა - ჟიზნ იესუსა ნა ზემლე პოვტარიაეტსა!..

ნაშ ეკზამენ - ნაჩინაეტსია... ოი, კაკ ხოლოდნო პო დლინნეი დოროგე იისუსა... ოი, სკოლკო გოლოდნიხ ნა ზემლე, ბედნიხ ლუდეი... კაკ მი ლუბიმ იისუსა - პო დელამ ვიდნო.

ოჟიდანიე ნაშე ნე ნაპრასნო. ნე ნადო, ნე ნადო, ნედოლგო ჟდატ - იისუს პოიავიტსია ნა ზემლე... პარა, ჩესნიმ ლუდიამ, ნაჩინატ პოკოიანიე...

 

2. ვერუიშიე ვ იისუსა ხრისტა - ობიაზატელნო ბუდეტ პოვტორენიე ჟიზნი ნა ზემლე იისუსა ხრისტა...

ობ ეტომ ბოგ უჟე პრედუპრეჟდალ ნას, რაზნიმი პროიავლენიამი, ჩერეზ პისმენნიმი პომიატნიკამი... პროსტო, მი ნე უმეემ სლუშატ, ნე ვიდიმიი ი ნე პოსლუშანიი ბუდემ იმეტ ოტვეტ ოტ ბოგა.

ჟალკო, ესლი ჩელოვეჩესკიე ჟელანია ი ბოჟია ვოლია ნე ობედინიატსია...

ბოგ ნას პრედუპრეჟდალ, ჩტო ნასტუპიტ კონეც სვეტა... პრავდა, მი ნე ზნაემ ვრემია, კოგდა ეტო პროიზაიდიოტ. ნო ვიდნო, ჩტო ჩელოვეჩესტვო იდიოტ პო დოროგე კ ნეი...

 

3. ვეს მირ ჟდიოტ პოიავლენიე სპასიტელია...

მოი რადნიე, ნე რაზდელიაიტეს, ნე ნადო სპორიტ ობ ეტომ, ი პროტივორეჩიტ დრუგ დრუგუ. ბოგ - ვსიო პოდტვერდიტ...

მოი რადნიე - ოპიატ პოვტორიაიუს: სპასიტელ პოიავიტსია [მი ნე ოშიბაემსია]...

მოიხ ვიდენიახ ია უვიდელა კაკ მნოგო ლუდეი ბილო ვოჟიდანიი ეტოგო... ონი ბილი ვსე სო სლეზამი... ონი ბილი გოტოვი ვსტრეტიტსია სპასიტელია ნაშეგო - იისუსა ხრისტა.

ხოჩუ პერედატ ვერუიშიმ ვსეგო მირა - ბოლშუიუ ლუბოვ ოტ გრუზიი...

ხოჩუ პრედუპრედიტ მოსკვუ - გრუზიუ ნე მენიატ ნი ნა ჩტო!.. დოროგი ნაში ს ბლიჟაიუტსია. ნე ნადო, ნე ნადო ბიტ ვრაგამი...

მოი დუშევნიე სოსტრი ი ბრატია - და ბუდემ ჟიტ ვმესტე ს ბოგომ!..

 

[ნაპისანა ნა მოსკოვსკემ პროსპეკტე გოროდა ტბილისი, ვ 1 მაია, 2016 გოდა,

13.00 ჩასოვ]

დინა [დიანა]

ჯიქია

 

...

გულნატკენი ხარ - სამშობლოვ.

რომ გაგიფანტეს შვილები...

მამული არაფრად უღირთ,

ოღონდ იშოვონ ფულები...

თავის ქვეყანა არ უნდათ,

შესციცინებენ სხვისასა,

განკითხვის დრე რომ დადგება

ყველა მიიღებს თვისასა...

გამხნევდი მშობელო მხარევ,

მალე მოგივა მშველელი,

ჩვენი სულების მხსნელი და,

სხეულის გადამრჩენელი...

ვინც „ქართველობის“ ღირსია

ყველა ჩვენ დაგვიბრუნდება,

ჩვენი პატარა სამშობლო

ყველაზე „დიდი“ იქნება!..

 ეკატერინე

ხრიკული