Print

გაზეთი № 18 [989]

მხილებისეული ეტაპის პირველი მონაკვეთის მოკლე ისტორია

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ბოლო ჟამის მიმდინარე მონაკვეთი, ზოგადად, „მხილებისეულ ეტაპად“ იწოდება. თავის მხრივ, საქართველოს გაბრწყინების „ფიზიკური ასპექტი“, სწორედ ამ „ნხილებისეული ეტაპის“ ფონზე მიმიდინარე პროცესია.

ღმერთის ნებით ისე მოხდა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩართული ჩვენი საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ საქმიანობის საწყისი ეტაპი, სახელისუფლო სტრუქტურის უმაღლესი ინსტიტუტების მხილებას დაეთმო. საქმე ეხება - საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების ჩატარების თარიღის მოქმედ კანონთან შეუსაბამობის საკითხს. წინამდებარე წერილში გვინდა გადმოგცეთ - მხილებისეული ეტაპის პირველი მონაკვეთის მოკლე ისტორია.

 

საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის უკანონობის არსი

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 38-ე [მხარდამჭერთა სიების შემოწმება] და 113-ე [პარტიების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება] მუხლებში დაფიქსირებული დროითი რეგულაცია, ნათლად ადგენს, კანონით - ოქტომბრის თვეში განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარების შესაძლო თარიღის ქვედა მიჯნას.

კერძოდ, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებთაც საქართველოს პარლამენტში არ ჰყავთ თავისი წარმომადგენელი, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად:

- საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაციის მისაღებად, უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ ცესკოს - პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე [იხ. 113-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი];

- საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი კანონით დადგენილი ოდენობის ამომრჩეველთა სიების წარდგენის ბოლო ვადაა - 15 აგვისტო [იხ. 113-ე მუხლის მე-9 პუნქტი];

- წარმოდგენილი მხარდამჭერთა სიების შემოწმებისათვის ცესკოს ეძლევა 10 დღიანი ვადა [იხ. 38-მუხლის მე-5 პუნქტი], რომელიც 25 აგვისტომდე დროის მონაკვეთს გამოკვეთავს;

- იმ შემთხვევაში, როდესაც: „...მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ...“ [იხ. მუხლი 113,10].

ამდენად, საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად შერჩეული თარიღიდან უკუათვლით, კანონმდებლობით განსაზღვრული  59-ე დღე, არ უნდა იყოს, ზემოთ უკვე გამოკვეთილი თარიღის, კერძოდ - 25 აგვისტოს ქვემოთ.

შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის არჩევნები შეიძლება ჩატარდეს: 25 აგვისტოდან ათვლით [26, 27...] 59-ე დღის, ანუ 23 ოქტომრიდან - 31 ოქტომბრამდე არსებულ ნებისმიერ დღეს.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნით, კანონთან წინააღმდეგობის კუთხით შემდეგი სურათი იხატება:

არასაპარლამენტო საარჩევნო სუბიექტების დასარეგისტირებლად კანონით განსაზღვრული - „არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღე“, 8 ოქტომბრიდან უკუათვლით, გამოკვეთავს - 10 აგვისტოს. მაშასადამე ასეთი საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია უნდა დამთავრდეს - არა უგვიანეს 10 აგვისტოსი;

და ეს მაშინ როდესაც, ასეთი პარტიების მიერ საარჩევნო რეგისტრაციის გასავლელად საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების ჩაბარების ვადა - 15 აგვისტოზე, ხოლო თავად ამ სიების შემოწმებისათვის საჭირო 10 დღიანი ვადა - 25 აგვისტოზე მოდის.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის მიერ  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი, რომლის შედეგადაც:

1. სახეზე გვაქვს - საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 113-ე მუხლით გაწერილი ვადების გაუთვალისწინებლად გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი:  ბრძანებულება - „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.];

2. თავის მხრივ, - საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი: ბრძანებულება „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ“ [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.], - 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აძლევს - „უკანონო არჩევნების“ სტატუსს;

3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული უკანონო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის [№03/06/02; 03. 06. 2016 წ.] საფუძველზე დანიშნული „უკანონო არჩევნების“ ჩატარების შედეგად, ქვეყანას ეყოლება - უკანონო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო [პარლამენტი];

4. 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე [25 აგვისტო], კანონით განსაზღვრული ორთვიანი პერიოდის მაგივრად, წინასაარჩევნო კამპანიის - 8 ივნისიდან, ანუ 4 თვით ადრე დაწყება:

ერთის მხრივ - აკანონებს არჩევნებში მონაწილეობის სურვილის მქონე საარჩევნო სუბიექტებისათვის არათანაბარ საარჩევნო გარემოს; და

მეორეს მხრივ - იწვევს დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს. კერძოდ:

- 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 4 იანვრის №1/2016 დადგენილებით ორთვიანი საარჩევნო კამპანიის მთლიანი ხარჯი - 34 371 400 ლარს შეადგენდა.

- წინასაარჩევნო კამპანიის 8 ივნისიდან დაწყების გამო, ცესკოს მიერ 2010 წლის 10 ივნისს მიღებულ იქნა დადგენილება [№31/2016] - „2016 წლის 4 იანვრის №1/2016 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლის შემდეგაც საარჩევნო კამპანიის ხარჯი მიმდინარე ეტაპისათვის - 38 136 230 ლარით განისაზღვრა

ამდენად, დღეისათვის სახეზე გვაქვს - 3 764 840 ლარის ოდენობის დამატებითი საბიუჯეტო ხარჯი.


მხილების ობიექტი:

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი

დღეს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ზოგიერთი სამართლებრივი აქტი, საქართველოს პრემიერ მინისტრის ე.წ. კონტრასიგნაციის, ანუ თანხმობის შემდეგ შედის ძალაში:

„1. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, გარდა საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტებისა და ამ მუხლის  მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას... 5. პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ კონტრასიგნაციის შემთხვევაში. 6. კონტრასიგნაციის შემთხვევაში სამართლებრივ აქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას“ [მუხლი 731,1; 5-6].

საქართველოს პრეზიდენტმა, საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის თაობაზე, პირველად 2016 წ. 5 აპრილს განაცხადა, და ბრძანებულების პროექტი, კონტრასიგნაციისათვის,  პრემიერ მინისტრს გადაუგზავნა.

ჩვენი საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, 2016 წ. 6 და 7 აპრილს, სპეციალური მიმართვა წარედგინა: საქართველოს პრეზიდენტს [წერ. ჩაბ. № 1/7219]; და საქართველოს პრემიერ მინისტრს [წერ. ჩაბ. № 1/742];

სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთან იურიდიულ საკითხებში ბ-ნ კახა კოჟორიძესთან სატელეფონო საუბარმა [ტელ. 5[99] 33-90—34] არანაირი შედეგი არ მოიტანა. კერძოდ, იგი მართალია დაგვეთანხმა კანონთან არსებულ შეუთავსებლობაზე, მაგრამ „ურჩია“ პოლიტიკურ პარტიებს, რაც შეიძლება სწრაფად გაევლოთ საარჩევნო რეგისტრაცია, და - „კანონიც არ დაირღვევაო“.

ამ ეტაპზე, პრემიერ მინისტრმა კონტრასიგნაცია არ განახორციელა.

მოგვიანებით, კერძოდ 2016 წ. 3 ივნისს, პრეზიდენტმა გ. მარგველაშვილმა კვლავ გამოსცა ახალი ბრძანებულება [№03/06/02] და იგი მთავრობას გადაუგზავნა.

2016 წ. 6 ივნისს, საქართველოს პრემიერ მინისტრისათვის ჩვენს მიერ გაგზავნილი მორიგი „ღია წერილის“ [წერ. ჩაბ. № 19974] მიუხედავად, 7 ივნისს პრემიერმა გ. კვირიკაშვილმა კონტრასიგნაცია განახორციელა; და - წინასაარჩევნო კამპანია, ამ დოკუმენტის გამოქვეყნებიდან, ანუ - 8 ივნისიდან ოფიციალურად დაიწყო.

 

მხილების ობიექტი:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

2016 წ. 10 მაისს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ - საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს ცესკოს თავმჯდომარის ერთობლივ შეხვედრაზე მიღებული შეთანხმებით საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების სავარაუდო თარიღად - 2016 წ. 8 ოქტომბერი იქნა შერჩეული

შესაბამისად, ჩვენი საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, 11 მაისს ცეესკოს წარედგინა „ღია მიმართვა“ [№11.05-01], სადაც გამოვთქვამდით იმედს, რომ - „... საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, თავისი იურიდიული სამსახურის მეშვეობით, შეძლებს:

1. სათანადო დონეზე გაერკვეს მომქმედი საკანონმდებლო ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებში, და 2. დროულად მიაწოდოს შესაბამისი რეკომენდაციები საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პრემიერ მინისტრს, მათ მიერ, კანონთან შესაბამისობის მქონე სამართლებრივი აქტის მიღების უზრუნველსაყოფად“.

2016 წ. 21 მაისს ცესკოს თავმჯდომარის ქ-ნ თამარ ჟვანიას მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ პასუხში [№01-02/1049], კერძოდ ვკითხულობთ, რომ - „...ცესკო ინფორმირებულია აღნიშნული საკითხების თაობაზე, რომელთა დარეგულირების მიზნით გასულ წელს საკანონმდებლო წინადადებით მიემართა საქართველოს პარლამენტს ცესკოს მიერ....“. სამწუხაროდ, შედეგის თვალსაზრისით მათი ქმედება ამის იქით არ წასულა.


მხილების ობიექტი:

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლო

ჩვენმა საარჩევნო გაერთიანებამ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, 2016 წ. 10 ივნისს „სარჩელი“ წარუდგინა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას [რეგ. №16001391974], სადაც აღვნიშნავდით რა, რომ, ვინაიდან - საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების თარიღად - 2016 წ. 8 ოქტომბრის დადგენა, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 38-ე, 45-ე და 113-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დარღვევით განხორციელებული ქმედებაა, ვითხოვდით:

„1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2016 . 8 ოქტომბრისთვის - „საქართველოს პარლამენტის  არჩევნების დანიშვნის შესახებ" გამოცემული ბრძანებულების [№03/06/02, 2016 წ. 3 ივნისი] - ბათილად ცნობას; და

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების თარიღად 2016 წლის 23 ოქტომრიდან 31 ოქტომბრამდე დროის შუალედში, მისთვის მისაღებ ნებისმიერ დღეს „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის თაობაზე" ბრძანებულების მიღებას“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის მიერ არა „საქართველოს კონსტიტუციის“ არამედ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით გაწერილი დროითი რეგულაციების შემცველი მუხლების დარღვევის ფაქტი,

დიახ, მიუხედავად აღნიშნულისა, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ქ-ნ ლეილა მამულაშვილის მიერ, ჩვენთან გასაუბრების გარეშე, 2014 წლის 14 ივნისს მიღებულ „განჩინებაში“, კერძოდ გვეუწყა:

„...სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი და შინაარსი არის კონსტიტუციურ-სამართლებრივი ხასიათის, შესაბამისად, ამ დავის განხილვა არ განეკუთვნება საერთო სასამართლოების კომპეტენციას...

 ამდენად, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ, საარჩევნო გაერთიანება ,,ზვიადის გზა - უფლის სახელით" თავმჯდომარის მიხეილ სალუაშვილის სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული წარმოებაში, ვინაიდან სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას...“.

ვფიქრობთ ძნელი მისახვედრი არაა, რომ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ქ-ნ ლეილა მამულაშვილის მიერ მიღებული „განჩინება“:

1. ან საქმის არსში არასათანადოდ წვდომის შედეგია;

2. ანდა, საკითხის პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, სახეზეა საქმის არსებითი განხილვისაგან თავის არიდების სამწუხარო მაგალითი.


მხილების ობიექტი:

საქართველოს მთავარი პროკურატურა

2016 წლის 21 ივნისს, საქართველოს მთავარი პროკურორის ბ-ნ ირაკლი შოთაძის სახელზე, საქართველოს მთავარ პროკურატურას ჩაბარდა ჩვენი „ღია მიმართვა“ [წერ. ჩაბ. № 01/13-57836], სადაც, კერძოდ ვკითხულობთ:

„...საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა უფლის სახელით“, ითვალისწინებს რა, ყოველივე ზემოთქმულს, საქართველოს პროკურატურის წინაშე აყენებს საკითხს, რათა: აღიძრას სისხლის სამართლის საქმე - საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნ გიორგი მარგველაშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე“.

იმავე დღეს, კიდევ ერთი „ღია მიმართვა“ წარვუდგინეთ საქართველოს პრეზიდენტს [წერ. ჩაბ. № 1/12820], სადაც ვაცნობეთ, ჩვენს მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეტანილი მოთხოვნის თაობაზე.

მიუხედავად არაერთგზისი სატელეფონო დაკავშირების მცდელობისა [ტ. 240-52-75; 240-51-36], ჩვენი საქმის თაობაზე პასუხისმგებელმა პროკურორმა ბ-მა ლეონტი ადეიშვილმა, ყოველმხრივ აარიდა თავი ჩვენთან შეხვედრას.

2016 წ. 7 ივლისს მისგან გამოგზავნილ საპასუხო წერილში, კერძოდ ვკითხულობთ:

ბატონო მიხეილ!

გაცნობებთ, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში განხილულ იქნა თქვენი განცხადება, რომელიც ეხებოდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებას საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა გაცნობოთ, რომ განცხადების შესწავლის შედეგად შეუძლებელია დაიწყოს გამოძიება, ვინაიდან განცხადებაში მითითებული ფაქტები და გარემოებები არ შეიცავს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.

საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს

პროკურორი

ლეონტი ადეიშვილი“

ამდენად, ბ-ნი პროკურორისთვის, თურმე არაფერს ნიშნავს:

- არც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნათა დარღვევა, რის შემდეგაც ქვეყანა ღებულობს - უკანონოდ დანიშნულ არჩევნებს, და ამ გზით არჩეულ უკანონო პარლამენტს; და არც

- წინასაარჩევნო კამპანიის 2 თვიანი ვადით წარმართვის ნაცვლად, 4 თვის დადგენის გამო, ქვეყნის ბიუჯეტიდან უკანონოდ და არამიზნობრივად გამოყოფილი ოთხ მილიონამდე ლარის დამატებითი ხარჯი;

და რომ ყოველივე ეს, თურმე - „არ შეიცავს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს“.

[იხ. ჩვენს მიერ საქართველოს მთავარი პროკურორისადმი 2016 წ. 21 ივნისს გაგზავნილი „ღია მიმართვა“].

 

მხილების ობიექტი:

საქართველოს პარლამენტი

2016 წ. 22 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბ-ნ დავით უსუფაშვილს წარედგინა ჩვენი „ღია მიმართვა“ [№11346], სადაც კერძოდ ვკითხულობთ:

ბატონო დავით!

როგორც მოგეხსენებათ „საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად  „პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ან მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია კონსტიტუციის 63-ე მუხლითა და კანონით დადგენილი წესით თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი...“ [მუხლი 75,2].

ჩვენის აზრით, ზემოთ წარმოდგენილი ფაქტობრივი მდგომარეობიდან ძნელი არ უნდა იყოს იმ სამართლებრივი საფუძვლების დანახვა, რომ სახეზე გვაქვს - საქართველოს პრეზიდენტის ბატონი გიორგი მარგველაშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი, ანუ მის ქმედებაში გამოკვეთილია - „დანაშაულებრივი ნიშნების არსებობა“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე საარჩევნო გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მოგმართავთ წინადადებით, რათა:

საქართველოს პარლამენტის ბიუროს წინაშე დააყენოთ საკითხი - საქართველოს პრეზიდენტის ქმედებაში „საქართველოს კონსტიტუციის“ 75-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული - „დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის“ გამო, „საქართველოს კონსტიტუციის“ 63-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დაწყების აუცილებლობის თაობაზე“.

სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, დღემდე საპასუხო წერილი არ მიგვიღია.

 

მხილების ობიექტი:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

2016 წ. 22 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს ქ-ნ ანა ნაცვლიშვილს წარვუდგინეთ საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მომზადებული „ღია მიმართვა“ [№ შ-03/66-16], სადაც ვთავაზობდით - ერთობლივი მსჯელობის საგნად გვექცია ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი თემატიკა.

მიზეზთა გამო, ქ-ნმა ანნა ნაცვლიშვილმა ჩვენთან შეხვედრა ვერ მოახერხა. საარჩევნო საკითხებზე მომუშავე იურისტებთან ქ-ნ ირმა პავლიაშვილთან [ტელ. 5[77] 07-05-55; და ბ-ნ რატი თინიკაშვილთან [ტელ. 5[77] 07-05-16] გამართული საუბრების შემდეგ, ისინი დაგვეთანხმნენ პრეზიდენტის განკარგულებაში მოქმედი კანონმდებლობით გაწერილი ვადების გაუთვალისწინებლად არჩევნების თარიღთან მიმართებაში დაფიქსირებულ ჩვენეულ შეფასებებში, თუმცა წერილობითი პასუხის მოცემაზე უარი თქვეს. სამაგიეროდ დაგვპირდნენ, რომ ამ „ფაქტს“ აუცილებლად ასახავდნენ მათ მიერ არჩევნებთან დაკავშირებით შესადგენ ანგარიშში.

 

მხილების ობიექტი:

საქართველოს სახალხო დამცველი

საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების გამო, ზემოთხსენებული საკითხების პარალელურად, დღის წესრიგში დადგა საარჩევნო სუბიექტების არათანაბარ წინასაარჩევნო პირობებში ჩაყენების გამო მათი უფლებების დარღვევის ფაქტი.

2016 წლის 23 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველს ბ-ნ უჩა ნანუაშვილს ჩაბარებული ჩვენი „ღია მიმართვის“ [№8025/16] თაობაზე, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ბ-ნ დავით მანაგაძის სახელით მიღებულ საპასუხო წერილში [№05-5/700, 30 ივნისი/2016], ასეთი „გაურკვეველი“ ფორმულირებაა ასახული:

„... საქართველოს არჩევნების ვადის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები სცდება სახალხო დამცველის უფლებამოსილების ფარგლებს და განეკუთვნება ცენტრალური ხელისუფლების შტოების კომპეტენციას. საქართველოს სახალხო დამცველი „ერთვება საარჩევნო ურთიერთობებში“ მხოლოდ საარჩევნო სუბიექტების ან/და ამომრჩევლების საარჩევნო უფლებების დარღვევის შემთხვევაში...“.

დასკვნის გაკეთება მკითხველ;ისათვის მიგვინდვია.

 

მხილების ობიექტი:

უწყებათაშორისი კომისია

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნის თანახმად - „უწყებათაშორისი კომისია მორიგი საერთო არჩევნების შემთხვევაში იქმნება არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა..." [მუხლი 48,4].

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წ. 29 ივნისის ბრძანებულებით [№140] შექმნილ კომისიის სამდივნოს, 2 ივლისს ელ. ფოსტით გაგზავნილ წერილში ვთხოვდით, კომისიის პირველსავე სხდომის დღის წესრიგში შეეტანათ, ჩვენს მიერ განსახილველად წარდგენილი საკითხი - საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნ გიორგი მარგველაშვილის მიერ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 38-ე და 113-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით მიღებული მორიგი საპარლამენტო არჩევნების თარიღად - 2016 წ. 8 ოქტომბრის დადგენის თაობაზე.

მიუხედავად ამისა, 2016 წ. 13 ივლისს გამართული კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მისულებმა გავიგეთ, რომ დღის წესრიგში, ჩვენს მიერ შეთავაზებული საკითხი არ იყო ასახული.

სხვა საკითხთა განხილვამდე, ჩვენ შევეცადეთ, კომისიის სხდომაში მონაწილეებისათვის, მოკლედ აგვეხსნა ჩვენი მოთხოვნის მთავარი არსი.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული ბრძანებულების კანონდარღვევის აშკარა ფაქტთან მიმართებაში თითქმის ყველა მონაწილის თანხმობის მიუხედავად, ქ-ნი თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით მიმდინარე კომისიამ, კენჭისყრის შემდეგ უარი თქვა ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანაზე. თან, ყოველგვარი კონკრეტული მითითების გარეშე, ზოგადად გვირჩია - სხვა სამართლებრივი გზით გვეცადა ამ საკითხის გადაწყვეტა.

 

დასკვნის მაგიერ

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიური მინიშნებისეული „მხილების ეტაპის“ პირველი მონაკვეთი, ჩვენი მცდელობისდა მიუხედავად, ისე დამთავრდა, რომ ქვეყანაში მომქმედმა არც ერთმა აღნიშნულმა სტრუქტურულმა ერთეულმა - არ ისურვა, თუ ვერ შეძლო წინაღდგომოდა აშკარა კანონდარღვევის ფაქტს.

შესაბამისად, ისღა დაგვრჩენია დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ:

1. საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნ გ. მარგველაშვილის მიერ, დღეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მიღებული უკანონო სამართლებრივი აქტის საფუძველზე დანიშნული საქართველოს პარლამენტის არჩევნები - უკანონოა; რის გამოც:

- ერთის მხრივ - ქვეყანას ეყოლება ამ გზით არჩეული უკანონო პარლამენტი; ხოლო

- მეორეს მხრივ ქვეყნის ბიუჯეტიდან უკანონოდ დაიხარჯება ოთხ მილიონამდე ლარი.

2. სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნ გ. მარგველაშვილის მიერ დაკავებული თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტი; რაც, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარდა, თავის დროზე შესაძლოა გახდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი.

წინამდებარე თემაზე საუბარს კი მაცხოვრის შეგონებით დავასრულებთ - „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22].

ღმერთის მიერ მონიჭებულ - „არჩევანის თავისუფლებას“, შესაბამისი გამოყენება უნდა, რამეთუ თითოეული ჩვენთაგანი სწორედ ჩვენივე სიტყვებითა და ქმედებების მიხედვით ვაგებთ პასუხს მოახლოებულ განკითხვის დღეს.

საარჩევნო გაერთიანების

„ზვიადის გზა - უფლის სახელით“

ლასკარის თავმჯდომარე

 მიხეილ [გელა] სალუაშვილი  

 

  

 

მხილებისეული ეტაპის „მეორე მონაკვეთის“ კარიბჭესთან

 როგორც საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას: ს/გ „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, უფლება მოგვეცა მონაწილეობა მივიღოთ, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული შესაძლო დარღვევების აღმოფხვრის მიზნით შექმნილ - „უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის“ - მუშაობაში.

ამდენად, თავისთავად გამოიკვეთა ბიბლიური „მხილებისეული ეტაპის“ მეორე პირობითი მონაკვეთის ობიექტი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი: უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის“.

 ამ საკითხზე მსჯელობას, თუ ღმერთი ინებებს, მოგვიანებით გავაგრძელებთ. ამჟამად კი, წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ მომზადებულ მორიგ საკანონმდებლო წინადადებას, რომლის არსის თაობაზე სწორედ ზემოთხსენებული კომისიის ფარგლებში ვაპირებთ საქმიანობის წარმართვას.

საკანონმდებლო წინადადება:

კანონპროექტი

საქართველოს კანონი:

„საქართველოს ორგანულ კანონში

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“

ცვლილების შეტანის შესახებ“

 

მუხლი 1.

საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020. 04.001.016032)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 46- მუხლის მე-4 და მე-71  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, და განსაზღვრონ ადგილები ან/და დადგან სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი იმ ზომის უნდა იყოს, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი. სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არა უმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი)“;

71. დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, ამ მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევით დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული“;

 

2. მე-80 მუხლს დაემატოს, შემდეგი რედაქციის მქონე - „21“ პუნქტი:

„21. ამ კანონის 46-ე მუხლის მე-71 პუნქტის მოთხოვნათა დამრღვევმა საარჩევნო სუბიექტებმა, მათ მიმართ წარმოშობილი ვალდებულების დადგენის შემდეგ, ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ერთი ნახევარი უნდა ჩარიცხონ სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მეორე ნახევარი დაზარალებული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ფონდში“.

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე